Jump to content
Planeta.Ge

dariala

პლანეტელი
  • პოსტები

    990
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი dariala

  1. lasha1997 ამაზე კარგიაო მარტო იდიოტი თუ იტყვის. ორგანულად უცხო ენას გვაძალებენ, ლამის დედა ენა ასწავლონ ბავშვებს ინგლისურად. თუმცა ნებისმიერი უცხო ენა საჭირო და გამოსადეგია. ეეხ, რა მაინც ვფიქრობ, რომ გერმანულის სწავლას ინგლისური მესწავლა ჯობდა
  2. ვაიმე, ბიჭავ, ვაიმე, ბევრს ნუ იტირებ ძალადა, არ მოგიხდების ვაჟკაცსა, ცრემლები გაქცევს ქალადა არც ირონია შეშვენის კაცსა ქამარ-ხანჯლიანსა როდგან უღრუბლო ზეცაი სჯობს ცასა ავდარიანსა ძლიარ კი სიტყვებს იჩემებ, სხვისას უწოდებ ფაფასა, რადგან ინგლისურსა ურევ მად არახუნებ დაფასა? შენი ლექსები აკითხე მარიშასა და თიკასა ანდა სჯობია მიხედო ქართულსა გრამატიკასა
  3. რაია ხმლით რომ მემუქრი, გაცლას რომ ითხოვ ჯიქურად, დიაც ვარ, ცოტა დამითმე განა მე ვუბნობ ქისტურად. მელექსეს უნდა უჭრიდეს სიტყვები ვითა ხმალიო, მაგრამ ხანდახან ეს ხმალი უნდა ჩნდეს როგორც ხამლიო მე მზად ვარ ჩემო ძმობილო სიტყვა რომ გითხრა გზიანი, ღმერთმა წყალობა მოგმადლოს, დღეები მუდამ მზიანი
  4. ნამდვილ პოეტსა ძვირფასო, არ ედარდება მარკები, მისთვის მთავარი სურვილი -სიტყვაა დანაქარგები
  5. თუმცა კი ძლიერ ტრაბახობ სიტყვათა გადაბირებით, შენ რა გგონია ტოლ არ გყავს და შენს თავს ეშაირები?
  6. განსხვავება ისაა, რომ ინგლისური ბევრად მეტად გამოგვადგება... ისე ვნანობ გერმანულს რომ შევალიე წლები, ინგლისურის მარტო ხაუ არ იუ ვიცი ამხელა ქალმა... დროც აღარ მაქვს
  7. ეს პატარა ელენიკოა, ერთი წლისაა ჯერ ბიჭს გავს, ამიტომ მე ელიზბარს ვეძახი http://s40.radikal.ru/i088/1009/87/5c37a88c422a.jpg http://s56.radikal.ru/i153/1009/36/841e8afe386d.jpg http://s56.radikal.ru/i154/1009/0d/8ab10b197892.jpg ეს კი მე გერგეტში, როგორც ადგილობრივები ამბობენ ფშანთ პ.ს. ამ სურათში სადაც კი ბავშვს დაინახავთ ყველა ჩემია http://s53.radikal.ru/i139/1009/e4/3390dd97ce63.jpg
  8. გიორგი68 მეც მაგას არ ვამბობ? მაგრამ აგერ მეუბნებიან - მე მგონი შენ პრომიშური ორიენტაციის ხარო GeoStream რას სჩადიოდნენ ჩვენი მეფეები და ქვეშევდრომებს ცოლებს ართმევდნენ და როცა მოყირჭდებოდათ ისევ მიართმევდნენ მერე... და ა.შ.
  9. DonCaredo ნუ ეგ იმ ფრაზას გავს - "იმერელი ვარ, მაგრამ აფერისტი არ ვარო" მარტო მიშისტი კი არა საერთოდ არავისტი არ ვარ - ჩემი ოჯახისტი და ჩემი ქმარ-შვილისტი ვარ, ხო კიდე ასირიოლოგისტი proletari არ არის გრეხი, უბრალოდ ჩემი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირე - რა გრეხია?
  10. Siknadmo კაცო თავისია ის სახლი (დროებით) და საკუთარ ეზოში ტრუსიკიანს ვეღარ უვლია? :D პ.ს. აუ აზრზე ხარ? რა დრო მოვიდა - მიშას ვიცავ
  11. kisa ხოო, იმ თემაში აზრის გამოთქმის ხალისი დავკარგე მართლა არ არის ლამაზი, ქვეყნის პრეზიდენტს მეტი თავდაჯერება მართებს, მაგრამ ხომ იცი - ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო - როცა ნასვამი, ან რამე ნარკოტიკული პრეპარატის მოქმედების ქვეშ ხარ ვერ აკონტროლებ თავს...
  12. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მომწონს ეს ფოტო და აღფრთოვანებული ვარ ჩვენი მიშიკოს გარდასახვით უბრალოდ გართობის უფლება ყველას აქვს, ჩვენი მეფეები ისეთ რამეს სჩადიოდა ზოგი - ეს ფოტო უწყინარი კრავის კიკინია მასთან შედარებით სიკნადმო - რას გულისხმობ უზრდელურ კლიპში?
  13. Siknadmo მართლადიდებელი როგორ არ ვარ, ეს რა შუაშია
  14. ჯერ ვიდეო ისეთი ფოტოთი იწყება ეს რბილი ლ-ები სულ დაგავიწყდება კაცს თან ეს ელიტური უკვე დამკვიდრებული ცრემლის მოწმენდები ხომ მკლავს
  15. არ ვარ მიშისტი, მაგრამ იქნება და დათვრა ცოტა და გაერთო, რა მოხდა არ აქვს უფლება?
  16. ეეხ, ზოგს არც ეგ უშლის ხელს ღორობაში არა მარტო რუსები, ქართველებიც ეგრე ვართ არავითარი რელიგია - ადამიანი ადამიანისათვის მგელია!
  17. 20 წლის გოგონას სასწრაფოდ სჭირდება მეორე უარყოფითი ჯგუფის სისხლი, მხოლოდ ეს სისხლი შეიძლება გადაუსხან, გოგონა ლეიკემიით არის დაავადებული. გთხოვთ, დარეკეთ ამ ნომერზე:899 67 55 63– ეს დედამისის ნომერია.––კიდევ ერთი თხოვნა მაქვს: გაავრცელეთ ეს ინფორმაცია რამდენადაც …შეძლებთ...მადლობა
  18. რა მნიშვნელობა აქვს პარადს მოაწყობენ თუ პანაშვიდს, მაინც იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან ე.წ. იტალიური სიყვარულის მომხრეები. მაგ პარადით მათ რიცხვს არც მიემატებიან და არც მოაკლდებიან, ერთი ეგაა დიდი შანსია პროვოკაციების მოსაწყობად.
  19. ეგ ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ნებისმიერ პოლიტიკოსზე მეტი მხარდამჭერი ყავს და ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში.
  20. დაუჯერებენ პატრიარქს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მომხრე მას ყავს
  21. ისე სულ მაინტერესებს რა მდგომარეობაა ეხლა ჰაიტიში, ჯერ იყო და აგვიკლეს ტელევიზიით, სულ მაგას აჩვენებდნენ - ხალხი დეპრესიაში ჩავარდა, ეხლაა და სულ აღარაფერს ამბობენ. როგორ არის იქ ხალხი, რა ხდება, კიდევ ხომ არ არის ბიძგები? იცით ვინმემ რამე?
  22. ვაახ, მართლა? და რატომ? რატომ დასდევდნენ? აუ რა გადარჩენილი ვარ ხოდა ამის მერე კიდე იძახი შენ რად გვინდა ასეთი კანონიო
  23. ნუ აზვიადებ ეხლა შენ იმ კანონში საუბარი იქნება ალბათ მართლაც სერიოზულ ფაქტებზე. აბა ეხლა ჭურჭლის არ-გარეცხვისთვის არავინ დაიჭერს ადამიანს. მოცემული იქნება ალბათ პუნქტებად თU რა უნდა ჩაითვალოს დანაშაულად და რა არა! ისე ნეტავ საქართველოშიც შემოიღებდნენ მაგ კანონს - აი გუშინ ორსული ქალი რომ ცემა ქმარმა - იმას სამუდამო უნდა მისცე საერთოდ. სულ მიკვირდა ორსულად რომ ვიყავი და ტრანსპორტში რომ არ მითმობდნენ ადგილს და რომ მეჯახებოდნენ ქუჩაში. ეგეთებს საკუთარი ცოლი არ ეცოდებათ და მე ვინ შემიცოდებდა. ხოდა ასე რომ ყველა კაცი კაცი არ არის, ამიტომ საჭიროა კანონი მათ წინააღმდეგ!
  24. maggo222 გამადლობ, რომ გვირჩიე, მაგრამ აი ჩემი რჩევა - თავი დაანებე მაგ საიტს, მეც ეგრე მეგონა თავის დროზე, მაგრამ შევცდი. 170 დოლარი მაქვს ანგარიშზე და ერთი წელია ველოდები თანხას. ერთი წელია მეუბნება აუდიტშია თქვენი მოთხოვნაო. მერე გავიგე, რომ ერთერთI გადამდები საიტია. ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე - აი შენ თU ამიხსნი ფულს როგორ იღებ მანდედან და თU მიგიღია საერთოდ მაშIნ 100 ხინკალს ვიკისრებ, თან სახინკლის ნაგავს კი არა - ჩემი ხელით გაკეთებულს აი ამას მიწერს - უკვე ერთი წელია You already have a Payment request in audit, you can only request one at the time.
  25. შეურაცხყოფის ფორმა იქნება გათვალისწინებული მაგ კანონში, ბოლო ბოლო მაგ კანონის შექმნაში თავად მამაკეცბი არ მონაწილებდნენ? ვინ მოჭრის ტოტს, რომელზედაც ზის? ისე კი აი მაგალითად კახეთში ქმარიმა ორსული ცომი ცემა იმიტომ, რომ ტაქსით მივიდა სახლში, მერე კი ნაჯახით გამოეკიდა და ძლივს გააგდებინეს ხელიდან. არ არის დასაჭერი ასეთი მხეცი?
×
×
  • შექმენი...