-
პოსტები
990 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი dariala
-
asesino_141 რა გაცინებს, მართალი არ მითხრა? აა კაცი ძმაუ, არ ჩამომიყალიბა მთელი ჩემი პიროვნება ერთ პოსტში? გამშიფრა რა!
-
ვაჰმეე, უბედურო საქართველოვ!!!
-
I Love Linux ვა, ეგ რანაირი უბუნტუა? რაღაცა მომწონს ეხლა ვფიქრობდი დებიანი ხომ არ დავაყენო თქო. შენ რა გითხარი რომა, ეს როგორ ამაქოთქოთე ხალხო დებიანზე ვინ იცით რამე? უბუნტუ ჯობია ისევ?
-
დიდი მადლობა გენაცვალე, გაიხარე კარგი სიტყვებისათვის ახ, განვითარებაშიც მჭირდება შენი დახმარებაა? დიდი მადლობა შენ გაიხარე, რა კარგი სიტყვა-პასუხი გაქვს, გეტყობა რომ ძალიან განვითარებული ხარ. რას იზამ მე შენი დახმარება აქეთ მინდოდა - რა გაეწყობა უსმინე კაბუს - მე წავალ და ბრამსს მოვუსმენ.
-
ქართველებსა და ოსებს/აფხაზებს შორის ხიდი ჩატეხილია?
dariala replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo რომელი ფორუმებია მე არ ვიცი, დამიპიემე რა კირილიცა როგორ ანუ რუსულად წერა? -
ქართველებსა და ოსებს/აფხაზებს შორის ხიდი ჩატეხილია?
dariala replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მესმის, რომ რთული თემაა და სადაო ბევრია, მაგრამ საიდანღაც და ვინმემ ხომ უნდა დაიწყოს შერიგებაზე საუბარი დავივიწყოთ ყველაფერი და დაიწყოთ ურთიერთობა ხელახლა. არ ვიცი ოსებს და აფხაზებს როგორ მივაწვდინო ხმა, თორემ არც ამაზე დავიხევდი უკან. მინდა რომ დამთავრდეს ეს უაზრო დაპირისპირება. ადამიანი ადამიანისათვის მგელი რომაა ეს უკვე ვნახეთ, ეხლა ვნახოთ როგორი პატიება შეუძლია ადამიანს -
ქართველებსა და ოსებს/აფხაზებს შორის ხიდი ჩატეხილია?
dariala replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აზრი არ აქვს ეხლა ბრალდებების წაყენებას. ორივე მხარეს ბევრი სირცხვილი აქვს ნაჭამი. უბრალოდ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. არ არის საჭირო რამეების გახსენება და გარკვევა. უბრალოდ ის ფურცელი უნდა გადავშალოთ და ურთIერთOბა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. სიძულვილი და მტრობა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ეს პირველი კლასიდან ანბანთან ერთად უნდა აითვისოს როგორც ოსმა, ისე ქართველმა ბავშვმა. მე ჩემს შვილებს ამ სულისკვეთებით გავზრდი, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში რომელიმე ნაცისტი არ ჩამიცხრილავს სადმე ქუჩაში. -
ქართველებსა და ოსებს/აფხაზებს შორის ხიდი ჩატეხილია?
dariala replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili მკვიდრები არ არიან, რადგამ მომთაბარეობდნენ, მაგრამ მაინც კავკასიელები არიან.დღევანდელი აფხაზები კი არ არიან ქართველები. აფხაზეთი ზოგადად დასავლეთ საქართველოსარ ერქვა? ძველი ქართველი აფხაზებიდან ძალიან ცოტა რაოდენობაა დარჩენილი -
ყესტერდაყყყყყყ, ალლ მყ ტროუბლეს სეემდ სო ფააარ ეწააააყ :hihi:
-
და აჰა პასუხმაც არ დააყოვნა და რა? ეხლა? ხო კარგი შენ გაიმარჯვე - შენ მოწინავე, პროგრესულად მოაზროვნე, სასიქადულო ახალგაზრდა ხარ, ხოლო მე კი საბრალო, მოძველებული აზროვნების მქონე, რელიგიური და ფანატიკოსი მაზოხისტი ვაშაააააააააააააააააააააააააა!!! დიდება ნუკრიკოს, ვაშა!!! ვაშა!!! და ვაშა!!! (ხანგრძლივი, მქუხარე ტაში ოვაციების თანხლებით)
-
აუ ისე შენაი ჭირაიმე ნუკრინიო - სად დაინახე, რომ მე გინდა თუ არა ქალიშვილები იყავით ყველათქო იმას ვაწვებოდი? შენ თუ მე მაგ პოსტს მიპოვი სამივე შვილს ვფიცავ საჯაროდ ვაღიარებ, რომ ქალიშვილი არა ვარ
-
რამ მოკლა და მინდორმა
-
შენ გგონია რომ ადამიანებს აღარ აქვთ ქალიშვილობა-არაქალიშვილობის კომპლექსი? საერთოდ ვინც ამაზე ბევრს ლაპარაკობს იმას უფრო აქვს ეს კომპლექსი და საერთოდაც ვაჟიშვილობაც ხომ არსებობს? ასეთი გამწარებაც ამ თემაზე რაღაც მიზეზებით ხომ არის გამოწვეული. შემოვალ ფორუმზე, გავიხედავ და რა თემაა თავში? ქალიშვილობა - ვინ პოსტავს? - ნუკრიკო, ნოდარი
-
პირველი ადამიანი ხარ ვინც ეს მითხრა და რადგან საერთოდ არ მაღელვებ ამიტომ ნეტაი შეეეენ რა რა შუაშია ნატვრის ხე და ქალიშვილობა. იქ სილამაზეს და სიყვარულს ადიდებს გიორგი ლეონიძე. როგორც ჩანს სწორად ვერ გაიგე ეგ ნაწარმოები. 21 საუკუნე აღვირახსნილი ორგიების და სისხლის აღრევის საუკუნეა? ვაი შენს დედას შვილო ნუკრიკო
-
Nukriko ვაა, კაცოუ, როგორც ჩანს ვბერდები? არადა 27 წლის ვარ ხო? წესით ჯერ არ უნდა ვბერდებოდე ბუნების კანონების თანახმად.
-
აუ კარგით რაააა, კითხვა გამიჩნდა - და ან დედა გყავთ? საქართველოში არ გინდათ რომ ქალიშვილები იყვნენ, არადა ამ დროს ყველას უნდა რომ თავისი ოჯახის წევრი ე.წ. პატიოსანი იყოს მართლა ბანანების ქვეყანა ვართ!
-
ქართველებსა და ოსებს/აფხაზებს შორის ხიდი ჩატეხილია?
dariala replied to dariala's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ დაიჯერებს ზოგი და პატარაობისას რამეს რომ დავაშავებდი საკუთარ სახლშიც კი სულ მესმოდა - მეტს რას უნდა ველოდეთ შენგან, მამაილა ოსურაიდაო ჩემი გვარის გამო სულ პრობლემა მქონდა, ერთხელ პიანისტთა ფესტივალზე გამოვდიოდი და დედაჩემმა თქვა - შენი გვარი რომ გამოაცხადეს ვინც კი გარშემო იჯდა ყველამ თქვა - ოსი იქნებაო. რა აღსანიშნი ეს იყო? ვინმეს რომ გავიცნობდი და სახელსა და გვარს ვეტყოდი - პირველი შეკითხვა სტანდარტული იყო - ოსი ხარ? ახალ საზოგადოებაში თუ აღმოვჩნდებოდი იქაც ჯერ სტანდარტული კითხვით მომმართავდნენ და მერე წავიდოდა განხილვა იმისა, თU რა საზიზღრები არიან ოსები და როგორ ექცეოდნენ ქართველებს. ისე დამღალა ამ ყველაფერმა, რო როგორც კი დავოჯახდი მეუღლის გვარზე გადავედი და დავისვენე არადა ქასოშვილი ვარ გვარად. ჩემი გვარი ქსნის ხეობაში უძველესი დროიდან ცხოვრობს. XVI საუკუნის საეკლესიო სიებში მოხსენიებულია ქართველი ქასოშვილების რვაშვილიანი ოჯახი. ან არის ეს გვარი ოსური ან არა. ჩემთვის მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოსი ვიქნები, ქართველი თუ იეზიდი. ჩვეულებრივად მტკივა საქართველოს ყველა პრობლემა. ეხლა კიდევ რისი თქმა მინდა - სულ ვფიქრობ ხოლმე. რატომ იყო ასე დამუხტული გინდაც ოსეთში გინდაც აფხაზეთში სიტუაცია? მიეცა თუ არა ხალხს საბაბი ეგრევე შეხლა-შემოხლა დაიწყო რაც მერე სერიოზულ და ტრაგიკულ მოვლენებში გადაიზარდა. მე მომისმენია ერთI აფხაზისაგან, რომ ქართველები ყოველთვის ზემოდან გვიყურებდნენო. ბევრს გვარის გადაკეთება უხდებოდა, რომ სერიოზული თანამდებობისათვის მიეღწიაო. ეხლა დავისვენეთო. არ ვიცი ეს ასე იყო მართლა თU არა, მაგრამ იმ ადამიანმა ასე თქვა. ამიტომ გავახილოთ თVალები ქართველებმა - მოვიშორის ლექსიკონიდან სიტყვები - სოფლელი, ჩამოსული, ჩამოთრეული და ა.შ. ისე მე მიმაჩნია, რომ პირველმა ზვიად გამსახურდიამ დაიწყო რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისაა. ეს კი კომუნისტების წისქვილზე ასხამდა წყალს. ალბათ ყველამ იცით, ტროცკი სწერდა სტალინს, რომ საქართველოში ჩადებული იყო ეთნიკური ბომბები ოსეთისა, აჭარისა და აფხაზეთის სახით. და თU საქართველო დააპირებდა საბჭოთა კავშირიდან გასვლას ისინი ამ ბომბებს აამოქმედებდნენ. დედაჩემი ცოტა ხანს მუშაობდა სოფელ საქადაგიანოში ქართულის მასწავლებლად. როგორც იცით ეს სოფელი მთლიანად აზერბაიჯანელებითა და სვანებით არის დასახლებული. როცა ცნობილი მოვლენები დაიწყო ზვიად გამსახურდია შეხვდა იმ სკოლის ქართველ მასწავლებლებს და დაავალა, რომ აზერბაიჯანელი ბავშვებისათვის ნელნელა ჩაეგონებინათ, რომ ეს მათი სამშობლო არ იყო, რომ ისინი აქედან აუცილებლად უნდა წასულიყვნენ. თუ რამე პრობლემა გექნებათ დამიკავშირდით და აქედან ჩვენ გამოგიყვანთო. დედაჩემმა და სხვა მასწავლებლებმა დაიწყეს აგიტაცია და მერე ძლივს გამოასწრეს იქედან გაგიჟებულ მშობლებს. ეხლა მითხარით კარგია ეს? ხმამაღლა არავინ ამბობეს, მაგრამ ცოტათი წვლილი ბატონ პრეზიდენტსაც (ზვიადს) მიუძღვის ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვაში. არ ვიცი, ეს ჩემი აზრია და იმედია არ ჩამქოლავთ -
უკვე 15 წელზე მეტია ცალცალკე ვცხოვრობთ ქართველები, აფხაზები და ოსები, ერთმანეთს ბევრჯერ ვგლიჯეთ ხორცი და ვწოვეთ სისხლი (მომიტევეთ თუ ძალიან უხეში შედარებაა). მე მგონია, რომ კიდეც რომ შემოვიერთოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები მათ მოსახლეობასთან შერწყმა და ძველებურად ცხოვრება მაინც გაგვიჭირდება. ერთმანეთს იმდენი რამ დავუშავეთ, რომ არა მგონია შესაძლებელი იყოს მათთან ერთად ცხოვრება. სანამ ის და ჩვენი თაობა არ წავა ყოველ შემთხვევაში. მერე კი ვინ იცის... ისე მე კარგად მახსოვს, რომ აქ, თბილისში ზოგი ოსი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეროვნების გამო. მე თავად ვარ ოსურ-ქართული ოჯახიდან და ჩემმა მშობლებმა სწორედ ამ პრობლემის გამო დაანგრიეს ოჯახი. ისედაც სულ მესმოდა - აჰ - შენ ოსი ხარ? არადა მხოლოდ ჩემი პაპის-პაპა იყო სუფთა ოსი. თუმცა მე არც იმაზე მექნება პრობლემა წმინდა სისხლის ოსიც რომ ვიყო. არ მეთაკილება არანაირი ეროვნება, რადგან მიმაჩNია, რომ ეროვნება არ განსაზღვრავს ადამიანის ღირსეულობას. მოკლედ, ისევ გადავუხვიე თემიდან ხო, ისა, რას ვამბობდი? ხოო, როგორ ფიქრობთ ჩვენი ერთად ცხოვრება ისევ შესაძლებელია ოსებთან და აფხაზებთან ერთად?
-
ბავშვებმა? ერთI ლექსო ბაგრატიონია ბავშვი და მეორე მე არ გვინდა რა მაგ თემაზე საუბარი არც მე ვიცი წესიერად მანდ რა მოხდა და არც შენ რაც შეეხება აზრს. აზრო შენ მე მგონი არ გევასები ხო? აგრესიას ვგრძნობ ჩემდამი შენს პოსტებში და მეჩვენება თუ მართლა? შენ ვერ გაიგე მე კითხვა როგორ დაგისვი - მართლმადიდებლებს რა გაგვიკეთებია იმას კი არ გეკითხები, არამედ მართლადიდებლობის სახელით რა მომხდარა. აუ შეაყარე კედელს ცერცვიო - შენზეა რა ნათქვამი. როცა ადამიანს არ გინდა რამის გაგება მე კი არა მაცხოვარო რომ გამოგეცხადოს ისიც ვერ დაგაჯერებს. შენ უბრალოდ ის გინდა რომ შენს აზრზე გადმოვიდე? თუ რა არის? რაღაცა ფანატიკოსი ყრუ გამოგყავარ. ცოტა დაიხიე რა უკან - ორი წლის ბავშვს არ ელაპარაკები, ვერიდები პოლემიკაში ჩართვას და ნუ მიწვევ!
-
machkatela შენ კაცი ხარ თU ქალი? აუ მე რომ ქალი მგონიხარ იცი? რატომ - ვერ გეტყვი, უბრალოდ შენს პოსტებს ქალის აზრად აღვიქვამდი ყოველთვის :nekro:
-
Siknadmo ჯერ კიდევ საკითხავია მაშინ ვინ ვინ დაარბია!
-
აზრი მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პირამიდები უფოებმა ააგეს? მაგაზე მე, ასესინომ და ტატმა კინაღამ დავცხეთ მესამე მსოფლიო ომი პირიქით, გამოვრიცხავ საერთოდ მაგას მოკლედ მე და შენ ერთმანეთის არ გვესმის, სხვას ვამბობთ და სხვანაირად ვიგებთ!
-
maka ვაიიი, ჩემი ისაყვარლესი მოდელი. ჩემი აზრით ასეთი ლამაზი ქალი ჯერ არ დაბადებულა.
-
აზრი ქრისტიანებს რატომ აკვდები მაინცდამაინც? მე მგონია რომ ეს შინაგანი ბრძოლების და კომპლექსების ბრალია. მართლადიდებლობის სახელით რამე ცუდი გაუკეთებია ვინმეს? ინკვიზიცია კათოლიკეებს მოკითხე, მე რატომ უნდა გიპასუხო ამაზე ვერ ვხვდები. აი კითხვას ვსვამ - დამისახელე რა გაკეთებულა მართლადიდებლობის სახელით სარიცხვილო?
-
მდაააააააააააა!!! ვერაფერს ვიტყვი! უბრალოდ - არ წახვიდე რა!