planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://a.pix.ge/q/3w6x0.jpgლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა,გამოთქვა სურვილი გუნდის დაცვის გაზლიერებასთან დაკავშირებით,იტყობინება АР. სეზონის დასრულების შემდეგ "მეთოფეთა" დაცვიდან ერთდროულად სამი ფეხბუთელი წავიდა - უილიამ გალასი, სოლ კემპბელი და მაიკლ სილვესტრი, აქედან გამომდინარე ვენგერსი სურვილი დაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით სავსებით გასაგებია.ლონდონელებმა კონტრაქტი უკვე გააფორმეს ლორან კოსიელნისთან,თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. "არის რამდენიმე კანდიდატი ამ პოზიციაზე,მათ ჩვენ გადავხედავთ და გავუკეთებთ საბოლოოდ ანალიზს. ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვართ", - განაცხადა ვენგერმა. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/image_large-150x150.jpgიუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს . ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. იუნესკოს კომიტეტმა აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს. ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. უნდა შეწყდეს თუ არა ტაძრის აღდგენის პროცესი ნახეთ თამარ კვარაცხელიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/bagrati1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/qobalia-copy-2-150x150.jpgროგორ განვითარდა მოვლენები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გრიგოლ გობეჯიშვილის საჯარო გაკიცხვის შემდეგ. დაიძრა თუ არა იგნორირებული საინვესტიციო პროექტი. არაოფიციალური ინფორმაციით ამერიკან მონოლითის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა პრემიერმა დაიწუნა. თუმცა ამ ხმებს როგორც ინვესტორი ისე ეკონომიკის სამინისტროც უარყოფს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gobejishvi.jpg itvს ლინკი
-
http://b.pix.ge/o/7n6os.jpgგერმანული "შალკეს" მთავრ მწვრთნელს,ფელიქს მაგათს საკუთარი გუნდის გაძლიერება სურს.მას ძალიან უნდა იხილოს საკუთარი გუნდის რიგებში მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი მარიანო გომესი.იტყობინება Bild. შეგახსენებ,რომ ფორვარდი "ბაიერნში" 2009 წელს გადავიდა "შტუტგარტიდან",წლს კი აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების რირსებას იცავდა . მთელი მუნდიალის განმავლობაში გომესმა მხოლოდ 56 წუთი ითამაშა და არცერთი გოლი არ გაუტანია. სრულად იხილეთ
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/vancouver-sun-web-logo1.jpg კატია ჰოლოვეი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა Vancouver Sun-იც გააკრიტიკა არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თავს დაესხა Vancouver Sun-ს, უწოდა რა მას რუსული პროპაგანდის ნაწილი, მას შემდეგ რაც გამოცემამ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში აშკარა შეუსაბამობათა შესახებ დაწერა. ამ კვირას 28 წლის ვერა ქობალია საერთაშორისო ქარცეცხლში გაეხვა, მას შემდეგ რაც მისი პიკანტური ფოტო, სადაც ის მწირად შემოსილ ქალებთან ერთადაა გადაღებული, რუსულ მედიაში გამოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი მთავრობაში „სტრიპტიზის მოცეკვავეების“ დანიშვნის გამო გააკრიტიკეს. ქართველი ქობალია, მისი Facebook-ის გვერდიდან აღებულ ფოტოსთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ იგი არა ვანკუვერის სტრიპტიზ-კლუბში, არამედ 10 წლის წინ, ფლორიდაშია გადაღებული. მაგრამ ფოტო ახლა უკვე მედია-სკანდალის უმნიშვნელო ნაწილი გახდა, მას შემდეგ რაც The Sun-მა ქობალიას სამუშაო გამოცდილების გარკვევა გადაწყვიტა. საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მინისტრი ამტკიცებს, რომ ვანკუვერის Global TV-ში და CBC-ში პროდიუსერად მუშაობდა. თუმცა, როგორც ამას The Sun მანამდეც იუწყებოდა, Global TV-ს ახალი ამბების რედაქციაში მის ვინაობას ვერავინ იხსენებს, ხოლო Global-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პეტრა მენერმა განაცხადა, რომ ქობალიას გვარი კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის. ქობალია განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ Global-ში მუშაობდა და „რეზიუმეს“ რევიზიაზე უარს აცხადებს. ის „ჭორებს“ რუსულ პროპაგანდას უწოდებს, რომელიც საგანგებოდ შემუშავდა, რომ მას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ხელი შეუშალონ. Civil. ge-სთან ინტერვიუში მან დაადანაშაულა „რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს და ის ძლიერი ქვეყანა გახდეს“ და ამტკიცებდა – „დიახ, რა თქმა უნდა მე ვმუშაობდი Global TV-ში”. ქობალია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ამ თვეში დაინიშნა. მისი მამის თქმით, ქობალია საქართველოს პრეზიდენტს თებერვალში, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს შეხვდა. ქობალიას ელექტრონულ ბიოგრაფიაში ასევე ნათქვამია, რომ მან BCIT (ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიების ინსტიტუტი) 2004 წელს დაამთავრა. BCIT-ში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ რომ ქობალია მათი კურსდამთავრებულია. ორიგინალი ორიგინალი
-
http://a.pix.ge/v/s751y.jpg"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ ტომაშ კუშჩაკმაისაუბრა თავის მიზნებზე.პოლონელი მეკარე გუნდში მეორე მეკარედ ითვლება,ედვინ ვან დერ საარის შემდეგ. კუშჩაკმა გამოთქვა იმედი,რომ ძალიან მალე შეძლებს იგი "წითელი ეშმაკების" კარის დაცვას,იტყობინება football.co.uk. "მე ვიმედოვნებ,რომ ეს სეზონი იქნება ჩემთვის წარმატებული.მე უკვე 5 წელია,რაც გუნდში ვარ და იმედს ვიტოვებ,წელს უფრო მეტი შეხვედრის ჩატარების საშუალება მექნება.ჩემი მიზანია ედვინ ვან დერ საარის გუნდიდან წასვლის შემდეგ,იუნაიტედის პირველ მეკარედ ყოფნა. ეს არ არის ადვილი,რთულია იჯდე და სათამაშო პრაქტიკის არქონას განიცდიდე,მეც მაქვს ამბიციები და ამის დამტკიცებას შევეცდები", - განაცხადა კუშჩაკმა. სრულად იხილეთ
-
http://a.pix.ge/c/o4jvk.jpgმადრიდის "რეალმა" გაამჟღავნა ინტერესები ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის,ამაურის შესახებ. სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო,შეეცადა სატელეფონო საუბრით გაერკვია ის სატრანსფერო თანხა ამაურისა,რომელსაც "იუვენტუსი" ითხოვდა. "რეალმა",საკუთარი წინადადება შესთავაზა ტურინულ "იუვენტუსს" და 22 მილიონი ევრო გამოჰყო ამაურის ტრანსფერისთვის, ზუსტად ის თანხა,რაც ტურინულმა გუნდმა ამაუის ყიდვაში გადაუხადეს მის ყოფილ კლუბ "პალერმოს" 2008 წელს. სრულად იხილეთ
-
მობილურ ტელეფონზე მოსასმენი პროგრამის დაყენება დღეს რთული აღარ არის. სპეცსამსახურები მობილური ტელეფონების მოსასმენად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. გაზიარება [ნინო ქორჩილავამ. 19:32 30-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFLwc53j5uI/AAAAAAAAD8w/EGXgmFuNBxk/s200/mosmena.gifმათი დავალებით ობიექტს ძირითადად სატელეფონო სადგურის ოპერატორები უსმენენ, მაგრამ თუ გსურთ, მოუსმინოთ "საყვარელ" მეუღლეს, ამას გაცილებით მარტივი, თუმცა მაღალტექნოლოგიური საშუალებით შეძლებთ. ინტერნეტით უკვე ხელმისაწვდომია ისეთი პროგრამები, რომელთა წყალობით არა მარტო "მსხვერპლის" საუბარს მოისმენთ, არამედ მის ადგილსამყოფელსაც დაადგენთ და ფოტოებსაც მოიპოვებთ. ზოგი ამგვარი პროგრამა "ჟუჩოკის" ფუნქციასაც კი ასრულებს. საკმარისია დაურეკოთ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას, რომ მობილური იწერს ყველას საუბარს, ვინც მის გარშემოა. ეს საუკეთესო საშუალებაა საიდუმლო შეკრების მონაწილეთა საუბრის მოსასმენად. რისკის ჯგუფში შედიან ტელეფონები ოპერაციული სისტემით Symbien Windows Mobile. პროგრამა ჯაშუში აიფონებისთვისაც არსებობს.ამ საკითხში გაუცნობიერებელი მომხმარებლისთვის ძნელია აღმოაჩინოს "ჟუჩოკი" თავის მობილურში, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მიხვდეთ, ისმინება თუ არა თქვენი მობილური ტელეფონი. 1. აკუმულატორის მაღალი ტემპერატურათუ ტელეფონის აკუმულატორი ცხელია, ესე იგი, ის სწრაფად განიმუხტება. საუბრის რეჟიმში ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ თუ ლოდინის რეჟიმშიც ანალოგიური რამ მეორდება, ტელეფონში მოსასმენი პროგრამა მოქმედებს. 2. აკუმულატორის ელემენტებირამდენიმეწლიანი მოხმარების შემდეგ ტელეფონის აკუმულატორის ელემენტი, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ითხოვს დამუხტვას, მაგრამ თუ, ვთქვათ, ერთი კვირის წინ ის 3 დღის განმავლობაში უპრობლემოდ მუშაობდა და მოულოდნელად ყოველდღე ითხოვს დამუხტვას, ეს უკვე საყურადღებოა. 3. ტელეფონის გამორთვის პროცესი გახანგრძლივებულიათუ ტელეფონის გამორთვა უჩვეულოდ დიდ დროს მოითხოვს, პროცესს ახლავს ფერადი ნათება ან საერთოდ არ ხერხდება ტელეფონის გათიშვა, ესეც საყურადღებოა. 4. უცნაური ზოგადი მდგომარეობათუ თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანი უნებლიეთ ინთება, ირთვება ან იტვირთება, თქვენ გისმენენ! 5. უცნაური ხმაურიზოგჯერ ტელეფონზე საუბარს ხელს უშლის ობიექტური მიზეზები - უამინდობა, ცუდი კავშირი საბაზო სადგურთან და ა.შ, მაგრამ თუ ტელეფონში უცნაური ხმები ლოდინის რეჟიმშიც ისმის, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პროგრამა "ჯაშუში" თქვენით დაინტერესებულ ობიექტს უკავშირდებადა მას თქვენ გარშემო არსებულ ხმებს გადასცემს. "ყველა სიახლე" – გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტიში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://b.pix.ge/d/3o4fo.jpgჰოლანდიური "ტვენტეს" ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა და ლიდერი, რონ სტამი კარიერას ინგლისურ "უიგანში" გააგრძელებს, сიტყობინება France Football. 26 ფეხბურთელმა სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ გუნდთან. ტრანსფერის ღირებულებამ 3 მილიონი ევრო შეადგინა. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/pgoto1-150x150.jpgეკონომიკის სამინისტრო სპორტის აკადემიის ყოფილ შენობებს ყიდის. ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს აუქციონზე გატანილი ფართები 14 მილიონად არის შეფასებული. აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ყოფილი აკადემიის ფართის გასხვისებას აპროტესტებენ და მათი საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებას ითხოვენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sportis-akademia1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/1194455504_1-150x150.jpgპროტესტი მოლაპარაკებების ძველ ფორმატს. ოპოზიციამ საარჩევნო კოდექსისთვის ბრძოლის გეგმის ჩამოყალიბება დაიწყო. როგორ აპირებს ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოზე საუბარს და რა რესურსი არსებობს ოპოზიციის გაერთიანების დაშლა არმოშლის ფონზე. ნახეთ ნუცა კოპალიანის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/opozicia.jpg itvს ლინკი
-
http://geofootball.ucoz.net/Dinamo-Tbilisi.pngმოგეხსენებათ "დინამო" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდზე იმყოფება. პირველი თამაში "დინამოს" ფეხბურთელებმა გასვლაზე, ავსტრიაში, გრაცის "შტურმთან" ითამაშეს. თამაში სამწუხაროდ 2-0 დამთავრდა "შტურმის" სასარგებლოდ. მეორე თამაში კი თბილისში, 5 აგვისტოს, თბილისის დროით 20:45 გაიმართება. მოგიწოდებთ, ყველა ქართველს რომელიც იმყოფებით თბილისში, დავუჭიროთ მხარი ბიჭებს და დავესწროთ თამაშს ეროვნულ სტადიონზე! ასევე მოგიწოდებთ შეძლებისდაგვარად დავესწროთ დინამოს ვარჯიშს 4 აგვისტოს ეროვნულ სტადიონზე და ბიჭები თავიდანვე გავამხნევოთ. ვარჯიშის დროს ჩვენი საიტი შეგატყობინებთ. სრულიად წაკითხვაში შემოგთავაზებთ "დინამოს" გამამხნევებელ შეძახილებს. სრულად იხილეთ
-
საეკლესიო კალენდარი კვირა ხსენება ღირსი მაკრინესი — დისა ბასილი დიდისა (380); ღირსი დიოსი (დაახლ. 430); პოვნა ნაწილთა… ლინკი მედიანიუსზე
-
http://b.pix.ge/c/oqr73.jpgაშშ–ს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი,ლენდონ დონოვანი გამოთქვამს სურვილს "ევერტონში" დაბრუნებასთან დაკავშირებით,იტყობინება Soccerway. ამჟამად იგი "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებში ირიცხება. "მე მიყვარს "ევერტონი", იქ მაცხოვრებელი ქმაგები ყველასგან განსხვავებულნი არიან. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ლივერპულში დაბრუნების. დიდი იმედს ვიტოვებ,რომ წავალ ევროპაში სათამაშოდ,სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი", - განაცხადა დონოვანმა. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/n/hpxsv.jpgგერმანიის ნარების ყოფილი მეკარე Тტიმო ჰილდერბრანდი,რომელიც "ჰოფენჰაიმის" ღირსებას იცავდა, შეიძლება უახლოეს მომავალში გლაზგოს "სელტიკში" გადაბარგდეს, იტყობინება Bild. სრულად იხილეთ