ისე მე პირიქით მეგონა, რომ ეკლესიაში სიარული იყო მოდა და არა ლანძღვა იმაზე მეცინება ხოლმე, რომელიმე ნაციონალის ინტერვიუ რომაა და სპეციალურად ხატების ფონზე რომ დგანან - აქაოდა აი ნახეთ რა მორწმუნე ვარ, ტყუილს როგორ გეტყვითო. რა თქმა უნდა ყველას აქვს არჩევანის უფლება, უნდა ბუდისტი იქნება, უნდა ქრისტიანი და უნდა ცეცხლთაყვანისმცემელი. მაგრამ აი მე ხომ ვარ მართლადიდებელი - ისლამში მაგალითად ბევრი რამ არ მომწონს, გნებავთ ქრისტიანობის განშტოება - კათოლიციმზში, მაგრამ ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას შევურცხყო რომელიმე მათგანი. მითUმეტეს ჩემი მშობლიური, ჭეშმარიტი სარწმუნოების. მით უფრო, რომ ჩემს წინაპარს ამ სარწმუნოების დაცვაში სისხლი დაუღვრია. არის კიდევ ერთი - ეკლესიის გმობა ღმერთის გმობაა და ადრე თუ გვიან ეგ ურემიც დაგვეწევა. მაგრამ უნდა განისაზღვროს - რას გმობს ადამიანი? სარწმუნოებას მთლიანად თუ შორტებიან მოძღვარს??? პ.ს. ისე რატომ გონია ვინმეს რომ მხოლოდ ეკლესიაშია სიარულით და ფილაქანზე თავის რყტმევით ისაზღვრება რწმენა, ან ის რატომ გონიათ, რომ მხოლოდ კარგი საქმეების კეთების ცხონდება ადამიანი. მხოლოდდამხოლოდ მაშინ არის ადამიანი სწორად მორწმუნე, როცა ეს ორივე მხარე გაერთიანებულია. ნუ ხო, ზოგს ის მიზეზი აქვს - ეკლესიაში იმიტომ არ დავდივარ, რომ მღვდელი არ მომწონსო. კაცოოუუუუ - შეიძლება სკოლაში მასწავლებელი არ მოგწონდეს, მაგრამ ხომ მაინც დადიხარ? ასეა აქაც - სულსაც უნდა სწავლა და მკურნალობა