-
პოსტები
2.731 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი georgekh13
-
სატურნ, მე ვიგულისხმე, რომ ვიცი რა ბინძური პოლიტიკაც კეთდება, და არ გამკვირვებია რაც ვიკილიკსმა დაწერა... მაგალითად, ვიცი რუსეთი როგორია, რად უნდა ამას ვიკილიკსი... ვიცი რომ ამერიკა აფინანსებს ნაციკებს და სულ ჰკიდია საქართველოში დემოკრატიას ავაშენებთ თუ ტირანიას, ოღონდ ვულოკავდეთ გრძელი ენით ერთ ადგილს... მიშას ადგილზე, გრიშა რომ იყოს, მათთვის სულ ერთია... რადგან ამერიკა თავის ნაციონალურ ინტერესებს იცავს და მორჩა... არც მიკვირს და არც მწყინს, რომ შეგვატოვეს რუსებს, უფრო მეტიც, მესმის... ეს ჩვენი ბრალია... საზოგადოება არ არსებობს, გადაუგდებენ 20 ლარს, ანდა 10 ლიტრა საწვავს არჩევნების წინ და ყველა მზადაა 5-იანი შემოხაზოს... და მერე გამოვდივართ და ამერიკელებზე ვბრაზობთ... რუსებმა ეგ ნაბიჯი გადადგეს და რა გვეშველება ახლა? რუსეთი არასოდეს წაიღებს აღიარებას უკან რუსებმა ეგ ნაბიჯი გადადგეს და რა გვეშველება ახლა? რუსეთი არასოდეს წაიღებს აღიარებას უკან
-
რა მოხდებოდა რუსს რომ თბილისისთვის შეეტია, ამას ვერავინ ვერ იტყვის... შეიძლება აეღოთ ადვილად, შეიძლება ვერა, მაგრამ საქმე ისაა რომ არც უნდოდათ აღება თავიდანვე... მე სწორედ იმას ვამტკიცებ, რომ რუსებმა არ აიღეს, იმიტომ რომ არც აპირებდნენ... გათვლილი იყო, მხოლოდ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკავება, რაც წარმატებით შეასრულეს კიდეც... და მე ვამტკიცებ, და მჯერა, რომ ჩვენმა უფროსობამ იცოდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო, იცოდა რომ რუსი თბილისზე არ წამოვიდოდა... ახლა ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ გავა დრო, ეს შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში არც მოხდეს, და გამოჩნდება რა როგორ იყო... გახსოვს, ედიკა რომ გამორბოდა სოხუმიდან... აფხაზებმა რამდენი თვითმფრინავი ჩამოაგდეს მის გამოფრენამდე, მე როგორც მახსოვს, 2 თუ 3, უბრალო ხალხით სავსე... მაგრამ ედიკას ხელი არ ახლეს... რატომ? მე მგონი, პასუხი ცხადია...
-
მე მგონი ესაა...
-
ვერასოდეს ვერ გავიგებ იმ მიტინგის ჩატარებას მთავრობის სახლის წინ, ვერასოდეს...
-
იყვნენო... დივერსიული ჯგუფები... ისე კი რატომ გიკვირს სატურნ? როცა ჩვენ მიტინგების მოწყობაში ვიყავით გართული, ვინმეს ეცლებობა თბილისის დასაცავად?
-
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
სატურნ, იცი თუ არა, რომ რუსების სადაზვერვო ჯგუფები უკვე თბილისში იყვნენ შემოსულები? და ის რომ ვერაფერი დაცვა ვერ უშველიდა პრეზიდენტს, ნახევარტონიანი ბომბი რომ ჩამოეგდოთ მთავრობის სახლის წინ... უშველიდა მაშინ გადაფარება? ღმერთმა დაგვიფარა და ვიღაც ლოთმა მფრინავმა გორს არ ააცილა ბომბი და თბილისში არ ჩამოაგდო... კარგი, რაც მოხდა, ძალიან დიდი სიბინძურე მოხდა... გაგვყიდეს, ამაში დარწმუნებული ვარ და ისტორია ამას აჩვენებს... ანდა ვიკილიიკს2 გვინდა კიდევ... ამერიკელებმა რომ გაგვყიდეს, თუმცა ამას გაყიდვასაც ვერ დავარქმევდი, ისინი თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებდნენ და გამოგვიყენეს... ეს არც მწყენია, მაგრამ საკუთარმა ხელისუფლებამ ანდა ხელისუფლების წევრებმა რომ გაგვყიდეს, ამაში დარწმუნებული ვარ... გვარები არ ვიცი, ვხვდები ვინ იქნებოდნენ გამყიდველები,თუმცა დამტკიცება არ შემიძლია...
-
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როცა ქალს გააღმერთებ, მასე იცის... სინამდვილეში კი ისიც ისეთივე ადამიანია როგორც კაცი.. ეს ეხება ამერიკასაც... ამერიკას თავისი ინტერესები აქვს და პოლიტიკაში არ მოსულა მეგობრობა, ერთგულება... პოლიტიკაში ინტერესები მართავენ მოვლენებს... იმ პერიოდში ჩვენი და ამერიკის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს... ახლა უკვე აღარ... ესაა და ეს... მეგობარი მყავდა ერთი ქალი უყვარდა... აღმერთებდა... ეგონა რომ მოსასაქმებლადაც არ დადიოდა ის ქალი... ვეუბნებოდი, არა მეთქი, ისიც ჩვენნაირია, ისიც დადის ტუალეტში, მასაც აქვს ინტერესები, იდეები... სანამ დათო ტურაშვილის ქალებივით არ მოექცა და თავზე არ უქნა, ვერ მიხვდა... ცხოვრება პროზაა... -
95 კვარტალი მაგარია...
-
იმიტომ არ აიღეს, რომ არც აპირებდნენ... იცოდა ეს მიშამ და იმიტომ გააჩალიჩა დიდი მიტინგი თბილისის ცენტრში, თორემ დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, მაგას გამოიყვანდი გარეთ (თუ გავითვალისწინებთ გორის გმირობას)... პს. მგონია, რომ არ ემთხვევა შენი აზრი ამ ჩემსას, არა? არა მგონია... მათ გააკეთეს რაც უნდოდათ... ანალიზი მოანალიზეზეა დამოკიდებული პს. სამართლიანი სასამართლოს იმედი არ არის... ვერ გავიგებთ, არ დაისჯებიან დამნაშავეები და ამიტომაა ყველას თავისებურად რომ ესმის ერთი და იგივე მოვლენა...
-
რატომ ატყუებს? შეცდომები ყველას მოსდის და ეგ შეიძლება შეცდომა იყო, შეიძლება არც იყო შეცდომა... შეიძლება სჭირდებოდათ ამერიკელებს იმის დანახვა თუ რას წარმოადგენს რუსული არმია... დიდი პრობლემებია მსოფლიოში და რა აქვთ ჩაფიქრებული ამერიკელებს ვინ იცის... აბა, დაგიჯერებია ახლა შენ, რომ უნდოდათ დაკავშირება ბუშთან და იგი ყურმილს არ იღებდა? სულ ბოლო, რატომ არ აიღეს რუსებმა თბილისი? გაუჭირდებოდათ? მიტინგის შეეშინდებოდათ, მიშამ რომ მოაწყო? ის მიტინგი თბილისის ცენტრში... შენ გჯერა რომ გორის გმირი, გაბედავდა იქ გამოსვლას, გარანტია რომ არ ჰქონოდა რომ რუსები არ დაბომბავდნენ თბილისი ცენტრს?
-
არა, ეგ ნაღდი იყო... შეეშინდა, და ვის არ შეეშინდება, როცა მიგი მოგსდევს
-
კარგი, აბა შეხედე ახლა მაგას მეორე მხრიდან... დავუშვათ ხარ არ ქართველების სამსახურში, არამედ რუსების? მაშინ? ეგ ალბათ წვრილმანი ჩინოვნიკები... მაგრამ ისინი ვინც ტენდერებს აფორმებდნენ 8 აგვისტოს, არ მგონია, ისინი ამას წითელ ხიდდთან აკეთებდნენ...
-
მე არ მგონია მასე მარტივად საქმე... მიშა რაც არის, რასაც წარმოადგენს, ეს ამერიკელი სუფლიორების/პიარ კომპანიებით არის... ამიტომ რომ მიდიოდა ამ ე.წ. ავანტიურაზე ძალიან კარგად იცოდა რასაც მიიღებდა... შედეგი მიშასთვის საკმაოდ კარგია... ძალაუფლება გააძლიერა... მე კარგად მახსოვს, 08.08.08-ში რა ხდებოდა... ომი იყო, და ამას გარდა ფინანსთა თუ ეკონომიკის სამინისტრო ხელშეკრულებებს აფორმებდა და ბიზნესს აწარმოებდა... რატომ? იმიტომ რომ დრო იხელთეს და კიდევ იცოდნენ რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში მომთავრდებოდა და მათ არაფერი შეეხებოდა...
-
რატომ? არ იყო ცხადი რომ რუსეთი მოიგებდა ომს და სამაჩაბლო და აფხაზეთი მისი გახდებოდა? თუ გაბრაზდა მედვედევი და მაგიტომ აღიარა ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად? ეგ რა თქმა უნდა, გეგმის ნაწილი იყო... პს. რატომ არ აწყობდა სააკაშვილს მოვლენების ასე განვითარება? არ მითხრა ახლა, რომ გული შეტკივა საქართველოზე და ამიტომო... რა ვიცი... ეგ შენი საქმეა... მაგრამ ის რაც მიშამ გააკეთა, ედიკამაც კი ვერ გაბედა...
-
პროვოკაციაზე წამოაგეს, არ იცოდნენ, მოატყუეს... ქვეყნის მართვა მიტინგის ჩატარება არ არის მარტო და სარკო, სარკოს ყვირილი...
-
საწ ყ ლ ლ ე ბი... პროვოკაციაზე წამოაგეს... საწ ყ ლ ე ბი... ყველაფერი დაგეგმილი იყო და შეთანხმებული... როგორც რუსებთან, ისე ამერიკელებთან...
-
არ გიფიქრია იმაზე, რომ არავითარი პროვოკაცია არ იყო? იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელშიდაც ჩვენი მხარეც იღებდა მონაწილეობას? მაგალითად დიდი თანამდებობის პირი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელია? ჩვენ მზეიზე რას იტყვი?
-
არ ვარ მე მარქსისტი დაჟე პირიქით... მაგრამ ცხადია რომ ყველაფერი ფულზე იყიდება... ფიფა რომ მოსყიდულია ამ შემთხვევაში, ეს ცხადია...
-
რუსეთი ვერასოდეს ვერ დაუახლოვდება ევროპას, იმიტომ რომ რუსეთი ვერასოდეს ვერ გახდება დემოკრატიული... უბრალოდ რუსეთი სჭირდებათ როგორც ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა... რუსეთი უკვე დიდი ხანია ევროპის და ჩინეთის რესურსობრივი დანამატია... ეს სულ ჰკიდია პუტინს, იმიტომ რომ რაც ფული შემოდის რესურსების გაყიდვის სულ მის და მისი კლანის ჯიბეებში მიდის.. სულ კაპიკები ხალხზე იხარჯება, რომ მშიერი არ დაწყდნენ...
-
ჩემი აზრით, პუტინი მაინც ბანდიტია... და როგორც ვიკილიკსიდან ჩანს ასეც აღიქვამენ დასავლეთში... კი მესმის ბიზნესი ბიზნესია და ფულს სუნი არ აქვსო, მაგრამ პუტინი უფრო შორს მიდის... იგი ჩვეულებრივი პახანია, რომელიც თან ქვეყანას მართავს...
-
პუტინმა რომ არ მითხრას, მე ვერ ვხვდები?