აზრი შენ არ გინახავს - ეგ გასაგებია მეც არ მინახავს, მაგრამ ვიცნობ ხალხს, ვისაც უნახავს ერთმა კაცმა რომ ნახოს იტყვი, რომ აი მოელანდა ან რამე ეგეთი. 100 კაცი რომ ხედავს აქაც მოლანდებაა, 100 კაცს ელანდება? ცხოვრებაში ხდება ისეთი რამეები, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის. წმინდა გიორგის საფლავს იმდენი მირონი სდის, რომ ხალხი ბოთლებს ავსებს. ვიდეოკადრები მაქვს ამის ნანახი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხედარი უხრწნელია ათონის მთაზე (თუ არ ვცები მანდაა) და ყოველ წელს მისი ხამლები ცვდება და ახალს აცმევენ. ამ დროს კი ძალიან ბევრ ადამიანს ეცხადება ის ფეხით მოსიარულე და ბევრ გასაჭირში მყოფს ეხმარება. კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ ხდება. ეს დადასტურებული ფაქტებია, მე კი არ ვიგონებ. შეგიძლიათ თქვათ, რომ ბავშვი ვარ და ზღაპრების მჯერა. მაგრამ მე მაინც მჯერა და რა ვქნა. სხვაგვარად არ ძალმიძს.