გეთანხმები, მაგრამ სადაა ეგ ნება ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ თუ ბევრი მივა არჩევნებზე და გააფუჭებს ბიულეტენს, ანდა აირჩევს ოპოზიციის წარმომადგენელს, ამით შეიძლება ბრძოლა... ავიწყდება ხალხს, რომ არჩევნები მარტო ბიულეტენის ჩაშვება არ არის ყუთში... არჩევნები უფრო დიდი პროცესია და თუ ეს პროცესი დარღვეულია, მაშინ არავითარი აზრი არ აქვს არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებში მისვლას... მაგრამ არ არის ჩვენთან ოპოზიცია, რეალური... რა თქმა უნდა მთავრობა ყოველთვის ცდილობს არ დაუშვარ რეალური ოპოზიციის გაჩენა ქვეყანაში და ცვლის მას ფსევდო ოპოზიციით, რომელსაც თვითონ მართავს... ეს სტანდარტული მეთოდია რაიმე მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლისა: შექმა ფსევდო ორგანიზაცია იგივე სახელით და მოახდინო ნამდვილი ორგანიზაციის სახელის გატეხვა... სანამ ამას არ მიხვდება ხალხი, მანამდე არ არის საშველი და ამას რომ არ მიხვდეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება: განათლების სისტემის მოშლა, მონური სულის ჩანერგვა, 80 ლარი პენსია, დაშინება, ხალხის იძულება ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწა და ა.შ. რა შენობებზეა საუბარი, ხომ ვერ დააკონკრეტებდით? ოღონდ შადრევნები და სვანეთში აშენებული აეროდრომი, არ გვინდა, ვიცით უთქვენოდაც...