Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. იმ გაკვეთილებს შორის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა ამ კვირაში მიიღო, არის ის, რომ სხვა დროს როდესაც ის გადაწყვეტს მთავრობაში მინისტრად დანიშნოს 28 წლის, არასაკმარისი პროფესიული გამოცდილების მქონე ქალბატონი, რომელიც მისი ოჯახის პურის საცხობში მუშაობდა გაზიარება [რობერტ მაკეი. 23:45 31-07-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFR9ZriYNcI/AAAAAAAAD9Q/M91rN_Q3I58/s200/veraaaaaaaa.gif...მას კარგად უნდა ახსოვდეს რომ მანამდე მას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების წაშლა უნდა სთხოვოს, თუნდაც ამ ფოტოებით მხოლოდ ვარაუდი შეიძლებოდეს იმისა, რომ ის ღამის კლუბში მაგიდაზე სტრიპტიზის მოცეკვავეებთან ერთად ერთობოდა. რადგან მაგალითად ვერა ქობალიას ფოტო, რომელიც ბატონმა სააკაშვილმა ახლახანს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნა, ამ კვირაში გაზეთ „ასავალ-დასავალმა“ დაბეჭდა. გაზეთი ამტკიცებს, რომ ფოტო ვანკუვერში (კანადა) თებერვალში, სტრიპტიზ-კლუბშია გადაღებული. ქალბატონი ქობალია კანადელი ქართველების ოჯახიდანაა, ისინი საქართველოდან სამოქალაქო ომს გაექცნენ და ვანკუვერში გადასახლდნენ. მაშინ ის ბავშვი იყო. საქართველოში თებერვალში საქველმოქმედო საქმიანობისთვის ჩამოვიდა და სულ რაღაც ოთხ თვეში მინისტრთა კაბინეტში დაინიშნა. ამ კვირაში მან განაცხადა, რომ ფოტო დაახლოებით 10 წლის წინ ფლორიდაში არდადეგების დროს გადაიღო – იუწყება ბრიტანული გაზეთი Independent-ი, რომელიც ახლა რუსი ოლიგარქის საკუთრებაა. Independent-ის მოსკოვის კორესპონდენტი შონ ვოლკერი იუწყება, რომ ფოტო, რომელიც „როგორც სჩანს ქალბატონი ქობალიას Facebook-ის გვერდიდანაა აღებული“ რუსული მედიისთვის უმალ წამყვან თემად იქცა, რომელიც მანამდეც ცდილობდა სააკაშვილი სექსზე შეშლილ ავტოკრატად წარმოეჩინა, როდესაც მან შარშან საქართველოში საკუთარი ზურგის მასაჟისთვის ქალბატონი ამერიკიდან ჩამოიყვანა. ვიდრე ქართული და რუსული გაზეთები ბატონ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ და ცდილობდნენ ინსინუაციებს, რომ ფოტოზე გამოსახულია ქობალია, მის დასთან ერთად და მისი ამოუცნობი მეგობარი ვანკუვერში იმ დროს, როდესაც იქ საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს იმყოფებოდა, მინისტრმა განაცხადა – ”თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც ოპოზიციამ ან ნებისმიერმა სხვამ ჩემს შესახებ შეიძლება მოიძიოს, ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი სურათია, მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ”. სინამდვილეში გაურკვევლია საიდან გაჩნდა ეს ფოტო, თუმცა ერთი დღით ადრე ვიდრე მას გაზეთები დაბეჭდავდნენ ის Facebook-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც საკუთარ თავს ქალბატონი ქობალიას ფან-კლუბის გვერდს უწოდებს, თუმცა თავად ქობალიას პერსონალური ვებ-გვერდი Facebook-ზე როგორც სჩანს არ არსებობს. (ფან-კლუბის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ქალბატონ ქობალიას როგორც სჩანს ვებ-გვერდი ჰქონდა, რადგან ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე ინტერვიუს დროს, ის უზარმაზარი ეკრანის წინ იჯდა, რომელზეც მისი გვერდი იყო გამოსახული). ფანების გვერდზე ასევე „დალინკულია“ მისი Flickr-ის გვერდი, სადაც ქალბატონი ქობალიას ღამის კლუბში გადაღებული ფოტოები ამ თვეშია გამოქვეყნებული – ძირითადად მინისტრის დის ოცამდე სხვა ფოტოსთან ერთად (ერთგან ეს უკანასკნელი გადაღებულია ჯონ მაკკეინთან ერთად, რომელიც სააკაშვილთან დაახლოებული პირია). ქალბატონმა ქობალიამ, მისმა დამ და მათმა მეგობრებმა ორი ფოტო, რომელიც არ არის დათარიღებული, როგორც სჩანს იმავე ღამით გადაიღეს, როდესაც ის ფოტო, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა. Flickr-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი ფოტო, როგორც სჩანს ქალბატონი ქობალიას განცხადებას ადასტურებს, რომ ის ფლორიდაშია გადაღებული. სურათზე ჩანს, რომ დები ქობალიები და მათი მეგობრები დგანან შენობის წინ, რომელიც აშკარად მაიამის Colony Hotel-ია. ზოგიერთი ქართველის მხრიდან ფოტოებთან დაკავშირებული დავა ქობალიას გამოუცდელობაზე პროტესტს მოჰყვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი გაოცებულია იმით, რომ ქობალია „ქვეყნის ეკონომიკური ხერხემლის თავკაცობასაც ისე დასთანხმდა, რომ არა აქვს არც შესაბამისი განათლება და არც გამოცდილება“ და დასძენს – „ვფიქრობ ნებისმიერი შესძლებდა საკუთარ ოჯახში უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანის მოძებნას, ვიდრე ქალბატონი ქობალიაა“. ახლახანს Twitter-ზე ახალგაზრდა მინისტრმა ხალხი გაამხნევა წინადადებებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განავითარონ ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია ისე, რომ არ შეწუხდნენ მათ პერსონალურ „სივი“-ში გამოცდილების ნაკლებობაზე. „ჩანაწერს რა მნიშვნელობა აქვს“ – წერს იგი – „თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენ გაქვთ ის, რაც ამ საქმეს სჭირდება მაგრამ არ გაქვთ ხუთწლიანი გამოცდილება… გამოგზავნეთ ის“. დავა ქალბატონი ქობალიას ახალგაზრდულ წინდაუხედაობაზე იმ დროს ემთხვევა, როდესაც სააკაშვილი ცდილობს მეორე დავის განმუხტვას, რაც კოლეგებთან საუბრის დროს მისი მხრიდან სიტყვა „ზანგის“-ს გამოყენებას მოჰყვა. საქართველოს გაერო-ს ასოციაციის საინფორმაციო სააგენტოს Civil Georgia-ს ცნობით, ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა საგადასახადო პოლიტიკაზე ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკის და მისი პრემიერ-მინისტრის დატუქსვის დროს მათ ჰკითხა – „ჩვენ რა ზანგები ვართ? ამიხსენით, რატომ ვიქცევით ველურებივით?“ “The New York Times” თარგმანი: foreignpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  2. http://b.pix.ge/o/s9wqx.jpgბრაზილიელი მცველი ჟულიო სეზარი,რომელიც კარიერის მანზილზე თამაშობდა ისეთ კლუბებში,როგორებიცაა "რეალი" და "მილანი" კარიერას აზრბაიჯანში გააგრძელებს,იტყობინება azerisport.com, 32 წლის ფეხბურთელმა თითქმის ყველა დეტალი შეათანხმა კონტრაქტისა საფეხბურთო კლუბ "ბაქოსთან".საბოლოოდ ტრანსფერი ორშაბათს გაფორმდება,როგორც კი ფეხბურთელი ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქში.გასულ სეზონში ჟულიო სეზარი ტურქულ "გაზიანთესპორში" გამოდიოდა. სრულად იხილეთ
  3. http://a.pix.ge/v/9km3j.jpgლეგენდარული ფეხბურთელი ალბერტო დი სტეფანო საავადმყოფოდან გამოწერეს.84 წლის ექს–ფორვარდი თავს შეუძლოდ გრძნობდა 27 ივლისიდან მოყოლებული,მთელი ამ დღეები განმავლობაში ექიმები მკურნალობდნენ გულზე,ევროპის თასის ხუთგზის მფლობელისთვის მსგავსი მკურნალობის კურსი პირველი არ ყოფილა. სრულად იხილეთ
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/vancouver-sun-web-logo1.jpg კატია ჰოლოვეი ვერა ქობალია, რომელსაც ვანკუვერის კლუბში სტრიპტიზში ადანაშაულებდნენ, საკუთარი ბიოგრაფიის გადახედვაზე უარს ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თავს დაესხა Vancouver Sun-ს, უწოდა რა მას რუსული პროპაგანდის ნაწილი, მას შემდეგ რაც გაზეთმა 28 წლის ჩინოვნიკის ოფიციალურ ბიოგრაფიაში აშკარა შეუსაბამობათა შესახებ დაწერა. საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვერა ქობალია ამტკიცებს, რომ ვანკუვერის Global TV-ში და CBC-ში პროდიუსერად მუშაობდა. თუმცა, როგორც ამას The Sun მანამდეც იუწყებოდა, Global TV-ს ახალი ამბების რედაქციაში მის ვინაობას ვერავინ იხსენებს, ხოლო Global-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პეტრა მენერმა განაცხადა, რომ ქობალიას გვარი კომპანიის ოფიციალურ ჩანაწერებში არ არის. შემდგომი ძიების პროცესში The Sun –მა აღმოაჩინა, რომ ქობალია რამდენიმე წლის განმავლობაში ვანკუვერის Global ComedyFest–ისთვის (გლობალური კომედიური ფესტივალი) მუშაობდა. Global ComedyFest–ი დამოუკიდებელი ღონისძიებაა, სადაც Global TV მთავარი სპონსორია. „(Global TV–მ) იყიდა ღონისძიების სათაური“, – ამბობს ComedyFest–ის არტ–დირექტორი ვილ დევისი. „ცხადია, ჩვენ CanWest–ი (მედია ჰოლდინგი) არ გვაფინანსებს. (ვერას) არასდროს უმუშავია Global TV–სთვის, ის ჩვენთან მუშაობდა და ჩვენ კი ვართ ComedyFest–ი“. ქობალია უარს ამბობს საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ბიორგაფიის გადახედვაზე. ის „ჭორებს“ რუსულ პროპაგანდას უწოდებს, რომელიც საგანგებოდ შემუშავდა, რომ მას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ხელი შეუშალონ. საქართველოს ახალი ამბების სააგენტო Civil. ge-სთან ინტერვიუში მან განაცხადა: „მე კარგად მესმის, რომ რუსეთს, რუსეთის ხელისუფლებას და მათ ვინც მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას არ სურთ, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს და ის ძლიერი ქვეყანა გახდეს. ისინი ცდებიან, თუკი ფიქრობენ, რომ ჩემზე დეზინფორმაციის და ასეთი ჭორების გავრცელებით მუშაობაში ხელს შემიშლიან“. „დიახ, რა თქმა უნდა მე ვმუშაობდი Global TV-ში”, – დასძინა მან. ოფიციალურ ელექტრონულ ბიოგრაფიაში ასევე ნათქვამია, რომ ქობალიამ 2004 წელს BCIT–ი დაამთავრა, სადაც ის ბიზნესის ადმინისტრირებას და საინფრომაციო ტექნოლოგიებს სწავლობდა. BCIT ამ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს და აცხადებს, რომ სტუდენტების პრივატულობის დაცვა მისი პოლიტიკაა. ქობალია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ამ თვეში დაინიშნა. მისი მამის თქმით, ქობალია საქართველოს პრეზიდენტს ვანკუვერში, თებერვალში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს შეხვდა. ქობალია საერთაშორისო ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც მისი პიკანტური ფოტო, სადაც ის მწირად შემოსილ ქალებთან ერთადაა გადაღებული, რუსულ მედიაში გამოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი მთავრობაში „სტრიპტიზის მოცეკვავეების“ დანიშვნის გამო გააკრიტიკეს. ქართველი ქობალია, მისი Facebook-ის გვერდიდან აღებულ ფოტოსთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ იგი არა ვანკუვერის სტრიპტიზ-კლუბში, არამედ 10 წლის წინ, ფლორიდაშია გადაღებული. თუკი ეს მართალია, მაშინ 10 წლის წინ იგი 18 წლის იქნებოდა (აშშ–ი 21 წლამდე ალკოჰოლური სასამელის მიღება აკრძალულია) ორიგინალი ორიგინალი
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ჯეიმს კირჩიკი RFE/RL–ის მუდმივმა ავტორმა ჯეიმს კირჩიკმა ჟურნალში Commentary რონალდ ასმუსის წიგნის „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ მიმოხილვა გამოაქვეყნა. მასში დეტალურადაა მოთხრობილი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის მიზეზების და შესაძლო შემაშფოთებელი შედეგების შესახებ. მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს არ ჰყავს ისეთი ცბიერი ლიდერი, როგორიც ვლადიმერ პუტინია. მისი ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის თანამდებობაც კი, სინამვილეში, მისთვის სტრატეგიული „თავშესაფარია“, რომელსაც წარმატებით იყენებს. ისეთი წარმოუდგენელი ფაქტიც რომ ვივარაუდოთ, თითქოს ეს რუსი ნაციონალისტი და მაკიაველის მიმდევარი დღევანდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ემორჩილება, იმას მაინც ვერ ვუარყოფთ, რომ ჩვენ პუტინის შექმნილ კრემლთან გვაქვს საქმე. პუტინის მკვეთრმა აღმასვლამ (ისევე როგორც მისმა საეჭვო გადადგომამ) ყოველგვარი მარცხის გარეშე ჩაიარა. ახლა ობამას ადმინისტრაცია ეგრედწოდებული „გადატვირთვის“ პოლიტიკის პროპაგანდას ეწევა, მაგრამ რუსეთის თვალსაზირისით, ეს დასავლეთის მხრიდან მოსკოვის ძალის გამართლებული აღიარებაა. თუკი შევეცდებით გავიხსენოთ ის, თუ როდის ამოქმედდა მთელი ძალით რუსეთის განვითარების პუტინისეული რევანშისტული კონცეფცია, ურიგო არ იქნება, თუკი 1999 წლის მოვლენებს – ჩეჩნეთზე თავდასხმას გავიხსენებთ. თუმცა, როგორც ამას მის ახალ წიგნში „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ რონ ასმუსმი წერს, პუტინის რუსეთის პირველი „ძალისმიერი“ გამოცდა რუსეთის ფედერაციის საზღვრებს მიღმა, 2008 წლის ზაფხულში საქართველოზე თავდასხმა გახდა. ასმუსი, რომელსაც ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურებში მაღალი თანამდებობები ეკავა, ამტკიცებს, რომ ეს ომი არამხოლოდ საქართველოს, არამედ ვაშინგტონის, ნატოს და ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი ანალიზის თანახმად, დაუსრულებელი დავით იმაზე, რომ თითქოს საქართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს და არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფსიქიკურად მდგრადი, ჩვენ უყურადღებოდ ვტოვებთ როგორც იმ დროისთვის, ასევე დღემდე არსებულ მთავარ საკითხს: სცემს კი პატივს რუსეთი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და მისცემს კი მათ უფლებას თავად გადაწყვიტონ ვისთან დაწყვილდნენ სამოკავშირეო ურთიერთოებში? არსებობს პარალელური კითხვაც, და არანაკლებ მნიშვნელოვანი: როგორი რეაქცია ექნება ევროპას და ზოგადად დასავლეთს რუსეთის ქმედებებზე? თუკი 2008 წლის კონფლიქტი საქართველოსთან, საჩვენებელია, მაშინ პასუხი მარტივია – „ცუდად“. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდისთვის დასავლური ქვეყნების ლიდერებმა ევროპისთვის მთავარი წესი დაამკვიდრეს – პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის, რომლის თანახმადაც კონტინენტზე სახელმწიფოთა საზღვრები ძალით არასდროს შეიცვლება. ცხადია, ასეთ წინადადებას საკმაოდ ადექვატური მოსაზრებები ამყარებდა. მაგრამ თუკი პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ევროპასთან გაერთიანების მხრივ ფაქტიურად ერთსულოვნება გამოთქვეს, მაშინ, როგორც ამას ასმუსი წერს, აღშოთებული და მიტოვებული რუსეთი ნეოიმპერიალისტურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა და ის დღემდე ასეთად რჩება. ხოლო დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობამ, იმის ნაცვლად, რომ უმალ გაეპროტესტებინა მოვლენების ამგვარი განვითარება, დაიჯერა მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის დიდ მნიშვნელობაზე არსებული არაადექვატური არგუმენტი. საქართველოსგან გამოყოფილი ორი ტერიტორია, რომელთა სადაო სტატუსი საბჭოთა კავშირის დანგრევის ერთ–ერთი შედეგი გახლდათ, 2008 წლის მოვალენებამდეც რუსეთის გავლენას განიცდიდნენ. რუს ნაციონალისტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ნაკლებად ხელშეუხებელია, ვიდრე ფაქტობრივად ნებისმიერი სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს სუვერენიტეტი; ნაწილობრივ ეს ბევრი რუსი ლიდერის ქართული წარმომავლობითაც აიხსნება, მათ შორის იოსებ სტალინის. მსგავს წარმოდგენებს საფუძველი 1921 წლის მოვლენების დროს ჩაეყარა, როდესაც ქვეყნის ანექსია მოხდა, ხოლო ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკა ბოლშევიკებმა ფეხქვეშ გათელეს. „ცივი ომის“ დასასრულს, ერთი ციდა ანკლავები (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) საქართველოს შემადგენლობაში მოექცნენ. ეს ტერიტორიები დიდწილად ქართველებითაა დასახლებული, მაგრამ ადგილობრივ უმცირესობებს საუთარი ენა აქვთ და ნომინალურ დამოუკიდებლობას მოითხოვენ, რომელიც სინამდვილეში რუსეთთან ვასალურ ურთიერთობებს ნიშნავს. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებმა გააპროტესტეს საქართველოს მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება და სამოქალაქო ომის ინიცირება მოახდინეს. საბრძოლო მოქმედებები დროებით 1992 წელს შეწყდა, როდესაც საქართველომ პროვინციაზე კონტროლი შეინარჩუნა, მაგრამ მას ფართო ავტონომია მისცა და მის ტერიტორიაზე რუსეთის მშვიდობისმყოფელთა მცირე კონტიგენტის ყოფნაც დაუშვა. კონფლიქტი 2004 წელს განახლდა, მაგრამ იმავე წლის ბოლოს მიღწეულ იქნა ხანმოკლე შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსული არმიის ამ ტერიტორიაზე ყოფნა, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობამ საქართველოს ნაწილად აღიარა, ბორის ელცინის (ქვეყანას მართავდა 1991–1999 წლებში) ლიბერალიზაციის პერიოდში, საკმაოდ უვნებელი იყო, მაგრამ როდესაც ელცინი ვლადიმერ პუტინმა შეცვალა და რუსეთი კვლავ ავტორიტარიზმის გზით წაიყვანა, ის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ასმუსი წერს, რომ რუსი ჯარისკაცების და შეიარაღების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა „გაყინული კონფლიქტის“ „პირველქმნილ ცოდვად“ იქცა. მაშინ რამ გაალღო ისინი? ასმუსის აზრით, დამნაშავე ნატოა. 2008 წლის 2 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები რუმინულ ბუქარესტში შეიკრიბნენ იმის გადასაწყვეტად, მიეღოთ თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში. დებატები ძალიან დაძაბული გახლდათ. ბუქარესტის სამიტმა გააშიშვლა განხეთქილება იმ ქვეყნებს შორის, რომელთაგან ერთნი ალიანსის შემადგენლობის გაფართოებას ემხრობოდნენ (აშშ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები), მეორენი კი ყველანაირად ცდილობდნენ კრემლი არ განერისხებინათ (ამ მხრივ განსაკუთრებით გერმანია გამოირჩეოდა). საბოლოო ჯამში გადაწყდა ალიანსში არ შეეშვათ არც საქართველო და არც უკრაინა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ნატოში მიღება ალიანსის გრძელვადიან ამოცანად გამოცხადდა. ასმუსის თქმით, სწორედ ამ ნახევარზომებმა გამოიწვია ოთხი თვის შემდეგ რუსეთის საქართველოზე თავდასხმა. მაგრამ როგორც არ უნდა აღექვათ რუსებს ბუქარესტის სამიტის შედეგები, ცხადია, რომ მისი დასრულებიდან სულ რაღაც ორ კვირაში მათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საკუთარი „მშვიდობისმყოფელების“ კონტიგენტის გაძლიერება დაიწყეს. რუსულ–ქართული კონფლიქტზე, იმაზე თუ კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი ომის დაწყებაზე, დავა არ წყდება. ორივე მხარე დაბომბვების, ჯარებისა და ტანკების გადაადგილების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენდა; ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ომის დაწყებაზე იურიდიული პასუხისმგებლობა ერთ–ერთ მხარეს უნდა დაკისრებოდა. მაგრამ ასმუსს, საკუთარი დამაჯერებელი მტკიცებულებები მოჰყავს იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა, თუ არა თავს დასხმოდა ოსურ სამხედრო ფორმირებებს, რომლებსაც მუდმივად აძლიერებდა რუსული არმია. ექსპერტები, რომლებიც აკრიტიკებენ აშშ–ს პოლიტიკას რუსეთის მიმართ, მიაჩნიათ, რომ „ცივი ომის“ შემდეგ, როდესაც ნატოს ექსპანსია მიმდინარეობდა, აშშ რუსეთთან „გაუცხოებით“ და მისი „ალყაში მოქცევით“ იყო დაკავებული. მსგავსი განცხადებები კრემლის პარანოიას ძალიან აღვივებს. ასმუსი აღნიშნავს, რომ „რუსეთი ამ მოლაპარაკებების („ცივი ომის“ შემდეგ) სრულფასოვანი მონაწილე და პარტნიორი იყო და ყველა შეთანხმებაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერა“. სიმართლე კი ის არის, რომ უკიდურესად პროდასავლურად განწყობილი სააკაშვილის მართველობის დროს, საქართველო გარდაუვლად იქცა „რუსეთის წლობით დაგროვილი მუდმივი აღშფოთებისა და ჩივილის მსხვერპლად“, – ასმუსი საკუთარ წიგნში ამაზეც წერს. წიგნში, „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ ის სწორად აღნიშნავს ტაქტიკურ და კონცეპტუალურ შეცდომებს, რომლებიც ომამდე იქნა დაშვებული და დასავლეთს ადანაშაულებს იმაში, რომ მას „საჭესთან ჩაეძინა“ (ანუ დესტაბილიზაციის აშკარა ნიშნების იგნორირებას ახდენდა და ვერ შეძლო პრევენციული ზომების მიღება), ხოლო რუსეთს ბრალს დებს, რომ ის კიდევ ერთი, მისი ყოფილი სატელიტის დასავლეთისკენ სწრაფი სვლით აღშფოთდა. მაგრამ, თუკი ასმუსი სწორად აფასებს ამ ომის მნიშვნელობას, მისი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, ნაკლებად დამაჯერებელია. ასმუსი აღიარებს, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების პროცედურების დაწყებით ორი წლის წინ, რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ აგრესიულად არ ემოქმედა, მაინც ვერ მოხდებოდა; საქართველოზე თავდასხმის პრევენციისთვის, უფრო სერიოზული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო, კერძოდ კი თავად ალიანსის განმტკიცება. ალიანსი ისეთი ქვეყნებისგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც სრულად აცნობიერებენ „საერთო ღირებულებების“ არსს, რომლის გარშემოც მიმდინარეობს დისკუსია ყველა ტრანსატლანტიკურ კონფერციაზე. მეტიც, ეს ქვეყნები დარწმუნებულები უნდა იყვნენ ამ ღირებულებების აღმოსავლეთისკენ გავრცელების აუცილებლობაში, უნდა ესმოდეთ მის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საგარეო საფრთხეების არსი, ასევე მზად უნდა იყვნენ მისი დაცვისთვის აუცილებელი არმიების მშენებლობის და აღჭურვისთვის. ასმუსის აზრით, „ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთი შეაკავოს ეს ერთიანი და ძლიერი სიმტკიცეა, რომელიც ადასტურებს ნატოს გაფართოების პროცესის გარდაუვალობას და იმას, რომ წინააღმდეგობის მცდელობას რეალური შედეგები მოჰყვება“. თუმცა იმ პოსტმილიტარისტული მიდგომის გათვალისწინებით, რომელსაც ბევრი ევროპელი იზაირებს, და ასევე სულ უფრო ფართოდ გავრცელებული შეხედულება იმის თაობაზე, რომ რუსეთს მართლაც აქვს „პრივილეგირებული ინტერესების“ (პუტინის გამოთქმა) სფეროს უფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაურკვეველია ნატოს რა შეუძლია საერთოდ დღევანდელ დღეს. რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა. მას არ გაჰყავს არმია ომამდელ პოზიციებზე და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო კონტიგენტის მოცულობა გაზარდა. „დასავლეთი ახლოსაც კი არ არის იმასთან, რომ დაარწმუნოს რუსეთი დაბრუნდეს ომამდელ მდგომარეობამდე, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – წერს ასმუსი. რუსეთ–საქართველოს დაპირისპირება კვლავ ძლიერია, ახალი ომი კი საკმაოდ რეალური. წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ისეთი სენსაციური რამ მოხდა, როგორიცაა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმება ყირიმში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის იჯარის ვადის 2042 წლამდე გაგრძელებაზე. თუკი „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ევროპის მთავარი წესის დაცვის სურვილის არ არსებობა რაიმე მეთოდებით, დიპლომატიური ჩივილის გარდა, ნორმად გადაიქცევა, რუსების თავდაჯერებულობა მსოფლიოს აღარ შეაშფოთებს. ასეთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ისტორიაში რუსული „გადატვირთვის“ მთავარ ინიციატორად ვლადიმერ პუტინი შევა. ორიგინალი ორიგინალი
  6. http://b.pix.ge/u/ijlr3.jpg შეადარეთ ერთმანეთს ლივერპულის ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, კრისტიან ნემეცი და დანიელ პაჩეკო. <p style="text-align: left">კრისტიან ნემეტიVs დანიელ პაჩეკო5იან.1989 (21წ.) დაიბადა 5იან.1991 (19წ.)1.79 სიმაღლე 1.680 (0)ლივერპული 4 (0)9 (11)u17 5 (3)15 (14)u19 11 (5)6 (9)u20 1 (0)p.s. იმის გათვალისწინებით,რომ კრისტიან ნემეტი დანიელ პაჩეკოზე ორი წლით უფროსია საჭიროდ არ ჩავთვალე მისი ბოლო ორი წლის ნამოღვაწარი წარმომედგინა, მე ერთმანეთს 19 წლის ნემეტი და 19 წლის პაჩეკო შევადარე, ხოლო რჩეულის გამოვლენა თქვენზე მომინდია. View the full article
  7. http://b.pix.ge/c/ogho9.jpgტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი ამაური, გამოეხმაურა იმ ხმებს,რომელიც იუწყებოდა,თითქოს ფეხბურთელი ტურინული გუნდიდან მიდიოდა.ფეხბურთელმა აღნიშნა,რომ ეს ხმები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და არ აპირებს იგი კლუბის დატოვებას. "ჩემთვის ცნობილია ყველა ის ჭორი რაც ჩემს შესახებ იყო გავრცელებული ამ ბოლო დროს, ამ ჭორების საფუძველზე მე თითქოს "რეალში" უნდა აღმოვჩენილიყავი უახლოეს მომავალში. მე შემიძლია მოგახსენოთ,რომ არსად არ მივდივარ ტურინიდან. მინდა ვითამაშო "იუვენტუსის" მაისურით და ვიმედოვნებ გუნდის წარმატებაში დიდ წვლილს შევიტან მოახლოებულ სეონში,დიდი იმედი მაქვს რომ წელს უკეთესი შედეგი გვექნება", - განაცხადა ამაურიმ Corriere dello Sport–სთან ინტერვიუში. სრულად იხილეთ
  8. <!--dle_image_begin:http://a.pix.ge/s/v63lf.jpg|left-->http://a.pix.ge/s/v63lf.jpg დანიაში 2011 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 11 აგვისტოს, სომხეთში, იქაურ თანატოლებთან გამართავს. ნაკრების თავკაცმა ოთარ გაბელიამ, პარასკევს დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ერევანში დაგეგმილი მატჩის განაცხადში იქნებიან. მეკარეები: ნიკა კვასხვაძე ("ზესტაფონი”), გიორგი ბახტაძე ("დიორი”, უნგრეთი); მცველები: ნიკა კვეკვესკირი ("ბაია”), გულვერდ თომაშვილი ("დინამო”), ლევან კაკუბავა ("დინამო”), გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი”), ლაშა თოთაძე (‘დიორი”, უნგრეთი), გიორგი რეხვიაშვილი ("ოლიმპი”); ნახევარმცველები: ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია”), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი), გიორგი განუგრავა ("დიორი”, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი”, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (ცსკა, რუსეთი), გიორგი თექთურმანიძე ("დინამო”); თავდამსხმელები: გიორგი ჭედია ("ოლიმპი”), გიორგი ივანიშვილი ("შაფჰაუზენი”, შვეიცარია), გიორგი ილურიძე ("ანჟი”, რუსეთი), მათე ვაწაძე ("დინამო”). ქართველი ახალგაზრდები 7 აგვისტოს თბილისში შეიკრიბებიან და 9-ში დილით, ერევანში გადაფრინდებიან. სწორედ სომხეთის დედაქალაქში შეუერთდებიან ნაკრებს გაბელიას რჩეულთაგან სამნი - ანანიძე, ძალამიძე, ივანიშვილი. მათ, მომავალ უქმეებზე, კლუბებში რუსეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები აქვთ გასამართი. შესარჩევი ციკლის რეგლამენტით, ფინალურ ეტაპზე (2011 წლის 11-25 ივნისი) მოსახვედრი ფლეი ოფი მიმდინარე წლის 9 და 13 ოქტომბერს ჩატარდება. საფლეიოფე წყვილები კი, 10 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულით და 4 საუკეთესო მეორეადგილოსნით დაკომპლექტდება (მასპინძელი ქვეყანა ფინალში ავტომატურადაა დაშვებული). ეს უკანასკნელები გამოვლინდებიან თავიანთ ჯგუფებში პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულების მიხედვით. ცნობილია, რომ ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე, სომეხი და ქართველი ახალგაზრდების მატჩს მაკედონიელი არბიტრი დიმიტარ მეცკაროვსკი განსჯის. შეხვედრის დასაწყისი თბილისის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩები 11.08. სომხეთი - საქართველო 04.09. თურქეთი - საქართველო 07.09. საქართველო - სომხეთი სრულად იხილეთ
  9. სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი პირები და ქურდული სამყაროს წევრები. გაზიარება [17:50 31-07-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFQqB6UaeLI/AAAAAAAAD9I/ZXxMvmWcwxg/s200/qurdi.gifმათი მოქმედება უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია დანაშაულებრივ საქმიანობასთან. ისინი დაშინებით, მუქარით, იძულებით, ქურდული გარჩევის გზით ცდილობენ მოქალაქეებისაგან ფულისა და სხვა ქონებრივი სარგებლის მიღებას. რეკეტირები და ქურდული სამყაროს წევრები ფულს აწერენ ინდ. მეწარმეებს, სხვადასხვა საწარმოების და სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებს, რითაც ხელს უშლიან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ყოველივე ზემოთხსენებულის თავიდან აცილების მიზნით კანონმდებელმა 2005 წლის 20 დეკემბერს მიიღო „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია. ამ კანონის პირველი მუხლის შინაარსიდან ჩანს რომ კანონის მიზანია ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ვნახეთ, კანონის მიზანი ნათლად არის ჩამოყალიბებული. ამ კანონის მიღების შემდეგ აუცილებელი გახდა რიგ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. შეტანილ დამატებათა შორის საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლი, რომლის დისპოზიცია ფაქტიურად ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქურდული სამყაროს წევრობის ან კანონიერი ქურდობისათვის. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დისპოზიციები ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „1. ქურდული სამყაროს წევრობა, _ და 2. კანონიერი ქურდობა “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიცია თითქოს მარტივია, ისევე როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი „განზრახ მკვლელობა“, მაგრამ განზრახ მკვლელობისაგან განსხვავებით „კანონიერი ქურდის“ ცნების განმარტებას იძლევა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც „კანონიერი ქურდი“ განმარტებულია როგორც „ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.“ იმისათვის რომ ქმედების კვალიფიკაციის სუბიექტმა მოახერხოს ქმედების სწორად კვალიფიკაცია მან კარგად უნდა იცოდეს ამ დისპოზიციაში არსებული ტერმინების განმარტებაც. პირველი ტერმინი რომელიც აქ ყურადღებას იქცევს გახლავთ „ქურდული სამყარო“, რომელიც „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, თანახმად არის „პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლიც მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.“ მართალია, ტერმინი „სამყარო“-ს მნიშვნელობა იმ კონტექსტზეა დამოკიდებული, რომელშიც ის გამოიყენება. მაგალითად, მატერიალისტურ ფილოსოფიაში სამყარო განისაზღვრება, როგორც ერთობლიობა ყველა არსებული მატერიალური ნაწილაკისა და სივრცის, რომელთა შორისაც ხდება ურთიერთმოქმედება, მაგრამ ამ სახის კანონში ასეთი ტერმინის გამოყენება და მისი მორგება რაღაც ქმედებებთან, რომელიც წმინდა იურიდიული თვალსაზრისით სრულად ჯდება თანამონაწილეობის სფეროში არასწორად მიგვაჩნია. მეორე ტერმინი, რომელიც ასევე ჩვენს ყურადღება იპყრობს გახლავთ „სპეციალური წესები“, აქ ეს სიტყვათა წყობა გამოიყენება ქურდული სამყაროს მიერ დადგენილ ან აღიარებული წესების აღსანიშნავად, მაგრამ არსად არ არის განმარტებული თუ რას მოიცავს ეს „სპეციალური წესები“, რა ჩამონათვალია მასში და საერთოდ საიდან უნდა იცოდეს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკმა ეს წესები. ვფიქრობთ, რომ მან ეს ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს. პარადოქსია მაგრამ ფაქტია, რომ კანონი, რომელიც თითქოს უნდა გამოიყენებოდეს ორგანიზებულ დამნაშავეობასთან საბრძოლველად, თვითონ აიძულებს სამართალდამცავ ორგანოს მუშაკს შეისწავლოს ეს წესები, რომელიც, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ხშირად იცვლება არსებული დროისა და ვითარების შესაბამისად. მაგალითად, 40-იან წლებისათვის ქურდულმა მოძრაობამ იცვალა სახე. გამომუშავებულ იქნა დაუწერელი ქურდული კანონი. ის წარმოადგენდა კრიმინალური პრაქტიკით გამომუშავებულ ქცევის პრინციპებს, რომლებიც უნდა დაეცვა კანონიერ ქურდს. ითვლება, რომ მთავარი პრინციპი იყო პოლიტიკაში ჩაურევლობა, მაგარამ როგორც ჩანს ეს ასე არ იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაბა იოსელიანი (დამნაშავეთა სამყაროს ერთ-ერთი ავტორიტეტი) ამბობდა, რომ ქურდული ტრადიციების განმტკიცება „было единственной формой сопротивления советской власти“ ამდენად, ე. წ. „ახალი ქურდების“ გამოჩენა დაკავშირებულია გარდაქმნის დაწყებასთან და საბჭოთა კავშირის დაშლასთან, ამიტომ მათი კლასიფიკაცია ძნელად ექვემდებარება ანალიზს. ეს რეფორმატორები ძირითადად არიან კავკასიური წარმოშობის, რომლებიც იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ძალადობა, რეკეტი, მოსყიდვა და სხვა. გარდა ამისა, ცნობილია რომ დამნაშავეთა სამყარო სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად ცვლის თავის წესებსაც, რათა თავი აარიდოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ქურდული ტაქტიკის შეცვლის მაგალითს წარმოადგენს „მიმართვა სსრ კავშირის ყველა მსჯავრდებულისადმი“ (1988 წ), რომელიც გავრცელდა „ძმა თენგიზის“ სახელით (თენგიზ გურამის ძე ჭიჭინაძე, დაბადებული 1962 წ.), რომელიც თავისთავად არღვევს დანაშაულებრივ ტრადიციებს, რადგანაც სააშკარაოზე გამოაქვს კრიმინალური გარემოს ტაქტიკა და როლი. ეს მიმართვა ასეთია: „სანამ წითლები ერთმანეთს ეჩხუბებიან, საჭიროა ძალაუფლების ხელში აღება, უპირველეს ყოვლისა კი, სამართალდამცავი ორგანოები უნდა ვაიძულოთ, შეასრულონ დამნაშავეთა სამყაროს მოთხოვნები.“ ამ მიმართვის გამო მისი ავტორი ცემა ძველმა ავტორიტეტმა ამირანმა, რადგან არ იყო ქურდული ტრადიციით მიღებული ასეთი საქციელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არ იქნა დადგენილი რომელ წესებზეა საუბარი, ბუნებრივია, ეს საკითხი ყოველთვის გაურკვევლი დარჩება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონის მიღების მიზანი ე. წ. „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლაა, მაგრამ ეს მიზანი კანონმდებელმა დახვეწილად ვერ გადმოსცა. სანამ გადავიდოდეთ იმ ნიუანსების გარკვევაზე, რომელიც ამ კანონს თან ახლავს, მანამდე განვიხილავთ, თუ რას ნიშნავს ე. წ. „კანონიერი ქურდი“. „კანონიერი ქურდი“ ეს არის ავტორიტეტი სისხლის სამართლის დამნაშავეთა გარემოდან, რომელიც კოლეგიალურადაა აღიარებული დამნაშავეთა სამყაროს სხვა ლიდერების მიერ და გავლილი აქვს „კურთხევის“ ცერემონიალი – კანონიერ ქურდთა საზოგადოებაში მისთვის ქურდული უფლებამოსილების მინიჭების ფორმალური პროცესი. „კურთხევას“ ატარებს სულ მცირე ორი ქურდი მაინც, ისინი მსჯელობენ „კანდიდატის“ კრიმინალური გზის შესახებ, იხსენებენ, რით გამოიჩინა თავი, რწმუნდებიან, რომ ქურდული ტრადიციების ერთგულია, აქვს ქურდული ელემენტების შეკავშირების უნარი, სწორად და „სამართლიანად“ გადაწყვეტს კონფლიქტებს, სარგებლობს აბსოლუტური ავტორიტეტით თანამოაზრეთა შორის და შეუძლია „ობშიაკის“ ორგანიზაცია. აი ეს გახლავთ „კანონიერი ქურდის“ საზოგადოებასა და კრიმინალურ სამყაროში გავრცელებული განმარტება. რაც შეეხება „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, მან მოგვცა ე. წ. „კანონიერი ქურდის“ უფრო გაფართოებული განმარტება და მასში მოიცვა არა მარტო ის პირები, რომლებიც კოლეგიალურადაა აღიარებული დამნაშავეთა სამყაროს სხვა ლიდერების მიერ და გავლილი აქვს „კურთხევის“ ცერემონიალი, არამედ ისინიც ვინც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამდენად თუ პირი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება გასამართლდეს და სასჯელი დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც ნიშნავს ამ დანაშაულის ჩადენაში მის დამნაშავედ ცნობას ანუ მის აღიარებას „კანონიერ ქურდად“ ამდენად, ამ კანონის მოქმედების შედეგად გვყავს ორი სახის „კანონიერი ქურდი“. ერთი, რომელიც კოლეგიალურადაა აღიარებული დამნაშავეთა სამყაროს სხვა ლიდერების მიერ და გავლილი აქვს „კურთხევის“ ცერემონიალი და მეორე, რომელიც შეიძლება არ იყოს კოლეგიალურად აღიარებული დამნაშავეთა სამყაროს სხვა ლიდერების მიერ და გავლილი არ ქონდეს „კურთხევის“ ცერემონიალი, მაგრამ სასამართლოს მიერ იყოს ცნობილი „კანონიერ ქურდად.“ ახლა ისმის კითხვა ეს კანონი ხელს უწყობს თუ არა „კანონიერი ქურდების“ შემცირებას საქართველოში? ვფიქრობთ, რომ არა. ახლა კი დაუბრუნდეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონში არსებულ ერთსა და იმავე სიტყვას არ შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნება კანონის ენის დახვეწას მაინც არ ექცევა სათანადო ყურადღება კანონმდებლების მხრიდან ნორმის სრულყოფას. ასეთ დაუხვეწავ ნორმად მიგვაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე. ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აქედან გამომდინარე „კანონიერი ქურდობა“ გამოდის, როგორც კანონიერად სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მიზანი ე. წ. „კანონიერი ქურდების“ დასჯაა და შესაბამისად „კანონიერი ქურდობა“ ნიშნავს ქურდული სამყაროს ლიდერის ტიტულს, რაც თავისთავად არ არის ქმედება. იმისათვის რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი იყოს დახვეწილი და უფრო გასაგები და არ დაგვჭირდეს მისი განმარტება სხვა საკანონმდებლო აქტების დახმარებით, ჩვენი აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქურდული ქმედება ე. ი. პირის (ქურდული სამყაროს წევრის) მიერ ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის ნებისმიერი ფორმით მართვა ან/და დანაშაულის ჩადენის მიზნით მათთვის ორგანიზების გაწევა“ ახლა მინდა ისევ დავუბრუნდე „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტს. ამ მუხლის პუნქტის მიხედვით ჩანს, რომ აქ საუბარია პირთა ნებისმიერ ერთობაზე, რომლის მიზანია დანაშაულებრივი გზით სარგებლის მიღება. მაგრამ აუცილებელია, რომ ამ სახის პირთა ერთობა მოქმედებდეს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად. თუ ამ პირთა ერთობა არ მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული წესების შესაბამისად, მაშინ ამ პირთა ერთობას არ მიეცემა ქურდული სამყაროს განმარტება. ამდენად, შეიძლება არსებობდეს პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს ყოველგვარი წესების გარეშე და რომლიც მიზანია დანაშაულებრივი გზით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. მაგრამ კანონის მიხედვით ის მაინც არ ჩაითვლება ქურდულ სამყაროდ, რადგან ასეთი ერთობის ქურდულ სამყაროდ აღიარებისათვის აუცილებელია ისინი მოქმედებდნენ მათ მიერ დადაგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად. ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით აუცილებელია დადგინდეს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების არსებობა და მათ მიერ ამ წესების შესაბამისად მოქმედება. თუ დადგინდა, რომ პირთა ერთობა მოქმედებდა მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების დარღვევით, მაშინ ასეთი კვალიფიკაცია მათ ქმედებას არ უნდა მიეცეს ამიტომ აბსოლიტურად უაზროა ამაზე მითითება კანონში. რა მნიშვნელობა აქვს პირთა ერთობა წესების შესაბამისად და მისი დაცვით მოქმედებს თუ არა, მთავარია, დანაშაულებრივი გზით იღებენ სარგებელს და ამისთვის ისინი უნდა იქნენ დასჯილნი. გარდა ამისა, მუხლში მითითებული მუქარა, იძულება, არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულებრივ ქმედებებში არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები და ისინი ისედაც დასჯადია. ანალოგიურია პრობლემაა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეოთხე პუნქტში. პუნქტის მიხედვით „კანონიერი ქურდია“ „ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.“ თუ პირი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების დარღვევით მართავს და ორგანიზებას უწევს პირთა ჯგუფს, მაშინ ის არ იქნება „კანონიერი ქურდი“. ამიტომ მიმაჩნია, რომ კანონმდებელს არ უნდა ჩაეწერა აქ სპეციალური წესები, რადგან როდესაც კანონი ითხოვს დადგინდეს პირის მიერ სპეციალური წესებით მოქმედებას, ის ამით ასევე ითხოვს ამ სპეციალური წესების დადგენას, რაც როგორც ზემოთ მოგახსენეთ მთლად მარტივი საქმე არაა. [რამაზ კვარაცხელიასამართლის დოქტორი, პროფესორი] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  10. http://b.pix.ge/f/7mmg4.jpg SOCCER DAY ფეხბურთის ქომაგებს გთავაზობთ "გვადალახარა" 3–2 "მანჩესტერ იუნაიტედი" შხვედრის მიმოხილვას. სრულად იხილეთ
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/garemovachreebi-150x150.jpgგარემოვაჭრეები შიშობენ რომ საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან. გიგი უგულავას ინიციატივის მიხედვით კი თბილისში გარევაჭრობის ახალი წესები უნდა ამოქმედდეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/garemovachreeb.jpg itvს ლინკი
  12. http://b.pix.ge/t/a2m9y.jpg რუსეთის პრემიერლიგის 15 ტურში,სადაც ერთმანეთს პეტერბურგის "ზენიტი" და ყაზანის "რუბინი" უპირისპირდებიან ამ წუთებში ანგარიში ფიქსირდება 1–0 მასპინძელთა სასარგებოდ.რომ არა ლაშა სალუქვაძე და მისი 3 წუთზე ტრავმა მათცის მიმდინარეობისას ამ შეხვედრაზე არ გავაკეთებდით აქცენტს.ლაშა სალუქვაძე თამაშის დაწყებიდან სამ წუთში დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე ევგენი ბალაიკინი შემოვიდა.საინტერესოა რამდენად სერიოზული იქნება მისი ტრავმა და შეძლებს თუ არა 11 აგვისტოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს მოლდოველების წინააღმდეგ. სრულად იხილეთ
  13. რაფაელ მარკესის ბარსელონური კარიერა კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად დღეს ოფიციალურად დასრულდა. კატალონიაში გატარებული შვიდი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მექსიკელი უკანახაზელი გუნდს ტოვებს და სათამაშოდ აშშ-ში მიემგზავრება. იხილეთ fanebi.com
  14. http://s56.radikal.ru/i152/1007/da/8016c871ea4e.jpg ლივერპული დაინტერესებულია ირლანდიისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველით სტივენ აირლანდით. მანჩესტერ სიტი არ აპირებს აირლანდის შენარჩუნებას, ქალაქელები თანახმა არიან განიხილონ ლივერპულის შემოთავაზება. ლივერპული 23 წლის ფეხბურთელში 12 მილიონბი ფუნტის გადახდას გეგმავსს. წყარო:soccer.ru View the full article
  15. http://a.pix.ge/t/2ooz3.jpgესპანური "ვილიარელის" ფორვარდამ ჯუზეპე როსიმ გამოთქვა სურვილი კარიერის მილანის "ინტერში" გაგრძელებასთან დაკავშირებით,იუწყება Soccernews.ru. "მე არასდროს არ ვიქნები წინააღმდეგი,ჩემი ტელეფონი მუდამ ჩართულია.მე ბედნიერი ვარ ესპანეთში და თავსაც კარგად ვგრძნობ "ვილიარეალში",თუმცა ისიც უნდა აღვნიშნიო,რომ თუ კი ისეტი გუნდიდან მივიღებ მიწვევას,როგორიც მილანის "ინტერია" ვთვლი არ მაქვს "არას" თქმის უფლება", - განაცხადა ფეხბურთელმა Fotball Italia–სთან ინტერვიუში. შეგახსენებთ,რომ ყოფილი თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედისა"ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის მიხედვით 2013 წლამდე არის დაკავშირებული. სრულად იხილეთ
  16. არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დანიელ პასარელამ დიეგო მარადონას პოსტის მისთვის სასურველ კანდიდატად ესტუდიანტესის დამრიგებელი ალეხანდრო საბელი დაასახელა. იხილეთ fanebi.com
  17. http://b.pix.ge/l/4gdxj.jpg"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ლეგიონერმა რობინიომ შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს,იტყობინება Fotball Italia. ფეხბურთელი ინგლისლებემა შესაძლოა "ინტერს" მარიო ბალოტელიში გაუცვალონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ გუშინ რობინიოს აგენტი მილანში იყო ჩასული ამ საკითხთან დაკავშირებით,თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც,რომ ფეხბურთელს,როგორც რამდენიმე დღის წინ განაცხადა,არ სურს ევროპაში დაბრუნება. ამაზე ჩვენ ვწერდით – რობინიოს ევროპაში დაბრუნება არ სურს,საინრტესოა თუ როგორ დამთავრდება ეს მითქმა–მოთქმა რობინიოს შესახებ. სრულად იხილეთ
  18. მილანის ინტერის ნახევარმცველის, ტიაგო მოტას აგენტის, დარიო კანოვის განცხადებით, მისი კლიენტი კარიერის ნერაძურიში გაგრძელებას გეგმავს და ხმები, მისი კლუბიდან წასვლის თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. იხილეთ fanebi.com
  19. მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის, ანტონიო ვალენსია რეაბილიტაციის პერიოდს საკმაოდ სწრაფი ტემპით გადის და როგორც ჩანს მოედანს დაგეგმილზე მალე დაუბრუნდება. თუ აქამდე სამედიცინიო შტაბი მისი სრული გამოჯანმრთელების თარიღად სექტემბრის მიწურულს ასახელებდა, ახლა მიიჩნევს, რომ ვალენსია თამაშს უკვე პრემიერლიგის მეორე ტურში, ანუ აგვისტოს შუა რიცხვებში შეძლებს. იხილეთ fanebi.com
  20. http://a.pix.ge/h/6jtp3.jpg უნდა აღინიშნოს,რომ კასანო და ბალოტელი გამოძახებულნი არიან კოტ დ'იუართათ გასამართი შეხვედრისთვის იტალიის ეროვნულ ნაკრებში. მეკარეები: სირიგუ, ვივიანო, სტორარი, მირანტე. მცველები: ბონუჩი, კიელინი, ანტონინი, ძაკარდო, კასანი, გამბერინი, ბოკეტი, მაჯიო. ნახევარმცველები: ტიგო მოტა, ლედესმა, გალოპა, პირლო, დე როსი, მონტოლივო, მარკიზიო, პეპე, პალომბო. თავდამსხმელები: ჯილარდინო, ბიროელი, პაცინი, კასანო, ბალოტელი, როსი, კვალიარელა, მარკიონი, პალადინო. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე 8 ფეხბურთელი დაემშვიდობება ამ გაფართოებული შემადგენლობიდან იტალიის ნაკრებს Soccernews.ru. სრულად იხილეთ
  21. http://a.pix.ge/h/w481a.jpgვინც უშუალოდ სტადიონზე ნახა "კარპატისა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შეხვედრა, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო დრამატული მატჩი, რომელიც ჩვენთვის მაინცდამაინც სასურველი შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ დაგვიტოვა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ბრძოლის უზომო წყურვილი. ახლა უკრაინულ შთაბეჭდილებებზე თანმიმდევრობით მოგითხრობთ. სრულად იხილეთ
  22. http://b.pix.ge/v/fvz5j.jpgკატალონიურმა "ბარსელონამ" ვადაზე ადრე გაწყვიტა კონტრაქტი მექსიკელ მცველ,რაფა მარკეშთან.ფეხბურთელს კონტრაქტის მიხედვით გუნდში 2012 წლამდე უნდა ეთამაშა,თუმცა რაფა დღეიდან თავისუფალი აგენტია,იტყობინება AP. "ბარსელონაში" ყოფნისას განმავლობაში,ფეხბურთელმა 242 შეხვედრა ჩაატარა, დღეიდან ფეხბურთელს ნებისმიერ გუნდში შეუძლია კარიერის გაგრძელება,მასში ფულის გადახდა არ მოუწევს მსურველ გუნდს,იგი თავისუფალი აგენტია. მარკეშმა "ბარსელონას" შემდგენლობაში ორჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ დაეუფლა პრიმერადივიზიონის გმარჯვებულის ტიტულს, ასევე თითოჯერ აქვს მოგებული ესპანეთის თასი და ევროპის სუპერ თასი. მარკეში სავარაუდოდ კარიერას "ნიუ იორკ რედ ბულსში" განაგრძობს. სრულად იხილეთ
  23. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/heritage_foundation.jpg რუსეთის დღევანდელმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ ის აბსოლუტურად არასანდო პარტნიორია, თუმცა პრეზიდენტ ობამას სურს, რომ სენატმა დაჩქარებული წესით დაამტკიცოს კრემლთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება. შეთანხმების რატიფიცირებას აზრი არ აქვს. გთავაზობთ, ამის დამადასტურებელ 10 მიზეზს: 1. შეიარაღების კონტროლზე ხელშეკრულებების დარღვევის ხანგრძლივი ისტორია. რუსეთმა არაერთხელ დაარღვია 1991 წლის შეთანხმება სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ და ამას დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე, 2009 წლის დეკემბრამდე განაგრძობდა. ამის შესახებ არაორაზროვნადაა ნათქვამი შეთანხმების შესრულებაზე სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 და 2010 წლების ანგარიშებში. კერძოდ, ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაში იყო, როდესაც რუსეთი ბალისტიკური, ქობინებიანი რაკეტების კონტინენტთაშორის ცდებს ატარებდა. არადა ამ ტიპის ქმედებები პირდაპირი ფორმით იკრძალებოდა. 2. რუსეთისთვის დასავლეთი კვლავ ნომერ პირველი საფრთხეა: რუსეთს აშშ და ნატო, მის მთავარ მოწინაარმდეგეებად მიაჩნია და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს იმგვარად აყალიბებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე სამხედრო მოქმედებების ველზე, ფართომასშტაბიანი ოპერაციები ამ მეტოქეების წინააღმდეგ აწარმოოს. ახლახანს აშშ–ში დიდი რუსული აგენტურული ქსელის გაშიფვრა, ასევე ამ აგენტების საზეიმო დახვედრა რუსეთში პრეზიდენტ ობამას წყალობით, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ქვეყანა კვლავ ცივი ომის მენტალიტეტით არის დაავადებული. 3. ირანის და ჩრდილოეთ კორეას დამხარება: ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას არღვევდა, როდესაც ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, სარაკეტო ტექნოლოგიებს აწვდიდა. 4. რუსეთი განაგრძობს მისი ბირთვული არსენალის გაზრდას: ცივი ომის დასრულებიდან 20 წელი გავიდა, ხოლო რუსეთი კვლავ აპროექტებს, ქმნის და აახლებს მის ბირთვულ შეიარაღებას და მისი მიწოდების საშუალებებს. რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაში, პირველი ბირთვული დარტყმისთვის დაბალი ზღვარია დაწესებული. მოსკოვი, ბირთვული საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ფაქტობრივად გეგმავს ტაქტიკური იარაღის გამოყენებას ევროპაში. 2009 წელს რუსეთმა პოლონეთზე ბირთვული თავდასხმის იმიტაციით სამხედრო წრთვნები გამართა. 5. რუსეთი სხვა შეთანხმებებსაც არღვევს: შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთი არ ასრულებს ქიმიური იარაღის აკრძალვის და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციებს. 2009 წელს, სამხედრო–სტრატეგიულ დოქტრინაზე მომუშავე კომისიამ კონგრესს განუცხადა: „რუსეთი აღარ ასრულებს საპრეზიდენტო ბირთვული ინიციატივების ფარგლებში აღებულ საკუთარ ვალდებულებებს“. რუსეთის ოპერატიულ–ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების არსენალი ამერიკულს ათჯერ აღემატება. 6. რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას: მოსკოვმა მრავალჯერ დაარღვია დაპირება, რომ საქართველოდან და მოლდოვადან ჯარებს გაიყვანდა. როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული ევროპული უსაფრთხოების წესები გადაწერა. მან უარყო 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმება, რომელიც ევროპულ საზღვრებს აღიარებს, ასევე დაარღვია იმ ქვეყნის სუვერენიტეტი, რომელიც ევროპის საბჭოს წევრია და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. 7. რუსეთი აგრესიულად რეაგირებს თავდაცვით ზომებზე: ირანის სარაკეტო თავდასხმისგან თავდაცვისთვის ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის შექმნის ამერიკულ გეგმებზე საპასუხოდ მოსკოვი არაერთხელ დაიმუქრა, რომ „ისკანდერის“ ბირთვულ რაკეტებს განათავსებდა და მათ აშშ–ს აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს დაუმიზნებდა. ანგარიშების თანახმად, რუსეთის ბალტიის ფლოტი ბირთვული შეიარაღებითაა აღჭურვული, რომელიც შეიძლება ევროპის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. 8. ტერორსტულ ორგანიზაციებთან კავშირი: რუსეთს კავშირები აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან „ჰამასთან“ და“ჰეზბოლასთან“, ასევე სამხედრო ძალით ეხმარება და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს ანტიამერიკულ „გარიყულ–ქვეყნებს“, როგორებიც არიან სირია, ირანი და ვენესუელა. რუსეთმა შეერთებულ შტატებთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოში მხარი დაუჭირა ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ სანქციების ძალა ნულამდე დაეყვანა. 9. ბუნებრივი აირი, როგორც პოლიტიკური იარაღი: კრემლი მის მეზობლებს და ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ბუნებრივ გაზზე, საგარეოპოლიტიკურ იარაღად იყენებს, რათა სახელწმიფოებზე ზეწოლა განახორციელოს. 2009 წელს რუსეთმა უკრაინას და შესაბამისად ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც საეთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აიძულა მისთვის არასანდო პარტნორი ეწოდებინა. 10. ავტორიტარული რეჟიმი: მოქმედი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის და პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის პირობებში არსებული მართვის მოდელი, სულ უფრო ავტორიტარული ხასიათისაა. საერთაშორისო სამართლის ნორმებისადმი არსებული მრავალრიცხოვანი ვალდებულებების მიუხედავად, სახელმწიფო აძლიერებს კონტროლს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის შერყევა, სახელმწიფო ტელევიზიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ადამიანის უფლებების დარღვევა (მაგალითად, რუსეთის კონსტიტუციის მხარდამჭერი დემონსტრანტების დარბევა), იმ ჟურნალისტების და აქტივისტების მკვლელობა, რომლებიც ებრძვიან კორუფციას, ადამიანების გატაცებას და წამებას, სამართლებრივი სისტემის პოლიტიკურის მიზნებისა და გამდიდრებისთვის ბოროტად გამოყენება – ეს ყველაფერი ნეგატიური ტენდენციის არსებობას ასახავს. ორიგინალი ორიგინალი
  24. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gigi-ugulava-5-150x150.jpg31 ივლისს, თბილისის მერია „მეეზოვის დღეს” უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს. პროფესიული დღე მეეზოვეებს გიგი უგულავამ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. დღესვე სიმბოლურად , ბელიაშვილის ქუჩაზე დასუფთავების ბაზა გაიხსა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/menagvebi.jpg itvს ლინკი
  25. http://a.pix.ge/o/8wab6.jpg"ბებერი ქალბატონები" დაინტერესდნენ "ფენერბახჩეს" მცველით,დიეგო ლუგანო,"ბებერი ქალბატონები" მზად არიან ამ ტრანსფერში გადაიხადონ 6 მილიომი ევრო,გვამცნობს "FootballPress". შეგახსსენებთ,რომ თურქულ გუნდში დიეგო ირიცხება 2006 წლიდან და ნათამაშები აქვს 97 თამაში,ხოლო გატანილი 14 გოლი. სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...