Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. მე ეგ მხარეც ავღნიშნე, რომ "ფრიი_ლანსის" გარეშეც დაიქირავებენ, თუ ამოცანაა დაყენებული
  2. აი ეს სია დაათვალიერეთ და არშემდგარ ქვეყნების სიაში საქართველოს ნახავთ თანაც ყველა მაჩვენებელი გადაათვალიერეთ, რომლების ჯამმაც გაგვხადა არშემდგარ ქვეყანად. და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენზე უკეთეს ქვეყანად არიან აღიარებულები. კარდუს წააკითხეთ
  3. სამაგიეროთ, ის სრულიად ბუნებრივია, რომ მარტო მართლმადიდებლობა გააერთიანებს ქართველებს. გაერთიანებულები დავიბრუნებთ იმ ადამიანურ თვისებებს, რაც ბოლო წლებში დავკარგეთ. თუ ვინმეს ამის ურყოფა შეგიძლიათ, ნუ დაიზარებთ, გელოდებით!
  4. ყველა სპეცსამსახურში კი არ იმუშავებს. იქირავებენ, მაგალითად "ფრიი_ლანსზე", განცხადება "მჭირდება 3 მპოსტავი ფორუმზე(სოციალურ ქსელზე) 2 დღით. ანაზღაურება 0,50 დოლარი პოსტზე". ან ნაცნობობით დაიქირავებენ, დიდი ხნის ვადით, თუ "ფრიი_ლანსი" არაა საქართველოში.
  5. ძაალიან იშვიათად ვნახულობ მაგ ფორუმს. ეხლა რაც ვნახე საკმარისი იყო შემთვის. ეგრე ბინძურათ რუსებიც წერენ ხოლმე ფორუმებზე. სხვა ფორუმელებმა იციან, რომ ესე მპოსტავები არიან სპეცსამსახურის ხალხი. აბა დააკვირდით პოსტებს: არავითარი აზრთა ნაირსახეობა, არავითარი ემოციების ნაირსახეობა. ყველაფერიში ერთმანეთს გადამღეიან და იმეორებენ. ჩემი აზრია, რომ ეგენი სპეცსამსახურის მიერ დაქირავებულები არიან და დავალებას ასრულებენ. თუ დააკვირდებით როდის არიან რეგისტრირებულები და რამდენი პოსტი აქვთ დაწერილი, მიხვდებით რომ დიდი ხანია სპეცსამსახურების ხაზს ატარებენ მაგ ფორუმზე. დავამთავრებ რითაც დავიწყე, ძალიან იშვიათად შევიხედავ მანდ. მანდ რეგისტრირებული არა ვარ.
  6. "სულ ფეხებზე ჰკიდია" სანდრასაც? ფეხები ხალხსაც აქვს, მარტო მიშას კი არა მეორე წელია "ივენტებს ვაკეთებ". ეგრე 1-2 თვეში. მეორე წელია კარგათ ვიცი, რასაც ვაკეთებ, იმის "ივენტ"-ად წოდება სირცხვილია: დაბალი პროფესიონალიზმის და მეტიჩრობის ნიშანია. როცა ფრაზით უნდათ გამოუცდელობა დაფარონ და ხალხს ნაცარი შეაყარონ. ორივე დის პროფესიონალიზმი დიდ ეჭვს იწვევს. მიშას პროფესიონალიზმიც. აბა ამერიკაში პრაქტიკანტი-სტაჟიონი, საქართველოში რომ პრეზიდენტი იქნება ამის მერე რა გასაკვირია ესეთის წაკითხვა საქართველო არშემდგარ ქვეყნების სიაში
  7. - სანამ ესეთი რამეები გჯერა, ვერ აირჩევ ადეკვატურ გზას ცხოვრებაში. რითი ამტკიცებ, რომ ჩვენი დასავლურ ცივილიზაციაში ვართ თუნდაც ეხლა? მე გავიმეორებ მაგალითს ინტერნეტზე. რა ქართული ინტერნეტი დასავლურ ცივილიზაციაშია? არა! არც სსრკ, არც რუსეთის ბრალი არა, რომ ქარტული ინტერნრტი ესეთი ჩამორჩენილია. თანაც ყველა მაჩვენებლით: ხოსტით, სოფტით, სკრიპტებით, ინტერნეტტექნოლოგიებით, გასართობით, ინფორმაციით. ბევრ ქართველს საქართველოში შუქი, კომპი, ინტერნრტი არა აქვს. რა თქმა უნდა დასავლურ ცივილიზაციაში ვართ. აბაა!! ეგ პონტი (ქართველები დასავლეთი ცივილიზაციის შვილები ვართ) საბჭოების დროს გასაბრექათ მოიგონეს ქართველებმა. დასავლეთში უფრო მდიდარი ცხოვრებაა და ქართველებმა დაიჯერეს საუთარი პონტი. საკუთარი პონტის მსხვერპლები გახდნენ. რადგან... 1. მოდით ჯერ ცივილიზებულათ ვიცხოვროთ და... 2. სიტყვით კი არა ცხოვრებით შევუერთდეთ დასავლურ ცივილიზაციას! თუ პირადად თქვენ მართლმადიდებლობა იმიტომ გაწუხებთ, რომ დანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში კატოლიკები და პროტესტანტები ცხოვრობენ, დაგამშვიდებთ - რწმენის გამოცვლით ცივილიზებული და მდიდარი არ გახდებით
  8. ზუსტად ეს განცხადება კუკავასგან გავიგე. მსგავს განცხადებებს ყველა აკეთებდა. ის განცხადება მაგალითად მოვიყვანე. ალასანიასა და ალიანსის უბრძოლო არჩევნების შემდეგ კიდევ ერთ უბრძოლო არჩევნებით აბოლებთ ხალხს, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ ბოლდება? გახსენით ცალკე თემა "როგორ უნდა გარდაიქმნას პარტია" და იქ სისტემატიზირებულათ ვილაპარაკოთ. ბაბუაგიორგიმ დღეს დაწერა "ერთი ლიდერის პარტიები აღარ უნდა იყვნნენო" - ეს სულ ცოტა აბსოლუტურად გადაუდებელია, სასწრაფოთ გასაკეთებელია. ასანთის ღეროებისავითა ხართ რა ცალკე, რა ერთად. ეს ყველას ეხება, ლეიბორისტებსაც, რესპუბლიკელებსაც, ყველას. 1. ახალი თანამედროვე პარტიები, ახალი ლიდერებით. 2. ახალი წინადადება ამომრჩეველს, ისეთი წინადადება, რომ დააინტერესოს. შეცდომების გამეორების იმედით ნუ კარგავთ დროს.
  9. გუშინ მკაფიოთ გამოიხატა დაპირისპირება, როცა 'ედინაია როსიას' მაღალმა ფუნქციონერმა თითი კრემლს და მედვედევის პრესს-მდივანს დაადო "სტრატეგია-31" მფარველობაში. პუტინის მომხრე კი არა ვარ. უბრალოთ ხაზი გავუსვი, რომ უბრალო ხალხი მედვედევს არ აჰყვებიან.
  10. რა და მაგათგან "საქართველოს გზას" მივცემდი ხმას. თუმცა არც ერთად და არც ცალ-ცალკე ეგენი უკვე აღარაფრის გამკეთებლები არა ჩანან. 080808 შემდებ პენალს რომ ვერ გაიტანენ და დაიწყებენ წესები შევცვალოთ და ეხლა სამ მეტრიდან გვინდა დავარტყათო. ამ არჩევნებმა აჩვენეს რომ საერთოდ არა მუშაობენ, არ იბრძვიან. როგორ უნდა შეიცვალოს, რომ მუშაობის და ბრძოლის გარეშე გაიმარჯვონ. 1. სერიოზული მუშაობა რეგიონებში რეგიონალურ ელიტასთან და ამომრჩევეთან. 2. ამომრჩეველის დაინტერესება 3. პოლიტპარტიების განახლება, გათანამედროვება თუ არა გაქვთ მუშაობის თავი, თავი გაანებეთ პოლიტიკას. საამომრჩევლო ქვის ხანა დამთავრდა. ამომრჩეველს არა სჯერა და არ აინტერესებს უპასუხისმგებლო ("ხვალ გალსტუკით გამოვათრევთ სააკაშვილს კაბინეტიდან" ) განცხადებები, უმოქმედო და მრავალჯერ დამარცხებული პარტიების.
  11. დაა დისთვისაო და შავი დღისთვისაო არა, სატურნ? შტატგარეშე სპეციალისტი ივინთებში ალბათ მთელი წელი მუშაობდა პროექტზე, რომელზეც სხვებს 1 კვირა გამოუყვეს. თქვენ კი ბატონო, სატურნ, 7-დან 6 დღეც მოგვპარეთ. იმაზეც მადლობთ, რომ დილით გახსენით ეს თემა. თორემ, ხომ შეგეძლოთ საღამოს გაგეხსნათ? აი, რამდენ რამეს აკეთებს 1 კვირაში ჭრელტრუსიკიანი ეკონომიხა [ მიშ(ხ)ას ეკონომიკა ] !
  12. მადლობთ გაგებისათვის. ის პოსტი არ იყო თქვენ პიროვნების წინააღმდეგ მიმართული. დროა ყველანი გამოვფხიზლდეთ. და ფხიზლათ ვიმოქმედოთ. ეს მეც მეხება.
  13. ბოდიშით. თან მეზარება ბევრი წერა. თან გაოცება მაწუხებს. ამ თემით და რუსულ თემებით ამ ფორუმზე ბოლო დღეებში. ნუ, სულ რბილათ რომ ვთქვა, სულ სხვა ყანაშია თემები... ამ ვიდეოზე. ხალხს სახლები დაეწვა. ცეცხლი ჯერ არ ჩაუქრიათ ბოლომდე და პრემიერი მივიდა ადგილზე და ჰპირდება: ყველას აგიშენებთ ახალ სახლებს და ყოველი ადამიანი (ოჯახი კი არა, ადამიანი!) მიიღებს 11 ათას ლარს (200 ათას მანეთს). რა რევოლიუცია? დაწული სახლების პატრონები თავის ჭირზე ელაპარაკებიან. თუ მოხდა განხეთქილება პუტინსა და მედვედევის შორის. ხალხი ამ ვიდეოზე პუტინის ზურგი და ამომრჩეველია. უფრო პროდასავლური განწყობის მედვედევი განწირულია პუტინთან ბრძოლაში. საერთოდ ბრძოლაში ადეკვატურობაა მთავარი. ბევრად შენზე ძლერ მეტოქესთან ბევრად უფრო მეტი ადეკვატურობაა საჭირო. თუ ებრძვით რუსეთს ( ) ადეკვატურათ აღითქვით. ჩმორიკები? 1. შეადარეთ ქართული და რუსული ინტერნეტი. ინტერნეტი ხომ არაა დაკავშირებული საბჭოთა წარსულთან? არა! ე.ი. ყველა შანსი გქონდათ "ჩმორიკებისთვის" გეჩვენებინათ რამდენად მაღლა დგეხართ მათზე. ინტერნეტი ხომ ბოლო 10-12 წელიწადს მოედო სამყაროს, როდესაც უკვე ღიათ ებრძოდით "ჩმორიკებს". სად არის ის მოსალოდნელი ჩვენი გამარჯვება? და ამაში თუ ვერ გავიმარჯვეთ "ჩმორიკებზე", ჩვენ თვითონ ვინა ვართ და რა მომავალი გვაქვს? როდის დადგება ადეკვატურობის დრო საქართველოში?
  14. ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდებაო. ამ ფორუმმა გამახსენა ბაბუაჩემის ეგ სიტყვები. ასაკის უნდა გეამაყებოდეთ. ადათით ეგრე მოდის საქართველოში. ვინც დაგცინით, წარგიდგინონ რას წარმოადგენენ და რას მიაღრწიეს. ახალ სიტყვების ხმარებას თუ არ გასცდა მაგათი განვითარება, ჩაუქნიეთ ხელი "ვაშლო, ვაშლის ხის ახლოს დაეცემი მაინცო!" თუ ახალი სიტყვების ხმარებას გასცდა მაგათი განვითარება, ასაკზე არ დაგცინებენ.
  15. მართალია! სულ გავიძახით ევროპა ვართო. და თურმე თავადაც არ გვეჯერა. დროა დავიჯეროთ!
  16. მარტო თქვენ თუ იხსნით ჩვენს სულებს, ბატონო სატურნ!
  17. არ ვიცი ადგილობრივ მოსახლეობას მოერიდება მაგ პლიაჯზე გავლა გახდილი. ალბათ, არც შეხედვას ეცდებიან. მაგრამ, უცხოელი ტურისტები თავისუფლათ იგრძნობენ თავს. მაგ პლიაჟებზე ჩვეულებრივი ქცევაა მიღებული. და მანდ ხალხი სექსით არაა დაინტერესებული. სექსი უბრალო პლიაჯზეც არაა პრობლემა, თუ ძალიან ხარ დაინტერესებული. მაგალითად წყალში. გიმეორებთ იქ ხალხი ერთმანეთის საყურებლად არ მიდის. უკვე 1-2 ქალის მერე, ქალს და კაცს ყურადღებას აღარ აქცევ. თორემ ხუშტურიანები სამხედრო პარადზეც იღზნებიან. კარგათ შემოღობონ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი. და მორჩა. აუჰჰ... ეხლა დამიშენენ ფორუმელები ქვებს
  18. დიდი რამე. მეც დავდივარ ნუდისტურ პლიაჟზე შიშველი. როცა ყველა შიშველია ჩაცმული გავლა უფრო სირცხვილია. იქ ერთმანეთს ბინოკლით კი არ აკვირდებიან. სატურნ, გადააგდე ის გადამალული ბინოკლი
  19. აი ამ ვიდეოზე http://www.youtube.com/watch?v=rnccQuxh6Wg მარცხნივ განაპირს მჯდომიარე ქალი ვინ არის და რა ჰქვია ?
  20. ეხლა უშტატო თანამშრომელს რომ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია საქართველოში ეგ არავისთვის ახალი არაა! აუჰჰ.. ჭრელტრუსიკიანი ეკონომიხა მოქმედებაში! ყველას გეკითხებით იმ ტელეგადაცემაში ვერას მონაწილეობით, სადაც ჩაწყობილი სმს-ების ლენტა რომ ჰქონდათ, ის ქალი კადრში მარცხნივ განაპირა, რომ აქებდა და აქებდა ვერას, ვინ არის? რა ჰქვია? რის მოხელეა? მე იმწუთასვე "ოლვეისი" დავარქვი
  21. ძალიანა გთხოვთ ვის რომელ ხელისუფლების წარმომადგენელის განათლებაზე შეგიძლიათ დასდოთ დოკუმენტები, დასდეთ. შევადაროთ რა განათლების დონე აქვთ. აპრილის მიტინგების დროს, რომელიღცა ახალგაზრდების წერილი იყო ოპოზიციას მიმართული "დაგვაცადეთ ..." მობილურებით ლაპარაკიო, მაკდონალდსში სიარულიო, ერთი სიტყვით დაგვაცადეთ ახალგაზრდობის წლებით ვისიამოვნოთო. თქვენ უკეთესათ გეხსომებათ ეგ წერილი და შეიძლება სადმეც მოძებნოთ. ვერა ქობალიას სურათი სტრიპტიზ-კლუბში არაა პრობლემა. ახალგაზრდაა და ახალგაზრდულად მოიქცა. პრობლემაა, რომ ეკონომიკის მინისტრობა უნდა. რატომ თვითონ არ უნდათ დაიცადონ, იცხოვრონ, ჩამოყალიბდნენ და მერე დაიკავონ ეტაპობრივათ პასუხსაგები თანამდებობები. სასაცილო კითხვასა ვსვამ არა? მეც მომწონს ჭრელტრუსიკიანი გოგოები. არ მომწონს როცა ჭრელტრუსიკიანები მართავენ სახელმწიფოს! და კიდევ, მოდით დაწვრილებით და დოკუმენტალურათ დავდოთ რას აკეთებდა მიშა ამერიკაში. და რას მიაღწი ამერიკაში. მხოლოდ შემოწმებული ინფო, მიშური პიარის გარეშე. თორემ, სიყალბე ერთი უკვე გასკდა. The Vancouver Sun - ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა [“ინტერპრესნიოუსი“] კანადური გაზეთი ამტკიცებს, რომ ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა. ვერა ქობალია კანადური ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერი არასდროს ყოფილა.
  22. "ჩანაფიქრი კარგი იყო, შესრულება არ უვარგოდა" - მგონი კოტე მახარაძის გამოთქმაა. ჩანაფიქრში გეთანხმებით, მაგრამ შესრულებაში: 0 + 7 = 7 მიჭირს დათანხმება.
  23. ეს წაკითხული გექნებათ. The Vancouver Sun - ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა 16:58 29.07.2010 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [“ინტერპრესნიოუსი“] კანადური გაზეთი ამტკიცებს, რომ ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა. ვერა ქობალია კანადური ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერი არასდროს ყოფილა. ვისაც არა გაქვთ, აქ დაწვრილებით წაიკითხავთ
  24. პირადად პარტიებს ვურჩევდი რომ შეცვლილიყვნენ. საქართველოს კალაპოტში დაყენებას ბევრი არ უნდა. მაგრამ ამასაც ვერ მოახერხებენ დღევანდელი (გუშინდელი, შარშანდელი ძალები). რა უნდა საქართველოს კალაპოტში დაყენებას უკვე დავიწყე ადრე ამაზე ლაპარაკი ამ ფორუმზე არჩევნებამდე. არავის არ დააინტერესა. ეს გასაგებიცაა. სანამ საქართველოს კალაპოტში დაყენებას დავიწყებთ, თვითონ უნდა ვიყვეთ კალაპოტში. კალაპოტში - ე.ი. ჯანსაღ აზრებით ჯანსაღ გზას ვადგეთ. ეხლა რბილათ მოკალათებულები ტკბილ ილუზორულ აზრების ტყვეობაში ვართ. იმასაც არ გამოვყავართ ამ ტყვეობიდან, რომ რბილათ მოკალათების სივრცე ყოველ ეტაპზე მცირდება. რბილათ, უფრო რბილათ... დემოკრატიული გზით საქართველოს შეცვლის პერსპეკტივა არსებობს. ქართველების შეცვლის პერსპეკტივას ვერა ვხედავ!
×
×
  • შექმენი...