-
პოსტები
2.731 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი georgekh13
-
ნიჰილიზმი კი არა, რეალური ხედვაა ცხოვრების... აბა, ვაშაძე მოაწერდა ხელს, თუ არ მოაწერდა, მიიღებდა ასტანაში სამიტი დეკლარაციას, თუ არ მიიღებდა, რამე შეიცვლებოდა? ჩემი აზრით, არაფერი...
-
რომ არ მოეწერა ხელი, რა მოხდებოდა? მოაწერა და რა მოხდა? არაფერი...
-
კარგით რა ხალხო, რა მართლა სერიოზულად მსჯელობთ იმაზე, რაც არასერიოზულია... არ იციან ნაციკებმა რა უნდა ქნან, როგორ უნდა მართონ ქვეყანა და ამიტომ მიედ-მოედებიან ყველაფერს... ქვეყნის მართვა მიშას მიტინგის მოწყობა ჰგონია, გაგასხსენებთ აგვისტოს ომის დროს მოწყობილ მიტინგს, მტრის ტანკების შესაჩერებლად და იქ შეკრებილი "საზოგადოების" ვარჯიშს "სარკოს" ყვირილში... ასევეა განათლების სისტემაშიც... ნაციკები ნეობოლშევიკები არიან და მოგეხსენებათ ლენინი ამბობდა, გასუდარსტვომ მოჟეტ უპრავლიატ კუხარკაო და იგივეს აკეთებენ ნაციკებიც... პოლიციელის/მანდატურის დირექტორად დანიშვნა ამის ნათელი მაგალითია... საქართველოს დანძრეული აქვს საფუძვლიანად...
-
პუტინს ფული აქვს იმდენი სად წაიღოს არ იცის... ევროპაში კი ყველაფერი იყიდება ფულზე... და პუტინიც ყიდულობს... ერთ რამეში მართალია პუტინი, ამრეზით და ზიზღით რომ უყურებს კაპიტალისტებს, რადგან ამათი მორალი ფულზეა დაყრდნობილი და იცის ეს პუტიამ და ყიდულობს ამათ... ეს იგივეა რაც, ბანდიტი რომ დააგროვებს ფულს და მერე ცდილობს ფულის გარეცხვას და საზოგადოებაში გარევას... ზუსტად იგივეს აკეთებს პუტინი...
-
უბრალოდ იყიდა პუტინმა ფიფა... სამწუხაროა რომ იყიდება ბევრი რამე ევროპაში ფულზე...
-
შეიძლება, მაგრამ მე უფრო მგონია, თუ ბევრს იხტუნავებენ, დაიჭერენ... არ არსებობს, რომ რამე დარღვევა არ ჰქონდეს სკოლაში, თუ არ აქვს მოუძებნიან... როგორ ამბობდნენ ბოლშევიკები? ადამიანი იყოს და სტატია მოიძებნებაო...
-
მე მაინც მგონია, რომ აღზრდის ამბავია მანდ მთავარი... ფულადი ჯარიმა ვერ უშველის საქმეს... კაცი რომ ნაგვის ყუთს ააცილებს და ქუჩაში დააგდებს, იმას ჯარიმა ვერ უშველის... უთხარი ახლა ღორს, არ ჩაწვე ტალახში, თორემ ჯარიმას აიკრავო, არ ჩაწვება?
-
მრავალფეროვანია ქართული ენა... საქართველოში, დღევანდელ საქართველოში, ეგ პროტესტი, ამბოხის ტოლფასია...
-
რა ვიცი, მე მგონი დაიღალა ხალხი... ყველა ცდილობს როგორმე უშველოს თავს... ზოგი უცხოეთში გარბის, ზოგი ნაციკთა პარტიაში შედის და ასე თუ ისე იწყობს ცხოვრებას... მე მაგალითად წავედი... 90-იანი წლების დასაწყისიდან მუდმივ არეულობაში ვიყავი... მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ წლები გადის, და არაფერი იცვლება... გუმბარიძეს ზვიადი ენაცვლება, ზვიადს ედიკა, ცხოვრება გადის და მე როგორც ვიჯები კაპიკებზე, ისე ვრჩებოდი სულ... ვინც არ უნდა მოსულიყო... და როდის სიცოცხლე, როდის ცხოვრება? იმას ველოდო მიშა როდის მიხვდება თუ რა არის დემოკრატია? ანდა იმას როდის მიხვდება, რომ ქვეყნის მართვა არ არის მარტო შადრევნების აშენება და ფასადების შეღებვა? რომ ვერ მიხვდეს და ამერიკაც გვერდში უდგას, მიდი და ეჭიდავე... ამიტომ, წავედი... ალბათ არც ჩამოვალ და ვიბარებ, რომ მოვკვდები, არც ჩამომიტანონ (ზოგიერთი ემიგრანტი რომ იძახის, სამშობლოში, საქართველოში უნდა დავიმარხოო... არ ვფიქრობ ასე, ცოცხალი იყავი და ქვეყანა არ გინდოდა, და შენი მძორი უნდა ჩაიტანონ, რომ მიწა დაამძიმონ, არა, ბატონო), არ ვარ იმის ღირსი საქართველოში დავიმარხო, და არც მტკივა მაინცდამაინც გული რომ წავედი... ნოსტალგია რომ შემომეპარება, შევხედავ მიშიკოს სურათს და მაშინვე მიქრება ნოსტალგიური შეტევები...
-
ის ლიდერი ხალხის წიაღიდან უნდა გამოვიდეს... რა თქმა უნდა ბურჯანაძე და ნოღაიდელის გვერდით ვინ დადგება... უბრალოდ, საზოგადოება იმდენადაა დეზორგანიზებული, (პრინციპში არც ვართ საზოგადოება) ლიდერი არ გამოჩნდება... არავინ არ გამოჩნდება, იმიტომ რომ რყვნის ეს მთავრობა ყველას, ვინც კი ნორმალური გამოჩნდება... მოუსმევს ტალახს, გასვრის და მერე გამოუშვებს ხალხში... ყველა, ვინც დღეს ოპოზიციაში, ასე თუ ისე, რაღაც დოზით თანამშრომლობდა ამ, ანდა იმ, მთავრობასთან... ანდა რუსეთში დაძვრებიან...
-
მაგ ნაძვის ხემ, ანეგდოტი გამახსენა... ქუთაისში რომ პორნოგრაფიულ ფილმს იღებენ, იმაზე... აბა, აბა, ავტ---ურდით, წამოვიდა ---, იძახის რეჟისორი, ესაა ---? სადაა მხატვარი? ისეა მაგი ნაძვის ხე, როგორც მიშა მხედართმთავარი...
-
მაგის დაწერა მინდოდა ახლა, დამსასწარი მიშა ხალხს არ ჭამს მაინც... ჯერ-ჯერობით მაინც
-
ირაკლი მელაშვილი პოლიტიკიდან მიდის
georgekh13 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიშიკო როდის მიდის პოლიტიკიდან, ეგ არ იცით? -
ნაციკები ნეობოლშევიკები არიან...
-
სინგაპურში ყოფილა მასთე... ეტყობა სინგაპურიზაციის გეგმას არ ეშვებიან ნაციკები... საერთოდ, კი, ჯარიმა ვერ შველის მაგ საქმეს... მშობლებმა უნდა გაზარდონ ბავშვი ისე, რომ ქუჩაში ნაგვის დაგდება რომ არ შეეძლოს...
-
რა მოხდებოდა არ ვიცით... ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რაც მოხდა... სიენენი გადასცემდა ჩვენ გრადები როგორ უშენდნენ ცხინვალს ცეცხლს... როგორ გინდა ხალხი დააჯერე, უბრალო ხალხი, რომ ომი ჩვენ არ დაგვიწყია.. ყველას ტალიავინის რეპორტს წააკითხებ? ახლა თეორიები ვითარდება, სადაც ამტკიცებენ, რომ ჰიტლერმა დაასწრო სტალინს (სტალინმა პროვოკაციაზე წამოაგოო), თორემ სტალინი აპირებდა შეტევასო... დაასწრო და დარჩა დამყრობლად...
-
მაინტერესებს, ჩვენ თავს ვუმტკიცებთ ვინ დაიწყო ომი თუ მთელ მსოფლიოს?
-
მე როგორც მახსოვს, ტალიავინის დასკვნაში ცალსახად არ არის ნათქვამი, თუ ვის ედება ბრალად ომის დაწყება...
-
აუცილებელია ამ სახელმწიფოსგან რაც შეიძლება დამოუკიდებელი გახდე... პრინციპში, გამოეყო უნდა... იყიდო პატარა გენერატორი, და კისერიმც უტეხიათ მერე ნაციკებს... უკეთესი იქნება თუ წახვალ, სანამ საზღვრები არ ჩაუკეტიათ... 21-ე საუკუნეში გზას გადაკეტვა რომ გახდება საჭირო ელექტროენერგიის მოთხოვნისთვის, წასულია იმ ქვეყნის საქმე...
-
რა ვიცი, ჯერ არ ჩანს მაგ ამბავი... გაიგებდი ალბათ, რა მოხდა რუსეთში... 12 ადამიანი რომ დახოცეს... იმასაც გაიგებდი რა დონეზე ყავდათ ხალხი დაჩმორებული... საფლავი აღმოაჩინეს, სადაც გოგოებს (ვინც უარს ეტყოდათ ბოზობაზე) მარხავდნენ თურმე ბანდიტები... ასე რომ, რუსეთის ხალხის მოთმინება უსასრულოა...
-
რუსეთი არ არის საშიში ამერიკისთვის... იმიტომ რომ კვერცხებით ყავს დაჭერილი მაგათი "ელიტა" (მთელი მათი ფული ამერიკის და ევროპის ბანკებშია)... რუსეთის არმიას რა ომიც შეუძლია კი დავინახეთ... საქართველოს შეირაღებულ ძალებს რომ მოუგეს ომი, ეს არაფერს არ ნიშნავს... იმედია ამერიკელებს არ ყავთ ისეთი მხედართმთავარი, როგორიც მიშაა...
-
წ ყ ლ ი თ სავსე ბუშტებს რომ ესროდნენ?
-
არ შეათანხმებ და წაართმევენ საერთოდ... ჩემ მეგობარს პატარა რესტორანი ჰქონდა ნაქირავები და არჩევნების დროს ოპოზიციას მიაქირავა შტაბად... დააკეტინეს რესტორანი...
-
შეიძლება მასეა, მაგრამ მე უფრო მგონია, მოჩმორდა ხალხი, გადატრიალება კი არა, პურის საშოვნელადაა გადავარდნილი ყველა...