Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. ქართულათ 100-ჯერ და რუსულათ 7-ჯერ?
  2. მოსკოვშიც ეგრეა. თან ავტომატები დგანან უმრავლეს პროდუქტების მაღაზიის შესასვლელში - ალუმინის ლუდის ბანკებს იღებენ და წვრილ ფულს აძლევენ. არ ვიცი რამდენს აძლევენ, არასდროს მისარგებლია.
  3. ლამაზია! რა ჰქვია თქვენ ხელობას? ამ სარეკლამო ფარებს რა ტექნოლოგიით აკეთებთ?
  4. სულიმა იამადაევის დასაფლავებაა ხვალ. კომიდან ვერ გამოვიდა. სულიმას გარეგნობაზე რას იტყვით? აქ ჩეჩნები ცალ-ცალკე არ დადიან, ხუთი - ექვსი და ექვსზე მეტნი... ადვილათ ამოიცნობ, რომ ჩეჩნები არიან. რაღაც განსაკუთრებული სილამაზე-სიმახინჯე ვერ შევამჩნიე. ისეთებიცა ჰყავთ და ესეთებიც.
  5. კარგი კითხვაა! დიდი ხანია მინდოდა ერთი ამბავი მომეყოლა თქვენთვის. მოსკოვში მანქანა დავიჭირე. მერე გამოირკვა, რომ მძღოლი აფხაზი იყო. სულ 10-15 წუთი ვიმგზავრეთ და ამ 10 წუთში იმდენ რამეს მივხვდი, ზოგჯერ წლები არ გეყოფა. უცებ მესმის მძღოლი თავისთვის ხმამაღლა ამბობს: - Это чабан. Этого не пропустим. არ მივაქციე ყურადღება. მერე ისევ მესმის: - И это чабан. Этого не пропустим. ვიღაც კავკასიელი მოვაჭრე დანგრეულ მანქანით ცდილობდა მოხვევას. მერე შავი ვოლგა გაატარა სიტყვებით: - Это человек. Его пропустим. უკვე დავინტერესდი და დაველაპარაკე. აფხაზი აღმოჩნდა. მაგისი ძმა სამშენებლო კომპანიის მფლობელი. ეს კი თავის ძმასთან თავისი მანქანით მძღოლად მომუშავე. ეგრე 55-60 წლის კაცი. რადგან აგრძელებდა "ჩაბანებათ" და "ჩელოვეკათ" შემხვედრ მანქანების მძღოლების დაყოფას, დავაკვირდი ვინც მაგაზე მაგარი იყო (რუსები, მდიდარი მანქანები) "ჩელოვეკები" იყვნენ, ვინზეც მაგარი თვითონ ეგონა თავი "ჩაბანები" (კავკასიელები). გავბედე და შევეკითხე: - А если азербайджанец будет на крутой машине с охраной, это "чабан" или "человек"? - Это человееек! - А если без охраны? შემოტრიალდა ჩემსკენ, შემომხედა და ზიზღით ხმაში თქვა: - Чааабан... არაფერი აქ სასაცილო არ არის. ჩაბანების ფსიქოლოგიის ნათელი მაგალითია. ამერიკელები ძლიერები არიან, რუსები სუსტები. ჩვენ? ჩვენაააა?....
  6. რავი, მე არ ვუსმენ რუსულ პოპსას და თქვენსკენ რამ გადარია ხალხი? საერთოდ რა მოსასმენია? ხალხის დონეა რაღაც გაურკვეველი ჩემთვის..... ჰოო, იმიტომ კი არა, რომ რუსულია. იმიტომ, რომ არაფრის მომცემია.
  7. მეც ეგრე დაუჯერებლად აღვითქვი. მაგრამ მაგის "მტკიცებების" არაფერი არ მესმის... არც სპარსულის, არც სომხურის, არც აი ამის "ქართულად იბერიაც ხომ იგივეს ნიშნავს. “ბერ” მგელია ხოლო “იბერია” მგლების მხარე." მაგიტომ გკითხეთ სულ ყველას.
  8. EJDER : “ჩვენ მგლები ვართ! რაც შეეხება სიტყვა: „georgia“-ს ეს „შეგვტენეს“ და ჩვენც „ჩავასუხარეთ“. სპარსულად „Gorg“ ხომ მგელს ნიშნავს (ვახტანგ გორგასალი გავიხსენოთ) რუსულადაც გრუზია „Gurk“ და სომხურადაც საქართველოს „ვრასტან“ ქვია ხოლო ქართველს – „ვრაც“ ანუ, მგელი. სპარსელებს და სომხებს სულ რომ დავანებოთ თავი, ქართულად იბერიაც ხომ იგივეს ნიშნავს. “ბერ” მგელია ხოლო “იბერია” მგლების მხარე. ამდენი პირდაპირი მინიშნების მერე ისტორიკოსების მხრიდან მიწის მუშაზე ლაპარაკი (გეორგიას ხომ ასე “შიფრავენ”) ნამდვილად არასერიოზულია... ალბათ გაგიგიათ, რომ ამბობენ ქართველი იესოზე მეტად წმინდა გიორგის აფასებსო... ეს იმის ბრალია, რომ სინამდვილეში არა წმინდა გიორგი არამედ თეთრი გიორგი იყო ჩვენებური მთვარის ღმერთი და მხოლოდ ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ჩაანაცვლეს ის წმინდა გიორგით... თეთრი გიორგის მეორე, სვანური სახელია “მამბერ” ანუ მგლების მამა ან მეფე მგელი. თუ რატომ უწოდებენ ქართველებს ყველა ენაზე მგლებს და რატომ ცდილობდნენ ეს დაგვევიწყებინა, ეს კიდევ ცალკე თემებია...” საინტერესოა ამ კაცმა რა იცის, სომხურად “ვრაც” მგელს რომ ნიშნავს? სომხებმა უთხრეს? ისე კი, ჩვენში დარჩეს და, რას ნიშნავს და საიდან მოდის სიტყვა “სომეხი”. უეჭველად, მეხთან აქვს კავშირი. მეხი დაგეცესო… ბოლო “სო” და პირველი “მეხი” რომ შევაერთოთ, “სომეხი” გამოდის… http://presa.ge/index.php?text=news&i=12808
  9. თვალებს ნუ გავახელთ, ბატონებო! თვალებს ნუ გავახელთ... თავებიც დავღუნოთ!
  10. საქართველოც მოთხარეს! გულიდან უკვე ამოითხარეთ საქართველო?
  11. კი არ მოპარეს... ყველაფერი უფრო ბევრად რთულია. და პრიმიტიულად "მოაზროვნე" იუზერებს, რომლებსაც "სტალინზე" წითელი ენთებათ ამას ვერ აუხსნი ადვილად. დაჩიმ უდიდესი თემა გახსნა! მსოფლიო ბატონობის თემაა და არა სტალინის თემა... 1. რატომ კაცთმოყვარე და ჰუმანიურობით სავსე დასავლეთმა ააფეთქა ატომური ბომბი უკვე დამარცხებულ და კაპიტულიაციის მოლოდინში მყოფ იაპონიის ქალაქებში? 2. რატომ გულაგში ხალხის დახოცით "გულნატკენი" იუზერები ხიროსიმასა და ნაგასაკის მოსახლეობის დახოცვას არანაირად არ განიცდიან? საერთოდ ეს იუზერები სტალინამდის მასსობრივად დახოცილ ხალხზე ხუჭავენ თვალს! აი აქ ავლენენ ეს იუზერები თავიანთ ნამდვილ სახეს 3. რატომ გადასცეს ამერიკელმა მეცნიერებმა საკუთარი ინიციატივით ბერიას აგენტებს საიდუმლო მასალები ატომურ ბომბის შესაქმნელად? იცით? არ იცით! თემის მიჩქმალვა კი გინდათ! "ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდს" რატომ უყურეთ თავიდან ბოლომდე? რა საჭიროა ერთ პოლიარული მსოფლიო? ნებით თუ უნებლიეთ, თქვენ ამ პროცესსებში მონაწილეიბთ. და ამ თემას თუ გაექცევით, საკუთარ თავს მაინც ვერ გაექცევით!
  12. ამბობენ საბჭოთა ატომური იარაღის შექმნაში ლავრენტი ბერიას მიუძღვის უდიდესი როლი-ო. ფაქტიურად მაგან მოუხდინა ორგანიზება სამუშაოების ჩატარებას და მაგისმა აგენტებმა გადმოიბირეს ამერიკელი მეცნიერები საბჭოთა კავშირის მხარეს-ო... ეგრეა? თქვენ რა იცით?
  13. მე უკვე მოგწერეთ რომ ბიუჯეტია სასტიკ გაჭირვებაში. მაგრამ ეგეც არ ამართლებს მთავრობის ესეთ საქციელს. რამე ალტერნატივა უნდა დაუტოვონ ავადმყოფ ბავშვებს.
  14. კვალიფიცირებულად წერთ! ალბათ გაუქმების სამაგიეროთ რაღაც ღონისძიებები უნდა მოსთხოვონ ხელისუფლებას "განსაკუთრებულათ მოთხოვნილებების მქონე პირებმა" და ოპოზიციამ. მაგალითად კომპიუტერები და ინტერნეტი ყველას, რომ დაშორებულად შეეძლოთ სწავლა და განვითარება. ამ მოთხოვნებით თუ გამოვლენ, ხელისუფლება დასავლეთის დასანახათ მაინც რამეს გააკეთებს იძულებით. ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები კონსტრუქტიული უნდა იყვეს. მარტო ემოციები არაა ეფექტური. მაგალითად, როცა დევნილებს ყრიდნენ თბილისიდან, ემოციური პროტესტის გარდა რაღაც კონსტრუქტიული უნდა მოეთხოვათ.
  15. lasha_alo, თავს არ გამოვიდებ, რომ რასაც დავწერ ყველაფერი ეგრეაო. მითუმეტეს თხილის ბაზრის ტრენდები საერთოდ არ ვიცი. მაგრამ ზოგადად ესე იქნება. წინადადება გაიზარდა, მოთხოვნა კი არა. ფასი კონკურენციამ დასწია. შეიძლება მაფიამაც ითამაშა დემპინგზე. ამას მე ვერ დავამტკიცებ.
  16. ეხლა მივხვდი რატომ დასდევთ ბაბუაგიორგის ყოველ თემაში
  17. კარგია, რომ Nukriko თავისი თვალით ნახულს ყვება! იქნებ სხვებიც იყავით რეგიონებში და თქვენი დაკვირვებები დაწეროთ?
  18. გახდომას ცდილობთ? რამდენი ზედმეტი კგ გაქვთ?
  19. ისე მაგარი საიტი დასდეთ. ხშირად შევიხედავ ხოლმე. მაგრამ მაგათტან ერ კიდევ 2008 წელია! http://geostat.ge/?action=page&p_id=427&lang=geo სოფლის მეურნეობა
  20. აბსოლუტურათ მართალი ხარ! ეს დასკვნა გავაკეთე ჩემთვის და იმითა ვხსნი, რომ ეკონომიურათ დასსუსტებული, საკუთარ ფეხზე ვერ მდგარი ადამიანის მართვა და მანიპულირება ხელისუფლებისთვის უფრო ადვილია. ხურვალეთიდან და ნიქოზიდან ვიდეოებზე ხომ უყურეთ ხალხს როგორ ეშინია ხმის ამოღება!
  21. მე არ ვამართლებ. მე უკვე მერამდენედ ვცდილობ ყველას ვუთხრა, რომ ცხოვრება მატერიალურია. რომ პოლიტიკაა ეკონომიკის გაგრძელება და არა პირიქით. რომ როცა ეკონომიკას მოწყვეტილად ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, მაგრა ვცდებით. რომ არჩევნებით ჩვენ ბიუჯეტს ვაბარებთ ხელისუფლებას. ამ საყრდენს როცა ყველანი მოვძებნით, საზოგადოების პოლიტიკური კულტურა უფრო მომწიფდება. ოპოზიციური კულტურაც.
  22. რუსეთშიც გაძვირდა დიდიხანია. რუსეთი ხორბლის ექსპორტიორია და ხანძრების დროსვე გააძვირა. აბა რუსეთში ხანძრები რომ უხაროდათ, ესმოდათ რომ ხანძრების და გვალვის გამო პროდუქტები გაძვირდებოდა? სატურნი როგორ არჩევს ხორბალი, გაზი, ბენზინი რუსულია თუ არა დიდი საიდუმლოებააააა
×
×
  • შექმენი...