Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. თუ ამერიკელები არიან გვასწავლიან - მდიდრები არიან და ობივატელის ჭკუაში ჭკვიანები... ისე, ვინ მოიწვია ეგენი სასწავლებლად?
  2. კი წავიკითხე პირველი განცხადება პირველი ზეწოლა სტალინის მონუმენტის დროს იყოვოო... მანამდე ძალიან ტკბილათ იყვნენ სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ვლადიმერ ჯუღელთან. აბა საბა წიწიკაშვილზე ზეწოლასთან შედარებით, ეგ ზეწოლა ბავშვური გათამაშებაა - ვლადიმერ ჟუღელი მესიჟებს უგზავნით "რატომ დამივიწყეთო" ეხლა ყველაფერი გასაგებია - საკუთარ თავს აპიარებენ.
  3. ძალიან სწორეთ იქცევით! მე მგონია ინგლისურენოვან რესურს თუ შექმნით(შევქმნით) ქართველი ჟურნალისტების სტატიების და რეპორტაჟების ინგლისურად (გერმანულად, ფრანგულათ, ესპანურათ) ნათარგმნების, ყველაზე დიდი საქმე იქნება ამ ხელისუფლების მიმართ დასავლეთი აუდიტორიის დამოკიდულების შესაცვლელათ! თან ქართველი ჟურნალისტების მხარდასაჭერად!
  4. ჯარიმა 20 ლარია. http://www.regions.ge/video.php?video_id=83&width=320&height=240 როგორ ჩავსვა ეს ვიდეო, რომ ყველამ ნახოს? რეპორტაჟია მაგ რეგიონის სოფლიდან.
  5. მოდერებს ვთხოვ, რომ "თრიალეთის" განცხადების და "ეროვნული ფორუმის" თემები გააერთიანონ. ფაქტიურათ ერთი თემის სხვადა სხვა მხარეებია!
  6. ფორმალური მხარე შეიძლება გამეორდეს კიდევაც! ამის დიდი რეალური წინაპირობებია... მაგრამ რეგიონში ძალიან დიდი პრობლემებია მოსალოდნელი. მოსავლის მოუსვლელობის გამო შეიძლება შიმშილობა დაიწყოს. რამდენიმე რეპორტაჟი ვნახე მაგ სოფლებიდან და მოსავალი დაეწვა ხალხს მოურწყველობის გამო. თვითონ ეგ ხალხი არ გამოვლენ ბრმა ცხვარებისავით, როგორც 2009 აპრილს შეკრებილები. არ გამოვრიცხავ, რომ ვცდები. მაგრამ ეგეთი ინფორმაცია მაქვს და ეგრეთ საქციელს ველი ხალხისგან! პოლიტიკურ პარტიებისგან არაფერს კარგს არ ველი. მოდერებს ვთხოვ, რომ "თრიალეთის" განცხადების და "ეროვნული ფორუმის" თემები გააერთიანონ. ფაქტიურათ ერთი თემის სხვადა სხვა მხარეებია!
  7. საინტერესოა რა მიმართვებს გიგზავნიან. ეგენი შეკრულები იყვნენ წინა გუბერნატორთან ლადო (სა)ვარძელაშვილთან. 2008 წლის ომის შემდეგ, რომ დაბრუნდა გუბერნატორი პირველ რიგში მაგათ გამოუყო რამდენიმე მილიონი ლარი ზარალის მცირედობის მიუხედავად. მართვის თეორია რა ბმულს ელოდებით, სადაც ერთი გორელი ჟუნალისტი რომ წერს მეორეს "სულ ჯუღელს აპიარებთო". მაგის გულისთვის არ დავიწყებ ბოლო 3 თვეს ნანახ რესურსების ქექვას. თუ არ გჯერათ, ნუ დაიჯერებთ. ეს ისეთი რამე არაა, რომ ვინმეს თავს მოვახვიო.
  8. არა ჰგავს სულმთლად ფუჭე იდეას. 1. "შეუიარაღებელი" - იარაღის ტარებაზე ვერ დააკავებენ, რუსები აიარაღებენო ვერ დააბრალებენ. 2. აუცილებელი კი არაა ცემა-ტყეპა! საკმარისია ხალხის თხოვნა დაუყენონ პირდაპირ შუბლში ხელისუფლებას "მოსარწყავი წყალი, მოსავლის შესყიდვა, მოსავლის გასაღების ბაზარის მომზადება" ან გააკეთე, ან წადი! ის მოვიდეს, ვინც გააკეთებს. მაგას თუ დაუმატებენ "რეგიონის რეაბილიტაცია, კომპენსაციების და ევროპული დახმარების გამჭვირვალობა" ამ ეტაპზე საკმარისი იქნება. გამოაფხიზლებს და შეანჯღრევს ხელისუფლებას. ეგაა რომ საოცარი ქვეყნებია რუსეთი და საქართველო: ყველა იდეის გაბითურება შეუძლიათ.
  9. დიდი ბოდიში newstudio-სთან! ბოდიში ჩემო ბატონო! მაინც რჩება ინტერესი newstudio-ს და თქვენი, asesino_141, აზრების მიმართ. მაგ რეგიონის პრობლემებზე და პერსპექტივებზე ჩვენზე მეტი გიფიქრიათ და იცით.
  10. აი ეს თემაა დაკავშირებული ტელეკომპანია "თრიალეთის" განცხადების თემასთან. "ეროვნული ფორუმის" ლიდერები იყვნენ "თრიალეთში"
  11. ფაქტია, რომ ესე ერკვევით ყველა თემაში. მანქანის მძღოლი სხვას ვერაფერს ამ თემაში ვერ დაინახავს. ერთხელ გამოფენაზე მხატვართან დამთვალიერებელი მივიდა და აუხსნა ჩექმები სწორე არაა დახატულიო. მხატვარი შეეკითხა "საიდან იციო" დამთვალიერებელმა უპასუხა "მეწაღე ვარო" მხატვარი შეჰპირდა "კარგიო, შევასწორებო" მაშინ დამთვალიერებელმა შემდეგი შენიშვნა მისცა - ამ გენერალს სე ორდენი არ უხდებაო - თქვენ ჩექმების ზევით ნუ მსჯელობთ სურათზეო, - ურჩია მხატვარმა მეც გირჩევთ "ამ თემაში ღერძულა ხაზის გარდა ნურაფერზე იმსჯელოთ"
  12. ეგ ტელეკომპანია ფარულად ("ფარულად") იღებდა სტალინის მონუმენტის მოშლას. კონფლიქტი ჰქონდათ პოლიციასთან. ერთ-ერთ ბლოგზე გორელი ჟურნალისტები ერთმანეთს გამოეკამათნენ და იქ საინტერესო ფაქტები ამოტივტიდა: 1. "თრიალეთის" მფლობელი წინა გუბერნატორის ნათესავი აღმოჩნდა 2. "თრიალეთი" დიდი ხანი პიარს უკეთებდა ... პოლიციის უფროს ჯუღელს. მანდ აშკარათ არაა ლაპარაკი 20 ლარზე.
  13. lasha_alo? ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასა გულისხმობთ? იმას, რომ "თრიალეთი" არასდროს ოპოზიციური არა ყოფილა და ეხლა ოპოზიციურის სასხამს ირგებს? ამ თემაში, საერთოდ ფანტასტიკური სივრცე იხსნება პოლიტიკური ანალიზისთვის! რატომ (როგორ) მოხდა, რომ რეგიონი, სადაც მიშას მოსვლამდე დაპირისპირებული მხარეები ვაჭრობდნენ და უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, დღეს გადაწულია და ხვალ სასურსათო კატასტროფა ელოდება? ბოლო თვეები ეს პრობლემა სერიოზულათ მაფიქრებს.
  14. ამ ღამეს ბოლის კონცენტრაცია ძალიან მაღალი იყო. დილით და ეხლა საგრძნობლათ მცირდება. ეს 2-3 დღე იქნება ყველაზე მძიმე. 40 გრადუს გვპირდებიან. აბა რუსებს 40 გრადუსით შეაშინებ? ქ.საროვში ხანძარი იწვევს ყველაზე დიდ შიშს. აქ ძალიან ბევრია (განსაკუთრებით ინტერნეტ-გამოცემები) დაინტერესებული ყველაფერი გაამუქოს. მთავრობამ 5 მლრდ მანეთი გამოყო მოსკოვის ოლქში ხანძრის წყაროების ჩასაქრობათ. ერთი ინტერნეტ-გამოცემა წერდა "წარმოგიდგენიათო ჩვენი 5 მლრდ მანეთი ცეცხლში უნდა გადაყარონო!? " ესეთ დროს ნათელი ხდება "ვინ არის ვინ"
  15. ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთმა არ იცის რა ბუნების ხელისუფალია მიშა არაა გამართლებული! იციან და კარგათაც. ეს პირველი დასკვნა. მეორე დასკვნა. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენზე მაღლა დააყენეს. ეს იმ მყვირალა ხალხის დასანახათ, რომ გაიძახიან საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებზე და კავკასიაში ყველაზე წარმატებული ქვეყნის აშენებაზე. გაანალიზეთ სხვა მაჩვენებლრბიც. ძალიან საგულისხმოა.
  16. ვნახეე... რელიგიურ საქმეებში მე ვერ ჩავერევი.
  17. აი რუქა მსოფლიოს ქვეყნების შეფასებაზე http://s53.radikal.ru/i141/1008/2e/511ddab474d3.jpg 9 ბალს საქართველოს უსვამენ მე-7 პუნქტში "სახელმწიფოს კრიმინალიზაცია და დელეგიტიმიზაცია", რაც შეიცავს მაჩვენებლებს: 1. მასიური კორუფცია და მართველი ელიტის სპეკულიაციები 2. მართველი ელიტის წინააღმდეგობა გამჭვირვალეობისკენ, ანგარიშის ჩაბარებისკენ და წარმომადგენლობისკენ. 3. სახალხო მასების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების და პროცესების მიმართ ნდობის ფართო დაკარგვა. 4. მართველ ელიტასთან დაკავშირებული დანაშაულობრივი სინდიკატების ზრდა.
  18. ეხლა მივხვდი, რომ სატურნის ირონიის წინააღმდეგ იყო მიმართული თქვენი პოსტი. და არა სიკნადმოს გამონათქვამის წინააღმდეგ. რაშიც დაემთხვა ჩვენი პოზიციები. საერთოდ თავდასხმები მართლმადიდებლობაზე უნდა მორჩეს. ეს ჩვენი ფესვებია და სხვა ფესვები არ გვექნება! ეს წინაპრების ხსოვნაც არის. ეს მომავალში გამაერთიანებელი ძალაც არის. ეს ყოველი ქართველისთვის საყრდენი ბოძიცაა. ეს სუფთა პოლიტიკური წარმოდგენაა რელიგიაზე.
  19. თუ მართლმადიდებლობა აერთიანებდა ჩემს წინაპრებს, რატომ არ უნდა ვცე მას პატივი? ვცემ პატივს! ვამყარებ იმედს! იმედს, რომ კიდევ გაგვაერთიანებს ქართველებს. მე აქ სუფთა პოლიტიკური კუთხით უდგები. მე ფესვების გაფრთხილებაზე ვლაპარაკობ. ახალი ფესვები ისეთ ხეს, როგორიც საქართველოა, მალე არ გამოეზრდება.
  20. ვერ გავიგე. უფრო ნათლივ და გასაგებათ, თუ შეიძლება, ბატონო ჩემო.
×
×
  • შექმენი...