-
პოსტები
1.392 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი GeoStream
-
როცა ქართულ სოფლებს წვავდნენ და მიწასთან ასწორებდნენ რატომ მაშინ არ გამოიჩინეს დღევანდელი სიმტკიცე? სუსტებზე ამტკიცებენ თავიანთ "პრინციპებს"! როცა უმცროსმა კადაფიმ თქვა "ამ კლოუნმა ჯერ ფული დააბრუნოს, რომელიც ჩვენგან აიღო"-ო, სარკოზიმ რუსი ბრატკებივით ვალის დაბრუნებას მოსპობა არჩია! ამ კლოუნმა რა სპეკტაკლი გაითამაშა, როცა რუსებთან ჩვენი ხელშეკრულების პროექტი სწორე "ვერ" გადათარგმნა 2008წელს ! სარკოზიმ თუ თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი გაანთავისუფლა ტუნისელ ბიზნესმენთან ნაცნობობის გამო, ეხლა უმცროსი კადაფის სიტყვების გამო, თვითონაც უნდა გადადგეს! მაგრამ "პრინციპებს" მარტო სუსტებზე ამტკიცებენ სუსტი სულები! კიდევ ნობელის პრემიის კომიტეტი მახსენდება, ამ ინტერვენციის მამოძრავებელ ძალას "მშვიდობის პრემია" რომ მიანიჭა ევროპული ფასეულობების სიყალბე თვალსა ჭრის....
-
ჰოდა ზუსტად მაგიტომა მყავს ეგ იგნორში.
-
ჩემი ნაცნობი, მეგობარს ვერ დავარქმევ (ერუდირებული ხალხი არ მეგობრობენ, უფრო ინტერესით, ცნობისმოყვარეობით უყურებენ ერთმანეთს), საქართველოში წამოვიდა. სამსახუზე აიყვანეს და ხელფასი იმაზე მეტი დაუნიშნეს ვიდრე შეჰპირდნენ. როცა ჰკითხა "რატომაო", ფირმის პირველმა პირმა უპასუხა "ერთგული ხალხი მჭირდებაო". თანაც რამდენჯერმე გაუმეორა ერთგულებაზე. უკან წამოვიდა. მე მითხრა "მაგას ჩემი ყიდვა უნდა და არა ჩემი მუშაობისაო". თანაც დაუმატა "იქნებ ისიც ვინმეს ერთგულიაო" ამ პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ახალი თაობა არ იცხოვრებს. არაბმა ახალგაზრდებმა ეს უკვე დაანახეს თავიანთ საზოგადოებებს. ესეთივე დამძიმებული პირობებია რუსეთში. საქართველოს პოლიტიკური სისტემა რუსეთის პოლიტიკური სისტემის ტყუპია! რუსების და ქართველების მენტალილტეტი, ჩვევები არაფრით არ განსხვავდება. რატომ? მაგას ყველა თავისებურათ ახსნის და მართალი იქნება ყველა თავისებურათ... მთავარი სხვა რამეა - ამ სისტემას კატა-თაგობანა არ უნდა ეთამაშო. ეს სისტემა ყოველთვის თაგვად გაქცევს მოთამაშეს! ამიტომ დისტანცია საკმარისი უნდა იყვეს. xrova, თუ საბა წიწიკაშვილი ბრძანდებით, ჩემი დიდი პატივისცემა! თუ არა და გადაეცით ეს სიტყვები საბას. საბას რომ არ დაეწერა ის ფაქტები, როცა ჩინჩილაკაშვილი (ვარძელაშვილის მოადგილე) რომ ბორისოვს მანქანით აკატავებდა და მერე როცა გამოირკვა ბორისოვის ტელეფონით მოსკოვში აბაშიძესთან საუბარი გენერალ დუმბაძის განთავისუფლებაზე, სულ სხვა წარმოდგენა მექნებოდა 2008წლის ომზე. წერეთ მხოლოთ ფაქტები. ეგეც ამომწურავად საკმარისი წვლილია ამ რეჟიმის დასუსტებაში! ერთი კითხვა, თუ საბა ბრძანდებით. ტელეკომპანია "თრიალეთის" გარშემო რა ინსცინირებული პიარი მიდის დევნაში და მივიწროვებაში? ეგენი ხომ ვარძელაშვილთან მიახლოვებულები იყვნენ... და ბოლოს, ლაშა ბატონს და ყველას: რამდენიმე კვირა ჩემი ბრაუზერი მაფრთხილებდა ამ ფორუმზე სახიფათო პროგრამების არსებობაზე. სხვა ვინმესაც ჰქონდათ ესეთი გაფრთხილებები? ეხლაც აქედან რომ გამოვდივარ ნელა იწყებს მუშაობას კომპიუტერი. მიხდება კომპიუტერის სრული გასუფთავება...
-
ეხლა ეგენი აქ სხედან Serv.Ge Ltd - крупнейший центр обработки данных и Хостинг-провайдер в Грузии და რახან wordpress - ზე დაყენებული საიტი, მართლა ურჩევნიათ სადმე ჰოლანდიაში გადაიტანონ. და კიდევ, xrova, ტვიტტერზე გახსენით სარკე (ან დუბლი). ეგვიპტეს მაგალითმა აჩვენა, რომ ტვიტტერი ყველაზე დაცული და ფუნქციონალურად მომზადებულია ხელისუფლების მიერ ინტერნეტის გათიშვის პირობებში. ეს უშიშროების კონფერენციაზე ა.მერკელმაც დიდი სიამაყით აღნიშნა.
-
ისე გორის ცენტრალური მოედნის გარემოში რომ არ ეწერება ეგ ქანდაკება მარტო განათლებული ხალხი გაიგებს. ხელისუფლებაში კი ეგეთი ხალხი არაა. გორელები მაგ ქანდაკებას არ მიიღებენ. ისე თუ რამე ასოციაცია აკავშირებს მაგ ქანდაკებას 2008 წლის ომთან, ალბათ ისევ ქართული მიშასეული გენერლების დაბალთული აჩრდილებია. მიშას გენერლების ჯგუფის მონუმენტი სტალინის მონუმენტის ადგილზე შეხსენება რა კარიკატურული გენერლები და მთავარსარდალი ჰტავდათ ქართელებს 2008წ. გორელები მაგ ჯგუფის ყოველ წევრს სახელებსაც დაარქმევენ: მიშა, უგულავა, ლადო (ვარძელაშვილი), დათო (კეზერაშვილი), ეკა (ტყეშელაშვილი), ვანო, ლომაია ... ინტერნეტი კი მსოფლიოს მოსდებს მაგ კარიკატურას!
-
მუბარაქი გადადგა! მიშა არსად წასვლას არ აპირებს
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რამდენიმე წუთის უკან გადმოსცეს - მუბარაკი მაინც გადადგა! გუშინ მაგის გამოსვლას ვუსმინე და დემაგოგიის დონე ჩვენ მიშას დონეზე აქვს... მე მიშას გამოსვლა მეგონა მუბარაკის გამოსვლა ეგვიპტელებს ყელში აქვთ ამოსული ეგ ქურდბაცა დემაგოგი! როცა ბოლო კვირას ეგვიპტელებს ვუსმენდი და მაგათ ბრძოლას ვადევნებდი თვალს, ზიზღს იწვევდა ნებისმიერი ფლიდი და მატყუარა ხელისუფლება. კონსტიტუციაში უნდა იყოს პუნქტი: რომ პრეზიდენტს, რომელიც ესეთი სახალხო ზიზღით იქნება მოძრობილი ხელისუფლებიდან აეკრძალოს მშობლიურ მიწაში დასაფლავდეს თვითონ და ყველა მაგის ოჯახის წევრი! არც ასლანამ, არც ედუარდმა არ დაღვარეს მომიტინგეთა სისხლი. მუბარაკი მიწასთან გასასწორებელია! --------------------------------------------------------------------------------- გააუქმეთ ჩემი გახსნილი მსგავსი თემა. -
მუბარაქი გადადგა! მიშა არსად წასვლას არ აპირებს
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რამდენიმე წუთის უკან გადმოსცეს - მუბარაკი მაინც გადადგა! გუშინ მაგის გამოსვლას ვუსმინე და დემაგოგიის დონე ჩვენ მიშას დონეზე აქვს... მე მიშას გამოსვლა მეგონა მუბარაკის გამოსვლა ეგვიპტელებს ყელში აქვთ ამოსული ეგ ქურდბაცა დემაგოგი! როცა ბოლო კვირას ეგვიპტელებს ვუსმენდი და მაგათ ბრძოლას ვადევნებდი თვალს, ზიზღს იწვევდა ნებისმიერი ფლიდი და მატყუარა ხელისუფლება. კონსტიტუციაში უნდა იყოს პუნქტი: რომ პრეზიდენტს, რომელიც ესეთი სახალხო ზიზღით იქნება მოძრობილი ხელისუფლებიდან აეკრძალოს მშობლიურ მიწაში დასაფლავდეს თვითონ და ყველა მაგის ოჯახის წევრი! არც ასლანამ, არც ედუარდმა არ დაღვარეს მომიტინგეთა სისხლი. მუბარაკი მიწასთან გასასწორებელია! -
სად შემატყეთ რომ თქვენზე დავწერე?
-
გვიცნობენ და სატრანსპორტო ხარჯებს გაგვიუმებენო? ქართული ირაციონალიზმი მაგასაც დაიჯერებს?
-
ეს კიდევ ერთი ქართული ქოთქოთი.... საქართველოს ვალი 10 მილიარდი, როგორ ვისესხოთ... 600 მილიონი სვანეთის ტურისტულ ცენტრად გადასაქცევათ. კაცი, რომელმაც 8 მილიარდი ვალი მიუმატა შევარდნაძის 2 მილიარდს, 600 მილიონს რას უზამს? ტურისტების მზა ბაზარი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ამ ბაზარის სანაცვლო ტურისტული ბაზარი არასდროს ახარ გვექნება. კაცი რომ ამ ბაზარს დაკარგავს, იმ კაცს ტურიზმის საერთოდ ესმის რამე? დღევანდელი ტურიზმის დონე მიუწვდომელია საქართველოსთვის. ჯერ სლოვენიას დონემდე ასვლის შასიც რა გვაქვს და ევროპა რომ სლოვენიას არჩევს საქართველოს თანაბარი პირობების შემთხვევაში ყოველი ეჭვის გარეშეა. MOXUCI, მიშას "იდეების" გარჩევა ქოთქოთია და არა სერიოზული საქმე.
-
ბოდიშით არა ვკითხულობ აქ გამართულ დისკუსიას. უბრალოთ ვკითხულობ "მოყვანილი პროდუქციის რეალიზების ბაზრები უკვე მოიძებნა? და ეხლა მეტი პროდუქციის წარმოების პრობლემას წყვეტავთ?" "ქართული ირრაციონალიზმი" - ოღონდაც იქოთქოთონ რამეზე, რაზე მნიშვნელობა არა აქვს. ქოთქოთი ათბობს და ალამაზებს არსებობას?....
-
მადლობ, მეცოდინება... რუსულად НПО ... неправительственные აქ მაგათ ვაშინგტონის ობკომი აფინანსებს.. მანდაც?
-
"ენჯეოშნიკმა ქალმა" რას ნიშნავს? ენჯეოში რას გულისხმობთ? უკვე რამდენჯერმე შევხვდი ამ ფორუმზე მაგ გამოთქმას... ვარძელაშვილზე იმდენი სანამდვილე ვიცი, რომლებიც ჭორებს გვანან, ფეისბუკს რამდენიმე დღე ეყოფა... რუსმა სამხედრომ რომ შემოსცხო და გორიდან რომ გაიქცა, იმალებოდა სირცხვილით (გორელი ნაცნობი მოყვა) რუსებმა რომ დატოვეს გორი, საღამოთი ვარდისფერ საროჩკით და ოქროს ზაპონკებით სტალინის მონუმენტთან იდგა. რუსების სატვირთო მანქანა გაჩერდა, ცხინვალისკენ გზა აერიათ. "აქ რას აკეთებთო?" რუსებს უკითხიათ. "გორს ვიცავთო" (ოქროს ზაპონკებით ) "რა არის დასაცავიო. აი ამას უთხარი მადლობა გორის დაცვაშიო" სტალინისკენ უჩვენებიათ (ფრანგმა ჟურნალისტმა დაწერა) არც ერთ უმაღლესში არ უსწავლია და რამდენიმე დიპლომი აქვსო (აქა ნახეთ http://regions.ge/Shida_Kartli&newsid=4258&year=2010&position=news_main)
-
ემიგრანტების ფულადი გზავნილები გასულ წელს.
GeoStream replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰოო... ღმერთმა დაგვიფაროს რომ რუსეთის კრიმინალური ხელისუფლება ჩაერიოს შიდა ქართულ საქმეებში, მაგრამ საქმიანი ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია საქართველოსთვის(10 მილიარდიან ვალით დამძიმებულით). მგონი მიშას ანტირუსულ რიტორიკას მარტო ბელორუსიაში ყიდულობენ "ბაჭიებზე". -
ემიგრანტების ფულადი გზავნილები გასულ წელს.
GeoStream replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
54,5 მილიონი დოლარი, ე.ი. 55% მტრისგან მივიღეთ? დასანგრევი ყოფილა ჩვენგან რუსეთი აბააა... აბა მზიები და ხათუნები რომ თურქეთში დარბიან მაგით იამაყეთ და დასცინეთ ვახტანგებს და ერეკლეებს ნატაშებით არა ვართ მამებზე ჭკვიანები -
შევარდნაძემ როცა ზვიადს გაუხსნა გზა ხელისუფკებისაკენ ერთი იყო. როცა ზვიადი გააძევა პოლიტიკიდან მეორე იყო. როცა მიშას გაუხსნა პოლიტიკური სარბიელი მესამე იყო. როცა მიშას საწინააღმდეგოდ ოპოზიციის გამოსვლებს აბრალებდნენ მეოთხე იყო. მრავალსახიანი შევარდნაძე. ჩვენ ქართველები ვართ უსახეები. და დაკომპლექსებულები. წარსულის კომპლექსებს გადაყოლილები სტალინისტები, ზვიადისტები, ედუარდისტები, მიშისტები.... ზდიეთ ეხლა ერთმანეთს :volk: როდის გავხდებით თავის თავისტები?
-
ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რუსულ ეკონომიკაში
GeoStream replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰე-ჰე.. ყურადღებით გადაიკითხეთ. კაცი არ უნდა დააბრმავოს არც სიძულვილმა და არც სიყვარულმა. განსაკუთრებით პოლიტიკის განყოფილებაში მპოსტავი. აი მხოლოდ მაშინ არის კაცი ადამიანი. -
ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რუსულ ეკონომიკაში
GeoStream replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ალბათ. მე ეგ გვარები მერევა ყოველთვის... სანამ ჩვენ თვითონ არ ჩამოვშორდებით რუსეთს, ვერ "მოვითხოვთ" რუსეთი ჩამოგვშორდესო, რუსულს არ ვიყიდითო, რუსეთს ბოიკოტს ვუცხადებთო. დღეს (როგორც ადრეც) რუსეთისგან ვიკვებებით და არა ვკვებავთ რუსეთს. როცა ეს მდგომარეობა შეიცვლება მაშინ ჩვენ მოთხოვნას აზრი და შინაარსი ექნება. უშინაარსო მოთხოვნები კი ცუდის ნიშანია! ეს არ ნიშნავს, რომ მომხრე ვარ რუსული კრიმინალური ხელისუფლებით დაემხოს ქართული კრიმინალური ხელისუფლება. რუსული კრიმინალური ხელისუფლება თავისნაირ კრიმინალურ ხელისუფლებას მოახვევს თავს საქართველოს. თუმცა ისიც ვიცი, რომ მე, შენ და ჩვენ სხვებს არავინ ყურს არ დაგვიგდებს. არც საქართველოში, არც რუსეთში, არც სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში ხალხს არავინ უგდებს ყურს!და არ დაუგდებს.... სანამ თვითონ ხალხი (და არა პოლიტიკური პარტიები და ელიტა) არ შეცვლის პოლიტიკური სისტემის და პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებების პრინციპებს. ეს კი მარტო ხალხის მიერ წამოყენებული მოთხოვნებით დაიწყება. პარტიების მოთხოვნები დღეს უაზროა. ხალხი კი დღეს სდუმს... -
ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რუსულ ეკონომიკაში
GeoStream replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გერმანიაშიც "კარგები" ვართ?... დავუმატებ კიდევ ერთ კითხვას: საერთოდ როგორები ვართ თქვენი აზრით? ეს სამი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ გაიგოთ რას ფიქრობენ რუსები, როცა ვინმე ამბობს "რუსებმა თავი დაგვანებონ"... დღეს ქართველები არ ანებებენ თავს რუსებს და არა პირიქით! საქმე იმაშია, რომ უმრავლესობას არც ესმის სახელმწიფო როგორ არსებობს. რომ ისეთი დაბალანსებულ კავშირები (სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების მზა ბაზარი, კურორტებზე დამსვენებლების მზა ბაზარი, ქართველებისთვის ასპარეზის მზა სარბიელი)საქართველოს აღარ ექნება! 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია ვერ გააღწევს საერთაშორისო ბაზრებამდე რამდენიმე მიზეზის გამო 2. საქართველოს კურორტები ვერ გაუწევენ კონკურენციას ცნობილ კურორტებს. 3. ამერიკა (არც ევროპა) დიდი ხანი არ იქნება ასპარეზობის არენა ქართველებისთვის (თუ იქნება როდისმე). სტალინმა რომ შეუქმნა პირობები საქართველოს, ეგ პირობები საქართველოს აღარ ექნება. ამ რეალობას თვალს ვერ გაუსწორებთ! მარტო სტალინის რეპრესიებზე მიპასუხებთ... რაც არ მაინტერესებს!!! -
ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რუსულ ეკონომიკაში
GeoStream replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ ვერ მიხვდებით, ბოლოში ვიტყვი. ისე თქვენი ყოველთვის მიხვედრა მომწონდა და არც ეხლა იქნება ეგ ძნელი. 3. ოფისი აქვს მამაჩემს პირველ სართულზე. პირდაპირ ქუჩაში გადის კარები და ფანჯრები. ძალიან მოხერხებულია. ხშირად ვტოვებთ კარებს და ფანჯრებს გაღებულს, გასანიავებლათ, განსაკუთრებით ზაფხულში. და რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე უსაქმოდ შემოყიალებულიყოს ... ყველა მუშაობს, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული. ამ ზაფხულის სიცხეები გაგონილი გაქვთ. როცა ბოლის სუნი აღარ იდგა ქუჩაში, კარები გავაღე და ჩემს საქმეს ვაკეთებდი.. მერე ავდექი და შორეულ ოთახში მწვანე ჩაის გასაკეთებლათ წავედი... 2-3 წუთი გავიდა, უკან ვბრუნდები და კორიდორის თავში ახალგაზრდა დგას და რომ დამინახა დაისყო ყვირილი "есть тут кто нибудь?" ე.ი. ორი ოთახი გამოიარა ხმა არ ამოუღია, მე რომ დამინახა ყვირილი დაიწყო! არავის არ ველოდები. არავითარი შეხვედრა, არავითარი კურიერი... შევეკითხე "Что хочешь?" დაიწყო "Что тут у вас такое?" ვუმეორებ "Что хочешь" ისევ ბოდიალი "Я вот проходил мимо..." - უსაქმურის ბოდიალი. მიდიოდი, გაიარე! ვეკითხები "Ты грузин?" იმიტომ, რომ ქართული აქცენტი აქვს. იმიტომ, რომ უსაქმური უმეტესად ქართველი დადის დიდგულიანი სახით. იქნებ რამეს გამორჩეს.. ბოდიალი "Я вот живу в этом районе..." მოსკოვის გაგებით სუფთა სირობაა ესეთი პასუხი, როცა სხვის ოფისში დაუკითხავათ დაბორილებ. თავს ძლივს ვიკავებ. თან გასასვლელისკენ ვუბიძგებ. თან მაღიზიანებს, თან მეცოდება... "Ты грузин" - ვუმეორებ კითხვას. ეგრე გავაგდე არ მიპასუხა "да, я - грузин". რომ წავიდა, ვიდეოკამერაზე ვნახე: შემოვიდა, მიათვალიერ-მოათვალიერა, ჩემი ბარსეტკა გახსნა, ელექტრონული ბარათი ამოიღო და უკან ჩადო, მაგიდაზე რამოდენიმე ყუთი გამოაღო და დახურა, მიიხედ-მოიხედა, კორიდირისკენ წამოვიდა. მერე უკვე მოგიყევით რაც მოხდა. ბაბუაგიორგი, სკინების მაგივრად რომ ქართველი გასტროლიორები შესულიყვნენ თქვენს "ობიექტზე" და გაექუდეთ, ვის და როგორ პროტესტს გამოუცხადებდით? -
ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რუსულ ეკონომიკაში
GeoStream replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
2. შეჯიბრება იყო სტანტრაიდინგში, მეგობრებთან ერთად მივიღე მონაწილეობა. დამთავრების შემდეგ ჩვენი სკუტერები მანქანით წამოიღეს, ხოლო მე და მეგობარი იმის მამის მანქანით ვბრუნდებოდით. ორივენი წინ ვზივართ, უკან ორი ჩანთა გამოცვლილი ეკიპიროვკით გვიდევს. ხელი აგვიწია მოჟაისკი შოსეზე მამაკაცმა. გავუჩერეთ და ღიმილით-თხოვნით ქართული კილოთი გვთხოვა ვერნადსკის პროსპეკტამდის მიგვეყვანა. არც შევვაჭრებივართ, არც მოვრიგებულვართ - მაინც იქით მივდიოდით. გზაში ეგრე გვეხუმრება, გვეშაყირება, გვიცინის...აქცენტი აქვს მკაფიოთ ქართული, გარეგნობითაც ქართველია, უკან ზის, მარცხენა ხელს ეყრდნობა. ჯერ კუტუზოვის პროსპექტს მიახლოვებილი არ ვიყავით, რომ "გამიჩერეთო, სახლში გასაღებები დამრჩაო, უნდა უკან დავბრუნდეო". გავაჩერეთ, გადავიდა. უკვე მისვლისას ვნახეთ, რომ ხელჩანთები გადაქექილი და შიგ ნივთები არეული იყო. მიუხედავათ იმისა, რომ ყოველთვის საგულდაგულოთ ვალაგებ ჩანთას. -
ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რუსულ ეკონომიკაში
GeoStream replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამ თემაში ყველაფერში მართალს სწერ. მე დავწერ იმას, რაც არ იცი(თ), მაგრამ არის! 1. რამდენიმე წლის უკან ვიჯექი ბიბლიოთეკაში ჩემ გოგოსთან ერთად. ხმაურით შემოვიდა რამდენიმე მამაკაცი. აქოთქოთებულები "აუფფ..ისა-ესა..ვაა" ვერაფერს ვერ გაიგებ. ბიბლიოთეკაში რომ არაა მიღებული ესეთი საქციელი ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. მიადგნენ ერთ კაცს ბიბლიოთეკის თანამშრომელს, კომპიუტერული კლასის უფროს. "Слушай дорогой, нас гаишник остановил.. штрафует на 2 тыс. рублей.. выручи, возьми вот швейцарские часы, дай мне 1,5 тыс. рублей.." და ა.შ. "Мы грузины, работаем с Какилашвили, знаешь Какилашвили? Через 2 час принесем деньги..выручай, будь человеком" და ეგრე 5-10 წუთი. ეს ბიბლიოთეკარი უარს ეუბნევა, ისინი არ ეშვებიან... თან სამნი არიან.. მოკლედ აკლებულია ბიბლიოთეკა. შეაჩეჩეს როგორც იქნა ხელში "შვეიცარული" საათი, გამოსტაცეს ხელებიდან 1500 მანეთი... გაიკრიფნენ. რა თქმა უნდა არც მობრუნებულან, არც დაუბრუნებიათ. რომ ქართველები იყვნენ მე ვარ მოწმე - ერთმანეთში ქართულად ლაპარაკობდნენ, მანერები სუფთა ქართული. -
გილოცავთ, ხალხო! გილოცავთ
-
წელს 1 100 ზე მეტი თემა გაიხსნა პოლიტგანყში
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვერაფერი გავიგე, თემა წლის საუკეთესო იუზერზე დაიხურა? დავიღალე ძებნით - ან რატომ უნდა იყვეს ახალ წელს ეს საახალწლო თემა საძებნი? თუ დავიწყეთ ხმების მიცემა, უნდა ღირსეულათ დაგვემთავრებინა! ეხლა რამეს რომ დაიწყებთ, ეჭვი გვექნება ბოლომდის ვერ მიიყვანენო... და პრიზებიც უნდა გადაგეცათ, როგორც იყო გამოცხადებული. -
ყველას გილოცავთ ახალ 2011 წელს! ყველას გისურვებთ პირად წინსვლას და გაძლიერებას! ეს იქნება თქვენი პირადი ყველაზე დიდი წვლილი საქართველოს წინსვლაში და გაძლიერებაში.