
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
სულიერად დაუმარცხებელი ერი არ გაიწირების!!!
-
"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სკოლაში მასწავლებელთან ენის მიტანა დასჯადი შენს სკოლაში იყო?! : -
"...მასაც ენატრებოდა მამათი...?!"
-
გილაევის ჯგუფი შევარდნაძემ და თარგამაძემ გადმოიყვანეს, რათა გაენადგურებინათ ანუ რუსეთის დავალებას აქაც ასრულებდნენ...ე.ი. რუსული ხიშტი აქაც მოქმედებაში იყო..
-
აქ არაფერია დისკრიმინაციული, ისინი თვითონ არ მალავენ წარმომავლობას... თუ ზაქარეიშვილზე დავწერ ქართველს რა ცოდვად ჩაითვლება... ჩვენ ხშირად ვუთითებთ ქართველი დიმიტრი უზნაძე, ავსტრიელი ზიგმუნდ ფროიდი,იტალიელი პავაროტი, რუსი პავლოვი, სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი.... მე ამაში რაიმე უხერხულს ვერ ვხედავ... "... მოი ადრეს ნი დომ ი ნი ულიცა მოი ადრეს სავეტსკიი სოიუზ..." ვიმღერო?! რაც შეეხება ძუკუს,მან თვითონ მიუთითა წყაროზე...ანუ თუ მომჩივანი დუმს... შენი შესაწყალებილი რა მჭირს... ? ყველაფერი ღვთის ნებაა.."....ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი..." დიდება უფალს!!!
-
"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მკვლელები , თანამონაწილენი და მხარდამჭერნი საჯარო სასამართლოზე!!! -
2 თებერვალი ცირკთან პატრიოტთა დახვრეტის დღეა
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
" დაიცავი საქართველოს" რატომ არ გაახსენდა რუსული ადმინისტრაციის მიერ ამდენი დახვრეტილი პატრიოტი... იმიტომ ,რომ თვითონ არიან დამხვრეტნი... -
"...მონობაში გადიდკაცებულს, სჯობს თავისუფლების ძებნაში მკვდარი..." წმ.ილია მართალი...დიდება გმირებს..
-
ჩეჩნეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს: 5 გარდაცვლილი ჯარისკაცი და 6 დაჭრილი...პრესა.გე სიახლე — თავფურცელი 16:46 05.02.2010 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [ფაქტი] რუსეთის შინაგანი ჯარის 5 სამხედრო მოსამსამსახურე გარდაიცვალა, ექვსმა კი სხვადასხვა სახის მძიმე ჭრილობები მიიღო - ინფორმაციას რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურა ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, კომსომოლსკოეს დასახლებიდან 7 კილომეტრში, ჩეჩნეთის მილიციამ, ბოევიკების 15 კაციანი ჯგუფი აღმოაჩინა. რუსეთის შინაგანმა ჯარმა, ბოევიკების ლიკვიაციის ოპერაცია დაიწყო, თუმცა სროლის შედეგად დაიღუპა 5 რუსი სამხედრო, მათ შორის რაზმის მეთაური და მსროლელთა დანაყოფის მეთაური. 6-მა სამხედრო მსამსახურემ კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობების მიიღო, რამოდენიმე მათგანი მძინე მდგომარეობაში იმყოფება. ბოევიკების მხრიდან მოკლულთა ან დაჭრილთა შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება. რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა რეგიონის ”გაუკვეველი სამხედრო ფორმირებებისგან გაწმენდის” წარამტებული ოპერაციების შესახებ განაცხადა და აქცენტი გააკეთა რეგიონის უსაფრთხოებაზე, რაც შესაძლებლობას მისცემდათ, სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებაზე მუშაობა დაეწყოთ. არსებული ინფორმაციით, ბოევიკებსა და რუსეთის შინაგან ჯარს შორის, ბრძოლები ამ დროისთვისაც გრძელდება.
-
განათლების პოლიტიკის შედეგები...ვინ აგებს პასუხს
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს მასალა ასე თუ ისე ასახავს უმძიმეს სიტუაციას... -
რჩევები და შენიშვნები ადმინისტრაციას
shavlego91 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისე ვირუსების აკიდების" სპეციალისტებს" თუ გამოავლენთ კარგი იქნება! -
აქ არაფერია დისკრიმინაციული, იასინი თვითონ არ მალავენ წარმომავლობას... თუ ზაქარეიშვილზე დავწერ ქართველს რა ცოდვად ჩაითვლება... ჩვენ ხშირად ვუთითებთ ქართველი დიმიტრი უზნაძე, ავსტრიელი ზიგმუნდ ფროიდი,იტალიელი პავაროტი, რუსი პავლოვი, სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი.... მე ამაში რაიმე უხერხულს ვერ ვხედავ... "...რა მოი ადრეს ნი დომ ი ნი ულიცა მოი ადრეს სავეტსკიი სოიუზ..." ვიმღერო?! :
-
"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამ ცოდვის გამოსყიდვაზე ვიფიქროთ! -
ყველას გასაგონად:რა მიზანი აქვს მეგრულის,სვანურის,აჭარულის ...ენებად გამოცხადებას(ისე სამეცნიერო მიზნით უნდა ვიცოდეთ ქართველური ენები,მაგრამ გეკითხებით სვანებსა და მეგრელებს ქართული კულტურის შექმნაში მონაწილეობა არ მიგვიღია?! არაფერი არ გვაქვს ამ ენებზე! ე.ი. ეს ენები იყო ურთიერთსასაუბრო და არა ლიტერატურის,ხელოვნების შექმნისათვის)........დუგინი(პუტინის მრჩეველი)- 2008 წლის აგრესიის „სიადვილიდან“ გამომდინარე (მხედველობაში მაქვს ის, რომ რუსეთს საერთაშორისოდ აღიარებული წესების დაუცველობისთვის პასუხს არ თხოვენ), ახალი აგრესიის განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას დუგინი ბევრ კომენტარს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნაწილ-ნაწილ უნდა დაშლილიყო. ის, რომ ეს ვერ გაკეთდა, როგორც ეტყობა, დუგინისთვის მოულოდნელი იყო. მისი აზრით, ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას. რუს ექსპერტთა აზრით, ამისათვის შესაძლებელია, გამოიყენონ პანკისის ხეობა ან ჯავახეთი." ჩემი კომენტარი: სვანურიასა და მეგრული ენების ასე ცალკე ენებად ამოქმედება ნიშნავს საქართველოში ფედერალიზაციას,რომლის მთავარი მიზანია ჯავახეთში,ქვემო ქართლში...პრობლემების შექმნა,საქართველოს დაშლა მისი ნაწილების მეზობლების მიერ დანაწილება-რუსულ- სომხური გეგმაა...საქართველოს შესთავაზებენ და ამაზე ზოგიერთი ექსპერტიც საუბრობს, რომ საქართველომ აფხაზებთან, ოსეთთან ერთად კონფედერაცია უნდა შექმნას. თუკი ჩვენ ამაზე საუბარს დავიწყებთ, მას მაშინვე დაემატება აჭარა და ჯავახეთი, ანუ საქართველოს დაშლის გეგმა. რაც ომით ვერ მოხდა, ამ გზით რეალიზდება. ცხადია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, აჭარასა და ჯავახეთშიც დაფიქსირდება რუსეთის განსაკუთრებული გავლენის ზონები, რაც მოლაპარაკებებისა და ტექნიკის საკითხი იქნება. ამის გარდა, დანარჩენი საქართველოც რუსეთთან მჭიდრო კავშირშიც უნდა იყოს. სანაცვლოდ, რუსეთი ალბათ ყველგან გახსნის თავის სამხედრო ბაზებს, ალბათ დევნილებსაც დააბრუნებს, პირველ რიგში ცხინვალის რეგიონში, რაც რუსეთისთვის დიდად მნიშვნელოვანია; შემდეგ გარკვეული პირობებით დააბრუნებს დევნილებს აფხაზეთში, ოღონდ ეს არ იქნება ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება, რაზეც ადრე საქართველოს ხელისუფლება ლაპარაკობდა. ჩემი კომენტარი: სვანურიასა და მეგრული ენების ასე ცალკე ენებად ამოქმედება ნიშნავს საქართველოში ფედერალიზაციას,რომლის მთავარი მიზანია ჯავახეთში,ქვემო ქართლში...პრობლემების შექმნა,საქართველოს დაშლა მისი ნაწილების მეზობლების მიერ დანაწილება-რუსულ- სომხური გეგმაა...ეს ფსბ-მ რესპუბლიკელ ზაქარეიშვილის და ოსი ცაბოშვილის მეშვეობით გააჟღერა-საქართველოს კონფედერაციის პროექტი...ჯერ სამაჩაბლო,აფხაზეთი, შემდეგ ჯავახეთი,ქვემო ქართლი,სამეგრელო,სვანეთი .....ჩვენს ხარჯზე ყველა უნდა "გასუქდეს" მამათელი ანუ კრწანისელმა მემუარისტმა ამ გეგმის განხორციელება დაიწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გასხვისებით...ამიტომ მიდიოდა ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ,რის გამოც შეცვალეს და მკვდარი სერგო შევარდნაძე დინებას გაუყვა-საქართველოს დაღუპვას... ფრთხილად ქართველებო! საინტერესოა ასე საჯაროდ როგორ მუშაობენ ქართველები საქართველოს დაღუპვაზე?
-
მარტო შადმან ვალავისგან ექნება ამდენი აღებული,როცა ვენახის აჩეხვას ერთად აპირებდნენ... დედა ვატირე ამათი მონატრებიათ მამათი!
-
ყველანი გელიყარის სანაგვეზე ყორღანაშვილთან!!!
-
2 თებერვალი ცირკთან პატრიოტთა დახვრეტის დღეა
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"ცოდვის შვილები 1992 წლის 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობის დახვრეტის შემდეგ, ელდარ შენგელაია რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობს. გადაცემა პირდაპირ ეთერშია. შენგელაია აღწერს ე.წ. «დემოკრატიული რევოლუციის» (სახელმწიფო გადატრიალების) მიმდინარეობას და თანამდევ «იდეურ დაპირისპირებას». როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ გადაცემის რუსი წამყვანი აღტაცებას ვერ დაფარავს იმ „ზნეობრივი გმირობის“ გამო, რაც "წითელმა ინტელიგენციამ" ჩაიდინა, როდესაც ვარსკვლავთა ჯაშუშ-იდეოლოგის მამარდაშვილის დამოძღვრის მიხედვით, «საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავიდა». ელდარ შენგელაია ქართველთა მკვლელობის თანამონაწლე მაგრამ იმედი აშკარად უცრუვდება. გადაცემის წამყვანი ქართველი ერის მოღალატეს ჯერ მდუმარედ უსმენს და ბოლოს საკმაოდ უკმეხი ტონით ეუბნება: «ჯერ ერთი, მე ხომ გთხოვეთ უფრო მოკლედ გესაუბრათ, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვართ და ამდენი დრო არა გვაქვს. გარდა ამისა, ერთი ეს გვიბრძანეთ: მართალია, რომ ამჟამინდელი რეჟიმი საქართველოში მხოლოდ ჩვენს რუსულ ხიშტს ეყრდნობა?». ნირ წამხდარ ელდარ შენგელაიას აშკარად ეგონა, ქათინაურებს მოისმენდა თანამზრახველებისა და «დემოკრატიული ძალების» მისამართით - ამის ნაცვლად კი ასეთი გულგრილი, ზიზღნარევი კითხვა აჯახეს. საქართველოს მტრებმაც კი დაგმეს ასეთი შემზარავი და მუხანათური კაცთამკვლელობა." ავტორი დაჩი -
ჭადრაკის ტურნირის ჩატარებას რომ ვაპირებდით
shavlego91 replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სიაში შემიტანე -
"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გაიცეს! -
გამსახურდიები გამარჯვებულნი გადასახლდნენ ზეციურ საუფეველში... ............................................... ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს ( ტექსტი,რომელიც დღესაც აქტუალურია) დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის. მეგობრებო! გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი. ძმანო და დანო! ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ მფგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას - იმჟამად წართმეულს, იმჟამად დამარცხებულს და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს იგავი სახარებისა არის შემდეგი: როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოიყვანეს ებრაელი ხალხის წინაშე რომაელებმა და მისმა მტანჯველებმა, ისრაელს ჰქონდა წეს-ჩვეულება: სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს, უნდა მიეტევებინათ ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ერს: ვინ მოგიტევოთ? და წარუდგინა ქრისტე - ღმერთკაცი და ბარაბა - ავაზაკი. მაშინ იხუვლა ისრაელის ერმა: ჯვარს აცუ ეგე და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა, მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიხუტა და ჯვარცმად გაუშვა ქვეყნად მოვლენილი მესია-ღმერთკაცი! ძმანო! უსაშინელესი ტრაგედია დაატყდა ისრაელს ამის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა ოცი საუკუნის მანძილზე, მათ დაკარგეს სახელმწიფოებრივობა, დაკარგეს ენა, დაკარგეს ტერიტორია, გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში, არნახული ტანჯვით ვიდოდნენ და მხოლოდ ორი ათასი წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ის, რომ მათ აირჩიეს ავაზაკი, ავაზაკის გზა და უარყვეს ქრისტე. და, აი, ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი, ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით. მოვიდა მეოცე საუკენემდე და მის წინაშე წარდგა არჩევანი. აი ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტებისა, დიდი დემოკრატებისა და, აჰა მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთო ერისა, ბარაბასი. და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას. და, აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს. აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა. აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი მიზეზი იმისა, რომ ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან ძლეულნი. მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვართ. და, აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე. ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშეპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი - ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება. გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას! კურთხეულ იყოს ილია მართალის გზა! გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!
-
2 თებერვალი ცირკთან პატრიოტთა დახვრეტის დღეა
shavlego91 replied to bimo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"1992 წლის 2 თებერვალი 1992 წლის 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობა საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამუდმებით მიმდინარეობდა მრავალათასიანი შეკრებები და მსვლელობები სამართლებრივი, ეროვნული ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. ყველა ასეთი შეკრება-გამოსვლა იქნა დარბეულ-დახვრეტილი ვარსკვლავ დამპყრობთა ადგილობრივი ჯალათების, სევარდნაზე, იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, ლანჩავას და სხვების მეთაურობით. თბილისში 1992 წლის 2 თებერვალს მორიგი 100 ათასიანი სახალხო გამოსვლა დახვრეტილი იქნა დიდი სისასტიკით. რაკი შევარდნაძე და მისი სამხედრო საბჭო გადარჩენის სხვა გზას ვერ ხედავდა. ჯერ არბევდნენ თავყრილობებს. მაგრამ რაკი ამან არ გაჭრა და ჰაერში სროლის საპასუხოდ მსვლელობის მონაწილენი ტაშს უკრავდნენ. ტელევიზიით გამოსვლისას, თბილისის კომენდანტად დანიშნულმა მხედრიონელმა (მეტსახელად «სიძე») მოსახლეობას დაემუქრა: «უნებართვო შეკრებების გამართვის საწინააღმდეგოდ შევარდნაძის "სამხედრო საბჭო" უკიდურეს ზომებს მიმართავს». ამაში უკვე მხოლოდ დარბევა და ჰაერში სროლა აღარ იგულისხმებოდა. გელა ლანჩავა, პირსისხლიანი ჯალათი ამჟამად ჯოჯოხეთში იხდის სასჯელს სამუდამოდ. 1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის გამზირზე (ყოფილი «ჩელიუსკინელები») ჯაბა იოსელიანის მხედრიონმა და თენგიზ კიტოვანის გვარდიამ უიარაღო ხალხის მრავალათასიანი მსვლელობა დახვრიტა. ეს იყო აშკარა, დაუფარავი დახვრეტა: ხალხს ესროდნენ დამიზნებით, ავტომატებიდან. დახვრეტის ამსახველი ხედვითი მასალა Cnn-მა მთელ მსოფლიოს უჩვენა. შევარდნაძის ჯალათი, გენერალი გელა ლანჩავა რომელიღაც შენობისაკენ იშვერდა ხელს და დაცინვით ამბობს: «აი, აი, შეხედეთ, ესენი («ზვიადისტები» ) იქედან თავისიანებს ესვრიანო». თუმცა, სინამდვილეში, სახურავებზე მხოლოდ მხედრიონელები და გვარდიელები ისხდნენ. მათ ტყვიებს არა მხოლოდ ხალხი, არამედ ერთი მილიციელიც შეეწირა, რომელიც მსვლელობასთან ახლოს იდგა. ისროდნენ ერთდროულად ორი წერტილიდან: თბილისის ცირკის ასახვევიდან, - ხიდის მიმართულებით და აღმაშენებლის გამზირის კუთხეში მდებარე შენობათა სახურავებიდან. ამ დახვრეტას მსოფლიოში გარკვეული გამოხმაურება ჰქონდა. თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი. ვარსკვლავულ დასავლეთს თავისი რჩეული უკვე ჰყავდა ედვარდ შევარდნაძის სახით. ადამიანის უფლებათა დამცველმა ზოგიერთმა ევროპულმა დაწესებულებამ 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობის დახვრეტის გამო შეშფოთება მაინც გამოთქვა, რასაც «ილია ჭავჭავაძის გაერთიანებამ» განცვიფრებით უპასუხა: «ეგენი ხომ დიქტატურის აღდგენის მომხრე ზვიადისტები იყვნენო». ამ სისხლიან სასაკლაოს 200 მეტი უიარაღო ადამიანი შეეწირა, დაჭრილებისა და მოკლულების სახით." ავტორი დაჩი ეს სასაკლაო ვინც მოაწყო დღეს საქართველოში დიდი პატივით არიან... -
ვიფიქრებ სამშობლოზე შეღავათიან ფასად
shavlego91 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კახელის არ იყოს ახლოს ,რომ მივედი...ო.... ამაზე სხვა ადექვტური სახელი არაა! რუბლის გადახურდავებისას ეს დაღლილი ... ედიკას და ზურას შუამავალი იყო მოსკოვში... ამან ჩამოაწერა.. საქართველოს წილი რუსებს 10 მილიარდ დოლარამდე ... -
"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რაღაც გაეპარათ და ცენზურამ სწრაფად იმოქმედა...