Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. ყველა სტრატეგიული ობიექტი მიშას ხელისუფლებამ რუსებს მიჰყიდა. ეს თუ არ იცი რა აზრი აქვს აქ კამათს?
  2. წარმოდგენა არა აქვს სატურნს ეკონომიკაზე. მაგას ეკონომიკა დროშა ჰგონია - აქნევ ამერიკულ დროშას და ეკონომიკა აშშ-ს ეკონომიკას გამოება. ახსნაც კი მეზარება ესეთი თვითდაჯერებული და გაუგონარი ოპონენტისთვის. ლარი გამოაბეს დოლარს. მორჩა მთელი მიბმულობა აშშ ეკონომიკასთან. ეს სანამ არ აღითქვეს. სანამ რეალურად არ ჩამოაცილეს ქართული ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკას. ვერ გაიგებენ რამხელა სისულელეა რუსეთთან ბრძოლა. რუსეთთან ბრძოლა იწყება ეკონომიკის რუსეთისგან ჩამოცილებით, რუსეთიდან ეკონომიური მიგრანტების დაბრუნებით. ამას კი ეკონომიკის გამაგრება და სამუშაო ადგილების შექმნა უნდა - ე.ი. მუშაობა! რაც ამ მთავრობას არ დასიზმრებია აქამდის. რუსეთის ეკონომიკისგან ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული არის კაზახსტანი. ისიც შორსაა სრული ჩამოშორებისგან - კაზახსანიდან ეკონომიური მიგრანტები რუსეთში თითქმის არ არიან.
  3. ძალიან გამობმულია ქართული ეკონომიკა რუსულ ეკონომიკაზე. და ეს არ შეცვლილა ნაცების დროს ... პირიქით, რუსებს უფრო მეტი სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს მიშას დროს.
  4. 24 საათში რუსეთში გაიზარდა ფასები. საქართველოში კი რამდენიმე კვირის შემდეგ... არ ვიცი რა პროგნოზი იყო ქართულ პრესაში 2 თვით ადრე. იქნებ ყველას შეგვახსენოთ. ისე, ერთი თვის წინ კი დავდე ამ ფორუმზე ინფორმაცია, რომ საქართველოს ბიუჯეტი სასტიკ დეფიციტს განიცდის და მიუხედავათ ამდენი დასავლური დახამარებისა, საგარეო ვალი ფანტასტიკურ 8 მლრ დოლარს მიუახლოვდა. როცა შევარდნაძის დროს 1,5-2 მლრ მერყეობდა...
  5. მერე მიშისტები არა ჰგვანან ყვავებს? ჩვენ და საქართველოს რომ დაგვყვავიან...
  6. ყვავებს დავემსგავსებით?
  7. მოკლედ, ორ უგულავას ერთი თბილისი არა ჰყოფნით!
  8. ზუგდიდში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციით იმუქრებიან http://presa.ge/index.php?text=news&i=12963
  9. მერე ვედრები რატომ არ დაურიგეს ხალხს, რომ ბაღები მორწყონ?...
  10. რუსეთმა მოადუნა ხორბლის ეკსპორტზე ემბარგო. ეხლა მოვიდნენ? რომ ეხლა იწყებენ...
  11. და თქვენმა შექმნილმა პროგრამებმა რამდენი პროცენტი ბალასტი გამოავლინა ნაცმოში? მათემატიკური სიზუსტით გვიპასუხეთ, თორემ თქვენს მიერ გასაყიდათ შეთავაზებულ მათემატიკის ნიჭს ფასი კაპიკებამდე დაეცემა ჩვენთვის თვალების ახელა პროფესია უნდა იყოს და არა ჰობი! კიდევ ერთი დილეტანტი გამოვავლინეთ ხელისუფლებაში!
  12. ამ ფორუმზე უკვე ავხსენი კარგა დიდი ხნის წინ და ანალგინიც დამთანხმდა. მეგონა ყველასათვის ნათელი რატომ... კარგი, გავიმეორებ. რუსეთი არის უდიდესი ექსპორტიორი ხორბლის. ეს ხანძრები რუსეთში ჯერ კიდევ მძვინვარებდნენ, როცა პუტინმა აკრძალა ხორბლის საზღვარგარეთ გაყიდვა. რუსეთში მეორევე დღეს 10-15% გაძვირდა პური. მერე იმპორტიორ ქვეყნებშიც (რომლებიც ყიდულობენ ხორბალს გარე ბაზარზე) გაძვირდა. საქართველო იმპორტიორია.
  13. ეხლა ვიგრძენი სხვაობა ქალურ და კაცურ ანეგდოტებს შორის. კაცი ესეთ ანეგდოტს ვერ მოიფიქრებდა. მადლობთ!
  14. ვერ გავიგე "ამოღერღე" დაისაჯა. და "ჯღაბნა" არ ისჯება?
  15. ზუსტად ეგ დაგიწერე ინფლიაციაზე.. მხოლოდ ქართულად. ამას კი მოდერაცია მიხედავს, როგორც "ამოღერღავ"-ს მიხედა.
  16. ამ სიტყვების მერე ჩემი "ზღაპრების" ლინკები ზეპირად უნდა დასდო. თორემ შენც იცი ვინც გამოდიხარ!
  17. მეც ეგ დაუწერე და ვერ გაიგო. ვერ გაიგებს, ეტყობა. სჯობია თავი გავანებოთ.
  18. რუსი მილიციელები უფრო სასტიკები არიან! 1. სუპერმარკეტში მიციის განყოფილების უფროსმა ხალხი დახვრიტა! დასდევდა და ხვრიტავდა... 2. მოსკოვში ქუჩაში მთვრალმა მილიციელებმა ცემით მოკლეს ახალგაზრდა საქართველოდან, გურცკაია 3. რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი მოიტაცეს 4 მილიციელმა. ცოლმა დაინახა, მილიცია გამოიძახა და გზაში დააკავეს. 4. რამდენიმე დღის წინ ბანკიდან გამოსულ ბიზნესმენს 12 მლნ რუბლი წაართვეს... მიიღე ორგაზმი, სატურნ? ეხლა ვერ ამოღერღავ "ზღაპრებიაო"
  19. ეს რუსეთია! Совершен налет на отдел СУ СКП по Московской области Неизвестные отжали решетку на окне первого этажа, связали сторожа— пенсионера из ГУП "Охрана" и проникли внутрь здания. GZT.RU 08:50 Неизвестные во вторник ограбили в Москве следственный отдел по расследованию особо важных дел следственного управления СКП РФ по Московской области, сообщил РИА Новости источник в правоохранительных органах столицы. РИА Новости 08:33 Преступники связали охранника, вскрыли 18 кабинетов и 25 сейфов в них, а затем скрылись. Взгляд (Абакан) 08:01 ესეთები ქართველებს შეუძლიათ? აქ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყოველ კვირა თავდასხმები მიდის რუსეთის სხვადა-სხვა ქალაქებში მილიციელებზე. ეს ინფორმაცია დახურულია ვლადივოსტოკში ბრძოლა რომ გაჩაღდა მილიციელების მკვლელების და სპეცნაზს შორის. მაგ დროს დახურეს მსგავსი ინფო, მაგრამ სამი თვეა გრძელდება თითქმის ყველა დიდ ქალაქებში. გაიხსენეთ, ახალგაზრდები რომ დაესხნენ მოსკოვის ოლქში, ქ.ხიმკი ადგილობრივ ხელისუფლების შენობას. ამის ტაკუნა აქვთ ქართველებს? მარტო იმის ტაკო აქვთ, რომ რუსებს "ჩმორიკები" უძახოთ. ენა გვაქვს მაგარი, ტაკოზე მაგარი ჭიქას მოუჭირეთ!
  20. აბა რეებსა კადრულობ? ეგ ამბავი ყველამ იცის გორში. პრესამაც გააშუქა. გასაგებია რომ საკუთარ მუნდირს იცავ და სხვების შეურაწყოფასაც არ ერიდები. როცა მამაჩემი შეეკითხა ერთ ხელისუფლების მოღვაწეს ამ ამბავზე, რადგან გახმაურებული იყო და დამალვა უაზრო, ესე გვიპასუხა. "კიო ხდებაო ეგეთებიო. მაგრამ შევარდნაძის დროს უფრო ხშირად ხდებოდაო". მოკლეთ, გაზეპირებული გაქვთ ხელისუფლების ღერძული ხაზი - "ამის გჯერა" და "შევარდნაძის დროს უფრო ბევრი ხდებოდა" - და ამ ღერძულ ხაზს ვერ გადაუხვევთ, ადამიანური თბილი და მგრძნობიარე სიტყვა არ წამოგცდებათ! საქართველოში ხალხს რომ პოლიციელების ეშინიათ, როგორც ბანდიტების, ამას სხვებიც დაადასტურებენ. კონფლიქტის ზონაში ნათესავის ნახვა გვინდოდა და ერთმა სამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე კაცმს გულახდილათ გვითხრა "პოლიციელებს ნუ სთხოვთ დახმარებას, ნერვებს მოგიშლიან და მაინც არ დაგეხმარებიანო. შეიძლება ფულის გამოძალვაც მოინდომონო". ნათესავი თვითონ ჩამოვიდა ჩვენს სანახავათ. მოვრჩეთ ქართველ პოლიციელებზე. აქ ფორუმით კი არ აფასებს ქართველი ადამიანი მიშას პოლიციელებს. ცხოვრებით! ყოველდღიური ცხოვრებით... ეგ ამბავი humanrights.ge აღწერილი. ზღაპარია ხალხის მიერ პოლიციელების სიყვარული. და მაგ ზღაპარს, სატურნ, თვითონ გვიყვები.
  21. რეიტერი დაინტერესდა და აი რა სტატია გვაჩუქა... http://presa.ge/index.php?text=news&i=12932 დევნილების გამოსახლების გამო საქართველო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [მეტ რობინსონი, მარგარიტა ანთიძე; “Reuters”] საქართველო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ომის დროს იძულებით გადაადგილებული ასობით ადამიანის სახელმწიფო შენობებიდან ძალით გამოსახლების გამო. სახელმწიფოს ამ შენობების გაყიდვის იმედი აქვს. აგვისტოს გამოსახლებები დევნილებთან დაკავშირებული იმ მასობრივი პრობლემის გადაწყვეტის მცდელობაა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში აჯანყებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტებიდან და მოგვიანებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომიდან მომდინარეობს. მაგრამ ის გამოსახლებული პირები, რომლებსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი (IDPs) აქვთ, ჩივიან რომ ისინი ძალიან ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს და ბევრმა ალტერნატიულ საცხოვრებელზე აჯანყებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში უარი განაცხადა. სხვები თბილისში ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის ავარიულ შენობაში შეასახლეს, სადაც საწოლები, გამათბობლები და საპირფარეშოები ერთ ოთახშია. აფხაზეთიდან დევნილები, თბილისში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ (ბევრი მათგანი ძველ საავადმყოფოებში, ბარაკებსა და გამომცემლობებში) მას შემდეგ, რაც 200 000 ადამიანი შავი ზღვის სანაპირო რეგიონიდან მას შემდეგ გამოიქცა, რაც ის საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ საქართველოს იურისდიქციას გამოეყო. 13 აგვისტოს, ათობით დევნილი ავტობუსებით გადაიყვანეს შორეულ სოფელში, თბილისიდან 350 კილომეტრის დაშორებით აფხაზეთის საზღვართან, სადაც მათ მისცეს გარემონტებული ბარაკები ელექტროგაყვანილობის, ავეჯის და სამუშაოს პოვნის პერსპექტივის გარეშე. ამ კვირას გაერო-ს დევნილთა სააგენტომ (UNHCR) შეშფოთება გამოსთქვა იმის გამო, რომ გამოსახლებები „აუცილებელი გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ცირკულაციის გარეშე განხორციელდა“, თუმცა განაცხადა რომ პროცედურების გაუმჯობესების მხრივ პროგრესიც იყო. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას გამოსახლებაზე ხუთი დღით ადრე ზეპირი გაფრთხილება მისცეს და ცოტა რამ უთხრეს ახალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობაზე. ზოგიერთების თქმით, ისინი საერთოდ არ გაუფრთხილებიათ. „აბსოლუტური მინიმუმი“ „მთავრობას ყველა მათგანის განსახლების პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ყველასთვის სახლების რაიონებში შეთავაზება სწორი არ არის“ – განაცხადა ეკა ფოფხაძემ, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციიდან“. „ისინი აქ მუშაობენ, მათი შვილები დედაქალაქის სკოლებში და ინსტიტუტებში სწავლობენ. როგორ შესძლებენ ისინი დღეს ქალაქის დატოვებას?“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო კრიტიკას უარყოფს. -„არც ერთი მათგანი ქუჩაში არ დარჩება“ – განაცხადა მთავარმა ადმინისტრატორმა ვალერი კოპალეიშვილმა – „პროცესი გარკვეულ დროს დაიკავებს და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დევნილი არ დაკმაყოფილდება“. ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა აგვისტოს ანგარიშში საქართველოს მოუწოდა ომის გამო იძულებით გადაადგილებულ პირებს „მინიმუმზე მეტი გაუკეთოს“. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათი დასაქმება, ჯანდაცვა და შეღავათები. ანგარიშის თანახმად, დევნილთა 42% დღემდე საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და ბარაკებში ცხოვრობს. ამ კვირას აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფმა, რომელიც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან გამოასახლეს, სამინისტორს კიბეებთან პროტესტის ნიშნად პირი აიკერა. „სად უნდა ვიშოვო საჭმელი, როგორ უნდა ვჭამო?“ – სთქვა 72 წლის დევნილმა ლუბა თოდუამ, რომელსაც პირი არ აუკერია. „რას აკეთებდა ჩვენთვის (ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ) შევარდნაძე და ახლა ესენი რას აკეთებენ?“ – დასძინა თოდუამ, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ალტერნატიული საცხოვრებლის მიღებაზე უარი განაცხადა. საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია დევნილების მხარდამჭერ ქუჩის პატარა აქციებს აწყობს, ცდილობს რა ოპოზიციის გაცოცხლებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალკვირიან აქციებს გადაურჩა, როდესაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა საქართველოს თავდასხმას სამხრეთ-ოსეთზე. ომი სააკაშვილს დასავლელი მოკავშირეების ნდობის ფასად დაუჯდა, რომელთა უმრავლესობა უკვე შეშფოთებული იყო პრეზიდენტის აშკარა ავტორიტარული დამოკიდებულებით დემოკრატიის და თავისუფალი მედიის მიმართ. foreignpress
  22. ჰოო...მაინც რა არის ინფლიაცია? აგვიხსენი. სულ ჩვენს, ბნელების, განათლებაში ხარ და.. ისევ ბნელებათ ვრჩებით ინფლიაცია არის ფულის გაუფასიურება. ფასების მომატება პირდაპირ იწვევს ინფლიაციას. როცა ერთსა და იმავე პროდუქტების კალათაზე დახარჯავ მეტ ფულს, ეს ნიშნავს, რომ ფული გაუფასიურდა! ხორბალთან და ხანძრებთან რუსეთშიც უკავშირებენ პროდუქტების გაძვირებას. მაგრამ აქ ბევრს მიაჩნია, რომ ეს სპეკულიატიური გაძვირებაა და ხელოვნურად ხანძრებია მომიზეზებული.
  23. ეს რუსეთია! საშინელი და უზარმაზარი... http://news.ngs.ru/more/71220/ Чисто школьное убийство Женатый 56-летний завхоз убил 38-летнюю учительницу начальных классов из ревности к ее новому ухажеру
  24. აი ეს რუსეთში მოხდა. აი ესეთი ქვეყანაა... http://kp.ru/daily/24548/725773/ Банда головорезов устроила вооруженный дебош на рок-фестивале в Миассе მეცინება ხოლმე, როცა მესმის რომ საქართველო ამ ქვეყანა "ებრძვის" ისევე გამეცინებოდა, რომ რომელიმე იუზერმა დაწეროს ვალუევი უნდა ვცემოვო. მაგრამ საკუთარ თავს უფრთხილდებიან სამშობლოს კი არ უფრთხილდებიან. როცა სამშობლოს საკუთარი თავივით გაუფრთხილდებით, საქართველოში ყველაფერი იქნება! მე ამის დიდი იმედი მაქვს. ეხლა კი რუსებზე წაიკითხეთ და დასცინეთ
×
×
  • შექმენი...