შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ოთარ ორჯონიკიძის ბრიფინგი რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან ბაკურ კიღურაძე, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, ბელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, ტარიელ აბაშიძე, რუსლან გალოგრე, ედუარდ აბდულაევი, არმენ გევროქიანი, რუბენ შიკოიანი, პეტრე დევრიშაძე, იური სკრილრპნიკოვი.