Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/07/macleans.gif სტეფანი ფინდლი თბილისი მოსკოვს სახელმძღვანელოებით და მონუმენტებით უწევს წინააღმდეგობას როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ქართველ მოსწავლეებს რუსული ოკუპაციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებს დაურიგებენ. სახელმძღვანელო რუსულ–ქართული ურთიერთობების შემსწავლელი სპეციალური კომისიის მუშაობის შედეგია. კომისია მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. რუსებს განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონიათ. „სად არის ლოგიკა?“, – კითხულობს რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“–სთვის მიცემულ ინტერვიუში, „ნუთუ მიზანი ისეთი თაობის გაზრდაა, რომლისთვისაც რუსეთი მონსტრი იქნება?“ ეს წიგნი არ არის იმ ანტირუსული კამპანიის პირველი ნაყოფი, რომელსაც სააკაშვილი 2004 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აწარმოებს. როგორც ჩანს, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველო ყველაფერი რუსულისგან და საბჭოთასგან გაწმინდოს. ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქის გორის ცენტრიდან საბჭოთა ლიდერის ისტორიული ექვსმეტრიანი ქანდაკება მოხსნა, რომელიც იქ 48 წლის განმავლობაში იდგა. საქართველოს კულტურის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას თქმით, ძეგლის დემონტაჟის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ის უნდა შეიცვალოს მემეორიალით, რომელიც მიეძღვნება „საბჭოთა დიქტატურის, საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა სტალინის პოლიტიკისა და 2008 წლის ომის ყველა მსხვერპლს“. თუმცა, რამდენად სასარგებლოა ეს კამპანია თავად ქართველებისთვის? თითქმის ორი წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა იმ იმედით, რომ აჯანყებულ რეგიონზე კონტროლს აღადგენდა. რუსეთმა ამას ძალის მასშტაბური დემონსტრირებით უპასუხა და ომმა, რომელიც დაიწყო, საქართველოს და რუსეთის 850 მოქალაქის (მათ შორის სამხრეთ ოსეთის) სიცოცხლე შეიწირა. „ყველა დამარცხდა“, – წერს New York Times–ში გამოქვეყნებულ წერილში კონფლიქტის გარემოებების შემსწავლელი ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინი. „საქართველო გახლეჩილია; გამოყოფილი რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა; რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 35 000 ადამიანი იძულებული გახდა მშობლიური კუთხე გაურკვეველი დროით მიატოვოს“. იმავდროულად, სააკაშვილი განაგრძობს რუსეთისადმი არსებული შიშისა და ანტირუსული გრძნობების ექსპლუატაციას. მარტში, ქართული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რუსული ინტერვენციის დაწყებაზე „სატირული“ გადაცემა გავიდა, რომლის გამოც ასობით ქართველი პანიკაში ჩავარდა და ქუჩაში გამოვარდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამის უკან სააკაშვილი იდგა, რომელიც ამ ფორმით კრემლის მიმართ შიშს აღვივებდა. „ეს არის მთავრობა, რომელმაც ომი წააგო და ეკონომიკაში უძრაობა აქვს. პოპულარობას კი ის, კონკრეტულად იმით ინარჩუნებს, რომ ქართულ ნაციონალიზმზე აკეთებს აპელირებას“ – მიაჩნია საერთაშორისო საკითხების ექსპერტს და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს ლინკოლნ მიტჩელს. სააკაშვილის პოლიტიკის თავისებურებები ნაწილობრივ მისი აშშ–სთან კავშირებითაც აიხსნება. საქართველოს პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა, განსაკუთრებით ბუშის ადმინისტრაციის დროს. მას შემდეგ, რაც თბილისი და ვაშინგტონი დაახლოვდნენ, საქართველომ ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა დაიწყო და მკვეთრად გაზარდა სამხედრო ხარჯები, მოიმარაგა რა ძველი ტანკები და საბრძოლო ავიაცია, ასევე ასობით ათასი იარაღი. თუმცა ქვეყანაში ისეთებიც არიან, ვინც შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს. „(ამერიკის) წინა ადმინისტრაციამ აშკარად გადაამლაშა, ადიდებდა რა შესანიშნავ ქართულ დემოკრატიას“, – ამტკიცებს სლავური კვლევების განვითარების ამერიკული ასოციაციის დირექტორი დიმიტრი გორენბურგი. „რა თქმა უნდა, წინა რეჟიმთან შედარებით პროგრესი საგრძნობია, თუმცა ეს მაინც კვაზიდემოკრატიაა და არა ნამდვილი თავისუფლების შუქურა“. აპრილში ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც დემოკრატიის განვითარებას უჭერს მხარს) 2 378 ქართველი გამოკითხა და გაირკვა, რომ მათი 52% უკმაყოფილოა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკით, ხოლო 46% – საკუთარ ქვეყანას დემოკრატიულად არ მიიჩნევს. მართალია, ექსპერტები უახლოეს მომავალში ახალ ომს არ ვარაუდობენ, თუმცა ანტირუსული რიტორიკა, როგორც ჩანს შენარჩუნდება, ვიდრე ხელისუფლებაში სააკაშვილი იქნება. „ვფიქრობ, ადამიანებს გაუხარდებათ თუკი სააკაშვილს ალტერნატივა გამოუჩნდება“, – ამბობს გორენბურგი. „თუმცა ოპოზიციის ლიდერებს ისინი არ ენდობიან“. ორიგინალი ორიგინალი
  2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში პიოტრ ბურჟინსკი. საუბარი… ლინკი მედიანიუსზე
  3. "უიგანმა" დაასრულა ჰოლანდიური "ტვენტეს" მარჯვენა მცველის რონი სტამის ტრანსფერი. ამის შესახებ Sky Sports იტყობინება. იხილეთ fanebi.com
  4. "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა იტალიელმა ტალანტმა ფედერიკო მაკედამ სააგენტო Reuters–ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მომავალი სეზონი მისი იქნება. იხილეთ fanebi.com
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/pinansuri2-150x150.jpgდაკავებულია ფიჭური კავშირგაბმულობა ‘’მაგთიკომის”აბონენტი რომელსაც ბრალად ბოლო ორი წლის მანძილზე ‘’კლონირებული” სიმ-ბარათების გამოყენება ედება. მსგავსი ბარათებით განხორციელებული ზარების დანახარჯმა 125 000 ლარს მიაღწია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/pinansuri2.jpg itvს ლინკი
  6. /get_img?NrArticle=2131&NrImage=2 მდინარე მაშავერა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე არ გაურკვევიათ, არის თუ არა მდინარე მაშავერას მძიმე ლითონებით დაბინძურების მიზეზი სააქციო საზოგადოება ”მადნეულის” საქმიანობა. გარემოს დაცვის მინისტრი მაისში ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია საწარმოს შესამოწმებლად შევიდა, თუმცა ინსპექციის უფროსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ნეტგაზეთის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, მდინარე მაშავერაზე მძიმე ლითონების კონცენტრაციამ მაისსა და ივნისში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენცენტრაციას გადააჭარბა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტმამენტი დღემდე იკვლევს, რა იყო ამის მიზეზი. მაისში ჭარბი ნალექების გამო, ”მადნეულში” პრობლემები შეიქმნა, რაც მდინარის დაბინძურების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. ცხრილში მოცემული ინფორმაცია, მდინარე მაშავერაში მძიმე ლითონების კონცენტრაციის შესახებ, ნეტგაზეთს გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემთხვევით მისცეს, გეგმური მონიტორინგის შედეგების ნაცვლად. ნეტგაზეთმა იმავე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ოფიციალურად გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სააგენტოსგან საჭირო დოკუმენტი ვერ მიიღო, ნეტგაზეთმა გადაწყვიტა, რომ შემთხვევით მოპოვებული ინფორმაცია გამოექვეყნებინა. მდინარე მაშავერაზე წყლის სინჯები, გარემოს დაცვის ინსპექციის დაკვეთით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არაგეგმურად 2010 წლის 8 ივნისს აიღო. მოცემულ ცხრილში ჩანს, რომ მძიმე ლითონების კონცენტრაცია მდინარე მაშავერაში ბევრად აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. მათ შორის, სპილენძის კონცენტრაცია 14-ჯერ, თუთიის - 5-ჯერ, რკინის - 9-ჯერ და მანგნუმის 2-ჯერ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. ცხრილი #1: 8 ივნისის სინჯების შედეგები ლითონის დასახელება სპილენძი Cu თუთია Zn რკინა Fe მანგანუმი Mn ლითონის შემცველობა მაშავერაში კაზრეთულას შესართავიდან დაახლოებით 100 მეტრის ზემოთ 0,103 მგ/ლ 0,004 მგ/ლ 0,252 მგ/ლ 0,025 მგ/ლ ლითონის შემცველობა მაშავერაში კაზრეთულას შეერთებიდან 500 მეტრის ქვემოთ 14,71 მგ/ლ 5,864 მგ/ლ 9,66 მგ/ლ 2,39 მგ/ლ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 1.0 მგ/ლ 1.0 მგ/ლ 0.3 მგ/ლ 0.1 მგ/ლ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სინჯები იმავე ადგილას, ხელმეორედ, 21 ივნისს, ანუ 13 დღის შემდეგ აიღო . ცხრილი #2 : 21 ივნისის სინჯების შედეგები ლითონის დასახელება სპილენძი Cu თუთია Zn რკინა Fe მანგანუმი Mn ლითონის შემცველობა მაშავერაში კაზრეთულას შესართავიდან დაახლოებით 100 მეტრის ზემოთ 0,010 მგ/ლ 0,017 მგ/ლ 0,494 მგ/ლ 0,046 მგ/ლ ლითონის შემცველობა მაშავერაში კაზრეთულას შეერთებიდან 500 მეტრის ქვემოთ 1.011 მგ/ლ 2,698 მგ/ლ 1.011 მგ/ლ 1.095 მგ/ლ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 1.0 მგ/ლ 1.0 მგ/ლ 0.3 მგ/ლ 0.1 მგ/ლ მეორედ მიღებულ შედეგებში კონცენტრაციის დონე შემცირებულია, თუმცა კანონით მოთხოვნილ ნორმებს მაინც არ შეესაბამება. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ გვახარიას თქმით, მდინარის ერთსა და იმავე წერტილში სხვადასხვა დროს აღებულ წყლის სინჯებში მავნე ნივთიერებათა განსხვავებული კონცენტრაციის მიღება შესაძლებელია. მდინარის დაბინძურება შეიძლება ნალექების სიუხვით იყოს გამოწვეული. სწორედ ეს შეიძლება გამხდარიყო საწარმოში დაგროვილი დაბინძურებული წყლის ერთბაშად, ანუ ზალპურ ჩაშვების მიზეზი. პროფესორ გვახარიას თქმით, თუ მდინარეში დაბინძურებული ჩამდინარე წ####ბის ჩაშვება შეწყდება, წყლის ხარისხის გაუმჯობესება მოკლე ხანში, ერთ-ორ დღეში მოხდება. კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც მაშავერაში მძიმე ლითონების შემცველობას ასახავს, თვით საწარმო ”მადნეულს” უნდა ქონდეს, რადგან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების დროს, ზედაპირულ წ####ბზე, მათ შორის, მდინარე მაშავერაზე, მონიტორინგი მას დაევალა. საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიხედვით, თვითმონიტორინგის შედეგების სამინისტროსთვის წარდგენა საწარმოს არ ევალება. თუმცა პროფესორი გვახარია განმარტავს, რომ თვითმონიტორინგის შედეგები საჯარო ინფორმაციაა და საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია გარემოს დაბინძურების ყველა კონკრეტული ფაქტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. ნეტგაზეთმა თვითმონიტორინგის ანგარიშების გაცნობის თხოვნით, საწარმო ”მადნეულს” წერილობით 2010 წლის 25 მაისს მიმართა, თუმცა მისგან პასუხი დღემდე არ მიუღია. თეორიულუად, ”მადნეულის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, ზედაპირული წ####ბის, ანუ მდინარეების დაბინძურების ერთ-ერთი წყარო შეიძლება ”მადნეულის” პირველი და მეორე სანაყაროების ჩამონადენები და გამონაჟონი წყალი გახდეს. წყლის გამოჟონვა დამჭერი დამბიდან ხდება, შემდეგ წყალი მდინარე კაზრეთულაში ჩაედინება, კაზრეთულა კი მაშავერას უერთდება. ასეთი სიტუაციების აღსაკვეთად, გამამდიდრებელი ფაბრიკის მახლობლად, მარეგულირებელი მოცულობის მოწყობაა გათვალისწინებული, სადაც ნამატი წ####ბის დაგროვება და შემდეგ მათი ტექნოლოგიურ ციკლში დაბრუნება მოხდება. ჭარბი წყლის დაგროვების შემთხვევაში, მათი კირით დამუშავების შემდეგ, მდინარე კაზრეთულაში ჩაშვება. მაისში ჭარბი ნალექების გამო, საწარმოს კარიერში დაგროვილ წყალთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას ნეტგაზეთთან საუბარში ”მადნეულის” დირექტორი გიორგი დევაძეც ადასტურებდა. გარემოს დაცვის მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ ნეტგაზეთთან მაისში ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საწარმოში სიტუაციის შესასწავლად, გარემოს დაცვის ინსპექცია შევიდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა ლევან მხეიძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მან ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია საწარმოს შიგნით არ შესულა. მან მხოლოდ საწარმოსთან ახლოს ჩამავალ მდინარე მაშავერას სინჯები აიღო და საგამოძიებო ჯგუფს გადასცა. წყლის სინჯები საგამოძიებო დეპარტმანეტმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს შეუკვეთა. საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი კობა გოგიბერიძე ამბობს, რომ კომისიური ექსპერტიზა, მდინარე მაშავერას სინჯების შემოწმებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. გოგიბერიძე აცხადებს, რომ შედეგების მიღება ”გონივრულ ვადაში” მოხდება. ნეტგაზეთმა პროფესორ ვახტანგ გვახარიას, რომელიც სამეცნიერო-კვლევით ფირმა”გამას” ხელმძღვანელია, ჰკითხა, თუ, ზოგადად, რა დროა საჭირო წყლის ყველა მონაცემების ლაბორატორიაში შესამოწმებლად. ჩვეულებრივ, ”გამაში” წყლის სრული ანალიზის განხორციელებას 10 დღეს ანდომებენ. მაშავერას წყლის სინჯების აღებიდან კი თითქმის 2 თვე გავიდა. უცნობია, რისი დადგენა სურს ექსპერტიზით საგამოძიებო დეპარტამენტს და რა გააკეთეს ორი თვის განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისმა უწყებებმა, რომ დაედგინათ, არის თუ არა მაშავერას დაბინძურების წყარო ”მადნეული”. მათ ნეტგაზეთის ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვეს. თუკი საბოლოოდ დადასტურდება, რომ მაშავერაში მძიმე ლითონების კონცენტრაციის გაზრდა ”მადნეულის” გამო მოხდა, საწარმო უნდა დაჯარიმდეს. ინფორმაცია კი მოსახლეობისთვის საჯარო უნდა იყოს. საჯაროობას, საქართველოს კანონმდებლობის გარდა, ორჰუსის კონვენციაც უზრუნველყოფს. ამავე თემაზე მადნეული - დაბინძურების წყარო სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. სულ ახლახანს ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია,რომ აწ უკვე შტუტგარტის ყოფილი ფეხბურთელი სამი ხედირა ამიერიდან მადრიდის რეალის ღირსებას დაიცავს. იხილეთ fanebi.com
  8. მილანის ფეხბურთელებმა ახალი ფორმა წარადგინეს... იხილეთ fanebi.com
  9. ლონდონის "ფულჰემმა" ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკ ჰიუზის დანიშვნა. უელსელმა სპეციალისტმა კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იხილეთ fanebi.com
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/beselia3-150x150.jpgეკა ბესელია უკანონოსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს სასჯელაღსრულების კომისიის იმ გადაწყვეტილებას რომლის მიხედვითაც 159 მსჯავრდებულიდან მხოლოდ 12-ის საქმე დაკმაყოფილდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/bese.jpg itvს ლინკი
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/shashkini3-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში (IT) ვებტექნოლოგიების სტუდენტების მიერ დამზადებული 40 საჯარო სკოლის ვებგვერდს გაეცნო და საუკეთესო ავტორები დააჯილდოვა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/shas.jpg itvს ლინკი
  12. http://epn.ge/wp-content/uploads/phoca_thumb_l_batumi-150x150.jpgბათუმში, დღეს, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა „ვინ არის შემდეგი “ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის ე.წ. ,,მშვიდობის იძულებით დამყარების” ოპერაციების ამსახველი ფოტოქრონიკა. მხატვარ გიორგი გუგუშვილის მიერ მომზადებული საგამოფენო პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ფოტოგამოფენა 8 აგვისტოს გორში დაიხურება. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...