Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. კანონი არა კრძალავს პოლიტიკური პორნოგრაფიის გავრცელებას (მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწვეულ და წინასწარ მითითებულ მარშრუტით დასავლეთელი ჟურნალისტების მოგზაურობას და დანახულის გავრცელებას)?
  2. კანონიერათ პორნოგრაფიულ მასალებს "ცრუსთავი-2" ავრცელებს. დღეს ერთ რუს ფირმის უფროსისგან გავიგე, რომ საქართველო 2-ა ადგილზე გავიდაო ძვირფასი ავტომანქანების დეტალების გამოშვებაშიო.. ამიხსენით ეს მართალია თუ პორნოგრაფიაა (შიშველი ტყუილი)?
  3. იაპონელებს იაპონურ ენაზე გამოკითხავს. თან ცოლსაც წაიყვანს, რომ იაპონური შეუსწოროს, თუ შეეშლება... მოკლედ, მთელი დელეგაციის ტოლ თანხას დახარჯავს "მკაცრ რეაგირებაში"! ეს ის მკაცრი გორის ყოფილი გუბერნატორია, რომელიც არ გამოცცხადდა გორის დასაცავად რუსებისგან(ცირეკიძესასვით შეხვედრაზე კი არა) და პირველი გაიპარა გორიდან სიმკაცრე გაახსენდა... ეს ის სავარძლიშვილია, რომლის გუბერნატორობის ბოლო დღეს აიღეს სტალინის ძეგლი... ეს ის სავარძლიშვილია, რომელიც თავისი გუბერნატორობის დროს სანახევროდ სამსახურში არ გამოცხადდებოდა... თუ ვინმეს სჯერავს, რომ ეგ ცირეკიძეს გამოუცხადებლობამ განააწყენა?
  4. "მაესტროში" ამბობდა მიშა ეგრე ურტყავსო. მოედანზე ვის გამოაჯავრა?
  5. მაინც რას სჩადიდონენ ჩვენი მეფეები, რომ თქვენი მეფე ვერ შეედარა? "არ ვარ მიშისტი, მაგრამ იქნება და დათვრა ცოტა და გაერთო, რა მოხდა არ აქვს უფლება?" - ცოტა ხომ? მთვრალმა აწ დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტი ღამე ახალგორში წაათრია და ინციდენტი სროლით გაითამაშა. რა მოხდა არ აქვს უფლება.
  6. მე არ ვუყურებ რუსულ არხებს, გული მერევა. ქართულს მითუმეტეს ვერ ვუყურებ. წარმომიდგენია რა სამთქნარები საყურებელია. მაგრამ, მაინც თქვენი უფრო დასაბუთებული ახსნა მაინტერესებს. ღოგორ ადარებთ და როგორ აფასებთ? რუსულ არხებზე უსასრულოდ რუსეთში გადაღებული ტელეფილმები და ტელესერიალებია: რუსულ ცხოვრებაზე დეტექტივი, კრიმინალი, მელოდრამა. ეგ ერთია განსხვავებაა. ალბათ საქართველოში ვერ იღებენ მაგდენ ტელეფილმებს ქართულ ცხოვრებაზე და სულ სერიალებს ატრიალებენ...
  7. ეფიოპიაში ფეხშიშველები დარბიან და სირბილში მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები ხდებიან. ეს არაა მიზეზი, რომ ფეხშიშველა ვირბინოთ და მოედანზე ყანა გავაშენოთ... არაა საჭირო ყოველთვის აღტაცება და აღშფოთება, ზოგჯერ თავშეკავებული ანალიზია საჭირო. ისრაელის ნაკრების და საქართველოს ნაკრების რეიტინგები როგორია? აი ეხლა ვნახე (გადაამოწმეთ, იქნებ დაძველებულია): 37 ადგილი ისრაელი 111 ადგილი საქართველო (ზიმბაბვე, ტანზანია, რუანდა-ს კომპანიაში). როდის ვისწავლით მეტოქის შეფასებას? სპორტი ამით იწყება!
  8. lasha1997, ამ ბმულზე რას იტყვი? საეჭვოა გრინ კარტა? http://html3.usagc.org/step1landing_rus.html?afk=ADvFXScanrus
  9. მადლობ პასუხზე! რაც მიპასუხე ეგეც საკმარისია.
  10. რომელ ბმულზე უყურებ? ანგარიში 0:0, მეორე ტამი მიდის.. თამაშობენ როგორ ჩვენები?
  11. 8 წლის უკან და დღეს სამაჩაბლო ერთი და იგივეა? 8 წლის უკან გალში დაიწყო ქართველების დაბრუნება და ეხლა კოდორიც დავტოვეთ. 8 წლის უკან რუსები ქართველ მფრინავებს ამზადებდნენ კრასნოდარში და დღეს ეგ წამოგიდგენიათ? 8 წლის უკან სახელმწიფო ვალი 1,5-2მლრდ დოლარი იყო, დღეს 8 მლრდ. 8 წლის უკან სტამბულში ხელი მოაწერებინეს რუსებს მძიმე ტექნიკის გაყვანაზე საქართველოდან და დღეს ევროპელებს არ უშვებენ რუსები სამაჩაბლოში და აფხაზეთში. გაზსადენის და ნავთობსადენის პროექტი შევარდნაძის განხორციელებულია და მიშას მიერ ჩაფლავებული. პირადი თქვენი დამოკიდებულობა შევარდნაძის მიმართ არაა საკმარისი, რომ მე ეს ფაცტები არ დავინახო. ჰოო... პუტჩის დროს 3 წლისა ვიყავი. შეგიძლიათ ყველაზე პატარა პუტჩისტად გამომაცხადოთ.
  12. მე წაკითხული მაქვს თქვენ საიტზე დადებული ეგ სტრატეგია. თქვენ ეკონომიური მეთოდების მომხრე ხართ მაგ საქმეში და მაგაში გეთანხმებით. რეალურათ, ჩვენნაირმა ხალხმა სხვა რა უნდა დაწეროს? მაგრამ პრაქტიკულად, დღეს ხელისუფლება არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, რომელსაც მაგ ან სხვა პროგრამის განხორციელება შეუძლია.შევარდნაძის მიდგომამ უფრო დააშოშმინა სიტუაცია და უფრო ახლოს ვიყავით კონფლიქტების მოგვარებასთან. 8 წლის უკან გამოვიარეთ სამაჩაბლო ოჯახთან ერთად და ეხლა გაოცებას ვარ, როცა ვადარებ მაშინდელ მოგონებებს და დღევანდელ ამბებს. ამაზე ცალკე თემის შექმნა ღირს! შევარდნაძის ყველა მიღწევა განიავა მიშამ. გავიმეორებ, რატომ იძახიან მიშა შევარდნაძის საქმეს აგრძელებსო?
  13. akkai, პირადად შენ პატივს გცემ. მაგრამ ამ პოსტს მაინც დავწერ. ჩემი შიშით მართვა არ შეიძლება! ამიტომ მხვდება თვალში ეს უსუსური შიშების დანერგვა ხელისუფლების მხრივ: 1.ოპოზიციის გამოსვლებს რუსების ჯარის შემოსევა მოჰყვება, 2.მიშა წავა და ქურდები გაბლატავდებიან, 3.მიშა წავა და შუქი არ გექნებათ, როგორც მიშამდე არა გქონდათ, 4. ამის შემდეგ 92 წელში დაბრუნდებით... რატომ უნდა დავბრუნდეთ უკან? წინ წავალთ! არეულობას მხარს არ ვუჭერ, სანამ გამოსავალს ვხედავ არეულობის გარეშე.მითუმეტეს პოლიტიკური პარტიების მიერ თუ იქნება წამოწყებული. შენ კი თემა რომ გახსენი "სამშობლო თუ კარიერა" (დაახლოებით ეგრეთი შინაარსისა იყო), შეგეკითხე "მიშამ რომ საქართველოს საზიანოთ ბრძანება მოგცეს და კარგათ გადაგიხადოს, რას აირჩევ?" (შენ თვითონ უსვამდი ფორუმელებს კითხვას - მტერმა რომ კარგათ გადაგიხადოთ, საქართველოს საზიანოთ რამეს გააკეთებთო?). მაშინ არ მიპასუხე. ეხლა მიპასუხე თუ არ გიჭირს პასუხი. და ბოლოს. ვისაც მიშა და საქართველო ერევათ ერთმანეთში, იმათი ფასი ერთი მანეთია. შენზე არა ვლაპარაკობ, akkai.
  14. არც ერთი დღევანდელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური გაერთიანება სანდო არ არის ჩემთვის. ესეთები რომ ჩადგნენ ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ამიტომაც არის ხალხი გაჩუმებული. არ გავაგრძელებ აზრს. გავიმეორებ, რომ ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა! და ყველა პოლიტიკური ძალა (ხელისუფლება და ხელისუფლების პრეტენდენტი) ამ ხმის მიხედვით უნდა განლაგდეს ხალხის მოთხოვნების მიხედვით.
  15. Встречать К.Райс в Батуми М.Саакашвили счел недостоинным президента. И решил дождаться пока она сама приедет к нему на прием.
  16. დღეს ხალხი სდუმს (პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყვანილ ხალხზე არ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ იმ ხალხზე, რომელიც დუმს) და მარტო ხელისუფლებაა ერთად ერთი ძალა. ამითომ ამოეტმასნენ ხელისუფლებას კარდუები, დუ იაქები და იაქები. როცა მეორე ძალა, ხალხი, ხმას ამოიღებს კარდუების რიცხვი მკვეთრად შემცირდება. კოსტიტუციით ხალხია ძალაუფლების მატარებელი. ეხლა კი მარტო ხელისუფლება ატრიალებს ყველაფერს. აუცილებელი კიდევ ერთი ძალის ხმა ისმოდეს ქართულ სახელმწიფოში, ხალხის ხმა. მაშინ ვერც 20 ლარად, ვერც დაშინებით ხალხს ხმას ვერ წაართმევენ ვერც ნაცები და ვერც ვერავინ ნაცების მერე!
  17. არ მითქვია საპროტესტო აქციებზე. ყველამ ყურადღებით წაიკითხეთ. აქ გეშლებათ, არავითარ პროტესტზე არ ვლაპარაკობ. მითუმეტეს არავითარი პოლიტიკური პარტიების პროტესტზე არ ვლაპარაკობ. მხოლოდ ხალხის მიერ თავისი კონსტიტუციური (მესმის, რომ ეს სიტყვაც კი გაღიზიანებთ) უფლების გამოყენებაზე: ხმა მაღლა თქვას რა ამოცანებია ხალხისთვის გადაუდებლათ გადასაჭრელი. გადაიჭრება ეს ამოცანები და ხალხი ამოისუნთქავს. დარჩენილ ვადაში მიშამ რომ ხალხის პრობლემები გადაწყვიტოს სჟობია, ვიდრე გაანიავოს დარჩენილი რესურსი. შემდეგ წელს ხალხი თავიდან წამოაყენებს თავის მოთხოვნებს. და თავიდან იტრიალებს ხელისუფლება, შესასრულებლად. არ შეასრულებს, წავა. ხალხის მოთხოვნის იგნორირებას ვერ მოახერხებენ. ეს პოლიტიკური პარტიების პროტესტი არაა!
  18. რა არის მთავარი: 1. ცხოვრება აეწყოს საქართველოში და ნებისმიერი ხელისუფლება (ნაცებიც) ხალხის სამსახურში ჩადგეს, თუ 2.ნაცები წავიდნენ ნებისმიერი გზით და არც ახალი ხელისუფლება (როგორც ნაცები დღეს) ხალხის მსახურში არ ჩადგნენ. ჩემი შემოთავაზებული პირველი ნაბიჯია, რომ არეულობის და სისხლის ღვრის გარეშე გამოსწორდეს პოლიტიკური სისტემა და ხალხის ცხოვრებამ აწყობა დაიწყოს. ეს საბოლოო ნაბიჯი არაა, პირველი და აცილებელი. მაგრამ არა საკმარისი...
  19. გარემოცვა, რომელიც მაგის თანხმობით და მაგის ზურგს უკან ძარცვავს საქართველოს, არ გაუშვებს. გარემოცვის ტყვეც არის!
  20. არ გვინდა გვამები! ხალხმა უნდა გამოიყენოს თავისი კოსტიტუციური უფლება! მაგას ვერავინ, ვერასდროს, ვერსად ვერ შეედავება. ხალხი რომ დუმს, ამიტომ ჭინკაობს ხელისუფლება და ოპოზიცია!
  21. აი ზუსტად მაგიტომ ეს მოთხოვნები ხლხმა უნდა წამოაყენოს და არა პოლიტიკურმა პარტიებმა! ხალხზე ვერ იტყვიან რუსების აგენტები არიანო. ხალხზე, ხალხის მოთხოვნაზე დასავლეთი დაგმობს! აქამდე ხალხის ხმა არ ისმის, მარტო პოლიტიკური პარტიების. ეს სახალხო ფორუმი ზეპარტიული უნდა იყვეს!
  22. დღეს ყველა საიტი დაფრინავს, მხოლოდ პლანეტა ხან იხსნება, ხან არა.. დაცოცავს. იქნებ რამე სწრაფ სერვერზე გადაიტანოთ? დროს ვკარგავ უაზროთ, როცა 2-3 წუთს ვკარგავ 2-3 წამიან მოქმედებაში. რამდენიმე პოსტი ვერ გამოვგზავნე, საერთოდ მიუწვდომელი გახდა პლანეტა. განყოფილებებზე ვერაფერს ვიტყვი. მე ქართული პოლიტიკა მაინტერესებდა. სხვა განყოფილებები არ მაინტერესებს.
  23. არც მე ვუყურებ! აბა ძნელი წარმოსადგენია: 1. რომ მიშა ვერასთან ერთად შეხვდებოდა 2. ვერა სამინისტროს ახალ ლოგოტიპის გარდა რაზე უნდა ელაპარაკოს ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს? ჩათვალეთ, გავიხუმრე.
  24. ლაშა_ალოსთან დიალოგში უკვე დავწერე. უნდა დაიწყონ ეკონომიური, მატერიალური მოთხოვნებით: 1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრების გაფართოება. საზღვარგარეთ ლობირება. ირიგაციული სისტემების შექმნა. 2. სამუშაო ადგილების შექმნა. 3. ახალგაზრდებს დაოჯახების პირობების შემქნა. 4. დევნილების ცხოვრების დონის სტანდარტის მიღება და რეალიზება. თავიდან 2-3 მოთხოვნაც საკმარისია. ხელისუფლება ასრულებს მოთხოვნებს - რჩება. არ ასრულებს, ადგილს უთმობს ვინც შეასრულებს. ესე შეიცვლება პოლიტელიტის ჩამოყალიბების მექანიზმი და პოლიტსისტემაც. პოლიტსისტემა ხალხის მოთხოვნებებზე იქნება ორიენტირებული. ყველაფერი დემოკრატიის ფარგლებშია. არავითარი ბახი-ბუხი, აჯანყება, გადატრიალება, 9 გრამი და სხ. არეულობები. წყნარათ, მშვიდათ ხალხი ხელისუფლებას იქირავებს სამუშაოთ!
×
×
  • შექმენი...