Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/20min.jpg რუსული ტაბლოიდის მიერ გამოქვეყნებული ფოტო საქართველოს მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. საქართველოში სექსუალური სკანდალის სურნელია. ყოველდღიურმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „სტრიპტიზის მოცეკვავიდან მინისტრობამდე“ და გაავრცელა ფოტო, რომელიც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის მინისტრის, 28 წლის ვერა ქობალიას დისკრედიტაციას ახდენს. ფოტოზე სექსუალურად გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი თავის დასთან და სამ მეგობართან ერთად მაგიდაზე ცეკვავს. გაზეთი ამტკიცებს, რომ ფოტო კანადაში, სტრიპტიზ–კლუბშია გადაღებული, ქვეყანაში სადაც მინისტრმა 15 წელი იცხოვრა. ქართველმა გოგონამ საკუთარი თავის დაცვა მოახერხა. მან განაცხადა, რომ ფოტო 10 წლის წინ, ფლორიდაში, არდადეგების დროსაა გადაღებული. ”თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც ოპოზციამ მთავრობაზე შეიძლება მოიძიოს, ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი ფოტოა, მაშინ მე სანერვიულო არაფერი მაქვს“, – განაცხადა მან. სხვადასხვა უცხოური გაზეთს ინფორმაციით, სკანდალი მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმისთვის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ისედაც კრიტიკის ქარცეცხლშია, რუსეთმა საგანგებოდ ააგორა. მედია კითხულობს: როგორ გახდა ასეთი ახალგაზრდა, პოლიტიკურად გამოუცდელი ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი? მით უფრო, რომ ზოგიერთი მედია საშუალება მისი კარიერის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. გაზეთი Vancouver Sun–ი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ქალს, არასდროს უმუშავია კანადურ ტელევიზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერი არსებობს მინისტრის ბიოგრაფიაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/lemondefr_pet2.jpg ალექსანდრ ლევი ეჰ გოგონებო, ეს მართლაც არასერიოზულია! გინდათ გახდეთ მინისტრები, ჯეიმს ბონდის გოგონები, ოცნებობთ პოტენციურ დედოფლობაზე და უკან კვალის წაშლა გავიწყდებათ. ჩვენი მეგობრის, ანა ჩეპმანის შემდეგ ეს მეორე მომხიბლავი ქალბატონია, რომელიც ქარცეცხლში გაეხვა: 28 წლის ვერონიკა ქობალია, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი – იმ პატარა ქვეყნის მინისტრი, რომელსაც ორი წლის წინ მისი დიდი მეზობლის, რუსეთის სამხედრო რისხვა დაატყდა თავს. მაგრამ (და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ ვერას), რომ აქ არ ვისაუბრებთ გეოპოლიტიკაზე, რუსეთის იმპერიალიზმზე, ქათველების ირედენტიზმზე და ამერიკელთა შეთქმულებებზე. ეს ზაფხულია, არა? ყოველ შემთხვევაში ბარის დახლზე, რომლის ფოტომაც ვებ–გვერდები მოიარა, ძალიან ცხელა. როგორც ფოტოდან ჩანს, დახლზე, გოგონების მანერებიდან გამომდინარე (ჟესტიკულაცია, თეთრი საცეკვაო ტრუსები…) ორი პროფესიონალი მოცეკვავეა და სამი ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებიც ლაღად ერთობიან. ერთ–ერთი ვერა ქობალიაა (მარჯვნიდან ბოლო), მეორე – მისი და ნინა (ცენტრში), მესამე კი მათი აზიური წარმომავლობის ამერიკელი მეგობარი. რუსული და ქართული პრესის ცნობით, ეს ფოტო ვანკუვერში შარშან თებერვალშია გადაღებული. ვერა ქართული ოჯახიდანაა, რომელიც თხუთმეტი წლის წინ საქართველოდან კანადაში სამოქალაქო ომს გაექცა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ იქ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული საქართველოს ფიცხი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა. მოკლედ, ამ დროით თარიღდება მისი გატაცება ამ ახალგაზრდა ქალბატონით, რომელიც რამდენიმე კვირაში თბილისში ჩადის, სადაც ის თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციას უდგება სათავეში, შემდეგ კი მისი მთავრობის მინისტრად ინიშნება. სიცრუეა, აბსოლუტური სიცრუე, – აპროტესტებს ქალბატონი ქობალია. ახალგაზრდა მინისტრის თქმით ეს ფოტო ათი წლის წინ ფლორიდაში მოგზაურობის დროსაა გადაღებული, როცა ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, „თუკი ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რასაც ჩემს წინააღმდეგ მოიძიებენ, მაშინ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, – განმარტა მან. ეს ცნობილი ფოტო, მისი Facebook–ის გვერდზე აღმოაჩინეს. გოგონების გართობის დამადასტურებელი მსგავსი ფოტოების ნახვა Flickr–ზე მისი დის ნინა ქობალიას გვერდზეა შესაძლებელი. მაგრამ რა შეუშლიდა ხელს ახალგაზრდა ქალს ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა, ის, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრია? დიდი ამბავი, სინამდვილეში, ასეთი ველური გარდაქმნების ქვეყნაში, ხშირია, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვუნდერკინდები სწრაფად ხვდებიან სახელმწიფოს სათავეში. განსაკუთრებული აქ არაფერია, ორ შესაძლო ფაქტს თუ არ ჩავთვლით: ეკონომიკის მინისტრის რანგში ქობალიას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება მოუწევს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ბევრი ქართველისთვის. ამ ქალბატონმა, მაგალითად ერთ დღეში საქართველოს ტურიზმის სამსახურის თითქმის ყველა თანამშრომელი დაითხოვა. წარმოიდგინეთ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ტიპის ფოტოებმა მინისტრის სანდოობაზე, რადგან ზოგიერთი ექსპერტისთვის, მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილისთვის, ვერონიკა ქობალიას ამ თანამდებობისთვის საჭირო არც გამოცდილება და არც უნარები არ გააჩნია, მეტიც, ძველი ფუნქციონერი მას მიხეილ სააკაშვილის „ერთ–ერთ ფავორიტსაც“ კი უწოდებს. ეს კი მეორე „რეალური“ პოლიტიკური საკითხია, რასაც ამ ფოტოს ისტორია წარმოაჩენს (დები ქობალიების წინდაუხედაობის და ქარაფშუტობის გარდა, რომლებმაც ქსელში საკუთარი თავი ასეთი რისკის ქვეშ დააყენეს). შესაძლოა ეს დასავლეთის მეგობრისა და ამერიკის ნებიერა პრეზიდენტის ახირებაცაა, რომელიც პრინცივით იქცევა და გიჟურ ქმედებებს სჩადის ქვეყანასა და რეგიონში, სადაც სტაბილურობის გარდა ყველაფერია. ორიგინალი ორიგინალი
  3. http://b.pix.ge/w/usvaa.jpgკრისტიან პოულსენი არ დატოვებს ტურინის "იუვენტუსს" მიმდინარე ზაფხულს. ამის შესახებ განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა, იორ ბონესენმა, გვამცნობს Tuttomercatoweb. "კრისტიან პოულსენი ტურინშია. ყველა ის სტატია,რომელიც იწერება გაზეთებში არის ტყუილი,თითქოსდა იგი "ლივერპულში" ან "ინტერში" გადადის სათამაშოდ.ვიმედოვნებ ჩემი ასეთი პასუხი წერტილს დაუსვამს ჭორებს ფეხბურთელის ირგვლივ და პოულსენიც მშვიდან ივარჯიშებს,უფრო მეტი კონცენტრაციით "იუვენტუსის" მაისურით", -განაცხადა აგენტმა. სრულად იხილეთ
  4. http://a.pix.ge/e/11d7q.jpgიტალიური "მილანი" განიხილავს შესაძლებლობას მადრიდის "რეალიდან" ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტის დამატების ვარიანტს,ოტყობინება Tuttomercatoweb. "სამეფო კლუბი" ჰოლანდიელ ჰავბექს 10 მილიონ ევროდ აფასებს,ეს ის თანხაა,რომლის გადახდაც მის მსურველ გუნდს მოუწევს რაფაელის სანაცვლოდ, ვან დერ ვაარტით ასევე დაინტერესებულნი არიან "არსენალი", "ჩელსი" და "ბაიერნი". სრულად იხილეთ
  5. http://b.pix.ge/k/g2eqf.jpgმიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა,ლუი ვან გაალმა საბოლოოდ დასუვა წერტილი ჭორებს,რომელიც ეხებოდა ჯეკოს "ბაიერნში" გადასვლას,იტყობინება transfermarkt.de. "მე ყოველთვის ვამობდი - ჩვენ გვყავს ოთხი ფორვარდი, აქედან კი ორიც მეყოფა. აქედან გამომდინარე არანაირად არ ვართ დაინტერესებული ჯეკოს შეძენით", - განაცხადა ვან გაალმა. სრულად იხილეთ
  6. http://a.pix.ge/k/cjdlq.jpgთბილისის "დინამო" ავსტრიაში გრაცის "შტუმრთან" რომ დამარცდა 0–2 ამაზე უკვე ვწერდით ჩვენ.თბილესელები ავსტრიიდან უკვე დაბრუნდნენ შინ და SOCCER DAY ერთ–ერთ დინამოელს,კერძოდ კი – გიორგი გველესიანს გაესაუბრა. სრულად იხილეთ
  7. http://b.pix.ge/n/6rds3.jpgინგლისური "ლივერპული"დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტის" ირლანდიელი ჰავბექით სტივენ აირლენდით,იტყობინება caughtoffside.com. მანჩესტერელები ვერ ახერხებენ ფეხბურთელის შენარჩუნებას და მზად არიან გადახედონ ფეხბურთელის "ლივერპულში" ტრანსფერს. "ლივერპული" მზადაა 23 წლის ფეხბურთელში 12 მილიონი გადაიხადოს. სრულად იხილეთ
  8. http://a.pix.ge/s/w39hb.jpgკატოლონიური "ბარსელონას" მცველი, კარლეს პუიოლი თვლის,რომ ლონდონის "არსენალმა" უნდა გაათავისუფლოს სესკ ფაბრეგასი და არ უნდა შეაყოვნონ მისი ტრანსფერი "ბარსელონაში", იუწყება Goal.com. "ის იძულებულია დარჩეს გუნდში, სადაც მას უბრალოდ აღარ სურს თამაში.არ ვფიქრობ,რომ ეს კარგი სვლაა კლუბის მხრიდან,მიუხედავად იმისა,რომ ამით შეძლებენ ფეხბურთელის შენარჩუნებას, არადა სესკს სხვა გუნდში სურს კარიერის გაგრძელება.სესკი ყველაფერს აკეთებდა,რომ "არსენალს" გაემარჯვა მთელ რიგ შემთხვევებში,ახლი კი დროა მისი გარჯა დააფასონ და ნორმალური და ცივილური მეთოდებით წამოვიდეს ფეხბურთელი გუნდიდან სწორედაც იქ სადაც მას სურს. ფაბრეგასს შანსი აქვს ითამაშოს იმ კლუბში,რომელში თამაშზეც იგი ოცნებობდა და ამაი "მთოფეებმა" ხელი არ უნდა შეუშალონ", -განაცხადა პუიოლმა. სრულად იხილეთ
  9. http://b.pix.ge/a/3a7ul.jpg"ჰალ სიტის" აწ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯორჯ ბოატენგმა კონტრაქტი გააფრომა ბერძნულ "ქსანთთან". გასულ სეზონში "ჰალი" პრემიერლიგიდან გავარდა და ფეხბურთელმაც აღარ ისურვა გუნდში დარჩენა. სატრანსფერო ბაზარზე 34 წლის ბოატენგი ისეთი კლუბების ყურადღების ცენტრში იყო როგორებიცაა "სელტიკი" და "ვესტ ბრომვიჩი". აღსანიშნავია,რომ ბოატენგის კარიერაში "ქსანთი" მეშვიდე გუნდი იქნება,"ჰალ სიტის" გარდა ფეხბურთელი თამაშობდა, "ექსელსიორში", "ფეინოორდში", "ქოვენთრიში", "ასტონ ვილაში" და "მიდლსბროში", იუწყება FIFA.com. სრულად იხილეთ
  10. 17 წლის თეონა ხოზრევანიძე დღეს ურეკში ზღვაში დაიხრჩო... გაზიარება [23:32 30-07-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFMoTMuYK7I/AAAAAAAAD9A/nWD3CeBwrik/s200/zgva.gifროგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება უბედური შემთხვევა დაახლოებით 17.00 საათზე, შავი ზღვისა და მდინარე სეფის შესართავთან მოხდა. აღნიშნული ტერიტორია სამაშველო სამსახურის სათვალთვალო პუნქტიდან ერთი კილომეტრითაა დაშორებული. ხოზრევანიძეს თან მისი ახლობლები ახლდნენ, თუმცა, უბედური შემთხვევა იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ მდინარისა და ზღვის აღრეულ დინებაში მისი შველა ვერავინ შეძლო. გარდაცვლილის ძებნას გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ურეკისა და ქობულეთის სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ. "ტალღებია, თან მდინარისა და შავი ზღვის შესართავთან ხილვადობა ძალიან გართულებულია, რასაც თან ერთვის წყალქვეშა დინება, ამის გამო გვამის პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა", - აღნიშნა გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა ზვიად უნგიაძემ. 17 წლის გოგონა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის მკვიდრი იყო.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  11. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო ინვესტიციების შემთხვევაში 2020 წლისთვის მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აიგოს. გაზიარება [23:23 30-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFMmbrd_FsI/AAAAAAAAD84/9-ER38R-5Ac/s200/lifti.gifთანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო ინვესტიციების შემთხვევაში 2020 წლისთვის მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აიგოს. ამის შესახებ კომპანია LiftPort Group-ის დამაარსებელმა მაიკლ ლეინმა განაცხადა. ”ჩვენ ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია და ადრე თუ გვიან, მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აუცილებლად ამოქმედდება”, - განაცხადა ლეინმა. კონსტრუქციის პროექტში მთვარის ზედაპირსა და ე.წ. L1-ის წერტილში (დედამიწასა და მთვარეს შორის კოსმოსურ სივრცეში) ”ღუზების” განთავსება მოიაზრება, რომელთა შორის გამავალ ტროსზე ლიფტი იმოძრავებს. ლეინის თქმით, ლიფტის მეშვეობით მთვარის ზედაპირზე კოსმოსური აპარატების გაგზავნა და იქიდან გრუნტის ჩამოტანა გაცილებით იაფი დაჯდება. ლიფტის გამოყენება წარმატებით მოხდება მომავალშიც, როცა დედამიწის თანამგზავრს, უფრო შორეული კოსმოსური მოგზაურობისთვის ერთგვარი სადგურის ფუნქცია მიეცემა. პროექტზე მომუშავე მეცნიერები ლიფტის აგების პროცესში სირთულეების წარმოშობას არ გამორიცხავენ, რაც სავარაუდოდ, კონსტრუქციაზე კოსმოსში მუშაობასთან იქნება დაკავშირებული. ამ მიზეზით, შესაძლოა, პროექტის განხორციელების საჭირო ვადები და სახსრები გაიზარდოს. კოსმოსური ლიფტის კონცეფციაზე კომპანია LiftPort Group 2003 წლიდან მუშაობს. მის პირველ პროექტში, დედამიწის ზედაპირიდან აეროსტატამდე გაბმულ ტროსზე, რომელიც 460 მეტრ სიმაღლეზე იყო, LiftPort-ის რობოტები მოძრაობდნენ. 2007 წელს შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კომპანია მხოლოდ მთვარის ლიფტის პროექტზე გადაერთო. ”მთვარის კოსმოსური ლიფტის აგება უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე დედამიწის: ტროსის სიგრძე 50 ათას კმ-ს შეადგენს. დედამიწის შემთხვევაში კი ეს ორჯერ მეტია. რაც შეეხება ტროსის სიმტკიცეს, ის თანამედროვე მასალით - ზაილონის სინთეტიკური ბოჭკოსგან დამზადდება”, - განაცხადა გამომგონებელმა. მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  12. 17 წლის დენი და 10 წლის ლუკასი დედას ნიუ-იორკიდან ბენსონვილში გადაყავს საცხოვრებლად. დედას სულ უფრო მეტი საქმე აქვს სამსახურში და შვილებისთვის ვერ იცლის. ბიჭები გასართობს პოულობენ: ახალ სახლს იკვლევენ... და ისინი სარდაფში უძირო ორმოს პოულობენ...(V) View the full article
  13. http://b.pix.ge/i/2ow8y.jpgმიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ჰავბექი ფრენკ რიბერი ბურთთანერთად ვარჯიშს შეუდგა, იტყობინება Goal.com. შეგახსენებთ,რომ ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იძილებული გახდა ტრავმისთვის ემკურნალა და ოპერაცია გაეკეთებინა. მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი იმედოვნებს,რომ ფეხბურთელი სწრაფად აკრეფს ფორმას და ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბურგის" წინაარმდეგ საკუთარ გუნდს დაეხმარება,ეს შეხვედრა კი 20 აგვისოს გაიმართება.მიუნხენელები "ალიანს არენაზე" დაიწყებენ ბუნდესლიგის გათამაშებას. სრულად იხილეთ
  14. თვალმომჭრელი ქერა ქალი განუყოფელ ატრიბუტებთან ერთად: ჩიხუახუასთან ჩანთაში და მდიდარ ბოიფრენრენდთან–წარმატებულ ბიზნესმენთან და მეგობარ მოდელთან ერთად ნიცაში მიფრინავენ, აღოჩნდებიან კი ტაიგაში... View the full article
  15. ჟან-დო და მარეკი ერთად მუშაობენ პოლიციაში და საკმაოდ ნაყოფიერად ებრძვიან ნარკომანიას, თუმცა, აი, ერთხელაც ჟან-დო ერთერთი პოერაციის დროს იღუპება. მარეკი კი სხვა განყოფილებაში გადაჰყავთ, ახლა დგება დრო როცა მან უნდა აითვისოს დაჯგუფებებში შესვლის ხელოვნება. და მალევე პირველი საქმეც ევალება: შეაღწიოს ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობს პრინციპით – Go Fast. ეს პრინციპი შემდეგშია – კანაბისით დატვირთულები დიდი სატვირთო მანქანები მაქსიმალური სიჩქარით ესპანეთიდან საფრანგეთში მიქრიან... View the full article
  16. http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Europa/moldova1_medium.jpg11 აგვისტოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გენერალური რეპეტიცია ელის. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე თემურ ქეცბაიას გუნდი დასკვნით ამხანაგურ მატჩს 11 აგვისტოს მოლდოვასთან სტუმრად გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს 3 სექტემბერს საბერძნეთთან სტუმრად გამართავს. მოლდოველთა ნაკრების თავკაცმა, წარსულში ცნობილმა რუმინელმა ფეხბურთელმა გაბი ბალინტმა ქართველებთან მატჩისთვის სანაკრებო შემადგენლობა დაასახელა. ბალინტმა 11 აგვისტოს შეხვედრისთვის ეს 24 ფეხბურთელი შეარჩია. მეკარეები: სტანისლავ ნამაშკო (ყუბანი, რუსეთი), ევგენი მატიუხინი (დაჩია), ნოკოლაე კალანჩეა (ზიმბრუ); მცველები: სიმიონ ბულგარუ (ვიბორგი, დანია), ალექსეი სავინოვი, ვადიმ ბორეცი (ორივე ბაკი, აზერბაიჯანი), ალექსანდ ეპურიანუ (დინამო მ, რუსეთი), ვიქტორ გოლოვატენკო, იგორ არმაში (ორივე ყუბანი, რუსეთი), ვალერიუ კატინსუსი (შინიკი, რუსეთი), პეტრუ რაკუ (ნორჩიპინგი, შვედეთი), ვადიმ ბოლოხანი (ზაკარპატიე, უკრაინა), დენის ილესკუ (ლოკომოტივი, ყაზახეთი); ნახევარმცველები: ევგენიუ ჩებოტარუ (ჩახლაული, რუმინეთი), დენის ზმეუ (ვასლუი, რუმინეთი), ანდრეი კოჟოკარი, ვიქტორ ბულატი (ორივე დაჩია), იგორ ტიგირლასი (მეტალურგი ზ, უკრაინა), ნიკოლაე ჟოსანი (ანჟი, რუსეთი), ალექსანდრუ სუვოროვი (კრაკოვია, პოლონეთი), ვალერიუ ანდრონიკი (ლოკომოტივი, ყაზახეთი); თავდამსხმელები: იგორ ბუგაიოვი (ლოკომოტივი ყაზახეთი), ვიორელ ფრუნზა (ატირაუ, ყაზახეთი), ანატოლიე დოროში (ჩერნომორეცი ოდ, უკრაინა). ბალინტის ამ სიაში ერთადერთი დებიუტანტია, შვედური "ნორჩეპინგის" 23 წლის ნახევარმცველი პეტრუ რაკუ. ორიოდე სიტყვით მეტოქე მოლდოვაზეც ვთქვათ. გაბი პელე ბალინტმა მოლდოვას ნაკრები მიმდინარე წლის 20 იანვარს ჩაიბარა. აქამდე ბალინტის ხელმძღვანელობით მოლდოველებმა სამი ამხანაგური მატჩი გამართეს და სამივე შედეგი იგემეს - ანთალიურ შეკრებაზე, 3 მარტს ყაზახეთთან 1:0 მოიგეს. მაისში კი ავსტრიაში ემზადებოდნენ, 26 მაისს აზერბაიჯანთან 1:1 ფრეზე გაიყარნენ, 29-ში კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან 2:3 წააგეს. ამ 4 შეხვედრაში ბალინტის ბიჭებმა 4 ბურთი გაიტანეს და ამდენივე გაუშვეს. ფიფას ივლისის თვის რეიტინგში მოლდოვა ჩვენზე 22 საფეხურით წინ, 89-ე ადგილზეა. 11 აგვისტოს მატჩს მეტოქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს მოლდოვური ფეხბურთის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან, ეს ამხანაგური თამაში მოლდოველებისთვისაც გენერალური რეპეტიციაა - ბალინტის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში 7 სექტემბერს უნგრეთს სტუმრად ეთამაშება. სრულად იხილეთ
  17. http://a.pix.ge/h/tsq1x.jpgაღფრთოვანებაში მომიყვანა მე პირადად ამ უუთიყუშის შესრულებულმა ბარსას ჰიმნმა! ყველამ ნახეთ სახალისოა!!! http://soccerday.ge/engine/data/emoticons/smile-29.gif სრულად იხილეთ
  18. http://a.pix.ge/p/40bsj.jpg ივლისის მიწურულს ლივერპულის გარშემო კვლავ არ წყდება სატრანსფერო საუბრები. გთავაზობთ დღის 4 საინტერესო ინფოს ტრანსფერების სამყაროდან. ინსუა მალე ოფიციალურად გააფორმებს! ფიორენტინას პრეზიდენტმა საბოლოოდ დაადასტურა ემილიანო ინსუასთან მოლაპარაკებების დასრულება. არგენტინელი მცველი კვირაში £35,000 ფუნტს მიიღებს და 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს ფლორენციელებთან. ამ ტრანსფერს ოფიციალური სახე სავარაუდოდ მომავალ 48 საათში მიეცემა. ამ ნიუსიდან გამომდინარე ლივერპული ნომინალური მარცხენა მცველის გარეშე დარჩა. იანგის ტრანსფერი როგორც ჩანს ჩაიშალა, ისევე როგორც დრენტეს შესაძლო ვარიანტი არ გამოდგა სიმართლე. ტაიე ტაივო და მარსელ იანსენი კი საკუთარ კლუბებში რჩებიან. ვეინ ბრიჯს კი მანჩესტერ სიტი არ უშვებს… დეგენი შტუტგარტისკენ მიიწევს… გერმანულმა კლუბა უკვე ფაქტიურად ოფიციალურად გაყიდა სემი ხედირა მადრიდის რეალში და შემოსული 10 მილიონი ევროთი აპირებ კვლავ დაცვა გააძლიეროს. მათი სამიზნე კი ლივერპულის შვეიცარიელი მარჯვენა მცველი ფილიპ დეგენია. რომელიც ორი წლის წინ გადმოვიდა ენფილდზე დორტმუნდის ბორუსიიდან და მას შემდეგ მხოლოდ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დეგენს როი ჰოჯსონისგან წასასვლელი კარისკენ აქვს მითითებული და ტრანსფერზეა დაყენებული. მისი სავარაუდო ფასი 1-2 მილიონს არ აღემატება. ბლექპულს ელ-ზარის იჯარით წაყვანა სურს… მაროკოელმა ფეხბურთელმა რამოდენიმე ხნის წინ თავად გამოთქვა ლივერპულის დატოვების სურვილი, რადგან 23 წლის შემტევს ფაქტიურად არ ეძლევა სათამაშო დრო ენფილდზე. მის მიმართ კი ინტერესს ინგლისის მეორე დივიზიონის გუნდი, ბლექპული იჩენს, რომელთაც მისი 1 წლიანი იჯარით წაყვანა სურთ. სავარაუდოდ ლივერპულის ბოსებს მისი სრულად გაყიდვა უფრო აძლევთ ხელს, თუმცა თუ სხვა წინადადებები არ იქნება ელ ზარის თაობაზე, მაშინ ამ ტრანსფერსაც წინ არაფერი უდგას… დევიდ ჯეიმსი ბროსტოლში გადავიდა! ლივერპულის ყოფილი მეკარე, დევიდ ჯეიმსი, რომელმაც ენფილდზე 92-99 წლებში ითამაშა და 277 მატჩი ჩაატარა, პორტსმუთიდან მეორე დივიზიონის ბრისტოლ სიტიში გადავიდა. მისი განცხადებით მას ჰქონდა შემოთავაზებები პრემიერლიგის გუნდებისგანაც, მაგრამ არჩია მეორე დივიზიონის გუნდი პირველ რიგში რეგულარულად თამაშისთვის და ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია იგი ახალ გუნდს პრემიერლიგაში გადასვლაში დაეხმარება… View the full article
  19. http://a.pix.ge/h/tsq1x.jpgკატალონიური "ბარსელონას" ახალი სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გამოთქვა აზრი "არსენალიდან" სესკ ფაბრეგასის ტრანსფერზე,იტყობინება АР. წარსულში ცნობილი მეკარის სიტყვებს თუ დავუჯერებთ თვით ფაბრეგასს კატალონიურ გუნდში გადაბარგება სურს, თუმცა ლონდონელები ჯიუტად დადგნენ იმ პოზიციაზე,რომლის მიხედვითაც ისინი არ ელევიან ერთ–ერთ გამორჩეულ ლიდერს გუნდისას. "თუ "მეთოფეები" არ გამოუშვებენ ფაბრეგასს,მაშინ ჩვენ ვიქნებით ნომერ პირველები მის მოლოდინში", - განაცხადა სუბისარეტამ. ასევე სუბისარეტამ გაახმოვა ის ფაქტიც,რომ მექსიკელი მცველი რაფა მარკესი შესაზლოა ძალიან მალე "ბარსელონადან" ამერიკულ "ნიუ იორკ რედ ბულსში" გადაბარგდეს. სრულად იხილეთ
  20. http://a.pix.ge/v/yb89d.jpg იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა რომ ლივერპული განიხილავს პოულსენის ტრანსფერს! კრისტიან პოულსენმა მონაწილეობა არ მიიღო გუშინდელ ევროპა ლიგის მატჩში, რამაც გამოიწვია მითქმა-მოთქმა მისი ტრანსფერის შესახებ. 30 წლის დანიელ ფეხბურთელს უკავშირებდნენ სხვადასხვა ინგლისურ კლუბებს, თუმცა მორატის განცხადებით ლივერპულია ის ინგლისური კლუბი რომელიც ოფიციალურად მიმართა მათ. იტალიელის განცხადების თანახმად ეს აურზაური დანიელის ტრანსფერის შესახებ, საფუძვლიანი აღმოჩნდა. გუშინდელი მატჩის შემდეგ, მაროტამ გაანცხადა: “ლივვერპულმა გამოიჩინა ინტერესი პოულსენთან დაკავშირებით. მაგრამ მიზეზი თუ რატომ გამოტოვა მან მატჩი, ეს ტექნიკური მხარის გადაწყვეტილებაა.” წყარო: skysports View the full article
  21. http://a.pix.ge/v/ory0q.jpg გუშინ, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “რაბოტნიკთან” გატანილმა ორმა გოლმა ინგლისური “ლივერპულის” ფრანგ თავდამსხმელს, დავიდ ნგონგს მერსისაიდულ გუნდში ადგილი შეუნარჩუნა. მაკედონიაში 2:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ 21 წლის ფეხბურთელი კლუბში რჩება. შეგახსენებთ, რომ ნგონგი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი იყო, რომელსაც “ლივერპულის” დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ივარაუდებოდა, რომ მერსისაიდელები მას რომელიმე კლუბში გაანათხოვრებდნენ. “არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო გავრცელებული ჭორები. არასდროს მითქვამს, რომ ნგონგი კლუბს დატოვებდა. დავიდმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი წინასასეზონო მზადების დროს. მოხარული ვარ, რომ მან “რაბოტნიკთან” დუბლის გაფორმება მოახერხა”. – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს Sky Sports. ნგონგი “ლიერპულში” 2008 წელს გადავიდა “პარის სენ ჟერმენიდან” და ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 57 მატჩში თავი გატანილი გოლით 13-ჯერ გამოიჩინა. სრულად იხილეთ
  22. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/saakashvili4-150x150.jpgსაზაფხულო შვებულების შემდეგ მთავრობის ზოგიერთი წევრი შესაძლოა არა კაბინეტში, არამედ სახლში დაბრუნდეს. თემა აქტუალური სააკაშვილის მიერ მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრების რამდენჯერმე „დატუქსვის” გამო გახდა. რამაზ საყვარელიძე ხშირი სამთავრობო ცვლილებების ერთ-ერთ მიზეზს სააკაშვილის ხასიათში ხედავს. პოლტიკური ექსპერტის აზრით, მინისტრების დატუქსვით და თანაც პრეზიდენტისთვის შეუფერებელ სტილში, სააკაშილი იმის დემონსტრირებას ცდილობს „ვინ არის ოჯახში უფროსი”. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/cviliebebi.jpg itvს ლინკი
  23. http://a.pix.ge/h/z4cty.jpgლონდონის "ჩელსიმ" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა ცნობილ ბრენდთან Dolce & Gabbana.იტალიელი დიზაინერები "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებისთვის და ფეხბურთელებისთსთვის ჩამულობის დიზაინს შეარჩევენ,იტყობინება premiership.ru. დომინიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ადრეც ცნობილნი იყვნენ,როგორც ფეხბურთის მოყვარულნი.ბრენდი ადრე "მილანის და იტალიის ნაკრების დიზაინზე ზრუნავდა. ბოლჩე და გაბანა უცხოურ კლუბთან პირველად იმუშავებენ.ლონდონელთა ხელმძღვანელობის ჩამცულობაზე ამიერიდან სწორედ დოლჩე და გაბანა იზრუნებს. ფინანსურეი დეტალები ამ გარიგებისა არ გახმაურებულა.როდესაც ცნბილი ბრენდი "მილანის" ჩამცმულობაზე ზრუნავდა,ამ პერიოდში დიზაინერებმა 1.379 მილიონი ევროთი იხეირეს. სრულად იხილეთ
  24. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ღამის კლუბში გადაღებული სურათის გამო ატეხილ სკანდალს აბსურდი უწოდა. მან განაცხადა, რომ ის ათი წლის წინ მისი სტუდენტობის დროსაა გადაღებული და არაფერი ესაქმება მის სამსახურთან ქართულმა და რუსულმა მედიამ ამ კვირას გამოაქვეყნა ფოტო, სადაც 28 წლის ვერა ქობალია ნახევრად ჩაცმულ ქალებთან ერთად, სპეციფიკურ პოზაში გადაღებულია ადგილზე, რომელიც ღამის კლუბს წააგავს. მაგრამ ამ თვის დასაწყისში მინისტრად დანიშნული, წარმოშობით ქართველი კანადელის, ვერა ქობალიას სპიკერი ამტკიცებს, რომ ესაა აურზაური არაფრის გამო. რუსული მედია ამტკიცებდა, რომ ეს ფოტო გადაღებულია სტრიპტიზ კლუბში და Facebook-ის გვერდიდანაა აღებული. ჟურნალისტები, ისე რომ არავითარი მტკიცებულება არ მოჰყავდათ, ვარაუდობდნენ რომ მიხეილ სააკაშვილი ვერა ქობალიას თებერვალში ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ვიზიტისას შეხვდა. მინისტრის სპიკერმა, თეა გაბუნიამ, AFP-ს განუცხადა, რომ სურათი 10 წლის წინ შეერთებულ შტატებშია გადაღებული, როდესაც ქობალია სტუდენტი იყო. ”ქალბატონი ქობალია ვერ ხედავს პრობლემას ამ ფოტოსურათში” – ამბობს გაბუნია. ”მან სთქვა, რომ თუ ეს ერთადერთი მაკომპრომეტირებელი მასალაა, რომლის მოძიებაც მის წინააღმდეგ მოხერხდა, ის მხოლოდ ბედნიერია ამით. ის განაგრძობს მუშაობას და ამ აბსურდს არ აქცევს ყურადღებას”. საქართველოს ოპოზიციამ არაერთხელ დასდო ბრალი სააკაშვილს იმაში, რომ კადრებს უპასუხისმგებლოდ ნიშნავს თანამდებობებზე და კიცხავს ქობალიას გამოუცდელობას. საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკიდან, აფხაზეთიდან დევნილი ქობალია კანადაში გაიზარდა და საქართველოში სულ 6 თვის წინ, ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელად ჩამოვიდა. მისი ბიოგრაფიის თანახმად, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული, ის მანამდე ვანკუვერში, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში პროდიუსერად მუშაობდა და ბიზნესს მართავდა. დავით გამყრელიძე, ოპოზიციური პარტიის ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ქობალიას დანიშვნას ”სააკაშვილის მიერ ოდესმე მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის ყველაზე დიდ სისულელედ მიიჩნევს”. მიანიშნა რა სხვა ახალგაზრდა მინისტრების დანიშვნაზე, მან განაცხადა – ”ეს ადამიანები არ იმსახურებენ ხალხის ნდობას. მათ არც ცოდნა აქვთ და არც გამოცდილება”. სააკაშვილმა, რომელიც თავად 2003 წელს, ”ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მოსვლისას 36 წლის იყო, ახალგაზრდა ჩინოვნიკების დანიშვნას იცავს. ის ამას ახასიათებს, როგორც მცდელობას იმისა, რომ საქართველო თავის საბჭოთა წარსულს გაემიჯნოს და მთავრობამ ახალი ენერგიისა და იდეების ინექცია მიიღოს. AFP ორიგინალი ორიგინალი
  25. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-30-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-3.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...