-
პოსტები
1.392 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი GeoStream
-
ვერა ქობალია სანახავათ. ისე რამხელა დამცირებაა "შავი პანტერასთვის" ქობალიას სამინისტროს ახალ ლოგოტიპზე საუბარი ვერა, ვერა, ... ვერ გაუძლო ამ დამცირებას და გაიქცა!
-
ერთადერთი გამოსავალი საქართველოს გადასარჩენად.
GeoStream replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სახალხო ფორუმი. ხალხი თავის მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას! -
ერთადერთი გამოსავალი საქართველოს გადასარჩენად.
GeoStream replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლიტიკა სამოყვარულო თეატრი ხომ არაა?... "ადი სცენაზე", "ჩამოდი სცენიდან"... მანდ მთელი ქვეყნის ფული და რესურსები ტრიალებს. მაგას ეგრე იოლად, როგორც სამოყვარულო სპექტაკლზე, კი არა ცვლიან მაყურებლის გულის მოსაგებათ. ეს ხელისუფლება ანწილებს რესურსებ, უკვე შექმნა განაწილების (ყაჩაღური)თავისი სისტემა, შემოიკრიბა ხალხი ამ სისტენმის გარშემო. ეს ხალხი (ფაქტიურად ყაჩაღური სისტემის წევრები) კი თავის შემოსავალს და კეთილდღეობას ეგრე არ დათმობენ, იბრძოლებენ ბოლომდე. ამიტომ იოლი გზით არ წავლენ. მარტო მოთხოვნები არ გაჭრის. -
შევარდნძის დროს ხომ არ იყო ესე უიმედოთ ჩვენი საქმეები. რატომ ამბობთ, რომ მიშა შევარდნაძის საქმეს აგრძელებსო? შევარდნაძის მიერ გამოსწორებული ყველა საქმე ჩაყარა მიშამ და მაინც ერთ ბანდას ეძახით? ეს კითხვა ყველას, არა მარტო ასესინოს?
-
რეკეტირები ყოფილან მამა-შვილი!
-
იმედია მამამისს უთხარით, რომ მოგეწონათ მისი შვილის საქციელი. მამამისს ძალიან გაუხარდებოდა
-
ეგ უკვე 2 გამოდის! ნეპოტიზმი + კორუპცია
-
მართალი ხართ - როგორ უნდა გადავლახოთ? არავინ იცის. ყოველ შემთხვევისთვის, არავინ წერს როგორ უნდა გადაილახოს.
-
ეს მართალია? სად შეიძლება ამის წაკითხვა? მარტო ეს მაინტერესებს. ამის წინა სისულელეზე გული ამერია.
-
ამიტომ მომწონს ეს ფორუმი - ხუთმა ექვსიდან თქვა "კი"!
-
"ჩვენს შორის ურთიერთობები აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, ერთმანეთის დაბოლოება და ერთი ორგანიზმის ნაწილები. ეს არის ურთიერთობები, რომელზე უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელია" - რამდენჯერაც არ უნდა თქვა "ხალვა", მაინც პირი არ გატკბილიანდება!
-
კი გეთანხმებით. ეგრე უნდა იყვეს. მაგრამ რეალობაში ეგრეა?
-
არც ერთ ჩვენგანს არ გვქონია ეგეთი არჩევანი და კარგათ ვიციტ სხვა როგორ უნდა მოიქცეს. მაგრამ... რუსეთშიც და საქართველოშიც... ხელისუფლებაში ყოფნას ფულის შეგროვებისთვის იყენებენ. იკრიბავენ სანდო ხალხს, ასაქმებენ იმ ბიზნესში, რომლებშიც გავლენა მოიპოვეს ხელისუფლებაში ბიზნეს-ინტერესების გადანაწილების დროს. ეს გადანაწილება ისევ შენს ფინანსურ სიმძლავრეს მოითხოვს, ე.ი. ისევ უნდა შეაგროვო მეტი ფინანსები რომ შემდეგ გადანაწილების დროს არაფერი წაგართვან და ვინმეს რამე წაართვა. თან ზევითაც უნდა გადასცე, რომ საერთოდ არ ჩამოგაშორონ ხელისუფლებას და ბიზნეს სფეროზე გავლენას. ნათესავები, მეგობრები ... მაგათზე სანდო ხალხს სადა ნახავ? ყველა ნათესავი, ყველა მეგობარი არა, მაგრამ მაინც აწრიდან ხდება არჩევა. ერთმა კირგიზმა ტაქსისტმა მითხრა ბაკიევზე. როცა ირჩევდნენ პრეზიდენტად, თქვა ძმები არა მყავსო. პრეზიდენტი რომ გახდა იმდენი ძმა აღმოაჩნდა, რომ მაგის ძმებისგან საშველი არა გვქონდაო! რუსეთში პუტინმა მოიყვანა პეტერბურგული კლანი, ელცინმა სვერდლოვსკული, და ა.შ.
-
კარგი თემაა, Nukriko ! არ არის ერთმნიშვნელოვანი "მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად" (არ ვიცოდი, რომ "ნეპოტიზმი" ერქვა). = საყვარელი დეიდის დიდი ხნის უნახავმა შვილმა ყაჩაღობა ჩაიდინა. ყაჩაღობა გეზიზღება დეიდა კი გიყვარს. რას იზამთ: გამოისყიდით დეიდაშვილს თუ საკუთარ პრინციპებს არ უღალატებთ? უღალატებთ პრინციპებს და ფაქტიურათ თავის თავს ღალატობთ. არ უღალატებთ და ვინმე გაგამართლებს, გაპატიებს, გაგიგებს შენ საქციელს? ფაქტიურათ, ყველამ თავის სულში უნდა ჩაიხედოს!
-
რამდენი თემაა გასახსნელი დევნილებზე? ამ თემაში დევნილების სხვა პრობლემებზეც ვსაუბრობთ და პროტესტს არ იწვევდა. რადგან ამ თემას ეგ მაღლა წევდა. ეგრე რომ არ ყოფილიყო გამოშრებოდა ის ნაკადები, რომლებიც ამ თემას ავსებდნენ. როგორც ხელმომწერთა ნაკადი ამოშრა... 41 ქართულ ტექსტს აწერს ხელს. რამდენი ხელმოწერა შეაგროვა ინგლისურმა ტექსტმა?
-
მე არ ვიცი რა და როგორ იყო. რაში არ ეთანხმებით giauridia-ს? სადღაც იმ მხარეზე იყავით, რომელსაც giauridia აკრიტიკებს. ეს არ უნდა იყვეს საფუძველი სიმართლის და გამოსავლის ძებნაში დღევანდელ სიტუაციაში. დღევანდელი სიტუაცია კი არ შემოიფარგლება მარტო გამოსახლებით!
-
გეთანხმებით. ერთი პატარა შესწორებით: არც მიზანზე და არც მექანიზმზე არ უნდა ვთქვათ უარი. ყველაფერი ასაწონ-დასაწონია. და კიდევ. ისეთივე ღალატი საკუთარ ხალხის წინაშე იყო გამეორებული 2008წელს: განიარაღება, მიტოვება, არაინფორმირება. აქ ერთი დასკვნა თავისთავად იბადება: ნებისმიერ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ხალხის გაერთიანების, შეიარაღების, საკუთარი ინტერესების დაცვის ეშინია! ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 2008წელს უკანდახევის დროს ადგილობრივ მოსახლეობისთვის იარაღი არ ჩამოერთვათ. მაშინ ხომ რუსთაველზე უიარაღო ლტოვილები კი არ იქნებოდნენ, არამედ იარაღიანი. რომელთან უფრო ადვილია ლაპარაკი და დამორჩილება? მაგიტომ აყარეს იარაღი ადგილობრივ მოსახლეობას 2008 სასწრაფოთ უკან დახევის პირობებშიც კი! ხალხის გაერთიანება, ხალხის მიერ თავისი თხოვნების მშვიდობიანი წამოყენება - არის ის ერთადერთი დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ პირამიდას წვეროდან ფუძეზე გადაატრიალებს და სიმყარეს მისცემს. იმ სიმყარეს რაც აუცილებელია, რომ "ადამიანის ცხოვრებისათვის საკადრისი საზოგადოებისა და სახელწიფოს შექმნა". აი ეს კი, მართლა, მიზანია!!
-
как американцы издеваются над русскими
GeoStream replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იქნებ ლამაზი ჭადრაკის პარტიები დავდო შენსავით პოლიტიკის განყოფილებაში? წაყრუება ცუდი ნიშანია... აბა მე რა დავწერე და შენ რა მიპასუხე? ხელი წამისი სახეზე "უნდა გესმოდეს", "ნუ ბრაზობ"... -
как американцы издеваются над русскими
GeoStream replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე, როგორც სპორტსმენს, არ მესმის ესეთი სიხარული... 1. ჭაბუა ამერაჯიბმა რომ თქვა "მალენკიი, ზლობნიი ნაროდეც" ვიზე თქვა? ჩვენზე თუ აფხაზებზე... 2. ჩვენ კალათბურთელებს ერთ იღლიაში ამერიკელები ჰყავთ ამოჩრილები და მეორე იღლიაში რუსები? რა გვიხარია? გავკარი რუს კალათბურთელებს! ჩვენ სულით და სხეულით ჯანმრთველები უნდა ვიყოთ! 3. გოგოს რომ ვერაფერს უყოფ და სხვა უყოფს - რა არის მანდ სასიხარულო? -
რა თქმა უნდა გასაგებია, რომ გქონდათ. საერთოდ მაინტერესებს, რამე ღირსეული ქართულად სათარგმნი ონ-ლაინ პროგრამები თუ არიან? მე აი ეს ვნახე მარტო http://www.targmne.com/
-
თვითონ თარგმნით თუ პროგრამას ათარგმინებთ?
-
ეს ერთად ერთი სამართლიანი პოსტი დასწერეთ, ბატონო სატურნ! ვალი 8 მლრდ დოლარს მიუახლოვდა შევარდნაძის დროს 1,5 - 2 მლრდ მერყეობდა და მაშინაც დიდ საფრთხეს უქმნიდა სახელმწიიფოს. რადგან ქართული ეკონომიკა დახლოებით 1-1,2 მლრდ დოლარზე მეტით ვერ ავსებდა ბიუჯეტს. აქედან დაახლოებით 500-600 მლნ დოლარს რუსეთიდან უგზავნიდნენ ნათესავებს ქართველი ემიგრანტები.
-
წყალს არ დალევ... რუსეთის ჯინაზე! მოგებას საქართველოდან გაიტანენ. რუსეთის ეკონომიკას გაამაგრებენ. წესებს გიკარნახებენ, როცა დასჭირდებათ. გავლენის ბერკეტია. ეგეც უნდა აგისნათ ადამიანს, რომელიც თურმე თვალებს გვიხელს ამ ფორუმზე ბნელ ხალხს
-
კუკური, თქვენი პოსტებისგან :medzineba:
-
ეს კი უდიდესი სირობაა!! რუსულ ტვ ყურებას ტანჯვას ვუტოლებ. 5 წელია არ მიყურებია!