-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
Nukriko შენ როგორც ჩანს კარგად გხსომებია სიტყვები: "ითხოვეთ და მოგეცემათ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ..."
-
კარგი პასუხი იყო. არ მოველოდი ნუკრიკუკუნასგან ასეთ კარგ პასუხს. ვორნი +20%
-
qeti32 გულისტკივილი რატომ უნდა მქონდეს ამათნაირების "მოღვაწეობაზე" იქნებ ამიხსნა? http://s47.radikal.ru/i117/1108/b5/fefe1e2ac8f6.jpg
-
qeti32 და რა იცი რომ არ ჩავიხედეთ საკუთარ გულში? ვინმე სიმართლეს რომ იტყვის, ეგრევე დაიწყებთ, საკუთარ გულში ჩაიხედეთ, სხვისას რატომ აღნიშნავთ და ა.შ. სიმართლე უნდა ითქვას. ესაა და ეს.
-
Siknadmo ვერის ლურჯ ტაძრარში ამავე ტაძრის წინამძღოლია დეკანოზი საერო სახელით ვახტანგი გვარი აღარ მახსოვს, მნათეს სულ დედის პირი აგინა და საცემნელად იწევდა მნათე კი 17-18 წლის ბავშვი იყო, ძლივს დავაშოშმინეთ ეს თავხედი ავაზაკი მთვრალი იყო ლუდისა და გამომშრალი თევზის სუნად ყარდა, უნდა დავახრჩოო ღრიალებდა და არ იცით რატომ? ვიღაც უნდა მოენათლა, მნათემ კანდელში ნახშირის ნაცვლად რაღაც ჩაყარა და შუა რიტუალში რო ატეხა გინება, ეს რა ჩაუყრია ამ სატანის შვილსო მოსანათლი თავის ნათლიებთან ერთად მღვდლის დაწყნარებას უნდებოდა. Ucnobi ეხლა ალბათ იტყვის Siknadmo შენი არ მჯერა, ფაქტი დაიდოსო (!) სუფთა ანეკდოტები არიან რაა...
-
FRIDRIX გაგიზარდოს ხელფასიო კი არ უნდა დაგეწერა, არამედ დაგინიშნოსო. ამ ფორუმზეც ვყოფილვარ მოდერი მაგრამ ხელფასი არასოდეს არავის დაუნიშნია ჩემთვის. (თუმცა არც არასდროს მომითხოვია).
-
FRIDRIX რკინის ნერვები მაქვს, მართლმადიდებლებმა გამომიმუშავეს. კლიპი, რომელიც დადე, მაგარი იყო. თუმცა, დამშვიდებისთვის არ მომისმენია მაგ კლიპისთვის, საკმაოდ მშვიდად ვარ მთელი დღე, როგორც ყოველთვის. ამ წუთას ამ სიმღერას ვუსმენ:
-
Siknadmo ფორუმზე განთავსება რო შველოდეს მასეთი მღვდლების ეკლესიიდან გამოპანღურებას, რაღა გიჭირთ მართლმადიდებლებს. ფორუმზე კი არა, წადი დაიარე ეკლესიები და რამდენიც გინდა იმდენს ნახავ მასეთ. თვალებში ნაცარს ან სხვებს რად აყრი, ან შენ თავს? გადირევი რაა კაცი... ისე იცოდე, მალე მოეღება ბოლო ვაი ქრისტიანობას.... დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები...
-
Siknadmo აუფ რახან თქვენ თვლით რომ ღმერთი სამებაა, ეგ არ ნიშნავს რომ მართლა მასეა. ;) თქვენ რას თვლით და როგორ, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქრისტე არ ქადაგებდა სამებას. ბიბლია არ ასწავლის სამება. ბიბლიაში ერთხელაც კი არ მოიხსენიება ეგ თქვენი სამება. მიზეზი მარტივია: სამება არაა ბიბლიის სწავლება და არაა ბიბლიის ღმერთი. ახლა რამდენიც გინდათ ჩათვალეთ, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა, ვინც თავს ქრისტიანად იცხადებ მაგრამ ბიბლიას არ უსმენს, ცდება. რა არ იცოდი? არსად დამიწერია მხოლოდ მე ვარ მართალითქო. მოეშვი დემაგოგიას და პროვოკაციას. მართალი რწმენა აქვს იმას, ვინც სამების ნაცვლად, ბიბლიის ერთპიროვან ღმერთს აღიარებს. ასეთები კი მილიონობითაა. ქრისტიანებს სამების არ სწამთ. წაიკითხეთ ბიბლია და პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანთა შორის, ერთი ვინმე მაინც დამისახელეთ, ვინც თქვენსავით სამების თაყვანისმცემელი იქნებოდა. ვერცერთს ვერ დამისახელებ. თქვენ: მართლმადიდებლებმა, კათოლიკებმა და პროტესტანტებმა, ქრისტიანების ღმერთი - მამა, სამსახოვან საიდუმლოებით მოცულ ღვთაება "სამებაში" გაცვალეთ. შესაბამისად ქრისტიანები არ ხართ, უბრალოდ გქვიათ "ქრისტიანები" (ბრჭყალებში).
-
Siknadmo მაოთხე საუკუნეში შეთხზულ დოგმატს რომ ორივე მისდევთ, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები, ეგ ახალი არაა, მაგრამ რადგან თქვენ და პროტესტანტებიც, სამების თაყვანისმცემლები ხართ, ეგ არ ნიშნავს რომ ღმერთი სამებაა. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ თქვენ არ ხართ ჭეშმარიტი ღვთის განმსაზღვრელი ორგანო. მარა ვერ იგებთ. გაბღენძილები ჯიპებში რომ გაიჭიმებით, თავი რომ მოგაქვთ ქრისტეს მდივნებად, მასე სადაა. მეორეც, როდის აქეთ განსაზღვრავს უმრავლესობა ჭეშმარიტებას? აქაო და მართლმადიდებლები, კათოლიკები და პროტესტანტები სამებას ვაღმერთებთო, სწორიაო ამბობ. მასე ოქრო, მუსლიმები მართლმადიდებლებზე ბევრნი არიან, მარა ეგ იმას კი არ ნიშნავს, რადგან ბევრნი არიან და ალაჰს ეთაყვანებიან ესე იგი ალაჰია ღმერთი. ცოტა დაუფიქრდი მაინც რაებს წერ. მესამეც, სექტაო ახსენე. სექტა აქ არაფერ შუაშია. ეგ არის ინტრიგანობა რასაც შენ აკეთებ. მე არც სექტანტი ვარ, არც რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი თუ მიმდევრაი. ასე რომ არაა საჭირო გამომწვევი, ინტრიგანული და დემაგოგიური ფრაზების სროლა. თუ ხარ მორწმუნე, (ყოველ შემთხვევაში თავს დებ), მაშინ ნება იბოძე და მამაოებს კი ნუ მიბაძავ გაბღენძილობაში, ძველ ბიჭობაში და ქაჩვაგაწევაში, არამედ ქრისტეს მიბაძე და ქრისტიანულად წერე. ნაშოლსა მნე ხრისტიანინ რაა
-
Ucnobi სწორს ეუბნები ჩვენს სიკნადმოს. მაგათი ცოდვილი და სამარცხვინო საქმეები ყველასთვის ადვილი დასანახია. არადა თავი უცოდველ ანგელოზებად მოაქვთ, ვაი.. ვაი ... ვაი მაგათ პატრონს...
-
აბა სექტის მიმდევარი ხარ? თანამშრომელო შენ დაწერილის აღქმის პრობლემა ხომ არ გაქვს? აკი დაგიწერე რელიგიური არ ვართქო. მოეშვი ინტრიგობანას, რამე არ გამომტყუო.
-
Ucnobi შეგიძლია არ დამეთანხმო, პრობლემა არ მაქვს, თუმცა კაია რომ მეთანხმები. მლიქვნელების ეკლესიაში არაა. მე რომ გითხრა სადაა, არასწორი იქნება, რადგან თავად არ ვარ იქ, სადაც ხსნაა. ამიტომ ჯობს თავად ეძებო. თუ იესოს სიტყვებს კრიტერიუმად მივიჩნევდით, მაშინ შენი მხრიდან, ძიება წარმატებული იქნება, რადგან იესომ თქვა: "ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს? ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!"
-
მე კიდე ქართული, მშობლიური!!! ვოტ ტაკ!
-
Ucnobi შეგიძლია მასე მოიქცე, რადგან ყველა ადმაიანს აქვს თავისი სუბიექტური აზრის გამოხატვის უფლება. ახლა კი რაც შეეხება თემას: ადამიანი იმისთვის არაა მოვლენილი რომ გამოიცადოს და მერე ან ცაში (სამოთხეში) გაფრინდეს, ან ჯოჯოხეთში ჩააყირაონ თავით. ეს ზღაპრები მღვდლების მოგონილია ხალხის დასამორჩილებლად, გასაკონტროლებლად და ფულის საკეთებლად. სინამდვილეში, ადამიანი იმისთვის მოდის ამ ქვეყნად რომ ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროს. ამაში კი უმთავრეს ხელის შემშლელ ფაქტორს ცრუ რელიგიები წარმოადგენენ, რომლებიც ადმიაანებს კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ მას, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ცრუ რელიგიის წონამძღოლები, (ანუ მამაოები) ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ. იფართოებენ ფილაქტერიონებს და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს; ამასთან ერთად, უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები ეკლესიებში; აგრეთვე უყვართ და სიამოვნებას გვრის მოედნებზე რომ ესალმებიან და ხალხი რომ მამაოს უწოდებს. ანალოგიურად აღწერა იესო ქრისტემ თავისი დროის რელიგიური წინამძღოლები: მათე 23:4-7. ასე რომ, გონიერი ადამიანები არ დართავენ ნებას ცრუ რელიგიის წინამძღვარებს თავიანთი ამბიციების დაკმაყოფილებას ალალ ხალხზე... იცდებიან იცხოვრონ პატიოსნად, ადმაიანურად და კეთილსინდისიერად და შეეცდებიან ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ, ნაცვლად იმისა ამა თუ იმ ცრუ რელიგიას დაემონონ...
-
თანამშრომელო, მე არ ვარ რელიგიური. შესაბამისად არცერთი რელიგიის მიმდევარი არვარ.
-
Ucnobi ნელნელა გაიგებ საიდან ვიცი და როგორ. ის რაც სისულელეა, ყოველთვის აღვნიშნავ, მაგრამ ამას იმიტომ არ გავაკეთებ რომ შენ გაწყენინო ან დაგამცირო. არ მეწყინება თუ კი იტყვი სისულელეაო, თუმცა არ დაგავიწყდეს რომ თუ მსგავს რამეს იტყვი, დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს. კარგია თუ არ იჯერებ, მაგრამ ეგ ნელნელა გამოჩნდება. ეგეც გასარკვევია, რას ეძახის "სულს" და რას "სასუფეველს". რა დაგისაბუთო? რა გაინტერესებს დაწერე და სიამოვნებით. ოღონდ გახსოვდეს, რომ თუ შენში გულწრფელი ინტერესი აგ გამოჩნდება, დროს არ გავფლანგავ. არ უნდა გეწყინოს როცა სისულელეზე ვინმე გეტყვის სისულელეაო. სულის უკვდავება არაა ბიბლიური სწავლება და გინდ გეწყინოს გინდ არა და თუ გინდა, გინებადაც ჩამითვალე.
-
Ucnobi რა აღმსარებლობის ხარ? ვიცი რომ მართალს ვამობ. ქრისტეს დაარსებული კრება არასოდეს იტყუება მართალი ხარ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია იტყუება, როცა ადამინებს სულის უკვდავებას ასწავლის, სამების არაბიბლიურ დოგმატს ჩასძახებს და ხატების თაყვანისცემას ასწავლის. ასე რომ...
-
Ucnobi ამაში გეთანხმები. დღეს ბევრს (ვიცი შენც მასე გჯერა) ჰგონია (განსაკუთრებით მართლმადიდებლებს) რომ რაღაც უკვდავი სული აქვთ და სიკვდილის შემდეგ სადღაც გაფრინდებიან, ან აფრინდებიან (ცაში, ცათა სასუფეველში და ა.შ.). სინამდვილეში ადამიანი თვითონაა სული და მას არ აქვს უკვდავი სული. რეალურად კი, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თავის თავში რაღაც უკვდავი სულის არსებობის სწამს, მოტყუებულია ეკლესიის მიერ, ანუ შეცდომაშია შეყვანილი. ეკლესია თავისი "ეკლესიის მამებით", ბიბლიის უკუღმართი განმარტებებით, ხალხს შთააგონებენ რომ უკვდავი სული გაქვთო. ეს სული დაგტოვებსო როცა მოკვდებიო და სინამდვილეში კი არ მოკვდებიო, სადღაც გააგრძელებ სიცოცხლესო. ცოდვილები ჯოჯოხეთში ეწამებიან უსასრულოდო, კეთილები და ვითომ უცოდველები კი სამოთხეში, ცაში წავლენ ღმერთთანო. ამას ხალხის გარკვეული ნაწილი იჯერებს. ასრულებს ეკლესიის შექმნილ არაბიბიურ ადათ-წესებს, იმძიმებენ ცხოვრებას ამ წესების დაცვით, რაც სინამდვილეში მამაოების შექმნილია და არა ღვთის მოთხოვნა. ცხადია ეს რაც დავწერე, მართლმადიდებლებს არ მოეწონებათ, გაბრაზდებიან, ეგ როგორ გაბედეო, ჩვენი რწმენა და ჩვენი "ეკლესიის მამაოები"-ს სწავლებები ეჭვქვეშ როგორ დააყენეო და წავიდა მერე აგრესიული პოსტები. იმის ნაცვლად გაერკვნენ რა მნიშვნელობებით გამოიყენება სიტყვა "სული" ბიბლიაში და ბიბლიის სწავლება აღიარონ, ბრმად მისდევენ "ეკლესიის მამების" გაუკუღმართებულ ახსნა-განმარტებებს და თავსაც იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ. ამ ყველაფერზე კი რამდენიც გინდა აუხსნას ადმაიანმა მართლმადიდებლებს, მაინც თავის აზრზე რჩებიან, რადგან არ სურთ ოიექტურად განიხილონ ეს საკითხები და სიმართლე ირწმუნონ. უბრალოდ ტრადიცია ტრადიციაა, ვერ ღალატობენ. ამას სხვა ფაქტორებიც მოსდევს და არიან ასე, თავსაფარ წაკრულები, სიკვდილის მოლოდინში და არარეალური უკვდავი სულით ცაში გაფრებისთვის. ამ დროს, რა საცოდაობაა როცა ადმაიანს მასე აჯერებენ არარეალურ რაღაცეებს და მთელი ცხოვრება, დაღვრემილები, მარხულობაში და არასაჭირო ეკლესიური ადათწესების დაცვაში ატარებინებენ.....
-
Ucnobi ერიჰა იმიტომ დავწერე რომ სისულელეა ის რაც შენ დაწერე. მე არარეალურ რაღაცეებს არ ვიჯერებ. ერთია შენ გწამდეს რაღაცის, მაგრამ სხვამ იცოდეს რომ რაც გწამს არაა რეალური. სულ ესაა. ცინიზმი არაფერ შუაში არ იყო.
-
ცათა სასუფევლიდან. მაგრამ მხოლოდ მე არა შენც 'Ucnobi' ერიიჰაააა
-
Siknadmo ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს, მაგრამ ყველა სიკვდილის შვილებივართ და ტყუილად გაქვს იმის იმედი რომ ცაში გაფრინდები და მარადიულად იცოცხლებ.
-
Ucnobi და რომელი ქვეყნიდან ხარ მოვლენილი?
-
Ucnobi ხო, ეხლა მივხვდი რასაც ამბობდი. თუმცა, მეც გეტყვი ბარემ, რისი თქმაც მსურდა: ხო, ამაშიც გეთანხმები, მაგრამ პიროვნებამ (იესო ქრისტემ) რომელმაც თავდაპირველად თქვა, მხოლოდ პურით ვერ იცოცხლებს ადამიანიო, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვითო, ის გულისხმობდა იმას, რომ ბერდნიერი რომ იყოსო ადამიანი, ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვებითაც უნდა იკვებებოდეს და არა მხოლოდ პურითო. აი ამის თქმა მინდოდა შენთვის. თორემ რასაც ქვემოდ წერ, მართალს წერ და გეთანხმები:
-
Ucnobi მანდ არ წერია პური არ ითხოვოთო, საიდან დაასკვენი ეგ. მანდ ნათქვამია რომ მხოლოდ პურით ვერ ცოცხლობს კაციო, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვითო. მაგაში გეთანხმები ხო.