-
პოსტები
990 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი dariala
-
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
dariala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხო, რახან ბიბლიაში ზუსტად მასე წერია ე.ი. მართალი ყოფილა ტიპი და რაღას ვერჩით. საკუთარი დედის დანახვაზე ნდომის ნერწყვის ყლაპვა სამაგალითო და კარგი ყოფილა! -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
dariala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ასეთი რამეები თუ წერია მაგ წიგნში მაგის ავტორს მთლად რიგზე ვერ უნდა იყოს. აუ მართლა რამდენი გაჭIრვებულია ამ ქვეყანაში. მე არ ვარ მომხრე ძალადობის, უბრალოდ ასეთი აზრების მატარებელი კაცი როგორც მინიმუმ საგიჟეთში უნდა იწვეს, რათა საფრთხე არ შეუქმნას სხვებს. საკუთარ დედაზე თU ერექცია აქვს, სხვაზე რა მოსდის ნეტა? -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
dariala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისა და მეზარება თან დროც არ მაქვს მთელი თემა რომ გადავიკითხო და გეხვეწებით ერთი მითხარით რა წერია იმ წიგნში,შინაარსია შეურაცხმყოფელი თუ სათაურზეა მარტო ამხელა ამბავი? პლზ რა, მითხარით. -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
dariala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აი ეხლა ვუყურებ განმეორებით ჩვენებას და სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში - დედა, რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე. უფასო ცირკია რა!!! -
აუ ისე ამ კაცზე ბევრია დამოკიდებული, იმედია დააცდიან!
-
აბა, აბა? დღემდე ვერ ვპატიობ ;) ჩემთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა
-
SSDK მაინც ფარსია ეს ყველაფერი, პირველად მაშინ დავკარგე ინტერესი მიშას ერთპიროვნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სიხარულიძეს რომ მივეცი ხმა და იმან კიდე სააკაშვილს რომ გადაულოცა.
-
ძიძიგურს როგორც პოლიტიკოსს ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორ ადამიანი ძალიან მომწონს და მიყვარს. ეგეთი ვაჟკაცობა ბევრმა დაიკვეხნოს მლიქვნელ ნაციონალებში, ყველაფერში და ყველაფრით მიშას რომ ბაძავენ. მე წეღან წავიკითხე დავითაშვილის კომენტარი - წერს, რომ წინა არჩევნებში ნაციონალების აქტივისტებმა მის ფანჯრებს ქვები დაუშინეს, მითხარით ეხლა 5 პატარა ბავშვი რომ გყავს სახლში რა უნდა ქნა ამ დროს? აღმაშფოთებელია ეს ყველაფერი და ჩვენი უმაქნისი საზოგადოება ალბათ ევროპასავით მორიგ შეშფოთებას გამოთქვამს და პირში წყალს ჩაიგუბებს. ფუჰ, გული მერევა უკვე ამ ყველაფერზე. არც ვაპირებდი და ამის მერე ხომ მგონი საერთოდ არანაირ არჩევნებზე აღარ წავალ!!!
-
დროჟიანი ცომი (ჩვეულებრივიც და არაჩვეულებრივიც ) ვიღებ დაახლოებით 500 გრამ ფქვილს და ვყრი ღრმა ჯამში. ცალკე ჭიქაში ვყრი კოვზნახევარ საფუარს, ცოტა მარილს(დანის წვერით რაც ამოვა), ერთ კოვზ შაქარს, ორ კოვზ ზეთს და ნახევარ კოვზ სოდას, ვასხამ ამ ყველაფერს ნახევარ ჭიქაზე ცოტა ნაკლებ თბილ წყალს და თბილს ადგილზე ვდებ ცოტა ხნით< სანამ მასა არ ამოფუვდება. მანამდე ფქვილს შუაში ვაღრმავებ და ვაყრი გემოვნებით მარილს. ანუ თუ მარილიანი ცომი გიყვართ ბევრ მარილს ვუკეთებ და თუ არა ცოტას აფუებულ დროჟიან მასას ვასხამთ ცომის შუაგულში და ვიწყებთ ცომის ზელვას, დროდადრო უნდა დავუმატოთ თბილი წყალი. წყალი უნდა იყოს ისეთი სიმხურვალის, რომ ოდნავ წვავდეს თითს. ძალიან ცხელი წყალის შემთხვევაში საფუარის შემადგენლობა ირღვევა და ცომი არ აფუვდება კარგად. როცა საკმარისი რაოდენობით მივაწვდით წყალს შემდეგ გადავიდეთ ცომში ფქვილის შეზელვაზე. ამისათვის დროდადრო ცომი უნდა ავწიოთ და ჯამის ძირზე მოვაყაროთ ხოლმე ცოტა ფქვილი, თან სულ უნდა ვზილოთ და ვზილოთ. ცომის სისქე უნდა ვაკონტროლოთ, ბევრი ფქვილის შეზელვის შემთხვევაში ცომი ძალიან მაგარი გამოვა. როცა ცომი მივა იმ მდგომარეობამდე, როცა აღარ ეკვრება ჯამიდ კიდეებს ე.ი. მზადაა. ამის შემდეგ დავისველოთ ხელები ზეთში და კიდევ კარგად გადავზილოთ. შევახვიოთ ცომი თბილად და დაველოდოთ აფუებას, წესით ორ საათში მაინც უნდა ამოვიდეს. როცა მაოფუვდება ზეთიანი ხელებით ისევ გადაზილეთ და 15 წუთი დაიცადეთ. ასე გააკეთეთ ორჯერ და უფრო კარგი ცომი გამოგივათ. ხო კიდევ ძალიან კარგია მაცივარში აფუებული ცომი, ანუ როცა მოზილავთ პირდაპირ შედგით მაცივარში. ძალიან ნელა ამოდის ასე , მაგრამ სამაგიეროდ ფუმფულაა.
-
კაცო მიგეწერათ სათაურში ნიუსტუდიო, მე არ შემოვდიოდი, ვფიქრობდი ნეტა ეს დეპრესა ვინღაა თქო და ჩვენი ნიუსტუდიე არ ყოფილა? გილოცავ, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს, მშვიდობას გისურვებ
-
დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მეცნიერებაში მოდერი, მაგრამ ზაფხულია ეხლა და ბავშვები სამი თვის მთაში მიმყავს მოდერაციაში მცირე გამოცდილება მაქვს, ადრე იყო ფორუმი ბუჰეჰე და ცოტა ხანს იქ ვიყავი ისტორიაში მოდერი რომ ჩამოვალ მერე იმედია კიდევ გექნებათ ვაკანსიები :|
-
ამ გვერდზე პირველივე სურათიანი პოსტია ეგ ნამცხვარი, ძალიან გემრიელია და ხშირად ვაკეთებ ბანანისა და ქოქოსის ნამცხვარი
-
ხო ეხლა მოკლედ: 1) მოზილავ ჩვეულებრივ დროჟიან ცომს, ძალიან სქელი არ უნდა იყოს, არც ძალიან თხელი. საშUალო სისქის. 2) როცა ცომი კარგად გაფუვდება, ერთი-ორჯერ ჩაზილე და დააცადე, რომ ისევ გაფუვდეს. 3) გაყავი ცომი სამ-ოთხ საშუალო ზომის გუნდად, მიეცი ბურთის ფორმა და დადე ცოტა ხანს ფქვილიან დაფაზე, რომ იქაც გაფუვდეს. 4) აიღე ერთი გუნდა და გააბრტყელე ორი სანტიმეტრის სისქეზე, მიეცი ოვალური ფორმა. 5) დაფშვნილ ყველს შეურიე ერთI კვერცხი და ცოტა წყალი, იმისათვის, რომ გამოცხობისას ყველი ხაჭაპურში არ გამაგრდეს. თუმცა ძალიან თხელიც არ უნდა მოგივიდეს. 6)გაბრტყელებულ ცომზე გაანაწილე ყველი ისე, რომ გვერდებზე ორი სანტიმეტრი ცარიელი ადგილი დარჩეს.შემდეგ ეს ადგილები უნდა გადმოაფარო ყველიან ნაწილს და ბოლოები შეკრა. ანუ აჭარული ხაჭაპურის ფორმა უნდა მისცე. 7)ცომზე გადაუსვი ათქვეფილი კვერცხი და შედგი გაზქურაში. 8)როცა შეატყობ, რომ ხაჭაპური მზადააა გამოიღე და სუაგულში ჩაახალე ერთი კვერცხი და სამი წუთით დააბრუნე გაზქურაში. 9) როგორც კი გარეთ გამოიღებ ხაჭაპურს ეგერევე ჩაუდე შუაგულში სასურველი ზომის კარაქის ნაჭერი. როცა შეგრილდება მიირთვი თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ წესით კარგი უნდა გამოგივიდეს. სატურნ შენ რომ მითხარი ბანანის და ქოქოსის ნამცხვის რეცეპტი ის საკონდიტრო ნაწარმის თემაში მიდევს და მერე დრო როცამექინება დაგილინკავ
-
asesino_141 ცოტა ხანს თუ მოიცდი მე დაგიწერ დაწვრილებით რეცეპტს, ოღონდ ეხლა ვერა, სტუმრები მყავსდ ა საღამოს გპირდები რომ მოგწერ თუ ვინმე მანამდე დაგიწერს ხო, თუ არადა ჩემი იმედი გქონდეს ;)
-
დღეს გავაკეთე ე.წ. ვინეგრეტი და კიდო ბანანისა და ქოქოსის ნამცხვარი ფოტოები არ მაქვს, თOრემ რავა დაგზარდებოდით უკვე შეიჭამა
-
Roman აჰა, გასაგებია მე ლინუქსი, ფედორა და საერთოდ ყველა მსგავსი უნიქსის შთამომავალი მეგონა, თუ სხვა რამე იყო არ ვიცოდი. მინდა რომ სხვაც ვცადო, ფედორა უბუნტუს მსგავსად ყენდება? რამე გაუთვალისწინებელი ხომ არ მელის?
-
ერთი კითხვა მაქვს, უბუნტუზე ვერანაირ ფილმს ვერ ვინახავ, როცა ვაჭერ გადმოწერას პირდაპირ უშვებს. ანუ ფაილს ვერ ინახავს, როგორ უნდა მოვიქცე, ბავშვები უნდა წავიყვანო რაიონში დამინდა რომ მულტფილმები შევუნახო კომპიუტერში.
-
irusha არ დანებდე ჩემო კარგო კულინარიული შესაძლებლობების გამო თუ არა, შენი თვალების გამო მაინც მოგიყვანენ ცოლად ასე რომ როგორც იტყვიან თავი ქუდში გაქვს
-
საწური კი მქონდა, მაგრამ ჩემი საქმროსთვის ვაპირებდი მეჩვენებინა თუ რა ხელმარჯვე და სწრაფი ვარ მერე ის მაკარონი გადავყარე და კარტოფილი შევუწვი, იმას თუ შემწვარი ერქვა ნუ ეხლა შეიძლება ითქვას, რომ მაშIნდელი ფსიქოლოგიური ზარალი ეხლა ასმაგად ანაზღაურებულია
-
I Love Linux ვაა, რა მაგარია, თქვეენც ღმერთMა მოგმადლოთ ჯანმრთელი პატარა ტუკი-ტუკი და უფროსი ტუკი-ტუკებიც კარგად გიმყოფოთ პ.ს. ტუკი-ტუკი ჩემი მოსაფერებელი სიტყვაა, ყველა ბავშვს ასე ვეძახი ხო და ყველაზე კარგი უნიქსის პროდუქციაში რომელია? ანუ რა გაგებით ვამბობ იცი? ყველაზე მოსახერხებელი სახლში მჯდომი ადამიანისათვის, რომელიც იყენებს ოფისს, გრაფიკულ რედაქტორს.
-
Private Nodari რატომაც არა, თუ ცოლს რაღაც მიზეზის გამო არ შეუძლია მაშინ ქმარმა უნდა გაამზადოს საჭმელი მახსოვს ჩემი ქმარი ჩემი ფეხმძიმობის პერიოდში ხინკლის ცომს თავად ზელდა, ასევე წვავდა კარტოფილს და ჭრიდა პურს მაგრამ ეხლა ნურას უკაცრავად
-
სანამ ცოლად გავყვებოდი ჩემს ქმარს (მაშინ საქმროს) უმი კარტოფილი ვაჭამე და კიდევ მის თვალწინ ერთი ქვაბი მოხარშული მაკარონი ჩამეყარა ნიჟარაში (ვწურავდი ჩემი ჭკუით ) მაგრამ გარისკა და ცოლად მომიყვანა, მგონი არ უნდა იყოს ეხლა უკმაყოფილო
-
I Love Linux არა არ მწყენია ეგეთი კიდეც რომ ვიყო არ ვიდარდებდი, რადგან უკვე გათხოვილი ვარ და სამი შვილიც მყავს რა უნდა გკითხო - უნიქსის სხვა დისტრიბუცია რომ დავაყენო დრაივერებს მაინც არ მომთხოვს?
-
ადამიანის ასე წყობიდან გამოყვანა თუ შემეძლო არ ვიცოდი, კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი საკუთარ თავზე და ეხლა გავიგე, დიდი მადლობა ამისათვის. რა უნდა ვთქვა ისიც არ ვიცი! ცხოვრებაში კაცისგან ასეთი სიტყვები არ მომისმენია და აჰა! ეს გაკვეთილიც ჩამიტარდა იმედია ბოლოა
-
avtandili არ ვაპირებდი თქვენთვის პასუხის დაბრუნებას, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი პოსტია, რომ ვერ გავუძელი ცდუნებას ჩემი სულ პირველი პოსტი ამ თემაში ცუდი განზრახვით არ დამიწერია. რატომ გაწიწმატდით ვერ ვხვდები თუმცა მესმის მწარეა სიმართლე :018: ჩემამდე სხვა უზერებმაც დაგცინეს, მაგრამ რატომღაც მარტო ჩემმა პოსტმა გაგაღიზიანა, რა არის ეს? დაბალი ღობის პრინციპი? თუ გოგოა და ვერაფერს დამაკლებს-მეთოდი? რატომ გგონია, რომ ჩემი თავის რეალიზაციას ვერ ვახდენ, ამ ფორუმზე რომ ვარ და თქვენ რომ გელაპარაკებით იმიტომ? თქვენნაირებს თუ არ ვეყვარები ჩემთვის ეს დიდი ტრაგედია არ არის. ხო აბა რაა - თქვენ ახდენთ თქვენი თავის რეალიზაციას - თავს იგიჟებთ ქართველი რეპერების გულისთვის, დიდი რამეა ეს გეთანხმებით, აბა ქართულ კულტურას ხომ უნდა გადარჩენა. ვაი დედაა!!! რაც გინდათ ის გიქნიათ გინდა რეპისთვის მოგისმენიათ და გინდა თუნუქის ჯამების რახუნისათვის, თქვენი ნებაა, ეს ორი მაინც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.