
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
საზოგადოების ნაწილი სახალხო კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 27 / 01, 2010 18:05 საზოგადოების ერთი ნაწილი სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახლში დღეს საზოგადოების წევრები გოგი ქავთარაძე, ნონა გაფრინდაშვილია, გიგა ბათიაშვილი, რეზო ესაძე, სოსო ცისკარიშვილი და სხვები შეიკრიბნენ და საზოგადოებას სპეციალური გზავნილით მიმართეს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართული სახლმწიფოს ნგრევის პროცესის წინაშე უმოქმედოდ არავინ უნდა დარჩეს. ~ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა კატასტროფის წინაშეა. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სამშობლოს, სადაც უსამართლობა და პოლიტიკური ტერორი მეფობს. ქვეყნის მოქალაქე აღარ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას ხელისუფლებისთვის. ჩვენს ქვეყანას შველა ჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის რეალობა ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღევანდელი აუტანელი ყოფა~, - ნათქვამია მიმართვაში. აქვე აღნიშნულია, რომ ვითარების გამოსწორების ნაცვლად, ხელისუფდება ცდილობს მუდმივი ილუზიების ტყვეობაში ამყოფოს ხალხი, რისთვისაც კონტროლირებად მედია საშუალებებს იყენებს. ~ბოლო დროს, ჩვენი ხელისუფლების ქმედებები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სამწუხაროდ, სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ იგი არ დაუშვებს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას~, - ნათქვამია მამართვაში. აქვე საუბარია იმის შესახებ, რომ ქართული საზოგადეობის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დროა საქართველოს მარავალეროვანმა მოსახელობამ გაანალიზოს ქვეყნაში შექმნილი ვითარება და ჩამოაყალიბოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები იქნება. საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ ასეთი ხედვის შემუშავებისთვის კარგი საშუალება იქნება სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევა. ~მოგიწოდებთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ძალებს! ამ გადამწყვეტ ჟამს ყველაზე მაღლა დავაყენოთ სამშობლოს ინტერესები. მაქსიმალური ძალისხმევით ჩავერთოთ სახალხო წარმომადგენლობითი კრების ფორმირებაში, ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავლის დასამკვიდრებლად!”, – ნათქვამია მიმართვაში. საზოგადოების წევრები იმედოვენებენ, რომ ამ ინიციატივას ყველა საზოგადოებრივი ორგაინზაცია გამოეხმაურება, განსაკუთრებულ აქტიურობას კი ახალგაზრდები Gგამოიჩენენ და შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც კრების მოწვევას გაუწევს ორგანიზებას. ჭაბუა ამირეჯიბმა აღნიშნა, რომ ამ მიმართვაში არაფერია ნათქვამი რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებებისა და ქართული მიწა-წყლის მიტაცების შესახებ, რასაც მწერლის აზრით, რუსეთი პრეზიდენტ სააკაშვილის დახმარებით ახორციელებს. ....ამ კრების აქტივისტები იყვნენ საქართველოში რუსების მიერ 1992 წელს მოწყობილი გადატრიალების აქტივისტები, ზოგი მათგანი ფულს აგროვებდა გამსახურდიას მოსაკლავად, ზოგს დიპლომატით ფული ჩაჰქონდა სამეგრელოში მისი მკვლელებისათვის, ზოგი ტელე-უნივერსიტეტის აქციების აქტივისტი იყო, ზოგი იანვრისა და თებერვლის მიტინგების დამხვრეტი და დამრბევი იყო, ზოგიერთი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს 1988 წელს ბანდიტს ეძახდა, ზოგმა თვითმფრინავის ბიჭების შეწყალებას ხელი არ მოაწერა, ზოგი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამბარებელი იყო ...ანუ რუსეთ- შევარდნაძის ....კოჰორტაა." ... ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა..." :
-
დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი გააფთრებული იცავს თავისივე ინიციატივით შექმნილი კომისიის ქმედუნარიანობას. ბატონო ჯონდი, მართლა გჯერათ, რომ ამდენი ხნის შემდეგ შეძლებთ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დადგენას? - როგორ ფიქრობთ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი თემა? კი, ბატონო, უამრავი გამოძიება ჩატარდა, მაგრამ შუა გზაზე შეწყდა ყველა. ჩვენ გვინდა ბოლომდე მივიყვანოთ. წესით, ყველა კომისიის მუშაობა უნდა მისულიყო ბოლომდე... მაგრამ ჯერ 1991–92 წლების მოვლენებიც არ შეფასებულა სათანადოდ... – მოვლენებიც შეფასებული იქნება და პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ოფიციალურად უნდა შეფასდეს, რომ ხელისუფლება ძალით დაამხეს. ჩემი კოლეგები კი ამბობენ, რომ ასეთი შეფასება იყო, მაგრამ ჩემი აზრით, უძარღვო და უხერხემლო შეფასება იყო. შეძლებს თუ არა ამას ეს კომისია, მომავალი გვიჩვენებს. გამოძიება კვალიფიციური რომ იყოს, მტკიცებულებები უნდა დაიდოს… გაქვთ მერე ეს მტკიცებულებები და შესძლებს თუ არა კომისია დაამტკიცოს, რომ პირველი პრეზიდენტი მოკლეს? – წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ, წესით, ეს ასეც უნდა მოხდეს. მე არ ვამტკიცებ მკვლელობის ვერსიას, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით, რომ ეს აზრი გაამყარა უკვე არსებული საგამოძიებო მასალების შესწავლის პროცესმა… კონკრეტულად რას გულისხმობთ? – ჩვენ მოვიყვანეთ კრიმინალისტები და საგამოძიებო მასალები გადავამოწმებინეთ. ძალიან საეჭვოა პრეზიდენტის ცხედრის მდგომარეობისა და ნასროლი ტყვიის ტრაექტორიის შესახებ დადებული მასალები. ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტი მიწოლილი იყო ლოგინზე, მარჯვენა ხელი გულზე ედო და ეჭირა „სტეჩკინის“ ტიპის იარაღი... შემავალი ხვრელი საფეთქლის ოდნავ ზემოთაა. კრიმინალისტები ამბობენ, რომ თუ პრეზიდენტმა ტყვია თავად ისროლა, მაშინ ცხედარს ამგვარი მდებარეობა არ უნდა ქონდეს და ხელი მარჯვნივ უნდა გადავარდნილიყო. კიდევ რა ფაქტებს ეყრდნობით? – ოფიციალური დასკვნით, პრეზიდენტს „სტეჩკინის“ ტიპის იარაღი ეჭირა ხელში, მაგრამ შემავალი ხვრელის დიამეტრი 7 მმ–ია, ხოლო „სტეჩკინის“ ტყვიას, ყველამ იცის, რომ 9.2 მილიმეტრი აქვს დიამეტრი… არსებული მასალებით ტყვიის სროლის მანძილის დადგენა თუ შეიძლება? რამდენადაც ცნობილია, არც ტყვიის გულაა ნაპოვნი? – სამწუხაროდ, მანძილის დადგენა შეუძლებელია, რადგან ქსოვილი არ არის დარჩენილი, რომელზეც ნამწვავი უნდა იყოს, რითაც დგინდება, შორიდან არის თუ არა ნასროლი ტყვია... ჯონდი ბაღათურია არ აკონკრეტებს, რატომ გაუჩნდა იგორ გიორგაძეს მათთან შეხვედრის სურვილი და რატომ აპირებს ექს–მინისტრი ალაპარაკებას... ამ საკითხს ნაწილობრივ ფარდა კონსტანტინე გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების შემდეგ აეხდება, თუმცა, ალბათ, საინტერესოა ის ფაქტიც, ვისი მეშვეობით მოხდა ეს შეხვედრა. თუ შუამავალის პიროვნებით ვიმსჯელებთ, რაღაც სკანდალური ინფორმაცია მაინც გაჟონავს... შუამავალი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ექს–თვმჯდომარე, ასევე უშიშროების კადრი და ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ოსაძეა. ოსაძე მოსკოვში ოფიციალურად, როგორც გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის მოწვეული ექსპერტი, ისეა ჩასული. თუმცა , როგორც პრესა.გემ დაადგინა, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს გამსახურდია მოსკოვში იგორ გიორგაძესთან შესახვედრად ჩავიდა. როგორც ბაღათურია ამბობს, შეხვედრა გარდაუვალია და არც ხელისშემშლელი მიზეზები არსებობს. გიორგაძის გარდა კონსტანტინე გამსახურდია უშიშროების კიდევ ერთ ექს–მინისტრს, შოთა კვირაიასაც უნდა შეხვდეს. სწორედ ეს ორი ყოფილი მინისტრია შვილი–გამსახურდიას მთავარი სამიზნე და იმედი... ჯონდი ბაღათურია: „ინიციატივა ჩვენგან არ ყოფილა. მათგან მოდის. მათ ჩვენი კაცი გავაყოლეთ, რომელიც იგორ გიორგაძესთან შეახვედრებს... დიახ, მიხეილ ოსაძეა ის კაცი, ვინც ეს შეხვედრა უნდა მოახერხოს. შეიძლება გულწრფელები არ იყვნენ არც ერთი, მაგრამ ტვინი იმისთვის გვაქვს, რომ სწორი დასკვნა გავაკეთოთ... სურვილი მათგან მოდის და, სხვათაშორის, ხელი არ უნდა ეშლებოდეთ სიმართლის თქმაში. პირიქით – მაგათ ინტერესებშიც შედის. ბევრ პიროვნებას უნდა შეხვდნენ, მაგრამ მათ შორის კიტოვანი ნაკლებად ინფორმირებულია. ჩვენთვის უფრო საინტერესო გიორგაძე და კვირაიაა. მათგან ველოდებით ღირებულ ინფორმაციებს.
-
რატომ არ ვადასტურებთ იჩქერიის დამოუკიდებლობას?
shavlego91 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლეგიტიმურია ის რაც ლეგიტიმურმა აღიარა... ამის სემდეგ ფაქტობრივი ნაბიჯებია გადასადგამი... :rolleyes: -
ექს-პრემიერი ნოღაიდელი უკრაინისკენ იღებს გეზს, კობა დავითაშვილი - რუსეთისკენექს-პრემიერ ნოღაიდელს თანამოაზრეებთან ერთად რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთერთობებზე მსჯელობები საკონფერენციო ფორმატში გადაჰყავს. პირველი შეხვედრა დგეს შედგა, ერთ კვირაში ახალი იგეგმება. ორ-სამ კვირაში ყოფილი მაღალჩინოსანი რუსეთს ესტუმრება, სადაც “ედინაია რასიასთან” პარტიათაშორის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და ექსპერტთა განმარტებით, რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალ გეგმებსაც ჩამოიტანს. რამდენიმე კვირაში კი გეზს უკვე უკრაინისკენ აიღებს, პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ გაფუჭებული ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გამოსასწორებლად. ერთი სიტყვით, ოპოზიციაში გადმობარგებული ექს-პრემიერის მომდევნო თვის გრაფიკი ძალიან დატვირთულია და რუსეთში ოთხჯერადი ვიზიტის შემდეგ აღებული ტაიმაუტიც სრულდება. სხვათა შორის, ამ ტაიმაუტის თაობაზე მან შეხვედრაზე მოწვეული თენგიზ პაჭკორიასგან შენიშვნაც მიიღო: – “უდიდესი ყურადღება მიიქცია ბატონი ზურაბის ელვისებურმა ოთხმა ვიზიტმა რუსეთში. დააინტერესა აფხაზებიც. მაგრამ შემდეგ ტემპები შეანელეთ და შორიდან აკვირდებოდით მოვლენებს”. ყარაყორუმს მიდიოდნენ უაზნონი... :rolleyes:
-
უნიტარულსა და ნეტარსაც დედა უტირა რუსეთმა , საქართველოში არსებულმა მეხუთე კოლონამ... ანუ ტერიტორიული მოწყობა არაფერ შუაშია!
-
წმ. ნინოს მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს! ".....ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე, ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი..." ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა: „წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო!“ მათი პოეზიაც ხომ ზეცის, მიწის და საქართველოს მარადიული დიდებაა. მიწიერ და ზეცურ საქართველოს შეეწიოს წმ. ნინო, ამინ!!!
-
ზვიად გამსახურდია მსოფლიო ისტორიაში თავისი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლიდერი იყო .... მან საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ იმპერიას რუსეთს უსისხლოდ გამოსტაცა კლანჭებიდან საქართველო და დამოუკიდებლობა-დიდგორი --2 გვაჩუქა!!! ზვიად გამსახურდიას კავკასიის ხალხები -ჩეჩნები,ინგუშები, ლეკები,ყარაჩაელები,ყაბარდოელ ები...მთელი კავკასიის პრეზიდენტად აღიარებდნენ ! რით ხართ ჩეჩენ გმირებზე უკეთესი?! ვაცლავ ჰაველმა -ჩეხეთის პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მა ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების გამანთავისუფლებელად აღიარა?!... საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!.........ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და სამჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში!!! 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა,დიდება უფალს! ყველაზე დიდი სიტყვებია-ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს-ვახტანგ გორგასალი...იგივეა ეძიებდით თავისუფლებისთვის სიკვდილს! ზვიად გამსახურდიაც ეძიებდა თავისუფლებისთვის სიკვდილს...
-
ზვიად გამსახურდიას წერილის ნაწყვეტი შევარდნაძისადმი:"...ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას..."..... :rolleyes: საინტერესოა,რომ სერგო შევარდნაძის მენტალობა კიდევ მეორდება...ფიზიკური მკვლელობის , კაენური ცოდვის მონანიების მაგივრად არის ისევ მცდელობა სულიერი მკვლელობისა...თავის დროზე თვითმკვლელობის ვერსია გამოცხადდა, შემდეგ არძინბასთან საუბრის მონტაჟი... ამაში მონაწილეობას არ გირჩევთ , დიდი ცოდვით დაიტვირთებით...ღმერთმა გიშველოთ...
-
მამულიშვილ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი 9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში. რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება. თბილისი, მთავრობის სასახლე 1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი ...................................................................................... ამ დოკუმენტის გამო გორბაჩოვი , შევარდნაძე... ემუქრებოდნენ საქართველოს... შენც მაგ კომპოტში ხომ არ გადიხარ?!
-
აფსუების სეპარატისტული იდეოლოგიის მამას ბ. შინკუბას ნაწარმოებში "უკანასკნელი უბიხი" აღწერილია აფსუების მოძმე ტომის-უბიხების გაქრობის შესახებ,რუსების გენოციდის შედეგად. ნუთუ ეს ხალხი არ ფიქრობს აფსუების ანალოგიურ ბედზე..მათ და ოსებს საქართველოს გარეშე იგივე ბედი ელით..
-
მართალი ხართ, ოსაძე...სხვები მკვლელობის შემკვეთების ბანდიდანაა, რუსეთის ფსბ-ს კადრებია...ამით მე ყველაფერი ვთქვი მგონი
-
როცა სხვის დაკვეთის გარეშე ვმუშაობდით ქართული ვარიანტი და არა ბასკური მუშაობდა კარგად....1991 წ.შემუშავდა ორმხრივი კომისიის მიერ დროებითი საარჩევნო კანონი..აფხაზურ მხარეს ეძლეოდა დეპუტატების 28 ადგილი(43%),ქართული დეპუტაციისთვის-26 ადგილი(40%) წინა მოწვევისაში (37%),სხვა ეროვნების ადამიანებისთვის 11 ადგილი,აფხაზებს კონსტიტუციურ ცვლილებებისთვის სჭირდებოდათ 43 ხმა,ფლობდნენ 35 ხმას( ევროპელები ამ მოდელის ცდილობდნენ ბალკანეთში გამოყენება),ქართული ორიენტაციის დეპუტაციამ შეადგინა 47,8%-მა ,მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი...აფხაზები ამ უმრავლესობით კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ...ამ არჩევნებით მოსკოვმა ვერ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება და თავიდან იქნა აცილებული ომი, ქართველთა გენოციდი და დეპორტაცია-ესაა ქართულაფხაზური დიპლომატიის გამარჯვება...ორმხრივი კომისის(რუსეთის გარეშე,ქართველებისა და აფხაზების,მაშინ როცა თქვენი სერგო შევარდნაძე 1992 წელს დაგომისში რუსების,ჩრდილო ოსების,სამხრეთ ოსების თანდასწრებით აწერს ხელს ამ ჯგუფების სამაჩაბლოში შემოყვანას!),გადაწყვეტილებით მთავრობის თავრე,შსს-ს მინისტრი,უშიშროების მინისტრი,პროკურორი ,უზენაესი საბჭოს პირველი მოადგილე ქართველები უნდა ყოფილიყვნენ...გვარდია ქართული იყო...პრეზიდენტი,პარლამენტი აჩერებდნენ და აუქმებდნენ ნებისმიერ აქტს ,რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...ეს იყო ე.წ. აპარტეიდული კანონის არსი........დეკაბრისტ პესტელის(1825წ)კონსტიტუციით კავკასია უნდა დაეყოთ შფოთიანებად და უშფოთველ ერებად,შფოთიანებისგან ანუ ქართველებისგან ვაინახებისგან,ჩერქეზებისგან,ლეკებისგან..იბერიულ კავკასიური ერებისგან უნდა გაეწმინდათ კავკასია...ახლა რუსები წმენდნენ ქართველების შემდეგ აფხაზებისგან აფხაზეთს და იქ რუსებისა და სომხების გარდა არავის დატოვებენ!იგივეს აკეთებენ ცხინვალში და იქ რუსები ,ოსები დარჩებიან,ოღონდ ოსების სრული ასიმილაცი უახლოესი პერიოდის საქმეა :rolleyes:...
-
იურიდიული აღიარება ნიშნავს სამუდამო დაკარგვას :rolleyes:...ისე ფორუმზე მოწვეული სტუმრების უმრავლესობა ამ აღიარებაზე მუშაობდა ფსბ-ს დავალებით... :
-
შევარდნაძის ბანდამ გააყოლა...ამასაც აკონტროლებენ!
-
წმ.ილია მართლის წარმდგენი გიორგი შენგელაიამ დაარსა "ვაზის პარტია რუსეთთან ერთად"?! რომელ რუსეთთან ერთად ,რომელმაც 1812 წლის კახეთის აჯანყებისას გაჩეხა ვენახები( ასევე წარმატებით შეეძლო გიორგის დაეარსებინა ვაზის პარტია შაჰ-აბასთან ერთად მანაც გაჩეხა ვენახები!), მოკლა დიმიტრი ყიფიანი,წმ.ილია მართალი(ამ დროს მან წმ. ილია წარადგინა!),მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდია,9აპრილის,3და7იანვრის,2თებერვლის,ზუგდიდის,წალენჯიხის,სე� �აკის,კამანის,გუმისთის,ცხინვალის,კოდორის... გმირები,ათი ათასობით ქართველი,1829 წელს გაასახლა მაჰმადიანი ქართველები,წაგვართვა სოჭის ოლქი,დვალეთი,აფხაზეთი,სამაჩაბლო,თურრქეთთან გარიგებით დაგვაკარგვინა ტაო-კლარჯეთი,მათ ომებს შეეწირა 500 000 ქართველი,დაგვიხოცა 1924-37 წლებში საუკეთესო ხალხი... ოპოზიციამ --მოქკავშირმა გაყიდა ტერიტორიები-1992წ3სექტ.მოსკოვის,1993 წ.27ივლისის სოჭის,1994წ.14მაისის მოსკოვის გარიგებებით,მიითვისა 2,5 მილიარდი დოლარის კრედიტი...დახვრიტა მომიტინგეები,მოკლა საქარტველოს პრეზიდენტი,ერ.ბანკიდან გაიტანა მილიარდები,მიითვისა ანაბრები ,საქართველოს ეროვნული სიმდიდრეები,... დღეს 24-25 წლის ჟურნალისტებს სირცხვილის დერეფანს უკეთებენ?! შედით მა ვიდეოზე-აფხაზების სიმხეცე და თვალით ნახავთ გაგრისა და სოხუმის გაყიდვის ფაქტებს!!! რაც შეეხება კრედიტებს...ამას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი შეწირეს...ამ ბანკიდან ზურაბ ჟვანიას -თრიალეთს გამოტანილი ჰქონდა 103 მილიარდი რუბლი,..სხვებს კითხეთ "ჯივისის","კოკაკოლას","ყაზბეგის" დამაარსებლებს რატომ ეუბნებოდა შევარდნაძე-დაყაჭეთ ფულებიო...შირაქი(საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი) ჩავრიე თქვენი კრედიტებისთვის,2,5 მილიარდი დოლარის კრედიტი ვინ მიითვისა...20 მილიარდი დოლარის ანაბრები,მოსახლეობის დანაზოგი სად წავიდა?ჰკითხე ეკონომისტებს... ნაწილობრივ ჯიბუტის წიგნში წერია,რომელმაც თსუ-ს ჯავახიშვილის პრემია აიღო. ამ ბანდამ( დაიცავი საქართველომ) ნამდვილი ტყვიებით ჩემს გვერდით მომიკლა 17 წლის დიდებაშვილი,17 წლის ზ. ჯავახიშვილი...15 უარაღო მომიტინგე 1992 წ.3 და 7 იანვარს,2თებერვალს..მო***ს რუსებთან ერთად პრეზიდენტი, ახლა გახდნენ უფლებების დამცველნი! ასე რომ პრეაზიდენტისწ პირდაპირი და ირიბად მკველების ნუსხა დიდია, დაწყებული კრემლიდან , დამთავრებული "ბერბიჭაშვილით"...ვისაც ენატრება მამათი... იმათი...
-
2003 წლის 31 იანვარს ე.წ.პარლამენტის თავრე ნინო ანზოროვნა ბურჯანაძემ პოლიციის სამინისტროს მოსთხოვა 'პარლამენტის" წინ მიტინგის დარბევა,წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტის დამტკიცებისას მათ პრობლემებს შეუქმნიდნენ...1,2,3,4 თებერვალს ნარჩემაშვილის,ალავიძის სპეცნაზმა-მღებრიშვილმა და პოლიციამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები...მას არ მოსწონდა მამამისის- შევარდნაძის კრიტიკა...
-
.ეს "ლიდერები"-ნინო,გრეჩიხა,კობა,ალასანია,მიშა,გიგი,გოგა,ბათიაშვილი...ყოველთვის სკამისთვის იბრძვიან...შედეგი-"მოღვაწეობისა-გაყიდული ტერიტორიები,მითვისებული 20 მილიარდი დოლარის ანაბარი,2,5 მილიარდი კრედიტი,1,5 მილიონი მამლუქად გაყიდული ქართველი,30 000 დახოცილი ქართველი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მოკლული საქართველოს პრეზიდენტი...მოკლე ნუსხა მაგათი "მოღვაწეობისა" მამის-ედიკას მეთაურობით.
-
...და ყორღანაშვილისაც გელიყარზე...
-
ოსაძე თავის მამამარჩენალ ედიკასთან კრწანისში ასულიყო და 50 თეთრად პირველი პირიდან გაიგებდა მკ ვლელობის ამბავს... რაღა მოსკოვში მიდიოდა?! :rolleyes:...პ.ს. ზვიადისტი ტერმინი რუსების შექმნილია ,ქვეყნის მცირე იმპერიად გამოცხადების, კერპთაყვანისმცემლობის, ფაშისტებად გამოცხადების და ა.შ....მეორე , ეს არაა " ზვიადისტების" საქმე საქართველოს მოუკლეს პრეზიდენტი ბერბიჭაშვილებმა, ყორღანაშვილებმა...ყორღან- ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა! :rolleyes:
-
განსაკუთრებით მომწონს მისი საარჩევნო სლოგანი- ღირსებაა ფული ჯიბაში!ღირსეული ხარ თუ ფული გაქვს ჯიბეში...
-
ონსტანტინე გამსახურდია: "ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც გადაიხადეს" ბეჭდვა ელფოსტა 18:27 - 25.01.2010 koko_gamsahurdia.jpgსაქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც გადაიხადეს. ამის შესახებ გამსახურდიას გარდაცველების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის, პირველი პრეზიდენტის ვაჟის კონსტანტინე გამსახურდიასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, "ირკვევა, რომ გამსახურდიას თვითმკვლელობა სიმართლეს არ შეესაბამება და იგი მოკლეს". "დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რომელზეც გაირკვა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის წინააღმდეგ განხორციელებული დევნაც მაშინდელი ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელდა. გაირკვა ასევე ისიც, რომ მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც კი გადაიხადეს", - განაცხადა დეპუტატმა, თუმცა შეხვედრის დეტალების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა. თავად კიტოვანს კი შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია კომისიის წევრებთან ბეჟან ხურციძესთან და ექსპერტის რანგში მიწვეულ მიხეილ ოსაძესთან ერთად რუსეთში ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნების შოთა კვირაიას, თენგიზ კიტოვანის და "ინტერპოლის" მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის მოსმენის მიზნით ჩავიდნენ.
-
ვისთვის ამოდ(იოდა)ის მზე ჩრდილოეთიდან
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაინც ვერ დაიცავ ამ შენს "გმირებს"!