
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
მარტთლია, მაგრამ საქართველოს ოკუპაციას 1991-92 წლებში მათაც შეუწყვეს ხელი...
-
თქვენთან არც მე მაქვს სურვილი...რადგან თქვენ ლაპარაკს დასკვნიYთ იწყებთ და არა მსჯელობით , არგუმენტებით.... ამპარტავანს შემუსრავს ღმერთი! ამხანაგო ძუკუ , 26 მაისს ,ნოემბერში....ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის სურათის გამოტანაზე თქვენც ხომ არ იძახდით ამ ბანდიტის სურათს აქ რა უნდაო...პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13)Des31,Ставрополь [02.02 23:56] Здравствуйте! Не кажется ли Вам, что в нынешней ситуации грузинское правительство с тем же успехом может разрабатывать проекты для Марса или Луны? Захотят ли жители Южной Осетии иметь хоть какие-то отношения с людьми, которые целую ночь утюжили "Градами" спящих людей? И забудут ли они это в ближайшие десятилетия? Паата Закареишвили-"Должно пройти какое-то время. Осетины простили грузинам две войны – довольно жестокую войну 1992 года и войну 2004-го года, с эскалацией, тогда тоже были жертвы среди мирного населения. Осетинский народ больше интегрирован в грузинскую культуру, чем в русскую. Мы, грузины, к сожалению, недооценили это в свое время. Мы в 1990-ые годы не захотели понять интересы этого народа и отвергли их. Я надеюсь, что когда Грузия станет настоящим демократическим государством, она будет способна понимать чаяния осетинского народа и реагировать на них, но для этого должно пройти какое-то время. Я надеюсь, что ситуация изменится, если Грузия извинится и признает свои ошибки, мы сможем еще раз найти общий язык и достучаться до сердец осетин. Это покажет время. ამას ედუარდ ჯაბაევიჩ კოკოითის, ულვაშა ჩოჩიევის, ლავროვ-პუტინის გარდა არავინ დაიცავს...
-
-
პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13)Des31,Ставрополь [02.02 23:56] Здравствуйте! Не кажется ли Вам, что в нынешней ситуации грузинское правительство с тем же успехом может разрабатывать проекты для Марса или Луны? Захотят ли жители Южной Осетии иметь хоть какие-то отношения с людьми, которые целую ночь утюжили "Градами" спящих людей? И забудут ли они это в ближайшие десятилетия? Паата Закареишвили-"Должно пройти какое-то время. Осетины простили грузинам две войны – довольно жестокую войну 1992 года и войну 2004-го года, с эскалацией, тогда тоже были жертвы среди мирного населения. Осетинский народ больше интегрирован в грузинскую культуру, чем в русскую. Мы, грузины, к сожалению, недооценили это в свое время. Мы в 1990-ые годы не захотели понять интересы этого народа и отвергли их. Я надеюсь, что когда Грузия станет настоящим демократическим государством, она будет способна понимать чаяния осетинского народа и реагировать на них, но для этого должно пройти какое-то время. Я надеюсь, что ситуация изменится, если Грузия извинится и признает свои ошибки, мы сможем еще раз найти общий язык и достучаться до сердец осетин. Это покажет время. ამას ედუარდ ჯაბაევიჩ კოკოითის, ულვაშა ჩოჩიევის, ლავროვ-პუტინის გარდა არავინ დაიცავს...
-
სახელმწიფო საკუთრების ანუ "საჭურჭლის" ძარცვაზეა აქ ლაპარაკი....კახაბერისძემ-რაჭის ერისთავმა გაძარცვა ერთხელ ქუთაისის საჭურჭლე გიორგი მეორის დროს...გაიგე რაზეა ლაპარაკი... კომუნისტურ-კაპიტალისტური იმედია გესმის... :lol:
-
ის მილიარდი პურში შეიძლებოდა წასულიყო და რიგებში ხალხი არ დაიხოცებოდა! ....დემურ დვალიშვილიც გადარჩებოდა...
-
პრაღაში ხელი გია ჭანტურიამ მოაწერა და გ. ხაინდრავამ ყალბი ფაქტები მიაწოდა ქართველების მიერს ცოცხალი ოსების დაწვის შესახებ...სინამდვილეში მინდიაშვილების ცოცხლად დამწვარი გვამები გადაიღო და ოსებად გაასაღა...რესპუბლიკელები შევარდნაძის ანუ მოსკოვის დაფინანსებით დადიოდით ევროპაში( ნახე გაზეთებში დ.ბერძენიშვილისა და ზ.ჟვანიას 1991წლის ვოიაჟი),მოამზადეთ დისიდენტები და ამ რეზოლუციის ტექსტში მიიღეთ მონაწილეობა...პ.ს. ისე დოქტორის ხარისხი ზოგიერთებივით ჭორაობაში კი არ მაქვს მიღებული და კონფედერაციაც ვიცი და რუსული ასიმეტრიული რეგიონალიზმი... ისე, კარგად ერკვევით რუსულ ფსბ–ს ლექსიკონში "... ამპარტავანს შემუსრავს ღმერთი!",უსიოკ?
-
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.(ამ მუქარის უკან ედუარდ შევარდნაძეც იდგა და მას გვერდი ქართველებმა დაუმშვენეს!!!) საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა. სანამ რუსეთი ასე თავისუფლად პარპაშებს კავკასიაში,მანამ ეს ეკონომიკური,კულტურული, ადათობრივი,დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედება,სახალხო დიპლომატიის ჩართვა არის ილუზია,რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი...ასეთი ინტელექტუალური პროექტები მაშინ განხორციელდება,როცა ეს ხალხები თვითონ დაიწყებენ საკუთარი მომავლის გადაწყვეტას და არა სხვის კარნახით...კავკასიის თავისუფლება რუსეთისაგან აი,თითოეული ქართველის,კავკასიელის საფიქრალი(წმიდა ილია მართალი) ძუკუ ...ფაქტები,ფაქტები და მხოლოდ ფაქტები...
-
ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ ისტორიული მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა ტფილისი 1916 თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე. საქართველოს გაჭირვებულმა მდგომარეობამ ქართველი ერი დიდს განსაცდელის გზაზედ დააყენა, ამიტომაც საქართველოს გარეშე გასულნი ქართველნიც უცხოს ქვებნებიდან სულ შინ იკრეფდნენ თავს და მტერს უძღვებოდნენ, ასევე ოსეთიდამ დაბრუნდნენ ყველა ის მასწავლებელ ქართველნი, რომელნიც კი ოსებს ასწავლიდნენ ქართულ წერა-კითხვას, სხვა და სხვა ხელოსნობას და ბევრსაც კიდევ სხვა ასეთებს. ქართველების გაცილებამ ოსები მეტად ცუდს მდგომარეობაში ჩააგდო, თვით ოსებმა ვერ გამოიჩინეს ვერაფერი ენერგიული შნო, თვით ვერც ოსების სკოლებში ასწავლიდნენ ოსის ბავშვებს წერა-კითხვას, მაშინ ოსები ქართულ ანბანს სწავლობდნენ, რადგანაც ქართული ანბანი ოსების ანბანიც არის, ვერც სხვა ნასწავლი კაცები გამოჩნდნენ კოჩაღათ, ნამეტურ ხელოსნობის ხელოსანთა რიცხვი ისე მოისპო, რომ ამიერ და იმერ ოსებში აღარც ხელოსნები იყვნენ, აღარც ფეიქრები და არც სხვა ასეთნი საჭირო ხელოსნობის მუშაკნი. ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადომსვლა, ქართველების ცარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც. ოსების ბოროტებამ და ცარცვა-გლეჯამ ქართველი ერი დიდად დააღონა, მაგრამ ქართველნი ოსებს უთმენდნენ ყველაფერს, ვინაიდგან ქართველთ ოსები დიდად ეცოდებოდათ და ებრალებოდათ, როგორც ფეხშიშველა მოსიარულე ხალხი, თავ-შიშველა და ძველს ჩულებსა და ძონძებში გახვეულებს. ამიტომ ქართველები სთმობდნენ ოსებისას ყველაფერს, მაგრამ ოსები მაინც რაც დრო გადიოდა, მით იგინი უფრო თამამდებოდნენ და მთელს ქართლის სოფლებს იკლებდნენ, იგინი არც ხნავდენ, არც სთესავდენ, ყოველ თვეს ველურის ძალით ქართველებს სძარცვავდენ და ამ ნაცარცვით სცხოვრობდენ. ამ გვარათ მთელი ქართლი ოსებმა აიკლეს და დაარბიეს და რაც დრო გადიოდა მით იგინი უფრო წინ მიდიოდნენ ავ კაცობით. ასე იყო საქართველოს გარემოება მომართული და როცა ქართელთ გარეშე მტრები აუტყდენ, მაშინ ქართლში, თვით ქართველთ მეზობელ ოსებმაც იპოვნეს დრო და წამოყვეს თავი. მაინც ღმერთმა არ გასწირა საქართველო და ამ განსაცდელის დროსაც მოევლინა საქართველოს გმირი და გონიერი მეფე, ეს იყო გიორგი, ძე დიმიტრი თავ-დადებულისა, შემდეგ დროს ქართველთაგან გიორგი ბრწყინვალედ წოდებული. გიორგი ბრწყინვალემ თავის გამეფების დღიდგანვე (1313 წ.) დიდი ყურადღება მიაქცია ქართლის მდგომარეობას და ნამეტურ ოსების თავგასულობას. გიორგი ბრწყინვალეს ჯერეთ საქართველოს დაგლეჯ-დაფლეთა ადარდებდა და ამიტომ ოსებს წყნარათ ექცეოდა, თან ავალებდა, რომ ქართველთ ცარცვა-გლეჯას თავი დაანებეთო. მაგრამ ოსები მეფის დავალებას არ ასრულებდენ და უფრო უარეს შვრებოდენ, ამიტომ გონიერნმა მეფემ დროებით ოსების ალაგმვა იქით გადასდო. გირგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და მის შემდეგ საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ ნაწილათ დაყოფილ სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას ყველა ესენი მას ძრიელ ძვირად დაუჯდა, რადგანაც მას ზოგიერთი მთავარი და ერისთავი ეწინააღმდეგებოდა სასტიკათ. ამ მოწინააღმდეგეთა რიცხვს გიორგი ბრწყინვალე კარგად იხსომებდა, მან მალე გაიცნო ყველა ის პირნი, თუ ვინ იყო მისი მტერი და საქართველოს გაერთიანების არ მოსურნე და ვინ ერთგული და მსურველი საქართველოს გაძლიერების, მოწინააღმდეგე მტერთა რიცხვში მოჰყვა ოსების ბელადიც, რომელიც ოსებთან ერთად ქართლში სცხოვრობდა და ცხოვრებას და თავის ბელადობას ოსების წინაშე ქართველების გაქუცვით და გაცარცვით ასრულებდა. ეს ბელადი იყო მფარველი ოსების ქურდობის და ავაზაკობის. გიორგი ბრწყინვალემ ამ ოსების ბელადის და ოსების ალაგმვა დროებით უბურადღებოდ დასტოვა, შეუდგა ჯერეთ დანაწილებულ და დაგლეჯილ, ანუ საერისთაოებათ და სამთავროებათ დაყოფილ საქართველოს გაერთიანებას და მათ დამოჩილებას, ზოგი დაიმორჩილა და ზოგი ვერა, ამიტომ მან ახა კვალათ შესცვალა თავის გეგმა. ვინც ვერ დაიმორჩილა, იმათ ოჯახებში ეწვია, გაუმასპინძლდა, დაუმეგობრდა, სიყვარული და ერთობა გაუმართა, რასაკვირველია ყველა ამათ ოსტატურათ ექცეოდა, ამაოებაში გიორგიმ დაიპყრო შირვანა, ადრაბადაგანი, (დღეს ადრიბეჟანი), ჰაისტანის ბევრი ქვეყნები და მის შემდეგ იგი შემობრუნდა ქართლში და თავის მტერ მოყვარებს სალამი გაუმართა, ყველას ესტუმრა, მეფე გიორგი ფიქრობდა, რომ იქმნება ეხლა დამოჩილდნენ, მაგრამ ლაპარაკში ყველას უმედობა შეატყო. მაგრამ მეფეს გული არ გაუტყდა, იგი მაინც ცდას მიეცა და განიძრახა ამ შინაურ მტერთა მოსპობა, ამისთვის მან შეკრიბა დიდი ძალი ჯარი და მერე მიეცა სამზადის და დიდის ნადიმის გადახდას და ყველა თავის მტრის ან ნადიმზედ მოწვევას. ეს ნადიმი თურმე ისეთის სახელოვნებით მზადდებოდა, რომ გიორგი მეფის ყველა მტრებმაც კარგად შეიტყეს, მათ ეს დიდათაც უკვირდათ. ბერვის სამზადისის და დიდის მზადების შემდეგ მეფემ გადასწყვიტა ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზედ, სადაც უფრო სიამოვნებით მივიდოდნენ მისი სტუმრები, მალე გონიერმა გიორგიმ მიმართა ყველა თავის მტრებს და დაპატიჟებით დაავალა ნადიმზე მისვლა და პატვისი ცემა გიორგისა. დაპატიჟება ყველ სიამოვნებით მიიღო და დანიშნულს დღეს მართლაც ყველა დაპატიჟებულნი ეწვივნენ მეფე გიორგის. ამათშივე იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც. გიორგიმ აქაც განიძრახა ყველას დალოლიება და სისხლ დაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოსჩნდა, ამიტომ მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი და იგი სხვა საგანზედ გადავიდა, ამ დროს, მათ უკვე გადაკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი აქვნდათ გულში გიორგის წინააღმდეგ, ყველაფერი სთქვეს, ამით გიორგიმ შეიტყო მათი ბოროტების საბუთები და ისიც, რომ ისინი უსისხლოთ არასფერს დასთმობდნენ. ამიტომ გიორგიმ იხმარა თავისი გეგმის თანახმად წადილის შესრულება და რაკი ყველა ეს მტრები ვერ დაიყოლია და არც დაყოლიების მიზეზები შეუტყო, ამიტომ მან თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ სტუმრები, თვით ამ დიდ სანადიმო სუფრაზედ ისე ამოაწყვეტინა, რომ იქ მათში ერთი მტერიც აღარ დარჩა, აქვე ამათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც. გიორგი ბრწყინვალემ ბრწყინვალეთ და ხალხის სისხლის დაუღვრელად მოსპო თვისი მტრები და მათი სამფლობელნიც შეიერთა გაერთიანებულ საქართველოსთან სისხლ დაუღვრელათ, ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ მიმართა ქართლში შემოსეულ ოსებს და აუწყა თვისი ბრძანება, რომ დღეის შემდეგ თქვენ ქართველთა ცარცვა, გლეჯას თავი დაანებეთო, თორემ მე არ შეგარჩენთ და დაგსჯით სასტიკათაო. ახლა ველური ოსები ამაზედ უფრ გაბრაზდენ და სთქვეს, რომ გიორგიმ ცივზედ ჩვენი ბელადი მოკლაო და ჩვენ დაწყნარებასა და დაშოშმინებას გთხოვსო, ეს ჩვენგან არ იქნება, ჩვენ სისხლის აღება ვიცითო. გიორგი ბრწყინვალემ მალე სცნო ოსების აზრები, სთქვა: რაკი საქმე ასე არის, მაშინ მე ვასწავლი მათ ჭკუასაო. გიორგი ბრწყინვალე ბრწყინველეთ შეუდგა ქართლიდამ ოსების გარეკვის სამზადის და ეს მან ერთობ მალეც დაიწყო. მოხდა მალე ის, რომ ქართლში ოსებს კარგი დღე არ დაუდგათ, მთელის ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა, ქართველთაგან წართმეული სახლები წაართვა, ყველა ეს სახლები თავიანთ ძველ სახლის პატრონებს დაუბრუნდა, მთელი აყრილი ოსები ერთ ალაგას შეყარა. მერე მიჰყვა ქართლის დიდი ჯარით და ყველა ეს მცარცველნი ისე გადარეკა ოსეთში, რომ ქართლში ერთი ოსი აღარ დასტოვა. ამ გვარათ გიორგი ბრწყინვალემ დაამშვიდა ქართლი. გიორგი ბრწყინვალე მარტოთ ამ გაძევებას არ ჟასჯერდა, იფიქრა: ვაი თუ კიდევ მერე შემოესიონ ქართველსაო, ამიტომ იგი ქართველის ჯარით შუა გულ ოსეთამდის მიჰყვა, იქ ჩარეკა და მასთან პირობა ჩამოართვა, რომ დღეის შემდეგ თქვენ აღარ გაბედოთ და ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ მე სასტიკაც დაგსჯით. ამის პირობა ოსებმა დიდის სიხარულით მისცეს და სთქვეს, რომ დღეიდან ჩვენი ფეხი ქართლში აღარ შემოვაო. მხოლოდ ოსებმა სთხოვეს გიორგი ბრწყინვალეს, რომ ჩვენ თქვენს ბრძანებას შევასრულებთ, თქვენც ერთი სიკეთე გვიყავითო, ჩვენს ქვეყანაში, ოსებს არა გვყავს არც ხაბაზები, არც მეჩუსტე, მეწუღე, მექალამანე, არც ჭონი, არც თერძი, ფეიქარი, არა გვყავს და დალაქი და სხვაც ასეთი საჭირო ხელოსნები, ეგება გვიშველოთ თქვენა, თფილისიდამ გვიბოძოთ სა სამი კაცით თითო ხელობის, რომ მათ დაიწყონ აქ მუშაობა და ჩვენც გვექმნეს ყველა საჭირო სახმარებლიო. გონიერმა გიორგი ბრწყინვალემ ამ დავალებას თავისებურის კეთილის თვალით შეხედა, იგი მალე ჩამოვიდა ოსეთიდან თფილისში, შეკრიბა ყველა ხელოსნები, ყველა მათ მისცა დახმარება, ულუფა და მალე გაბრუნდა ოსეთში და ყველა ეს ხელოსნებიც თან წაიყვანა, მალე ჩავიდა ოსეთში, ყველა ესენი დაამკვიდრა იქ, ამათ გაუხსნა სახელოსნოები და ამ გვარით შემოსა ტიტვილიკანა და ფეხშიშველე ოსები. ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ ოსებს გარდა მიმართა კავკასიის მთის სხვა და სხვა ხალხებსაც და გააცნო თვის მეფობა და ძლიერება, მათაც აუწყა და დაავალა, რომ თქვენ ზედამხედველობა იქონიეთ ოსებზედ და მათ თუ კიდევ გაბედონ ქართველებზე შემოსევა, თქვენ მათ ხელი არ შეუწყოთ. მათაც მისცეს ამის პირობა. ამ გარემოებას ვახუშტი ასე ამოწმებს: «მერე შევიდა და შემუსრნა კავკასიასა შინა მყოფნი მოსრნა და დაიმოჩილა და მოხარკე ჰყვნა ყველა იგი დამშვიდდა ქართლი ოსტთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი თვირ დაიპყრნა». ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე ეწვია თუშ-ფშავ-ხევსურ-მოხევებს, აუწყა ოსების დამარცხება და მასთან პირობის ჩამორთმევა, რომ დღეის შემდეგ, იგინი ქართლში ფეხს ვეღარ შემოდგამენო. ამიტომაც ამ მთის ხალხს აჩუქა საკუთრებათ ყველა მათი საცხოვრებელი ადგილები, ამას გარდა მათვე დაუწერა «ძეგლის დება», და დაუმტკიცა, სხვაც ბევრი წყალობა უბოძა ამის სანაცვლოდ მათ დაავალა ის სამსახური, რომ მთელი კავკასიის გზები ეხლა მე დავიპყარი და თქვენ ამ გზებზე ყარაულები იყოლიეთ და უყურეთ, რომ ქართლში ოსები აღარ შემოიპარონ. მოხევებმა ამის ფითცი და პირობა მისცეს და მას შემდეგ გიორგი ბრწყინვალე თფილისში დაბრუნდა და მთიელებმაც ხსენებულ გზებზედ დააყენა მცველები, მის შემდეგ ანუ 1330 წ, თითქმის გავიდა ორი საუკუნე და ქართლში ერთი ოსის ფეხით აღარ შემოსულა, ერთს კაცს არ შემოუდგამს ქართლში ფეხი, არც იმერეთში და კახეთში. ოსეთის ერის ისტორია მეტის მეტი სიბნელით არის გარემოცული. ოსებმა არც თვისი უძველესი დროის ისტოია იციან, არც შემდეგ დროის, არც საშუალო საუკუნის და არც უახლოესის საუკუნების. ოსეთის ისტორიის შესახებ, ისევ და ისევ თუ არის დარჩენილი ისტორიული მასალები, ამას იგინი უნდა უმადლოდნენ ქართულ მემატიანეებს და საქართველოს ისტორიის წყაროებს და ამ წაყროების მწერლებს, რაც მკვიდრად და მტკიცედ არის დაცული ქართულს წიგნებსა და სიგელ-გურჯებში. აი ეხლაც, მე წარმოვადგენ ოსების საგულისხმოთ, ერთ ისტორიულ გერემოებათა აღნუსხვას, ე.ი. ოსების ჩამოსახლების მიზეზებს ქართლში, რაც არ იქმნება მეტი და მნიშვნელობას მოკლებული. ეს ისტორიული მასალა მე მოვიპოვე 1884 წ. ქვათახევის მონასტერში მცხორებ, მღ. მონაზ. ნიკონ ჯობინაშვილის ძველს საწიგნობელში ეს აღწერა მე მოვათავსე «ოსეთის ისტორიაში», რომელ წიგნიც ცალკე მოგვეცი 1914 წ. ხოლო ამ წიგნში ეს აღწერა ვერ მოვათავსე, რადგანაც წიგნი თავდება მეცამეტე საუკუნის დამდეგს, ანუ თამარ მეფით და ეს გადმოცემა კი ეხება მეხუთმეტე საუკუნის დამლევს. ოსები ვალდებულნი არიან ზენეობრივათ, რომ ქართველ ერს და მათს და ისტორიას ისე უნდა უცქირონ, როგორც თავიანთ თავს და ძვრიფას საუჯნეს თორემ თუ მათ ქართველი ერი გადაიმტერეს და ქართლიც აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ იგინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრებ ოსების ავკაგიანობა და ისტორიული ცნობებიც. ნიკ. ჯობინაშვილის ხელთნაწერი განიყოფა ასე: I ნაწილში აღნუსხულია საქართველოს აოხრება მტერთაგან, ეს ნაწილი მე გამოვეცი ცალკე წიგნათ 1889 წ. მეორე ნაწილი კი ოსებს და ოსების ჩამოსახლებას შეეხება, ეს ნაწილი კი დავტოვე, არ დავბეჭდე, რადგანაც არ მაინტერესებდა, ახლა კი, როცა საჭირო გახდა, ამიტომ წარმოვადგენ როგორც ჩვენთვის საცოდნელათ ისევე ჩვენ მეზობელ მეტერთათვის. როგორც მოწმობენ ქართველთ ისტორიის წყაროები, მეხუთმეტე საუკუნის დამლევს, ოსებს მეურნეობა ძრიელ სუსტად სცოდნიათ, თვით პურის თესვაც კი არა სცოდნიათ, მათში თურმე მარტო ქერს სთესავდნენ და ისიც როგორც მიწის მოხვნაც კი არ ყოფილა მათში წესად მიღებული, ბარითა და ნიჩბით მიწას სჩიჩქნიდნენ და ასე სთესავდნენ ქერს. ამ გვარად მეხუთმეტე საუკუნეში, კარგად სჩანს, რომ ოსებში მარტო ქერი მოდიოდა, ამას გარდა არც პურის, არც სიმინდის და ბრინჯის ხომ სანახვობაც არ ყოფილა მთელი ოსეთის ერი ქერის ქარჯინათი იკვებებოდა. ეს იყო სულ მათი საცხოვრებელი ავლადიდება, ამიდამა ხდიდნენ ლუდს, არაყს და მით ირჩენდნენ თავს, ბაღოსნობა და ღვინის დაყენების ხომ ოსებმა სულ არაფერი იცოდნენ. მოხდა ასეთი უბედურება, რომ ოსეთის ერთ ნაწილში და უფრო კი ქართლის მოსახღვრე ოსებში, 1580 წლიდან, ქერის მოსავალმა გამუდებით სასტიკად იკლო. ქერი თითქმის სულ აღარ მოდიოდა, ამ უბედურების მიზეზი ის იყო თურმე, რომ 1580 წ. ქერის ყანები დიდმა წვიმებმა და ნიაღვრებმა სულ წაიღო და მოსპო თურმე. მეორე წელიწადს ასევე მოსპო დიდი ქარებისაგან, მესამე წელს, თურმე იქმნა ისეთი ცხელი მზე, რომ ყანები თურმე სულ გადაიწვა, ასე და ამ გვარად გასტანა თურმე. ამ უბედურებამ, რაც ოსების ერთი ნაწილი ერისა და დიდს განსაცდელში ჩააგდო. ოსეთში ჩამოვარდა დიდი სიმშილობა. ამ სმიშილობას, ქართელი მემატიანე ასე აღნუსხავს: «1580 წელს, ოსეთში, იქმნა სიყმილი ფრიად დიდი, მრავალნი სწყდებოდნენ სიყმილითა, ვინაიდგან ოსნი იკვებებოდნენ მდელოთი». ბალახის ჭამამ დიდად ავნო ხალხს და მრავალი გაწყდა. იგივე მატიანე ამბობს, რომ მკვდრები დაუფლელნი დარჩნენ. ამ გარემოებამ ოსებზე იქონია თურმე მეტად დიდი გავლენა. ამ დამშეულ ოსებმა იწყეს აქეთ იქით გარდახვეწა და დღიური ლუკმის ძებნა მათხოვრობით, ასეთის დამშეულის ოსების ერთი ნაწილიგადასახლდა შაირვანში, ერთი ნაწილი ჩერქეზეთსა და ერთი ნაწილიც გადმოსახლდა ქართლში. გარდახვეწილნი ყველგან მიეცნენ მათხოვრობას, მაგრამ შვონით კი ზოგ ალაგას სულ ვერაფერს შოულობდნენ, მაგალითად ასეთი იყო შირვანი, ლეკეთი და ჩერქეზეთი, სადაც ოსები ბევრს ვერისფერს შოულობდნენ, შოულობდნენ იმდენს, რაც მარტო მათ ჰყოფნიდათ იქვე დღიურად და შინაურთათვის წასაღებით კი აღარა რჩებოდათ-რა, ქართლში გარდახვეწილი ოსები კი, ამ პურის და ქერის ქვეყანაში, შოულობდნენ იმდენს ქერს, პურს, სიმინდს, ლობიოს და სხვას, რაც თვითონაც ჰყოფნიდათ საზრდოთ დღიურად, და თანაც ბევრი მონაგროვი მიჰქონდათ. ამ გვარად რაც ხანი გადიოდა, ქართლის სოფლები მათხოვარ ოსებით უფრო ივსებოდა, რაკი ოსებმა ნახეს, რომ ქართლში უფრო ადვილად ვშოულოთ პურსაო, სვხა კუთხეებში წასვლა შესწყვიტეს და მთლად ქართლისკენ იწყეს გადმოხვეწა და მათხოვრობა. საქმე ისე მოეწყო, რომ ქართლის სოფლები მალე გაივსო მათხოვარ ოსებით. ყველა სოფელში მუდამდღე ოსის რამდენიმე მათხოვარს მხარზედ გუდა ეკიდა, ხელში პარკი და დაიარებოდა და მათხოვრად. ამ გარემოებამ საქმე იქამდის მაიყვანა, რომ ქსნისა და არაგვის ერისთავმა მათხოვარ ოსებს ჰკითხეს მიზეზები მათის სიგლახაკის და ქართლის სოფლებში ასე გამოსვლის და გლახაობის, ოსებმა აუწყეს ქართველთ ყოველვე თავიანთი ქვეყნის მოუსავლობის მიზეზები. აიღეს-დაიღეს და ეს ამბები ერისთავებმა და მაჩაბლებმა სიმონ მეფეს მოახსენეს ამ მეფემ ერისთავებს ნება მისცა ასე: რაკი ოსები მაგისთანა გაჭირვებაში ჩავარდნილან, ამიტომ აუწყეთ მათ, რომ თუ ისურვებენ და ქართლში გადმოსახლდებიან, მაშინ თქვენ მიიღეთ იგინი ხიზნებად და თქვენს მამულზე დაასახლეთ, ერისთავებმა სიმონ მეფის ნებართვა და წადილი გაჭირვებულ ოსებს მალე აუწყეს. ასეთი ამბავი ოსებს დიდად გაეხარდათ ამათ მალე თანხმობა და მადლობა გაუცხადეს ქართველთ და ამის შემდეგ მათ მართლაც იწყეს ქართლში გადმოსახლება, ასე და ამგვარად, საქმე ისე მოეწყო, რომ მეხუთმეტე საუკუნის ბოლოს, ან მეთექვსმეტე საუკ. დამდეგს, ქართლში უკვე იმდენი ოსი იყო, რომ თითქმის კაცი მათ ყოველს სოფელში ნახავდი. ამგვარად, ოსების ჩამოსახლებას ქართლში ხელი შეუწყო დიად სიმონ მეფის ბრძანებამ. ამ დროს ოსები დასახლებულ იქმნენ ქსნის ერისთავის მამულზე, არაგვის ერისთავის, მაჩაბლის, ფალავანდიშვილის, ფურცელაძეების და ზოგიც სხვა თავად-აზნაურების მიწაზე, სადაც ოსები დღემდე მოსახლეობენ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამწუხაროდ, ოსების გადმოსახლების დროს, ქართლში, თან სულ არასფერი მოჰქონდათ და თითქმის სულ ცარიელ-ტარიელები მოდიოდნენ: ფეხშიშველი, ტანშიშველიც კი, თავშიშველი, ერთი სიტყვით ყველა ოსი იყო ჩავარდნილი წყალ-წაღებულს მდგომარეობაში. გადმოსახლებულ ოსებს არ ჰქონდათ ლოგინი, ტანსაცმელი, ბარგი, ჭურჭელი, არ ჰყავდათ საქონელი და ფრინველი. დღიური პურის ლუკმაც კი არ გააჩნდათ თურმე. ოსებმა მიმართეს სიმონ მეფეს და დახმარება სთხოვეს. ამ მეფემ ინება და ქართველთ თავადაზნაურებს დაავალა ოსების დახმარების მიცემა. ამ დროს, ოსებს დაეხმარა ის გარემოება, რომ სიმონ მეფემ ქალაქი გორი ოსმალებს წართვა და ამიტომ უფრო ინებეს ოსების დახმარება. ოსებს ქართლის თავად-აზნაურებმა აი როგორც და რითი დაუწყეს დახმარების აღმოჩენა. გადმოსულ ოსებს მიუჩინეს სახლის გასაკეთებელი ალაგი, სახლისთვის ასაშენებელი ხე-ტყე და სხვა მასალაც. საქმე ისე მოეწყო, რომ მოკლე დროის განმვლობაში, ოსების გადმოხვეწილებს ყველას გაუკეთდა თავის საკუთარი ქოხები, რადგანაც ოსებს არა ჰქონდათ დღიური საზრდო, ამიტომ ეს საზრდო მათ მისცეს ქართლის თავად აზნაურება, არ ჰქონდათ სათესათ ქუერი და პური, ესეც მისცეს თავად აზნაურებმა, რომელთა მამულებზედაც ოსები ხიზნად დასახლდნენ, არ ჰქონდათ ბარი, ნიჩაბი და სხვა იარაღი, ესეც ქართველებმა მისცეს. მაგრამ საქმე მარტო ასეთის დახმარებით არ გათავდა, ასეთ დიდს დახმარებას გარდა ოსებისათვის საჭირო იყო სხვა დახმარების აღმოჩენაც, რაც თავს იდვა ქართლის გლეხობამ. ზოგ გლეხ კაცის ოჯახმა ოსებს აჩუქა ტანთსაცმელი, ზოგმა ლოგინი, ზოზმა ფარგადი, ზოგმა ჭილობი და სხვა ასათებიც. ზოგმა მისცა ჯამ-ჭურჭელი, ზოგმა კოკები, ლიტრები, ქვაები და ასეთი საჭიროვბანი. ქართლის გლეხები დაეხმარნენ ოსებს აგრედვე შინაური საქონლით და ფრინველით. ზოგმა ქათაი აჩუქა, ზოგმა ბატი, იხვი, ინდოური, ზოგმა ცხენი, ზოგმა ძროხა, ხარ კამეჩი, თხა, ცხვარი და სხვაც კიდევ ასეთნი. ზოგმა ამბა აჩუქა ნართი, სოფლის ფეიქრაიც დაჰპირდა მუქთათ მოქსოვას ასეთის დახმარებით, ქართველებმა ოსები ფეხზე დააყენეს, ასე და ამ გვარით, ქართლის სოფლებში მოშენდა და შეიქმნა ოსთა გლეხთა მოსახლეობა. ეს აღორძინების ხანა უწევს მე-16 საუკუ. დამგედს. ასეთის დახმარებით ოსები მოშენდნენ და სოფლებში ფეხი გაიმაგრეს. ოსები რომელნიც ქართველებთან კარგად მიეცნენ ცხოვრებას და ამათ მალე დამსახურეს ქართველთ სიყვარული და თანაგრძნობათ. ამიტომ ქართლის გლეხები ოსებს ეხმარებოდნენ ყანაში მუშაობისთაც. მალე საქმე ისე მოეწყო, რომ ოსებმა ქართლის გლეხებისაგან ისწავლეს პურის და მის მოყვანაც, ისწავლეს მებაღებაც კი, ნამეტურ ვაზის გამრავლება და ღვინის დაწურვაც, რასაც ოსები თვითაც ერთობ კარგად ეწყობოდნენ. მოხდა ის, რომ ოსეთის დამშეული გლეხ-კაცობა, ქართლის სოფლებში კარგად მოშენდა, ფეხიც და წელიც გაიმაგრა ამით საქმე ისე მოეწყო და ისე მოღონიერდნენ, რომ ზოგი მათში ოჯახის შვილათაც კი გახდა, ამიტომ ამათ გულში მიეცათ შიში თავიანთ ხიზნურ ცხოვრების: ვაი თუ ოდესმე ჩვენმა მემამულეებმა აღარ დაგვაყენონ ამ მამულებზე და აყრა დავგიპირონ, მაშინ სადღა წავიდეთ. ამიტომ ოსებმა ითათბირეს და ერთმანეთში დაადგინეს ასე, რომ მივმართოთ ჩვენს მემამულეებს და ვსთხოვოთ, რომ ეგები მათ გვიყმონ ჩვენაო. რაკი ჩვენი მყობა მოხდება, მაშინ აყრის შიში აღარ გვექნებაო. ამიტომაც ოსებმა მიმართეს ქართლის თავადებს და სთხოვეს გვიყმეთო, თ.-აზ-ბმა უარი უთხრა: თქვენი ყმობა არგვინდა, თქვენთვის იყავით, იცხოვრეთ, თქვენ ჩვენს ქვაყანაში ბუზსაც ვერავინ აგიფრენთ, ასე ელაპარაკებოდნენ ქართველ მებატონენი, მაგრამ ოსები მაინც თავიანთსას სჩადიოდნენ და ევედრებოდნენ ყმობას. ბევრის დავალებით მობეზრდნენ ქართველ თავად-აზნაურები და ოსებს განუცხადეს თანხმობა, ამის შემდეგ მათი ყმობაც მოხდა, ესე და ამ გვარად, ოსები ქართველ მებატონეებს ეყმნენ მე-16 საუკუნის დამლევს და მას შემდეგ მართლაც ოსები ქართლის სოფლებში სხცოვრობენ უვნებლად, მას შემდეგ რაც ესენი ქართველ მებატონეებს ეყმნენ, იგინი ამის გამო, ქართველ გლეხებს უფრო დაუახლოვდნენ. დაახლოვება ისე მოიმართა, რომ მათში მალე ნათესავობაც დაიწყო, ერთმანეთში ქალების მითხოვება, გახშირდა ნათელ-მირონობა, მეჯვარეობა და სვხაც ბევრი ამ გვარები, რაც ამ ორს ერს მარტივად აკავშირებდა ერთმანეთან და მასთან მათთი ურთიერთისადმი სიყვრულის სხივებიც არსდებოდა. ქართველთა და ოსთა კავშირი ისე განმტკიცდა, ისე შეიყვარეს ერთმანეთი, რომ მას შემდეგ, ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი მაგალითი არ მომხდარა, რომ ოსებს, ან ქართელებს ერთმანეთისათვის ეღალატნოთ და რამე ბოროტება ჩაედინოთ. ასეთი ბოროტება ძველად ოსთა და ქართველთ შორის აბმათაც არ გაგონილა, ნაცვლად მტრობის, ოსები ქართლში გადმოსახლების შემდეგ, ქართველებთან ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთად იბრძოდნენ, ბრძოლის დროს არას დროს არ უღალატნიათ, უკან არ დამდგარან. ამიტომ უფრო გვწყინს ეს ბოროტებმა, ამ გარემოებას ჩვენ ვსთვლით დიდს ცოდვად და ოსების მთელის ისტორიული ღირსების შეგნებად, ეს ბოროტება ოსებისაგან ნაქნარია საქართველოს მტრების ჩაგონებით, რომელთაც ქართული რესპუბლიკური მთავრობის სისხლი სწყურიათ და რესპუბლიკის დამხობას ელტვიან. ამას ვფიქრობთ ჩვენ და ეს ასეც უნდა გახლდეთ. მხოლოთ ოსებს კი არ ეკადრებათ ქართველების მტრობა და შეძულება, ამას იგინი სასტიკად უნდა ერიდებოდნენ, რადგანაც ქართველთა შეგინება იქნება მათ მამა-პაპათა საფლავების შეგინება. ასეთ შეგინებას ოსები უნდა მოერიდონ. მასთანვე მათ აუცილებლად უნდა გასცენ ის ბოროტი პირები, რომელთაც იგინი შეაგულიანეს, გააბრიყვეს და თავიანთ მეზობელ ქვართველ ერის წინააღმდეგ ხელში ხმალი ააღებინეს. ოსებს თუ ადამიანური ნამუსი და სირცხვილი სულ არ დაუკარგავთ, მაშინ მათ ჩვენი და მათი მტრები უსათუოდ უნდა გამოაშკარავონ. ეს გამოაშკარავება იქნება ის, რომ იგინი ჩვენი ამაგის დაწიხვლასთავს დაანებებენ, ჩვენს პურმარილს და სიკეთეს არ დაივიწყებენ, მასთან არც თვის მამა-პაპათა ღირსებას შეაგინებენ. ძველ დროს და საშუალო საუკუნეთა ამბებს ჩვენ არ შევეხებით, მოვიყვანთ მხოლოდ უახლოეს საკუნეთა დროის ამბებს და იმედია რომ ესეც ეყოფათ ოსებს იმის საფუძვლად, რომ დღეის შემდეგ მაინც აღარ აჰყვნენ თვის დამღუპველს და საქართველოს რესპუბლიკური მთავრობის მტერებს. იქ სადაც მათ მამა-პაპებს ამაგი და სამსახური მიუძღვით, იმათ სისხლით დაცულს მამულზე, ოსებს ღალატი და ქართველების სისხლის ღვრა არაას დროს ეპატიებათ, ამას მათ არ აპატიებს თვით მათი ძველის დროის მამა-პაპანი და ის საერთო ამაგი, რაც კი ოსთა წინაპრებს საქართველოს სასარგელოდ ჩაუდენიათ ხოლმე. 1496 წ. შაჰ-ისმაილი ტფილისში ქართველებმა დაამხეს და გააძევეს, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1536 წ. შაჰ-თამაზი საქართველოდან ქართველებმა განდევნეს, ტფილისის განთავისუფლებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1556 წ. სულთან სულეიმანი ქართველებმა დამხეს და გააძევეს საქართველოდან ოსმალთა ჯარი, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1562 წ. გიორგი მეფემ ოსმალოებზე გაიმარჯვა, ამ გამარჯვებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1578 წ. ოსმალეთმა აოხრა ქართლი და ოსეთიც, მერე ქართველებმა სძლიეს, ოსეთიდან გამორეკეს და გარეკეს, ამ ბრძოლაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1583 წ. სიმონ მეფემ გორი აიღო, ოსმალნი განდევნა, დამონებული ოსეთი სულ გააანთავისუფლა, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1617 წ. შაჰაბაზმა კახეთი აიკლო, ამ აკლების დროს ოსეთიდან ოსები ჩამოვიდნენ და ფიცი მისცეს კახელებს და მის შემდეგ მტერს ერთად ებრძოლეს. 1634 წ. ოსები შეუერთდნენ ქართველებს და ყიზილბაშთა წინააღმდეგ სასტიკად იბრძოლეს. ყიზილბაშნი ტფილისიდან სულ გარეკეს. 1640 წ. თეიმურაზ კახთა მეფემ ოსეთში შეაფარა თავი, ოსებში ამ დროს, მან შეადგინა ოსთა ძეთა დასი და მათ მიუჩინა წერა-კითხვის მასწავლებელნი, რომელთაც ოსეთში დახსნეს სკოლები. 1690 წ. არჩილ მეფემ ოსებში შეაფარა თავი, ოსთა მოწინავე პირნი შეჰყარა და მათ უქადაგა სწავლა-განათლების მნიშვნელობა და თვალის გახილება. ოსებმა თანხმობა განუცხადეს. მერე არჩილ მეფემ რამდენიმე ოსი რუსეთში გაიყოლა და 1706 წ. მოსკოვში მათ გააცნო რუსული სასტამბო საქმეები და მასთანვე მათ აჩვენა ახლად ჩამოსხმული ქართული ასოების ყალიბები. ოსებს ქართული საბეჭდი ასოების ნახვა დიდად მოეწონათ. ეს ამბებიც საკმარისია იმისათვის, რომ ვიცოდეთ ის ჭეშმარიტება და ისტორიული პირობები, თუ ძველად ქართველთა და ოსებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში და დღეს კი ამ მეოცე საუკუნეში, როცა მოვესწარით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაარსებას, რას სჩადიან და რა ლაფით სვრიან დიდს ისტორიულ წარსულსა და ქართველების ამაგს....
-
მაშინ უფრო დიდი მასშტაბები იყო...
-
გამთლიანება რუსეთთან?! ქართული იმპერიალიზმის" მითი რუსებმა შექმნეს ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში(1988-89 წწ.).. სერგო შევარდნაძე,ალიხანიან-ბონერი, სახაროვი, სტარავოიტოვა, ჟვანია, ჭანტურია, ბერძენიშვილ-ხაინდრავები, ბუკოვსკი, პარუნ აირიკიანი, შენგელაიები,იოსელიანი- ავტორებია ამ მითის...ახლა ამ მითს ახალი ავტორი ტალიავინის კომისიის სახით გამოუჩნდა....ეს მითი ხშირადაა კოკოითის,ბაგაფშის,ულვაშა ჩოჩიევის,შამბას... სხვათა ლექსიკონში....
-
1991 წლის მაისის მოლაპარაკებების შედეგად სსრკ-ს,რუსეთის,საქართველოს პარლამენტებმა (მეთვალყურის სტატუსით ოსები მონაწილეობდნენ),პარაფირება მოვახდინეთ დოკუმენტისა ,რომელიც შემდეგ დადგენილება მიიღო სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ,სადაც დაფიქსირდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი,ცხინვალში საკითხების გადაწყვეტა ქართული მხარის პრეროგატივად გამოცხადდა და ჯარების სამაჩაბლოდან გაყვანაზე ც მიიღეს დადგენილება!!! მანამდე 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგის შეხვედრაზე ელცინმა აღიარა ავტონომიური ოლქის გაუქმების კანონიერება და ხელი მოაწერა ჯარების სამაჩაბლოსა და აფხაზეთიდან გაყვანასეს... იყო საერთაშორისო სამართლით სრულიად ნორმალური გადაწყვეტილებები... ....................დეკაბრისტ პესტელის(1825წ)კონსტიტუციით კავკასია უნდა დაეყოთ შფოთიანებად და უშფოთველ ერებად,შფოთიანებისგან ანუ ქართველებისგან ვაინახებისგან,ჩერქეზებისგან, ლეკებისგან..იბერიულ კავკასიური ერებისგან უნდა გაეწმინდათ კავკასია...ახლა რუსები წმენდნენ ქართველების შემდეგ აფხაზებისგან აფხაზეთს და იქ რუსების გარდა არავის დატოვებენ!იგივეს აკეთებენ ცხინვალში ... იქ რუსები და ოსები დარჩებიან,ოღონდ ოსების სრული ასიმილაცი უახლოესი პერიოდის საქმეა...
-
ამათი უმრავლესობა ზურა ჟვანიას პატრონაჟით დაფუძვნდა... ნოღაიდელმა ჯვანიას კრედიტი- 103 მილიარდი რუბლი გადაახურდავა დოლარებზე მოსკოვში სარფიანად,სოლიდური მოგება ამათში ჩადეს,ხოლო ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი შევარდნაძის ბანდამ შეიწირა ....
-
"თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): " აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!" (თ.ხიდაშელი,გვ.216). დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):"...აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!"...."ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი"...(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 ) ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): "...ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ".. (გვ.144) "....ეშიო ოდინ პოდხოდ - ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა - ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი" ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150) პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13) ემზარ ჯგერენაია : " ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!" ( ე.ჯგერენაია, გვ. 152"- ამ ფორუმში გამაქვეყნეს ეს ჩანაწერი...გეკითხებით ესენი ოპოებია თუ მეხუთე კოლონა?!.....ესენი ზრდასრული აგენტურაა?!ძუკუ ახლაც ვუარყოფ, რომ ამის დამწერი არა ხართ? თქვენმა პარტიამ ქართველებს ოსების გენოციდი დასწამა ედვარდ-მოსკოვის დავალებით,როცა ევროპაში თქვენს ვოიაჟს კრემლი-საგარეო მინისტრი აფინანსებდა...ვისაც გენატრეებათ მამათი...
-
ამ ტიპზე მოწვეულ ცაბოშვილის თემაში დაგიწერეთ და გავიმეორებ...რა უნდა დავუსვა რუსეთის ფსბ-ს პროექტის-საქართველოს კონფედერაციული მოწყობის ავტორს ზაქარეიშვილთან ერთად?! ანუ იურიდიულად ცდილობდნენ ეს ორი " ექსპერტი" ფაქტობრივის დაკანონებას!....ეს ტიპები -რესპუბლიკელ- თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი კონფერენციებზე ყოველთვის იცავდნენ მათ მამამარჩენალ ბოროტების იმპერიას,როცა ძალები არ ჰყოფნიდათ რუსების დაკერილ უცხოელ "ექსპერტებს"-შპიონებს მოიწვევდნენ ხოლმე, თუ კონფერენცია რამოდენიმე დღიანი იყო...ბოდიში გოგა ხაინდრავამ ,ზაქარამ დიდი ხანია რუსებს მოუხადეს და რატომ არ ვიცი :.მოკლედ მარგოს კომპლექსისგან უნდა განვთავისუფლდეთ თორემ გადავშენდებით...ჯაყოიზმს უნდა დავუპირისპიროთ დავითიზმი!
-
ნოღაიდელს უნდა გაყოლოდა რუსეთში...ერთად მუშაობდნენ ვარდების რევოლუციის დროს...
-
კომAXიძის პრობლემამდე იცით რამდენი პრობლემაა...ისე აჭარაში დაკვეთით რო ალახვინებდა თავს მაშინ კარგად იყო ჩახუტებული?!
-
ევროპის მოქმედება არის საქართველოსთვის საზიანო?
shavlego91 replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სხვაზე ორიენტაციამ ისტორიულად ხეირი არასდროს დაგვაყარა... -
ბიბლიასაც თუ წაიკითხავთ ნახავთ ,რომ ღმერთი ცოდვებისთვის სჯის ქვეყნებს,ერებს, ცალკეულ ადამიანებს... ერისთავის ,ჯარის მოქმედება ღვთის სასჯელად შეიძლება ჩაითვალოს, წარმართები ჩვილ ბავშვებსაც ატანდნენ საფლავში მიცვალებულებს...
-
ნოღაიდელის პარტია და "ედინაია როსია" შეთანხმებას დღეს გააფორმებენ სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 09 / 02, 2010 10:52 Print Font size: Decrease font Enlarge font image "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" და რუსეთის მმართველ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დღეს მოსკოვში გაფორმდება. ზურაბ ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას “ედინაია როსიას” სახელით ბორის გრიზლოვი და მოძრაობის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოაწერენ ხელს. "ედინაია როსიასთან" შეთანხმების ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: “სრულიად რუსეთის პოლიტიკური პარტია “ედინაია როსია” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ისწრაფვიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში. გამომდინარე იქედან, რომ პარტიათაშორისი კავშირები უნდა წარმოადგენდნენ რუსულ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს და მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მათ ნორმალიზებას, ეფუძნება რა დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, ურთიერთპატივიცემის, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობის და პარტნიორობის პრინციპებს, შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. მხარეებს ექნებათ კონსულტაციები და გაცვლიან ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში არსებულ აქტუალურ, ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე, გააცნობენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას: პარტიული მშენებლობის, საორგანიზაციო მუშაობის, საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის, კადრების სწავლებისა და მომზადების, საგამომცემლო საქმიანობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების, ახალგაზრდული პოლიტიკის, საერთაშორისო კავშირების და სხვა სფეროებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს. 2. მხარეები რეგულარულად მოახდენენ პარტიული დელეგაციების გაცვლას სხვადასხვა დონეებზე, გამართავენ ექსპერტებთან შეხვედრებს, ასევე, სხვა ორმხრივ ღონისძიებებს. 3. მხარეები ხელს შეუწყობენ პარტიათაშორის კავშირებს და კონტაქტებს რეგიონულ დონეზე. 4. მხარეები, თავიანთი ეგიდით, მოახდენენ ორმხრივი და მრავალმხრივი სემინარების, კონფერენციების, “მრგვალი მაგიდების” ორგანიზებას ყველაზე აქტუალურ რუსულ-ქართულ საკითხებზე და პარტიათაშორის ურთიერთობებზე, ამაში ჩაერთვება სპეციალისტების ფართო წრე და საზოგადოების წარმომადგენლები. 5. მხარეები აქტიურად შეუწყობენ ხელს კონტაქტების განვითარებას არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხაზით. 6. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. ყველანი გელიყარზე ყორღანაშვილთან და ედპ-სთან ერთად@!