-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
მსურს ბიბლიიდან დავდო პატარა მონაკვეთი და მკითხველს ვთხოვო წაიკითხოს. 5 წუთიც კი საკმარია პოსტის წასაკითხად. ქვემოთ ციტირებული პირველი თარგმანია X-თე საუკუნეში გაკეთებული თარგმანი; მეორეა XX-ცე საუკუნეში გაკეთებული თარგმანი და მესამეა XXI-თე საუკუნეში გაკეთებული თარგმანი. ძალიან გთხოვთ, წაიკითხოთ სამივე თარგმანი და თქვენი აზრი მოკლედ დააფიქსიროთ თუ რომელი თარგმანი უფრო ადვილი გასაგებია თქვენთვის. საკუთარი აზრი შეუძლია დააფიქსირონ როგორც თეისტებმა, ისე ათეისტებმა. X-თე საუკუნეში შესრულებული თარგმანი: "უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი. და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის. რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ. და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი. და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაჲ ნათესავსა ამას. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა. არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ჴჳმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა შემავალნი ხედვიდენ ნათელსა. სანთელი გუამისაჲ არს თუალი; ოდეს თუალი შენნი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს და უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს. უკუკეთუ ყოველი გუამი შენი ნათელ არს და არა რაჲ აქუნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა განგანათლოს შენ". XX-ცე საუკუნეში შესრულებული თარგმანი: "ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა. ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის. სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია. არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს. სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც. მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში. ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით". XXI-თე საუკუნეში შესრულებული თარგმანი: «თუ ღვთის ხელით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო. როცა ძლიერი და კარგად შეიარაღებული კაცი დარაჯობს თავის სასახლეს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. მაგრამ როცა მასზე ძლიერი დაესხმება თავს და სძლევს, წაიღებს მის მთელ იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ყველაფერს, რასაც წაართმევს, გაანაწილებს. ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ფანტავს. როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის, უწყლო ადგილებში დადის მოსასვენებელი ადგილის საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს და ამბობს: "დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი". მიდის და ხედავს, რომ სახლი დაგვილი და გალამაზებულია. მაშინ მიდის და მოჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი სული, შედიან შიგნით და ბინავდებიან და ამ კაცისთვის ბოლო პირველზე უარესი ხდება. ამას რომ ამბობდა, ხალხში ერთმა ქალმა ხმამაღლა წამოიძახა: "ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!" მან კი თქვა: "ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!" როცა ხალხი მოგროვდა, მან თქვა: "ეს თაობა ბოროტი თაობაა, ნიშანს ეძებს, მაგრამ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა. როგორც იონა გახდა ნიშანი ნინეველებისთვის, ისევე იქნება კაცის ძე ამ თაობისთვის. სამხრეთის დედოფალი ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის დედამიწის კიდეებიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, მაგრამ აი, აქ არის სოლომონზე დიდი. ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა, მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი. ლამპარს რომ ანთებენ, სარდაფში ან საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, რათა შემსვლელებს გაუნათოს. სხეულის ლამპარი თვალია. თუ სუფთა თვალი გაქვს, მთელი შენი სხეულიც ნათელია, ხოლო თუ ბოროტი თვალი გაქვს, მთელი შენი სხეულიც ბნელია. ამიტომ ფხიზლად იყავი, შეიძლება შენში მყოფი სინათლე სიბნელე იყოს. თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არც ერთი ნაწილი არ არის ბნელი, იგი სინათლის მომცემი ლამპარივით ნათელი იქნება".»
-
. მთელი საუკუნის მანძილზე ბიბლიის ყოველ მომდევნო გამოცემაში ასახელებდნენ ამ თარიღს. ყველას ,ვინც მას ეჭვის თვალით შეხედავდა, მწვალებლებს უწოდებდნენ. და ცეცხლზე წვავდნენ ..................... :mamao: Zeppelini მართალს ამბობ რომ ხალხს განსხვავებული რელიგიური მოსაზრებების გამო, ეკლესიის მესვეურნი (ე.წ "ქრისტიანები") ცეცხლში წვავდნენ. სამწუხაროა რომ ქრისტეს მიერ დატოვებული მცნებების დაცვის ნაცვლად, მათ ქრისტეს სახელით მრავალი სისაძაგლე ჩაიდინეს! აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნევ, რომ ბიბლია არ ასახელებს სამყაროს შექმნის თარიღს. თუ ვინმე შეეცდება სამყაროს შექმნის თარიღის დასახელებას, ეს მისი პირადი [სუბიექტური] აზრი იქნება და არა ბიბლიის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირადი აზრი იქნება, არავის აქვს უფლება, ამის გულისთვის ცეცხლში წვას ხალხი. ასე რომ, ათეისტებსაც და თეისტებსაც, აუცილებლად უნდა ახსოვდეთ რომ ღმერთი, ბიბლია და ქრისტიანობა, არ განსაჯონ ე.წ. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების სამღვდელოების მიერ ჩადენილი სასირცხვილო საქმეების საფუძველზე. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ისე შორსაა ქრისტიანობისგან, როგორც მე და პლანეტა მარსი.
-
ომი ცუდია, საშინელი რამეა. მილიონობით ადამიანი იხოცება ომში.
-
აუ, ნეტა მეც მასე მეხერხებოდეს ვაშლის ჭამა.
-
ერთი ყოფილი მრუში (მეძავი, ბოზი) ეკლესიაში შევა და ხატის წინ ლოცულობს: "აი ღმერთო, შენ მაინც ხედავ რომ აღარ ვბოზობ; აღარც ორალურ სექსს ვეწევი და აღარც ანალურს, მაგრამ რა ვქნა არ ვიცი, ეს ჩვევა ვერა და ვერ მოვიშალე: "როდესაც ვიჩოქები, ეს ოხერი პირი, ავტომატურად მეღება...."
-
ერთი პოპულარული (მამაო) მღვდელი თავისი ჯიპით მიგრიალებს. ქალაქის ცენტრში ბენზინი გაუთავდება. ახლოს მცხოვრებ მოსახლეობასთან ფეხით მიბრძანდება და ბენზინს წამოღებს; სამწუხაროდ, მოსახლემ დახმარება კი გაუწია, მაგრამ, ბენზინის სპეციალური ჭურჭელი არ ჰქონდა და ამიტომ ის ღამის ქოთანში ჩაუსხა. მღვდელმა არ ითაკილა, ოღონდ ბენზინგასამართ სადგურამდე მიმაღწევინა და ღამის ქოთან არ მოუკვდა პატრონიოოო.. როგორც იქნა, მიიტანა ბენზინი ღამის ქოთმნით მანქანამდე და ასხავს ბენზინის ავზში. ამ დროს ერთი კაი ტიპი გამოივლის მანქანით და გაკვირვებული შეხედავს. იმ წამსვე დაამუხრუჭებს, ფანჯარას ჩამოსწევს და მამოს ეტყვის: "მამაო, ნეტავ შენი რწმენა მომცა რააა...."
-
იუდეველები, მოსეს რჯულის კანონების თანახმად, მრუში ქალის ჩაქოლვას აპირებდნენ შუა ქალაქის მოედანზე. იესომ გააჩერა ისინი და უთხრა: "ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველი მან ესროლოს ქვა!" ხალხმა ქვები დაყარეს. აიღო იესომ ქვა და ესროლა.
-
წმინდა მთა სინასთან, მთელი ისრაელი ერი დგას და სულმოუთმენლად ელოდება მოსეს დაბრუნებას. როგორც იქნა, მოსე გამოჩნდება და ხალხს ასეთ რამეს ეუბნება: "ორი სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის; მაგრამ არ ვიცი რითი დავიწყო, კარგი, თუ ცუდით". ერმა უთხრა: "ჯერ კარგი თქვი, მერე ცუდი". მოსე: "20 მცნებიდან, 10 ცნებაზე ჩამოვიყვანე". გაუხარდა ერს, თუმცა იკითხა: "ცუდი ამბავი რა გაქვს?" მოსე: "არ იმრუშო მაინც დატოვა".
-
nekroo და არც არასოდეს არაფერი გაგიკეთებია, ან გითქვია რაც შემდგომში გინანია?
-
კარგი, ცოტას მეც დავწერ თორაზე. :friends: ქართულ ბიბლიებში, თორის პირველ წიგნს ეწოდება "დაბადება" (ძვ.ქართულად "შესაქმე"). ებრაულ ხელნაწერებში კი (რომელზეც თავდაპირველად დაიწერა ბიბლია) წიგნი დასათაურებულია პირველივე სიტყვით "ბერეშით", რაც ნიშნავს "თავდაპირველად", ანუ "დასაწყისში" (ბერძნულად "ენ არხეი"). ის პირველია მოსეს ხუთწიგნეულში, რომელსაც "თორა" (კანონი) ან "მოსეს კანონის წიგნი" ეწოდება. "ენციკლოპედია ჯუდაიკაში" აღნიშნულია, რომ "რჯულად" ნათარგმნი ებრაული სიტყვა "თორა" 'დამოძღვრას' ნიშნავს. როგორც ჩანს, ხუთწიგნეული [ბიბლიის პირველი 5 წიგნი] (ანუ "თორა") თავიდან ერთი წიგნი იყო, რომელიც მოგვიანებით ხუთ გრაგნილად დაყვეს, რათა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო (იეს. 23:6; ეზრ. 6:18). მოკლედ, სინამდვილეში, თორა სხვა არაფერია, თუ არა ქართულ ენაზე ნათარგმნი ბიბლიების პირველი 5 წიგნი: 1. დაბადება [(ებრაულად: ბერეშით). 2. გამოსვლა (ებრაულად: "ვეელეჰ შემოთ", რაც ნიშნავს "ეს არის . . . სახელები" ან უბრალოდ "შემოთ" [სახელები]). 3. ლევიანები (ებრაულად: თორაში ეს წიგნი იწყება სიტყვით "ვაიკრა", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "და მოუხმო". მოგვიანებით იუდეველებმა ამ წიგნს "მღვდლების კანონი" და "შესაწირავების კანონი" უწოდეს). 4. რიცხვები (წიგნის სახელწოდება დაკავშირებულია ხალხის აღრიცხვასთან, რაც პირველად სინას მთასთან, მოგვიანებით კი მოაბის ველზე მოხდა. ამის შესახებ ვკითხულობთ რიცხვების 1-4 და 26-ე თავებში. წიგნს ლათინურ ვულგატაში ეწოდება "ნუმერი", ბერძნულ სეპტუაგინტაში კი "არითმოი". თუმცა ებრაელებმა მას უფრო შესაფერისი სახელი "ბემიდბარ" უწოდეს, რაც ნიშნავს "უდაბნოში". ებრაულ სიტყვა "მიდბარ"-ში იგულისხმება გაშლილი, უკაცრიელი ადგილი. სწორედ ქანაანის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე უდაბნოში განვითარებული მოვლენებია აღწერილი "რიცხვებში"). 5. მეორე კანონი (ამ წიგნის სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სეპტუაგინტიდან, სადაც მას "დევტერონომიონ" ეწოდება. ის შედგება ორი სიტყვისგან "დევტეროს" (მეორე) და "ნომოს" (კანონი) და ნიშნავს "მეორე კანონს" ანუ "კანონის გამეორებას". ეს ბერძნული სიტყვა ნათარგმნია კანონის 17:18-ში მოხსენიებული ებრაული ფრაზიდან "მიშნე ჰათორა", რაც სიტყვასიტყვით "კანონის ასლს" ნიშნავს. თუმცა წიგნს "მეორე კანონი" ჰქვია, ის არც სხვა კანონია და არც კანონის გამეორება. ის უფრო კანონის ახსნაა, რომელიც აღძრავდა ისრაელს, ჰყვარებოდათ თავიანთი ღმერთი (იაჰვე, იეჰოვა) და დამორჩილებოდნენ მას აღთქმულ მიწაზე, სადაც მალე შევიდოდნენ. შესავალშივე "მეორე კანონზე" ნათქვამია, რომ ეს არის სიტყვები, რომლებიც "უთხრა მოსემ მთელ ისრაელს", მოგვიანებით კი ვკითხულობთ, რომ "დაწერა მოსემ ეს კანონი" და "დაწერა მოსემ იმ დღეს ეს სიმღერა". ეს ცხადყოფს, რომ წიგნი მოსეს დაწერილია. მისი სახელი წიგნში დაახლოებით 40-ჯერ არის მოხსენიებული, ჩვეულებრივ იმისთვის, რომ ნათქვამი უფრო ავტორიტეტული იყოს. თხრობა ძირითადად პირველ პირში მიდის. როგორც ბიბლეისტები ამბობენ, დასკვნითი სიტყვები წიგნში შესაძლოა მოსეს სიკვდილის შემდეგ იესო ნავეს ძემ ან მღვდელმთავარმა ელეაზარმა ჩაწერა. წაიკითხე ამ წიგნის 1:1; 31:9, 22, 24-26 მუხლები). საინტერესოა ვიცოდეთ, რომ მორწმუნე ებრაელებს ხშირად რაბინების ტრადიციების დაცვა უფრო აინტერესებთ, ვიდრე გარკვეული მოძღვრება წმინდა წერილიდან. მათთვის რაბინები სმიერ გაკეთებული ინტერპრეტაციები იგივეა, რაც (სიტყვაზე) კათოლიკესთვის ან მართლმადიდებლისთვის "ეკლესიის მამების" ინტერპრეტაციები. ჩვეულებრივ, ისინი (ანუ ებრაელები, როგორც კათოლიკები და მართლმადიდებლები) წეს-ჩვეულებებს და გადმოცემებს საღვთო წერილთან აიგივებენ. ებრაელებისთვის საღვთო წერილს მხოლოდ "თორა" (ანუ მოსეს პირველი ხუთი წიგნი) როდი წარმოადგენს. ებრაელები წმინდა წერილად "თორას" და ებრაულ ენაზე დაწერილ "მთლიან" ბიბლიას აღიარებენ. ისინი მას "თანახს" უწოდებენ. მიზეზი თუ რატომ ჩავსვი ბრჭყალებში სიტყვა "მთლიანი" გახლავთ ის, რომ "თანახში" არ შედის ე.წ. "ახალი აღთქმა", ანუ ბიბლიის ბოლო 27-დი წიგნი. მათთვის ღვთის სიტყვას, ანუ "წმინდა წერილს" ბიბლიის პირველი 39 წიგნი წარმოადგენს, რომელსაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები, მათ შორის კათოლიკები და მართლმადიდებლები "ძველ აღთქმას" უწოდებენ.
-
ეს კი მარწყვის მოყვარულებს (ჩემი ჩათვლით) http://s005.radikal.ru/i209/1002/63/1707cf3e0453.jpg
-
ეს კი იმათ, ვისაც ისიც უყვართ და ესეც http://s54.radikal.ru/i146/1002/0b/5e93fac4a397.jpg
-
ხო რაა, ცოტანი არიან თუ?
-
Pariz მადლობა სურათისთვის. ისე, ორი ბიჭიდან ერთ-ერთი რომ გოგო ყოფილიყო, უფრო კარგი საჩუქარი გამოვიდოდა.
-
ჭანო ჯერ კიდევ 9-რე პოსტში დავწერე, რომ გერმანული არ ვიცი და იქნებ ინგლისური თარგმანი დაგედოთქო რომელ ფირფიტაზეც ამბობდი რომ Irving Finkel-მა თარგმნა გერმანულადო. ფრაგმენტის ან ინგლისური თარგმანი დადე რომ გავეცნოთ, ან გერმანულიდან თარგმნე. სხვა შემთხვევაში გამოდის რომ ყოველგვარ არგუმენტებს მოკლბულია ჩვენი საუბარი. უკვე მერამდენედ დავწერე. რატომ უნდა დაიჯეროს ადამიანმა რაიმე ბრმად? როცა ინგლისურ თარგმანს ან ქართულს დადებ, შემდეგ გავაგრძელოთ. მითუმეტეს გერმანული იცი და, Irving Finkel-ის მიერ ფირფიტის გერმანული თარგმანი გადმოაქართულე რომ საკითხზე ვიმსჯელოთ. თუ არა და მე დავასრულე ამ საკითხზე, რადგან ის რასაც გერმანულ ჟურნალზე დაყრდნობით დაწერე, თავად ხედავ რომ არასაკმარისია რომ დავიჯეროთ და მითუმეტეს, ფაქტად ავიტაცოთ. დროებით
-
ჭანო კარგია რომ დამატებითი ინფორმაცია დადე მაგ ფირფიტის შესახებ, მაგრამ, საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ რას ამბობს ეგ ფირფიტა ისეთს, რომ ასე აიტაცა გერმანულმა ჟურნალმა და მის საფუძველზე ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებს შეცდომას უწოდებს (როგორც შენ დაწერე). მე გთხოვე, რომ მაგ ფირფიტაზე დაწერილი ინფორმაციის ინგლისური თარგმანი მოგეწოდებინა რომ შემდეგ გვემსჯელა. რაც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გაგიკეთებია. დანარჩენზე მას შემდეგ უნდა ვისაუბროთ, როცა ფირფიტაზე დაწერილის ინგლისურ ან ქართულ თარგმანს მოგვაწვდი.
-
ჭანო ფირფიტა, რომელზეც საუბრობ, არ დაგიდვია არც ინგლისურად (რომ გავიგოთ) და არც ქართულად გითარგმნია. ამიტომ, ამ საკითხზე საუბარი ყოველგვარ ფაქტს მოკლებულია. საჭიროა იმ ფირფიტის შესახებ დაწვრილებით დაწერო, და არა ის, რომ ცნობილ პიროვნებამ რადგან თარგმნა ფირფიტა, ესე იგი ფირფიტაზე მოცემული ცნობები უტყუარია.
-
ჭანო გასაგებია. სწორედ მაგიტომ დავწერე, რომ რაც თარგმნე, მასში არაა ფაქტები წარმოდგენილი. ამიტომ, სტატიის ატაცება და დაჯერება, არაგონივრულად მიმაჩნია. ვარაუდებს რა გამოლევს. მეც არ ვიფიქრე სერიოზულ ფაქტებზე ვსაუბრობდით.. პ.ს.
-
პრეზერვატივებმა დაგლიჯა! პ.ს. ისე, იქნებ გაგვეხსნა თემა: დღეს რა გაყიდეთ?
-
ხო, ისევე როგორც ლენინია ცოცხალი ზოგზოგების გულებში არა?
-
ჭანო არაა გამორიცხული რომ ინგლისურადაც იყოს. კარგი იქნება (ქართულად თუ არა) ინგლისურ ენაზე ნათარგმნს დადებდი, გავიგებდით მაინც რა წერია მაგ ფირფიტაზე. Irving Finkel-ის შესახებ გუგლში ვნახე და ცნობილი პიროვნებაა, მართალი ხარ. თუმცა, ის რომ ცნობილმა პიროვნებამ თარგმნა ის ფირფიტა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას რომ ფირფიტაზე დაწერილია სწორი და ბიბლიაში ჩაწერილი ცნობები კი არასწორი. ისეთი დასკვნის გასაკეთებლად რომ ბიბლიაში ჩაწერილია მცდარი და "იმ" ფირფიტაზე დაწერილია სწორი, საკმაოდ მყარი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს. კარგია რომ გერმანული ენა ასე კარგად გცოდნია. ბარემ თარგმნე ქართულად Irving Finkel-ის ის თარგმანი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ფაქტი ერთია რომ რასაც ის გერმანული ჟურნალი წერს და რომლის შინაარსიც მოგვაწოდე, ჯერჯერობით, არასაკმარისია იმისთვის რომ ჟურნალის ავტორის მიერ დაწერილი სტატია ფაქტად მივიჩნიოთ.