Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. მაგნაირ ხალხს ალტერნატივა უნდა მისცე და თვითონ გადაჯიშდებიან. სამუშაო დაკარგავს სიმართლე რომ სთქვას. არჩევანი არაა აქვს. ეს ყველაფერი ბიუჯეტის სასტიკი დეფიციტის გამოა. მაგაზე დავდებ ინფოს თუ ვინმეს აინტერესებს. თუმცა მეეჭვება ძალიან.
  2. რამზან კადიროვი და მიშა სააკაშვილი სასტუმროს ფოიეში ერთმანეთისკენ მიდიან. უცებ კადიროვმა თვითმფრინავივით დაიწყო ზუილი...
  3. თუ ყველამ იცის, რომ შაბათს რუსებს შეაქვთ, ე.ი. რუსებმა უკვე დიდი ხანია შეიტანეს ისე საქართველოს საზღვრებთან დაბომბვები და იარაღის ჯღარუნი საქართველოსთვის სახიფათოა... აპრიორი.
  4. ეგრეა მოსკოვშიც. 10-15 სავაჭრო ადგილია გახსნილი პარასკევს, შაბათს და კვირა დღეებში. ზოგგან ხუთშაბათს იწყებენ. მთავარი პირობაა, რომ საკუთარი ნაწარმოები პროდუქცია უნდა გაყიდო და არენდა ~30 დოლარი დღეში გადაიხადო. სამაგიეროთ, მოწყობილ სავაჭრო ადგილს გამოგიყოფენ. არ ვიცი რამდენად თავისი პროდუქციით ვაჭრობენ. აქაც, როგორც საქართველოში, პირობების შესრულება არაა სავალდებულო ხშირად
  5. მადლობ,akkai, რომ ჩემი თხოვნა შეისმინე და იუტუბი-ზე დადე ეგ ვდეო. წინა შენი ვიდიეო ხათრის გულისთვის ბოლომდე ვუყურე წვალებით...მაგრამ ფინალური კადრები (თუთაშხია ფიშტოს რომ აჩუქებს ის ვნახე საბოლოო) მაინც არ ჩამომიტვირთა. რუსეთი თუ უცხოეთია (ქართველების თითქმის 20-25% აქ ცხოვრობს), მე უცხოეთიდან აი რას მოგწერ. აქაც მაჭრობენ გზის პირას, მაგრამ ქალაქ გარეთ სოფლებში ტრასის გასწვრივ. დედაქალაქში მაგას ვერ მოითმენენ. მაგრამ... აქ იმდენი პავილიონების სავაჭროდ დადგმული, რომ თავისუფალი პავილიონებიც არის და პავილიონის დაქირავება, არენდა პრობლემა არაა. თუ აუშენებ სავაჭრო პავილიონებს (ჯიხურებს) და მერე აუკრძალავ გარეთ ვაჭრობას, ხომ გასაგებია. მაგრამ როცა უკანასკნელს ართმევ... მაშინ გამორბიან რუსეთში სამუშაოთ (სავაჭროთ). მაშინ უნდათ აქ დარჩენა და ეშინიათ აქედან არ გაასახლონ ისევ საქართველოში. როცა მტერთან შენი მოქალაქეები გარბიან, ორი გზა გაქვს. ერთი - დაფიქრდე. მეორე - არ შეიმჩნიო. ეს პოლიციელებს არ ეხებათ ამ შემთხვევაში - ისინი ბრძანებას ასრულებდნენ. ამ შემთხვევაში როგორი ბრძანება იყო და როგორ შესრულდა ვერ გეტყვი. მაგაზე სხვებმა იმსჯელონ.
  6. "ლეიბორისტები" დევნილების პრობლემების მოგვარების გზად ჩინოვნიკებისთვის ქონების ჩამორთმევას მიიჩნევენ 15:16 18.08.2010 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [ინტერპრესნიუსი] ლეიბორისტულ პარტიაში დევნილების პრობლემების მოგვარების გზად ჩინოვნიკებისთვის ქონების ჩამორთმევას მიიჩნევენ. როგორც ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დევნილების ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ დაფუძნდება დევნილთა დახმარების ფონდი, რომელიც კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის ჩამორთმეული თანხებით შეივსება, ხოლო ფონდის განკარგვის უფლება, მხოლოდ და მხოლოდ დევნილებს ექნებათ. გარდა ამისა, დღეს ლეიბორისტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ქონება, პირველ რიგში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს ჩამოერთვას, რომელსაც, კახა ძაგანიას განცხადებით, ხალხის ძარცვის ხარჯზე ასობით მილიონი ლარი აქვს დაგროვილი. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ის არის, რომ ჩოჩელმა მიზერულ თანხებში შეისყიდა წეროვანში მრავალი ჰექტარი მიწის ფართობი, შემდეგ კი, როდესაც დევნილთა ჩასახლებების აშენება გახდა საჭირო, ეს მიწები კვლავ ხელისუფლებას მიყიდა და ამ გზით დევნილების დასახმარებლად გამოყოფილი უზარმაზარი თანხები მიითვისა. კახა ძაგანიამ დღესვე იმედი გამოთქვა, რომ ლეიბორისტული პარტიის ამ გეგმას ხელისუფლება მოიწონებს და მხარს დაუჭერს. --------------------------------------------------------------------------------------------------------- ლეიბორისტებმა გამოიღვიძეს?
  7. იქნებ ვინმემ იუტუბი-ზე დასდოს ეგ ვიდეო, მანდ ვერა ვხსნი... ხომ იცით.
  8. მართალია! ეკონომიური ინტერესებისთვის ბრძოლები დაიწყო - რაც პოლიტიკურ ლანდშაფტს გამოცვლის. ერთი კაცის პარტიები ან დაიშლებიან ან გაერთიანდებიან. ხალხის ეკონომიერ ინტერესების დამცველი პარტიები ამოტივტივდებიან. საერთოდ ელიტა ხალხისკენ ოდნავ შემოტრიალდება. ლეიბორისტების პასიურობა მაკვირვებს მეორე ლეიბორისტული პარტიაა შესაქმნელი
  9. Saturn, თქვენ ვაკეში ცხოვრობთ? newstudio დოლიძის ინტერვიუ გუშინ ვნახე babuagiorgi, დევნილებს ერთნაირი კომპენსაციები უნდა დაუნიშნონ და არ გაყონ აფხაზეთიდან არიან თუ შიდა ქართლიდან. მაგრამ მაგათ უკვე შეჭამეს დევნილებისთვის გამოყოფილი ევროპული დახმარება. საგარეო ვალმა სახელმწიფო ბიუჯეტს 100%-ზე მეტით გადააჭარბა - "კატასროფელ ნიშნულს 8,790 მლრდ დოლარს მიაღწია, ანუ ქვეყნის ვალმა სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობას თითქმის 3 მილიარდი დოლარით, ანუ 5,5 მილიარდი ლარით გადააჭარბა". თანაც მოურწყავ მიწებზე მოსავალი არ იქნება და დევნილებს შიმშილიც ემუქრებათ. თუ ხურვალეთში დევნილების ვიდეო ნახეთ, კალაშნიკოვზე ხუმრობითაც არ გაიხუმრთბდით.
  10. თუ გაფრთხილებას დაივიწყებს, როგორა სჯით?
  11. ოჯახური დესპოტიზმის გახასიეთებთ?
  12. ადამიანური ენით მოყევით რა ხდება? დევნილები რა მოთხოვნებს აყენებენ? უმრავლესი პოლიტიკური პარტიები და ლიდერები სად არიან და რაზე ოცნებობენ?
  13. მეორე უპირატესობა ისაა აქვს, რომ სახურავის ფორმა იქვე მდებარე მთების ფორმას იმეორებს. ასოციაციურათ მომგებიანია. მაგრამ... რეალურად ხაზს უსვამს გარემოს არხაულობას. რაც ხიდის გარეშე თვალში ძალიან არ ეცემა ადამიანს.
  14. აშკარად თქვენი ხიდის სურათი სჯობს. მომგებიანათ არიან შერჩეულები სურათები უფრო სერიოზულ ოპონენტს ავუხსნიდი, რომ: 1. პირველ სურათზე ხიდი ორგანულათ არის გარემოს ნაწილი და არ იწვევს საჭიროზე მეტ ყურადღებას, არ ამცირებს გარემოს. 2. მეორე ხიდი გარემოსგან რადიკალურად განსხვავდება, როგორც ბრჭყვიალა ღილები ნახმარ და დაჭმუჭნულ ტანისამოსზე.
  15. ვერც აფხაზებმა გაიგეს ისე ვერც ევროპელებმა შეაფასეს, რომ დასავლურ ფასეულობებს ვიცავთ რუსებთან ბრძოლაში. იმ ფასეულობებს, რომლებიც საქართველოში არ არსებობენ! ისე ვერც მე გავიგე, რატომ ევროპელები არ ებრძვიან რუსებს? თუნდაც ჩვენი გულისთვის? ვისაც დამოუკიდებლობა უნდოდა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) მიაღწიეს დამოუკიდებლობას. ვისაც ბრძოლა უნდოდა რუსეთთან (სააკაშვილი) მიაღწია სასურველს - იბრძვის! მიშამაც მიაღწია დამოუკიდებლობას ... ქართველებისგან! აი ქართველებმა რას მივაღწიეთ? მე ვერ გავიგე. თქვენ თუ გაიგეთ, ბატონო mtidan?
  16. lasha1997, ეს თემა ბურჯანაძეზე არაა! კარგი იქნება თუ newstudio ამას მიაწერს, როგორც კაკაბაძის დაკავების თემას მიაწერა. თუ ბურჟანაძეს არ შემდგარი შეხვედრის ინფო გაინტერესებს აი ეს წაიკითხე (მოკლედ წერია) http://www.regions.ge/Shida_Kartli&newsid=4034&year=2010&position=news_main აქ ჩანს როგორ არის ორგანიზებული ხელისუფლება რეგიონებში. მაქსიმალურად გაშიშვლებულია ხელისუფლების საყრდენი ძალები რეგიონებში. აქვე ნახავთ ხალხის სახელით როგორ მართავენ სიტუაციას. და ძალიან ბეეეევრ საგულისხმო ინტერესებს და კავშირებს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში.
  17. სარწყავი წყლის გარეშე დარჩენილ კასპის რაიონის სოფლებს, ზამთარში შიმშილი ემუქრებათ, რადგან ორი თვის მანძილზე, მოურწყავად დარჩენილი ნათესები გაფუჭდა; იგივე ბედი ელის ვენახებს და სხვა მარავალწლიან ნარგავებს. ამის შესახებ პრესა.გე–ს სოფელ ოკამის მკვიდრმა განუცხადა. ამაზე გუბერნატორი "ზურაბ არსოშვილი, ჩვენს კითხვაზე – აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებას, წყლის გამოშვების თაობაზე, რის სანაცვლოდაც გაზს ითხოვენ? მოგვიგო: “რაზე უნდა ველაპარაკოთ?! ოკუპანტებს მივცეთ გაზი, რომ შემდეგ მოქალაქეები დაგვიხოცონ?! ეს სისულელეა, მოლაპარაკებაზე ლაპარაკი ზედმეტია. წყალი, რომელსაც ახალგორიდან კეტავენ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, ოსებს და რუსებს. ჩვენ ამ პრობლემას ალტერნატიული საშალებებით მოვაგვარებთ, იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი უწყლოდ არ გვყავდეს“." მთელი ტექსტი აქა ნახეთ ოკუპანტები ბარტერს ითხოვენ 1. ეს ის აროსაშვილია ვინც "იმედის" შტურმს და დარბევას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი... დიდი წვლილი მიუძღვის მაგ რეგიონში სიტუაციის არევაში ("შიდა ქართლში 2006 წელს შეკრული ტანდები ისევ იკვრება. ეს ის პერიოდია, როდესაც მაშინდელი გუბერნატორის მიხეილ ქარელის უფლებების შესაზღუდად გორში სამი პიროვნება გამოგზავნეს: რეგიონის პროკურორი მიხეილ აბულაძე, რეგიონის ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი და რეგიონის პოლიციის უფროსი - ვოვა ჯუღელი. ოქრუაშვილის გუნდის წევრებთან ბრძოლაში გამოჩენილი ,,მამაცობისთვის" ეს პიროვნებები სხვადასხვა პერიოდში თბილისში ,,დააწინაურეს", თუმცა დღეს გორში მათი უკან დაბრუნების საკითხი დადგა. ერთადერთი ვინც ამ სამეულიდან ჯერ-ჯერობით არდაბრუნებულა შიდა ქართლში, პროკურორი მიხეილ აბულაძეა, ის ამჟამად ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურას ხელმძღვანელობს. თუმცა შიდა ქართლის ამჟამინდელი პროკურორს გელა მამალაძეს მიხეილ აბულაძესთან ნათელმირონობა აკავშირებს.") 2. ეს ის ხალხია ვინც ხალხი განსწირა და პირველები გაიქცნენ 2008წელს 3. ეხლა ხალხს ისევ სწირავენ, მრავალმილიონიანი პროექტის ხელში ჩასაგდებად და გასანიავებლად (როგორც დევნილების დახმარებას ანიავებენ) შიმშილის მუქარას გუბერნატორი თავისებურად უდგება "სამწუხაროა, რომ უბრალო გლეხებით მანიპულირებენ და სარწყავი წყლის ბერკეტებს იყენებენ, იმიტომ რომ არანაირი სხვა ძალა არა აქვთ" ეცადეთ გაერკვიოთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრება. სულ საჩხუბრათ და გასართობათ ხომ არ ვიკრიბებით ამ განყოფილებაში...
  18. პოლიტიკა ამ თემაშია თუ არის! ამ გულის ამრევ კადრებს რამდენიმე დღეა ვერ ვინელებ... ამ ორ ვიდეოში ნაჩვენებია ბარიკადების ორი მხარე. ამ ბარიკადების არც ერთ მხარეს არა ჩანან არც ოპოზიციური პარტიები, არც პოლიტიკაზე "მოსაუბრე" იუზერები... ვიდეოს ნახვაც რომ ეზარებათ, რეალობის დანახვა მითუმეტეს. საშინელი და დამახასიეთებელი რეალობაა დღევანდელი საქართველოს ცხოვრებიდაან. ამის არ გაგების გარეშე, ყოველგვარი ლაპარაკი შინაარსს მოკლებულია.
  19. არ ვიცი როგორ აგიხსნათ, რომ ესეთი ერთმანეთის წაკიდება და თავშეუკავლობა ვნებს სუულ ყველას გამოუკლებლივ, ვნებს ამ ფორუმს და ვნებს აქ რამის წაკითხვა-დაწერის ჩემს სურვილს. ყოველთვის მინდა, რომ ღირსეული ურთიერთობა გვქონდეს. წაეკიდეთ ერთმანეთს და ვიფიქრე სახვანაირად არც არიან მიჩვეული ურთიერთობას. რა აზრი აქვს ამის მერე რას დასწერთ? მე უკვე აღარ მაინტერესებს - 1 კვირა ჩემი ფეხი არ იქნება ამ ფორუმზე!
  20. ვიმეორებ, აქ, რუსეთში 2 დოლარი ღირს 1 კგ. უკრაინიდან რუსეთში ვაშლის (ხილის) შეტანა აკრძალული არაა. უკრაინაში როგორ დათარეშობს ჩვენი ხელისუფლება ყველამ იცით. სხვაობა ფასებში ისეთი ფანტასტიკურია, რომ წარმოუდგენელია ქართული ვაშლი ფარულად არა ხვდებობეს ბაზარში. ეგაა, რომ გლეხებს არაფერი რჩებათ. ალბათ მაგიტომაც იყო აწეწილი ის დალაგებული სიტუაცია ერგნეთში. ვითომ კონტრაბანდაო და ოქრუაშვილ-ქარელის ტანდემს ებრძოდნენ. არ ვამართლებ ოქრუაშვილს, მაგრამ რომ ყოფილიყო ომის დროს საკუთარ და ახლობლების სახლებს ეგრე იოლად არ დათმობდა, როგორც მიშა-გიგიმ გააჩუქეს ეგ მხარე!
  21. რა შუაშია დიდი ლიახვის ხეობა? გორიდანაც ეგრე გაიპარნენ გუბერნატორი და პოლიცია. ბაბუაგიორგი, რატომ გიყვართ კამათი? რატომ თემაში "ბრძოლა ეკონომიური ინტერესებისათვის" არა პოსტავთ? არც სხვებისგან მომწონს, მაგრამ თქვენგან მიკვირს: პოლიტიკა მარტო პარტიების ინტერესებით კი არ იფარგლება, არამედ ხალხის ეკონომიურ პირობებსაც, ინტერესებსაც შეიცავს. ეს ხომ თქვენთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე ფუჭე გარჩევები? აქედან იწყება პოლიტიკა და ხალხის მხარდაჭერა და არა გარჩევებში სულამდე ჩაყოლაში. ალბათ, უმიზეზოთ არ იცავთ თქვენს პოზიციას, მაგრამ მაგაზე აქტუალურია ათასჯერ ეკონომიური ბრძოლა მონობის, შიმშილის ზღვარზე მიყვანილი ხალხის ინტერესებისთვის. მე მარტო თემაში "ბრძოლა ეკონომიური ინტერესებისათვის" მზად ვარ გაგცეთ პასუხი თქვენს პოზიციას და მოსაზრებებს.
  22. რა, ნიქოზში იყავი და არ მოგყიდეს? აი ესეც შენი დონეა.
  23. მადლობთ! ეხლა ხომ დაინახეთ რა მონურ მდგომარეობაში ჩააგდეს ხალხი ამ უმდიდრეს კუთხიდან? მონები როგორ გააკეთებენ თავისუფალ არჩევანს? ბრძოლა პოლიტიკური ინტერესებისთვის პოლიტიკური პარტიების ბრძოლაა და ხალხის დიდი მასა გვერძე გადგა. და 20 ლარად (ჩათვალე ტონა ნახევარი ვაშლი აჩუქეს) ამ ხალხის ხმების ყიდვა არაფერია ხელისუფლებისთვის. ვისაც არ იყიდიან, დააშინებენ! ცემა-ტყეპიტ, ბავშვის ბედით და არ ესწავლებათ კიდევ რითი. ეხლა პოლიტიკური პარტიები (ჭკვიანები) ხალხის მატერიალური ინტერესების დაცვის ლოზუნგებით უნდა დაუდგნენ გვერძე ხალხს. თუ ამ პარტიებს შესწევთ მუშაობის უნარი და აქვთ რესურსები. ან გააერთიანონ ეს რესურსები და შესაძლებლობა. მიშა თუ არ გადადგება, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესბზე უნდა აიძულო იზრუნვოს. თუ იზრუნავს 2012 წლამდე, არ იქნება ეგრე ძნელი მაგის გაძლება. ხალხიც მოძლიერდება და 20 ლარად არ გაიყიდება შემდეგ არჩევნებზე. პოლიტიკური ბღძოლები ეკონომიურმა ბრძოლებმა უნდა შეცვალონ!
×
×
  • შექმენი...