გეთანხმები... ადრე ერთი მოთხრობა წავიკითზე, არ მახსოვს ავტორი... აზიაზე იყო... ერთ ქალაქში დიდ პატივისცემაშია ინდოელი... ყველა აქებს, ჭკუას ეკითხება... ჩასულ სტუმარს უკვირს, რადგან იმ ინდოელს არაფერი განსაკუთრებული არ აქვს, მაღაზიის მფლობელია ჩვეულებრივი... ბოლოს ეკითხება იქაურს, რა მოხდა, რა გააკეთა ამ კაცმა ასეთი, ასე რომ ადიდებთ და პატივს სცემთო... მაგანო, პასუხობს, ერთხელო, რამდენიმე წლის წინ, ჩინელი მოატყუაო, ასეთი რამე ჩვენ ქალაქში მეტი არ მომხდარაო... პს. თანამშრომელი მყავს ჩინელი... სულ ღიმილი დასთამაშებს სახეზე, ვერ გაიგებ, როდის დაგცინის და როდის გაქებს... ალბათ ყოველთვის დამცინის...