Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. T_A_T ეს ფრაზები, მის დამწერს, ვიკიპედიიდან აქვს გადმოკოპირებული. აი ლინკი: http://planeta.ge/index.php?showtopic=2710 სანდოობას რაც შეეხება, ვიკი პედიას მე პირადად სანდო წყაროდ არ მივიჩნევ.
  2. ვაღიარებ რომ მარწყვი ძალიან მიყვარს
  3. Siknadmo ზოგისთვის თუ გნებავს ღმერთი იყოს. მერე რაა მაგით. შენთვის თუ სასულიერო პირია, იყოს, ვინმე გიშლის თუ? მე ხაზი გავუსვი იმას, რომ სასულიერო პირი თუ არის ადამიანი, ღვთის მსახურებას ფულზე არ უნდა ყიდიდეს. მაგრამ შენ ამას ვერ იგებ და შეურაცხყოფად აღიქვამ. ისე გამოდის, რომ თუ ვინმე ეგრეთ წოდებული სასულიერო პირი რაიმე ცუდს ჩაიდენს, უნდა გავჩუმდეთ, რადგან მის მიერ ჩადენილ საქციელს თუ აღვნიშნავთ, თირმე ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ. ლოგიკაა ქვას ხეთქავს. პრინციპში, მასეც მიყავთ პარადი, თუ სასულიერო პირი რამე ცუდს ჩაიდენს, იტყვიან, შენ შენ ცოდვებს მიხედე, მას ღმერთი მოჰკითხავსო. მასე სადაა... ქრისტიანობა ქრისტეს დაფუძნებული სარწმუნოებაა და ვისაც ქრისტიანობა სურს, მას უნდა ბაძავდეს. ქრისტე კი თავის თანამედროვე სასულიერო პირებს, სახალხოდ ამხელდა. ასე რომ, მოიქცნენ შესაბამისად და ნუ გაყიდიან ღვთის მსახურებას ფულზე, ნამდვილი მორწმუნეები იყვნენ და არც არავინ იტყვის აუგს მათზე. მარა, როცა სასულიერო პირი ერთს მოგიწოდებს და მეორეს აკეთებს, ეს უკვე აღსანიშნავია. საბედნიეროდ, მხოლოდ ცუდის დანახვით არ ვარ დაინტერესებული. მაგრამ, როცა ადამიანი სასულიერო პირის როლში იცხადებს თავს და ფულზე ყიდის ღვთის მსახურებას, ამას ვერაფერ სხვას ვერ ვუწოდებ, თუ არა ვაჭრობას. ასე რომ, შენ გქონდეს ისეთი შეხედულებები როგორიც გსურს, სხვებს კი ისეთიროგორიც სურს. სადაო ამაში აღარაფერია. ამაზე უკვე დაგიწერე: "როცა სიმართლეს დაწერენ და არ მოგწონთ, ყველაფერი სექტანტური როგორაა?" გენაცვალე, შენთვის თუ წმინდა წერილი არგუმენტები არაა, სხვა ამბავია. ამაზე მეტი არგუმენტი რაღა გინდა(თ): რაც შეეხება ამას: მე ჩემი სწავლება არ მაქვს. თვალსაჩინო მაგალითები დავდე წმინდა წერილიდან, რაზეც წესით და რიგირთ უნდა ეყრდნობოდეს შენი სარწმუნოება და მასში ჩაწერილს ითვალისწინებდეს. მე უკვე ვთქვი თუ რომელია ნამდვილი ქრისტიანული სარწმუნოება. როგორც ჩანს პოსტებს არ კითხულობ. ნამდვილი ქრისტიანული სარწმუნოება, რომელიც სხვათაშორის ღვთის საქმეების კეთებაში ფულს არ იღებდა და ტვირთად მრევლს არ აწვებოდა, იყო I საუკუნეში ჩამოყალიბებული ქრისტიანობა. მიზერია ამაზე წინა პოსტებში და წაიკითხე.
  4. POLEMIST კარგი აზრია, მაგრამ, ეგ ანაფორიანი ვაჭრები რომ ზოგისთვის ღმერთთან "შუამავალები" რომ არიან? ეგ "შუამავლები" რომ აღარ ჰყავდეთ, ვისღა დაემორჩილებიან? ისე კი, არ მგონია ოდესმე ვინმემ გაწმინდოს ეკლესია ანაფორიანი ვაჭრებისგან. მიზეზი კი ისაა, რომ მრევლს (სამწუხაროდ) მოსწონს ეგ "შუამავლები" და სურთ რომ ჰყავდეთ.
  5. მეორედ მოგმართავ თხოვნით, პიროვნულზე ნუ გადაგაქვს საუბარი, რადგან შეურაცხმყოფელია მსგავსი სახით პირადულზე გადატანილი საუბრები. იმედია მესამედ აღარ გაიმეორებ მსგავს რამეს. რაც შეეხება დამტკიცებას, ნამდვილად, უნდა შეძლო შენი მოსაზრების დამტკიცება. თუ შენს მოსაზრებას ვერ ამტკიცებ, ეგ შენი პიროადი პრობლემაა. თუ გსურს გაარკვიო მთვრალ ადამიანს უნარი აქვს თუ არა განახორციელოს სქესობრივი აქტი, ისე რომ ქალი რომ მიუწვეს ვერ გაიგოს, ექიმთან მიდი და კითხე, დარწმუნებული ვარ აგიხსნის სამედიცინო თვალსაზრისიდან გამომდინარე. არა, მთვრალი იყო. ტვინიდან გათიშვას როგორც ჩანს იმას ეძახი რომ ადამიანი ნარკოზში იყო. :nekro: ლოტი მთვრალი იყო და მთვრალ მდგომარეობაში ქალიშვილის დაწოლა და ადგმა ვერ გაიგო. არაა იქ საუბარი იმაზე რომ თავიდან გათიშული იყოო. მთვრალი იყო კაცი მთვრალი, დაწვა და მთვრალ მდგომარეობაში ვინ დაუწვა და როდის ცხადია ვერ გაიგებდა და მას შემდეგ როცა დაწვა მისი ქალიშვილი რა იყო და როგორ, მაგაზე აღარ საუბრობს თორა. ასე რომ შენს პირად მოსაზრებებს მტკიცებულებად ვერ მივიღებ. თუკი შევთანხმდებით რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფს ჰქონდა სქესობრივი კავშირი, შემდეგ მოგახსენე თუ რატომ მოხდა ეგ რაც მოხდა და რატომ ჩაიწერა ეგ შემთხვევა და რატომ აქვს მას დიდი მნიშვნელობა თორის (ანუ წმინდა წერილის) მკითხველთათვის.
  6. POLEMIST თემის გაუფება ნამდვილად არაა იუდაიზმის თემაში იმაზე საუბარი საიდან და ვისგან წარმოიშვა იუდაიზმი. აი შენ კი რაც დაწერე ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეგ უკვე თემიდან გადახვევაა (და არ გამოხევმაურები) :nekro:
  7. POLEMIST შენი სუბიექტური აზრით შეიძლება მასე გამოდის, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილად არაა მასე. :nekro: კი არსებობს ქართულად. მაქვს მე მაგრამ ყოველთვის ვერ მოვიყვან სურებს (თავებს) ყურანიდან, რადგან მისი ელექტრონული ვერსია ჯერჯერობით არ არსებობს და სათითაოდ ყველა თავის კლავიატურაზე აკრეფის დრო ნამდვილად არ მაქვს.
  8. Siknadmo ცხადია მე და შენ ერთი აზრის ვერ ვიქნებით ეგრეთ წოდებულ მამაოებზე როგორც ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლებზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი არ არიან და ვერც იქნებიან შუამავლები ღმერთთან. შენთვის შეიძლება არის, იყო და იქნება, მაგრამ მილიონობით ადმაიანისთვის არც ყოფილა და არც იქნება. ასე რომ, როგორც უკვე დაგიწერე, გყავდეთ ვისაც გინდა ჯიპებში გამოჭიმული მამაოები ღმერთთან შუამავლად. არანაირი პრობლემა არ მაქვს პირადად მე. ეგ შენი პირადი საქმეა, ვის ჩაიყენებ ღმერთთან შუამავლად. :nekro: ამ სიტყვებს ერთხელ კიდევ გავიმეორებ რომ კარგად დაიმახსოვრო: პ.ს. მე ვარ მე-ქართველი, არამართლმადიდებელი, ოჯახიშვილი, პატრიოტი, ადამიანი რომელსაც უყვარს სამშობლო, მეგობრები, უბანი.. პლანეტა დედამიქა და ღმერთი.
  9. irusha მომეწონა შენი დესკტოპი. ცოტა "აიკონები"-ა დიდი ზომის თუარა სხვა არაფერი უჭირს.
  10. ხოოო.. მაშინ გასაგებია
  11. wanderer აი ეს უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ზემოთა
  12. მოსე, იესო, მარქსი, ფროიდი და აინშტაინი (სხვებს აღარ ჩამოვთვლი), ესენი ყველა, ებრაელები იყვნენ. მათ კაცობრიობის ისტორიაში დიდი ზეგავლენა მოახდინეს ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილზე. თუ რატომ, ალბათ თავად მოგეხსენებათ. როგორც ხედავთ, ებრაელები თავისი წარმომავლობით, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ: თავისი ნიჭით, განათლებით და უნარით. თვით ბიბლიაც ებრაული წარმოშობისაა, რადგან ბიბლიის დიდი ნაწილი ებრაულ ენაზე დაიწერა და ისედაც, ბიბლია ებრაელების დაწერილია, როგორც თორა (მოსეს მიერ დაწერილი ბიბლიის პირველი 5 წიგნი), ისე მთელი თანახი (ე.წ. "ძველი აღთქმა") და ქრისტიანული წერილები (ე.წ. "ახალი აღთქმა"). ახლა მინდა დავწერო იმაზე, თუ საერთოდ საიდან და როგორ წამრმოიშვნენ ებრაელები (იუდეველები). ძირითადად, ებრაელთა წარმომავლობა მომდინარეობს ძველი, ებრაულ ენაზე მოალაპარაკე სემიტური შტოდან (სემიტური რასისგან). (წაიკითხეთ ბიბლიის პირველი წიგნი "დაბადება" თავი 10:1, 21-32; 1ნეშტთა 1:17-28, 34; 2:1, 2) დაახლოებით 4,000 წლის წინ, მათი მამამთავარი აბრაამი ქალდეველთა ქალაქ ურიდან (სამარია) ქალდეველთა ქანაანში გადასახლდა, რომელ მიწა-წყალზეც ღმერთმა უთხრა მას: "შენს შთამომავალს მივცემ ამ მიწას". (წაიკითხე დაბადება 11:31–12:7) თორაში, ანუ ბიბლიაში აბრაამი მოზსენიებულია როგორც "ებრაელი აბრამი". (დაბადება 14:13) რომლის სახელიც მოგვიანებით შეიცვალა "აბრაამად". (დაბადება 17:4-6). აბრაამისგან წარმოიშვა ებრაელთა გენეალოგიური ხაზი თავისი შვილის ისააკიდან და შვილიშვილისგან იაკობიდან. შვილიშვილი იაკობი (რომლის სახელიც მოგვიანებით შეიცვალა "ისრაელად") (დაბადება 32:27-29), ანუ ისრაელი გახდა 12 ვაჟის მამა, და ამრიგად იქცა 12 შტოს მამამთავარი. ერთერთი შტოს სახელი იყო "იუდა", საიდანაც წარმოიშვა "იუდაიზმი. (მეოთხე მეფეთა 16:6). დროთა განმავლობაში, ტერმინი "იუდეველი", იუდას შტოს გარდა, მთელ ისრაელ ერზე (ანუ ისრაელზე) გავრცელთა. (წაიკითხე ესთერი 3:6; 9:20) აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომ როცა ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს რომაელებმა ააოხრეს და გაანადგურეს იერუსალიმი, იუდეველთა გენეალოგოური ჩანაწერები განადგურდა. ამიტომ, დღეს, ებრაელებს უჭირთ დანამდვილებით თქვან, რომელ შტოს მიეკუთვნებიან იმ 12 შტოდან, რომელიც აბრაამის შვილიშვილისგან წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ ძველმა ებრაულმა სარწმუნოებამ, გარკვეული სახის ცვლილებები განიცადა მთელი ათასწლეულების მანძილზე, დღეს მას მილიონობით ებრაელი მიჰყვება და ეს რელია ყველასათვის ცნობილია როგორც "იუდაიზმი". თუ რა სწამთ იუდეველებს (ებრაელ მორწმუნეებს), ამაზე მოგვიანებით დავწერ, თუკი ამას საჭიროდ მივიჩნევ.
×
×
  • შექმენი...