როცა ქვეყნის კეთილდღეობა პირდაპირ კავშირში იქნება შენ პირად კეთილდღეობასთან, მაშინ იფიქრებ ქვეყნის კეთილდღეობისთვის... ასეა ადამიანი მოწყობილი... ამას წინათ გერმანიაში გამოკითხვა ჩაატარეს და ყველაზე მეტად გერმანელები ქვეყნის ვალზე ჯავრობენ... საქართველოში ვინმე ფიქრობს იმ ვალებზე რასაც სახელმწიფო იღებს სხვა ქვეყნებიდან? არა, არავინ... ადამიანებმა სახელმწიფო, ქვეყანა იმიტომ მიაწყვეს, რომ საკუთარი, პირადი ცხოვრება გაიადვილეს. აირჩიეს პარლამენტი, პრეზიდენტი, რომლებიც უნდა ასრულებდნენ ხალხის ნებას... თორემ საბოლოო ჯამში რა არის ქვეყანა? ის სადაც დავიბადე, და მისროლია ისარი? კი ბატონო, მაგრამ თუ იმ ადგილს, სადაც დავიბადე, და მისროლია ისარი, ერთ ადგილზე ვკიდივარ, მაშინ? ჩემი აზრით, შეიძლება შემედავოთ, მაგრამ ადამიანის კეთილდღეობა, უფლებები უნდა იყოს პირველ ადგილზე, ადამიანის პატივისცემა, და მერე ასეთი ადამიანი დააფასებს ქვეყანას და იზრუნებს ამ ქვეყნის გაძლიერებისთვის, რამეთუ თვითონაა დაინტერესებული ამ ქვეყნის გაძლიერებისთვის... გეთანხმები, ჰიტლერის ერთადერთი სიძლიერე იმაშია, რომ მიხვდა რა უნდოდა გერმანელ ხალხს და მოექცა იმ ტალღას თავზე... მაგრამ მერე როგორ წაიყვანა საქმეები, ეს ყველამ ვიცით... იგივე ითქმის სტალინზეც...