Jump to content
Planeta.Ge

shavlego91

პლანეტელი
  • პოსტები

    981
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shavlego91

  1. 1 ილია ჭავჭავაძე(sms392) 1837-1907 ვებ რეიტინგი: 15252 ხმა 13% SMS რეიტინგი: 3695 ხმა 16.9% ანკეტები: 8104 ხმა 16.8% ჯამური რეიტინგი: 27051 ხმა 14.4% . მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართული ეკლესიის მიერ ,,წმინდა ილია მართლად,, შერაცხული. წარმდგენი: გიორგი შენგელაია წარმდგენის რეიტინგი: 3356 ხმა 7.4% 2 დავით IV აღმაშენებელი (sms109) (1073-1125) ვებ რეიტინგი: 15145 ხმა 12.9% SMS რეიტინგი: 4424 ხმა 20.3% ანკეტები: 7481 ხმა 15.5% ჯამური რეიტინგი: 27050 ხმა 14.4% საქართველოს ძლევამოსილი მეფე, მხედართმთავარი, ღრმად განსწავლული მწიგნობარი. წარმდგენი: მარიკა ლორთქიფანიძე წარმდგენის რეიტინგი: 5888 ხმა 12.9% 3 ზვიად გამსახურდია(sms073) 1939–1993 ვებ რეიტინგი: 15874 ხმა 13.5% SMS რეიტინგი: 3025 ხმა 13.9% ანკეტები: 2547 ხმა 5.3% ჯამური რეიტინგი: 21446 ხმა 11.4% მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი. წარმდგენი: ნუგზარ წიკლაური წარმდგენის რეიტინგი: 4809 ხმა 10.5% 4 ვაჟა-ფშაველა(sms133) 1861 - 1915 ვებ რეიტინგი: 13030 ხმა 11.1% SMS რეიტინგი: 1907 ხმა 8.7% ანკეტები: 5086 ხმა 10.6% ჯამური რეიტინგი: 20023 ხმა 10.7% უდიდესი ქართველი პოეტი. წარმდგენი: რატი ამაღლობელი წარმდგენის რეიტინგი: 6338 ხმა 13.9% 5 თამარ მეფე(sms154) დაახლ. 1160 - 1213 ვებ რეიტინგი: 9237 ხმა 7.8% SMS რეიტინგი: 3267 ხმა 15% ანკეტები: 6837 ხმა 14.2% ჯამური რეიტინგი: 19341 ხმა 10.3% საქართველოს მეფე, სახელმწიფო მოღვაწე. მისი მეფობის ხანა ქართველი ერის სულიერი და მატერიალური კულტურის ზეობის ხანაა. წარმდგენი: გიორგი ოთხმეზური წარმდგენის რეიტინგი: 4387 ხმა 9.6% 6 შოთა რუსთაველი(sms286) XII- XIII საუკუნე ვებ რეიტინგი: 11543 ხმა 9.8% SMS რეიტინგი: 1387 ხმა 6.4% ანკეტები: 5482 ხმა 11.4% ჯამური რეიტინგი: 18412 ხმა 9.8% პოეტი და მოაზროვნე. მისი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად. წარმდგენი: ლევან ბერძენიშვილი წარმდგენის რეიტინგი: 3798 ხმა 8.3% 7 იაკობ გოგებაშვილი(sms086) 1840–1912 ვებ რეიტინგი: 8948 ხმა 7.6% SMS რეიტინგი: 995 ხმა 4.6% ანკეტები: 3845 ხმა 8% ჯამური რეიტინგი: 13788 ხმა 7.3% პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. წარმდგენი: გია მურღულია წარმდგენის რეიტინგი: 6632 ხმა 14.5% 8 ექვთიმე თაყაიშვილი(sms160) 1863-1953 ვებ რეიტინგი: 9861 ხმა 8.4% SMS რეიტინგი: 1745 ხმა 8% ანკეტები: 2111 ხმა 4.4% ჯამური რეიტინგი: 13717 ხმა 7.3% ქართველი მეცნიერი, პროფესორი, აკადემიკოსი. ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა. წარმდგენი: ლაშა თაბუკაშვილი წარმდგენის რეიტინგი: 2899 ხმა 6.4% 9 გიორგი V ბრწყინვალე(sms082) მეფობდა 1318-1346 ვებ რეიტინგი: 10342 ხმა 8.8% SMS რეიტინგი: 245 ხმა 1.1% ანკეტები: 2883 ხმა 6% ჯამური რეიტინგი: 13470 ხმა 7.2% საქართველოს მეფე, დემეტრე თავდადებულის ძე, ლაშა-გიორგის შთამომავალი. ბოლო მოუღო საქართველოში მონღოლთა ასწლოვან ბატონობას. წარმდგენი: გოჩა საითიძე წარმდგენის რეიტინგი: 1802 ხმა 4% 10 უცნობი გმირები(sms317) ვებ რეიტინგი: 8462 ხმა 7.2% SMS რეიტინგი: 1135 ხმა 5.2% ანკეტები: 3736 ხმა 7.8% ჯამური რეიტინგი: 13333 ხმა 7.1% ...მათი სახელები ჩვენთვის უცნობია, თუმცა განუზომელია მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე...... ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიაზე ესაა პასუხი..ხომ გაგიგია ხმა ღვთისაო... მოგნატრებიათ მამათი დ... ვატირე მე მათი!
  2. ედუარდ ჯაბაევიჩ კოკოითი რუსეთის პროექტია,ისე ,როგორც ედუარდ შევარდნაძე, ედუარდ ბალტინი, ჯაბა იოსელიანი...უსიოკ?!
  3. უკაცრავად,მაგრამ თქვენ ედუარდ ჯაბაევიჩის, ულვაშა ჩოჩიევის ბუნკერში ზიხართ და არა დიოგენეს კასრში!
  4. !"როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელი ხართ...ესა შეცდომა?!
  5. სერგო შევარდნაძე-კიტოვანისა და სიგუას გადაგომამ გამოიწვია სამოქალაქო ომი.... სიგუა და ერთი პიროვნება ღამეებს ათევდნენ კავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების ბანაკში(შტაბში)...იმიტომ ,რომ...ამ დაჯგუფების მთავარსარდალი რეუტი-ბომბავდა და ანგრევდა პარლამენტის შენობას( ბურბულისის ანუ ელცინის მითითებით- შავლეგო) ,პირველ საშუალო საკოლას,მხატვართა სახლს...სიგუას და კიტოვანს ის ხალხი მფარველობდა ,ვინც შენობებს ბომბავდა და ანგრევდა..."(ასავალ-დასავალი 2010 წლ. 11 იანვარი) ჯერ სამოქალაქო ომი იყო , ხალხის აჯანყება, დემოკრატიული რევოლუცია მოხდა და მერე რუსები ბომბავდნენ შენობებს????!!!!ამ დროს ედუარდი მოსკოვში ბურბულისთან და ელცინთან ჩაას მიირთმევდა? თვით ოკუპანტი ედიკაც აღნიშნავს,რომ რუსეთი ბომბავდა პარლამენტს..., რუსებმა ააააააღნიშნეს,რომ ბურბულისი- კოორდინატორი გადატრიალებისას,ბეპაევი ჯარით ეხმარება, იზვესტიაში წერენ პეჩორის და როსტოვის სპეცნაწილების მონაწილეობას, ბალტინის ტანკებში გოგუაძე, მარგიანი..ისხდნენ და ახსდენდნენ სამეგრელო -აფხაზეთის ოკუპაციას... სადაა აქ სამოქალაქო ომი? შაიხედე ლექსიკონში.....ანუ ყველანი(მონაწილენი) საქართველოს განადგურებისას რუსეთს ედექით გვერდში გადატრიალებისას...უსიოკ_მიხთი?!
  6. ტერმინი- ზვიადისტი რუსულმა "იზვესტიამ " ჩაგაწოდათ ფაშისტებთან პარალელის გავლების , საქართველოს მცირე იმპერიად გამოცხადების მიზნით და დღესაც მის ტყვეობაში ხართ?"პროვინციული ფაშიზმის",დიქტატორის...ცნებების შემოტანა მასმედიის მიერ 1991-92 წლებში რუსეთის კგბ-ს პროექტი იყო... ამას თან დაერთო ბოდიშები ( სერგო შევარდნაძე, გოგა ხაინდრავა, ჯაბა, ბერძენიშვილები...) ოსებთან... ეს ყველაფერი მეხუთე კოლონის მუშაობაა... ღმერთმა მოგიტევოთ! მაგრამ კაენური ცოდვა თუ აწევს ვინმეს შეიძლება არც მიეტევოს!
  7. მე შენთვის დამოუკიდებლობა მაქვს ნაჩუქარი და შენ მაინც ტლინკებს ისვრი...ეტყობა მღეროდი მხედრიონელების სიმღერას ..." ყველა ჩემი სამშობლოა ,სამეგრელოს გარდა"?!
  8. მე დაგისაბუთე ამ ტერმინის მნიშვნელობა და შენ ისევ ფსბ-ს თუ ემსახურები ღმერთმა გიშველოს!
  9. "...როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს.. დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელი ხართ ...გმირობას და პოლიტიკოსობას რას ეძახით ? ტერიტორიებს რომ გაყიდის,30 000 ადამიანს აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ მოკლავს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რომ მოკლავს,20 მილიარდი დოლარის ანაბრებს ხალხს ,რომ წაართმევს,1,5 მილიონ ადამიანს მამლუქებად ,რომ გაყიდის, საკუთარ დედას,რომ გულიანად შეიგინებს?ძლიერი პლიტიკოსობა არაა დამოუკიდებლობის მოპოვება,სამაჩაბლოს ისტორიული სტატუსის დაბრუნება,ამ ე.წ.ოლქის გაუქმების რუსეთის მიერ აღიარება,აფხაზეთში სიტუაცის სრული გაკონტროლება,არცერთი გოჯი მიწის არ დათმობა,არც საშინაო და არც საგარეო ვალის არაღება, რეფერენდუმით 1921 წლიდან დაკარგული ტერიტორიების დე-იურე საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება... თქვენთვის დიდი პოლიტიკოსია შევარდნაძე-აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამსხვისებელი 1992წ.24 ივნისის დაგომისის,1992წლის 3 სექტემბრის მოსკოვის,1993 წლის 27 ივლისის სოჭის გარიგებებით,30 ათასი ქართველის გენოციდით აფხაზეთში,2,5 მილიარდი დოლარის კრედიტის,20 მილიარდი დოლარის ანაბრების მითვისებით...მოსკოვში 1994 წლის მაისში აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხელმოწერით,11,9 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკის რუსებისთვის გატანებით,შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ქართულ წილზე უარისთქმით...ჩამოვთვალო ?
  10. ეს სიტყვა"ზვიადისტ" პირველად იმპერიის "იზვესტიამ" გამოიყენა ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციისთვის,სერგო შევარდნაძის,ჯაბას,ედუარდ ჯაბაევიჩის რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის გაძლიერებისათვის...ზვიადისტი ტერმინი კგბ-მ მოიგონა რათა კერპთაყვანისცემლებად, ფაშისტებად მოენათლათ პატრიოტები და საქარტველო კი- მცირე იმპერიად ...თქვენც იმეორებთ იგივეს... სხვათა შორის იარლიყებს კი არა ჭეშმარიტებას უბნობდნენ პატრიოტები და რადგან არ შეისმინეთ იმიტომ ვართ მეხუთე კოლონის ხელში, უსიოკ?
  11. 1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლ :D ომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენ ის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! აფხაზეთზე კარგი მასალები ჰქონდა ცხონებულ მიბჩუანს,ისე მეც მაქვს საკმარისი დოკუმენტები..უახლოეს ისტორიაში მთლიანად დავდებ ყველა ფაქტს მათ შორის1992წ 24ივნისს ,როგორ შეთანხმდნენ აფხაზეთში ე.წ.სამშვიდობოების ანუ საოკუპაციო რუსის ჯარების შემოყვანაზე-აფხაზეთის ჩაბარებაზე! ე.ი.დაგომისში როცა გადაეცა სამაჩაბლო რუსეთის მოქალაქე შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის ,მაშინ გადაწყდა(ერთი წლით ადრე)აფხაზეთის ჩაბარება.ეს საიდუმლო მასალა დუდაევმა მოიპოვა გადასცა ბ-ნ ზვიადს და ამიტომ ჩამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი! ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს?! საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლების მოღვაწების შტრიხები-1990 წლის 11 დეკემბერს უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება ;1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე ხელმოწერა,;აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);......................................................ახლა დაასკვენით ვინ ივარგა ნდა ვინ ვერ ივარგა ან ვინ რისთვის ვარგოდა,ვინაა დიდი პოლიტიკოსი! : :
  12. სამართლებრივი მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის აო იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრ. ოსეთის აო-ის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით (1980). ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონილი, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრ. ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.
  13. შევარდნაძე:"...კიტოვანისა და სიგუას გადაგომამ გამოიწვია სამოქალაქო ომი.... სიგუა და ერთი პიროვნება ღამეებს ათევდნენკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების ბანაკში(შტაბში)...იმიტომ ,რომ...ამ დაჯგუფების მთავარსარდალისარდალი რეუტი-ბომბავდა და ანგრევდა პარლამენტის შენობას( ბურბულისის ანუ ელცინის მითითებით- შავლეგო) ,პირველ საშუალო საკოლას,მხატვართა სახლს...სიგუას და კიტოვანს ის ხალხი მფარველობდა ,ვინც შენობებს ბომბავდა და ანგრევდა..."(ასავალ-დასავალი 2010 წლ. 11 იანვარი) ჯერ სამოქალაქო ომი იყო , ხალხის აჯანყება, დემოკრატიული რევოლუცია მოხდა და მერე რუსები ბომბავდნენ შენობებს????!!!!ამ დროს ედუარდი მოსკოვში ბურბულისთან და ელცინთან ჩაას მიირთმევდა?
  14. უზომოდ განათლებულ;ია ორივე...ისე თუ ერთია გაჭირვებაში მეორეც უნდა იყოს?! ...იყოს ერთი დალხინებული 10 ლარით!
  15. ამათ დაღუპეს საქართველო და მათი ვინაობა თაობებმა უნდა იცოდნენ...ამათი ...მამათი!
  16. თქვენი ლოგიკით წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორზე უაზროდ დაღვარა სისხლი ,რადგან ევროპიდან ჯვაროსნები დაიძრნენ და როგორც ბიზანტიის ტერიტორიები გაანთავისუფლეს ,ისე გაანთავისუფლებდნენ საქართველოსაც : ვაცლავ ჰაველის აზრი, ლანდსბერგისის აზრი... თქვენთვის არაფერს ნიშნავს! . ................................................... ზვიად გამსახურდიას კავკასიის ხალხები -ჩეჩნები,ინგუშები, ლეკები,ყარაჩაელები,ყაბარდოელები...მთელი კავკასიის პრეზიდენტად აღიარებდნენ ...............ვაცლავ ჰაველმა -ჩეხეთის პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მა ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების გამანთავისუფლებელად აღიარა?!... :rolleyes: საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!
  17. რუსების დახმარებით ,რუსებისთვის "მოღვაწეობდა" მთელის სიცოცხლე ორჯონიკიძე მეორე...
  18. მამულიშვილ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი 9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში. რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება. თბილისი, მთავრობის სასახლე 1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი ლ ი ც ი, გამაგებინე ამას ქვია დედა უტირა, თუ არცერთი გოჯი მიწა,რომ არ დაუთმია იმას, სამშობლოს ,რომ თავი შესწირა იმას,არც საშინა და არც საგარეო ვალი არ ჰქონია იმას.....სერგო შევარდნაძის მიერ ტერიტორიების გასხვისებს, ერის გენოციდსა და ეთნოწმედას,1,5 მილიონის მამლუქებად გაყიდვას, მოსახლეობის კომპლექსურ ძარცვას აღმაშენებლობა ჰქვია ,ხომ?!
  19. ამხანაგებზე 1991 წელს გავიმარჯვეთ,როცა დამოუკიდებლობა აღვადგინეთ... თქვენ კი- "სამხრეთ სამაჩაბლოსა და ჩრდილოშიც"( უფრო ჩრდილოეთშიც) ამხანაგები გყავთ უფროსებად, თქვენთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის , :sorry:: : "თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): " აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!" (თ.ხიდაშელი,გვ.216). დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):"...აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!"...."ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი"...(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 ) ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): "...ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ".. (გვ.144) "....ეშიო ოდინ პოდხოდ - ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა - ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი" ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150) პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13) ემზარ ჯგერენაია : " ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!" ( ე.ჯგერენაია, გვ. 152"- ამ ფორუმში გამაქვეყნეს ეს ჩანაწერი...გეკითხებით ესენი ოპოებია თუ მეხუთე კოლონა?!.......პ.ს. ესაა თქვენი სავიზიტო ბარათი! უსიოკ? :
  20. თქვენი ლოგიკით წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორზე უაზროდ დაღვარა სისხლი ,რადგან ევროპიდან ჯვაროსნები დაიძრნენ და როგორც ბიზანტიის ტერიტორიები გაანთავისუფლეს ,ისე გაანთავისუფლებდნენ საქართველოსაც :rolleyes: ვაცლავ ჰაველის აზრი, ლანდსბერგისის აზრი... თქვენთვის არაფერს ნიშნავს! .................................................... ზვიად გამსახურდიას კავკასიის ხალხები -ჩეჩნები,ინგუშები, ლეკები,ყარაჩაელები,ყაბარდოელ ები...მთელი კავკასიის პრეზიდენტად აღიარებდნენ ...............ვაცლავ ჰაველმა -ჩეხეთის პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მა ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების გამანთავისუფლებელად აღიარა?!... საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!
  21. ზვიად გამსახურდიას კავკასიის ხალხები -ჩეჩნები,ინგუშები, ლეკები,ყარაჩაელები,ყაბარდოელ ები...მთელი კავკასიის პრეზიდენტად აღიარებდნენ ...............ვაცლავ ჰაველმა -ჩეხეთის პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მა ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების გამანთავისუფლებელად აღიარა?!... საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!თსუ ყოველთვის ზვიადთან და მერაბთან იდგა!!!
  22. 3 660 000 ადამიანის არჩეული დეპუტატი გაანთავისუფლა კიტოვანმა და იოსელიანმა...დემოკრატიის ნიმუშია მადლობა ქართველნო! გახსოვდეთ საქართველოს დამაქცეველთა სახელები და გვარები!!! საქართველოს მოღალატეთა საბჭო, სახელმწიფო საბჭოდ მონათლულნი, 1992 წელი საბჭოს შემადგენლობა ხელმძღვანელები: ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე; ჯაბა იოსელიანი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დრამატურგი, დოქტორი, პროფესორი; თენგიზ სიგუა - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თენგიზ კიტოვანი - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე: ვახტანგ გოგუაძე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ირაკლი ანდრიაძე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი; საბჭოს წევრები: ვალერიან ადვაძე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის თავმჯდომარე; ლევან ალექსიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი; მერაბ ალექსიძე - გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკა -მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; ჭაბუა ამირეჯიბი - მწერალი, ამერიკა-საქართველოს ერთობლივი საწარმოო ”ისრის” გენერალური დირექტორი,ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის წევრი; ჯემალ აჯიაშვილი - მთავარი მთარგმნელობითი ცენტრის უფროსი მეცნიერი, რედაქტორი, მწერალი; ირაკლი ბათიაშვილი – ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; აკაკი ბაქრაძე - მწერალი, ლიტერატორი; გურამ ბერიშვილი - კიბერნეტიკის ინსტიტუტის მოდელირების განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი; დავით ბერძენიშვილი –ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი; იგორ ბოგომოლოვი - მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობა-თა შემსწავლელი ცენტრის განყოფილების გამგე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; კოტე გაბაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი; თამაზ გამყრელიძე – აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; გურამ გეგეშიძე - მწერალი, რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; ნაირა გელაშვილი - მწერალი, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი; არჩილ გოგელია - დამოუკიდებელ გაზეთ „დრონის” მთავარი რედაქტორი; ვასილ გოცირიძე - ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის განყოფიელბის გამგე, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარე; რომან გოცირიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის დოცენტი; გურამ თევზაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილო-სოფიის ისტორიის კათედრის გამგე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპოდენტი; ალექსანდრე კავსაძე – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე; თამაზ კვაჭარნტირაძე –ჟურნალ ”ბალავარის” მთავარი რედაქტორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; პაატა კოღუაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; რაულ კუპრავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრო-სამედიცინო აპარატურის კათედრის დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი; დავით კუპრეიშვილი – მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ოთარ ლითანიშვილი – ქალაქ თბილიისის მერი; ნოდარ ლომოური - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის განყოფი-ლების გამგე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მირზა მაშოვი - ტელე-რადიო დეპარტამენტის რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული აზერბაიჯანული ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი; ლევან მესხი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვუ-ფიზიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; ზურაბ მურვანიძე - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კათედრის ასისტენტი; გურამ მუჩაიძე - სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის კათეფრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე; მიხეილ ნანეიშვილი – ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ლიბერალურ დემოკრატიული ეროვნული კავშირის თავმჯდომარე; თევდორე ნინიძე - ჟურნალ ”სამართლის” რედაქტორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი; თემურ ნერგაძე - ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; იზა ორჯონიკიძე - ქართული ლიტერატურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, პოეტი; თედო პაატაშვილი - ინჟინერ-ფიზიკოსი, ”ქარტია-91” თავმჯდომარე; დავით პატარაია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი; ზურაბ ჟვანია - მწვანეთა პარტიის სპიკერი; თეიმურ ჟორჟოლიანი –მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე; ვიქტორ რცხილაზე - ჟურნალ ”რელიგიის” რედაქტორი; ირინა სარიშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეს-მდივანი; ფრიდონ საყვარელიძე –ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი, “დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის” წევრი; გიორგი სიგუა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის კათედრის მეცნიერი თანამშრომელი; თემურ ფიფია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; თორნიკე ფიფია - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ინჟინერ-ფიზიკოსი; ირაკლი ქადაგიშვილი –ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე; ლანა ღოღობერიძე - კინორეჟისორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი; რევაზ შავიშვილი - გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ”დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის” თავმჯდომარე; ლუიზა შაკიაშვილი - ტელე-რადიო დეპარტამენტის რეჟისორი; თეიმურაზ შაშიაშვილი- დროებით უმუშევარი; გივი შაჰნაზარი - მწერალთა კავშირის მთავარი მთარგმნელობითი ცენტრ ”ხომლის” უფროსი მეცნიერი რედაქტორი გიორგი შენგელაია - კინორეჟისორი; ელდარ შენგელაია - კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, კინორეჟისორი; ჯანსუღ ჩარკვიანი - ჟურნალ ”დროშის” მთავარი რედაქტორი; თამარ ჩხეიძე - საქართველოს სახელმწიფო არქივის მეცნიერი თანამშრომელი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი; ვახტანგ ძაბირაძე - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე; ნიკო ჭავჭავაძე - ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დოქტორი, პროფესორი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი; გიორგი ხაინდრავა - კინოოპერატორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ტმს”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი; ივლიანე ხაინდრავა - ერთობლივი საწარმოო ”უნიფარმის” განყოფილების გამგე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე; ვახტანგ ხმალაძე - ცენტრალური საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარის მოადგილე, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ”დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის” თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ჯავახიშვილი - ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის დირექციის მრჩეველი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპოდენტი; თამაზ ჯანელიძე - კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; საბჭოს სხდომის ო ქ მ ი N1 თავმჯდომარეობდა საკონსულტაციო საბჭოს წევრი ე. შენგელაია. ესწრებოდნენ: ე. შევარდნაძე, სამხედრო და საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რიგი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. I. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დადგენილების განხილვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნისა და საქართველოს სამხედრო საბჭოს უფლებამოსილებათა შეწყვეტის შესახებ. (ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, ლევან ალექსიძე, აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, ედუარდ შევარდნაძე) სხდომის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს სამხედრო საბჭოს წინადადებას მისი უფლებამოსილების შეწყვეტისა და საქართველოს მოღალატეთა, იგივე სახელმწიფო საბჭოს შექმნის შესახებ. ამ ჯგუფმა, მეხუთე კოლონამ გადაჩეხა საქართველო რუსეთის სამხედრო ოლქის,როსტოვისა და პეჩორის სპეცნაზების ,ედუარდ ბალტინის საზღვაო ფლოტის,345-ე სადესანტო პოლკის დახმარებით,ამ ძალებით მოახდინეს სამხედრო გადატრიალება.აფხაზეთის ,სამაჩაბლოსაა და სამეგრელოს ოკუპაცია...ამ გამორჩეულების კისერზე მრავალი ადამიანის სიკვდილი მათი "მამის" ედუარდ ორჯონიკიძის მეთაურობით!!!
  23. ნოღაიდელის პარტია ჯილეხის გავრცელების წინააღმდეგ ზომების გატარებას ითხოვს სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 10 / 01, 2010 17:28 Print Font size: Decrease font Enlarge font მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში ჯილეხის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ზომების გატარებას ითხოვს. ჯილეხით დაავადებული ადამიანები გუშინ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა მოინახულა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად, ადგილობრივი ხელისუფლება საბათლოში ჯილეხის არსებობას უარყოფდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ფაქტი მაინც დადასტურდა. მათივე ცნობით, სოფელ საბათლოში ჯილეხით დაავადების შემთხვევები რამდენიმე წლის წინათაც დაფიქსირდა. შესაბამისმა სტრუქტურებმა მაშინ კერის ბოლომდე ჩაქრობაზე სათანადოდ არ იზრუნეს და ამიტომ, დაავადებამ თავი კიდევ ერთხელ იჩინა. პ.ს. ჯილეხზე მეტი ავადმყოფობა აქვთ შეყრილი ამ პარტიებისგან საქართველოს ...
×
×
  • შექმენი...