Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. Roman ლინუქსზე ფოტოშოპი მუშაობს?
  2. ძალიან კარგი რომ არსებობს მსგავსი თემა. მოდერატორს ვთხოვ შეუერთოს ზემოთ მითითებულ თემას. მადლობა. :nekro:
  3. შეიწირავდა აბა რაა. არ იცი საქართველოში ზოგიერთი როგორ აზროვნებს? თუ ქართველი ხარ, ესე იგი, მაინც და მაინც რელიგიური უნდა იყო და თანაც მართამადიდებელი.
  4. აბა? ახლო წრე არ იგულისხმებათქო ხო დავწერე. ძმას, დას, დედას და მამას თუ არ ენდობი, უცხოს ენდობი?
  5. ყავის მონათვლაზე უნდა დავწერო ეხლა. ეხლა რა ხდება: მოკლეეედ, მე-17 საუკუნეშიიი, როდესაც ევროპაში პირველად შეიტანეს ყავა, ზოგიერთი კათოლიკე მღვდელი მას სატანის სასმელს უწოდებდა. მასში ისინი ღვინის პოტენციურ შემცვლელს ხედავდნენ; ღვინო კი, მათი აზრით, ქრისტეს მიერ იყო განწმენდილი. მაგრამ, როგორც ამბობენ, "რომის პაპმა კლემენტ VIII-მ გასინჯა ეს სასმელი და მისი მოყვარული გახდა", ანუ დაევასა. მან ყავასთან დაკავშირებული რელიგიური დილემა იმით გადაჭრა, რომ ის "მონათლა" და, ამგვარად, კათოლიკეებისთვის მისაღები გახადა. პ.ს. ყავის დიდი მოყვარული არ ვარ, ასე რომ, ამ თემაში მე პას.
  6. asesino_141 ჩემი ახლობელი დიდი ხანია ხმარობს ლინუქს და ყველანაირად კმაყოფილია. მითხრა პლაგინები უნდა დააყენოს და იმუშავებსო. რა ვიცი რა გითხრა სხვა. პირადად მე, ჯერ ვერ დავამუღამე ლინუქსი. რატომღაც ვინდოუს 7-დი მირჩევნია ამჯერად. მიზეზი ისაა, რომ სამსახურის საქმეს, ძირითადად წინდოუსზე ვასრულებ და უამრავი პროგრამები მაქვს დაყენებული, რომელიც ლინუქსზე, არცკი მიცდია დამეყენებინა დროის სიმცირისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. მგონი უფრო მეტად მჭირდება გამოცდილება მქონე ადამიანების რჩევა, ღირს თუ არა ლინუქსზე გადასვლა. ისე კი, ბევრ ადამიანზე მესმის ცნობები, რომ ლინუქსზე გადავიდნენ. პ.ს. asesino_141, მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის.
  7. კაცი აღიარებს ვამპირი ვარო და მეტი რაღა გინდა? კარგად, შენ?
  8. კაია, ფორუმს ერთი ვამპირი მაინც უნდა ჰყავდეს, ნა ვსიაკი პაჟაარ გაგვიმხილე, კაია ვამპირობა?
  9. ხო, მასე ოჯახის წევრებსაც ენდობი და ნამდვილ მეგობრებსაც, მაგრამ როცა ნდობა არ ნდობაზეა საუბარი, იქ როგორც ჩანს ახლო წრე არ იგულისხმება.
  10. ხინკალი! (არადა როგორ მიყვააარს)
  11. საკუთარ თავს უნდა ენდო, სხვას არავის.
  12. Saturn მადლობ შენი გამოცდილება რომ გაგვიზიარე.
  13. შეჯიბრი აქ არაფერ შუაშია. როგორც ჩანს, ფორუმის მომხმარებლებს აინტერესებთ თუ რამდენი ენა იციან თანაფორუმელებმა.
  14. T_A_T აი მე კი მივხვდი, რომ ფორუმის მომხმარებლებმა, უნდა ვიამაყოთ T_A_T-თი. ;)
  15. giauridia ძალაიან მოკლედ გადაჭერი საკითხები და თანაც ძალიან რადიკალურად. თემა ეხება დროს და არა მეცნიერების ამა თუ იმ თეორიებს, რომლებიც ურთიერთ ანუ ერთმანეთის გამომრიცხავია. ერთი მეცნიერი ერთს ამბობს, მეორე მეორეს. მინდა ვთქვა რომ ჩემი აზრით, ზუსტად არავინ იცის რა არის დრო. დროის რა სახის და რამდენი განზომილება არსებობს არავინ იცის. არავინ იცის ზუსტად როდის დაიწყო დრო და უფრო მეტიც, არავინ იცის, საერთოდ ჰქონდა თუ არა მას დასაწყისი. შენ მოგყავს ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდები და თეორიები სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით და ხმამაღლა აცხადებ, რომ არც მატერია იყოო და არც დროოო. იმაში გეთანხმები, რომ სამყარო ფართოვდება და შესაბამისად ამისა, სამყაროს აუცილებლად ექნებოდა საწყისი. მაგრამ დროზე ვერ ვიტყვით იგივეს, რადგან დრო არ არის მატერია. სამყარ სხვა რამ არის და დრო სხვა. თუ რა არის დრო, ეს ჯერჯერობით ზუსტად არავის შეუძლია ახსნას. უფრო მეტიც, ვერ ვეთანხმები შენს ბოლო სიტყვებსაც: "მატერიის პირველსაწყისი, წყარო იყო უდიადესი იდეა". იქნებ შემთხვევითობა იყო მატერიის წარმოშობის წყარო? ნუ იქნები რადიკალური. იმედია იცი აინშტაინი ვინ იყო. აინშტაინმა 1905 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც ფარდობითობის სპეციალური თეორიის მათემატიკურ დანამატად იქნა მიჩნეული. მასში შედიოდა ფორმულა E=mc2, რაც მოკლედ გადმოსცემდა აინშტაინის მიღწევებს. ამ ფორმულის თანახმად, ატომის დაშლის შედეგად მიღებული ენერგია უდრის სხეულის მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს. მატივად რომ გითხრა, მატერიისაგან მიიღება ენერგია და ენერგიისაგან მიიღება მატერია. ალბათ ხვდები რის თქმაც მინდოდა. ანუ, მატერიის წყარო იდეა კი არა, ენერგიაა. აინშტაინისა და სხვა მეცნიერების კვლევა-ძიების წყალობით კაცობრიობამ უფრო მეტი გაიგო სამყაროს ბუნების შესახებ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც ვერ ვწვდებით სამყაროს საიდუმლოებებს. დღევანდელი, თანამედროვე დროის მეცნიერები აღიარებენ რომ სამყაროს 95%-ზე მეტი ადამიანისთვის სრულიად უცნობია. ამ ყველაფრის შემდეგ, განა ვინმეს შეუძლია თქვას საერთოდ რა არის დრო?
  16. კაი, არ დაჭამოთ ერთმანეთი და აჰა, აიღეთ ფული, თავზე საყრელია http://s49.radikal.ru/i125/1003/3a/3b984e236362.jpg
  17. რატომ ვართ მოვლენილი ქვეყნად? იმიტომ რომ ვიცოცხლოთ, ვისიამოვნოთ და დავტკბეთ ცხოვრებით. ამაზე მეტი რაღა მიზეზი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ერთმანეთის ჭამაში ატარებენ მთელ ცხოვრებას და როცა წლები გაირბენს, სიკვდილის კარს რომ მიუკაკუნებენ, მერე ხვდებიან რომ ჯობდა დამტკბარიყვნენ სიცოცხლით და არა უმნიშვნელო რაღაც-რუღაცეებზე გამოკიდებით, ნერვების დაგლეჯითა და სიმწრით გაეტარებინათ მთელი სიცოცხლე. ამიტომ, სანამ ცოცხლები ვართ, ვიცხოვროთ ბედნიერად, ბოღმით რა გვეცხოვროს, რაც შეიძლება საინტერესო გავხადოთ ჩვენი ცხოვრება.
×
×
  • შექმენი...