Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://a.pix.ge/m/3zz31.jpg <div style="text-align: justify; font-size: 10pt; font-family: Verdana;" /><div style="text-align: justify;" />SOCCERDAY.GE გთავაზობთ აწ უკვე დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ლამაზმანების ფოტოებს,კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი იმ მანდილოსნებს,რომელიც ასე ალამაზებდნენ მუნდიალს.კომენტარებში დაწერეთ თუ რომელია თქვენი ფავორიტი... ან დადეთ პირდაპირ ფოტო შემცირებული ზომით.<span style="font-size: 13px;" /><span style="font-family: Verdana;" /> სრულად იხილეთ
  2. დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ არსენალი მარკეტის აღარ შეიძენს. იხილეთ fanebi.com
  3. http://b.pix.ge/k/nuqlw.jpg ამერიკული ტურნეს ბოლო შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედმა" წააგო. ინგლისელებს გვადალახარაში მექსიკურმა "ჩივასმა" 3:2 აჯობა. პირველი გოლი მანჩესტერელთა კარში მათმა ახალმა შენაძენმა, 22 წლის ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. მან პირველი ტაიმი ყოფილი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა, მეორეში კი "იუნაიტედის" ფორმა ეცვა - ერნანდესისთვის ეს "ჩივასთან" გამოსათხოვარი მატჩი გახლდათ. ერნანდესს გოლის გასატანად სულ რაღაც 8 წუთი დასჭირდა, თუმცა ორი წუთის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და ეს კვლავ "იუნაიტედის" ახალწვეულმა, ოღონდ, ამჯერად, "ფულჰემიდან" ნაყიდმა 20 წლის კრის სმოლინგმა გააკეთა. "ჩივასი" 38 წუთზე დაწინაურდა - გოლი ადოლფო ბაუტისტამ შეაგდო. მე-60 წუთზე მასპინძლებმა მესამეც შეაგდეს, თავი ექტორ რეინოსომ გამოიჩინა, 79-ეზე კი ნანიმ შეამცირა სხვაობა. მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: "ხავიერმა პირველი კლასის ფეხბურთი ითამაშა. მან დიდებული დარტყმით გაგვიტანა და ზოგადადაც, იმას, რაც დღეს აჩვენა შესანიშნავი ფეხბურთი ჰქვია. ბიჭები სულ ერთსა და იმავეს იმავეს იმეორებდნენ, რა საუცხოო ფეხბურთელია და ბოლო დარყმა როგორ ეხერხებაოო. ისინი ხავიერს საუცხოოდ შეხვდნენ და ყოველმხრივ ეხმარებიან ახალ გუნდთან შერწყმაში. სხვათაშორის, ერნანდესს რომ ვუყურებ, ოლე-გუნარ სოლსკიაერი მაგონდება, მგონი მათ შორის ბევრი საერთოა. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი მომავალი ელის". შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი სოლსკიაერი 1996 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მიოლდესგან" გროშებად, კერძოდ კი 1,5 მილიონ ფუნტად იყიდა. "ოლდ ტრეფორდზე" ჩასულ თავდამსხმელს არავინ იცნობდა, თუმცა 11 წლის შემდეგ კარიერა "იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩატარებული 366 შეხვედრითა და 126 გოლით დაასრულა. სულ, ინგლისური გუნდის მაისურით მან ჩემპიონის ექვსი ტიტული, ფეხბურთის ასოციაციის ორი თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ხოლო, როგორ მოიგო სოლსკიაერმა ჩემპიონთა ლიგა ცალკე თემაა - ყველას ახსოვს 1999 წელს ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" გამართული "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ფინალი, სადაც გერმანელები 1:0-ს ეგებდმენ, მაგრამ თამაშის მიწურულს, მსაჯის წამატებულ წუთებში მანჩესტერელებმა, კერძოდ კი ტედი შერინგემმა და სოლსკიაერმა ორი გოლი შეაგდეს და ჯილდოს დაეუფლენ. თუმცა, დავუბრუნდეთ გვადალახარაში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრას. რა თქმა უნდა "ესტადიო ომნილაიფზე" ყურადღების ცენტრში უპირველეს ყოვლისა სწორედ ერნანდესი იყო და მატჩის დაწყების წინ მისი გვარი რომ გამოაცხადეს, ხალხი ფეხზეც წამოდგა. თავდამსხმელმა ოვაცია ღირსეულად დააფასა - ახალი, 45 500 ადგილიანი (მშენებლობა 126 მილიონი დოლარი დაჯდა) სტადიონის გახსნის დღეს პირველი, ისტორიული გოლი, როგორც გითხარით, სულ რაღაც რვა წუთში გაიტანა. ბაუტისტას მიერ მკერდით დაგდებულ ბურთს მან მარცხენა ფეხი დაარტყა. ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ფერგიუსონმა თავის ფეხბურთელებს სთხოვა ერნანდესისთვის თამაშის საშუალება მიეცათ, თუმცა ჯონ ოშიმ ერთ ეპიზოდში მაინც ვერ შეიკავა თავი და ახალგაზრდა მექსიკელს პრემიერლიგური დაზღერთება გააცნო. ფერგიუსონი: "ასეთი განლაგება, 4-3-3 ჩვენ ხშირად გვჭირდება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში, სადაც სწრაფ კონტრშეტევას მარდად უნდა გაართვა თავი. ერნანდესს, რასაკვირველია, ერთადერთ თავდამსხმელადაც შესანიშნავად შეუძლია თამაში. მან ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში დაამტკიცა, მაგრამ გარდა ამისა მის წინაშეა უეინ რუნისა და სხვა ფეხბურთელებთან შეთანხმებულად თამაშის დიდი შესაძლებლობები". სრულად იხილეთ
  4. http://a.pix.ge/t/igi61.jpg მოლაპარაკება "იუვენტუსსა" და "ცსკას" შორის სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება მილოშ კრასიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორც გვამცნობა Corriere dello Sport,"ბებერ ქალბატონს" ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება,ეს სწორედ ის თანხაა,რომელსაც მოსკოველი "არმიელები" მიიღებენ ფეხბურთელის სანაცვლოდ. კრასიჩს არ უთამაშია კვირას გამართულ დერბიში "სპარტაკის" წინააღმდეგ,აქედან გამომდინარე ნებისმიერ წამს უნდა ველოდოთ მის "იუვენტუსში" გამოჩენას. სრულად იხილეთ
  5. http://b.pix.ge/t/a2m9y.jpg 11 აგვისტოს მოლდოვაში დანიშნული ამხანაგური მატჩისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლაშა სალუქვაძის გარეშე დარჩა. ყაზანის “რუბინის” ქართველი მცველი რუსული პრემიერლიგის მე-15 ტურში დაშავდა და წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით სამი კვირა იძულებითი დასვენება მოუწევს. სანკტ-პეტერბურგში “ზენიტთან” გამართულ შეხვედრაში, სალუქვაძე ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, თუმცა, უკვე მე-3 წუთზე მასპინძელ ტომაშ ჰუბოჩათან შეტაკებისას ფეხი გადაუბრუნდა და მინდვრის დატოვება მხოლოდ საკაცის საშუალებით მოახერხა. “რუბინმა” აღნიშნული მატჩი 0:2 წააგო, რის შემდეგაც ნევისპირელებმა ჩემპიონატში 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს, რუსეთის მოქმედი ჩემპიონი კი 29 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა. ტურის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი მოსკოვის “ლუჟნიკებზე” შედგა, სადაც მოსკოვურ დერბიში ცსკა-მ ჯანო ანანიძის “სპარტაკი” 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 17 წლის ტალანტი ტრადიციულად სპარტაკელთა ძირითად თერთმეტეულში გახლდათ და ამჯერად შეუცვლელად გაისარჯა, championat.ru-სგან კი შეფასებად 5.5 ერგო. ანანიძე და მისი თანაგუნდელები 71-ე წუთზე ვასილი ბერეზუცკის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა, თამაშის ბოლო ათ წუთში საკუთარ კარში 2 გოლი მიიღეს და 20 ქულით მე-7 ადგილამდე დაქვეითდნენ. მოულოდნელი მარცხი განიცადა კიდევ ერთმა მოსკოვურმა კლუბმა “ლოკომოტივმა”. რკინიგზელები საკუთარ კედლებში “როსტოვთან” შერცხვნენ (0:1), მოულოდნელი კი ის იყო, რომ მასპინძელთა ქართველი მცველი მალხაზ ასათიანი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. გროზნოში ლევან გვაზავს “ტერეკმა” ვლადიკავკაზის “ალანიას” 2:0 სძლია და ოცი ქულით მე-8 საფეხურს უწია. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მოლდოვასთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული გახლდათ. ნალჩიკის “სპარტაკმა” პერმის “ამქარი” 2:1 დაამარცხა და 15 ტურში 28 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძელთა რიგებში გოგიტა გოგუამ შეუცვლელად ითამაშა და championat.ru-სგან შეფასებად 6.0 ერგო, ასევე 90 წუთს მოასპარეზე დავით სირაძემ კი 5.5 დაიმსახურა. სეზონში მე-7 მარცხი განიცადა მაჰაჭყალის “ანჟიმ”, რომელიც რამენსკოეში “სატურნს” სტუმრობდა. დაღესტნურმა კლუბმა 0:1 წააგო და 16 ქულით მე-12 საფეხურზე დარჩა. “ანჟის” მაისურით დავით კვირკველია (5.5) 90 წუთს გაისარჯა, გიორგი ილურიძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ნუკრი რევიშვილი კი სათადარიგო გახლდათ. რუსეთის პირველ დივიზიონში მე-10 გოლის გატანა შეძლო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ოთარ მარცვალაძემ. ქართველმა თავდამსხმელმა ვოლგოგრადში “როტორის” კარი უკვე მე-7 წუთზე დალაშქრა, შემდეგ კი საგოლე პასიც განახორციელა და მინდორი 90-ე წუთზე ვალმოხდილმა დატოვა. მარცვალაძის “ვოლგამ” შეხვედრა 4:1 მოიგო და 20 ტურის თავზე 35 ქულით მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. ნოვგოროდელთა წინ “ყუბანი” (40) და “კრასნოდარი” (36) იმყოფებიან. ქართველთა გუნდების დაპირისპირება გაიმართა უკრაინის ჩემპიონატში. კრივოი როგში ბექა გოცირიძისა და ალექსანდრე კობახიძის “კრივბასმა” გიორგი გაბედავას “ილიჩევეცს” უმასპინძლა და 1:0 მოუგო. სტუმართა რიგებში გაბედავა მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო იყო, მასპინძელთაგან კი განაცხადში გოცირიძე მოხვდა, რომელიც თამაშში 41-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ მალევე ტრავმა მიიღო და მე-2 ტაიმში მოედანზე აღარ გასულა. 4 ტურის შემდეგ, “კრივბასი” 5 ქულით მე-8 ადგილზეა, “ილიჩევეცს” კი 4 ქულით მე-12 პოზიცია უკავია. ჩემპიონატის სათავეში კვლავაც “დნიპრო” რჩება, რომელმაც ტურნირის სტარტზე ზედიზედ 4 მატჩის მოგება შეძლო. დნეპროპეტროვსკელებმა “ობოლონი” 3:0 გაანადგურეს, მასპინძელთა ქართველი მცველი უჩა ლობჟანიძე კი შეუცვლელად გაისარჯა. უეფა-ს ევროპი ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში “ზესტაფონის” მოწინააღმდეგე ლვოვის “კარპატი” ლუგანსკს ესტუმრა და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ ადგილობრივ “ზარიას” 2:0-ს უგებდა, საბოლოოდ, საყაიმო ანგარიშს (2:2) დასჯერდა. “კარპატის” ქართველი ფორვარდი სანდრო გურული დისკვალიფიცირებული გახლდათ და განაცხადში არ ყოფილა, მისი კლუბი კი 5 ქულით მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. უგოლოდ დასრულდა პოლტავის “ვორსკლასა” და სიმფეროპოლის “ტავრიას” დაპირისპირება, რომელშიც სტუმართა შემტევმა ვასილ გიგიაძემ საწყის 45 წუთს ითამაშა. “ტავრიას” 4 ტურში 4 ქულა მოუგროვდა 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. სტარტი აიღო უნგრეთის ჩემპიონატმაც, რომლის სასტარტო შეხვედრაში “დიო ეტო” “უიპეშტს” ესტუმრა და 0:0 ითამაშა. დიორელთა მაისურით რატი ალექსიძემ 90 წუთს ითამაშა. რუმინეთის ლიგა-1-ში აკაკი ხუბუტიას “გაზ მეთანი” “ტიმიშოარას” დაუზავდა და 2 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა და 55-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ისრაელში ტოტოს თასის გათამაშება მოგებით დაიწყო ვლადიმერ დვალიშვილის “მაკაბიმ”. A ჯგუფის სასტარტო მატჩში ჰაიფელებმა აკრეს “ჰაპოელი” 4:1 გაანადგურეს, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გახსნა. სრულად იხილეთ
  6. http://a.pix.ge/v/uevs1.jpg "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ვენსან კამპანი სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე შესაძლოა რომელიმე სხვა კლუბში გადავიდეს,იტყობინება mercato365.com. ახალგაზრდა ფეხბურთელი არ არის კმაყოფილი სათამაშო დროით,რომელიც მაქს "სიტიში" აქვს,ამიტომაც მან თავის აგენტს სთხოვა დაეწყო ახალი კლუბის ძებნა. წინასწარი ინფორმაციით 24 წლის ფეხბურთელით უკვე დაინტერესება გამოთქვა "ლივერპულმა" და "ევერტონმა". სრულად იხილეთ
  7. http://b.pix.ge/a/97agc.png გურამ კაშია კვლავ თბილისის "დინამოშია".ეს ინფორმაცია SOCCER DAY-მ ექსკლუზიურად მოიპოვა და არაერთგან გადაამოწმა.იგი გუნდშია და ვარჯიშობს კიდევაც. ამ ინფრომაციას ადასტურებს გურამ კაშიას ძმა და "დინამოს" კიპერი გიორგი ლორია.უახლოეს მომავალში გაირკვევა ყველაფერი კაშიასა და "დინამოს" შესახებ და ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება. სრულად იხილეთ
  8. http://a.pix.ge/d/lfc6n.png "ვესტ ბრომვიჩი" აპირებებს დაცვის ფლანგის გაძლიერებას "ფულჰემის" ფეხბურთელით,კერძოდ კი საქმე ეხება ჯონ პანცილის ტრანსფერს, ტყობინება mercato365.com. 29 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 2–3 მილიონ ფუნტს შეადგენს. პანცილი პრემიერლიგაში 2006 წლიდან თამაშობს,იგი "ფულჰემამდე" ასევე პრემიერლიგურ "ვესტ ჰემში" თამაშობდა. სრულად იხილეთ
  9. http://a.pix.ge/g/g79d4.jpg იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი,რობერტო დონადონი თვლის,რომ სერია ა–ში "ინტერი" ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი და იგი კვლავ უპრობლემოდ დაეუგლება სკუდეტოს,ინფორმაციას ავრცელებს Tuttomercatoweb. "ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?! ასეთ კითხვას ვფიქრობ არ უნდა სვამდეთ,რაღათქმაუნდა ინტერი", - განაცხადა დონადონიმ. სრულად იხილეთ
  10. 2010 წლის საუკეთესო ჯაზ კოლექცია View the full article
  11. http://a.pix.ge/e/uq6wt.jpg "ლივერპული" დაინტერესებულია საკუთარი გუნდის გაძლიერებით და სურს დაიმატოს ჰავბექი "ვესტ ჰემიდან".კერძოდ კი საქმე ეხება სკოტ პარკერის ტრანსფერს, გვამცნობს Tuttomercatoweb. 30 წლის ფეხბურთელი კლუბში ხავიერ მასკერანოს შემცვლელად მივა, რომელმაც შესაძლოა უახლოეს მომავალში დატოვოს კლუბი."ლივერპული" მზადაა პარკერის სანაცვლოდ 9,5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. სრულად იხილეთ
  12. ეს მოხდა ჩინეთში არეულობის დროს, როცა მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ერთმანეთს პირველობისთვის ებრძოდნენ. ლიანისა და ვეის სათავადოების ჯარები ერთმანეთს ეკვეთნენ და ბრძოლა მთელი დღე გრძელდებოდა. დასასრულს მხოლოდ ორი მოწინააღმდეგეღა დარჩა - ახალგაზრდა დიდებული მხედართმთავარი, რომელიც საგმირო საქმეებსა და დიდებას ეძიებდა, და უბრალო მეომარი - საზრიანი და გონებამახვილი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად ბრძოლა სურდა… View the full article
  13. http://b.pix.ge/x/7hva2.gif "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა,დევიდ მოიესმა განაცხადა,რომ მის კლუბში ამერიკელი ლენდონ დონოვანი არ ითამაშებს,გვამცნობს klikfc.com. "ჩვენ ძალიან გვსურს რომ ლენდონმა ჩვენთან ითამაშოს,მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ის 10 მილიონი,რომელსაც ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვს ამერიკული კლუბი. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ფეხბურთელი უკვე ასაკშია და მასში ამხელა თნხის გადახდა უბრალოდ რისკია და მეტი არაფერი", - განაცხადა მოიესმა. სრულად იხილეთ
  14. http://a.pix.ge/m/1gplc.jpg დღეს გელზერკირხენის "შალკე" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3–1 დაამარცხა.ამ გამარჯვებით LIGA Total! Cup–ს დაეუფლნენ "აუფ შალკე არენას" ბინადრები. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ესპანელმა ახალწვეულმა,რაულ გონსალეს ბლანკომ.პირველი გოლი თუ მან ცარიელ კარში სეაგორა თითქმის,მეორე გოლის გატანისთვის მას სამი მცველის ჩამოცილება დასჭირდა.ეს გოლები რაულისთვის პირველი გატანილი ბურთები იყო "შალკეს" მაისურით. სრულად იხილეთ
  15. http://b.pix.ge/o/34pa5.jpg ლონდონის "არსენალმა" Emirates Cup მოიგო,მთელი ტურნირის მანძილზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და ტიტულსაც დაეუფლნენ. საბოლოო ცხრილი გათამაშებისა: 1. "არსენალი" - 8 ქულა, 2. "ლიონი" - 5, 3. "სელტიკი" - 5, 4. "მილანი" - 4. სრულად იხილეთ
  16. http://b.pix.ge/o/8nusg.jpg როი ჰოჯსონმა მარცხენა მცველის პრობლემა ძალიან მარტივად, ლივერპულის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელის დაბრუნებით გადაჭრა და ფაბიო აურელიოზე მცირე კომენტარიც გააკეთა… “მე მას კარგად ვიცნობ. ლივერპულის სამწვრთნელო შტაბი კი ჩემზე ბევრად უკეთესად…” – განაცხადა ჰოჯსონმა – “მე მას როგორც ოპონენტს ისე ვიცნობ, თუმცა ლივერპულის ახლო ისტორიაში მას დიდი როლი აქვს ნათამაშები …” “მე ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე რომ იგი ჯანმრთელი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად კონტრაქტის გარეშე იმყოფებოდა. ამიტომ ვიფიქრე და მასაც შევთავაზე, ვიდრე პრემიერლიგის რომელიმე სხვა კლუბში გადასულიყო, ისევ ჩვენთან გაეგრძელებინა თამაში…” “საბედნიეროდ კრისტიან პურსლოუმ მასთან პირად კონტრაქტზეც წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები და მე მოხარული ვარ მისი დაბრუნებით ენფილდზე.” View the full article
  17. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/6/30/1277901873606/David-Villa-and-Fernando--006.jpg დავიდ ვილას განცხადებით ლივერპულისთვის მომავალი სეზონი ფერნანდოს შესანარჩუნებლად ბოლო შანსია “ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ. საქმე ისე მიდის, ალბათ ნანდო ენფილდზე დარჩება. მას შემდეგ, რაც მე მას მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას მის მომავალზე ვესაუბრე, ვფიქრობდი, რომ იგი “ჩელსიში” გადავიდოდა”. – განაცხადა ვილამ “ეს ლივერპულის ბოლო შანსია შეინარჩუნოს ტორესი. თუკი მერსისაიდელები მომავალ სეზონში ვერ მოახერხებენ თამაშის რადიკალურად გაუმჯობესებას და რაიმეს მოგებას, დარწმუნებული ვარ შემდეგ უკვე მას “ჩელსის” მაისურით იხილავთ” View the full article
  18. http://b.pix.ge/b/gz229.jpg გთავაზობთ როი ჰოჯსონის კომენტარს გლადბახის “ბორუსიასთან” (0:1) მატჩის შემდეგ. მერსისაიდელთა თავკაცი თვლის, რომ მიუხედავად “ლივერპულის” დამარცხებისა, პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა გუნდში. შეგახსენებთ, რომ “წითლები” დამარცხდნენ 0:1 დაცვაში დაშვებული აიალას შეცდომის შემდეგ. “შედეგით რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. შეხვედრა რომ უგოლოდ დასრულებულიყო, კმაყოფილი ვიქნებოდი. თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ მივიღეთ ფეხბურთელთაგან ის, რაც მათ დავავალეთ”. “ვფიქრობ, რომ ახალბედებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი”. დანიელ აიალას შეცდომის მიუხედავად, ჰოჯსონს მასზე ცუდი სიტყვაც კი არ დასცდენია. “აიალა იყო საუკეთესო მას შემდეგ, რაც გოლი გავუშვით და ეს მეტყველებს იმაზე, თუ რა დონის ფეხბურთელია იგი”. “როდესაც ასეთ შეცდომას უშვებ უკვე მე-8 წუთზე, მოთამაშეთა უმრავლესობა თვითკონტროლს კარგავს, თუმცა აიალაზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი. მან შეძლო თავისი თავის ხელში აყვანა და რთული მდგომარეობიდან გამოსვლა”. “შეცდომები მუდამ ხდება. მაგრამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მე კმაყოფილი ვარ დღეს აიალათი”. მატჩი გერმანიაში იყო ბოლო “ლივერპულისთვის” წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში. ჰოჯსონი მიიჩნევს, რომ საკმაოდ რთული ეტაპი გაიარა მისმა გუნდმა, რადგანაც მათ არ ჰყავდათ მრავალი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. “მე ვამჩნევ გაუმჯობესებას ცალკეულ ფეხბურთელებს. მაგრამ ჩვენ, როგორც ერთიანი, შეკრული გუნდი, ჯერ არ გვითამაშია. დიდი იმედი მაქვს, რომ 15 აგვისტოსათვის (პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრა “არსენალთან”) ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა იქნება”. View the full article
  19. http://b.pix.ge/i/eu0ph.gif "მალიორკა" არ უშვებს შანს მიიღოს თანხმობა "უეფასგან", მონაწილეობის მისაღებად ევროპის ლიგის გადათამაშებაში. ფეხბურთის მოხელეებმა არ მისცეს მონაწილეობის საშუალება ფინანსური პრობლემების გამო. ასე რომ მათ მაგივრად მონაწილეობას მიიღებს გუნდი "ვილიარეალი". თუმცა "მალიორკა" აპირებს გაასაჩივროს "უეფას" გადაწყვეტილება სასამართლოში.იურისტები ვარაუდობენ ამ საქმის გადაწყვეტას,სანამ "ვილეარეალი" არ ჩაატარებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს. სრულად იხილეთ
  20. http://b.pix.ge/r/j8b5o.jpg მიუნხენის "ბაიერნის" მცველი,დანიელ ვან ბუიტენი ტრავმირებულია.ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.მან ფეხის ტერფი დაიზიანა,ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა,იმდენად,რამდენადაც ფეხბურთელი საკუთარ გუნდს გერმანიის სუპერ თასის გათამაშებაზე "შალკეს" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს.გუნდის ექიმები იმედოვნებენ,რომ იგი ძალიან მალე დაუბრუნდება მოედანს. სრულად იხილეთ
  21. http://cache2.asset-cache.net/xc/103187218.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6F7289A4E673F9D648A1E510A805E424E4B15D68FA3BDD2FDE30A760B0D811297“ლივერპულმა” მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” 0:1 წააგო. გერმანელები მთელი შეხვედრის მანძილზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე “წითლები”. მათ მატჩის დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, როდესაც მე-8 წუთზე მოწინააღმდეგეთა დაცვის შეცდომით ისარგებლეს:დიეგო კავალიერიმ ბურთი მიაწოდა აიალას, რომელიც დროულად ვერ გაერკვა სიტუაციაში. მისი დაბნეულობით კი კარგად ისარგებლა კარიმ მატმოურმა და დასწრებაზე დალაშქრა მერსისაიდელთა კარი. გოლის გაშვების შემდეგ იმის მაგივრად, რომ “წითლები” უფრო გააქტიურებულიყვნენ, ისინი პირიქით – კიდევ უფრო მოდუნდნენ და განსაკუთრებით შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. შედარებით აქტიური იყო კოული, რომელიც ცდილობდა სახიფათოდ შეეტია გერმანელთათვის, თუმცა გოლის გატანის შესაძლებლობა ერთხელაც არ მისცემია. მეორე ნახევარი როგორც მოსალოდნელი იყო, ცვლილებებით დაიწყო. “ლივერპულელთა” მხრიდან მოედანზე გამოჩნდნენ იოვანოვიჩი;ვილსონი;დარბი;აურელიო;სპირინგი;ამოო. ასევე აკვილანი, გულაკსი, ირვინი, სტერლინგი და სუსო, თუმცა გარდატეხის შეტანა შეხვედრაში ვერ მოახერხეს. “ლივერპულის” თამაშში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. მხოლოდ მატჩის ბოლოს გააქტიურდნენ “წითლები”, თუმცა მათ არათუ გოლის გატანა შეძლეს, მთელი 90 წუთის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონიათ. View the full article
×
×
  • შექმენი...