Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. პილმენს, როგორც კომპონენტი, აკლია ნიორი. 1. მაგიტომ პილმენს სჭამენ სმეტანით(არეჟანით), ხინკალს კი არა 2. მაგიტომ გასინჯე პილმენი ნიორ-წყალით. უბრალოთ გასინჯე. ისე მოხარშული ცომის ეფექტია მთავარი. აი კაზახები და კირგიზები "ბიშპარმაკს" აკეთებენ: ხორცს და ცომს ერთად ხარშავენ. ხინკალს სჯობია! გავიგე სხვაობა. იმიტომ ორიგინალში მოგაწოდეთ, რომ ჰგვანან და არ ემთხვევიან. ისე რათ უნდა აგირჩიონ თუ არჩევნებამდე უკვე შესრულებული გაქვთ დაპირებები?
  2. 1. გამოკითხვა მოაწყე რამდენს სჯერავს შენი 2. მოქალაქეებს რა გზებით და ხერხებით ეძალებიან. ერთ ხელისუფლების მოღვაწეს რომ ვუთხარი, მიპასუხა "კიო არისო. მაგრამ შევარდნაძის დროს უფრო იყოვო" მოკლედ შესავით მიპასუხა . ეხლა დაამტკიცე, რომ ამერიკელ პოლიციელებსა გვანან ჩვენები. "Другие обещают, а мы выполняем" - "Единая Россия"-ს ლოზუნგი იყო ბოლოსწინა არჩევნებზე.
  3. დღეს მოსკოვიც საშინელი კრიმინალია. ჩეჩნები, უზბეკები, დაღესტანელები, კირგიზები, (კაზახები არააა!), ჩინელები, ინდუსები, ვიეტნამელები, ფეხბურთის ფანები ჯოგებივით ერთად დადიან და "კედელი კედელზე" ჩხუბობენ ერთმანეთში, რუსებთან, თათრებთან, სკინხედებთან, ვდვ და სხვა დაჯგუფებებთან. ტაქსით გავედი მოსკოვის მოპირისპირე მხარეს... რომ მივედით, ტაქსისტმა მკითხა (ვერ მოითმინა) "какая нация?" მე კითხვა შევუბრუნე "а ты какая?" მიპასუხა "я - узбЭк!" უკან რომ დავბრუნდი სხვა ტაქსისტმა მკითხა და მიპასუხა "я - киргЫз". უკე სახლის კარების გაღებას ვაპირებდი, ერთი გადამეღობა, თათრის სიფათიანი "ты хач?" მოკლედ, ადამიანურად ვერ გაივლი!
  4. ეგ საინტერესოა მაგრამ უფრო ოცნებას ჰგავს თემა რომ გავხსენი პარტიულ საიტების გარჩევაზე, რატომ იქ არა პოსტავთ, ბაბუაგიორგი? თან თქვენ პარტიულ საიტისთვისაც შეაგროვებთ მეთოდებს.
  5. წარმოიდგინეთ, დაგეთანხმებით! ეხლა რეგიონალური პრესა უფრო მაინტერესებს - იმის აღწერა რაც ხდება. მსჯელობები ბლოგებში და ფორუმებში უკვე ნელი ნელა მომბეზრდა. ფანტასტიკური გულისხმიერების და სამოქალაქო პოზიციის ჟურნალისტები შემორჩა ჯერ კიდევ საქართველოს რეგიონებში. უძიმეს პირობებში ცდილობენ შეასრულონ თავისი მოვალეობა. პოლიტიკურ მოთხოვნებიდან დროა გადავიდეთ ეკონომიურ მოთხოვნებებზე. რეგიონალური ჟურნალისტები ამ საქმეში ყველაზე ჩახედებულები არიან.
  6. ნივრის საწებელაში არ შაგიდია პილმენი ისე არც პელმენი, არც ხინკალი არაა აქტუალური. ვერსად საპილმენეს ვერ ნახავ. მარტო მაღაზიაში, გაყინულს. ბევრად წინ წავიდა კულინარია. იაპონურ, იტალიურ, ფრანგულ რესტორანებში დადის ხალხი. ქართული კუხნაც არაა დაკარგული. მაგრამ ახალგაზრდები არც ქართულს, არც უზბეკურს არ ეტანებიან. ფასტ-ფუუდი, სალათები და სენდვიჩები.
  7. საქართველოში ფული კი არა კაპიკები ტრიალებს. მაგიტომ ჩამორჩებიან ქართველი ჩინოვნიკები კორუპციულ თანხებში. თან ერთთვიან კურსებ გავლილები არიან ქართველი ჩინოვნიკები, მაგათ რუსეთში კერძო ფირმაბშიც არავინ არასდროს არ მიიღებს სამუშაოთ :huhu: არავითარი განსაკუთრებული სხვაობა სახელმწიფო მოწყობაში არაა. რუსეთშიც და საქართველოშიც გუბერნატორები ფულს კრიფავენ თავის ტერიტორიაზე და ზევით აწვდიან. გუბერნატორები კი ნიშნავენ ისეთ ხალხს, რომელიც გუბერნატორისთვის კრიფავს ფულს. ორივეგან ძირიდან ბოლომდე კორუმპირებული სახელმწიფო სისტემაა. რა მეტოდებითაც რუსული პოლიცია შოულობს ფულს, ის მეთოდები აქვთ გადაღებული ქართველ პოლიციელებს. აბა ამერიკელ პოლიციელებს ვერ მიბაძავენ :huhu: არავითარი სხვაობა არაა. ეხლა მიშა მიბაძავს ვოვას და პრემიერობაზე გაიქაჩება. რუსებიც და ქართველებიც ერთნაირათ დაკომპლექსებული არიან. სხვაობა მარტო ასოებშია, რომლითაც ვწერთ
  8. ბორჯომის ხეობაში ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია 02.08.10 17:46 მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ტყის მასივი იწვის. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ინტენსიურად მუშაობს 15 სახანძრო ბრიგადა და თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენები. ცეცხლის საბოლოო ლოკალიზებას ის ართულებს, რომ ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე ლიკვიდირებული კერა ხელახლა აღმოცენდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია უკვე კონტროლირებადია და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობას ევაკუაცია საჭირო აღარ არის. დღის ბოლომდე ხანძრის სრული ლიკვიდაციის შესაძლებლობაც არ გამოირიცხება. ამას ცრუსთავი2 წერს. ნეტავ ეხლა მაინც არა ცრუოდეს!
  9. დღეს მოსკოვში ყველაზე მძიმე დღეა! ორ ნაბიჯზე უკვე ნისლი იწყება კომლიანი. ბორჟომის ხეობაში როგორ აქრობთ, ხალხო, ხანძარს? რა ხდება მანდ? თუ რუსეთის ხანძრების გარდა არაფერი გაინტერესებთ?
  10. არ გეწყინოთ. არავის წყენა არ მინდა. ინტერნეტ-ვაჭრობაზე გეტყვით... მაგით პროვინციალები სარგებლობენ მხოლოდ. რომელნიც შორს არიან სავაჭრო ცენტრებისგან. მე აზრადაც არ მომივა რამე ვიყიდო ინტერნეტით, მაგალითად რამე დეტალი სკუტერისთვის. მიუხედავათ იმისა, რომ საკუთარი ინტერნეტ მაღაზია მაქვს. ამ მაღაზიაშიც ისევ პროვინციალები ყიდულობენ. - გარშემო იმდენი სავაჭრო ცენტრებია - აშანი (2 ცალი), რეალი, მეტრო, მოსკოვი, ობი, იკეა, მეგა - თუ "დინამოს" სტადიონს შეადარა Grig-მა, ესენი 3 სართულიანი "დინამოს" სტადიონების ტოლებია. - აქვე დაუმატე სავაჭრო-გასართობი ცენტრები - ატრიუმი, მარიელ, ბუმი, მარინო, მარინოს პასსაჯი,გუდვილი - ეს სრული სია არ არის, თან შიგნით გასართობი და რესტორანული ზონებია და ესენიც უზარმაზარი 4-5 სართულიანი შენობებია. -აქვე დაუმატე საავტომობილო გიგანტების - მერსედეს, ფორდი, კია, იაპონური მანქანების - უზარმაზარი ცენტრები. - აქვე დაუმატე უდიდესი ტერიტორიების მქონე საბითუმე ბაზრობები (იარმარკები) - სადოვოდი, ემინელ, კაშირსკი დვორ-1, კაშირსკი დვორ-2. - აქვე დაუმატე 10-12 საშუალო სავაჭრო ცენტრები. - აქვე დაუმატე 24 საათი მომუშავე საპროდუქტო სუპერმარკეტები - პატერსონი (3 ცალი), მეშვიდე კონტინენტი (2 ცალი), პეტროვსკი. არ ვათვლი ღამე მომუშავე მაღაზიებს და ქუჩის პირა პავილიონებს. 1. მაგიტომაა, რომ ქართველების 20% აქაა. მუშაობს და არ უნდათ საქართველოში გადმოასახლონ. 2. იმიტომაა, რომ აქედან საქართველოში გადმორიცხული თანხები ჟამში მეტია ვიდრე ამერიკიდან, უკრაინიდან და რამდენიმე ევროპულ ქვეყნიდან ერთად აღებული. აქ ინტერნეტით ყველაზე გავრცელებულია ღამე პიცა, სუში, რესტორნიდან გამზადებული კერძების დაკვეტა.
  11. თქვენ, როგორც რუსული პოლიტიკის მიმომხილველი ამ ფორუმზე, ნუ ეჭვიანობთ. არავინ გართმევთ რუსული პოლიტიკის, ტექნოლოგიების და პოლიტექნოლოგიების პალმას. მშვიდობაში მოიხმარეთ!
  12. სიმართლე თუ სამშობლო? დედა თუ მამა? ცოლი თუ ბავშვი? ოჯახი თუ ტავისუფლება?.... ნაცმო რა შინაარსს სდებს პირველ კითხვაში (დათა თუთაშხიას არა ვგულისხმობ ნაცებში!): ბევრს ტყუილს სამშობლოს გულისთვის ვაკეთებთო. ხაფანგია!
  13. მეც მაგის დაწერა მინდოდა და დამეზარა. თან ხალხის ტკბილ ბურუსიდან გამოყვანაც არ მინდოდა. რაც ამერიკულ სავაჭრო ტექნოლოგიებს ვხედავ აქ მოსკოვში, ნდობას არ იწვევენ.
  14. უბრალოთ, მარტო ლოზუნგებით "გადადექი" და სხვა პოლიტიკური მოთხოვნებით ჩიხში შევიდა სიტუაცია. რატომ არაა ხალხის მოთხოვნები "გააკეთე ეს": სამუშაო ადგილები, მოსარწყავი წყალი, დევნილებს მეტი ყურადღება? რომ დღეს ხალხისთვის სასარგებლო საქმეები აკეთებინო თუნდაც ნეგატიურ ხელისუფლებას! და არ ელოდებოდე როდის მოვა პოზიტიური ხელისუფლება. ხალხის საქმე ყოველთვის ყველა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს: ცუდმაც და კარგმაც.
  15. უცნაურია ესეთის წაკითხვა. რა დაყოფილები არ არიან? რატომ დაუპირისპირეთ სამშობლო სიმართლეს? ორივე ერთად არ ეტევიან თქვენს გულში?
  16. აი ეს პრობლემა - დევნილებზე ზრუნვა - უნდა დააყენონ ხელისუფლების წინაშე "უიარაღო მეომრებმა", რადგან პირველ რიგში ეგ მეომრები დაზარალებულ რეგიონებიდან იქნებიან.
  17. აი პოლიტიკური ბრძოლის აღთქმის დონე. ფული დაზოგეს მომავალი არჩევნებისთვის ამ მაგალითითაც კარგათ ჩანს, რამხელა პოტენციალია პარტიების მიერ ინტერნეტში დაკარგული. მაგიტომაც არის საინტერესო აქ განვიხილოთ ინტერნეტის როლი პოლიტიკურ ბრძოლაში, პარტიული საიტების ავი და კარგი, პარტიული საიტის იდეალური მოდელი დღევანდელ საქართველოს საზოგადოებაში.
  18. გამარჯვებული პროექტი სტუდიაში! მერე ვილაპარაკოთ...
  19. კარგი, ნუ გეშინია. მეც ვიხუმრე
  20. ძოგიერთი გრძელი ენით უნდა დაიჭიროო დავნაძლევდეთ, თუ მშიშარა არა ხარ!
  21. გუშინ უფრო ცუდი მდგომარეობა იყო მოსკოვში. დღეს ბეევრად უკეთესია. თუმცა წინ რა გველოდება არ ვიცი.
  22. საქართველოს გზის საიტი ფაფუ? http://www.thewayofgeorgia.org/
  23. აქ web-ის ბევრი სპეციალისტია და თანაც პოლიტიკაში კარგათ გარკვეული. თქვენი, სპეციალისტებო, და ყველასი საერთოდ მაინტერესებს კრიტიკა ამ საიტების. ამაშიც ხომ არის დამალული პარტიების ჩამორჩენილობა.
  24. კატა და თაგვივითა ხართ babuagiorgi-სთან რა ერქვა იმ ფილმს სულ პოლიციელი და კონტრაბანდისტი რომ დასდევდნენ ერთმანეთს. და ბოლოს რომ დამეგობრდნენ. ძააან ძველი ფილმია და ცნობილი კომიკები თამაშობენ. ჰოო, ევროპული ფილმია
×
×
  • შექმენი...