მე მესმის იმ ხალხის ვინც რაღაც გარიგებაზე მიდის სინდისთან, უცხადებს რა ნდობას ამ მთავრობას... ჩვენ წამოვედით და ასე თუ ისე, რაღაც გარანტიები გვაქვს... ზოგს უცხოური პასპორტი, ზოგს მუდმივი ვიზა და ა.შ. ვინც იქ დარჩა, ვერ გაეცალა იქაურობას რაღაც მიზეზის გამო, ცხოვრება ხომ უნდა? რამენაირად ხომ უნდა არჩინო ოჯახი და ირჩინო თავი, და უწევთ თვალის დახუჭვა უსინდისობაზე... ჩვენ როგორ მოვიქცეოდით ეს კიდევ საკითხავია... და თუნდაც ის, რომ გამოვიქეცით, და აქ, უცხოეთში, ვცხოვრობთ, იგივე თვალის დახუჭვაა უსინდისობაზე და შემრიგებლური პოზიციის დაჭერა ნაციკთა რეჟიმის მიმართ (თუ რა თქმა უნდა არ ჩავთვლით ფორუმში "აქტიურობას")... არ განიკითხოო... და ხალხს რატომ ვთხოვთ იმას, რაც ჩვენ არ შეგვიძლია... და საერთოდ ემიგრანტებს (ენა არ მომიბრუნდება, ოდესმე დავცინო იქ დარჩენილებს) არ აქვთ უფლება იქ დარჩენილთა განკითხვისა და იარლიყების მიწებებისა...