Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. FRIDRIX ის, ვინც ბევრისთვის საშიშია, მას ბევრის უნდა ეშინოდეს. /სოლონი/ როგორ ამოვძირკვოთ დანაშაული? _ გააკეთე ისე, რომ დაზარალებული და არადაზარალებული ერთნაირად იტანჯებოდეს. /სოლონი/ აქ თითქოს საეჭვოა - ”დაზარებულის ტანჯვა”. დავფიქრდი! თუ კრიმინალურმა სისტემამ გაგვძარცვა, დაგვაზარალა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვეყო გონება, თავიდანვე გაგვეაზრებინა მათი მიზნები და ვერ შევძელით ზნეობრივი ბარიერის შექმნა, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვერ ავიცილებთ. დაზარალებულნიც ტანჯვის ღირსნი ვართ.
  2. FRIDRIX მარკიზი დიუდეფანი (იგი ცნობილია ვოლტერთან მიმოწერით) კარდინალ პილინიაკუსის საკუთარ თავთან დისკუსიას შეესწრო. კარდინალის მსჯელობის საგანი წმინდა დიონისე იყო. მის გაკვირვებას თავმოჭრილი წმინდანის საქციელი იწვევდა, რომელმაც უთავოდ საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა. - დაწყნარდით, კარდინალო - ურჩია დიუდეფანმა - ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია წარმოუდგენლად ძნელი. ჩვენ გაცილებით უფრო რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, ვიდრე პოლიციელებისათვის უკიდოგანო უფლებების მინიჭებაა - ადამიანის ღირსების საკადრისი ცხოვრების, საზოგადოების, სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
  3. FRIDRIX შენი ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ ვაშენებთ პოლიციურ სახელმწიფოს, სადაც პოლიციელი (ძალიან ბევრნი არიან და ძალიან მაღალ ხელფასებს ინიშნავენ თავისთვის!), რომელიც არ ქმნის არც მატერიალურ არც ინტელექტუალურ და არც ესტეტურ ფასეულობას, უფრო დაფასებულია ვიდრე მშრომელი ადამიანი და ისინი მშრომელი ადამიანის ხარჯზე ცხოვრობენ.
  4. FRIDRIX აბსოლუტურად გეთანხმები. 10 წელია რაც წამოსული ვარ სეხელმწიფო სამსახურიდან, ეხლა ვქმნი მატერიალურ ფასეულობას და ვავსებ ჩემი გადასახადებით სახელმწიფოს ბიუჯეტს. ჩემი გადასახადები მინდა რონ დაიხარჯოს რაციონალურად. დღესაც გაიცემა ხელფასები ტყუილად ჯდომაში ან სამსახურშუ კომპიუტერთან ჯდომაში. ბევრი კი მთელ სამუშაო დროს ანდომებს ფორუმებში ჭორაობას,
  5. FRIDRIX სამწუხაროდ საქართველოს არ ყავს წინააღმდეგობის ჯგუფი. http://www.youtube.com/watch?v=0VuG447qY2A
  6. FRIDRIX ეს გასწავლეს უნივერსიტეტში (ამას მარტო საქართველოს უნივერსიტეტში გეწტყოდნენ გეტყოდნენ)? მალადეც!!!
  7. FRIDRIX ზუსტად ამაშია პრობლემა, რომ სამწუხაროდ ვერ არჩევ ერთმანეთისაგან სიმართლეს, სამართალსა და კანონს. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კითხვა _- რა არის სამართალი, ისეთივე სირთულეს წარმოადგენს იურისპრუდენციისათვის, როგორც ლოგიკისათვის კითხვა, რა არის ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, იურისტს შეუძლია გვიპასუხოს, რომ ის ეთანხმება სამართალს, ე.ი. იმას, რასაც მოითხოვს სამართალი მოცემულ დროს და მოცემულ სივრცეში; თუმცა, როცა საკითხი კანონის სამართლიანობას ეხება, როცა მისგან იმ ზოგადი კრიტერიუმების დადგენა მოითხოვება, რითაც შესაძლებელი გახდება სიმართლე არასიმართლისაგან გავარჩიოთ - იურისტი უძლურია; და ამას ის ვერასდროს შეძლებს, თუ ამ ემპირიულ საწყისს დროებით გვერდზე არ გადადებს და მსჯელობის წყაროს ძებნას მხოლოდ აზრში, გონში არ დაიწყებს. “ყოველი თავნებობა შეიძლება იყოს სამართალი. თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს ადამიანის ქმედება, თავიდანვე რომ არ შეიცავდეს სამართლებრივ ნორმას”, ეს კელზენის სიტყვებია. იგი კრძალავს მორალისა და სამართლის აღრევას. ეს ორი განსხვავებული რამაა. აქედან გამომდინარე (სამართლებრივი მეცნიერების პოზიციიდან), ნაცისტების (გერმანელი) ბანდის ბატონობის ქვეშ მოქცეულ, დატერორებულ ქვეყანაში მათი თარეში, მათ მიერ დადგენილი სამართალი ყველაზე “სამართლიანია”. რადგან ის ყველაზე ქმედითუნარიანია. შესაძლებელია დახოცო ადამიანები, ხალხი გამოყარო საცხოვრებელი სახლიდან და თავიდან გაყიდო ან დაანგრიო მათი სახლი, სწორედ ეს იქნება სამართლებრივი აქტი, თუ ის ეფექტურად, ქმედითუნარიანად ჩატარდა ზოგადად და მთლიანად სახელმწიფოში. ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალიც (მილიონობით დახვრეტილი ადამიანი) სამართლიანია! რადგან ის მოქმედებს ზოგადად, მთლიანად და ხანგრძლივად. ბოლშევიზმის მიმართ “შეიძლება ზიზღს ვგრძნობდეთ, როგორც შხამიანი გველის მიმართ, მაგრამ ჩვენ მისი უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს. და ეს არის არსი. ბატონებო, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ძირითად ნორმას არ შეუძლია არაფერი შეცვალოს სამართლის მოცემულობაში”. _ გ. კელზენი.
  8. FRIDRIX ჩემსა და შენს ცნობიერებას შორის არის დიდი სხვაობა, რამდენი ხანია შენთან მავს ურთიერთობა და ვერანაირად ვერ დაგანახე (ალბათ ეთიკის კრიზისის ბრალია), რომ თომას ჰობსის "ლევიათანი"სა მაკიაველის გარდა არსებობენ ისეთი ბრწყინვალე გონებები, როგორიცაა ლეონ ბურჟუა, ლეონ დიუიგი, იუმი, კანტი. კელზენი თვლიდა, რომ სამართალი უნდა შესწავლილიყო „წმინდა სახით“. ის ყველაფრისაგან, რაც არაა სამართალი, ანუ ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, პოლიტიკისა და მორალისაგან უნდა „გაიწმინდოს“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალი, როგორც მეცნიერება, ობიექტურობას დაკარგავს და იდეოლოგიად გადაიქცევა. „განწმენდა“, კელზენის აზრით, სპეციფიკური ნორმატიული მეთოდით უნდა განხორციელდეს. „ცნება „ნორმა“, განმარტავს კელზენი - გულისხმობს იმას, რაც უნდა იყოს (საჭირო) ან აღსრულდეს და ადამიანი უნდა (საჭიროა) ქმედებდეს, იქცეოდეს გარკვეული სახით“. მისი სიტყვებია - “ნორმა არც ჭეშმარიტი შეიძლება იყოს, არც მცდარი. ის ან ქმედითუნარიანია ან არაქმედითუნარიანი”. ჰერბერტ ჰარტი - ინგლისელი იურისტი, ნეოპოზიტივისტი, შრომაში “სამართლის კონცეფცია” (1961), აკრიტიკებს ბუნებრივ-სამართლებრივ თეორიებს. განსაკუთრებით დასცინის ბუნებრივი სამართლიდან გამომდინარე აზრს: “უსამართლო სამართალი _ არის არასამართალი (არასამართლებრივად წარმოქმნილი სამართალი _ ნეგატიური სამართალი)”. იგი ამ აზრს განიხილავს, როგორც პარადოქსს ან “უბრალოდ შეცდომას” და აღნიშნავს, რომ ეს აზრი ტოლფასია იმისა, რომ ვთქვათ: “კანონი ეს არაა სამართალი”.
  9. "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი თავიში შექმნის დღიდან თავისი ისტორიის მანძილზე (შექმნილია რუსეთის ოხრანკის მიერ) ფარულად ემსახურებოდა და ემსახურება ყველა ავტორიტარულ რეჟიმს (მაგალითად: გაიხსენეთ "ძველი ბიჭები" საარჩევნო უბნებთან). მიზანი ამართლებს საშუალებას /სხვანაირად - ადამიანი ადამიანისათვის მგელია/ არის /მაკიაველისტების/ არასწორი ლოზუნგი. სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანისათვის და არა პირიქით, შემდეგ ყველაფერი თავისთავად ლაგდება. ბოროტებასთან ბრძოლა უნდა ხდებოდეს ყველაზე ძლიერი იარაღით - სიმართლით, ზნეობით, სიკეთითა და სიყვარულით. დანარჩენი სხვადასხვა გათახსირებული "მეთოდები" ჩემთვის მიუღებელია.
  10. FRIDRIX მოდელირებული ქრონიკისა და ძალოვანი ორგანოების მიერ გაკეთებული "ზოგიერთი" განცხადების შემდეგ არ დამრჩა არანაირი საფუძველი იმისა, რომ ოფიციალურ სტრუქტურების განცხადებებში ეჭვი არ შემეპაროს.
  11. giauridia დაზიანებულა დაბომბვების შედეგად, შეიძლება ტორნადომ ტაიფუნმაც დააზიანოს ან ცუნამიმ.
  12. FRIDRIX სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ხელისუფლებას თავისი რესურსი სრულად რომ აქვს ამოწურილი ეს ვიცი (თუ ჩაუღრმავდები მიხვდები, ეს დიალექტიკის კანონია და წინააღმდეგ ვერ წახვალ). ისინი საზოგადოების განვითარებისათვის უკვე ვერაფერ ახალს ვერ შემოგვთავაზებენ. მაგრამ ნუკრიკომ კარგად თქვა "შესაკეთებელი, ჯერ კიდევ ბევრია!"
  13. FRIDRIX წინა ავატარი კარგი იყო. გთხოვ შეცვალო ფოტო. სანამ ბათუმის თეატრში წყალი ჩამოსდის, სამწუხაროდ რამოდენიმე დღის წინ დიდი ზარ-ზეიმით, თეთრი როიალებითა და ფეერვერკებით გახსნილი ხიდი ანაკლიაში ინგრევა. ადამიანმა უნდა აკეთოს ის რაც მან იცის, სამწუხაროდ ნახევარი საქართველო პოეტი, მწერალი, რეჟისორი არ არტისტია, მეორე ნახევარი პოლიტიკოსობას იჩემებს, საქმის გამკეთებელი კი ქვეყანაში არ დარჩა (შენი ლოგიკით ამაში ოპოზიციას დაადანაშაულებ).
  14. FRIDRIX მაქსიმელიან რობესპიერი: - “კონსტიტუციური ხომალდი” შენდება იმ გაანგარიშებით, რომ მას ცურვა “წყნარ ზღვაში” მოუწევს. მაგრამ სულ სხვაა, როცა ღელვაა, ანუ რევოლუციაა და არსებობენ “თავისუფლების მტრები”. ვინ არიან ისინი? - ყველა ჯურის შეთქმულნი, რომლებიც რევოლუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან. მაგრამ მხოლოდ ისინი არა. კონტრრევოლუციონერებად უნდა შეირაცხონ “უზნეონი”, “არაკეთილგონივრულები”, “გამხრწნელები” “თავისუფლების მტრები”. მათ - მხოლოდ სიკვდილი! ამისთვის ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს საკმაოდ აქტიურად და რაც მთავარია, უფრო თავისუფალი უნდა იყოს თავის ქმედებებში”. აქ უარყოფილია ის, რისთვისაც რობესპიერი და მისი თანამოაზრენი იბრძოდნენ - ადამიანთა უფლებები. თურმე, ხალხთა სუვერენიტეტი ხელისუფლებას ზღუდავს, ანუ ტერორის აპოლოგია იწყება, ტერორის “სამართლით” ქმედება სიკეთედ ინათლება. რა გასაკვირიც უნდა იყოს, მარატი ამაში “დემოკრატიის ზოგადი პრინციპის შედეგს” ხედავს.
  15. FRIDRIX ჩვენი მთავარი საფრთხე უზნეობა და გაუნათლებლობაა და ის უნდა გავანადუროთ! იმ ქვეყანაში, სადაც 4 მილიონი მოსახლიდან, 1 მილიონ 800 ათასი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, ნაციონალ-ჩინოვნიკები სახელმწიფოსა და ჩემს ხარჯზე 1500 კაციანი ჯგუფით 2 კვირიანი ტურით არიან წასული კლაიპედაში კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. ეხლა გეკითხები, ეს ზნეობრივია?
  16. FRIDRIX ბიჯო, შეეშვი ამ ოპოებს, თავიანთი გაჭირვებაც ყოფნით. ქვეყანას როგორი პოზიციაც ყავს, ისეთივე ოპოზიციაც ყავს,
  17. FRIDRIX “მეფეები და მმართველები არიან არა ისინი, რომლებიც სკიპტრას ატარებენ; არა ისინი, რომელნიც ცნობილი, გავლენიანი პირებისაგან არიან არჩეულნი; არა ისინი, ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით ან ძალადობითა და სიცრუით, არამედ ისინი, რომელთაც მართვა შეუძლიათ." თომას ვილსონის აზრით, პოლიტიკური მეცნიერება რეალურ ცხოვრებას შეისწავლის, ამიტომ მისი მეთოდები საბუნებისმეტყველო მეცნიერების, განსაკუთრებით ფიზიკის მეთოდებს მაქსიმალურად Uუნდა მიუახლოვდეს. სახელმწიფო მმართველს ხალხი ისეთ უფლებებს და მოვალეობებს ანიჭებს, რომლის გონივრული გამოყენება ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. ამ შემთხვევაში, მმართველის (მაგ. პრეზიდენტის) კაბინეტი, დეპარტამენტის ხელმძღვანელთა როლი უმთავრესი ხდება. საკმარისია, მან ეს ადამიანები ცნობილი პოლიტიკოსებისაგან და არა კვალიფიცირებული, ზნეობრივი თანამოქალაქეებისაგან შეარჩიოს, რომ იმთავითვე სახელმწიფოს რეგრესი იწყება.
  18. FRIDRIX რა მოგდის ბიჭო, სერიოზულ თემას შევეხე, შენ კი ვიღაც ბურჯანაძეს მიხსენებ, ცოტა წინ წავიწოთ და ვეძიოთ გამოსავალი. პოლიტიკა სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაა. ჩვენი ფსევდო-პოლიტიკოსები, ცდილობენ რაღაც მართონ, რაზეც თვითონ წარმოდგენა არ აქვთ. ესაა პარადოქსი, რომელიც არც ტანჯულ ხალხსა და არც მათ ლიდერებს არ აწუხებთ. სახელმწიფო - პოლიტიკური ძალაუფლების მექანიზმია. ჯერ კიდევ 1651 წელს ჰობსმა, პირველადი განმარტებით, ნაშრომში - ”ლევიათანი” სახელმწიფო შეადარა მანქანას, მექანიზმს. ამგვარად, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო მექანიზმი, სადაც მის ნაწილებს შორის სინქრონიზაცია, შეთავსება, ნორმალური კავშირი არ არსებობს.
  19. FRIDRIX გომბორის გზის და თბილისის აეროპორტის შენობაც აშენებულია კრედიტებით. ის გზა დაკეტილია იქ მოძრაობა სიცოცხლისათვის სახიფათოა, აეროპორტის წუნი დღესაც არ არის აღმოფხვრილი. თანხები არარაციონალურად არის გახარჯული, აშენებული არაპროფესიონალების მიერ და პასუხი მგონი არავისთვის. მოუთხოვიათ.
×
×
  • შექმენი...