Jump to content
Planeta.Ge

shavlego91

პლანეტელი
  • პოსტები

    981
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shavlego91

  1. kisa მადლობთ...კავკასიურ კოალიციის შექმნის მცდელობას გავს ...
  2. ძუკუ, არაფერი არ შემშლია...წაიკითხე მაშინდელი პრესა,მოსამზადებელი სამუშაობი კრემლის დაფინანსებით როგორ ჩაატარეს ამ ტიპებმა ესპანეთში, საფრანგეთში, როგორ ამხელდნენ ქართულ ნაცონალიზმს, როგორ იცავდნენ ოსების უფლებებს პრეს-კონფერენციებზე...როგორ იმართლებდნენ შენი "გმირები" თავს ქართულ პრესაში...გოგა ხაინდრავაც არ იყო იქ მაგრამ მის მიერ გადაღებული ვიდეომასალები ქართველების მიერ ოსების ცოცხლად დაწვის ( ამ დროს ოსებმა ცოცხლად დაცვეს გმირი მინდიაშვილები და მათი ვიდეო გაასაღა ამ ოპომ) დაედო საფუძვლად ამ კონფერენციაზე მითს ოსების გენოციდის შესახებ... ანალოგიურად ამ პერსონებმა მოამზადეს მასალები....ისე კითხე კრწანისელ მემუარისტ სერგო შევარდნაძეს რა დაუჯდა მათი მივლინება მის სამინისტროს მოსკოვში? :rolleyes:
  3. ახლა მოიცა... გოგა ხაინდრავაც არ იყო იქ მაგრამ მის მიერ გადაღებული ვიდეომასალები ქართველების მიერ ოსების ცოცხლად დაწვის ( ამ დროს ოსებმა ცოცხლად დაცვეს გმირი მინდიაშვილები და მათი ვიდეო გაასაღა ამ ოპომ) დაედო საფუძვლად ამ კონფერენციაზე მითს ოსების გენოციდის შესახებ... ანალოგიურად ამ პერსონებმა მოამზადეს მასალები..კითხე სერგო შევარდნაძეს და დაწვრილებით მოგიყვება ყველაფერს!...ამის გამო მან ჩამოსვლისთანავე ისინი სახელმწიფო საბჭოში შეიყვანა ბერძენიშვილ-ხაინდრავა- ჟვანია.... :rolleyes:
  4. ამაზე მუშაობისთვის დიდი თანხები იხარჯება...გამოდის ქართულ- მეგრული, ქართულ- სვანური ლექსიკონები, სვანურად, მეგრულად "ჲთარგმნება" ბიბლია, ფსალმუნები, იწერება ვეფხისტყაოსანი,იქმნება მეგრული სკოლები...მიზანი სხვაა...
  5. მომისმინე, მატყუარებს სხვაგან უნდა ეძებო :rolleyes: ... წაიკითხე მაშინდელი პრესა,მოსამზადებელი სამუშაობი კრემლის დაფინანსებით როგორ ჩაატარეს ამ ტიპებმა ესპანეთში, საფრანგეთში, როგორ ამხელდნენ ქართულ ნაცონალიზმს, როგორ იცავდნენ ოსების უფლებებს პრეს-კონფერენციებზე...როგორ იმართლებდნენ შენი "გმირები" თავს ქართულ პრესაში...ისე კითხე კრწანისელ მემუარისტ სერგო შევარდნაძეს რა დაუჯდა მათი მივლინება მის სამინისტროს მოსკოვში?!
  6. სამაჩაბლოს გმირს-გოგია გაბროშვილს (მასზე ოსებს 6კგ. ოქრო და 1 მლ.რუბლი ჰქონდათ გამოყოფილი!)ხაინდრავას"დევიატკა" მეტეხთან ხვრეტს( ჯაბა იოსელიანი-სამი განზომილება გვ.361) და სახელმწიფო დამნაშავეს,ქართველთა მკვლელს-ტ.კულუმბეგოვს ციხიდან ათავისუფლებს!.ილია მკვლელი-მახარაძე-ბერბიჭაშვილი..ზვიადის მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-"ალფა"..გოგია-გოგიას მკვლელი-გ.ხაინდრავა.. :rolleyes: კულუმეგოვი იყო კრიმინალი,მკვლელი მშვიდობიანი მოსახლეობის,ბავშვების და ქალების...ასეთების იზოლაცია უნდა მოახდინოს სახელმწიფომ! მიხთი'Nukriko'?!
  7. არნოლდ ჩიქობავა ვიკიპედიიდან გადასვლა: ნავიგაცია, ძიება არნოლდ ჩიქობავა (14 მარტი, 1898 - 5 ნოემბერი, 1985) -- ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 1898 წელს სოფ. საჩიქობაოში (სენაკის რაიონი, სამეგრელო). 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1926-33 წლებში იყო თსუ-ის დოცენტი, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-60 წლებში განაგებდა თსუ-ს კავკასიოლოგიის კათედრას. 1929 წელს მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1936-85 წლებში თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგეა, 1950-52 წლებში კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1941 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელ აკადემიკოსად. 1950-63 აკადემიის პრეზიდიუმის წევრია. პროფესორი ჩიქობავა იყო ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1960), დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1968), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი (1951). არნლოდ ჩიქობავას მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ. ის იყო 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (ამჟამად "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება") დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი. გარდაიცვალა 1985 წელს თბილისში. დაკრძალულია თსუ-ს ბაღში.
  8. იქნებ არნოლდ ჩიქობავა ან ივანე ჯავახიშვილი წაგეკითხა?!
  9. დიდოსტატის მარჯვენადან საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი. * * * ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს. * * * ხელოვნებაა თვით უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი, ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. * * * ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას. * * * ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ. * * * ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში. * * * როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან. * * * არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი. * * * ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ. * * * ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს. * * * ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს. * * * როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას. * * * ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას. * * * ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები. დავით აღმაშენებელიდან ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე. * * * როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე - ბოლოთი. * * * სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა. * * * უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი. * * * უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს. * * * ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად. * * * მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს. * * * ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს. * * * თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს. * * * ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა. * * * ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა. * * * ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ. მთვარის მოტაცებიდან სილამაზეს დიდებულს ხანდახნა სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე). * * * ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო. * * * კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას. თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ. ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია. * * * რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი. ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო. „რას უცდი, ჭაბუკო?" - შესძახა ჩოლოყაშვილმა. „უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო". გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან. * * * ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს. * * * ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან. * * * ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი. * * * თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი. * * * როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის. * * * თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია უთუოდ. * * * ჭაღარა არაფერია. მთავარია სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა. * * * დიდი კაცის სახელი დიდ რამეებს ავალებს ადამიანს. * * * ყოველი კაცი, ვინც სულ აღზევებას მიესწრაფვის, უთუოდ საეჭვოა. კონსტანტინე გამასახურდია-ქართული ნიჭისა და სულის გენია!
  10. "ქართული იმპერიალიზმის" ავტორების მიზანია ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა!დიდი ბელადი სტალინი, ჟორდანია, კაკი წერეთელი... იყვნენ ამ იდეოლოგიის მატარებელნი-"ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...აჭარლებს,მეგრე� ��ებს,სვანებს,სომხებს, აფხაზებს..." ჩაწერეს პრაღის დისიდენტთა 24-ე რეზოლუციაში ჭანტურიამ, აირიკიანმა, ბუკოვსკიმ,ჟვანიამ, ბერძენიშვილმა კრემლის დავალებით 1991 წელს.. ..ახლა ფაქტობრივად ქვეტექსტით იგივეს ამბობს ტალიავინის დასკვნა სუბეთნიკურობის შესახებ საუბარში,სადაც აღნიშნულია მეგრელები,სომხები, სვანები,აჭარლები ..სხვა ეთნოსად ...გამოდის,რომ თვითგამორკვევის დეკლარაციით ოსების,აფხაზების შემდეგ სვანებს,მეგრელებს,აჭარლებს, ჯავახებს აქვთ სახელმწიფოს შექმნის უფლება...ე.ი. ამ იდეოლოგიით საფუძველს უყრიან ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციას...უნდა შეიქმნას მრავალი სახელმწიფო საქარტველოს ტერიტორიაზე...უფრო სწორედ მოხდეს ჰონკონგიზაცია...
  11. დიდი ბელადი სტალინი, ჟორდანია, კაკი წერეთელი... იყვნენ ამ იდეოლოგიის მატარებელნი-"ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...აჭარლებს,მეგრელებს,სვანებს,სომხებს, აფხაზებს..." ჩაწერეს პრაღის დისიდენტთა 24-ე რეზოლუციაში ჭანტურიამ, აირიკიანმა, ბუკოვსკიმ,ჟვანიამ, ბერძენიშვილმა კრემლის დავალებით 1991 წელს.. ..ახლა ფაქტობრივად ქვეტექსტით იგივეს ამბობს ტალიავინის დასკვნა სუბეთნიკურობის შესახებ საუბარში,სადაც აღნიშნულია მეგრელები,სომხები, სვანები,აჭარლები ..სხვა ეთნოსად ...გამოდის,რომ თვითგამორკვევის დეკლარაციით ოსების,აფხაზების შემდეგ სვანებს,მეგრელებს,აჭარლებს, ჯავახებს აქვთ სახელმწიფოს შექმნის უფლება...ე.ი. ამ იდეოლოგიით საფუძველს უყრიან ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციას...უნდა შეიქმნას მრავალი სახელმწიფო საქარტველოს ტერიტორიაზე ამაზე ამბობდა ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: … ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას... ... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...” ეს გაფრთხილება არ შეისმინეს,რადგან ყარაყორუმიდან-მოსკოვიდან მიღებულ ბრძანებას ასრულებდნენ...მათ კისერზეა ამ პროგნოზი-გაფრთხილების ასრულება!..
  12. "ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...აჭარლებს,მეგრელებს,სვანებს,სომხებს, აფხაზებს..." ჩაწერეს პრაღის დისიდენტთა 24-ე რეზოლუციაშიგ. ჭანტურიამ,პ. აირიკიანმა, ბუკოვსკიმ, ზ.ჟვანიამ, დ.ბერძენიშვილმა კრემლის დავალებით 1991 წელს... იგივეს წერდნენ დიდი ბელადი სტალინი, ჟორდანია, კაკი წერეთელი...ახლა ფაქტობრივად ქვეტექსტით იგივეს ამბობს ტალიავინის დასკვნა სუბეთნიკურობის შესახებ საუბარში,სადაც აღნიშნულია მეგრელები,სომხები, სვანები,აჭარლები ..სხვა ეთნოსად ...გამოდის,რომ თვითგამორკვევის დეკლარაციით ოსების,აფხაზების შემდეგ სვანებს,მეგრელებს,აჭარლებს, ჯავახებს აქვთ სახელმწიფოს შექმნის უფლება...ე.ი. ამ იდეოლოგიით საფუძველს უყრიან ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციას :rolleyes:
  13. დიდგორის ბრძოლაში თურქების რაოდენობას:1. ვალტერ გოტიე- ასახელებს 600 000-ს, (საინტერესოა მისი სხვა ბრძოლების აღწერები) 2. მათე ურჰაელი-ურჰაეცი - ასახელებს 560 000-ს 3. სუმბატ სპარაპეტი - ილ-ღაზის არმიას ასახელებს 150 000 ში. 4. მიხეილ სირიელი - ასახელებს 100 000 -სს. 5. ალ-ასირი - წერს რომ ილ-ღაზის ჰყავდა 30 000 და აქედან 4 000 ქართველებმა ბრძოლაში მოუკლესო. 6. ალ-ჯაუზი - წერს 30 000-სს. 7. ქართლის ცხოვრება-300 000
  14. "ქართული იმპერიალიზმის" მითი რუსებმა შექმნეს ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში(1988-89 წწ.).. სერგო შევარდნაძე,ალიხანიან-ბონერი, სახაროვი, სტარავოიტოვა, ჟვანია, ჭანტურია, ბერძენიშვილ-ხაინდრავები, ბუკოვსკი, პარუნ აირიკიანი, შენგელაიები,იოსელიანი- ავტორებია ამ მითის...ახლა ამ მითს ახალი ავტორი ტალიავინის კომისიის სახით გამოუჩნდა....ეს მითი ხშირადაა კოკოითის,ბაგაფშის,ულვაშა ჩოჩიევის,შამბას... სხვათა ლექსიკონში....
  15. ტალიავინის დასკვნაში ასახული მასალების იდენტური მოსაზრებები ქარტველ " ექსპერტებს" საჯაროდ არაერთგზის აქვთ გამოქვეყნებული.... მათ შორის მრავალეთნიკურობის, "მცირე იმპერიის", არაქართველების შევიწროებისა და ჩაგვრის( პრაღის 24-ე რეზოლუცია), აფხაზების ქართველების მიერ ასიმილაციისგან დაცვის( რესპუბლიკელები_ხაინდრავა- ბერძენიშვილი).... ტარიელ ფუტკარაძე: "საწყენია, რომ ტალიავინის კომისიის სასაცილო დასკვნა ჩვენივე ე.წ. ექსპერტების კვლევებს ეყრდნობა" ბეჭდვა ელფოსტა 20:41 - 06.11.2009 გასული წლის აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის დასკვნის ირგვლივ პოლემიკა გრძელდება. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული არაერთი მოსაზრების მიუხედავად, მაინც რჩება დასკვნის არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც ფართო საზოგადოების ყურადღება ჯერ არ გამახვილებულა. კერძოდ, ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ ტალიავინის კომისიამ რუსეთის მიერ 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას “საქართველოს შიდა არეულობის” კვალიფიკაცია მისცა. ამ და სხვა საკითხებზე პირველი" ტარიელ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომლის აზრით, "ტალიავინის კომისიის დასკვნაში მხოლოდ ირიბადაა წარმოჩენილი, რომ საქართველოს დამპყრობელი რუსეთია და მისი ჯარი საოკუპაციოა, ამასთან, დამახინჯებულია საქართველოს როგორც უახლესი, ისე ძველი ისტორია". - ბატონო ტარიელ, თქვენ აცხადებთ, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში დამახინჯებულია საქართველოს როგორც უახლესი, ისე ძველი ისტორია. რას გულისხმობთ კონკრეტულად? - ამ დასკვნაში 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა შიდა არეულობადაა შფასებული; ქართველი ერი წარმოდგენილია სუბეთნოსთა კონგლომერატად; წერია, რომ საქართველო მე-11 საუკუნებდე არ არსებობდა, ხოლო XIII საუკუმენდე ქართველი ერის ეთნიკური კონსოლიდაცია დასრულებული არ იყო. ერთი სიტყვით, ტალიავინის კომისიის დასკვნით, საქართველო ფაქტობრივად არშემდგარი სახელმწიფოა! მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ასეთი ციტატა დასკვნიდან:"საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი, მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი - ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა"... შემდეგ კი საქართველო დაიშალა და მას სხვები აკონტროლებდნენ)... აი, ამას წერენ ჩვენი "მეგობრები"! თითქოს ქართველთა ეროვნულ ერთიანობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ ჰქონდეს; თითქოს არ არსებულა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ; თითქოს მეგრელ-სვან-ლაზთა დედაენა ქართული არ არის! საქართველოს არასაბჭოური ისტორიის მოყოლა შორს წაგვიყვანს. ქართველებს დიდი და რეალური ისტორია გვაქვს. როგორც ქართული, ასევე უმრავლესი უცხოური წყაროებით ცნობილია, რომ როგორც ქართველი ერი, ასევე ქართველთა სახელმწიფო - ქართლი - ერთიანია სულ მცირე, ძვ.წ. IV საუკუნიდან მოყოლებული. "ყოველთა ქართველთა" ქვეყანა მოიცავდა როგორც დასავლეთ საქართველოს კლისურამდე, ასევე ისტორიულ ტაო-კლარჯეთსაც (რიზემდე მაინც!)... ქართველ მეფეთა საუხუცესო მიწა-წყალი კი იყო შიდა ეგრისი (ცენტრალური დასავლეთ საქართველო)... ეს ვერ გავაგებინეთ ტალიავინის კომისიას! - ვის და როგორ უნდა აეხსნა ეს ტალიავინის კომისიისთვის? - რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას, მისთვის კი, თავის მხრივ, ადეკვატური ინფორმაცია იმ სტრუქტურას უნდა მიეწოდებინა, რომელსაც მეცნიერების დაგეგმვა და დაფინანსება ევალება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაეგეგმა და დაეფინანსებინა ისეთი ქართველოლოგიური კვლევები, რომლებიც პასუხს გასცემდნენ და საბჭოური კვალიფიკაციების ალტერნატიულ თვალსაზრისებს შესთავაზებდნენ მსოფლიოს, რომელიც ლამის წალეკილია რუსული პოლიტიზებული, ფესვდომეცნიერული, გაყალბებული დებულებებით. თუმცა მოხდა პირიქით: 2005 წელს შექმნილი "ეროვნული სამეცნიერო ფონდი”, შემდეგ კი მის ბაზაზე დაფუძნებული "რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდი" ექსპერტებად ძირითადად ანტიქართული რუკების ავტორებსა თუ საბჭოური ანტიქართული "სამეცნიერო" თეორიების დამცველებს იწვევს, ruka.jpg რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებენ საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ველში. პარალელურად ინდიფერენტული ხალხის ხელში ჩავარდნილი საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტი ამავე უცხოელებს - საპატიო დოქტორობას, ე.წ. ქართველ ექსპერტებს კი თანამდებობებით აჯილდოებს. სახეზეა შედეგი - ტალიავინის დასკვნის ისტორიული ნაწილი (ტ. 2, გვ. 2-3). დიდად საწყენია (თუ გამიზნული დანაშაული არა!), რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან ე.წ. ქართველოლოგიის (რუსთაველის) ფონდის მიერ არაიშვიათად ისეთი გამოკვლევები ფინანსდება, რომელთა მსგავსნი საფუძვლად ტალიავინის კომისიის წევრებმა გამოიყენეს... ruka1.jpg- ტალიავინის კომისიის დასკვნაში გამოყენებულ ტერმინებზე რას იტყვით? არსებობს მოსაზრება, რომელიც, სხვათაშორის, რუსეთში მოღვაწე რიგმა ექსპერტებმაც გამოთქვეს, რომ მთელი რიგი ტერმინები სრულიად არაადექვატურადაა გამოყენებული.... - დასკვნაში დადებით მომენტებთან ერთად, მრავლადაა სხვა არაადეკვატური ეპიზოდებიც, განსაკუთრებით - ისტორიულ და ეთნოკულტურულ ნაწილში. მაგალითად, ქართული სინამდვილისთვის არაადეკვატურია ტერმინი "სუბ-ეთნიკური ერთეული". ქართველობა მრავალი საუკუნეა, ერთი მთლიანი ეთნოსია თავისი დედაენით, კულტურით, ერთიანი ისტორიული მესხიერებით, სახელმწიფოობრიობით... მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ტრადიცია თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა საქართველოს მცირე ტერიტორიის მქონე ყველა კუთხეში. შესაბამისად, გაუგებრობა ან რეალობის მიჩქმალვაა ქართველთა (მეგრელთა, სვანთა, აჭარელთა, მესხთა, იმერელთა, კახთა...) საერთო შემოქმედების - ქართული სამწიგნობრო კულტურის იგნორირება და ქართველთა სუბეთნოსებად დანაწევრება. შესაბამისად, ტალიავინის კომისიის დასკვნაში არსებული ფრაზა “საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-ეთნიკურ ერთეულებად; თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი, მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი - ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა” რეალობას არ ასახავს. დამპყრობელთაგან შევიწროვებული აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, სწორედ სამეგრელოსა (ეგრისსა) და სვანეთში იყო ქართულენოვანი სამწიგნობრო კულტურის მუდმივმოქმედი ცენტრები. თანამედროვე კვლევები საფუძველს იძლევა, ვთქვათ, რომ ქართველი ერი ერთიან ეროვნულ ორგანიზმად ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ჩამოყალიბდა; უდავოა, რომ ადრე შუა საუკუნეებში არსებობდა ქართველი ეროვნება და ერთიანი ქართული კულტურა, რომელიც თვისობრივად ეთნაირად იქმნებოდა, იძერწებოდა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთშიც და ცენტრალურ საქართველოშიც. შესაბამისად, მე-13 საუკუნეში ქართველი ერის ჩამოუყალიბებლობაზე საუბარი საბჭოური დემაგოგიაა! - დიახ, მაგრამ გარკვეულ პერიოდში საქართველო იშლებოდა კიდეც... - დამპყრობლებთან ბრძოლაში საქართველო ზოჯგერ მართლაც ნაწევრდებოდა, მაგრამ თავისი ენისა და კულტურის მქონე სამეფოებად კი არა, როგორც ეს ტალიავინის დასკვნის ავტორებს ჰგონიათ, ან სურთ, სხვებს დააჯერონ. დიდი საქართველო იშლებოდა პატარ-პატარა საქართველოებად! ამ “საქართველოებში” კანცელარიის ენა ისევ ქართული იყო, ეკლესიის ენაც – ქართული, მშობლიური ისტორიაც და ლიტერატურის ისტორიაც ქართული იყო. მაგალითად, "ვეფხისტყაოსანიც" და "ქართლის ცხოვრებაც" სამზითვო წიგნები იყო როგორც კახეთში, ასევე სამეგრელოში, კლარჯეთსა თუ სვანეთში. ხაზგასმით ვამბობ: საქართველო არასოდეს დაშლილა ისეთ სეპარატისტულ სამეფოებად/სამთავროებად, რომელთაც თავ-თავიანთი ენა, ქცევა თუ კულტურა ჰქონდათ. ქართველი ერის ერთიანი ისტორიული მეხსიერება დღესაც ყველა კუთხის ქართველის იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. მაგალითად, თამარ მეფის ხსოვნა ყველა კუთხის ქართველის იდენტობის შემადგენელი ნაწილია (საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ლაზებისა თუ იმერხეველ-ტაოელებისთვისაც კი). ქართული ენა ყველა ქართველის (მეგრელის, სვანის, აჭარელის, მესხის, იმერელის, კახელის...) დედაენაა, ეროვნული ენაა, ეროვნული მეობის საფუძველია. მრავალი საუკუნის მანძილზე ამ დედაენობრივ კულტურაში იწრთობა მრავალი თაობა ქართველი ერისა, დღეს კი ამის მოშლა უნდათ! ისტორიულად ასე იყო: ქართველთა დედაენის ზეპირი კუთხური სახესხვაობები (კილოები, კილოკავები) "საოჯახო ენის" ფუნქციით შემოისაზღვრება და არალოგიკურია მათი წარმოდგენა ე.წ. სუბ-ეთნოსების მახასიათებლებად. ქართული ენის გავრცელების საზღვარი არ არის მდინარე ცხენისწყალი და ერგნეთი, როგორც ეს "რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდის" ზოგ ცინიკოს ე.წ. ექსპერტს ჰგონია. მათ გასაგონადაც ვამბობ: ქართული ენა ცხინვალის მხარეშიც და სამეგრელო-აფხაზეთსა თუ სვანეთშიც ავტოქთონი ქართველების მრავალსაუკუნოვანი დედაენაა! - თქვენ ტალიავინის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზეც გაამახვილეთ ყურადღება, რომელშიც, როგორც თავად ბრძანებთ, 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას "საქართველოს შიდა არეულობის" კვალიფიკაცია ეძლევა... - გაოცებული დავრჩი, როცა დასკვნის ეს ეპიზოდი წავიკითხე, - მეგონა, ელცინის და პუტინის მიერ რედაქტირებულ ტექსტს ვკითხულობდი! დღეს ყველა ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რუსეთის იმპერიამ დაამხო იმიტომ, რომ გამსახურდია რუსეთს კავკასიას აკარგვინებდა. პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სწორედ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, 1991 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საბჭოთა რუსეთის იმპერიის ჯარს ოკუპანტის სტატუსი მიანიჭა. ამიტომ დაამხო რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლება. იმ ხანად დასავლეთმაც წაუყრუა, რამდენადაც მაშინ დასავლეთი აღმოსავლეთ ევროპის თემით იყო დაინტერესებული... დღეს ვინც ჩქმალავს რუსეთის არსებით როლს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და ამ დანაშაულს შიდა არეულობას, ან ე.წ. სამოქალაქო ომს უწოდებს, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთის ინტერესებს ემსახურება. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო სასამართლომ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა რუსეთს საქართველოს ხელისუფლების ძალადობით დამხობისათვის! მართალია, ტალიავინის კომისიის დასკვნა უმაღლესი განაჩენი არ არის ჩვენთვის, მაგრამ ცუდია, რომ ევროპული კომისია ასე არაადეკვატურად უყურებს საქართველოს ძველ თუ ახალ ისტორიას! ამ ისტორიის ადეკვატური გააზრების გარეშე რა აზრი აქვს მსჯელობას იმაზე, ვინ ისროლა პირველი ტყვია?! ეს 1991 წლის 22 დეკემბრის ამბავს ჰგავს, როცა უზენაეს საბჭოს თავს დაესხნენ რუსებისგან მართული ბანდიტები და ამბობდნენ, პირველი ტყვია გამსახურდიას მხარემ ისროლაო! ამმხრივ ტალიავინის დასკვნა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: რუსეთმა დაიპყრო მთელი საქართველო, გენოციდი მოუწყო ქართველებსა და რუსეთის იმპერიული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, რუსებსაც კი... და ქართულმა მხარემ ისროლა პირველი ტყვიაო... ეს ყველაფერი უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ ჩვენი პატრონი ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ; ამ ისტორიულ ბრძოლაში ჩვენი თაობა - საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეები (ქართველები, აფხაზები, აზერბაჯანლები, სომხები, ოსები თუ სხვა ეთნოსების წარმომადგენლები) სასტიკ მარცხს გადავურჩებით, თუკი ვუერთგულებთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფასეულობებს და პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილს გამოვარჩევთ, რომელიც უცხოთა ფულით არ ფინანსდება და გამჭვირვალე პოლიტიკას ახორციელებს. ლევან ჭითანავა საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"
  16. იოანე მარუშისძე,გიორგი გაბროშვილი(სამაჩაბლოს გმირი-გოგია-გოგია), მხატვარი ვახტანგ ნოდია( ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დახატვის გამო მარჯვენა მოაჭრეს,შემდეგ აწამეს და მაინც ვერ გატეხეს ,ბოლომდე შეუპოვარად იდგა)....
  17. არავის გაუბაზრია, მან თვითონ "გააბაზრა" ტო.. : .
  18. გილოცავთ ,ღმერთმა დაგლოცოთ!
  19. მომისმინე, ტალიავინის დასკვნაში ასახული მასალების იდენტური მოსაზრებები ჩემს მიერ დასახელებულ ექსპერტებს საჯაროდ არაერთგზის აქვთ გამოქვეყნებული.... მათ შორის მრავალეთნიკურობის, "მცირე იმპერიის", არაქართველების შევიწროებისა და ჩაგვრის( პრაღის 24-ე რეზოლუცია), აფხაზების ქართველების მიერ ასიმილაციისგან დაცვის( რესპუბლიკელები_ხაინდრავა- ბერძენიშვილი)....
×
×
  • შექმენი...