
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
"ქართული იმპერიალიზმი " მითი თუ რეალობა?!
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქართული "იმპერიალიზმის" მთავარი მასალების , უფრო სწორედ ფაბრიკაციის შემომქმედი ქართველები იყვნენ და არიან დღესაც...ამ დავალებას ისინი სხვადასხვა ქვეყნებს თუ ორგანიზაციებს უსრულებენ ... -
განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო 22-ე ადგილზეა სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 23 / 01, 2010 10:22 Print Font size: Decrease font Enlarge font განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო 128 ქვეყნიდან 22-ე ადგილზეა. „იუნესკომ“ გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ინდექსის მიხედვით, 128 ქვეყნიდან საქართველო 22-ე ადგილზეა. „იუნესკოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ბელგია, ესტონეთი, პორტუგალია, შვეიცარია და სხვ. ეს მაჩვენებელი „იუნესკომ“ 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით პირველად გამოავლინა. ინდექსი განათლების ხელმისაწვდომობას (EDUCATION FOR ALL) სხვადასხვა შედეგების მიხედვით ზომავს. ესენია: დაწყებითი განათლება, წიგნიერება მოზარდებში (15 წლის ზემოთ), გენდერული თანასწორობა, განათლების ხარისხი (V კლასის მიხედვით). 2007 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, რომელიც პირველად ახლა გახდა ცნობილი, პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი - გერმანია. „იუნესკო“ განათლების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ანგარიშებს 2000 წლიდან აქვეყნებს.
-
ვანო ხუხუნაიშვილი მძიმე მდგომარეობაშია
shavlego91 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნამდვილად, ეროვნულ მოძრაობას ებრძოდა რუსული კალაშნიკოვებით ედპ-სთან ერთად 90-იან წლებში ღმერთმა მიუტევოს და გადაარჩინოს! -
კოლაუ ნადირაძე 25 თებერვალი თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი – ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი! მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს! თოვდა და თბილისს ებურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა, ეფინებოდა გმირების გვამებს – განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს, და უძრავ იყო თებერვლის ღამე. თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, - წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!1969 პ.ს. რატომღაც ამ ორი მამულიშვილის განცდები ყველაზე მეტად მაღელვებდა ყოველთვის და დღესაც ძალზე აქტუალურია!
-
რისთვის იბრძვიან პოლიტიკური "ლიდერები"?
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიხა ხელაშვილი მოვა სიკვდილი უჩინო შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა. პ.ს. ეს საგალობელი ბრწყინვალეა... ამ ფილოსოფიით ეცხოვროთ ამ მედროვეებს ჯობია მათთვისაც:rolleyes: -
ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925) „პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა, აგრე იტყოდით, დიდება ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა ჩვენს მიხა ხელაშვილს“. ფშაველი ვაჟი-კაცის, ილო ფხოველის მიერ თქმული შესანდობარიდან საქართველო პოეზიის ქვეყანაა, მაგრამ მელექსეობით განთქმულ ქვეყნიერების ამ კუთხეშიც კი გამორჩეულნი არიან ფშაველნი. თითქმის ყველა ფშაველმა ზეპირად იცის მშობლიური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ლამის ყოველი ფშაველი პოეტია; და თვით ფშავშიც კი, რომლის წიაღშიც იშვნენ ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა და მრავალნი და მრავალნი შესანიშნავნი სახალხო მთქმელნი, განსაკუთრებით უყვართ მიხა ხელაშვილი, მისი დიდებული ლექსის და დიდებით მოსილი ცხოვრების გამო; მისი ლექსისა - რაიც მოჰგავდა მის ცხოვრებას, მისი ცხოვრებისა - რაიც მოჰგავდა მისსავე ლექსს, ლექსი მისი და ცხოვრება მისი ხომ ერთიმეორის ექო-გამოძახილი გახლავთ. სოფელ ახადის მკვიდრი იყო ეს ფშაველი პოეტი. ექვსი წლის მიხა მიაბარეს თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს. ეს მან გაუღვივა მომავალ პოეტს ღვთისმოსავობის სახმილი, რაც მიხა ხელაშვილს აროდეს ჩაუქრვია თვისი, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე. პატარა მიხა, ვისაც თავიდანვე დაჰყვა რაინდული სული და პოეტური ნიჭი, ნიადაგ ტრიალებს იმ არე-მიდამოში მდგარ გოდერძაულის ციხე-კოშკთან, იმსჭვალება და აღენთება ციხის კედლებში დაუნჯებული მეომრული სულისკვეთებით. ცნობისწადილით შეპყრობილ ბალღს გოდარძაულის თემის წინამძღოლმა, ბაჩანას აღზრდილმა, გრიგოლ აფშინაშვილმა, ისე ასწავლა და შეაყვარა წერა-კითხვა, რომ ბიჭს თამაშის დროსაც კი ანბანი ახსოვდა და სიპ ქვებზე გამოჰყავდა ასოები. ახადის თემი ერთ-ერთი რჩეული თემი იყო მთელს უკანა ფშავში. ხატობასა და საფიხვნოზე იმართებოდა ერთგვარი შეჯიბრი ლექსაობასა, ლეგენდების მოთხრობა-გამოცემასა თუ მახვილსიტყვაობაში. ამ თავყრილობებზე ახალგაზრდებს მოძღვრავდნენ მხცოვანი ხევისბერები. აქ იწვრთნებოდა მიხა ხელაშვილიც. ის ძალზე გაწაფული იყო ფანდურისა და სალამურის დაკვრაში, რომლებზეც საკუთარ ლექსებს ამღერებდა, კაფიაობაში კი ტოლს არ უდებდა თვით განთქმულ ფშაველ მელექსეებს. ამასთან ის იყო უებრო მოჭიდავე, იშვიათი მხედარი, თოფის მიზანაუცდენელი მსროლელი. მამამ მიხა მალე თბილისში წაიყვანა სასწავლებლად; შეელია თავის მარჩენალ ხარებს, „პატიოსანასა“ და „თვირთვილას“, ოღონდ კი მის ნიჭით აღვსილ შვილს არ დახშობოდა სწავლა-განათლების გზა. მოსანთლიაშვილის გონებახსნილი შეგირდი თავს გამოიჩენს საქართველოს დედაქალაქში. განსაკუთრებით კარგად ეუფლება ქართულსა და რუსულ სალიტერატურო ენებს. მშობლიურ კუთხეში მობრუნებული მიხა ხელაშვილი, მისმა სიძემ, მღვდელმა თევდორე ჟამიაშვილმა, ხევსურეთში გაამწესა დიაკვნად და საყდრების მცველად. ახალგაზრდა კაცს, ვის სულშიაც ანთია ღვთისადმი რწმენისა და პოეზიის ცეცხლი, მუდამ გარს ახვევია ხალხი. ხელაშვილი მთის მკვიდრთ აცნობს ქართულ კლასიკურ მწერლობას, უნერგავს რელიგიისადმი სიყვარულს და უკითხავს თავის სმენაწარმტაც ლექსებს. იგი იმდენად სასურველი სტუმარია ყველა ოჯახში, რომ მთაში იტყვიან: მიხას მოსვლაზე - მზე მოვა, რომ წავა - შავი ღრუბელი. ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება ბარისახოს დიაკვანს. ეს გახლდათ ყოველგვარ ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ხდება მთის ლაღი ხალხის თავისუფლების ხელყოფა. თავზე ქუდს აშვლეპენ და პირზე და წვერს აგლეჯენ ხევისბერებს, მუსრავენ საყდრებს, იავარჰყოფენ ხატებს. თიანეთის მაზრის უფროსი დიაკვანს ართმევს მგლების მოსაგერიებელ შენახულ იარაღს. კომკავშირელი აქტივისტები ყოველმხრივ ავიწროებენ მიხა ხელაშვილს, აიძულებენ დატოვოს ეკლესია და იგიც ემშვიდობება ღვთის ტაძარს; ცოდვის ტრიალის შემყურე მიხას აღარც შინ ედგომება, თუმც კარგი მეოჯახე და მხვნელ-მთესველია. იგი ტყეს აფარებს თავს, ოღონდ ნურავის ჰგონებს, რომ ხელაშვილი დაადგა შარაგზის ყაჩაღთა კვალს. ეს მეამბოხე სული ტყეში მხოლოდ იმად გადის, რათა არ გაიზიაროს ცხოვრების ის ეშმაკეული წესი, იმჟამად ფეხს რომ იდგამს ყველგან. მთიელნი ბუნების შვილნი არიან და მათთვის ბუნების წიაღი საკუთარი სახლ-კარის ტოლდარია. ამიტომაც ტყეში იოლად ძლებს ეს სამფად ნაქსოვი ვაჟკაცი. „შაირ-მაიღის ხელაი ცივის გომბორის სერებსა, ეხლა ჰყვავიან იანი, აქ კაცს რა დააბერებსა“. ამბობს იგი ერთ-ერთ თავის ლექსში. მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხილველნი გვამცნობენ: „არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდი - წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ - უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზე კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო“. მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და როგორც თავად იტყოდა, უკან გადაესროლა მუთქასავით; ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და, როგორც თავად იტყოდა, იქვე გააციებდა. მიხა ხელაშვილმა ეს ღონე და შეძლება იმაში გამოიყენა, თუკი ტყეში ვინმე ყაჩაღ-თული ბუდობდა, ქისტი იქნებოდა თუ ფშაველი, ყველას მოუსპო სარბიელი. ტყის წიაღში სრულ განმარტოებისას, როცა მიხა ხელაშვილის წარმოსახვას ეძლეოდა უკიდეგანო გასაქანი, გამახვილდა და ჩამოიქნა მისი პოეტური ნიჭი. სწორედ აქ იბადებოდა ბუნების ძალისადმი მიძღვნილი მისმიერი შესანიშნავი სტროფები: „მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს, სულ მუდამ ცას აჰყურებენ, და ნისლნი - ფიქრნი ღვთიურნი, სულ მათს გარშემო რგულობენ, და ქარნიც ღვთივ მონაბერნი, მთის გულმკერდს დაჰბურბურებენ, სულ განუწყვეტელს ზღაპარსა, ეტყვიან, დასჩურჩულებენ“. ხელაშვილის შემოქმედებაში იმთავითვე მკვიდრად იკიდებს ფეხს პატრიოტული მოტივი - თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ თარგზე აჭრილი მისი ლექსები, მართლაც რომ გამორჩეულია ძალუმი მუხტით: „მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი, სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი, და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი, სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი“. ტყეში გასული ხელაშვილი არავის ერჩის, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ ითმენს მის არსებობას, რამეთუ იგი ხალხის თვალში გმირად არის შერაცხილი, თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ და ასე ვთქვთ, იდეალადაც. მიხას მოსაკლავად ფშავში ადგენენ მილიციელთა და კომკავშირელთა მთელ რაზმებს, მაგრამ გულოვანი, საზრიანი და ძალოვანი ხელაშვილის შეპყრობა იოლი როდი შეიქნა. ამ სტრიქონების ავტორს წილად ხვდა მის დასთან, პელაგიასთან საუბრისა. აი რა მოგვითხრო მან: „ერთხელ ღამით მიხამ მომინახულა, მოისვენა, პური გატეხა. მცირედი სანოვაგე ჩავუწყე ხურჯინში და გამოვაცილე. ხიდზე რომ გადავდიოდით, საიდანაც რამდენჯერმე გვესროლეს. მიხამ გზისპირა თხრილისაკენ მიბიძგა, თავადაც გადმომყვა, ზედ გადამეფარა, გასროლას გასროლითვე უპასუხა, მერე სწრაფად გამომიცვალა ადგილი, დაბლა ჩამწია, თვითონ კი ტყეში შევარდა და მალიმალ ადგილმონაცვლეობით ატეხა სროლა. მდევართ ასე ეგონათ, მიხას მთელი რაზმი ახლავსო თან და სასწრაფოთ გაგვეცალნენ“. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიხა ხელაშვილი დიდი მამაცობითა და ალღოიანობით გამოირჩეოდა. ერთხელ სოფელ რუსიანის ტყეში იგი პურს ჭამდა თავის კეთილისმყოფელებთან ერთად. იმ დროს სოფელში ქორწილი ყოფილა. იქ მყოფ მილიციის კომისარს, დავით ბელიაურს შეატყობინეს, მიხა ტყეში ქეიფსა სწევსო. ბალიაურმა მოუხმო მილიციელ თირილა ქისტაურს, - „წადი და დაიჭირე ხელაშვილი, მაშ რისად მყავხარ მილიციელიო“. ქისტაურმა თურმე თოფი მიუგდო კომისარს, „წადი და შენ თვითონ დაიჭირეო“. ამასობაში ხელაშვილს ამბავი მიაწვდინეს მისმა დოსტებმა. მიხა აფაფრებულა და თოფშემართული მიჰხდომია ქვებუდან ვაჟბატონებს. ორივე გარეთ გამოუყვანია ტყეში წაუსხამს და ყასიდად უთქვამს: „ახლა რომელი დაგხვრიტოთ წინწინაო? თირილას კომისარზე მიუთითებია - „ეს არის უფროსი, მაგან მიბრძანა, ჯერ მაგას გაუსწორდიო“. კომისარს კიდევ მილიციელზე უჩვენებია - „იარაღი ამასა აქვს და ჯერ ეს გაისტუმრე საიქიოს“. ბოლოს მიხას გასცინებია და ასეთი სიტყვებით გამოუშვა ორივე: „წადით, მომშორდით, თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო“. რაკიღა შეუძლებელი გახდა მიხას ხელში ჩაგდება, ხელისუფალთ ასეთ ხერხს მიმართეს. ჩადენილ იქნა გაუგონარი ცოდვა. მიხას დედა მიემგზავრებოდა აფხუმოდან ხოდაში. ვირზე ეკიდა მცირე ბარგი. მილიციელ-კომკავშირელნი, თუ კომკავშირელ-მილიცილენი, იოსებ ჯანაშვილი, ლევან ხომაშვილი და ბასილ ჩოხელაშვილი დაუხვდნენ მას. ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, მერმე ტყვია ჰკრეს და მოკლეს. ამ საზარელმა ამბავმა მწარე სიტყვები ათქმევინა ლექსად მიხა ხელაშვილს: „სინათლის სხივი გამიქრა, ბნელით მაიცო მიწაო, სისხლით და ცოდვით აივსო მხარეო არაგვისაო“. სოფლის მესვეურნი არ აპირებდნენ მიხას დედის დაკრძალვას წესი და რიგისამებრ, მაშინ მიხამ დაიმარტოხელა იქაური ოსა ზურაბაშვილი და ასე უთხრა: „გადაეცი მაგათ, აქნობამდის ისე მივლია, კაცისშვილისათვის ნამცეცის ოდენი არა მივნია რა, თუ დედაჩემს ჯეროვან პატივს არ მიაგებთ, ცუდ საქმეს დაგმართებთ, მოგეჭრებით უწყებაში და ამ უღმერთობის მოთავეთ ერთიანად ამოგჟუჟავთო“. გადმოცემის მიხედვით თავით ფერხამდე იარაღში ჩამჯდარი მიხა, ვისაც წელზედ ყუმბარები ჰქონდა შემორტყმული (ამ ვითარებისთვის საგანგებოდ მოხაზირებული), ცხენით მიადგა სატირალს, ასე ჰქონდა განზრახული. თუკი მის ხელყოფას დააპირებდნენ, მოძალადეებთან ერთად საკუთარ თავსაც აიფეთქებდა. ეს კარგად უწყოდნენ იქ ცხადად თუ ფარულად დამსწრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამიტომაც ვერავინ შეჰბედა ხელაშვილს. მიხამ სულ ორიოდ წუთი დაჰყო დედის ცხედართან, გამოეთხოვა მას და მსწრაფლ გაუჩინარდა. ხელაშვილმა, ტყეში გასულმა და ასე ვთქვათ, ყაჩაღად წოდებულმა კაცმა, გამოიჩინა იმგვარი კეთილშობილება, რომლის მაგალითიც უთუოდ იშვიათად მოიძებნება ადამისშვილთა არსებობის მთელს ისტორიაში. მან არ აიღო შური დედის სისხლი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს იოლზე იოლი იყო. შემდგომ მან თავის შესანიშნავ ლექსში „დედის სიკვდილზედ“ ის აზრი დასტია, ყოველი ფშაველი მანდილოსანი, ყველა აქაურს ჯერ არს საკუთარ დედად უჩნდესო, ხოლო საკუთარი სამშობლოს, საკუთარი კუთხის შვილის, თუნდაც მტრის მოკვდინება რაინდის ღირსებისათვის უკადრისად ჩათვალა: „მამკლავსა თავის დედისას რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო; შინაურების დათოფვა არ ეკადრების გმირსაო!“ ასე ამთავრებს იგი თავის ლექსს „დედის სიკვდილზედ“. ამ საქციელმა უზომოდ აამაღლა ხალხის თვალში რაინდი პოეტის ავტორიტეტი, ამიტომაც მთავრობა ყოველი ღონით ცდილობს მის თავიდან მოცილებას. იქმნება ახალი, საგანგებო რაზმი, რომელიც დაბანაკდება მაღაროსკარში. მისი რაოდენობა აღწევს აქვს ათეულ კაცს. ერთ დილით რაზმის უფროსი ჯაგნელიძე გარეთ გამოვიდა მაღაროულაზე პირის დასაბანად. სად იყო, სად არა, მის წინ აღიმართა მიხა ხელაშვილი. - თქვენ მე ვერ დამძლევთ, თუნდ ათასი კაცი შეიყაროთ. გამერიდენით, და მეც გაგერიდებით, - მიმართა მიხამ კომისარს. ჯაგნელიძემ ხელი წაიღო მაუზერისკენ, რომელიც მან პირის დაბანის წინ წყაროს თავზე შემოსდო, მაგრამ ხელაშვილმა დაასწრო და იქვე აუგო წესი. მერმე შევარდა რაზმის სადგომში. - „მესროლეთ თქვე ლაჩრებო!“ - შესძახა მიხამ. ექვსი ათეული კაციდან ვერც ერთმა ვერ გაბედა თოფი მიეშვირა იმ ლეგენდად ქცეულ კაცისთვის, ვისაც ხალხის თქმით ტყვია არ ეკარებოდა; მაშინ ხელაშვილი ზურგით შებრუნდა თურმე მათკენ და მეორედ შესძახა: - „რაკი პირისპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო“. მაგრამ რაზმელები კვლავ მონუსხულებივით იდგნენ. მაშინ მიხამ მათ იარაღი აჰყარა და ღელეში გადაუძახა. ამ რაზმში იმყოფებოდა მილიციელი ალექსი მისრიაშვილი, ვინც ადრე მეგობრობდა ხელაშვილთან, და ტყეში გასვლის შემდგომაც მფარველობდა მას. ამ რაზმში მისრიაშვილი იძულებით იყო შეყვანილი და ის არც აპირებდა მიხას შევიწროებასა და დევნას. მისრიაშვილმა კარგად უწყოდა კომისრის მოკვლისა და რაზმის განიარაღების ცნობა, უმალ რომ ააშფოთებდა იმ ცენტრებს, სადაც მილიციისა და შინსახკომის დიდი ძალები იყო თავმოყრილი, ამიტომაც ურჩია მიხას, რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას და თავისი ცხენიც შესთავაზა. ხალხმა ხელაშვილის მიერ ჯაგნელიძის მოკვლა და რაზმის განიარაღება გამოხატა ლექსით, სადაც თავად მიხას მოათხრობინა მისი გმირობის ამბავი: „მაღაროსკარში შევვარდი, როგორც მშიერი მგელია, სამოცი დამხვდა ყაზახი, სამოცივ კავალერია: სამოცივ თოფი ავყარე, დავშალე მთელი ჯარია, ავი და შეუსმინარი მოვკალი კომისარია. იარაღს ხელი არ ვახელ, რად მინდა სხვის ნახმარია, ხელაშვილს მუდამ თავისი აქვს კარგი თოფ-ისარია. შევჯექ და გამოვაქციე მისრიაშვილის ცხენია, თან მივაძახე, ხელა ვარ, კომუნისტების მტერია!“ მისრიაშვილს ხელისუფლებამ ძვირად დაუსვა ხელაშვილისთვის სამსახურის გაწევა. იგი შეიპყრეს თანამოაზრეებთან ერთად, ჩაიყვანეს დუშეთში და ჩააყენეს მილიციის წინ გათხრილ ორმოში. მათ თან მიწას აყრიდნენ, თან ჩასძახოდნენ, სად არის მიხა ხელაშვილიო. ბოლოს, რაკიღა ვერავის სიტყვაც ვერ დააძვრევინეს, თოფები დაახალეს და ჩახოცეს. მიხა ხელაშვილი შესძრა მისი მოკეთის ასეთმა უღვთო სიკვდილმა და ეს ამბავი ტრაგიკულ პასაჟებად გახმიანდა პოეტის მიერ მისრიაშვილებისადმი მიძღვნილ შესანიშნავ ლექსში, რომელასაც განასრულებს შურისძიების მძაფრი გრძნობით გამსჭვალული სტროფი: „შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო, გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო, ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო, მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო“. ასეთ მძიმე ვითარებათა გარდამხდელ ადამიანს გული აღარ უდგება მარტოს და იგი უერთდება სახელოვანი ქართველი მხედრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმს“, რომელმაც იმ დროს ფშავში გადმოაირა ხევსურეთიდან. „შეფიცულთა რაზმის“ წევრები, ალექსანდრე სულხანიშვილი და ალექსანდრე ბადურაშვილი დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ მიხა ხელაშვილს. მათ მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ის იყოი ზებუნებრივი პოეტური ნიჭით და უსაზღვრო ვაჟკაცობით დაჯილდოებული პიროვნება; რომ იგი იმ საძნელო ვითარებაშიც კი გვერდიდან არ იშორებდა თავის ჩანთას, რომელშიც ლექსებს ინახავდა; რომ იგი იმ საძმო პირობებშიც კი, თუ კარგი ამინდი იდგა, წამოწვებოდა სამე მყუდროზე და სულ ცოტა ხნის მერე ახალ ლექსებს უკითხავდა რაზმელებს; რომ მას თითქმის ყველა რაზმელზე აქვს შეთხზული ლექსი, მათ შორის სახუმაროც; რომ მასზე ქაქუცამ თქვა: „თუ მშვიდობა იქნება, მიხას აუცილებლად უნივერისტეტი უნდა დავამთავრებინოთ, ცოდოა ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო“. ცნობილია აგრეთვე ხალხური ლექსი, გამოთქმული ჩოლოყაშვილსა და ხელაშვილზე: „რო ნახავს ჩოლოყაშვილი, იმის პირ იზამს ღმინსაო, ერთი ჰყავს, ათის ბადალი, შიში არა აქვს მტრისაო“. ხელაშვილი თან ახლდა ჩოლოყაშვილს საქართველოს მთებში და მან ბევრგზის ისახელა თავი „შეფიცულთა რაზმში“. არსებობს გადმოცემა, თუ როგორ წააწყდა იგი ერთხელ სოფელ ბანაკას განაპირას, დიდ გომურში თავშეყრილ კომკავშირლებს, რომელთაც ქაქუცას დატყვევება განეზრახათ, როგორ შეიჭრა იგი ამ სადგომში, აჰყარა მათ იარაღი და მიჰგვარა „შეფიცულთა რაზმის“ ბელადს, ვინაც ჭკუა დაარიგა ამ გზიდან აცდენილ ახალგაზრდებს და გაუშვა. მიხა ხელაშვილს არაერთი გმირული საქციელი აქვს ამ რაზმში ყოფნის დროს ჩადენილი. ტყუილად როდი უთქვამს მასზე ხალხს: მიხაი გვყავის ჯეილი ფასი მთელ ფშავეთისაო, ტანად კი დაბალაია, ხნით ოცდახუთი წლისაო, გაუდრის ბატალიონსა თუ მტრულად დახვდებისაო“. ხელაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს უცხოეთში არ გაჰყოლია. ასე უთქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს არ მივატოვებო; და იგი კვლავ ფშავ-ხევსურეთის მთა-ტყეს აფარებს თავს. მარტოსულ ხელაშვილს თავისთან უხმობს მისი ძმობილი, კახეთის ტყეებში გაჭრილი ვანო ხაფაზური და ისინი ერთხანობას მყოფობენ, როგორც იტყვიან, ზურგი ზურგს მიყრდნობილნი. ხაფაზურს ისე უყვარდა ხელაშვილი, შემდგომში სინათლედაკარგულს, ლამის შუქი უდგებოდა თვალში მის ხსენებაზე. ცოტა ხნის მერმე იგი კვლავ, ამჯერად საიდუმლოდ, უბრუნდება თავის მშობლიურ კუთხეს. მიხას კიდევ ერთი დიდი სიმძიმილი შეხვდა. მოკლეს 22-24 წლების აჯანყების მონაწილე, მისი ძმადნაფიცი ხევსური გიგია. მიხა წერს ბრწყინვალე ლექსს გიგიას სიკვდილზე, სადაც ძმა-კაცს დასტირის მისი დედის პირით. დიდებულია ამ ლექსის ყოველი სტრიქონი, ყოველი სტროფი და ასევე მისი ფინალური პასაჟიც: „ყველას ვიქმოდი რო საით გამთელდებოდეს წყლულია, მაგრამ შენ ვერა გიშველის, სუყველა დაკარგულია, მენაც ბევრს ვბოდავ, ბევრ აზრი გამივლის დაფანტულია, შენ ვერას გარგებ შავ მეცვას, თუ გინდა დაქარგულია, ღმერთმა გაცხონოს გიგიავ, აკურთხოს შენი სულია“. ღრუბლები იქუფრება თვით მიხა ხელაშვილის თავზეც. ამას იგი თავადაც გრძნობს: „დუშმანიც არის ბიჭებო დიაკონ მიხასავითა“. იტყვი იგი ერთ-ერთ ლექსში. „მენაც თქვენსაებს მაღირსოს შინ გათლილ კუბოს ფიცარსა, სამუდმოდ ჩასაბარებლად სამარეს ახადისასა“. იტყვის მეორეგან ეს განწირული სული. ოღონდაც ხელაშვილს როდის ეშინის სიკვდილისა. მას ღრმად აქვს გაცნობიერებული თავისი ბედ-იღბალი და სიამაყითაც არის აღვისილი იმის გამო, რომ სამშობლოს უნდა შესწიროს სიცოცხლე. ეს ცხადლივ ჩანს ერთი მისი დახვრეტილი მეგობრის დის, პარასკოსადმი მიწერილ, 1924 წლის დათარიღებულ ბარათში: „ნუ იფიქრებ რომ შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შაეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. მრავალ ვაჟკაცთ თავის ნებით გადადვეს თავი სამშობლოსათვის და სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცეს პირში. განა ეს ამოდენა სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულია? არა! იმათ სახელი მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის... აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა კი ამ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო... გუშინ შენი ძმა მოკლეს და ხვალ ჩემსაც იგივეს გაიგონებ. ჩვენი გზა ერთია, ხოლო იმედი მაქვს ჩვენი დები არ დაგვივიწყებენ და არც დაგვაღონებენ თავისი კაეშნით, მეტისმეტი დარდით“. ნათელმხილველივით იწინასწარმეტყველა მიხა ხელაშვილმა თავისი აღსასრული: „მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი?! ჩამსხდარა ხევის ჭალასა მთავრობა აგენტიანი“. ეს თავისუფლებისათვის მებრძოლი სული მართლაც აგრე ჩაკლეს. მას ძმობის ნიშნად ტყვიები ჰქონდა გაცვლილი ჩარგალელ ლუკა მარცვალაშვილთან. ხელისუფალთ კი იგი მოისყიდეს, მისცეს ფული და შაშხანა იმის საფასურად, თუკი მოკლავდა ხელაშვილს. აი, როგორ მოხდა ეს: ერთ დღეს მიხა ხელაშვილი ეწვია ლუკა მარცვალაშვილს შინ, ჩარგალში. ამ უკანასკნელმა გადამეტებული მასპინძლობა გასწია. ყველანაირი პატივი სცა; რაღა თქმა უნდა, ხინკალიც მიართვა მიხას და არაყიც. მერე კი ძმა-კაცთა ადათისამებრ პირიც გაპარსა. „გული ცუდს მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის. ბარემ გამომისვი ყელში ეგ სამართებელი, ლუკავ. არც დავინანებ, რაღაა ჩემი სიცოცხლე“. ასე უთქვამს მიხას მარცვალაშვილისათვის. ლუკამ იტკიცა ეს სიტყვები და მოჩვენებითად განაწყენდა კიდეც. ბახუსმორეული ლომგმირი საბძელში დააძინეს მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა. როცა მიხა ღრმა ძილმა წაიღო, ეს ორნი თავზე დაადგნენ მოსაკლავად. მარცვალაშვილს შიშით ხელი აუტოკდა, მაშინ გარსევანიშვილმა დაახალა მიხას ტყვია შუბლში. საბძელის გარშემო მილიციის რაზმელები იყვნენ ჩასაფრებულნი. მათ ატეხეს სროლა, რათა ხალხს ეფიქრა, ხელაშვილი ხელისუფლებამ მოკლაო და შური არ იძიებინათ მარცვალაშვილსა და გარსევანიშვილზე. რაზმელებმა თავი მოუყარეს ჩარგალში მცხოვრებ ხელაშვილის ახლობელთ, შეაბეს ისინი მარხილში, რომელზეც შეაგდეს მიხას ცხედარი, ჩააცურეს ეს მარხილი დუშეთში და მიხას ნეშტი გაშოტეს მილიციის წინ. მიხას დამ, სალომემ, მიაკითხა მისი ძმის მკვლელობის ადგილს, სათუთად მოკრიბა იქ დანთხეული ტვინი და დამარხა. მერმე მან ხელაშვილის ლექსისა და კაცობის პატივმცემელი ხევსური მილიციელის ხელშეწყობით მოიპარა ცხედარი, რომელიც უკვე დასახსრულიყო, რადგან ხალხის დასაზაფრად ლამის ორი კვირა მყოფობდა მილიციის კედელთან. ნაწილ-ნაწილ ჩააწყო ხურჯინში ეს დევური მხარ-მკლავი, ბევრი რამ ვაჟკაცურის შემძლე, ქართველი ერის სასიკეთოდ და დაფლა იმ ტვინთან ერთად, რომელს ასევე ძალედვა კიდევ ბევრი რამ შეეძინა ქართველი ერის პოეზიის საგანძურისათვის. ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს. აგრე გაეყარა ერთურთს მთიელთ პოეზიის მშვენებისა და სიამაყის სულ-ხორცი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 25 წლის მიხა ხელაშვილი საფლავში ჩავიდა სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ის გაჩნდა ამ ქვეყნად. ხალხმა არ დაინდო და საკადრისი მიუზღო მისი საყვარელი პოეტისა და რაინდის მკვლელებს. გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ატრიაში და იგი საშინელი წამებით მოკვდა. (იმდენად საზარი იყო გარსევანიშვილის დანაშაული, რომ ამბობენ, შემდგომში ცნობილმა ექიმმა ივანე სიხარულიძემ, ვინც იმჟამად მთაში იმყოფებოდა, დაარღვია მკურნალის ეთიკა და თვალი აარიდა შურისმაძიებელ ფშაველს, ვისაც ამ საქმისათვის საწამლავი გაჰქონდა აფთიაქიდან.) მარცვალაშვილი კი კარგა ხნის შემდგომ თრიალეთიდან გაამგზავრა მოუსავლეთში ტყეში ყაჩაღად გასულმა გაბედულმა ვაჟკაცმა და განთქმულმა მელექსემ გოგია ჭიჭოშვილმა. თრიალეთის მიდამოებში ხელისუფლებას გარიდებულ, ტყეს თავშეფარებულ ხალხის დასახოცად გაიგზავნა ამ საქმეში უკვე გაწვრთნილი მარცვალაშვილი. ერთ დღეს იგი თეძოზე იყო წამოწოლილი, ძალას იკრებდა ახალი კაცთმკვლელობისათვის. ამ დროს ტყიდან უეცრივ გამოეცხადა ჭიჭოშვილი. - შენ მოჰკალ მიხა? - ჯიქურ შეეკითხა იგი მარცვალაშვილს. ამ უკანასკნელმა წამით ვერ გაიგო რა ხდებოდა, მერე კი მიხვდა საქმის ვითარებას და უტიფრად მიუგო: - მე მოვკალ, მე და ახლა შენც ზედ მიგაყოლებ! ამ სიტყვებთან ერთად მან ხელი გააცოცმანა ავბედითი შაშხანისკენ, მაგრამ გოგია ჭიჭოშვილმა მყის იძორ მაუზერი და სამი ტყვია დაახალა შუბლში ქველი ქართველი მამულიშვილის მკვლელს. ასეთია ქარგა მართლაცდა კაი ყმის, მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა. ასეთია, ვითარ პოეტი იტყვის, შეთხზულიცა და სინამდვილეც მისი პიროვნების გამო. ჩაქრა ამ შფოთიერი კაცის სიცოცხლე, მაგრამ დაშთა მისი პოეზია. ოღონდ ეგ არის, არც ხელაშვილის ლექსებს ხვდა ვარდით ფენილი გზა! ზოგმა ვერ სძლია ხელისუფალთა შიშს და მოსპო ისინი. ასე მაგალითად, მისმა ახლობელმა ყაყიტელაშვილმა ბუხარში ჩანაცრა მისი ლექსებით სავსე რვეულების დასტა; მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს შეეპუენ. ერთმა ფშაველმა თურმე კლდის ნაპრალში შეინახა სამომავლოდ ხელაშვილისეული სტრიქონებით დაშაშრული ფურცლების კონა. მიხას ლექსები შემორჩათ მის დებს სალომესა და პელაგიას, რომელთაც ისინი გადაულოცეს მის ქალიშვილს, თამარს. უმთავრესი კი ის იყო, რომ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ (თუმცკი მრავალგვარ ვარიანტებად) უხვად შემოინახა ხელაშვილის პოეტური მემკვიდრეობა. ქართველმა ლიტერატორებმა ჯეროვანი პატივი მიაგეს რამ მანქანებით გადარჩენილ დაფლეთილ ფურცლებს - პოეზიის კაშკაშა მთიების ემაგ მეტეორიტებს. ღვაწლმოსილმა სწავლულმა ვახტანგ კოტეტიშვილმა ხალხური სიტყვიერების ლართსაუნჯეში დაამკვიდრა ხელაშვილის მართლაცდა ბაჯაღლო ოქროსდარი „ლექსო ამოგთქომ ოხერო“. ახადელ ხელაი შემონაქმედს აქუჩებდნენ და მის დვრიტას განჩხრეკდნენ კალმოსანი მამულიშვილნი - გიორგი თურმანაული, ივანე ქართველიშვილი, ჯარჯი ფხოველი, ტრისტან მახაური და სხვანიც მრავალნი. ოღონდ, ჟამთა სიავის გამო, ჯერაც არ იყო შედგენილი მისი ბიოგრაფია და არ იპოვებოდა არცერთი კრებული მეტნაკლებად მაინც რომ წარმოაჩენდა ამ ძვირუხსენებლ პოეტსა და კაცად-კაცს. ამბობენ, უკანა ფშავის დიდ ხევისბერს, პაპა ბიჭურის, ტყეში დაუფლავს ამ კუთხის ხალხის განძეული, ძვირფასი ხატები, შანდლები, საცეცხლურები, ისტორიული ნივთები. იგი არჩევდა თურმე იმ კაცს, ვისთვისაც შეეძლო მიენდო ეს ყოველივე. პაპა ბიჭური ისე აღესრულა, რომ ვერ მოასწრო ამის გაკეთება და განძი უკვალოდ გაქრა. ჩვენის ფიქრით დიდი დანაკარგი იქნებოდა, თუკი დავიწყების მდინარე წაიღებდა დიდებული ქართველი მამულიშვილის, კრულ ვარსკვლავზე შობილი მიხა ხელაშვილის ცხოვრების ამბავსა და პოეზიას. აი მიზეზი, თუ რატომაც მიმოვდიოდი წელთა მანძილზე ფშავ-ხევსურეთში; თუ რად დავიდე დიდხანობით ბინა მიხა ხელაშვილის სამშობლო კუთხეში; თუ რისთვის ვუჯექ გვიანობამდე იქაურ მკვიდრთა, ირაკლი და ბელა ციგროშვილების სახლს მოდგმულ ჯარგვალში ხის ძველ მაგიდას და ჭრაქის შუქზე ქაღალდზე გადამქონდა ბერიკაცთაგან განაგონი ფრიად სანიაზო ამბავნი განდეგილი პოეტის ცხოვრების გამო; მერმე და მერმე მასპინძლის ხანჯლისშვილათი წევერწათლილ ფანქრით ვაზუსტებდი ხელაშვილის ლექსთა სტრიქონებს, რა მივუგდებდი ყურს არაგივ ტალღებს, რომელთ ხმიანობისთვისაც ალბათ არაერთხელ მიუდევნებია მარტოსულ მეკალმეს ლექსიც და თხრობაც. აგრე ჩამოიქნა ეს ბიოგრაფია და შეიკონა ლექსთა ეს რვეულიც, შემოსილი და წარმართებული პოეტის სულის ევოლუციის გამომსახველი წყობით და გეზით. ბუნების მშვიდი სურათები, ნაზი და ალალი სატრფიალო და სალაღობო ლირიკა, მძაფრი პატრიოტული თუ პოლიტიკური მოტივები, ღმრად ფილოსოფიური თუ რელიგიური სტრიქონები, საზარი ზმანებითა და წინათგრძნობით ნამსჭვალი სტროფები. ასეთნაირად არის აღნაგი ეს კრებული; ამგვარივეა პოეტის განწყობათა crescendo (ზეაღმავალი ჟღერადობა), რომ გვარონინებს ყარიბის მიერ თლილ გზაზედ, იდილიიდან - ტრაგედიამდე. ვაგლახ, რომ აუხდა ავი სიზმარი აბრაგ ქრისტიანს. იმა დროებამ ბევრი ასეთი ადამიანის თავზე მრუდედ მოაბრუნა განგების ბორბალი, საქართველოს ბევრ ღირსეულ შვილს უკუღმა დაუტრიალა ცხოვრების ჩარხი, მაგრამ მათ შორისაც კი გამორჩეულია მიხა ხელაშვილი, რომლის პიროვნებაში ერთმანეთს შეეზავა-შეედუღაბა ბრწყინვალე მელექსე და მედგარი მამულიშვილი. უმძიმესი გახლდათ ის შავ-ბნელი ხანა, რომლის ერთ-ერთი სიმბოლური გამოხატულებაა სიცოცხლეცა და სიკვდილიც დია ჩინებული ქართველი პოეტისა და მოქალაქის, მიხა ხელაშვილისა, ვინაც ეს ვითარება თავად გამოთქვა სულ რაღაც ორიოდ, მაგრამ ძალზედ მრავლისმეტყველი სიტყვით: „დროის მოგონება არის ბარისახოს დიაკონი!!!“ ედიშერ გიორგაძე
-
უსახელო ქუჩას მიხა ხელაშვილის სახელი მიენიჭება სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 21 / 01, 2010 18:57 ვაკე-საბურთალოს რაიონში უსახელო ქუჩას მიხა ხელაშვილის სახელი მიენიჭება. როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ხვალინდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები სხვა საკითხებთან ერთად ვაკე-საბურთალოს რაიონში უსახელო ქუჩისთვის ქართველი სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის სახელის მინიჭების თაობაზეც იმსჯელებენ. საკრებულოს ინფორმაციით, პოპულარული ლექსების ავტორი მიხა ხელაშვილი 1920-იან წლებში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და ,,შეფიცულთა რაზმის” წევრი იყო. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა ფშავსა და ხევსურეთში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში. 25 წლის მიხა ხელაშვილი დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს დაიღუპა. ხელაშვილის ლექსები საბჭოთა პერიოდში ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე იბეჭდებოდა.
-
"....ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!...." :rolleyes:
-
ლიცი ეს წიწიბური მხედრიონელი არის 1989 წლიდან ( იხ. ჯაბა იოსელიანი -სამი განზომილება), რომელიც ასრულებდა ორმაგ თამაშს...ასე რომ ეს ფსბ-ს შეკვეთაა...იგივეა გოგა ხაინდრავას ინტერვიუც...ამათ ინფორმაცია ნოღაიდელმა ჩამოუტანა, ვინ რა უნდა თქვას დანაწილებული აქვთ ამ ყორღანაშვილებს...მალე სხვებიც აყეფდებიან პუტინის დაძახილზე..."ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!"
-
რისთვის იბრძვიან პოლიტიკური "ლიდერები"?
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა( მოამზადეს" მასალები" ...) პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქართველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქართველო ," მცირე იმპერიად "(სახაროვი) გამოევხადებინათ?! (ამით მათი და მათი ბოსების,მაგ.ტალიავინის აზრით ყველას -აფხაზებს,ოსებს,მეგრელებს,სვანებს,აჭარლებს,სომხებს...ჰელსინ კის დეკლარაციის მიხედვით უფლება აქვს თვითგამორკვევის ანუ დამოუკიდებლობის (ეს უფლება გამოიყენეს ოსებმა ა, აფხაზებმა და ახლა ჯერი ჯავახკებზე, სვანებზე, მეგრელებზე, აჭარლებზე, წოვა თუშებზეა... :rolleyes: )... მის კისერზე შევარდნაძესა და რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვედა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები! იმპერიალისტი ქართველები?!აი, ამ პარტიები არსი...რესპუბლიკური პარტია მოითხოვდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გაეუქმებინათ ,რადგან იგი ხელს უშლიდა სიტუაციის დარეგულირებას აფხაზეთში?!არძინბა,ბაგაფში მათი აზრით კარგად აწესრიგებენ სიტუაციას აფხაზეთში,მხოლოდ თბილისში მყოფი აქიშბაია,მჟავია-გვაზავა უშლიან ხელს ამაში?!მათი პარტიის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა შეიმუშავა პროექტი აფხაზეთ-საქართველოს კონფედერაციული მოწყობის ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ?!'analgin' კიდევ დავამატო რამე?..ბარალგინი?! პ.ს. მომისმინე, ინტრიგნები , გამყიდველები , შენთან არიან ეტყობა, რადგან მათ იცავ და მათი ანუ ყორღანაშვილების ფანი ხარ...ახლა ოღონდ მოდერთან არ გაიქცე საჩივლელად, რაც პრივატულად მოგწერეს ის რომ ჩაუკაკლე ... ისე ,მომწერეს მესტიელმა ჯაფარიძეებმა,რომ ჩამშვებებს ანუ ფალსიფიცირებულებს არ ვცნობთო ! : -
საქართველოსთვის ოპტიმალური პოლიტიკური წყობა!
shavlego91 replied to ვეფხვი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქიაც დასაშვებია გარკვეული დროის შემდეგ.. -
....უფრო ხშირად იარონ ყარაყორუმში, მეტროპოლიებში,კრწანისში...მიბაძონ ნოღაიდელს, ბურჯანაძეს,გოგა ხაინდრავას, გიგა ბოკერიას, რამიშვილს...ესაა ჩემი რჩევები... ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა
-
რისთვის იბრძვიან პოლიტიკური "ლიდერები"?
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამ გზით?!..... ."თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): " აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!" (თ.ხიდაშელი,გვ.216). დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):"...აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!"...."ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი"...(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 ) ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): "...ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ".. (გვ.144) "....ეშიო ოდინ პოდხოდ - ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა - ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი" ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150) პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13) ემზარ ჯგერენაია : " ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!" ( ე.ჯგერენაია, გვ. 152"- ერთერთ ფორუმში გამაქვეყნეს ეს ჩანაწერი...გეკითხებით ესენი ოპოებია თუ მეხუთე კოლონა?! : -
საკუთარ უბადრუკობას ხედავდნენ მასში, როგორც სარკეში...ამიტომ აქვთ სიძულვილი :rolleyes:
-
პატრიარქი კირილი: ”ჰაიტიმ მიწისძვრა დაიმსახურა!”
shavlego91 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
...როგორც პუტინი :rolleyes: -
"ქართული იმპერიალიზმი " მითი თუ რეალობა?!
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იმპერიათა შეუცვლელი გეგმა "გათიშე და იბატონე" იმპერიები ყველა მოძალადე დამპყრობი იმპერია ცდილობდა საქართველოს არა მარტო პირდაპირ დანაწევრებას, არამედ ქართველთა ცალკეული ტომების ერთმანეთთან ენობრივად და სულიერად გაუცხოებას. დამპყრობლებმა კარგად იცოდნენ, რომ ერის დასანაწევრებლად პირველ რიგის ამოცანაა "ენათმეცნიერული თავდასხმებით" ერის შემქნელი დედაენის დანაწევრება რამდენიმე ენად. ამჟამინდელი მოძალადე იმპერიები (რუსეთი, ამერიკა, თურქეთი) ახლა უფრო დახვეწილი ხერხებით ცდილობს დამპყრობლური მიზნის მიღწევას - ქართველი ერის დანაწევრების გზით კავკასიაში სამუდამო გაბატონებას. "ენათმეცნიერული თავდასხმები" განსაკუთრებული სიძლიერით განხორციელდა გასული საუკუნის 30-იანი წლების საქართველოში. რუსეთის მიერ 1921 წელს, საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ ძალმომრეობა მძვინვარებდა. თუ მეფის რუსეთი თავისი გენერლების, სასულიერო პირებისა ( იანოვსკებს, ვოსტორგოვებს, გერშელმანებს...) და თითო-ოროლა ადგილობრივი მოღალატის (აშორდიების) საშუალებით ცდილობდა ქართველთა დანაწევრებას, ხაზარულ-მასონური ბოლშევიკების რუსეთი თავისი არსითა და ყოვლისმომცველობით იგი ბევრად აღემატებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის გამრუსებელ-გადამგვარებელ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად მიმართული იყო ქართველური ენის, როგორც ქართველი ერის საარსებო საშუალების გასაქრობად. გეგმა უფრო ვერაგული გახლდათ: ე.წ. "დემოკრატიისა" და "თანასწორების" მოწოდებით მოსული დამპყრობელი თავის მიზნის აღსრულებას შეეცადა ადგილობრივი მასონ-ბოშლშევიკ-კომუნისტების გამოყენებით. ძირითადი გეგმა იგივე იყო: გრძელდებოდა საქართველოში მოსახლე არამარტო აფხაზების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვათა ამხედრება ქართველი ერის წინააღმდეგ, არამედ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა ქართველთა ენობრივ-ტომობრივი დანაწევრებაც. მეფის რუსსეთის მოხელეების მსგავსად, მასონ-ბოლშევიკებმაც გამოაცხადეს, რომ მეგრელები, აჭარლები, სვანები, ლაზები, იმერლები ქართველები არ არიან და ქართველებისგან იჩაგრებიანო. აქვე უნდა აღინიშნოს: აფხაზს ჩააგონებდნენ, რომ ქართველები მათი მტრებია, რომ თითქოს, ქართველები იტაცებენ აფხაზთა მიწებს, ჩუმ-ჩუმად სახლდებიან იქ, ხელს უშლიან აფხაზური თვითმყოფადობის განვითარებას და სურთ მოსპონ აფხაზი ერი... მარღანიას გვარით გამოქვეყნდა ასეთი სულისკვეთებს წერილი: "აფხაზ ძმებს", რომელშიც არ ჩანს რუსების მიერ აფხაზთა გაწყვეტის საშინელება, არც ის, თუ როგორც მეფის რუსეთი, ისე მასონ-ბოლშევიკთა რუსეთი როგორ ცდილობდა მიეტაცებინა საქართველოს ეს მხარე (იხ., გერშელმანის დოკუმენტში აფხაზეთში რუსების ჩამოსახლების გეგმა; "საარქიოვო მოამბე, VI, 2009, გვ.119-125). აფხაზეთი მხარის მსგავსად, სამეგრელოს მიმართ იმ განსხვავებით, რომ აქ წინ სხვა "გარემოებები" წამოიწია; კერძოდ, რუსები მეგრელ მასონ-ბოლშევიკებს იმავეს ვერ ათქმევინებდნენ, რასაც აფხაზებს, ამიტომ სხვა მიმართულება მონახეს; სანიმუშოდ წარმოვადგენთ მასონ-ბოლშევიკ ი. ჟვანიას მსჯელობას: მენშევიკებს შემოეცალნენ მუშები და გლეხები, რომელთა ნაცვლად ხელში შერჩათ მღვდლები, თავადაზნაურობა და ეროვნული მოაზროვნეები და საქმოსანი ხალხი... რუსეთის დამპყრობლური 21-ე ლაშქრის შემოსვლის შემდეგ საქართველოში ყველაფერი სწორი გზით წარიმართა. ერთ-ერთი "მონაპოვარი" იყო 1929 წელს ბოლშევიკურ მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება, რომლის მიხედვით ზუგდიდის მაზრის იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ქართული ენა არ იცოდა (!), საქმის წარმოება და სასამართლოს წარმოება მეგრულ ენაზე უნდა შესრულებულიყო... (ი. ჟვანია, 1931, გვ. 147)32. ამ დადგენილების I და II ნაწილებში ერთმანეთს უპირისპირდება ქართული და მეგრული; IV ნაწილში კი მითითებულია, რომ დადგენილებები, განკარგულებები უნდა გამოქვეყნდეს როგორც სახელმწიფო ენაზე, ისე მეგრულ ენაზეც. ამგვარი ენობრივი დაგეგმვა შეუძლებელი იყო რუსეთის მთავრობის, კერძოდ კი სტალინის ნებართვის (ან მითითების) გარეშე. რუსული იმპერია XVIII საუკუნეში დაწყებულ სვლას განაგრძობდა. "მავრის" როლის შემსრულებელი სხვა იყო: ბოლშევიკი ფილიპე მახარაძისა და ისაკ ჟვანიას ("მაფალუისტების") ჯგუფი. 1929 წლის იმ ავბედითი დადგენილების მერე ი. ჟვანიას და მის თანამზრახველებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. დაიწყო მეგრული სტყვებით ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა. 1931 წ. იბეჭდება ი. ჟვანიას წიგნი "როგორ იბრძოდა სამეგრელოს მშრომელი გლეხობა საბჭოების ხელისუფლებისათვის". ამ წიგნს რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ჩანს მისი 30-ათასიანი საცალო გამოცემითაც. მთავარი კი ის იყო, რომ სამეგრელოს მოსახლეობას არწმუნებდა დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკური მთავრობის არამარტო სისასტიკესა და მეკობრულ შეხედულებებში. სამეგრელოში ეს "ენობრივი დივერსია" აქტიურად ხორციელდებოდა 6 წლის მანძილზე (1929-1934). რამდენადაც არის ცნობილი, 1934 წლის მერე მსგავსი გამოცემები შეწყდა, არსად ჩანს ი. ჟვანიაც. ეს მასალა მოგვაწოდა თსუ-ს ფორუმელმა დაჩიმ ...მადლობა მას .. " ყოველ ერს აქვს მთავარი ენა, რომელიც საერთო საუნჯეს შეადგენს ამ ერის ყველა ნაწილისათვის და იწოდება მის დედა ენად და თემური კილოკავები, რომელნიც იხმარებიან ადგილობრივ. ხალხის განათლებაში ამ სიტყვიერების ფაქტორებს კაცობრიობის კეთილგონიერებამ ასეთი დანიშნულება მისცა: ყველა სასწავლებლებში სწავლა მოწყობილია დედა ენაზედ და ადგილობრივის კილოკავებს ხმარობენ ასახსნელად და განსამარტავად იმ საერთო სიტყვებისა, რომელნიც ადგილობრივ ბავშვებს კარგად არ ესმით. ამ სახით ეფინება მთელს ხალხში დედა ენის სრული ცოდნა და მასთან ერთად ვრცელდება განათლება. IV საუკუნიდგან დაწყებული დღეინდელ დღემდე ყველა ჩვენებურს სასწავლებელში, შავი ზღვიდგან მოკიდებული დაღისტნის საზღვრამდე, იხმარებოდა მხოლოდ წიგნები, საერთო სამწიგნობრო დედა-ენაზე დაწერილნი. განსამარტავად ადგილობრივ გაუგებარ სიტყვებისა და წინადადებებისა, მასწავლებლები ხმარობდნენ სიტყვიერად ადგილობრივს სიტყვებსა და წინადადებებსა, მაგ., სამეგრელოში და სვანეთში, და სწავლასთან ერთად ავრცელებდნენ დედა-ენის სრულს ცოდნასა. ვინ მოიფიქრებდა, თუ ამ გონივრულს წესს, ღვთისაგან დალოცვილს და კაცთაგან მოწონებულს, მოწინააღმდეგენი გამოუჩნდებოდნენ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, მაგრამ მოულოდნელი ახდა, შეუძლებელი აცხადდა, და აცხადდა მხოლოდ ჩვენში და სხვაგან არსად, არც სომეხთა შორის, არც თათართა შორის და არც სხვა კავკასიელებში არ აღმოჩენილია იმისთანა ჭკუამოკლე და უკუღმართი ადამიანი, რომელსაც ეთქვას, სასწავლებელში სწავლება თემურს კილოებზე უნდა იყოს და არა დედა ენაზეო. ჩვენში კი აღმოჩნდნენ იმისთანა ჭკუით გლახაკნი, რომელთაც გაჰბედეს და წარმოთქვეს, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდგან დედა-ენა უნდა იქნას გამორიცხული, რადგან აქ ხალხი ადგილობრივს კილო-კავებსა ხმარობსო. რას გვიქადის ამ უკუღმართის აზრის სისრულეში მოყვანა, გახორციელება? რასაკვირველია, მეტად ცუდს მომავალსა... .განცალკევება ჰღუპავს ეროვნულ ხესაც და მისგან მოშორებულს ტოტებსაც... ხოლო ღმერთს იმისთანა დიდებული არსება, როგორც არის მთელი ერი, შეუქმნია არა გადაშენებისა და დაქვეითებისათვის, არამედ წარმატებისა და ბედნიერებისათვის. ამიტომ ჩვენ ყველამ წმინდა მოვალეობად უნდა დავსახოთ მტკიცედ დაცვა და აღორძინება ქართულის დედა-ენისა სამეგრელოსა და სვანეთის ეკლესიაში და სასწავლებელში, ისეთივე მტკიცე დაცვა, როგორც მტკიცედ იცავდნენ ამერნი, იმერნი _ მეგრელნი და სვანნი _ ამ ეროვნულს საუნჯეს მრავალ საუკუნის განმავლობაში, ნებითა და შეწევნითა ღვთისათა..." იაკობ გოგებაშვილი რას ფიქრობდნენ საქართველოს ღირსეული მამულიშვილები ნიკო მარი საყურადღებოა ნ. მარის მსჯელობა (ქართველთა ეროვნება - წერილი პროფესსორის ნ. მარრისა იმ სიტყვის გამო, რომელიც დეკანოზს ი. ვოსტორგოვს წარმოუთქვამს საქართველოს ერზედ უწმინდესის სინოდის წევრთა და სხვა წარჩინებულ პირთა კრების წინაშე; ქუთაისი, 1905): "ვოსტორგოვი შეუცდენია ვისიმე შინაურს კავკასიელ ენათმცოდნეს, რომელსაც ქართული ენის კილოთა განსხვავება, სხვა და სხვა ადგილობრივ გამოთქმითა და კილოთი საუბარი და ენა, რომელზედაც წერაკითხვა არ არსებობს, თუმცა ესენი, რასაკვირველია, განუყრელად ერთ მონათესავე ენას წარმოადგენენ, მიუღია იმისთანა ნიშნებად, რომლი- თაც თითქო ირღვეოდეს ერთობა საქართველოისა... "ვოსტორგოვს არა აქვს ნამდვილი წარმოდგენა იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ერთიანი ქართული ეროვნული კულტურა შეიქმნა ყველა ქართველი ტომის მიერ; ამიტომაა, რომ "საღვთო წერილის ტექსტში ჩვენ ვპოულობთ წმინდა ჭანურს, ანუ მეგრულს და სხვა სიტყვებს. ამ სინამდვილის კულტურულ-ისტორიულის შეხედულებით ქართული სამწიგნობრო ენა იმდენათვე სვანურია და მეგრული, იმდენათვე გურულია და იმერული, რამდენათაც ქართული. ის არის ღვიძლი სამწერლო ენა ყველა საქართველოს ტომებისათვის" (გვ. 7-10)... " ეხლა მაინც გაიგონ რუსებმა, ნამდვილად თვალი გამოახილონ და დარწმუნდენ, რომ კავკასია ის ქვეყანა არის, სადაც რუსები თვით რუსეთის წესების დარღვევას სწავლობენ, ვითომც სახელმწიფო მიზნების გულისათვის..." (გვ. 60). -
ზვიადზე და მერაბზე უთქვამთ ავტ.: გეორგიანელი : 4/24/2004 ზვიადზე უთქვამთ კონსტანტინე გამსახურდია (“წერილი ზვიადს”) ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სასტიკ დროში და აწი დროა, სერიოზულად ემზადო, რათა შესძლო გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი... გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის”. მერაბი ზვიადზე ”პირველობა ეკუთვნის ზვიადს” ”ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგფრამ ეს ვერავინ ვერ შესძლო, ეს არასოდეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მაშინ მე ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს. ეს კი ქვეყნის დანგრევას უდრის”. ამონაწერი ლექსიდან “ძმას ქრისტესმიერს” ”როს მიაკითხავ წმინდა ალაგებს, თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს. წმინდა მამათა ძვალთშესალაგებს მღვდელთმთავართა და მეფეთა საძვლეს”. ”შენ აღემართე, ვითა პირველი დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი, თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი, გიპყრა მახვილი, რვალთა მლეწავი. და აგიტაცა, როგორც ბოძალი დუშმანთა ძვლებში დასახვეწარი” ”გჩვეოდა მტერთან არდარიდება, შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან და ეძიებდი ჭეშმარიტებას, ვითა ტარიელ დაკარგულ ნესტანს”. ”დიდ წინაპართა ტანჯვით ვნებულმან ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა, როს განაახლე მინავლებული ხმა ეროვნული თვითშეგნებისა”. ”დაემკვიდრები ხალხში მითივით, ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში”. ”სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა, მოყვასისაგან რად განისაჯე, ღირსო უკვდავთა დიადემისა”. ჯემალ სილაგაძე (ზვიადის თანაკლასელი) ”ზვიად გამსახურდია არ არის ზოგადსაკაცობრიო, ინტერნაციონალური ფიგურა. იგი ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე, წმინდა ქართული ფენომენია, ეროვნულ ფესვებზე აღმოცენებული და აღზრდილი”. ბიმურზა აფრასიძე (უზენაესი საბჭოს დეპუტატი) ”ზვიად გამსახურდია ბავშვობიდან იბრძოდა სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მას, როგორც ილია ჭავჭავაძეს, ვერ წარმოუდგენია საქართველოს თავისუფლება მთელი კავკასიის თავისუფლების გარეშე და პირიქით. მისი ორმოცწლიანი მოწამეობრივი ბრძოლის გზა ბედნიერებაა მთელი ერისათვის”. ”ზვიად გამსახურდიამ შამილის გზა გააგრძელა. იგი არის კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი, სამშობლოსათვის თავდადებული გმირი”. გურამ ლაკია (“ჩეჩნეთი-გმირების ქვეყანა”) ”ჯოჰარმა გვიამბო, რომ საქართველოში გამგზავრების წინ საუბრისას ზვიადმა თქვა: რუსეთის ხელმძღვანელობა არ დაუშვებს შევარდნაძის რეჟიმის დამხობას, მაგრამ იგი მოვალეა თავის ხალხთან ერთად იყოს ამ მძიმე დღეებში. Mან იცოდა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა”. ვაჟა ხორნაული “ზვიად გამსახურდია სამუდამოდ დარჩება ქართველი ერის გულსა და გონებაში როგორც ეროვნული იდეალებისათვის სიტყვითა და საქმით მეომარი რაინდი. იგი სამყაროს შემოქმედმა უდიდესი და ულამაზესი მისსიით მოავლინა ამ ცოდვილ ქვეყანაზე...ùმისი სახელი, მისი ხატი მარად თანამდევი იქნება ქართული ყოფიერებისა“. ზვიადზე და მერაბზე უთქვამთ ოლღა დემურია-კოსტავასი ”ზვიადს და მერაბს ბავშვობიდანვე შესტკიოდათ გული სამშობლოს დაჩაგრული ერის ბედზე, ისინი ქრისტესმიერი ძმები იყვნენ. ერთი ბატონ კონსტანტინეს ხორციელი, ხოლო ორივენი კი მისი სულიერი შვილები“. “(კოლხური) კოშკის კედლებში დიდი კონსტანტინეს სულის ქურაში გამოიწრთო ზვიადი და მისი ქრისტესმიერი ძმა და თანამეაბჯრე, ჩემი მერაბი“. “მე, როგორც მერაბის დედა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზვიადის და მერაბის მეგობრობა იყო ყოველთვის ქრისტესმიერი, ჭეშმარიტი და შეუბღალავი და ძალიან განვიცდი, როდესაც ჩირქს სცხებენ მათ მეგობრობას“. “იმ დროს, როდესაც ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ზვიადმა და მერაბმა გამოამჟღავნეს გმირული იმპულსები და ამ დროიდან იწყება მათი თავგანწირული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის“. “მე ყოველთვის მიკვირდა: ბავშვობაში ზვიადს არასოდეს უთამაშია. შულ პატარაც კი, როდესაც ჩვენთან მოვიდოდა, სულ პოლიტიკაზე საუბრობდა: “მერაბ, საქართველო დაპყრობილია, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ!“-ეუბნებოდა იგი ხშირად მერაბს“. “ზვიადს ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ არასოდეს არ უზრუნია საკუთარი კეთილდღეობისათვის, მისი ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი იყო და არის სამშობლო, ყველაზე წმინდა, რაც კი ადამიანს გააჩნია“.* ქეთევან ტოროტაძე “ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მომავლისაკენ სავალი გზა დაანახეს და გაუკვლიეს ქართველობას”. ვალტერ შურღაია “ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მთლიანობაში უბედნიერესი ადამიანები იყვნენ, რადგან ერთი დღეც არ უცხოვრიათ საქართველოზე ფიქრის გარეშე. ეს რაინდები მხოლოდ ღმერთის და სამშობლოს წნიაშე იხრიდნენ მუხლს. ზვიადმა და მერაბმა გამოაღვიძეს და ფეხზე დააყენეს მთელი ქართველი ერი. ეს ისეთი ფაქტია, რომლის უარყოფა მტერსაც კი არ შეუძლია“. ზვიადის სულიერ ძმაზე-მერაბზე უთქვამთ მერაბი თავის თავზე “მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ციხის კედლებშიც კი თავისუფლად ვგრძნობ თავს“. “მე ბედნიერი ვარ, რომ გაღვიძებულ საქართველოს მოვესწარი. Uფრო დიდი ბედნიერება კი წინ მაქვს-თავისუფალი საქართველო“. ზვიადი მერაბზე “ერზე მჭმუნვარე ძმათა კრებული ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს, უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული სასუფეველში შეხვალ, იცოდე!“. „ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე, ბნელში მსხდომთ კვლავაც ვუნათოთ კვარი და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი“. ”გვეტანებოდა ძაღლი და ღორი, შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის, მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი, მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის”. ”თავისი დიდი გულით მერაბ კოსტავამ გააერტიანა საქართველო. Mას ყველა უყვარდა, რამეთუ უწყოდა: უკეთუ არ შევიყვარეთ ურთიერთი, არ შეგვიყვარებს უფალი, ვერ გადარჩება საქართველო”. ”ო, ამ მრისხანე გამოხედვის ქვეშ რა შვილი გული იმალებოდა, რა თანაგრძნობა მოყვასისადმი, ყოველი დევნილისა და ჩაგრულისადმი”. გადასახლებაში მიწერილი წერილიდან: ”გთხოვ, ყველა დილა-საღამოს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იკითხე ხმამაღლა 90-ე ფსალმუნი. ხომ იცი, რა ჯავშანია!» გურამ პეტრიაშვილი ”ჭეშმარიტი ქრისტიანი და ჩვენი მომავლიდან მოვლენილი თავისუდფალი ქართველი-აი, ვინაა მერაბ კოსტავა”. ნოდარ წულეისკირი ”მერაბ კოსტავა იმითაც იყო მშვენიერი, რომ ქართველი ეროვნული გმირის ყველა თვისება გააჩნდა”. ”სიკვდილი ყოველთვის არ არის სიკვდილი. ძოგჯერ ის გვირგვინია. Mერაბ კოსტავას ტანჯულ ცხოვრების სიკვდილმა დაადგა შარავანდედი, დაულეწა ხორცი და ძვალი და აღუზევა სულით”. ქეთევან ტოროტაძე ”მერაბ კოსტავას ცხოვრება, ერთ კაცში განცხადებული სიმბოლო იყო თავისუფალი და ზნეობრივად გასპეტაკებული საქართველოსი”. ნანა გვენეტაძე ”თავისუფალი იყავი, მაგრამ ტყვე-საქართველოს სიყვარულისა, რამდენი ტანჯვა გამოიარე, სიტყვა არ გითქვამს სინანულისა”. * შევნიშნავთ, რომ ქალბატონი ოლღა ზვიადის და მერაბის ერთად ხსენების ყველა შემთხვევაში ზვიადს მერაბზე წინ აყენებს, რაც შემთხვევითი მოვლენა არ გახლავთ, ეს ცნობიერი გამოძახილია მერაბის თქმულისა: “პირველობა ეკუთვნის ზვიადს”.
-
10:12 / 20-01-2010 ბერეზოვსკიმ უკრაინის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა დაასახელა Ambebi.Geუკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქალაქეებს ” ცუდსა და ძალიან ცუდს შორის” არჩევანის გაკეთება მოუწევთ - აცხადებს რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გაზეთ ”Левый берег”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ”ამის მიუხედავად, ჩემი პირადი უპირატესობები ტიმოშენკოს მხარეს არის. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სწორედ ის გახდება პრეზიდენტი” - ამბობს ბერეზოვსკი. ამასთან, არ გამორიცხავს ე.წ. ”მესამე ტურის” გამართვას როგორც ეს 5 წლის წინ, ვიქტორ იუშჩენკოს არჩევის დროს იყო. მოქმედი პრეზიდენტის სუსტი შედეგი პირველ ტურში ბერეზოვსკიმ იმით ახსნა, რომ იუშჩენკომ ვერ შეძლო დანაპირების შესრულება და ხალხში არსებული მოლოდინების რეალიზება. ოლიგარქის პრიგნოზით, უკრაინას ”უდუდესი სირთულეები ელის წინ”, მსოფლიოს კი გაუჭირდება ამ ქვეყანასთან სტრატეგუიული ურთიერთობის დამყარება რადგან გადაჭრილი არ არის მთავარი პრობლემა - ხალხის კონსოლიდაცია. ამასთან ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ დემოკრატული გარდასახვის გზაზე უკრაინამ რუსეთს ბევრად გაუსწრო, ტიმოშენკოს არჩევა კი ნაკლები ბოროტება იქნება, რადგან იგი მოქმედებისას გაითვალისწინებს ხალხის აზრს, იანუკოვიჩი კი მას იგნორირებას გაუკეთებს. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 7 თებერვალს გაიმართება და მასში პრეზიდენტის სავარძლისთვის ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო იბრძოლებენ. მომზადებულია ლენტა.რუ-ს მიხედვით ეს ფაქტი ჩვენთვისაა ცუდი,რადგან აქ პერსონებზე კი არა საქართველოზეა საუბარი სამწუხაროდ!
-
... რო არა 7 ნოემბერი ეს ფსევდოოპოზიცია რეანიმაციიდან არ გამოვიდოდა ...ამდენი ხალხის მასას პოლიტიკური გვამები კოხტად არ ჩაუდგებოდა სათავეში..შედეგი, ისევ ერთი ფალსიფიცირებული სუბიექტი ბორჯომთან,პატრიოტებთან ერთად...ფალსიფიცირებული ოპოზიცია, ფალსიფიცირებული პოზიცია,ფალსიფიცირებული წმიდა გიორგი(ღმერთო გვაპატიე!), ფალსიფიცირებული ლეიბ-კონსერვატორები,მემარჯვენეები,რესპუბლიკელები,რკინის თუ ქატოს პრინცესებ-ლედები ...
-
ნამდვილად, ასევე სპარსელებიცაა, არაბიც და ა.შ.
-
მე მგონი ეს ჩვენი პრობლემა იქნება და ამიტომ რუსეთის მხარე არ უნდა დავიკავოთ...ანუ ამის დასტურით ჩვენ, საქართველო ვიჭყლიტებით..?! :rolleyes:
-
პატრიარქი კირილი: ”ჰაიტიმ მიწისძვრა დაიმსახურა!”
shavlego91 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსეთმა რა დაიმსახურა?...არსებობდნენ იმპერიები,მაგრამ მათ შორის "უპირველესმა" სრულიად დამსახურებულად ბოროტების იმპერიის სახელი დაიმსახურა....წმიდა იოანე ოქროპირი წერს:"საცთური,განსაცდელი არ არის ბოროტება, არამედ სიკეთეა.კარგებს იგი უკეთესებად შექმნის.ეს ღუმელია ოქროს გასაწმენდად... "ანუ ღუმელში გატარებით ბაჯაღლო მიიღებაო... კრემლის თანამშრომელმა, კირილმა კენჭი საქართველოსკენ ისროლა!..მისი აზრით პუტინის ოკუპანტობა ღმერთის გამოგზავნილიაოი ჩვენი ცოდვებისათვის...პუტინი და რუსეთი დღეს იღლიებს იფხანს , ფრთები უნდა გამოუვიდეთო... :sorry: :sorry: -
1993წლის 20 ივლისის მიმართვაში ზვიად გამსახურდია წერს:"...შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარსემო მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.მზადდება ე.წ."ცხინვალის ვარიანტი",სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება! ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა,რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას...სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას,ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს,სოხუმის ჩაბარებას... მოჰყვება-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია."
-
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.(ამ მუქარის უკან ედუარდ შევარდნაძეც იდგა!) საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა