
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
განათლების პოლიტიკის შედეგები...ვინ აგებს პასუხს
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
განათლების საკითხი უპირველესია,მაგრამ ამ თემამ არ დააინტერესა ფორუმელები... ესეც ტესტად გამოგვადგა... -
2 თებერვალი ცირკთან პატრიოტთა დახვრეტის დღეა
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა თქმა უნდა ყველასგან პატივისცემის ღირსნი არიან... -
2 თებერვალი ცირკთან პატრიოტთა დახვრეტის დღეა
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შენც რუსი რომ გეომებოდა რატომ არ ესროლე თუ ასეთი გულადი ხარ? -
ედუარდ შევარდნაძე: "ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი" ბეჭდვა ელფოსტა 19:34 - 31.01.2010 eduard_shevardnadze2341.jpgსაქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია მას არავისთვის დაუვალებია. როგორც შევარდნაძე აცხადებს, ის იგორ გიორგაძეს არ ენდობა, თუმცა უშიშროების ყოფილი მინისტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიასადმი დევნას გია გულუასა და ავთანდილ იოსელიანის მეთაურობით შსს-სა და უშიშროების ორი ჯგუფი ახორციელებდა, თავადაც ადასტურებს. "იგორ გიორგაძის არ მჯერა. მას არ ვენდობოდი მაშინაც, როდესაც უშიშროების მინისტრი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ზვიად გამსახურდიას ძებნა მიმდინარეობდა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ლიკვიდაციის შესახებ კი ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი", - განაცხადა შევარდნაძემ. შეგახსენებთ, რომ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას განუცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს. ამასთან, გიორგაძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციით ყველაზე მეტად ედუარდ შევარდნაძე იყო დაინტერესებული. პ.ს. თვით მკვლელობის შემკვეთი აღიარებს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას.. მალე მას სხვა რამის აღიარებაც მოუწევს თუ საზოგადოება ამის ღირსი იქნება...მანამდე თვითმკკვლელობას აღიარებდა..
-
განათლების პოლიტიკის შედეგები...ვინ აგებს პასუხს
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://presa.ge/index.php?text=news&i=12149 -
ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ავან–ჩავანი ავტორი ნატალია კალანდაძე [Click to enlarge] ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი ნათქვამია. არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებენ. მათ მიერ განვლილი გზის შეფასებისას, ყოველთვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, გასავლელი გზის გასათვლელად კი არც ერთი პასუხი არ არის უალტერნატივო. ეს ნინო ბურჯანაძის შემთხვევა არ არის. ნინო ბურჯანაძე სწორედ ის ვარიანტია, რომელიც ამ სტატიის პირველივე წინადადებაში გამოვხატეთ, ანუ როცა სათქმელი აღარაფერი დარჩა... მოვიდა პოლიტიკაში, იყო პოლიტიკასი, სურს რომ დარჩეს პოლიტიკაში... და არაფერი სხვა. ზედაპირულობა, სიმარტივე და პრიმიტიულობა.. სამი სიტყვა, რითაც საბოლოოდ შეიძლება შეფასდეს ნინო ბურჯანაძის ყოფნაც და არ ყოფნაც პოლიტიკაში. თან იმ ფონზე, როცა მისი უდიდებულესობა პიარი, სულ ცდილობდა მისთვის ხან თამარ დედოფლობა, ხან მარგარეტ ტეტჩერობა დაებრალებინა. ზედაპირულობა მას დაბადებიდან დაებედა. საბჭოთა ნომენკლატურულ ოჯახში აღზრდილი, სისტემის სიმახინჯით გამდიდრებული მამის ერთადერთ ქალიშვილს სიღრმეების ძიება არ სჭირდებოდა. დიდსათვალეებიანი და ასაკისათვის შეუფერებელ ძვირფას ქურქში გამოწყობილი მაღალი გოგონა, იმავე სათვალიდან და თავისივე სიმაღლიდან, ქუთაისიდანვე მშვენივრად ხედავდა უკვე დაგეგმილ მომავალს. `ვოცნებობდი დიპლომატი გავმხდარიყავი!~ _ იტყვის მოგვიანებით ბურჯანაძე. სათვალიანი ქუთაისელი გოგონას კუმირი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოთა სინამდვილიდან ქურქიანად ამომხტარი მადამ კოლონტაი გახლდათ და პირველი ნაბიჯები `გაკოლონტაებისა~ ალბათ ის ბამბურა ქურქი გახლდათ, რომლითაც პატარა ნინო კუმირს ბაძავდა. მერე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ასპირანტურა მოსკოვში. როგორც ცნობილია, მისი ვიწრო სპეციალობა საზღვაო სამართალია. მაშინ იურისტები ხუმრობდნენ, რომ `მოზეპირე~ ნინომ და მამის ფულებმა მოსკოვში `წყალქვეშა სამართალზე~ მეტზე ვერ გაქაჩა. ვერაფერს ვიტყვით, ხალხი შურიანია და არც ასეა საქმე. ბოლოსდაბოლოს სამართალი ზღვაშიც ისევეა საჭირო, როგორც მიწაზე. თუმცა ნინო ბურჯანაძეს არასოდეს გამოუდვია თავი სიმართლისათვის. მისთვის ყოველთვის ორი სიმართლე არსებობდა და საჭირო დროს, მისთვის საჭირო პასუხს იძლეოდა კითხვაზე: სადაა სამართალი? ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე ბევრი დაწერეს. რომ ანზორმა უთხრა ძმა და მეგობარ შევარდნაძეს, ნინო გამიდეპუტატეო, რომ ანზორმა ბეეევრი ფული მიიტანა `მოქალაქეთა კავშირში~, რომ ნინო აიყვანეს და დასვეს პარლამენტში.. პარლამენტში მისვლისთანავე ბურჯანაძე მასებს უკვე სათვალიან ქალად დაამახსოვრდა, რომელიც თუთიყუშივით იმეორებდა შევარდნაძის, ჟვანიას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სააკაშვილის ნათქვამს. ამ დროს ბურჯანაძე კიდევ არ იყენებდა სიტყვა `მორეგულირებას~, რადგან მას ჯერჯერობით, მხოლოდ სხვათა აზრების გამეორება ევალებოდა. იმ პერიოდში პრესაც ნაკლებად ინტერესდებოდა ამ ინდიფერენტული ქალით, რომელიც ერთი შეხედვით თავისუფალ დროს პარლამენტში საჭორაოდ შემორბენილ თანამშრომელს უფრო ჰგავდა ვიდრე კანონმდებელს. სხდომებზე უფრო ხშირად ბურჯანაძეს პარლამენტის პრეს-კაფეებში იხილავდით, იმაზე მოსაუბრეს, თუ როგორ გაუშვა მამამ უდაბნოში ჯიპებით და აქლემებით სასეირნოდ, მაშინ როცა ხალხისთვის საოცნებო მოგზაურობად ჩეხოსლოვაკია და პოლონეთი ითვლებოდა. როგორ იწვალა დედამ, რომ მისთვის უცხო ენები შეესწავლა და როგორ ყველაფერს უსრულებდნენ დაბადებიდან. სხვათაშორის ეს კომპლექსი ნინოს მთელი ცხოვრება სდევდა. მას დღემდე ჰგონია, რომ სამყარო მის წინაშე ვალშია და დღეს საწყალი მომიტინგეები ვალდებულები არიან, მისი კაპრიზები ასრულონ, ვიდრე ის `მარიოტში~ ყავას მიირთმევს. დავუბრუნდეთ ისევ ნინოს გადეპუტატებას. პრესისთვის ნაკლებ საინტერესო ნინო, მაშინ როცა 90-იანი წლების ჟვანიას კალთებქვეშ გამოწვრთნილმა ჟურნალისტებმა ლამის `ვარსკვლავბიჭუნებად~ აქციეს ბარამიძე, მაჭავარიანი, სააკაშვილი.. (ჟვანიას მაინც ვერაფერი მოუხერხეს), იჯდა თავისთვის და კოლონტაის ქურქებს იგონებდა. პირველად ბურჯანაძის გვარმა შედარებით ხმამაღლა მაშინ გაიჟღერა, როცა ჟვანიას პარლამენტში ვიცე-სპიკერის ადგილი გათავისუფლდა და საპარლამენტო უმრავლესობამ კანდიდატის მოძიება დაიწყო. როგორც ჩანს ჟვანიას მაშინვე გაახსენდა უპრეტენზიო და არაფრისმთქმელი ბურჯანაძე, რომელიც სწორედ ვიცე-სპიკერობისთვის იყო ზედგამოჭრილი. არ ჰქონდა ამბიციები, შეეძლო დანაბარების გადმოცემა და ნათქვამის სწორად გამეორება, და რაც მთავარი იყო, შეეძლო დაუღალავად ეძახა: პირველი მიკროფონი, მეოთხე მიკროფონი, თქვენი დრო ამოიწურა.. თუმცა მაშინ ბურჯანაძე ვერ გახდა ვიცე-სპიკერი. და ის კვლავ აგრძელებდა კოლონტაის "შუბებზე" ფიქრს, ვიდრე თავად ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის დრო არ ამოიწურა. 2000 წლიდან უკვე სახეზე იყო აშკარა დაპირისპირება შევარდნაძესა და "ვარსკვლავთბიჭუნებს" შორის. თუ აქამდე ყველა მათგანი შევარდნაძეს იცავდა, უცხოურ პრესაში უცებ გაჩნდა დეპუტატ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ იმ კრიზისზე, რომელშიც შევარდნაძის არასწორმა პოლიტიკამ და დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევამ, ასევე სანათესაომ ჩააგდო ქვეყანა. ამას მოჰყვა ზურაბ ჟვანიას მიერ პრეზიდენტ შევარდნაძისესთან ეპისტოლარული გაბაასება, ანუ წერილი რომელშიც ჟვანია შევარდნაძეს გონზე მოსვლას სთხოვდა. ურთიერთობა დღითიდღე იძაბებოდა. ჩნდებოდა ახალ-ახალი მიზეზები და საბაბები, იმისა რომ ახალგაზრდული ფრთა შევარდნაძეს განსდგომოდა. ბურჯანაძეს ორი გზა ჰქონდა, ან მამის მეგობარი შევარდნაძე და გაურკვეველი მომავალი, ან ისევ გარანტია და "კოლონტაის ქურქები". ნინომ მეორე აირჩია და გაუდგა ჟვანიას მიერ დასახულ გზას. პიარის დიდოსტატმა ჟვანიამ კარგად დაინახა ნინოს სქესის უპირატესობა მოცემულ სიტიაცუაში, ქართველი დედის ადგილი და ზოგადად, ოჯახის ქალის როლი, ამდენ საეჭვო მამრთა შორის. და დაიწყო ნინოს გაკოლონტაება. ქართველი ხალხის ემოციებზე ათამაშეს ნინოს სქესი, როცა ის თამარს შეადარეს, ქართველი ხალხის ამბიციებზე ათამაშეს ნინოს მარგალიტის ყელსაბამი, როცა ის მარგარეტ ტეტჩერს შეადარეს და ნინოც მიეჩვია ქართველ ხალხზე თამაშს. ორჯერ დადო ფიცი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა მისი კარიერის ზენიტი იყო და არასოდეს მოისურვებდა პრეზიდენტობას. მის ლექსიკაში არსებული მხოლოდ 40 სიტყვით, ბურჯანაძე კრიბავდა დაპირებებს, ვარაუდებს, მოსაზრებებს.. დადიოდა გაუთავებელ შეხვედრებზე.. მოკლედ თამაშობდა.. ხალხის პრობლემები მისთვის მხოლოდ პოლიტიკაში თამაშის საშუალება იყო. მას ისევე ეკიდა ერი, როგორც მარგალიტები. სხვათაშორის, სათვალიან გოგონაში, რომელიც მამის მილიონების მიუხედავად არასოდეს ყოფილა თანატოლ უბრალო ქუთაისელ გოგონებზე პოპულარული, ბავშვობის კომპლექსმა იმძლავრა. იგი გადაემტერა პრაქტიკულად ყველა ქალს, ვინც პოლიტიკაში შედგა ფეხი. მისი ამბიციების პირველი მსხვერპლი, ადა მარშანია გახლდათ. მოსკოვში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სადაც ნინო და ადა ერთად იმყოფებოდნენ აფხაზეთის საკითხზე სასუბროდ (!!), ადას აფხაზურმა ცრემლებმა და პათეტიკამ დარბაზზე რაღაც დოზით იმოქმედა და ნინო "ტეტჩერ-კოლონტაი-ოლბრაიტ-მადონა-დემი მურზე" მეტად წარმოჩნდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ბევრ ჟურნალისტს გაუგონია როგორ აგრესიულად ექცეოდა ბურჯანაძე მარშანიას და, როგორ ლანძღავდა მარშანია ზურგსუკან ბურჯანაძეს. იყო მაია ნადირაძეც, რომელსაც ბურჯანაძე ცხვირს ისე უწევდა, როგორც ხორბლის პრინცესა გლეხის დაძონძილ კაბიან გოგოს. მაია ნადირაძემ იცოდა, საკუთარი ადგილი, თუკი იქ ბურჯანაძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნინო პოსტზე დარჩა, "პარიჟანკა" სალომე ზურაბიშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან წავიდა, ეს უკანასკნელი ერთადერთი იყო, ვისაც ნინო ვერ გაუმკლავდა. ნინო ამ შემთხვევაში თავად იყო, `სოფლელი გოგონა~, რომელიც პარიზელმა სალომემ არ ცნო. სხვათაშორის, "ქაჯები" სალომემ სწორედ ნინოს მიმართ იხმარა. სხვებზე ეს სიტყვა საჭიროების გამო იქნა განვრცობილი. "ჩემზე ამბობენ რომ ემოციებს არ ვყვები", - შეფარული სიამაყით წუწუნებდა ბურჯანაძე თავისი აპარატის გოგონებთან და იქვე დასძენდა - "უბრალოდ ვცდილობ გონიერებას მოვუხმო და ემოციებს არ ავყვე. განა მართლა რკინის ვარ".. მისი ეს ფრაზა ღიმილს იწვევდა. ბურჯანაძე ემოციებს მხოლოდ ოჯახის ფულების და საკუთარი კარიერის დასაცავდ ხარჯავდა, თორემ რკინის ნამდვილად იყო, როცა საქმე გირგვლიანს ან 7 ნოემბერს ეხებოდა. მას ხალხი დღესაც ისევე ჰკიდია, როგორც ის სამკაულები, ჟურნალ "ვოგში" რომ ამარიაჟებდა. რადგან ნინო დიასახლისი ქალის როლზე მეტად ვერ ამაღლდა პოლიტიკაში, მასთან მიმართებაშიც კამათი უფრო ქალურ სისუსტეებზე იწყებოდა, ვიდრე პოლიტიკურ თემებზე. დიდხანს იგი უგემოვნო ნინო იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში მან ისეთივე გარდატეხა მოახდინა საკუთარ სტილში, როგორც "უშნო ბეტიმ" ან "პუშკარიოვამ" ცნობილ სერიალებში. სათვალიანი გოგოსგან, მოდის ბოლო ტენდენციებს აყოლილი ქალი მაინც მივიღეთ, თუ ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი ვერა. სერიალი შემთხვევით არ გვიხსენებია. ნინოს განვლილ გზას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პოლიტიკა მისთვის სერიალია. რომელ სერიაშიც არ უნდა ჩაერთოთ, მაინც ყველაფერი გასაგები და მარტივია. ნინო ისევ ისე "დაპლაკუნებს", ისევ მხოლოდ საკუთარი სათვალიდან იყურება და ქართველი ხალხი მას მაინც სერიალის გმირები ჰგონია.
-
:
-
ქართველი მოსწავლეები განათლების დონით მსოფლიოს ბოლო ოთხეულში არიან სიახლე — თავფურცელი 13:07 02.02.2010 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [კახეთის საინფორმაციო ცენტრი] მოსწავლეთა წიგნიერების კვლევის შედეგებით ქართველი მოსწავლეები განათლების დონით მსოფლიოს ბოლო ოთხეულში არიან. PIRLS - ის კვლევაში 45 ქვეყანა მონაწილეობდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ია კუტალაძის განცხადებით, საქართველოში მასწავლებლებს მართალია აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს უმაღლეს სასწავლებელში გავლილი კითხვის სწავლების სტრატეგია, ანუ როგორ უნდა ასწავლოს კითხვა მოსწავლეს. „იმ ქვეყნებში კი, რომელთაც წიგნიერების საერთაშორისო კვლევებში კარგი მაჩვენებელი აქვთ, პედაგოგებს კითხვის სწავლებისთვის სპეციალური პროგრამები აქვთ გავლილი. რაც შეეხება მძიმე შედეგებს, ეს ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ განაპირობა. ის ქვეყნები, რომლებიც რეიტინგის სათავეში არიან, განათლებაზე ძალიან ბევრს ხარჯავენ“, - აღნიშნა კუტალაძემ. წიგნიერების კვლევის შედეგებში რუსეთი და ჰონკონგი ლიდერობენ.
-
ხო დამამხობელმა სულ არ ააშენეთ და ააყვავეთ საქართველო... დღევანდელ დღეს შენმა დემოკრატებმა 11 ადამიანი, უიარღო მანიფესტანტი დახვრიტეს... იმათი ცოდვის არ გეშინია ამ რუსული( 90-იანი წლების რუსეთის კგბ-ს) ლოზუნგებით რომ გამოდიხარ და იმ 15-20 წლის ადამიანებს მეორედ ხვრეტ?!
-
2 თებერვალი ცირკთან პატრიოტთა დახვრეტის დღეა
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამ ზარბაზნიანებს უკან რესპუბლიკელები ედგნენ, რესპუბლიკელების სახლებში სიგუა თათვბირებს ატარებდა... სახელმწიფო საბჭოში- რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წევრები იყვნენ ბერძენიშვილები, ხაინდრავები... -
2 თებერვალი ცირკთან პატრიოტთა დახვრეტის დღეა
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს რა შუაშია? ... ღმერთამა გაანათლოს მათი სულები! -
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე სიმართლის დროში
shavlego91 replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:rolleyes: -
რესპუბლიკელები-ბერძენიშვილები,ხაინდრავები,ზ აქარა.უსუფაშ.აღიარებდნენ აფხაზეთისა და"სახ. ოსეთის"დამოუკიდებლობას,როცა ისინი მოითხოვდნენ მათ კონფედერაციის სუბიექტად ცნობას, დევნილებისთვის სახლების დაკანონებას,რომარ დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრისში,ვინაიდან ასე მოხდებოდა აფხაზების ასიმილაცია!ქართველების გადარჩენაზე არ ზრუნავენ... .1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქართველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქართველო ," მცირე იმპერიად "(სახაროვი) გამოევხადებინათ?! (ამით მათი და მათი ბოსების,მაგ.ტალიავინის აზრით ყველას -აფხაზებს,ოსებს,მეგრელებს,სვანებს, აჭარლებს,სომხებს...ჰელსინ კის დეკლარაციის მიხედვით უფლება აქვს თვითგამორკვევის ანუ დამოუკიდებლობის...მის კისერზე შევარდნაძესა რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვეწდა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები! იმპერიალისტი ქართველები?! ამ პარტიები არსი...რესპუბლიკური პარტია მოითხოვდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გაეუქმებინათ ,რადგან იგი ხელს უშლიდა სიტუაციის დარეგულირებას აფხაზეთში?!არძინბა,ბაგაფში მათი აზრით კარგად აწესრიგებენ სიტუაციას აფხაზეთში,მხოლოდ თბილისში მყოფი აქიშბაია,მჟავია-გვაზავა უშლიან ხელს ამაში?!მათი პარტიის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა შეიმუშავა პროექტი აფხაზეთ-საქართველოს კონფედერაციული მოწყობის ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ?! ამათ თქვენ პარტიებს უწოდებთ ,იმიტომაა ქვეყანა ამ დღეში!
-
შენ ვინ... :TAT:
-
თქვენი ულოგიკობით გაკვირვებული ვარ ...მსჯელობასაც კულტურა სჭირდება, უსიოკ? არგუმენტებით ილაპარაკეთ და არა იარლიყებით, ამას ჭორაობა ჰქვია! კერპთაყვანისმცემლობა თქვენსკენ მოიკითხე... მამონა, ფული,სკამი თქვენი კერპია...
-
არგუმენტებით, ლოგიკით ილაპარაკე "ინტელექტუალი" პარტიის ფანო! :TAT:
-
შევარდნაძის პარლამენტის ბიბლკიოთეკა თქვენი იყო, სოროსის ფონდებს( ხიდაშელი, ლ.ბერძენიშვილი ) თქვენ განკარგავდით, აფხაზეთის ,სამაჩაბლოს დათმობის, სამეგრელოს ეგზეკუციების, მოსახლეობისთვის ვაუჩერებით სიმდიდრის წართმევის, ყარსის, დაგომისის , სოჭის მოღალატური ხელშეკრულებების შემდეგ იძახდით მჯერე-მჯერას პირველი არხით, სახელმწიფო საბჭოში ანუ რუსულ ადმინისტრაციაში თქვენ იყავით... სანამ სახრავი იყო ხრავდით და მერე სერგოს წყალი ,როცა შეუყენეს იძახდით რაცხას... :TAT::
-
მიშას სანამ მოვიდოდა ვაკრიტიკებდი(მოსვლამდე და არა მერე ენის....იზმს არ ვაწარმოებდი ) და ამიტომ შევარდნაძე- რესპუბლიკელებისაგანაც და სააკაშვილ- რესპუბლიკელებისაგან რეპრესიები განვიცადე... რა ამბავია, ყველასთან თქვენ უნდა იყოთ შეკრულები?! :TAT:
-
"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სადმე კუნძულზე თუ ხარ არა აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი მოიკლა...თუ საქართველოში ხარ აქვს მნიშვნელობა... იმიტომ მაინც,რომ კაცმა თვითმკვლელობის ცოდვა ჩაიდინა თუ არა.. ყველა უნდა ცდილობდეს,რომ ადამიანის სული გადავარჩინოთ, გულგრილობის პათოლოგიით დავადებულებს ეს არ ეხებათ! :TAT: -
"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზოგმა კაენის ცოდვა მოინანიეთ და ახალ ცოდვას კერპთაყვანისმცემლობის ცილისწამებასაც მოერიდეთ...ნამეტანი მოგივათ და მუხლებზე ხოხვაც ვერ გადაარჩენს დამძიმებულ სულებს! :TAT:: -
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე სიმართლის დროში
shavlego91 replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საზოგადოებრივი აზრის შექმნა ხდება...მამათელი- კრწანისელი მუშაობს... -
კუბლაშვილები, ბოკერიები, რამიშვილები, კოკოითები.... თქვენი მოყვანილია ბიძიკო... ბერძენიშვილების, ხაინდრავების, გრეჩიხების, ხიდაშელების, ზაქარეიშვილების,ჯგერენაიების...
-
იჩივლე და მიიღებ წყაროს...
-
კუპონიზაციის ფინანსთა მინისტრი ამხ. იაკობიძე (ოპოების სანაქებო... ) წერს:" ...საქართველოს ბიუჯეტი მაშინ შევადგინე,როცა ძალაუფლება კიტოვანს,ჯაბას,შევარდნაძეს,სიგუას და სხვებს ჰქონდათ. არცერთი მათგანისათვის არაფერი მიკითხავს,მაგრამ ყველამ ცალ-ცალკე მითხრა,ყოჩაღო. რადგან ქართველები არიან და საქართველოს კეთილდღეობა უნდოდათ??("რეიტინგი")..ამ კითილდრეობისთვის წაარტვეს კუპონებით მთელი სიმდიდრე, ჩააბარეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, განდევნეს 1,5 მილიონი ადამიანი, მოკლეს ათასობით ... :rolleyes: