T_A_T მოდი გავხსნათ თემა, სად არის ღმერთი? ვინ იცის მისი ადგილსამყოფელი? ჩვენშია ღმერთი თუ სადმე სხვაგან? რას იტყვი, როგორი აზრია T_A_T? რელიგიურ ადამიანებს, ასეთი თემის არსებობის გამო, საშუალება მიეცემათ თავიანთი ფერადი მოსაზრებები გამოფინონ. შენ რა გაგებითაც თქვი ჩემშიაო, გასაგებია, მაგრამ, აი მაგალითად, კათოლიკებს და მართლმადიდებლებს, ჰგონიათ რომ ღმერთი პირდაპირი გაგებით მათ ორგანიზმშია. უფრო მეტიც, მათ ჰგონიათ რომ ღმერთი ყველგანაა. ნავთლუღის ბაზრობაზე, ლილოს ბაზრობაზე, "ფუნიკულიორზე", ზოოპარკში, სახლის საპირფარეშოში, ეზოში, ბოსელში, ბორდელში და ასე შემდეგ. ვაი ვაი რომ მართლა მასე ჰგონიათ ზოგზოგს. სასაცილო კი არა, მართლა სატირალია რომ ხალხს ასეთი მოსაზრებები აწუხებთ XXI-თე საუკუნეში. wanderer კარგი, გასაგებია რომ ხმები არ გესმის, მსგავსი რამ არც კი მივარაუდია, მაგრამ, ახსენი: