
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა-საქართველოს სულიერი მისსია ... ჯერ კიდევ ძველბერძნები "გეორგოსებს" უწოდებდნენ ქართველებს იმის გამო, რომ მიწათმოქმედება იყო ყველაზე მეტად განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. "გეორგოს" ნიშნავს მიწის დამმუშავებელს, მაგრამ, ამავე დროს, გიორგის კულტი დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, კერძოდ, ნაყოფიერებისს ღვთაებათა დაცვასთან, ამინდთან, მეტეოროლოგიასთან. ასე იყო ძველ საქართველოში და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ეროვნული ღვთაება - თეთრი გიორგი. ხოლო ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა. და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმევე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მეიად მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისა წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისთვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგიანობამ დაჩრდილა ქრისტიანობა. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაპადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში. ე. ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის. საქართველოს სახელწოდებაც დაუკავშირდა გიორგის და გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე - მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწლრედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდრომის დღესასწაულების "შთანთქმისა" წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი. რა კავშირია ლაზარესა და ქართულ ენას შორის? ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყძანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას...-
-
ალბათ არცერთი არაა უკრაინის ინტერესების გამტარებელი, ყველანი სხვისი შვილებია?!
-
"ქართული იმპერიალიზმი " მითი თუ რეალობა?!
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.მუქარის უკან ედუარდ შევარდნაძეც იდგა საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა...!!!!!დიდება უფალს!!! სანამ რუსეთი ასე თავისუფლად პარპაშებს კავკასიაში,მანამ ეს ეკონომიკური,კულტურული, ადათობრივი,დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედება,სახალხო დიპლომატიის ჩართვა არის ილუზია,რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი...ასეთი ინტელექტუალური პროექტები მაშინ განხორციელდება,როცა ეს ხალხები თვითონ დაიწყებენ საკუთარი მომავლის გადაწყვეტას და არა სხვის კარნახით...კავკასიის თავისუფლება რუსეთისაგან აი,თითოეული ქართველის,კავკასიელის საფიქრალი-წმიდა ილია მართალი... -
კიკაბიძე კენჭს იყრის ქალაქის ................?
shavlego91 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან აქებდნენ მას "თბილისელები" 1992 წლის 3 და 7 იანვრის მიტინგების დარბევების შემდეგ! " კარგი გაკეთებულს " ამას უწოდებ "თბილისელებივით"?! -
ჩავასწორე..აქ ლაპარაკია იდეურ ნათესაობაზე...
-
Siknadmo მაგ" რევოლუციას" " ბაბუშენმა" სერგო შევარდნაძე რეუტის ანუ რუსეთის მიერ პარალამენტის, სკოლის, მხატვართა სახლის დაბომბვა უწოდა...ანუ ოკუპაცია...ამ ლოგიკით სამაჩაბლოს და აფხაზეთის ოკუპაციაც გაგიხარდებოდა?!
-
ესეც ავღანეთი და ერაყია...დემოკრატიის დასაცავად წავიდნენ?!
-
ნუკრი შოშიაშვილი თსუ_ში კარგი ისტორიკოსი იყო , ღმერთამა გაანათლოს!...გეცოდინება?!
-
კვირას ორ საათზე ია ანთაძეა პლანეტას სტუმარი
shavlego91 replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
მეც იგივე კითხვა მაქვს.. -
საიდუმლო პროექტით სერგო შევარდნაძე ჩამოვიდა და მისი პრაქტიკული განხორციელება დაგომისის მოსკოვის ,სოჭის ხელ\შეკრულებებით დაიწყო,რომელიც თეორიულად ზაქარეიშვილმა,ცაბოშვილმა,რეს პუბლიკელებმა გააფორმეს...მას ფედერაციული თუ კონფედერაციული შეფუთვით საქართველოს ტერიტორიების გაჩუქება ანუ ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაცია ჰქვია...ასეთივეა სვანური,აჭარული ,მეგრული ,მოხევური...ენების,ეთნოსების თეორიაც,რათა "კეთილმა მეზობლებმა" საქართველო დაინაწილონ და დარჩეს მხოლოდ თბილისის საამირო ან პოლისი -სახელმწიფო.... ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: "… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში უსწავლიათ უნიტარული ,ფედერაციული,კონფედერაციული... ა.შ. და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას... " ......................................................... სამწუხაროდ ეს წინასწარმეტყველება ახდა,რადგან მან იცოდა რუსეთის გეგმები და თქვენც ამ გეგმებს ახმოვანებენ ქართველ კრიმინალებთან ერთად!
-
ღმერთის დადგენილია და ღმერთთან გაარკვიე!
-
კიკაბიძე კენჭს იყრის ქალაქის ................?
shavlego91 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან აქებდნენ მას "თბილისელები" 1992 წლის 3 და 7 იანვრის მიტინგების დარბევების შემდეგ! :rolleyes: -
"ქართული იმპერიალიზმის" მითი რუსებმა შექმნეს ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში(1988-89-90-91 წწ.).. რუსეთის კგბ-ს დავალებით....სერგო შევარდნაძე,ალიხანიან-ბონერი, სახაროვი, სტარავოიტოვა, ჟვანია, ჭანტურია, ბერძენიშვილ-ხაინდრავები, ბუკოვსკი, პარუნ აირიკიანი, შენგელაიები,იოსელიანი- ავტორებია ამ მითის...ახლა ამ მითს ახალი ავტორი ტალიავინის კომისიის სახით გამოუჩნდა....ეს მითი ხშირადაა პუტინ-მედვედევის, კოკოითის,ბაგაფშის,ულვაშა ჩოჩიევის,შამბას... სხვათა ლექსიკონში....liliko თქვენს ლექსიკონშიცაა?
-
" არჩევნების "- დანიშვნების თავრეები- მერაბ ალექსიძე,მათემატიკოსი ეროვნულ აკადემიიდან, ფიზიკოსი რუსეთის გრუ-დან, ზესაშვილი,თარხნიშვილი,გოგორიშვილ-ჟვანია,ხარატიშვილი....ეს( ედპ) პარტია მაგარი სპირიდონ კედიას დროს იყო, შემდეგ იგი რუსეთის კგბ-ს ფილიალის როლს(მხედრიონთან, მოქალაქეთა კავშირთან ერთად..) ასრულებს საქართველოში :rolleyes:
-
მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს...ღმერთმა გაანათლოს!
-
:rolleyes:
-
"თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): " აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!" (თ.ხიდაშელი,გვ.216). დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):"...აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!"...."ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი"...(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 ) ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): "...ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ".. (გვ.144) "....ეშიო ოდინ პოდხოდ - ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა - ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი" ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150) პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13) ემზარ ჯგერენაია : " ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!" ( ე.ჯგერენაია, გვ. 152"- ამ ფორუმში გამაქვეყნეს ეს ჩანაწერი...გეკითხებით ესენი ოპოებია თუ მეხუთე კოლონა?!.....ესენი ზრდასრული აგენტურაა?!
-
მამათელ- კრწანისელი მემუარისტის შეგონებანი
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
...1991წ.2 სექტემბერს ამერიკელი კონგრესმენების ყოფნისას რუსეთის კგბ-ს დავალებით "ზემელზე " გათამაშდა სპექტაკლი ,რომელშიც მთავარი მოქმედი პირი იყო რ კრემლის ფილიალი ედპ,კგბ-ს ჩინოსნები ქართული მვდ-დან...ამ დროს მოსკოვში ტარდებოდა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ბოლო სესია,რომლის (სსრკ-ს)უმაღლესი ორგასნოს გასვენებაში მეც ვმონაწილეობდი...სცენარში იყო ამ ამბის გახმოვანება რუსული ტელეეტერით,რომელიც ადვაძეს უნდა გაეკეტებინა...ის მივიდა მიკროფონთან მაგრამ ვერ თქვა ...ჩვენ ჩავშალეთ...ედპს ლიდერები შემდეგ გვიან ბაქიობდნენ ,ხომ კარგად გავუჩალიჩეთო..იქ სტუდენტებისთვის არავის უსვრია,(ჭანტურია-კგბ-ს ჭორებს იმეორებ),ასფალტიდან ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა ფეხში ერთი პროვოკატორი ...სიყალბე დაკრემლის ჭორებით კვებავ აქ ფორუმელებს და თავს დასავლეთის ორიენტაციისად წარმოგვიდგენ...ყველა მნიშვნელოვანი სიტყვები კრემლის ძველი და ახალი არსენალიდანაა..მაგით მალე მიხვალ გელიყარამდე...უსიოკ?...ფრანგებმა 1991 წ. მაისში გადმოგვცეს სცენარი გადატრიალების,სადაც ეს ფაქტიც,ტელევიზიის აქციაც...ზუსტად იყო გაწერილი... ამას დოკუმენტურად მალე იხილავს მკითხველი!!!რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!!.ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)...იზვესტიაში დაიბეჭდა,რომ გადატრიალებაში მონაწილეობდმემ როსტოვისა და პეჩორის სპეც რაზმები..1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინგის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით!. ყორღანაშვილების-სერგოების შევარდნაძეების,არველაძეების,ყარყარაშვილებისა და მათი ფანების .. ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ... . ყორღანაშვილის გადაგდების შემდეგ ქართველებმა დაწერეს ლექსი : ,,ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა ..." -
მამათელ- კრწანისელი მემუარისტის შეგონებანი
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოგნატრებია მამათი... მე მათი! მამულიშვილ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი 9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში. რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება. თბილისი, მთავრობის სასახლე 1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი ეს ქარტველი ხალხისა და ზვიად გამსახურდიას პროექტია,დიდება უფალს! სერგო ნშევარდნაძის პროექტია- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გაყიდვა, 300 000 დევნილი, 30 000 მოკლული, 20 მილირდი დოლარის ანაბრების მიტაცება, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, ღორეშელი სერგოს ტყუპისცალობა -
საინტერესოა ეს შერიგების დეკლარაციის შოუს ნაწილი იყო ჟვანიას თუ მიშას მხრიდან ?
-
90-91 წწ.საქართველოს ხელისუფლებას გია ჭანტურია ,გოგა ხაინდრავა,ძმები ბერძენიშვილები,ზურაბ ჟვანია,პარუნ აირიკიანი...კრემლის დავალებით ცილს სწამებან ოსების გენოციდში,ეროვნულ უმცირესობათა ჩაგვრაში... ხაინდრავა აგზავნის ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი მინდიაშვილების ფოტო მასალებს ევროპაში თითქოს ესენი ქართველების მიერ ცოცხლად დამწვარი ოსები იყვნენ?! ....გოგა ხაინდრავა,,ყარყარაშვილი,ლანჩავა,უცნობისა და კობახიძის ედპ,გრეჩიხას,დავით მაღრაძის,ქეთი დოლიძის,ბათიაშვილის- მოქკავშირი ნაღდი ტყვიებით ხვრეტდა უიარაღო ხალხს ქუჩებში,სამეგრელოში ..გამსახურდიასთან ბრძოლის კომიტეტი:ჯაბა,ჭანტურია,დავით მაღრაძე,ყარყარაშვილი,ი.ბათიაშვილი,ვ.ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა,გ. ჟორჟოლიანი..- დავით მაღრაძე ფულებს აგროვებდა ზვიად გამსახურდიას მკვლელებისთვის"- ჯაბა იოსელიანი"სამი განზომილება" .გვ 360-361. ..1992 წლის იანვარ-თებერვალში კომენდატი-ყარყარაშვილი,მის "ძმა"-გოგა ხაინდრავა კლავდნენ ხალხს თბილისში, სამეგრელოშიც...ედიკა ორჯონიკიძემ მოკლა ზვიად გამსახურდია,30 000ქართველი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.... ილია მკვლელი-მახარაძე-ბერბიჭაშვილი..ზვიადის მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-"ალფა"..გოგია-გოგიას მკვლელი-გ.ხაინდრავა..ყორღანაშვილებო კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!
-
საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით 5 მლრდ 687 მლნ 972 ათას ლარს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 3 მლრდ 898 მლნ 471 ათასი ლარი მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალია. მრავალმხრივ კრედიტორებს შორის არიან მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რომლის მიმართაც საქართველოს 1 მლრდ 973 მლნ 896 ათასი ლარის ოდენობის ვალი აქვს; რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი – 104 მლნ 074 ათასი ლარი; საქართველოს ასევე 1 მლრდ 356 მლნ 050 ათასი ლარი აქვს ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ. ორმხრივი კრედიტორების მიმართ დავალიანება 941 მლნ 801 ათას ლარს შეადგენს, ყველაზე მეტი ვალი ორმხრივ კრედიტორებს შორის საქართველოს გერმანიის მიმართ აქვს - 338 მლნ 968 ათას ლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, ევრობონდების გამოშვების შედეგად საქართველოს 837 მლნ 150 ათასი ლარის ვალი აქვს, ხოლო ქვეყნის მიერ სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები 10 მლნ 549 ათას ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს საგარეო ვალი 5 მლრდ 586 მლნ 756 ათას ლარზე დაფიქსირდა; გასული წლის ნოემბრის ბოლოს კი, 4 მლრდ 117 მლნ 667 ათას ლარზე....პ.ს. ამ ვალებიდან ვის რამდენი აქვს წაღებული იქნებ კომპეტენტურად ჩამოწეროთ.... ........................................... პირველი კრედიტიდან ვიწყებ--- 1993 წლის 12 თებერვალს თურქეთთან დადებული ხელშეკრულებით ნინოს მამას -ანზორ ბურჯანაძეს პურპროდუქტების კორპორაციის თავ-რეს 11,8 მილიონი დოლარი კრედიტის სახით გადაეცა,რომელიც24,5 მილ. დოლარზე ავიდა( ამ პერიოდის ვიცე-პრემიერი -რომან გოცირიძე,2002 წელი 9-15 დეკემბერი,გაზეთი "ქრონიკა")...ასე გაიტანეს ეროვნული ბანკიდან ,უცხოეთის კრედიტებიდან(2,5 მილიარდი დოლარის ვალი გვაქვს),ანაბრებიდან(20 მილიარდი დოლარი),შეიქმნა "ჯივისი",ყაზბეგი",კოკაკოლა",ბანკები და ა .შ.ეს ვალები ნინო ბურჯანაძემ ჩამოწერა, უცხოეთის ვალი აქციაზე მდგომმა უნდა გადაიხადოს და ამ ხალხს ანაბრებიც წაართვეს...ამ ძარცვის "ლიდერები" კი ტრიბუნაზე არიან...ყველანი პასუხისმგებელნი არიან შევარდნაძის მეთაურობი. ამ ვალებზე... :rolleyes:
-
რა განსხვავებაა ძველ ბიჭსა და იარაღ გათხრილ სოდის
shavlego91 replied to chegesto's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:rolleyes: -
მამათელ- კრწანისელი მემუარისტის შეგონებანი
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შევარდნაძის შემოქმედება------ _ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის-ედუარდ ორჯონიკიძე...მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა თავი ჩამოიხრჩო! --მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მიშამ გამოიწვია!-გრეჩიხა...მისი საფინანსოს ლექტორი თსუს მაღლივ კორპუსში თავს იხრჩობს! -- ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველო ქართველებისთვის,დაიწყო ომი აფხაზეთსა სამაჩაბლოში,დაიხოცა ათასობით ადამიანი-დიმა მედვედევი!...მედვედევისა და პუტინის(ვამბობთ დიმას ვგულისხმობთ ვალოდიას) ისტორიის მასწავლებლები იხრჩობენ თავს! ფაშიზმმა ააყვავა გერმანია © ესაძე შევარდნაძეს ტერიტორიები არ დაუკარგია © ნეტარი ГРЕЧИХА პალატადაყუდებული შევარნაძის წინააღმდეგ ამდენი ხალხი არ გამოსულა © ნეტარი ГРЕЧИХА კაცო ვაღიაროთ აფხაზეთი, მაინც აქ არ იქნება, ხომ არ გარბის?" © ნეტარი ГРЕЧИХА ილია არაა ჩემი კუმირი © ნეტარი ГРЕЧИХА მიშამ გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. გრეჩიხა უფროსი .... შოთა გორგოძე და ჯუმბერა პატიაშვილი ნამდვილი პატრიოტები არიან და 20 წელია იმ სევდას დაატარებენ © ნეტარი ГРЕЧИХА ... მთელი ევროპა რუსებს ეხუტება... და ეს არის ერთადერთი სწორი არჩევანი © ნეტარი ГРЕЧИХА ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს... @ მამუკა კაციტაძე ..!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ხალხო წაიკითხეთ რას ამბობენ! ყველანი მამათელი ყორღანაშვილის შემოქმედებაა... :rolleyes: -
მამათელ- კრწანისელი მემუარისტის შეგონებანი
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
89-91წწ.ვინმეს ორჯონიკიძე,რომ გმირად წარმოედგინა, ვერავინ ვერ გაბედავდა..დღეს შევარდნაძის სულიერი შვილები- გამყრელიძე, უცნობი, ბურჯანაძე ...ორჯონიკიძე2-შევარდნაძეს გმირად რაცხავენ ?!ორჯონიკიძეობა დღეს მოდაშია? ღმერთმა გიშველოთ! სამაჩაბლოს გმირს-გოგია გაბროშვილს (მასზე ოსებს 6კგ. ოქრო და 1 მლ.რუბლი ჰქონდა გამოყოფილი!)ხაინდრავას"დევიატკა" მეტეხთან ხვრეტს და სახელმწიფო დამნაშავეს,ქართველთა მკვლელს-ტ.კულუმბეგოვს ციხიდან ათავისუფლებს!..ილია მკვლელი-მახარაძე-ბერბიჭაშვილი..ზვიადის მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-"ალფა"..გოგია-გოგიას მკვლელი-გ.ხაინდრავა..ყორღანაშვილებო კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!!! "წმიდა გიორგი,დიდების მხედარო! ვუმღერ შენს ხატებას გული მხნედ ,შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,იხსენ შენი სამკვიდრო,შენი გეორგია!"ზვიად გამსახურდია.დიდება უფალს!