-
პოსტები
2.731 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი georgekh13
-
რავა, ორი აქვენ?
-
ღმერთმა აცხონოს.
-
შიგნით როგორია ოფისი არ ვიცი, და გარედან კია ჩაბანძებული მე გადავუღე შენ გადაუღე მან გადაუღო
-
აუ, ჩვენ სად ვართ?!... და ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ... ვაწვებით კი არა, უკვე ავაშენეთ... კარგით რა...
-
არ გვხვდება გულზე, უბრალოდ სიმართლე მაინტერესებს... მაშინ რომ დავიწყეთ 'წინსვლა', დღევანდელობამდე მოვედით, და ნაციკობამდე... და მაინტერესებს, როგორ მოხდა ეს... როგორ მოხდა, რომ ეროვნულმა მუხტმა, უსაშინლესმა, დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა... მეც მახსოვს ის დრო, ნამეტანი კარგად... სწორედ ეგ მაინტერესებს, რატომ ვერ გააყალბეს, ვინ დაუშალა? ხომ არ იყო, ხელისუფლების დროებით გადაბარება (ზვიადი) და მერე ისევ ჩამორთმევა როცა ეროვნული მუხტი განელდა (ედიკა, მიშა)...
-
და რა გაუჭირდათ ისეთი კომუნისტებს, რომ ბოლომდე ვერ გააყალბეს? ხომ არ იყო, ის არჩევნები ისეთივე 'დემოკრატიული', როგორიც ნაციკების მოწყობილი 'ვარდების რევოლუცია' იყო რევოლუცია...
-
რომელი მხრიდან?
-
აუ, რა ბაქი-ბუქი მიდის და ხელების ქნევა ჩხუბის შემდეგ...
-
კი, და მიშა მაგიტომ არ აკარებს ცივ ნიავს ედიკას...
-
მანდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მენტალიტეტს... და დროზე შეცვალეს სისტემა... საბჭოთა კავშირის შეცვლა უკვე დაგვიანებულია... ჰქონდათ მცდელობა, პუტჩი, მაგრამ ბოლომდე ვერ მიაწვნენ, იმიტომ რომ გადაგვარებული იყო სისტემა, კომუნისტები გაქსუებული არაფრის გამკეთებელი სასტავი და დაინგრა ქვეყანა და კარგიც ჰქნა... გერმანიაში იცხოვრებო, უნდა ჰკითხო, თუ ჩინეთში...
-
ეგ კია... მე არაფერზე პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ კომუნისტები , საერთოდ მემარცხენე ელემენტები არ მიყვარან ნამეტნავად
-
ვეთანხმები სატურნს... მარქსიზმი, ბოლშევიზმი/ნეობოლშევიზმი რელიგიაა... კარქი, არ გვინდა ამაზე... პს. ჩინეთის შედარება იმიტომ არ შეიძლება გერმანიასთან, რომ ჩინეთში ტოტალიტარული რეჟიმია, რომ არა იოანის კურსის ხელოვნული დაჭერა (და დოლარზე მიბმა), ჩინეთი ასეთ წარმატებებს ვერ მიაღწევდა და კიდევ თითქმის უფასო მუშახელი... და ჩინეთის წარმატებებიც ფარდობითია... ჩინეთი ძალიან იყო ჩამორჩენილი ევროპას და ახლა ეწევა... აი, რომ დაეწევა, მერე გადასწრება გაუჭირდება, იმიტომ რომ იაფი მუშახელით და მოპარული ტექნოლოგიებით ვეღარ გაქაჩავს... ამერიკაც დაუნძრევს უკვე, გეყოთ ჩვენ ხარჯზე განვითარებაო და მორჩება მაგათი ზრდა... თურმე, მეოცე საუკუნის დასაწყისში არგენტინა იყო ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი განვითარებადი ქვეყანა... სად არის ახლა არგენტინა?
-
არ მინდა ახლა მარქსიზმის თეორიის განხილვა... არ არის ფორუმი ამის ადგილი... ფაქტი ერთია: მარქსიზმი თეორიაა, რომლის პრაქტიკაში განხორცილება, მხოლოდ სისხლით შეიძლება... საბჭოთა კავშირი, ჩინეთი, წითელი კხმერები, კუბა... თუმცა არ გვინდა ამაზე კამათი... ეს რწმენასავითაა ბევრში და კამათს აზრი არ აქვს... მერე მარქსი სხვა რამეს ამბობს? მარქსის სიტყვებს იმეორებ, დაგროვდება დოვლათი და სოციალიზმი მერე იწყება.. დოვლათი რომ დაგროვდება, მერე ადვილია სოციალური ქვეყნის აშენება... მაგრამ დაგროვებაა დოვლათის ძნელი მარქსის იდეებით..,. დოვლათი სუფთა კაპიტალისტურმა წყობამ დააგროვა, რომელიც არ არ უყვართ ზოგ-ზოგიერთებს...
-
ჩინეთი არ არის დემოკრატიული და სოციალური ქვეყანა... არ შეიძლება მისი გერმანიასთან შედარება... მარქსიზმი მცდარი თეორიაა საფუძველშივე...
-
რატომ წავიდა საბჭოთა კავშირი ისეთი გზით, როგორითაც წავიდა? და რომელსაც შენ არამარქსისტულს უძახი? იმიტომ რომ, მარქსიზმი თეორიაა, ყველაფერთან ერთად მცდარი თეორია, რომლის პრაქტიკაში შესრულება შეუძლებელია... სწორედ ამის გამო წავიდა საბჭოთა კავშირი 'არამარქსისტული' გზით... შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც სოციალისტური, მარქსისტული თეორიაა რეალობაში მოყვანილი? გერმანია, შვედეთი და ა.შ. სოციალურად ძლიერ განვითარებული ქვეყნები, კაპიტალიზმს ემყარებიან... დააგროვეს სიმდიდრე და მიეცათ საშუალება სოციალური საზოგადოების განვიტარებისა, თორემ როცა სამრეწველო რევოლუცია ხდებოდა ევროპაში, მაშინ არავის ეცალა ამისთვის... კი სჯერათ... როგორც კი კრიზისის ტალღა გადაუვლის ევროპას და საერთოდ მსოფლიოს, მაშინვე იზრდება მარქსის 'შედევრის' გაყიდვათა რიცხვი მაგრამ ეს ჩვეულებრივია... როგორც კი კრიზისი გადაივლის, რომელსაც პერიოდული ხასიათი აქვს და ეკონომიკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მის გამოცოცხლებას ემსახურება, ეგრევე ივიწყებენ მარქსს და მის "კაპიტალს"...
-
მოდით გავარკვიოთ, რას ნიშნავს სოციალისტური და სოციალური... მე მგონი სხვადასხვა რამეა... შეიძლება ვცდები... სოციალიზმს საბჭოთა კავშირი აშენებდა, შედეგს არ შეგახსენებთ... სოციალურად განვითარებული ქვეყნებია, მაგალითად გერმანია, რომელსაც სოციალისტური იდეების ერთგულებაში ვერ დავადანაშაულებთ...
-
სოციალურად განვითარებული...
-
სოციალისზმი საერთოდ სიცრუეა...
-
იაფ ხორცს კარგი წვენი არ გაუკეთდებაო...
-
PEPE, არ გეთანხმები ბევრ რამეში ჯერ ერთი მე მგონია, რომ ახლა ტყუილად იფიცებიან და მიტინგობენ ფრანგები, მაგრამ საქმე იმაში კი არაა, მიტინგი გამართლებულია თუ არა... საქმე შეეხება საზოგადოებას, იგი არსებობს თუ არა... მეორე მხრივ, რატომ გგონია სოციალური ამბები უმნიშვნელო? ადამიანს რა ადარდებს? თავისი მომავალი და მოხუცებულობა... სად უნდა გაატაროს ქუჩაში თუ სახლში თბილად... ვერც იმას დავაბრალებთ ევროპელებს, რომ სხვა საქმეზეც არ მიტინგობენო... რომში 100 ათასამდე მომიტინგე გამოვიდა ბესლანის სკოლის ტრაგედიის მერე ქუჩაში, მაშინ როცა მოსკოვში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, და დარწმუნებული ვარ, საქართველოში არავინ გამოსულა გარეთ... რამდენიმე ასეული ბავშვი დახოჩა პუტინის რეჟიმმა და არ იყო საპროტესტო? მე მგონი კი, რამეთუ ეს არ ეხებოდა მარტო ოსებს და რუსებს... ეს ჩვენც გვეხებოდა და გამოჩნდა კიდეც ორი წლის წინ... გირგვლიანის მკვლელობაზე რომ მიტინგები იყო, რამდენი წუწუნებდა ქუჩაში ვერ გაგვივლია ამ მომიტინგეების გამოო... საბერძნეთში ახალგაზრდა რომ შემოაკვდათ, მოკლეს პოლიციელებმა, გეცოდინება რა ხდებოდა... ...
-
აქ რა თქმა უნდა საუბარი არ არის ცალკეულ პიროვნებებზე... ზოგადად კი, რა თქმა უნდა გვჯობიან... შეხედე საფრანგეთს, მერე საქართველოს... ფრანგულ საზოგადოებას და მერე ქართულს... სხვაობა ჩემი აზრით ნათელია და არა ჩვენ სასარგებლოდ...
-
რატომ? იმიტომ რომ არ შედიოდა არც ამერიკის, არც ევროპის ინტერესებში რუსეთთან პოლიტიკის გაფუჭება ჩეჩნეთის გამო... ჩვენ რატომ შეგვატოვეს რუსებს ხელში? სწორედ, რომ ზემოთ მოყვანილი მიზეზის გამო... და როგორც იტყვიან, არაფერი პირადული, სუფთა ბიზნესი...
-
არა, შტერი არ არის... მაგრამ ტვინი ისე აქვს მოწყობილი, რომ დღევანდელობას ვერ უგებს... დღეს ნანოტექნოლოგიების საუკუნეში ავტომატით სირბილი არ არის დიდი ჭკუის მაჩვენებელი... თუნდაც ჩვენი თავი ავიღოთ... ჩვენ სანამ არ გაგვიჭირდება პიროვნულად, მანამდე გირგვლიანი მიმართ ჩადენილი უსამართლობა გვკიდია და რობაქიძის მკვლელობაც... ოღონდ ჩვენი ბავშვი მივიყვანოთ ბაღში და მიტინგი არ გვინდა, ხელს გვიშლის... არ მინდა ახლა ამაზე დეტალურად საუბარი, ვიციტ ყველამ რა ხდებოდა... და რა ხდება... რას ნიშნავს ეს? იმას რომ არ ვართ ჩამოყალიბებული როგორც საზოგადოება და მითუმეტეს როგორც დემოკრატიული საზოგადოება... ამიტომაა ჩვენი მდგომარეობა საშიში... შეიძლება ისე დავეშვათ ჭაობში, რომ იქიდან ვეღარც ამოვიდეთ... და მერე გვეყოლება მუგაბე და ვიქნებით ბედნიერები...
-
ცუდად იბრძვიან... დემოკრატიის და ნორმალური საზოგადოების აშენების გარეშე ჩეჩნები ვერ გადარჩებიან... და არა მარტო ჩეჩნები... იგივე განსაცდელი გველის ჩვენც... არ არის ისე, მოდით ჯერ განვთავისუფლდეთ და დემოკრატია მერე ავაშენოთო... მცდარი გზაა ეს გზა...
-
მერე კარგია ეგ? დარჩებიან პირველყოფილ თემურ წყობილებაში, მაშინ როცა კაცობრიობამ შორს მოიტოვა ეგ წყობა... ანუ, დარჩებიან როგორც ზიმბაბვე... თავიანთი მუგაბე კი ჰყავთ... მაგას ვამბობ მეც სწორედ... დარჩებიან ჩამორჩენილ ერად, რომელსაც კალაშნიკოვის ტრიალის მეტი არაფერი არ ეცოდინება... უნდათ ეს? თუ უნდათ, ღმერთმა გაუმარჯოთ...