planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://b.pix.ge/s/sh4yq.jpgლვოვის “კარპატის” პრეს-ატაშე დანილ ნიკულენკო ამბობს, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ამასწინდელი მატჩის (“კარპატი” –“ზესტაფონი”) შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა რუსულ ენაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვესო. “ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ მათ პოზიციას. ვიცით, როგორი პოლიტიკური სიტუაციაა საქართველოში. ამასთან, ევროტურნირების მატჩისას მთავარი ენა ინგლისურია, თუმცა “ზესტაფონის” მოთამაშეებმა ინგლისური არ იცოდნენ. “რუსულისადმი ბოიკოტი” მხოლოდ ფეხბურთელებისგან ვიგრძენით, მწვრთნელები და მენეჯერები კი რუსულად აკეთებდნენ კომენტარს” – უთხრა ნიკულენკომ უკრაინულ profootball-ს. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/n/0pnyx.jpgწინა სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მე-5 ადგილის დამკავებელსა და თასის 1/2-ფინალისტ ცხინვალის “სპარტაკს”, მომავალ სეზონში იგივე შედეგის განმეორება, აშკარად გაუჭირდება. ამის მიზეზი ბანალურია –კლუბის მწირი შესაძლებლობები, რის გამოც, ზაფხულში ცხინვალელთა რიგები ფეხბურთელთა დიდმა ჯგუფმა დატოვა – ზურა ბათიაშვილი, დაჩი ფოფხაძე, პატრიკ მედნალო, ანდრეს ნონოსი, გიორგი დემეტრაძე, ვლადიმერ ბურდული, თორნიკე უხურგუნაშვილი, გიორგი კვახაძე, დავით ბაქრაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, გიორგი ჩირიკაშვილი, გიორგი ჩივაძე და თორნიკე თარხნიშვილი. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/d/l9hwe.jpg"როტორისთან" გამარჯვების შემდეგ (4:1), "ვოლგის" მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ განაცხადა,რომ მატ ამ თამასში გაუმართლათ. "მართალია ჩვენ დიდი ანგარიშიტ გავიმარჯვეთ, მაგრამ მე ვფიქრობ,რომ ჩვენ გაგვიმართლა რადგან მოწინააღმდეგემ ბევრი მომენტი შექმნა მაგრამ დაგვირგვინება ვარა და ვერ შეძლო, ხოლო ჩვენ ყველა ჩვენი მომენტი გამოვიყენეთ". "მეორეს მხრივ მე უკმაყოფილო ვარ დაცვის თამაშით და ვტვლი,რომ ასე თამაში არ შეიძლება!" სრულად იხილეთ
-
“სანმა” მსოფლიოს გარშემო გრანდიოზული მოგზაურობაა დაასრულა. მედიაჟურნალისტი სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარ კოლეგებს ერთ საფეხბურთო კითხვას უსმევდა, ვინ არის საუკეთესო “ათიანი” ? თითქმის ოთხთვიანი მოგზაურობის შემდეგ საკმაოდ დიდი სტატისტიკა შეადგინა, გადაახარისხა და მსოფლიოს საუკეთესო მეათე ნომრების ათეული გამოაქვეყნა. ამრიგად გაეცანით პლანეტის საუკეთესო ფლეიმეიქერებს: იხილეთ fanebi.com
-
დღეს პრესაში გავრცელდა არსენ ვენგერის ინტერვიუ.არსენმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ყველაფერი ტყუილია რასაც წერენ პრესაში ფაბრეგასსზე და ბარსელონაზე. იხილეთ fanebi.com
-
მოგეხსენებათ რამოდენიმე საათის წინ დასრულდა მატჩი "მილანსა" და "არსენალს" შორის, მინდა შემოგთავაზოთ მილანელი ფეხბურთელების შეფასებები. იხილეთ fanebi.com
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/verea.jpgნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის, ვიკსუნსკი რაიონის სოფლის "ზემო ვერეია"-ს ნანგრევებში კიდევ სამი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ამგვარად რუსეთის გსს რეგიონალური განყოფილების პრეს-სამსახურის უფროსის, სვეტლანა პეტროვა ცნობით, რეგიონში გარდაცვლილთა რიცხვმა 12-ს მიაღწია. polity.ge
-
http://a.pix.ge/n/dhdhx.jpg ლივერპულის გამთამაშებელმა ბრაზილიელმა ლუკას ლეივამ მწუხარება გამოთქვა მასკერანოს სავარაუდო ტრანსფერზე. “ხავიერ მასკერანო ლივერპულში წამყვანი ფიგურაა, რომელიც მუდამ ასრულებს თავის სამუშაოს მაღალ დონეზე და მოედანზე ყოველთვის საუკეთესოა, იგი ჩემს დაშვებულ შეცდომებს ყოველთვის ასწორებს და მყარი კედელივით მიდგას უკან. მისი წასვლა არამარტო ჩემთვის არამედ მთელი ლივერპულისთვის დიდი შოკი იქნება” განაცხადა მასკერანოს სავარაუდო ტრანსფერისგან დამწუხრებულმა ლუკას ლეივამ. იგი აგრეთვე მოხარულია ლივერპულის სასტარტო შეხვედრით და აშშ-სთან მატჩში მონაწილეობით. ინფორმაციის წყარო: the sun View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/photo_geo-150x150.jpgპრეზიდენტის განკარგულებით, ორგანიზაციის უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურდიული პირი „სმირნოვების მუზეუმი” ხდება. „კავკასიური სახლში” აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ შემთხვევით შეიტყვეს. ხელშეკრულებებით, რომელიც ევროპულ ფონდ „ჰორიზონტსა” და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის 1998-1999 წლებში გაფორმდა, „კავკასიური სახლის” რესტავრირება იმ პირობით მოხდა, რომ ორგანიზაცია შენობაში დარჩებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფონდი ჰოლანდიის შესაბამის სასამართლოს მიმართავდა და რესტავრაციაში გადახდილ თანხას უკან გაითხოვდა. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ყველა პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან ხელშეკრულებას ვადა 2000 წელს გაუვიდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kavkasiuri-saxli.jpg itvს ლინკი
-
http://a.pix.ge/i/xlreb.jpg იტალიურმა ლეჩემ რამოდენიმე კვირის წინ მერსისაიდელებს გაუგზავნა მოთხოვნა უნგრელი ფეხბურთელის გადაბირების თაობაზე, მერსისაიდელთა დელეგაციას კი ჯერ პასუხი არ გაუცია.http://liverpoolfc.ge/wp-includes/js/tinymce/plugins/wordpress/img/trans.gifლეჩემ გუშინ წითლების ხელმჯღვანელობას გაუგზავნა მოთხოვნა, სადაც იტალიელები ითხოვდნენ პასუხი გაეცათ მათ ოფიციალურ მოთხოვნაზე, ისინი მზად არიან £1მლნ. გადაიხადონ ფეხბურთელის 50%-იანი ტრანსფერისთვის. შეგახსენებთ რომ ნემეცმა თავის გაკეთებულ ინტერვიუში განაცხადა რომ, მას სურს მისი კარიერა ენფილდს მიუძღვნას. View the full article
-
ვილიარეალის იტალიელმა თავდამსხმელმა ჯუზეპე როსიმ განაცხადა,რომ ინტერში სიამოვნებით ითამაშებდა... იხილეთ fanebi.com
-
დასრულდა არსენალი – მილანის დაპირისპირება ფრედ 1-1.გუნდების შემდაგენლობა და ცვლილებები: იხილეთ fanebi.com
-
http://b.pix.ge/t/fvrjz.jpgრამდენიმე პოპულარულიინტერნეტ-ჟურნალები იტყობინებიან, რომ მასკერანოს ტრანსფერი დაიხურა და ის £20 მილიონად “ინტერში” გადავიდა. წყარო: Irish Independent / Daily and Sunday Express / http://www.hln.be/static/FOTO/pe/15/11/5/large_517100.jpg ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ როიმ ოფიციალურად გაუკეთა შეთავაზება “სტანდარდ ლიგას” 22 წლის ბელგიელი ცენტრალური ნახევარმცველის, სტივენ დეფორის შეძენის შესახებ. სპორტის დირექტორი მალე განიხილავს შემოთავაზებას და ძალიან დიდი შანსია, მალე ახალგაზრდა “ლივერპულში” აღმოჩნდეს. ცნობილია ისიც, რომ ლივერპულიდან გაიგზავნა დელეგაცია, რომლებსაც დეფორზე დაკვირვება ევალებათ, რის შემდეგაც უფრო აქტიურად დაიწყება მოლაპარაკებებეი. სავარაუდოდ მისი სატრანსფერო ფასი £10 მილიონის გარშემო მერყეობს. წყარო: Daily Post / Liverpool Daily Post / Daily Mail – Liverpool http://www.9online.it/sport/napolicalcio/img_napolicalcio/poulsen.jpg “იუვენტუსი” თითქმის დათანხმდა ქრისტიან პოულსენის გაყიდვას, რომელიც ასევე მასკერანოს შემცვლელი იყო. ინფორმაციის წყარო: Daily and Sunday Express View the full article
-
სასაცილოა თუ სატირალი თქვენ გადაწყვიტეთ...გერმანიისა და სამხრეთ კორეის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრისას მეტად საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა... იხილეთ fanebi.com
-
http://b.pix.ge/z/ec5ao.jpg 19 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ დრამატული ფინალით დასულდა, საფრანგეთის U19 ნაკრებმა 2-1 დაამარცხა ესპანელები. კრის მავინგა ჩემპიონი, დანი პაჩეკო კი საუკეთესო ბომბარიდირი გახდა… ლივერპულის ფრანგმა მცველმა, კრის მავინგამ ტორესის 2002 წლის და აკვილანის 2003 წლის მიღწევა გაიმეორა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიიღო. მან ფინალში 90 წუთი ითამაშა და გუნდის გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავის მხრივ თავი დანი პაჩეკომაც გამოიჩინა. ესპანელთა გოლი მისი შესანიშნავი საგოლე გადაცემით გავიდა. რაც მთავარია მან მთლიანად ტურნირზე 4 გოლი შეაგდო, იმდენივე რამდენიც ტორესმა 2002 ში და შედეგად საუკეთესო ბომბარდირობა და სპეციალური პრიზიც დაიმსახურა… გთავაზობთ ფინალის მიმოხილვას. ნამდვილად კარგი ფინალი იყო… View the full article
-
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა. სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გუშინ გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომელის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია. ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებული. ორ, ოთხ და ხუთ სართულიან, შენობაში, შესაბამისი თანმიმდევრობით, 18 და 35 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აცხადებენ ადგილობრივები. შენობები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა კოლექტიური ჩასახლებების ნუსხაში აქვს შეტანილი. აუქციონზე საერთო საცხოვრებლის შენობების გაყიდვის შემდეგ დევნილებს კოლექტიური ცენტრის დატოვება მოუწევთ. ლალი არსენიძის ოჯახი, ჭავჭავაძის 49 ნომერში 11 წელია რაც ცხოვრობს. სოხუმში საკუთარი სახლის დატოვების შემდეგ 5 წელი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 1997 წლიდან კი ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის შენობაში დასახლდა. არსენიძეებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1997 წლით დათარიღებული ბრძანება აქვთ, რომლის მიხედვითაც ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში დასახლდნენ. არსენიძეები ისხენებენ, რომ დანგრეული საერთო საცხოვრებლის შენობა მათ და მათთან ერთად შესახლებულმა კიდევ 16 დევნილმა ოჯახმა ერთად გაასუფთავეს და აღადგინეს. ”სახელმწიფოს არც კოვზი მოუცია და არც ჩანგალი. ჩვენი სახსრებით გავარემონტეთ ეს ოთახები... პირველად რომ ვნახე ორი კვირა ვტიროდი აქ უნდა ვიცხოვრო-თქო?”- ლალი არსენიძე. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან უყურადღებობას უჩივიან. ლალი არსენიძის თქმით, მხოლოდ გასულ წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათი საცხოვრებელი შენობის სახურავი თუნუქით გადახურა. საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ამბობენ, რომ მინისტრი კობა სუბელიანი საცხოვრებლის სიმბოლურ თანხად გადაფორმებას დაჰპირდა. ახლა გაიგეს, რომ საერთო საცხოვრებელი აუქციონზე გადის, როგორც საპრივატიზაციო ობიექტი. ვალენტინა გეგია ჭავჭავაძის 49ა-ში ცხოვრობს. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 15 წლის წინ თავის მეუღლესთან ერთად, ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებლის მეოთხე სართულზე ერთ ოთახში დაბინავდა. რვა წლის წინ მას მეუღლე გარდაეცვალა. ვალენტინას საცხოვრებელი ფართი არ ჰყოფნის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილიშვილი მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ”საპირფარეშოში მაქვს ონკანი სადაც ვრეცხავ ყველაფერს, მათ შორის ჭურჭელს და ესაა ჰიგიენა?” ვალენტინა დევნილთა შემწეობას-22 ლარსა და 5 ლარის ოდენობის ელექტროენერგიის საფასურს, ყოველ თვე იღებს. თუმცა, ელექტროენერგიის საერთო გადასახადზე, რომელსაც კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები 35 ოჯახი ოთახების მიხედვით ინაწილებს, თანხის დამატება საკუთარი შემოსავლიდანაც უწევს. ჭავჭავაძის 49ა-ში მცხოვრებლებს ჭავჭავაძის 49 ნომერში მცხოვრებლებისგან განსხვავებით ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დადგმის საშუალება არ მიეცათ. ”ლტოლვილთა ადა განსახლების სამინისტრომ გვითხრა გადაფორმებული არ გაქვთ ეს შენობები და იმიტომ ვერ დაიდგამთ ინდივიდუალურ მრიცხველებსო,”- ამბობენ ჭავჭავაძის 49ა-ში მცხოვრები დევნილები. არც ჭავჭავაძის 49 ნომერში დარეგისტრირებული შენობა არ აქვთ გადაფორმებული დევნილებს. ნეტგაზეთთან საუბრისას ვიოლეტა ამბობს, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის აუქციონზე გატანის შესახებ ტელევიზიის საშუალებით გაიგო: ”ეს შემთხვევით გავიგე ტელევიზიით, რომ ჩვენი საცხოვრებელი აუქციონზე გააქვთ. თვითონ სამინისტროს წარმომადგენელი აქ მოსული არ მინახავს, რომ ჩვენთვის აზრი ეკითხოთ.” მოხუცი აუქციონითაც დაინტერესდა და გვთხოვა გაგვეგებინებინა გაიყიდებოდა თუ არა მათი საცხოვრებელი. ვიცით, მათი საცხოვრებელი უნდა გასხვისდეს, მაგრამ უცნობია რა გველის შენობის გასხვისების შემდეგ, ამბობენ დევნილები. ისინი ვარაუდობენ, რომ ინვესტორი კომპენსაციას ან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს მისცემს. კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილთა უმეტესობას ფულადი კომპენსაცია სურს. ”არც გვაწყობს ამ ზაფხულს ვინმე მოვიდეს, იმიტომ რომ კორპუსი უნდა იყოს შევსებული, ერთიანად გადავწყვიტოთ ჩვენთვის მისაღები წინადადება... უფრო მეტად თანხა იქნება მისაღები, არავითარი ლილო, ზაჰესი და სხვა დასახლებები,”- მეგი ბერიშვილი. არიან ისეთებიც, ვინც ალტერნატიულ ფართზე თანახმაა, მხოლოდ ინვესტორმა იქვე უნდა დაასახლოს. ერთ-ერთი დევნილი, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა, თანახმაა რომ საერთო საცხოვრებლის შენობის ადგილას ახალაშენებულ სახლში იცხოვროს. მას თავის საცხოვრებელ ოთახში რემონტი აქვს. ჩვენს კითხვაზე თუ რატომ არემონტებდა აუქციონზე გასაყიდად გატანილი შენობის ერთ-ერთ ოთახს, გვიპასუხა, რომ რა ვქნათ, რაც არის ეს არისო. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის მესამე პუნქტი მიუთითებს, რომ დევნილთა გამოსახლება კოლექტიური ცენტრებიდან იკრძალება თუ დევნილებთან არ დადებულა შეთანხმება ან დევნილებს არ გამოეყოთ ”შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები. ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მათ კანონით გათვალისწინებული შეთანხმება არ დაუდიათ და არც ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართზე ჰქონიათ სამინისტროს წარმომადგენელთან საუბარი. სახელმწიფოს საკუთარი პოლიტიკაც კი აქვს შემუშავებული კომპაქტური ჩასახლების ცენტრებიდან დევნილთა გამოსახლების შესახებ. ”საცხოვრებლად უვარგისი კოლექტიური ცენტრის არსებობა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას, არამედ აფერხებს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლას. კოლექტიური ცენტრების საკითხის გადაჭრა ხელს შეუწყობს დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესებას,”- ნათქვამია ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის” დოკუმენტში. დევნილთა საბინაო პრობლემების გადაჭრისას სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ დევნილთა გამოსახლება კანონის დაცვით უნდა მოხდეს და კომპაქტურად ჩასახლებული ცენტრებიდან გამოსახლებული არც ერთი დევნილი უბინაოდ არ უნდა დარჩეს: ”ა) კომერციული დატვირთვის მქონე კოლექტიური ცენტრები გამოთავისუფლდება კერძო ინვესტიციებისათვის. საცხოვრებლების სანაცვლოდ დევნილთათვის გასაცემი ფულადი დახმარება უნდა იყოს საბაზრო ფასების შესაბამისი და ადეკვატური; ბ) საცხოვრებლად ვარგისი, განსაკუთრებული დატვირთვის არმქონე კოლექტიური ცენტრები სურვილისამებრ გადაეცემათ დევნილებს პრივატიზაციის ფორმით (საპრივატიზაციო თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული დევნილის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით),”- ””იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია” უფრო მეტი ინფრომაციის მიღება დევნილთა და განსახლების სამინისტროდან ნეტაგზეთმა ვერ შეძლო, რადგან სამინისტროს პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრმა ჯერ არ იცის როდის გაიტანენ ხელმეორედ ჭავჭავძის 49-49ა-ში რეგისტრირებულ შენობებს. დევნილები იმედს არ კარგავენ, რომ ინვესტორის გარკვევის შემდეგ მათი მომავალიც გაირკვევა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა ღია ეთერში გასცა პასუხი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკებს, რომლებმაც მაისის მოსამზადებელი ტურის დროს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყეს. საქმე ეხება ანტისადოპინგო კომისიის რამდენიმე თანამშრომელსა და კეირუშს შორის მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ამ უკანასკნელმა კომისიის წარმომადგენლებს ფეხბურთელებისგან სინჯების აღება აუკრძალა. იხილეთ fanebi.com
-
მადრიდის "რეალი" "იუვენტუსის" თავდამსხმელით, ამაურით დაინტერესდა. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ესპანელთა დამრიგებელმა ჟოზე მაურინიომ უკვე დაურეკა "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას და ფეხბურთელის ფასზე ესაუბრა. მიუხედავად "რეალის" დაინტერესებისა, "იუვენტუსში" აცხადებენ, რომ ამაური მათი მომავალი გეგმების განუყოფელი ნაწილია და არ იყიდება. იხილეთ fanebi.com
-
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მექსიკაში ამხანაგური მატჩი "გვადალახარასთან" გამართა და 2:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რიმ "იუნაიტედის" ახლადშეძენილმა ფორვარდმა, ხავი ერნანდესმა ერთი ტაიმი თავისი ყოფილი გუნდის, ერთი კი ახლანდელის შემადგენლობაში ითამაშა, მოკლედ, ნახეთ ვიდეომასალა იხილეთ fanebi.com
-
იტალიური "მილანი" "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველის, რაფაელ ვან დერ ვაარტის გადაბირების იმედს არ კარგავს და უახლოეს მომავალში ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებასაც აპირებს. აღსანიშნავია, რომ მადრიდული გრანდი ოფიციალურად ვან დერ ვაარტის გაშვების წინააღმდეგი არ გახლავთ, მაგრამ ჟოზე მაურინიომ აღნიშნა, რომ მას თავის გამოჩენის შანსი აუცილებლად მიეცემა, შესაბამისად, ეს ჰოლანდიელი ფეხბურთელებისთვის შესაძლოა "ბერნაბეუზე" დარჩენის კატალიზატორად იქცეს. იხილეთ fanebi.com
-
http://b.pix.ge/z/wjz8z.jpgლონდონის "არსენალი" მზადაა შესთავაზოს კონტრაქტი "კალიარის" მეკარეს ფედერიკო მარკეტის. "მეთოფეები" მზად არიან 7 მილიონი ევრო გადაიხადონ მეკარეში, იტყობინება FootballPress. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/k/p6trv.gif T-Home Cup რეიდან იღებს სტარტს.ტურნირი ოთხ გუნდს შორის იმართება.წელს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ მიუნხენის "ბაიერნის",გელზენკირხენის "შლაკეს","ჰამბურგისა" და "კიოლნის" ფეხბურთელები. 31 ივლისს პირველი შეხვედრები გაიმართება. 31. ივლისი 2010 16:45 სთ. ნახ.ფინალი 1: FC Schalke 04 - Hamburger SV 31. ივლისი 2010 18:35 სთ. ნახ.ფინალი 2: FC Bayern München - 1. FC Köln 01. აგვისტო 2010 16:45 სთ. მატჩი მესამე ადგილისთვის 01. აგვისტო 2010 18:35 სთ. ფინალი მატჩების დაწყების დრო მითითებულია გერმანიის დროით სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/z/cji9w.jpgიტალიური "კიევოს" ნახევარმცველი ალესანდრო სბაფო შესაძლოა კლუბმა არენდის წესით სერია ბ–ს რომელიმე გუნდში გაუშვას.19 წლის ფეხბურთელზე პრეტენზიას "ლივორნო" და "კროტონე" აცხადებენ,გვაუწყებს FootballPress. გასულ სეზონში სბაფომ ვერონელთა რიგებში მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა. სრულად იხილეთ