Jump to content
Planeta.Ge

dariala

პლანეტელი
  • პოსტები

    990
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი dariala

  1. ამ ორი წუთის წინ მოვამზადე ფრიად რთული კერძი - მოხარშული წყალი მოცვის ფოთლებით, ანუ ჩაი
  2. maka გმადლობ სპექტაკლი
  3. Siknadmo ნუ ხოო, ფიზიკურად ძალიან ეფექტურია. თან რამხელაა არაა? ;) სანამ ბერად აღიკვეცებოდა ყოველ შაბათს თU კვირას მოდიოდა ხოლმე სიონში და აურაცხელი ხალხი ელოდებოდა. ეეჰ, კარგი დრო იყო
  4. მაპატიეთ მაგრამ ამ თემას ბოლომდე ვერც მე წავიკითხავ - ნერვები მიმტყუნებს და ჩემც გემოვნებაზე უარყოფითად აისახება. სულ მიკვირს - ისეთი დროა რომ ყველა სახის მუსიკაზე მიგიწვდება ხელი ადამიანს - ადექი რამე სხვა ნახეთ, რაღა ამათ უსმენთ. ვაახ! ჯერ ერთი რეპის მოყვარული არ ვარ და მერე კიდევ ქართულის ხომ საერთოდ რეპის კარიკატურაა ეს სამკურნალოდ საწყისი ეტაპისათვის არა უშავს
  5. მამა დავით ისაკაძე ისე მიყვარს, რომ მენატრება ხოლმე თქვენ ხომ არ იცით რა კარგი ადამიანია. უბრალოდ ისეთ საკითხში გვაქვს უთანხმოება მასთან ვეღარ ვამბობ აღსარებას. მამა ზურაბი ხო ბერია ეხლა ანთიძე არა ანთაძე. მიკვირს რატომ უშვებენ ამდენ შეცდომას. რადგან ყველა ძალიან ჭკვიანია. ძალიან მიყვარს ეგ ხალხი და საწყენია რომ ჩვენი გზები გაიყარა.
  6. :givi: ჩეგესტო შენც ლაშა_14 დაგემართა? "კვახის მენდალი" გეკუთვნის ზეორიგინალური თემის გახსნისათვის ;)
  7. მშკ-ს ერთერთი ლიდერი ავთო უნგიაძე ჩემი მასწავლებელი იყო ერთ დროს, გალობაზე დავდიოდი მაგასთან. იცით რა კარგი ადამიანია? ძალიან გაწონასწორებული და მშვიდია. მისგან შორსაა აგრესია და ძალადობა. მე არ მაქვს კონტაქტი მაგ ორგანიზაციასთან და ბევრი არაფერი ვიცი მათი საქმიანობის შესახებ. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს აურზაური აგორებულია. მე მამა დავით ისაკაძის სულიერი შვილი ვიყავი ადრე. თან ძალიან აქტიური მრევლიც გახლდით, შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა რადგან რიგ საკითხებში არ ვეთანხმებოდი. ხოდა რისი თქმა მინდა. ძალიან აქტიური მრევლი ვიყავი, ბევრჯერ დავსწრებივარ მამა ზურაბის ორგანიზებულ შეკრებებს, სადაც მამები იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ აქტუალურ საკითხებზე. მერწმუნეთ არასოდეს - ვიმეორებ არასოდეს არ ყოფილა ძალადობის, აგრესიის პროპაგანდა. არასოდეს!!! მე მგონია რომ აგორებულია ეს ყველაფერი. არ ვიცი ვის მიერ და რატომ, მაგრამ ფაქტია. ჰელოუნზე რომ ამბები დატრიალდა გახსოვთ? შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ იქ პროვოკაციის შემდეგ დაიწყო ამბები. როცა თავს გესხმიან უნდა დაიცვა თავი ხო? ასე არ არის? მოკლედ რისი თქმა მინდა - მართალია მამა დავითს და მშკ-ს არ ვეთანხმები რიგ საკითხებში მაინც ვფიქრობ, რომ ეს ატეხილი აჟიოტაჟი მშკ-ს გარშემო ცოტათი გადაჭარბებულია. აგრესია მათგან მე არ მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო აზრი მქონდა და მაქვს. მათ აქვთ განსხვავებული აზრი და აქვთ კიდეც უფლება გამოხატონ. რატომ სწამებენ აგრესიულობას ამას ვერ ვხვდები. აბა რომელიმე თქვენგანს თუ აქვს მამხილებელი ფაქტები მომაწოდეთ. იქნებ მე ვცდები და ჩემთან ოქროები იყვნენ
  8. გილოცავთ ხო მართლა ასესინო - ასესინო რატომ გქვია?
  9. დავუშვებდი თუ არა ამას ვერ ვიტყვი, არ ვიცი, თუმცა საერთოდ არასწორად მიმაჩნია ეკუმენიზმი ანუ რელიგიათა გაერთIანება. ყველა რელიგია თავისთავად გამორიცხავს ერთმანეთს. მუსლიმები არ აღიარებენ ქრისტეს, ხოლო ჩვენ არ ვაღIარებთ ალაჰს, ბუდას ან სულაც ქალღმერთ კალის. არ მესმის - როგორ უნდა შევთანხმდეთ. თუმცა იმას კი ვეთანხმები, რომ საჭიროა რელიგიურ კონფესიათა შორის ხშირი და მეგობრული ურთიერთობა, რათა მესამე მსოფლიო ომი ავიცილოთ თავიდან, რომელიც მგონი უკვე დაწყებულია. გამარჯობა!
  10. irene irusha არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ გახვეწნინებთ უბრალოდ და წყნარად შემოვალ ხოლმე ძალიან კარგები ხართ
  11. ჩემო ლამაზო - მართალი ხარ, გაქცევა ყოველთვის დამარცხების ტოლფასია თუმცა შენ დამარცხებულ-დალაშქრული დარიალის ხეობა გინახავს? თერგი პატარა მდინარეა,მაგრამ თუ ადიდდა მტრისას (ეს ხუმრობით ) სინამდვილეში რაშია საქმე იცი? ეს ცხოვრება ისედაც ძალიან ხანმოკლე და დაძაბულია - ამიტომ ვერიდები ზედმეტ კონფქლიტს - ვიცი, რომ ერთხელაც ვეღარ მოვითმენ და დიდი ჯახი მოხდება
  12. Saturn იმიტომ, რომ ერთი მოდერის ჩემდამი დამოკიდებულება არ მომეწონა აზრის არა, აზრი მიმაჩნია, რომ კარგი მოდერია პასუხი შენდამი კეთილგანწყობის გამო დავწერე, თორემ ისე აქ შემოხედვაც აღარ მინდა
  13. მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, რომელსაც ვუთარგმნიდი სტატიებს გადამგდები აღმოჩნდა. ერთი კვირაა ყოველ დღე მპირდება 64 ლარს აღარ ვაპირებდი ამ ფორუმზე პოსტვას, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მეთქვა ეს, იმისათვის რომ ყველამ იცოდეს და გაიგოს, რომ ვინმე გიორგი ჯიჯავაძე თუ შესთავაზებს ქალთა საიტისათვის სტატიების თარგმნას არ დათანხმდეს, იმიტომ, რომ ან არ გადაუხდის ან მაგრად გააწვალებს. მე უფრო მგონია რომ არ გადაუხდის. მეტს აღარ შეგაწუხებთ, ახლა უბრალოდ გაგაფრთხილეთ. სულ კარგად ბრძანდებოდეთ!!!
  14. თემას ვხურავ, რადგან ამ ფორუმისათვის შესაფერისად არ მიმაჩნია, ხალხს ჯერ ის ვერ გაურკვევია ღმერთი არსებობს თუ არა რა კანონიკურ გალობაზეა ლაპარაკი საერთოდაც აქ არ იდევნება მხოლოდ პოლიტიკური აზრი. ათეისტებს მიგყავთ პარადი, თუ ვინმე მორწმუნე გამოგერიათ ისე დაკორტნით, რომ გაგიხარია მე მიმაჩნია, რომ მორწმუნე ადამიანი აქ მხოლოდ ბრკოლდება. იმიტომ, რომ უმცირესობაშია ჩემი ბრალია, თქვენთან რა მინდა ცოტა არ იყოს გულნატკენი ვარ, იმიტომ რომ მიყვარდა აქაურობა, მაგრამ ესეც გამივლის არ ვხტუნაობ, ეხლა მესმის წასული უზერების, გული მიგრძნობს ჩემს კვალს ბევრი მოჰყვება. დარჩით მერე მარტო მოდერები იჭუკჭუკეთ ერთად და საერთოდაც რა მინდა აქ? რატომ ვითმენ ამ მცირე კბენებს? ან საერთოდ რა უნდა ამ ხალხს? აააა, გამახსენდააა, მე ხომ რაიონიდან ვარ უხ, ეს როგორ დამავიწყდა კაცოო, ეხლა მესმის თქვენი მაპატიეთ, შემთხვევით ფორუმი ხომ არ დაგისვარეთ? ეხლა გინდა აგრესია დაარქვით ამ პოსტს, და გინდა ბოღმა. არც ერთი და არც მეორე არ მამოძრავებს. თქვენიც მესმის სიმართლე ხომ უნდა შეინიღბოს როგორმე?რატომ უნდა ვიყო აგრესიული, პატარა ელენიკო მიზის კალთაში და მკოცნის ძალიან გთხოვთ სამუდამო ბანი დამადეთ რა ჩემი მშობლიური ფორუმი --- (ჩასწორებულია მოდერატორის მიერ) არის ვაიფორუმი? მართლა ვაიიი, სადა ხარ ვეშაპოო პ.ს. dariala უკვე მერამდენეჯერ უკეთებ ვაი ფორუმებს რეკლამირებას. გთხოვ თავი შეიკავე მსგავსი სახით ფორუმის წესების დარღვევისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებული ვიქნები ფორუმის წესებით გათვალისწინებულ სასჯელს მივმართო რაც ძალიან არ მინდა. ჩასწორებულია მოდერატორის მიერ.
  15. T_A_T ეხნატონის მცდელობა რითი დამთავრდა ეს სულ სხვა საკითხია, მთავარი ისაა, რომ საზოგადოებამ მიიღო ერთი ღმერთი პითაგორაც ამბობდა, რომ ღმერთი ერთIა და ამავე დროს სამიო ხო რაც შეეხება ჩემს ხტუნაობას - რაზე შემატყვე? პოსტი ქანაობდა? ხო - ზედაპირული ცოდნა მაქვს-თქო ვთქვი და შენ მიპასუხე, რომ ზედაპირული ცოდნის მატარებლები აგრესიულები არიანო - როდის ვეცი ვინმეს ქუსლზე საკბენად? მოკლედ რა, მგონია, რომ ჩემი თავი აქ ამოვწურე სხვა ფორუმელებივით სატაშფანდურო თემას არ გავხსნი წასვლის შესახებ, უბრალოდ ცოტა ხანს აღარ შემოვალ, სანამ ძალიან არ მომენატრებით, თორემ როგორც ჩანს თავი მოგაბეზრეთ სულ კარგად ბრძანდებოდეთ წავედი მე იმ ვაიფორუმზე
  16. მაგ ფორუმზე ბანდადებული მე კარგა ხანია არავინ მინახავს მე თავად ვიყავი ერთხელ განსხვავებული აზრის მატარებელი და რა ვიცი, პოლემიკაში კი შემოდიოდნენ, მაგრამ ბანი არ მიმიღია. ძალიან კარგი და დემოკრატიული ფორუმია, ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი საქმეებიც კეთდება იქ. ზოგი აქ მარტო ენებს რომ იფხანთ - იქ ასე არ არის!!! მიდით და დამვორნეთ ეხლა!!!
  17. ბიზანტიური თავად ძალიან მაგარია, ძალიან მიყვარს, ოღონდ ბერძენი მამების შესრულებით. მაგრამ აქ საუბარია გადმოქართულებულზე. ანუ ეს იგივეა თბილისოს რომ დაადო რუსული სიტყვები და ისე იმღერო. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ნელნელა მომრავლდება ასეთი ტიპის გალობის მომხრე ტაძრები და ქართული გალობა მარტო ნოტებში დარჩება.
  18. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ არც თU ისე დიდი ხნის წინ ეკლესიის წიაღში კინაღამ დიდი სქიზმა მოხდა. მორწმუნეების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი, უნიკალური ქართული გალობა არის არაკანონიკური, უბრალოდ სიმღერა. რომ ძველად მეთერთმეტე საუკუნემდე ქართულ ეკლესიაში იგალობებოდა ბიზანტიური, იოანე დამასკელის მიერ შექმნილი გალობა. ამ ჯგუფმა ძალიან დიდი შრომა გასწია და ბიზანტიურ მელოდიაზე დასვა ქართული სიტყვები, ისე რომ გალობის სტილი და შინაარსი არ დარღვეულა. თავის დროზე ძალიან დიდი დაპირისპირება მოხდა, საქმე სინოდამდეც კი მივიდა. საქმე ძალიან რთულად იყო, რადგან სოკოებივით მრავლდებოდა ბიზანტიურად მოგალობე ეკლესიები. ბოლოს სინოდი შეიკრიბა და შეიმუშავა დადგენილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ბიზანტიური გალობა. მიუხედავად ამისა ზოგ ტაძარში მაინც გალობენ ბიზანტიურს. ეხლა რატომ ვხსნი თემას - მაინტერესებს ფორუმზე არიან თუ არა ადამიანები, რომლებმაც იციან ამ პრობლემის შესახებ. მოკლედ მინდა რომ ვიმსჯელოთ
  19. T_A_T რაის ახლადშბილმა მონოთეიზმმა, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ახალი სამეფოს ხანაში იყო მცდელობა ერთღმერთიანობის დამკვიდრების ეგ ერთი, მერე მეორე თუ გშურს ჩემი მიდი შენც რომელიმე სწორად მოაზროვნე მოძღვართან და ელაპარაკე, მერე მესამე თქვენთან ერთად მეც ზედაპირულ კი არა ლამის მოტივტივე ცოდნა მაქვს რელიგიაში. უბრალოდ რაც მაინტერესებს იმას ვეკითხები მამას
  20. დავწერდი პასუხს, მაგრამ როგორც ვხედავ აზრი არ აქვს თან მართლა მეზარება
  21. შენ რანაირ ქალებს იცნობ? არანაირი სურვილი არ მაქვს გარეთ გავიდე და დედიშობილა კაცებს ვუცქირო
  22. მოდი საკითხს ასე შევხედოთ - რა გინდა შენ თავად ნუკრიკო? ანუ რისთვის ხსნი თემას - მიიღო დამატებითI ინფორმაცია, თუ გავლენა მოახდინო სხვაზე? თუ შენ მართლა გაინტერესებს პასუხი კითხვებზე მაშინ მე შემიძლია მოგაწოდო ბმულები, გაეცანი და მიხვდები ყველაფერს. თუ უბრალოდ კამათი გინდა - მაშინ გეტყვი, რომ კამათში იკარგება ჭეშმარიტება და არა იბადება. ნუ გეშინია "საგუშაგო კოშკს" არ გადმოგცემ
  23. როგორც იცი ქრისტიანული სწავლების მთავარი ამომავალი არის ათი მცნება. ხომ ასეა? მეორე უუუმთავრესი კი ბიბლია. დამისახელე თუ შეძლებ ადგილი სადაც ხდება ძალადობის, დამონების, ძალმომრეობის პროპაგანდა. ყველაფერი რაც მოხდა ჩვენი - ადამიანების ველური ბუნების ბრალია და არა ქრისტიანობის. ადამიანის ხელში მსოფლიოში ყველაზე უწყინარი რამაც კი შეიძლება სასტიკი და სასიკვდილო იარაღი აღმოჩნდეს.
×
×
  • შექმენი...