Jump to content
Planeta.Ge

Lev!

პლანეტელი
  • პოსტები

    21
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია Lev!

  • დაბადების დღე 03/10/1993

Profile Information

  • Gender
    Male
  • Location
    საქართველო, თბილისი.
  • Interests
    თავის ფლობის, ემოციური ბუნების, უარყოფითი ვიბრაციების მართვის მეცნიერება.

Lev!'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. დღეს, 2011 წლის პირველი აგვისტოდან, ძალაში შედის ახალი ტიპის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (ბიომეტრული პასპორტი წარმოადგენს ჩვეულებრივ პასპორტს, რომელსაც დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი, ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად. ბიომეტრული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. სპეციალურად, ბიომეტრული პასპორტებისათვის შემუშავებულია ICAO სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ქვეყანა რომელსაც გააჩნია ბიომეტრული პასპორტი.) ამჟამად დაწყებულია მრავლად, მითქმა - მოთქმა ამის შესახებ.. ვიღაც ამბობს: „ეს ის არ არის, რომელზეც მოციქული გვაფრთხილებსო“; სხვა იტყვის: „ყდაში ჩატანებულ მიკროჩიპში ზის ეშმაკი, რადგან 666 ამ ციფრებით არის კოდირებულიო" - მე კი, ზოგიერთთაგან ერთ - ერთი ასე ვიტყოდი: „ არც ამ ახალი ტიპის ბარათებში ზის ეშმაკი, რომელიც წინამორბედია განვითარებული მიკროჩიპისა და არც თავად იმ განვითარებულ მიკროჩიპში, როცა შემოვა მოხმარებაში. “ პავლეს ეპისტოლენი - გალატელთა მიმართ თავი მეხუთე „ თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს. “ რაკი ვიცით, რომ თავისუფალი არსებები ვართ, ალბათ მოგეხსენებათ რომ მაცდურმაც იცის ეს. თუკი არ ვიქნებოდით თავისუფლები, მაშინ არც მას შეერქმეოდა მაცდური, ვინაიდან არ დასჭირდებოდა ჩვენი ცდუნება. პასპორტის ან სამომავლო, აპოკალიპსური ჩიპის მიღება კი არა, არჩევანია მთავარი. სულ მცირე დროში მოქალაქეებს, რომლებიც არ მიიღებენ ამ ბარათებს, აღარ შეეძლებათ გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სარგებლობა ბანკით თუ სხვა სამოქალაქო უფლებებით, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან იქნება დაკავშირებული და ბოლოს საკვების შეძენის შეუძლებლობა, რომელიც საბოლოო დარტყმა იქნება საბრალო, გატანჯული ადამიანისთვის.. ყველაფერი ახალი ტიპის ბარათებზე იქნება მიმბმული და გეტყვიან: „არ იქნებით რობოტები და იტანჯეთ მაშინ, თქვენი ნებაა“.. არჩევანი შენზეა! მე, ქრისტეს ვირჩევ! მათეს სახარება თავი მეოთხე 1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად. 2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა. 3. მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. 4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. მე, როგორც ამ განყოფილების მოდერატორი, ვალდებული ვარ გავაფრთხილო იუზერები, რომ ზევით წითლად მონიშნული ტექსტი სიცრუეა. Saturn
  2. ,,დიდი“ მეფეები ზუსტად მაგიტომ იყვნენ ,,დიდები“ რომ მოგებული ბრძოლის გამოყენება და საქმის ბოლომდე მიყვანა იცოდნენ.
  3. პირველი იოანესი თავი მეხუთე 7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია. იოანე 14 6. იესომ უთხრა:'' მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. 7. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცოდინებათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი.'' 8. ფილიპემ უთხრა: ''უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.'' 9. იესომ უთხრა მას: ''რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორთა ამბობ, გვაჩვენე მამაო?'' 10. განა არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში? 30. მე და მამა ერთი ვართ.'' 31. მაშინ კვლავ დაავლეს იუდეველებმა ქვას ხელი მის ჩასაქოლად. (გასაგებია მემგონი რატომ უნდოდათ ჩაქოლვა...) __ აზრი ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემაში შენი მიმართულებით. ღმერთმა გვიშველოს.....
  4. თანამშრომელი თუნდაც რომ ვცდილობდე კიდეც აზრის გამოთქმას იმის შესახებ, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის.. ცუდი რა არის ამაში? თამაში რა შუაშია, როცა ქრისტეზე ლაპარაკობ? თუკი მიუღებელია შენთვის უფალზე საუბარი ფორუმში, სულ ნუ გამოეხმაურებოდი.. არავინ გავალდებულებდა. ვფიქრობ დიდი შეურაწყოფაა, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს, ასე უდგება ადამიანი. .. გზამშვიდობისა!
  5. აზრი ბერძნული, ებრაული და არამეული ენა არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ სული, რომელიც მივიღეთ ღვთისგან, მეტია ვიდრე ენების ცოდნა. უკეთესია რწმენით შეხედო და სულით განსაჯო - რა მისაღებია და რა მიუღებელი. ვგმობ რასელიზმის მოძღვრებას და ვერაფერს მივიღებ მათგან! ისინი უარყოფენ გამომსყიდველ უფალს, იესო ქრისტეს.. ამის შემდეგ, როგორ უნდა გადავშალო საერთოდ მათი ნააზრევი და შეთითხნილი ცრუ ხელნაწერი? .. მოდი ცოტახნით თავი დავანებოთ ხელნაწერებში ქექვას და მიპასუხე: აღიარებ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი?
  6. აზრი რამდენს ვიტირებთ და ვინანებთ იმის გამო, რომ ამქვეყნად არ ვტიროდით და არ ვინანიებდით . . /აბბა სტრატილატე/
  7. Nukriko მეც გითხარით უკვე, რომ წარმართებზე არ ვრცელდებოდა ეს. უფლის სამეფოში კი რა წილი აქვს უწმინდურობას? მე თუ საქართველოს მოქალაქე ვარ, ვალდებული ვარ.. განა თავისუფალი, არამედ ვალდებული! რომ დავემორჩილო საქართველოს სამოქალაქო კანონებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ციხეში ამოვყოფ. .. ისრაელი ღვთის რჩეული ერი, წმინდა უნდა ყოფილიყო და შესაფერისი რჯული ჰქონდათ ამისთვის. არც მრუშებს, არც კაცის მკვლელებს, არც დედისა და მამის მოძულეებს (რაც უარესია წინა ორზე) არ აქვთ წილი ღვთის სამეფოში ყოფნისა.. ასეთი მკაცრი კანონები, მათივე გულქვაობის გამო მისცა მოსემ.. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ გაპარტახდებოდნენ და დაიღუპებოდნენ. ..
  8. თანამშრომელი აშკარად ქართულ ენაზე ვმეტყველებთ ორივე.. თუმც კი სულ სხვაგვარად აღიქვამ ყველაფერს. არ ვიცი, რა გითხრა
  9. Nukriko თქვენთვის ძველი აღთქმა ისტორიაა მხოლოდ და კანონებით მოცული.. ის ძველი ადამიანებია შესაფერისი კანონებით. ისიც ადამიანთა გულქვაობის გამო. ისრაელი ერი ღვთის წმინდა ერი უნდა ყოფილიყო.. განა იმ დროს არ იყო წარმართობა? მათ ეხებოდათ ეს? უფლის სამეფოში არ უნდა ხდებოდეს ჭეშმარიტად არც ერთი ზემოთ ხსენებული, რადგან თქვენც კარგად იცით, რომ საძაგლობაა! .. როგორ განვითარდა მოვლენები.. ისმინა თუ არა უფლის რჩეულმა ერმა.. ეს თქვენც იცით, ალბათ. ამიტომაც მოვიდა განხორციელებული ღმერთი სოფელში, რომ შეეკრიბა შვილები თავის ფრთებქვეშ და ეხსნა უპერველესად რჩეული ერისაგან.. მაგრამ ვერ იცნო კაცობრიობამ იესოში ქრისტე.. ჯვარს აცვეს თვისი დამხსნელი! .. ჩვენ გვაქვს ახალი აღთქმა.. ახალი გზა.. ბაგიდან - ჯვარცმამდე! ეს ქრისტიანობაა.
  10. აზრი შენს ნათქვამს არ მომიყოლებია, წინადადებას მივაყოლე, რისი თქმაც მსურდა შენთვის, რომ უკეთ გადმომეცა. დაკვირვებით ვკითხულობ ძალიანაც.. შენ კი გამოჭერაზე ხარ და არ კი გამოგდის. ეს კი კარგად ვიცი, რისი მანიშნებელიცაა ადამიანში
  11. ამჟამინდელი მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტეზე სწავლებას მაინც არ ცვლის და ინახავს, როგორც მიიღო! "რასელისტების" ინტერპრეტაცია კი სრული გმობაა წმინდა მსხვერპლის.. ამოვიკითხე ერთ - ერთ თქვენს პოსტში, თუ როგორც იცავდით ახალი ქვეყნიერების თარგმანს და ამბობდით, რომ ერთ - ერთი საუკეთესო ქართული ნათარგმანებიაო ბიბლიისა. თუკი ჭეშმარიტების მაძიებელი ხართ, როგორ.. კითხვა მაინც არ გიჩნდებათ, რომ აღიარებთ იმ ერესის მიმდევარ ადამიანთა დაწერილ ბიბლიას, რომელნიც გმობენ ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას?.. არ მესმის თქვენი.
  12. ძალიან გთხოვთ ამიხსენით.. არის ამ საწუთროში ადგილი, სადაც სატანა ვერ ბობოქრობს? მადლი ადამიანებში ინახება.. ეკლესიაც ადამიანების კრებულს აღნიშნავს და არა შენობა - ნაგებობას. მე ვიცი, რომ გულში, რომელშიც ჯვარცმული უფლის სიყვარულია.. უძლურია სატანა იმ გულთან და ვერასოდეს დაეპატრონება! ქრისტეს ეკლესია გაბნეულია.. ჭეშმარიტი მორწმუნე სულ მცირე დარჩა და მათი ნაწილიც უნდა ცდუნდეს, თუ მოახერხეს.. დაწერილია! მძლავრობს სატანა და კუდს იქნევს, სურს რაც შეიძლება მეტი გამოსტაცოს და ჩაყლაპოს. .. მე უკვე განვმარტე თუ როგორ ეკლესიას ეტრფის ჩემი სული.. სამოციქულოს, თავდაპირველს. მართლმადიდებლობა კი თავისთავად მკრეხელობა ნუ გგონიათ.. ახლა თუ ამახინჯებენ, ეს ხომ ბუნებრივია? განა უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველება არ ამოგიკითხავთ წმინდა წერილში? თუ თქვენს "ახალი ქვეყნიერების თარგმანში" ამოღებულია?.. ასე რომ, სანამ ვინმეს რაიმეს დააბრალებთ და შეცვლისკენ მოუწოდებთ, საკუთარ სულში ჩაგეხედათ აჯობებს. ..
  13. 1 "მიკრო" მწერის დაბადება სამყაროში, ჭეშმარიტად მეტი სასწაულია ვიდრე (ცეცხლის გარდმოსვლა.) მით უფრო ამ ვაჭრულ კონცერტზე დასწრება. მრავალი არგუმენტი მაქვს ამის საწინააღმდეგოდ და თუ სურვილი აქვს ვინმეს, ვისაუბროთ.
  14. კაცო, თუ კარგად გადახედავ.. მე საგნობრივი ფაქტები არსად მიხსენებია.. პირიქით! სული, რომელიც უნდა მიიღოს ყოველმა ქრისტიანმა.. უმოწმებს კიდეც მათ, რომ ის მათშია! ამაზე მთელი სახარება გვახარებს და მე რა ვთქვი ამისთანა საწინააღმდეგო? სჯობს დაკვირვებით წაიკითხო.. "ღვთიურ ცეცხლს" რაც შეეხება.. ეს კიდევ მძიმე თემაა! ადამიანმა გულში უნდა ეძებოს ღმერთი და არა ცეცხლში! და კიდევ + რაც მანდ ხდება, ყოვლად მიუღებელია ჩემთვის.
×
×
  • შექმენი...