
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
რესპუბლიკელები-ბერძენიშვილები,ხაინდრავები, ზაქარა.უსუფაშ.აღიარებდნენ აფხაზეთისა და"სახ. ოსეთის"დამოუკიდებლობას,როცა ისინი მოითხოვდნენ მათ კონფედერაციის სუბიექტად ცნობას, დევნილებისთვის სახლების დაკანონებას,რომ არ დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრისში,ვინაიდან ასე მოხდებოდა აფხაზების ასიმილაცია!( ივლიანე ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი.... )ქართველების გადარჩენაზე არ ზრუნავენ ადამიანის უფლებების "დიდი დამცველები"....
-
" კაგდა სიდიშ გავნე, სიდი ნი ჩირიკაი" უსიოკ?
-
ვიმეორებ:რაც არ უნდა ცილი დასწამონ b-n zviads ,მაინც მის შემდეგ დამსახურებეებს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან:1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს არა პოლიტიკოსობა და დიდი პოლიტიკოსობაა ქვეყნის 20 000 კვ. კმ-ს გაყიდვა, 300 000 დევნილის წარმოშობა, 1,5 მილიონის მამლუქებად გაყიდვა, ქვეყნის ღალატი, ეთნოწმედისა და გენოციდის მოწყობაში რუსეთის თანამონაწილეობა... გავაგრძელო? ჯერ იფიქრე და მერე ილაპარაკე არგუმენტებით...
-
.გუბაზმ სანიკიძემ "კავკასიაზე" განაცხადა:" წინამორბედმა პრეზიდენტებმა ხალხს არ უსმინეს და რაც მოუვიდათ ნახეთო".......... ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო რუსეთმა და მისმა კრიმინალებმა...1991-92 წწ. მოვლენები სამოქალაქო ომად მონათლა რუსეთმა და შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი,იოსელიანის ბანდამ ...ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით! ბევრი ადამიანი ახლაც "მოხიბლულია" 1991-92 წლების კრემლის პროპაგანდით ,მისი ლექსიკონით და ისევ აგრძელებენ ზვიად გამსახურდიას ცილისწამებას! გირჩევთ სინანულს,ვიდრე კაენურ ცოდვების გაგრძელებას?!რუსეთის ადვოკატობას რა ქვია?...ეს ეხება ე.წ.ლიდერებსაც -შევარდნაძის ბანდას! დედა ვ....ე მე მათი, ვისაც ენატრება მამათი! kontr-agent 007 კარგად წაიკითხე და მერე ილაპარაკე სამოქალაქო ომზე! :rolleyes:
-
სიტყვა "ზვიადისტი"," ზვიადიზმი" " იზვესტიამ" რუსეთის კგბ-ს დავალებით 1991 წელს ჩააწოდა მეხუთე კოლონას ,რათა პატრიოტები მოენათლათ კერპთაყვანისმცემლად...ფაშიზმის ანალოგიურად იმპერიული აზროვნების ხალხად," მცირე იმპერიის" მითის დასანერგად- საქართველოს დასაშლელად...მიზანს მიაღწიეს და ახლა ამ ცნებებით,ლექსიკონით მომუშავეთა ტვინი ნებსით და უნებლიედ ისევ ასხამს წყალს მტრის წისქვილზე...დიქტატორის ცნების დანერგვა რუსეთის სუკ -მა ირინა სარიშვილს დაავალა,როცა მან ჩაუშესკუს ძახილით ჩაიარა 1991 წელს რუსთაველზე...ეს სახელი ითვალისწინებდა აგრეთვე ჩაუშესკუს ბედს ანუ გადატრიალები ტექნოლოგია იგივე უნდა ყოფილიყო... :rolleyes: ... დასკვნები თქვენ გამოიტანეთ!...."პროვინციული ფაშიზმის",დიქტატორის...ცნებების შემოტანა მასმედიის მიერ 1991-92 წლებში რუსეთის კგბ-ს პროექტი იყო... ამას თან დაერთო ბოდიშები ( სერგო შევარდნაძე, გოგა ხაინდრავა, ჯაბა, ბერძენიშვილები...) ოსებთან... ეს ყველაფერი მეხუთე კოლონის მუშაობაა...."
-
Nukriko ქ. ცხინვალისა და ჯავის გარდა ვაკონტროლებდით , ეს ყველაფერი კარგად წაიკითხე და დასკვნები მერე გამოიტანე!........................................................ ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონილი, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრ. ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.
-
ჭკვიანი დემონები!
-
მათზე არანაკლებ ე.წ. პოლიტიკოსებს აუვიდათ სუნი...მოკლედ ყველა ხელისუფლებას .... მეოთხეს-მასმედიას, მეხუთეს - ორგანიზაციებს სიმყრალის სუნი აქვთ..
-
zeppelina-მომწონს
-
ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე- უდიდესი მეფეებია სამეული...
-
ახლა ატეხავენ ერთ ამბავს ქართველი" ადამიანის უფლებების დამცველნი"- ზაქარეიშვილ-რესპუბლიკელები, აქუ, კლიმიაშვილი,მოროშკინა, "დაიცავი საქართველო"( მოქკავშირი),ნათელაშვილი, კონსერვატორები...ერთ ვიშვიშს...
-
რა განსხვავება მათ შორის?! ...ორივენი წყევლაკრულიანი სერგო შევარდნაძის (ლეკვებია) შვილებია...
-
ისევ აფხაზეთი,ოღონდ გაყოფის პერსპექტივით.
shavlego91 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იქნებ თქვენ დადოთ ეს დოკუმენტი,რადგან ამ რესპუბლიკელებს ფორუმზე ცივ ნიავს არ აკარებთ და ამიტომ უფრო ხელი მიგიწვდებათ! -
Краснодарский Край» - историческая территория Грузии 27/12/2009 Гурам Мархулия Очередное кощунственное заявление министра иностранных дел России господина С.Лаврова вызвало возмущение грузинской общественности. Российское информационное агентство ИА REGNUM передает жалкий стон российского Министра: “Россию печалит, что западные спонсоры Саакашвили не сделали выводы из грузино-юго-осетинской войны. МИД России опечален тем, что западные спонсоры президента Грузии Михаила Саакашвили не сделали выводов из войны в августе 2008 года. Как передает REGNUM, 24 декабря по итогам заседания комитета Государственной думы РФ, на котором обсуждались внутриполитические итоги 2009 года и задачи российской дипломатии на 2010 год, министр иностранных дел РФ Сергей Лавров выразил сожаление, что “реваншистские заявления из уст Саакашвили продолжаются”. Подобно кровожадному дракону, в ИА REGNUM-е слова Лаврова обретают кровь и плоть и занимательная сказка превращается в “быль”: “Его недавняя статья в американской прессе прямо заявляет о том, что Грузия должна активно восстанавливать свою армию, причем должна обкатывать свою армию в боевых действиях, потому что армия Грузии понадобится не для парадов”, - отметил министр. “Если западные спонсоры нынешнего режима, которые, мы надеялись, должны были бы сделать выводы из августа 2008 года, продолжают содействовать восстановлению грузинской армии как ни в чем не бывало, нас это печалит”, - заявил Лавров.” Мы приведем некоторые исторические факты о принадлежности т.н Краснодарского Края Грузии, чтобы правительству России и русскому народу было понятно, что не только Абхазети, но и почти весь т.н. Краснодарский Край принадлежал Грузинскому государству. Мы даже не будем касаться древней истории Грузии, а приведем научные материалы касательно всего лишь 1918 года, когда этот древний уголок Грузии вновь был возвращен в пределы грузинского государства. Российские ученые и политики такого ранга как господин С.Лавров стараются не касаться этой темы, это больное место для Российской государственности, так как современная Россия состоит из определенных исторических частей -территорий Грузии. Такое положение отрицательно влияет на имидж Российского государства, к тому же в этой исторической территории Грузии Россия планирует провести Олимпиаду. Итак, уважаемые читатели, исторические факты свидетельствуют, что после Российского позорного октябрьского переворота в Тифлисе образовался Закавказский Комиссариат, который отказался признать власть совнаркома во главе с Лениным. Однако вопрос об отделении Закавказья от России не ставился. Здесь ждали итогов выборов в Учредительное собрание, надеялись, что власть большевиков падёт со дня на день1. Однако положение не менялось, большевики укреплялись и 5-6 января разогнали Учредительное Собрание. 10 (23) февраля 1918г. в Тифлисе был открыт Закавказский Сейм, в состав которого вошли депутаты, избранные во всероссийское Учредительное Собрание из Закавказья. Сейм также не ставил вопрос об отделении от России. Закавказский Сейм предпринял энергичные попытки заключения мира с Турцией. 1 марта 1918 г. делегация Сейма встретилась в Трапезунде с турками. Первый вопрос представителя Оттоманской империи был: "Кто вы такие, какое государство вы представляете?" 2 Закавказье всё еще не было самостоятельным государством, на что и намекали турки. Посланцы султана в ультимативной форме потребовали в качестве условия для возобновления переговоров объявить независимость Закавказья от России. 5 апреля 1918 г. на заседании Сейма Н. Жордания заявил: "...связь с Россией прервалась и Закавказье осталось одно. Мы должны встать на собственные ноги и сами себе помочь или погибнуть в анархии".3 В Сейме начались бурные дебаты. 9 апреля Закавказский Сейм провозгласил независимость Закавказья от России. Однако единое самостоятельное Закавказье, ввиду разногласия народов, образующих его, просуществовало совсем недолго. Неслучайно поэтому, 26 мая 1918г. в последнем решении Сейма говорилось: "Ввиду того, что по вопросу о войне и мире обнаружились коренные расхождения между народами, создавшими Закавказскую независимую республику... стало невозможным выступление одной авторитетной власти, говорящей от имени Закавказья, Сейм констатирует факт распадения Закавказья и слагает свои полномочия".4 26 мая 1918 г. Грузия восстановила свою государственность, упразднённую российским самодержавием 117-ю годами раньше. Основной задачей правительства Первой Грузинской Республики было достижение признания со стороны великих держав. Так, 28 мая 1918 г. в г. Поти между Германией и Грузией был заключен пакет соглашений, что ознаменовало собой признание Германией де-факто независимости Грузии5. Грузинская делегация в Берлине в июне-ноябре 1918 года добивалась юридического признания независимости Грузии со стороны Германии6. Правительство Германии для окончательного урегулирования этого вопроса считало необходимым заручиться предварительно согласием Советского правительства. Какова же была позиция Советского правительства по этому вопросу? Из письма И. В. Сталина С. Г. Шаумяну от 8 июля 1918 года о политике Советской власти в Закавказье читаем: "Общая наша политика в вопросе о Закавказье состоит в том, чтобы заставить немцев официально признать грузинский, армянский и азербайджанский вопросы вопросами внутренними для России, в разрешении которых немцы не должны участвовать. Именно поэтому мы не признаем независимости Грузии, признанной Германией, возможно, что нам придется уступить немцам в вопросе о Грузии, но уступку такую мы в конце дадим лишь при условии признания немцами невмешательства Германии в дела Армении и Азербайджана.
-
დილემა კაცობრიობის წინაშე ზვიად გამსახურდია ,,რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას, ნექტარიც წავიღე და შხამიც რამდენი...” ეპიტაფია " არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა. უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა, რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოებრიობის თუ პიროვნების წინაშე. ფსევდოინტელექტუალური ,,ინტელიგენციისათვის” უგნურების სინონიმად რწმენა ქცეულა. ჟამთა ვითარებაში შეიცვალა განგების მიმართება კაცთა მოდგმისადმი. ადამიანთა ევოლუციისათვის საჭირო გახდა ჭეშმარიტებისა და სიკეთის გარდა თავისუფლების გაგება და განვითარება. ამანვე გამოიწვია თავად დილემის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, საბედისწერო გახდა ეს დილემა: რწმენისა და ურწმუნოების, სულიერ ღირებულებათა აღიარებისა ადამიანთა მიერ და მეორეს მხრივ, ამავე ღირებულებათა ზურგის შექცევისა და მათი მივიწყებისა. განგებამ და ეპოქამ მოიტანა აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანი თავისუფალ არსებად იქცეს. ამიტომაც გაქრნენ ისტორიის არენიდან დიდი წმინდანნი და მოძღვართ მოძღვარნი, ამიტომ შესუსტდა რელიგია, ამიტომ გაძლიერდნენ ყოველგვარი ცთომილებანი აზროვნებისა და მსოფლმხედველობისმიერნი. გაძლიერდა ჯერ სკეპტიციზმი, შემდეგ კი ნიჰილიზმი, საბუნებისმეტყველო აზროვნების სფეროში ფეხი მოიდგა მატერიალისტურმა ცთომილებამ, ფილოსოფიაში რაციონალიზმმა, პოზიტივიზმმა და ,,იზმებმა”, სახელი მათი ლეგიონია. ყოველივე ამან გამოიწვია დილემა აზროვნების, მორალის, ეთიკის, კულტურის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების სფეროში. თუმცა მე-20 საუკუნემდე, როგორც ვამბობდი, ყოველი ადამიანისათვის ცნობიერად თუ ქვეცნობიერად როდი გამოკვეთილა ამ დილემის სიმწვავე. დღეს კი საკმარისია თვალი გადავავლოთ ცხოვრებას ჩვენი საუკუნის ცივილიზებული კაცობრიობისა, ნათელი გახდება თუ რაოდენ გამწვავდა ცნობიერი თუ ქვეცნობიერი აღქმა ზემოხსენებული დილემისა. დღეს ეს დილემა ამგვარად გამოიკვეთა აზროვნების, ეთიკის თუ მორალის სფეროში: ან ვაღიაროთ, რომ დიდი სამყარო, უნივერსუმი და ჩვენ კაცობრიობა შექმნილი ვართ აბსოლუტურად კეთილი გონიერი უნივერსალური ძალის მიერ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი დანიშნულება, დიადი მიზნები, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა არ არის მარტოოდენ რაღაც მექანიკური და ობიექტურად აუცილებელი ,,კანონზომიერების” შედეგი, რომ ის არ აღმოცენებულა შემთხვევით თუ უაზროდ და არ არის სურს აღასრულება თავისი ამსოფლიური მაღალი დანიშნულებისა. ან ვაღიაროთ, საპირისპირო: მორალი და ეთიკა მხოლოდ ცარიელი, უაზრო ცნებებია, ისეთ ადამიანთა მიერ გამოგონილი, რომელთაც სურთ ამ გზით დამონება და დათრგუნვა დანარჩენი კაცობრიობისა და რომელნიც თავიანთი ქვენა მიზნების განხორციელებისათვის იყენებენ ამ ცნებებს. ერთადერთი მისაღები და ცხოვრებისეულად გამართლებული ფორმაა ადამიანთა ყოფისა ცხოველურ ყოფასთან დაახლოება: ბუნებისმიერი და მატერიალური მოთხოვნილებების, პირუტყვული ინსტიქტების და ვნებების დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, დგას დილემა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ერთის მხროვ მოქალაქეობრივი თავგანწირვა, ნიადაგ სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი იდეალების პირველ პლანზე დაყენება, ხოლო მეორეს მხრივ, ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, სინდისის ხმის ჩახშობა საკუთარ სულში, თვალის დახუჭვა ყოველგვარ უმსგავსოებაზე, რომელსაც სჩადის ესა თუ ის საზოგადოებრივი წყობა თუ ცალკეული ადამიანი. ეს გახლავთ ის მწვავე დილემა, რომელიც დგას დღეს ყოველი ჩვენგანის წინაშე. აი ის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაუცემლობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. აი მთავარი ფესვი ყველა დღევანდელი სოციალური და ადამიანური ბოროტებისა! ჩვენ ვამტკიცებთ: მე¬20 საუკუნის ადამიანს გაუმწვავდა აღქმა შეგრძნება ამ დილემისა. ამავე დროს ცხადია : ადამიანური ცნობიერების ამ განვითარების სხვადასხვა დონეებზე ამ დილემის აღქმა სხვადასხვაგვარია და მასზე რეაგირებაც. ამას განაპირობებს აგრეთვე სოციალური მდგომარეობაც, ბიოლოგიური სრულფასოვნება – არასრულფასოვნება, მატერიალური და ეკონომიური პირობები, რასული თუ ეთნიკური წარმომავლობა და ა.შ. ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აფსოლუტიზირება რომელიმე ფაქტორისა. ყველა შემთხვევაში ინდივიდუალობასთან გვაქვს საქმე და ამიტომ სურათიც უაღრესად ნაირგვარია. ჩვენია გაგებით ამ დილემის გაუცნობიერებლობა არანაკლებ დამღუპველია ადამიანისათვის, ვიდრე მისთვის შეგნებულად ზურგის შექცევა, ვინაიდან ქვეცნობიერად, ინსტიქტურად ყველა ადამიანი გრძნობს მის დიდმნიშვნელობას და ბედითობას. კეთილდღეობისა და სიცოცხლის ფასად დღესაც აგრძელებენ მაცხოვრის მიბაძვას და ნერგავენ სიყვარულისა და ჭეშმარიტების სახარებას არაცივილიზებულ, ჩამორჩენილ ტომებში... ჩვენ მოწმენი გავხდით უკანასკნელ ხანებში უგანდის მთავარეპისკოპოსისა და სხვა მრავალი მისიონერის მხეცური მკვლელობისა. ისინი წეშმარიტად პირველქრისტიანი მოწამეებისა და შუასაუკუნეთა რჩეულ მარტვილთა დიდ საქმეთა გამგრძელებელნი არიან ჩვენს რთულსა და ტრაგიკულ დროში. იგივე ითქმის ზოგიერთი ბუდისტი მისიონერის გამო. განსაკუთრებით საბჭოთა ციხის ჯალათთა მიერ მხეცურად მოკლული ბურიატელი მისიონერის, შესანიშნავი მოქალაქისა და მოაზროვნის ბიდია დანდარონის შესახებ. ასეთივე ნათელი და მაღალი მაგალითია ცხოვრება და მოქალაქეობა ჯონ ბრაუნისა, მარტინ ლუთერ კინგისა, ალბერტ შვაიცერისა, ამბროსი ხელაიასი და სხვათა. ყოველივე ამით ცხადი ხდება, რომ მე-20 საუკუნის კაცობრიობის მასის ტოტალური გადაგვარება და განურჩევლობა ერთი მხარეა სასწორისა, რომელსაც უპირისპირდება მაღალი მორალური შეგნება დღევანდელი კაცობრიობის რჩეულთა. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სამართლიანობისათვის მებრძოლნი, თუნდაც დიდი ცდომილებებითა და გზააბნეულობით რომ გამოირჩევიან, მაინც მიედრებიან ამ რჩეულებს, უკეთუ მათი ბრძოლა და მარტვილობა გულწრფელია და ქვენა მიზნებისაგან კიდეგან მდგარი. შესაძლოა გაგვაოცოს მცირერიცხოვანობამ დასახელებილი მაგალითებისა, მაგრამ ჩვენ შევახსენებთ მკითხველს, თუ რაოდენ ვიწროა გზა ხსნისა და რაოდენ ფართოა გზა წარწყმენდისა და გადაგვერებისა, სახარების ფორმულით რომ ვთქვათ. იგივე გახლავთ მიზეზი საბჭოთა კავშირში დისიდენტთა მცირერიცხოვანებისა, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულ მტრებს, რომელნიც ნიადაგ გაჰყვირიან: ,,შეხედეთ ამ ერთი მუჭა გროვას, გზააბნეული და ხალხსმოწყვეტილი ადამიანებისა! ნუთუ ისინი გამოხატავენ მრავალმილიონიანი მასების ნებას? ნუთუ მათ გააჩნიათ უფლება ილაპარაკონ ხალხის სახელით? ხალხისა, რომელმაც არც კი იცის მათი არსებობა, მათი ფიქრები და მიზანზრახვანი? »უხეში სოციოლოგიზმი, ფსიქოანალიზურ ჭუჭყში ქექვა, ფროიდიზმი, რასიზმი და ყოველგვარი პათოლოგიის აპოლოგია, ფსევდომოდერნიზმის, ,,ანტილიტერატურის » აღმოცენება. აი, საგანგაშო მეტასტაზები ამ სენისა. ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ვულგარული მატერიალიზმი და მარქსიზმი, მატერიალური დარვინიზმი, ე.წ. რასისტული ეთნოგრაფია, ტექნოლოგიური პროგრესის იდეალიზაცია, კიბერნეტიზმის ცალმხრივი, არასპირიტუალური განვითარება, გენური ინჟინერია, ნუკლეანური ფიზიკის უკონტროლო განვითარება და სხვანი - აი, სავალალო შედეგი ამ სენისა. ყოველივე ეს პიროვნებაში ქვეცნობიერ პროტესტსა და ამბოხს ბადებს, მიუხედავად ამ პიროვნების განვითარების დონისა, ასაკისა, ინტელექტუალურ-მორალური მონაცემებისა. როგორც ზემოთ ვამბობდით, კაცობრიობის მასსამ ან ვერ აღიქვა, ან – ცნობიერად აქცია ზურგი ზემოხსენებულ მწვავე დილემას. მაგრამ განა იგი განთავისუფლდა ამ დილემისგან? სწორედ ამის შემდეგ იქცა მისთვის ეს დილემა დამღუპველ ძალად, მისი პიროვნების გადამგვარებელ ფატორად ; სწორედ ამან განაპირობა მის ცხოვრებაში რთული ქაოსი და ანარქია და აი, ღირსშესანიშნავმა შედეგმაც არ დააგვიანა. განა შემთხვევითია, რომ სწორედ მე-20 საუკუნეში აღმოცენდა ჰიპებისა და ბიტნიკების მოძრაობა, არნახულად გაგვრცელდა ნარკომანია ათასგვარი სახით (დასავლეთის ქვეყნებსა და აზიაში), ალკოჰოლოზმი (საბჭოთა კავშირში), გამრავლდა თვითმკვლელობა, არნახულად გაიზარდა დამნაშავეობა, ტერორიზმი (ესპანეთი, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ორივე ამერიკა), დივერსიებისა და ხანძრებისაკენ მიდრეკილება (საბჭოთა კავშირი), არნახული პათოლოგიური გარყვნილება (დასავლეთ ევროპა) და სხვა. სახის ამგვარი დაკარგვა ადამიანის მიერ გახლავთ შედეგი სწორედ იმისა, რომ დღევანდელმა ადამიანმა ვერ ჰპოვა გამოსავალი ამ რთული დილემის წინაშე, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში იგი ავლენს ქვეცნობიერ პროტესტს საკუთარი თავის წინააღმდეგ. იგი სასოწარკვეთილია იმით, რომ ვერ ჰპოვა გზა ჭეშმარიტი, რომელიც წილად ჰხვდა მას დაბადებით, რამეთუ კაცი ყოველი ხატი არის ღვთისა. დიახ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისაკენ, რომ აირჩიოს პირველი გზა, გზა ღმერთკაცობისა, მაღალი სულიერი იდეალის განა ამ დილემის სიმწვავემ არ გალია ლამანჩელი რაინდი და ლანდს არ დაამსგავსა იგი, საოცნებო აჩრდილთა სამყაროდან გადმოხვეწილს ამ ცოდვილ დედამიწაზე? განა ამ დილემას არ ანაცვალა ფაუსტმა მაგიით მოპოვებული უმაღლესი სპირიტუალური კეთილდღეობა, განა ამიტომ არ დასდო პაქტი სატანასთან, რათა ზიარებოდა საწუთროს წარმავალ ბედნიერებას? განა დონ-ჟუანს საიქიოდან მობრუნებულმა კომანდორმა არ შეაცვლევინა გეზი ჩვეული ყოფა-ცხოვრებისა, რომელსაც იგი მანამდის ერთადერთ გამართლებულ გზად სთვლიდა? განა ამ დილემასთან ბრძოლაში არ გადაიჩეხა ფრიდრიხ ნიცშე კაცთმძულვარებისა და ღვთის უარყოფის უფსკრულში? განა ლევ ტოლსტოისათვის ეს მარადიული დილემაც ამსოფლიურად არ გამოიხატა ერთის მხრივ საგრაფო მამულისა და მეორეს მხრივ, ოპტინას უდაბნოს სახით? განა ამ დილემას არ გაექცა იგი ოპტინას უდაბნოში? ყოველივე ამის შედეგად განა ცხადი არ არის რომ ახალი დროის გარიჟრაჟზე ადამიანის განწყობილება და ქმედება სხვაგვარი იყო მარადიული დილემის წინაშე, ვიდრე ძველი ეპოქის კაცთათვის? დავიკვირდეთ ჩვენს თანამედროვეობას და ცხადი გახდება, რომ დღესაც სხვაგვარია სპეციფიკა დილემის წინაშე დგომისა და მისი განცდისა. შეიქმნა უკიდურესობები პიროვნულ და სამოქალაქო თავისუფლების გაგების სფეროში. ერთის მხრივ ტოტალიტარიზმის მიერ ვნებადახშული უხეში ძალადობით გაოგნებული და აპათიაში ჩავარდნილი მასა, რომელსაც თავისუფლების არათუ შეგნება, არამედ იოტისოდენა მოთხოვნილებაც კი არ გააჩნია. დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორის მიერ მონუსხული ბრბოს მსგავსად, თავისუფლებისაკენ სწრაფვას იგი უკეთეს შემთხვევაში უცნაურობად, სიგიჟედ ან კიდევ უფრო უარეს რამედ სთვლის. ნურავინ იფიქრებს, რომ, მაგალითად, საბჭოთა კავშირში მხოლოდ მმართველ წრეებს დაებადათ იდეა თავისუფლებისმოყვარე ადამიანების სულიერ ავადმყოფებად გამოცხადებისა. ეს ფსიქოლოგია თავად მასაში შემუშავდა თავდაპირველად, იმდენად წარმოუდგენელი იყო სახელმწიფო ტერორისა და ტოტალიტარიზმის ხუნდების წინააღმდეგ რაიმე ამბოხი «ჭკუათმყოფელი» ადამიანისათვის. სახელმწიფოს მესვეურებმაც კარგად გაუგეს მასის ამგვარ ფსიქოლოგიას და არ დააგვიანეს როგორიცაა პრეზიდენტი კარტერი, მისთვის შეუძლებელი იქნება მოქმედება იმ სისტემის პირობებში, რომელსაც იგი ემსახურება დღეს. კარტერის კეთილშობილური იდეები ასეთივე ქველი და თანამიმდევრული საქმეებით არ განმტკიცდებიან, ამაო დარჩება მისი ღაღადისი ნებამოშლილი დასავლეთის უდაბნოსა შინა. მთავარი საკითხი კი მაინც ის არის, შესძლებს თუ არა იგი ამ დიდი საქმეების რეალიზაციას თავისი სისტემის პირობებში, თავისი პარტნიორებით გარემოცული ? საზოგადოებაში, სადაც COMMONWELTH-ისა და PROSPERITY-ს გაგებები დღესაც რჩებიან მთავრ ღირებულებებად. განა შეიძლება ადამიანის ესოდენ მაღალ ალტრუისტულ პრინციპებზე ოცნება? რამდენადაც ადამიანის უფლებები გარანტირებული აქვს ამ საზოგადოებას, განა ისურვებს იგი საკუთარი COMMONWELTH -ისა და PROSPERITY-ს დათმობის ფასად ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაჰყვეს კარტერს სხვათათვის, სრულიად უცხოთათვის, ადამიანური უფლების მოსაპოვებლად? ამგვარად კარტერი უწინარეს ყოვლისა უნდა ებრძოლოს დასავლეთის სოციალურ ეგოიზმს და თვითკმაყოფილებას, თუ სურს იმ მიზნის მიღწევა, რომელთა თეორიულ დეკლარირებას იგი ეწევა. სხვა საკითხია, რამდენად გააღვიძებს კარტერი სინდისს თავის მოყვასთა და თანამემამულეთა წიაღში, რამდენად შესძრავს იგი მათ გულებს მსოფლიოში გამეფებული ტირანიისა და უსამართლობის მხილებით. რამდენად ცხადად დაანახვებს იგი თავის ერს დღევანდელი დილემის სიმწვავეს, პრაგმატიზმის, პრაქტიკული მატერიალიზმის და უტილიტარიზმის წაობიდან ამოსვლის აუცილებლობას და თუ იგი ამას შესძლებს დღევანდელი ამერიკის სხვა პოლიტიკურ მეოღვაწეებთან და ჰუმანისტებთან ერთად, აგრეთვე იქ მყოფ ემიგრანტ დისიდენტებთან ერთად. კაცობრიობის მომავლის პერსპექტივა აღარ იქნება ესოდენ შავი და უნუგეშო, როგორც დღეს. დღევანდელი ადამიანისთვის მთავარია, რომ მან შეიგნოს დილემის არსი, დილემისა, რომელიც თავად განგებამ წამოუხენა დღეს პიროვნებებსა და ერებს : ან თვითდათმობა იდეალისთვის, სწუთრო კეთილდღეობისა და კომფორტის არად ჩაგდება, მსხვერპლი და თავგანწირვა წეშმარიტებისათვის, მოქლაქეობრივი თავდადება, ან მიყოლა ცხოვრების დინებისა , განდგომა ამრიგად, თანამედროვე დემოკრატიის უძლურებისა და კრიზისის მთავარი მომენტი იმაში გამოიხატება, რომ იგი თავადვე კვებავს იმ ურჩხულს, რომელმაც საბოლოოდ უნდა შთანთქას იგი (არსებობს ლენინისეული თეზა : «კაპიტალიზმი თავადვე მოგვყიდის თავისავე ჩამოსახჩობ თოკს»). და აი, ამ დილემის დამნახველი ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩევს გზას მარტვილობისას, თვითდათმობისას, უთანასწორო ბრძოლისას ციხეებისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების წანგებით აღწირვილ ურჩხულთან. ეს გასაგებიცაა. უფრო იოლია თვალის დახუწვა, საკუთარი პოზიციის გამაგრება «კეთილგონიერებით», «შორსმჭვრეტელობით», ან თუნდაც დევიზით: «სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან». უფრო მეტიც, ოპორტუნისტულად განწყობილი ინტელიგენცია დღეს კი ინიღბება «გონივრული ინტელიგენციის» ნიღბით, ვითომდა ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებებით, ვიდრე «კედლისათვის თავის შეხლაა». ამიტომ გამრავლდა ჩვენში «მინიშნებითი, წამყოფითი ლიტერატურა», ყველასათვის უჩინარი და შეუმჩნეველი დაპირისპირება რეჟიმის უსამართლობასთან და ა.შ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველივე ამას თვით ტოტალიტარული ხელისუფლება ზოგჯერ ფარულად თავად უწყობს ხელს, რათა შექმნას ილუზია სიტყვის თავისუფლებისა, ლიბერალიზაციისა, რათა ხალხში აღძრას სურვილი ოპოზიციური ჟინის მოკვლისა იმგვარად ნათქვამი და უმისამართო გამოხტომებით, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეების მიხედვით «რეჟიმის წინააღმდეგ არიან მიმართული». ეს უფრო ეფექტური საშუალებაა დისიდენტურ გამოსვლებთან ბრძოლისა, ვიდრე უხეში ადმინისტრირება ან პირდაპირი რეპრესირება ნამდვილი ოპოზიციონერებისა, დისიდენტების დისკრედიტაცია, როგორც «უტაქტო», «დიპლომატიას მოკლებული ადამიანებისა», ან ფრთხილი შეფასება, როგორც «ოდნავ ჭკუაზე გადამცდარი ხალხისა», ზემოხსენებულ «ბრძენ ოპოზიციონერთაგან» განსხვავებით, იგი რეჟიმის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება, ვინაიდან რეჟიმი კვლავ განაგრძობს არსებობას, ხოლო ოპოზიციური ვნებები, რომელიც უფრო და უფრო იზრდება ხალხში, ამგვარი სათამაშო თოფის სროლით კმაყოფილდებიან. ბოლოს იქმნება ილუზია დემოკრატიული საზოგადოებისა, სადაც გაიღონ მცირე მსხვერპლი მაინც ზნეობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. პრეზიდენტი კარტერი, როგორც აღმზრდელი, სწორედ ამ სფეროზე ზეგავლენით თუ შეფასდება. აქ გამოჩნდება მისი ავტორიტეტის ძალა, შთაგონების უნარი. მან უნდა გარდაქმნას კაპიტალის მსახურნი თავისუფლების იდეის მსახურებად. კაპიტალი უნდა გახდეს ხელშემწყობი კაცობრიობის ზნეობრივი გარდაქმნისა. ასე, რომ კაპიტალიზმის ქვეყნებში ადამიანებმა უნდა დასთმონ სნობიზმი, კომფორტის სიყვარული, მოგებისა და სარგებლიანობის კულტი. სოციალისტურ ქვეყნებში კი ადამიანებმა უნდა დასთმონ შიში, ვიწრო ეგოისტური კარჩაკეტილობა, ასოციალურობა, მოქალაქეობრივი დეზერტირობა, ფილისტერული თვითკმაყოფი¬ლება და აგრეთვე თვითმოტყუება ფსევდოოპოზიციონერობით. შენ დაბრძანდები დიდი ქლაქის ქუჩებში, ვიწრო მეგობართა წრეში ოპოზიციურად ყბედობ, სიტყვით გმირი ხარ, საქმით კი, ყოველნაირად თავს არიდებ სიმართლისათვის ომს, რომელსაც აწარმოებენ შენი მოყვასნი, ნიადაგ ციხისა და სიკვდილის საფრთხის ქვეშ მდგომნი. შენ არად გენაღვლება ციხეებსა და ბანაკებში ჩაყრილი ადამიანების ბედი, რომელთაც ნელი წამებით კლავენ, აადებენ, შენ მათზე ფიქრსაც კი თავს არიდებ, შენ განდევნე ისინი შენი ცნობიერების ველიდან, შენთვის ისინი «არაპიროვნებანი» არიან. როგორც ეს ორუელის ცნობილ რომანში ხდება, ამით კი შენ თავად ხდები ფიტული კაცისა, სნობი სნობთა შორის, ყბედობის სენით დაავადებული. თანდათან შენი ცხოვრების წესი მიგიყვანს დეგრადაციამდე, ამორალიზმამდე, ბოლოს შენ შესაძლოა შეიძულო შენი მოყვასი, რომელიც თავს სწირავს სიმართლისა და სიკეთისათვის ბრძოლაში, შენ მისთვის იწყებ ათასგვარი ატრიბუტების გამოგონებასაც: ,,უცნაური”, ,,დონ-კიხოტი”, ,,პოზიორი », მის წვრილმან ნაკელში ქექვას, მის კრიტიკას, მოკლედ, გსურს დაასაბუთო შენი გზის სისწორე, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავხარ…"
-
ისევ აფხაზეთი,ოღონდ გაყოფის პერსპექტივით.
shavlego91 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს კონცეფცია იყო კონფედერაციის შესახებ,რაც გულისხმობდა ფაქტობრივის იურიდიულ დაკანონებას ანუ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას( იხ. ზაქარეიშვილ-ცაბოშვილის კონცეფცია) -
"ქართული იმპერიალიზმი " მითი თუ რეალობა?!
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დავასაბუთოთ ბატონო! -
აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო და წაბალ-დალი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. აფსნი, აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე. ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V სს-ში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში - მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV სს-ში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI სს-ში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა. VIII ს-ში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს “აფხაზთა სამეფო” ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-X სს-ში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII ს-ის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII სს-ში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. 1864 წელს რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და მას სოხუმის ოლქი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. დღევანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის რაიონების ტერიტორიას. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია (2008 წლამდე კოდორის ხეობის გამოკლებით) სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა.
-
ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენ ის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვისგადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! აფხაზეთზე კარგი მასალები ჰქონდა ცხონებულ მიბჩუანს,ისე მეც მაქვს საკმარისი დოკუმენტები..უახლოეს ისტორიაში მთლიანად დავდებ ყველა ფაქტს მათ შორის1992წ 24ივნისს ,როგორ შეთანხმდნენ აფხაზეთში ე.წ.სამშვიდობოების ანუ საოკუპაციო რუსის ჯარების შემოყვანაზე-აფხაზეთის ჩაბარებაზე! ე.ი.დაგომისში როცა გადაეცა სამაჩაბლო რუსეთის მოქალაქე შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის ,მაშინ გადაწყდა(ერთი წლით ადრე)აფხაზეთის ჩაბარება.ეს საიდუმლო მასალა დუდაევმა მოიპოვა გადასცა ბ-ნ ზვიადს და ამიტომ ჩამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი! ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევ ე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს? შენ ამის მერე იტყვი რომ შევარდნაძე ამ სატელეფონო საუბრისას იბრძოდე რუსების წინააღმდეგ,ხოლო შემდგომ რუსების მიერ მოკლული ზვიად გამსახურდია რუსების მხარეზე იყო?! თქვენს გასაგონად ვამბობ:1993წლის 20 ივლისის მიმართვაში ზვიად გამსახურდია წერს:"...შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარსემო მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.მზადდება ე.წ."ცხინვალის ვარიანტი",სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება! (ეს იცოდა შარტავამ და ამიტომ მოიშორეს-შავლეგო)...ყერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა,რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას...სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას,ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს,სოხუმის ჩაბარებას... მოჰყვება-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია." სწორედ ამიტომ ჩამობრძანდა პრეზიდენტი და ოჩამჩირეში25 სექტემბერს შეკრიბა ორივე მხარის ჯარის მეთაურების დიდი ნაწილი(ეს ვიდო ვიკიპედიაშია) და ერთად სოხუმის გადარჩენაზე ფიცი დაადებინა! ჯაბა- ედიკას დუეტი ამ თავის ჯარის მეთაურებს თბილისში ოჯახების აწიოკებით დაემუქრა,რის შედეგადაც სოხუმის დაცვის ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული!სოხუმში შესვლის ბრძანება გასცა ბ-ნმა ზვიადმა,მაგრამ რუსებმა ამ დროს დაბომბე ისინი და 6 კაცი დაიღუპა.ზვიადის გვარდიის სავარაუდო განადგურების გეგმის შესახებს შარტავამ აცნობა... მან უთხრა ზვიადს აგრეთვე,რომ ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ მოუყვებოდა ყველაფერს...სწორედ ამიტომ მოიშორეს შარტავა ანუ ღალატის მოწმე!!! კიდევ ლაპარაკობ ღალატზე,როცა ზვიადის წინააღმდეგ მებრძოლი ძალები -ედუარდ ბალტინის საზღვაო ფლოტი , ძერჟინსკის დივიზია,პეჩორისა და როსტოვის სპეც. დანაყოფები ახდენენ 9 აპრილის ტრაგედიას,აფხაზეთისა და სამეგრელოს ოკუპაციას,ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ ლიკვიდაციას...ვისაც ელემენტარულ ლოგიკაში პრობლემები გაქვთ ნუ გამომეხმაურებით სანამ კამათის ელემენტებს ისწავლით!
-
ძუკუ ...ამით გპასუხობ და იმედია ახლა მაინც გაიგებ :rolleyes:...