Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. ყველა ფორუმელზე უფრო მაგარი ადამიანი ყოფილხართ! ყოჩაღთ და დიდი მადლობა!
  2. ზოგი გაიძახის რუსები დგანანო ამ პროტესტის უკანო და სცენარი იყო რუსული იყოო. მეორენი ამტკიცებენ მიშას თამაშს თამაშობენო და ვანოს სცენარიაო. თან არც უარყოფენ განსხვავებული ახსნის მომხრეები ერთმანეთს საბოოლოთ დააზუსტეთ ვისი სცენარი იყო?
  3. უოტერგეტი და ამერიკის პრეზიდენტის ნიქსონის პოლიტიკიდან გაძევებაც მაგაზე უფრო უმნიშვნელო დანაშაულამა: ყურის გდებაში ეჭვის მიტანამ გამოიწვია! ვითომ ამერიკული დემოკრატიის მომხრეები არიან ესენი...
  4. აშკარათ არ იყო უბრალოდ მოედნის განთავისუფლება! რაც ევროპამ კადრები აჩვენა გაუმართლებელი სასტიკობა იყო. ორ სრულ აღჭურვილობაში პოლიციელი კაცს ხელებს უჭერს მესამე პოლიციელი კი ბოქსიორივით ზედიზედ სახეში უშენს დაუცველ ადამიანს. დაჭრილები აჩვენეს, არცერთი რომ გამრტყმელი და წინააღმდეგობის გამწევი არაა.
  5. "შენ რომ იუმორის გრძნობა გაქვს ჩამორთმეული მაგას რა ეშველება? " - საკუთარ "იუმორში" შეყვარებული სხვებზე ეგრე ფიქრობს! "წაიღეთ კაცო ეს მოდერობა, ისე ამბობ ჩამოვართვათო, გეგონება მე ვებღაუჭები " - აი ეს მაგარი იყო! როცა არ ხუმრობ, მაშინ უფრო სასაცილო გამოგდის!
  6. ნანა ალექსანდრიას რომ ნონა გაფრინდაშვილზე მაღლა დააყენებენ, აღარაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეს ... როგორ არის "ჩემი Y კიტრიაო"? იძახონ!
  7. მეჩქარება, მაგრამ მოკლეთ მაინც დავწერ... ამდენს გაიძახოდით "ამათ უკან რუსები დგანანო" ეხლა რატომ არა ზეიმობთ "რუსები დავამარცხეთო"?
  8. ეგ სიტყვა "ჩალიჩი" ჩვენ ურთიერთობაში თქვენ ჩასდეთ და თქვენვე იღებთ.. მართალი იყო ეკზიუპერი ხშირათ ვარ ევროპაში და გერმანული მენტალიტეტი ხშირად ჭრის ყურს. საფრანგეთზე რომ გაინადირეთ, მივხვდი გერმანელი ფორუმელი რომ ბრძანდებით. მაინც რა გაგიჟებთ შრიოდერში და მერკელში? დავუბრუდეთ კითხვას.
  9. როგორ რთულათ ჩალიჩობთ... შრიოდერზე და მერკელზე შეგეკითხეთ
  10. რა არის გაუგებარი: მიშას მომხრეებს ნტვ-სი სჯერათ! დაიხსომეთ ...
  11. შრიოდერი და მერკელი გიყვართ? ქართული პოზიცია და ოპოზიცია "მელკათ ჩალიჩობენ" (თქვენი ტერმინია), აი გერმანული "კრუპნათ ჩალიჩობს". ჰოო, გერმანელებ კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ ფრანგების დასაცინათ - ოქრუაშვილი... ბოდიშით, რახან გააოფტოპეთ თემა, მეც პატარა წვლილს შევიტან...
  12. 100% მართალია! არ გვაქვს ერთობა! უამისოთ არც ბრძოლა, არც გამარჯვება, არც საზოგადოება არ არსებობს... საერთოს კი არ ვეძებთ ერთმანეთში, არამედ განსხვავებას... მტრული განწყობა ჯერ ახლობელთან, მერე შინაურთან, მერე ერთმანეთში!
  13. რუსეთიც ეგრე მოგვექცა ორჯერ, როცა რუსების იმედით ომი დავიწყეთ და დასახმარებლათ არ მოვიდა! ეს პრინციპია: სასისხლოდ უნდა გადაგვკიდონ, რომ მერე უკან დასახევი გზა არა გვქონდეს! ჭკუა რომ ჰქონდეს ამ ხელისუფლებას ესეთ უბრალო მახეში არ გაეხვევოდა. ერთად ერთი შანსია ბალანსირება, ძალათა ბალანსი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს დავეყრდნოთ, რომ ორივე მხარე იბრძოდნენ ჩვენთვის. შევარდნაძე სწორეთ მაგ ბალანსირებაზე წერდა 90-ანი წლების დასაწყისში. მამაჩემის ძველი გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიები გადავიკითხე და დავრწმუნდი რომ ეგ აზრი გახმოვანებული უკვე იყო. გეოპოლიტიკურათ სასიკვდილოა ერთ მხარეს დაეყრდნო. თუმცა არა მჯერავს ამ ფორუმზე ვინმემ გაიგოს ეს აზრი საერთოდ ცოტა აზრს ვხედავ ამ ფორუმზე. სხვა ფორუმებზე საერთოდ არ დავდივარ. და კიდევ: მარტო ქალაჩუნები ემუქრებიან ერთმანეთს ფორუმზე. თუ არავის არ ვპასუხობ მუქარაზე, ზუსტად ამიტომ! ჩემა დუმილმა არ მოგატყუოთ
  14. ხალხოო, რომ არც მიშა ჩამოვიდეს და არც ოქრუაშვილი - ოქრუაშვილმა მიშა რომ მოძებნოს საზღვარგარეთ? რომელი მოერევა?
  15. ცხოვრებაში ყველაფერია მოსალოდნელი! რომ ირაკლიმ სძლიოს ვანოს, აბა როგორ მოიქცევი ამ შემთხვევაში? 1. ირაკლის დაუჩოქებ 2. ირაკლის დაუჩოქებ და ვანოს აგინებ 3. ვანოს გაჰყვები ციხეში 4. ვანოს ციხეში არ გაჰყვები და ირაკლის შეებრძოლები ვანოს და ირაკლის დაპირისპირებაში შენ უკვე დადექი ერთის მხარეზე - ნეიტრალური ვეღარ იქნები! ეს ჩვენ ვართ ნეიტრალურები - რა ვანო და რა ირაკლი - თვითონ გაარკვიონ ერთმანეთში!
  16. საერთოდ აქვთ საბუთები რა წყაროებიდან არის შეძენილი ეს მანქანა? იქნებ ვინმეს უკანონოთ ჩამოართვეს?
  17. "ავტომანქანა, რომელსაც კოსტავას გამზირზე შეკრებილი "სახალხო კრების" აქტივისტები თავს დაესხნენ, პოლიციას ეკუთვნოდა." - თუ დემოკრატიაა საქართველოში, ეგ მანქანა ხალხის გადასახადებიდან არის ნაყიდი! ე.ი. ხალხი თავისი გადასახადეიდან ნაყიდ მანქანას დაესხა. ეხლაა, თუ მიშამ უყიდა პოლიციელებს ეგ მანქანა ეგეცა თქვან პოლიციელებმა. სიტყვის თავისუფლება ხომ არსებობს საქართველოში?
  18. 45 მლნ დოლარი დახმარება ძლივს გამოსტყუეს ევროპას. რეალურად 10-ჯერ მეტი უნდათ. ფული უჭირთ... თავისუფალი იქამდისა ხარ, სადამდის მაგის უფლებას ეკონომიური მდგომარეობა გაძლევს. "ვალების ქარტია" უნდა მიეღოთ "თავისუფლების ქარტიაზე" ადრე... ან ამის მერე მიიღებენ "ვალების ქარტიას"! უბრალო აზრი, რომ ცხოვრებას ეკონომიკა მართავს, სამუშაო ადგილები, გამოშვებული პროდუქცია, ადგილი ბაზარზე (მაგალითად, ტურისტულ ბაზარზე), შრომა და მუშაობა ... ჯერ ვერ დავიდა ხელისუფლებამდის. მერე მშიერ ხალხს ცარიელი ბიუჯეტის ფონზე ეტყვიან "სამაგიეროთ ყველაზე თავისუფალი "თავისუფლების ქარტია" მივიღეთო"... "თავისუფლება" - თავის უფლება, თავს რომ უფლებას მისცემ... რის უფლებას მისცემს თავის თავს უმუშევარი და მშიერი ქართველი? გაიქცეს საქართველოდან! ...
  19. პოლიტბიურო ჯერ საბიუჯეტო პრობლემას თეთრს სახლსა და კონგრესს შორის განიხილავს. ამერიკის სახელმწიფო ვალმა ჭერი აამტვრია! ფულს სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასისთვინ რომ გამოყოფენ, მერე "წერილებს ადგილიდან" განიხილავენ. იმედია ჯიბეში ჩარჩენილი ნამცეცები არ გამოლევათ ეგრე მალე პოლიტბიუროს წევრებს ზოგისთვის ეგ სიციცხლის და სიკვდილის საკითხია! აბააა! ყველა ფულს დაეძებს! ევროპაში საბერძნეთი, ირლანდია, ესპანეთი, პორტუგალია... თვითონ ამერიკელები თუ სტროსს-კანთან ერთად ევროპას თავჯდომარეობას წაართმევენ. ჩინელები ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებს იცილებენ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი ამერიკულ ვალების მფლობელებად რჩებიან იაპონია, ბელორუსია, საქართველოოოო ... რა გასაკვირია, რომ არასამთავროებოები ეძებდნენ ფულს, თუ მთავრობებიც მაგას აკეთებენ? ეგ არის, რომ დღეს მაგათთვის და მაგათი იდეებისთვის უკვე აღარავის არა სცალია! ერთი ფეხით მორიგ ფინანსურ კრიზისში უდგია ფეხი მსოფლიოს
  20. მამების თაობა უნდა მამების თანატოლებს შეადარო. შვლების თაობა თავის თანატოლებთან ძალიან ჩამორჩენილია. მარტო მამებს და პაპებს ყკრავენ ტუჩს... თანატოლებთან ფეხი არ ჩასდით!
  21. ივანიჩ, გაიარე... თან ქსივა წაიღე!
  22. ეგ არ დავწერე ამ თემაში 10 დღის უკან? ეგრე გვიან მოდის ახალი ამბები თქვენსკენ...
  23. რუსების იმპერიას გავკარი! არავისთან ფეხი არ ჩაუვიდათ, მარტო ჩვენთან! ვისაც უნდოდა თავისუფლება რუსებისგან (ლიტვა, ლატვია, ესტონია), ყველამ მიაღწიეს. ჩვენ, ქართულ, არაადეკვატურობას გავკარი! დღევანდელი მენტალიტით ქართული საზოგადოება რუსების დამარცხებელი არ არის! მამების და პაპების თაობას რომ საზოგადოება დაერევა, ის თაობა განწირულია! ძალიან ჩამორჩენილი თაობა გვყავს ქართველებს!
  24. "მოსახლეობის დაცვა" გაეროს რეზოლუციით იგულისხმებოდა "უფრენო ზონას" მთელ ლივიის ტერიტორიაზე. ამ დაბომბების ქვეშ მოსახლეობა ყოველთვის ხდება და რამდენჯერმე აჯანყებულთა ნაწილებიც დაბომბეს ევროპელებმა. თან ბოდიში არ მოუხდიატ, მწუხარება გამოთქვეს და უსაყვედურეს წინასწარ უნდა გაგეფრთხილებინეთო ეს ინტერვენცია მე უფრო რუსების აგრესის 2008წ მაგონებს და სამყარო გადადტრიალებული მგონია, როცა რუსები ტუქსავენ დაბომბების გამო და აფრთხილებენ მიწაზე ოპერაცია გაეროს მანდატის გარეშე არ დაიწყოთო. როგორც ალბანეთის აღიარებამ ჩვენ უტყუარი კოზირი გამოგვაცალა საქართველოს ტერიტორიული მთლინობის შესანარჩუნებლათ. ისე მეშინია, რომ რუსებმა რომ საბაბი მოიგონონ თბილისის დასაბომბათ, ან მიშას რეზიდენციის დასაბომბათ, მაშინვე ლივიის და ტრიპოლის პრეცენდენტი არ ააფარონ რუსებმა დასავლეთს თვალებზე.
×
×
  • შექმენი...