Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. giorgi509 არ გამომიჭერიხარ. :TAT: უბრალოდ შეგისწორე, იმედია არ გწყენია და არ გაბუტულხარ. პ.ს. ეგ კი არადა, შენი არ იყოს, ერთხელ სიტყვაში "მართლმადიდებლები" მეც გამომრჩა ასო "ლ" და მის ნაცვლად მექანიკურად ასო "ა" დამიწერია ასო "ლ"-ს ნაცვლად, და სახეზე მივიღე "მართამადიდებლები". კინაღამ თავი მომაჭა ერთმა მაგის გამო.
  2. რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა, იმედის ე.წ. "სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებას" არასასიამოვნო უწოდა. :TAT:
  3. kisa ცხადია არაა დასაშვები ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება. ნუ, თუ არ გამოვრიცხავთ იმ შემთხვევას, როცა ადამიანი ნებაყოფლობით თანხმდება ექსპერიმენტის ჩატარებას. ამ შემთხვევაში, არავინ ყოფილა გაფრთხილებული რომ მსგავსი რამ გავიდოდა ეთერში. ასე რომ, არანაირი გამართლება არ აქვს იმედის ქმედებას. იმედმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებაზე და ამისთვის სასამართლო არსებობს.
  4. რამდენადაც ვიცი, საქართველოს კანონმდებლობით და კონსტიტუციით, კანონით აკრძალულია დეზინფორმაციის ოფიციალური მეთოდებით გავრცელება. როგორც ჩანს, კანონი უნდა იქნეს ამუშავებული და იმედი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და კანონით გათვალისწინებული სასჯელით აგებინოს პასუხი ტელეკომპანიას, თანამოქალაქეთა დაშანტაჟებისათვის. კანონია ასამოქმედებელი.
  5. ჩემი აზრით, იმედის ამ ე.წ. სპეც რეპორტაჟის მეშვეობით, "იმედმა" ან სხვამ (არ ვიცი ვინ), ხალხზე ჩაატარა გარკვეული სახის ექსპერიმენტი.
  6. არა, არ დამთავრდა, რუსთავი2-ზე პირდაპირ ეთერში საუბრობს ამ წუთას.
  7. ამ წუთას, საქართველოს პრეზიდენტი რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრობს იმედის ამ ე.წ. სპეც გადაცემაზე. ჩართეთ ნახეთ რას ამბობს პრეზიდენტი.
  8. ოჰოო, მაგარი მოწოდებაა. :TAT: პ.ს. კსტაწიე, 'მართმადიდებლები' არ ეწოდებათ, "მართლმადიდებლები" ეწოდებათ.
  9. giorgi509 ყველას არ სჯერა "ღმერთ-კაცებისა" და "ღმერთ-ქალების", ასე რომ არ გაგიკვირდეს. :TAT:
  10. bbc.co.uk - დღეს ბრიტანეთის საინფორმაციო საშუალებებმაც აღნიშნეს "იმედის" ქმედებასთან დაკავშირებით: http://news.bbc.co.uk/1/hi/world/europe/8566571.stm
  11. T_A_T სულზე რას ვიტყვი? რავიცი, რა გითხრა. მე უფრო რეალისტი ვარ და ნაკლებად რომ ისეთი თეორია-მოსაზრებების მჯეროდეს რომ სიკვდილის შემდეგ ცაში ავფრინდები ღმერთთან ან ჯოჯოხეთში შთავინთქები - ცხადია არ მჯერა. რადგანაც უფრო რეალისტი ვარ, ზღაპრებს არ ვიჯერებ, მითუმეტეს ამ ასაკში. ვფიქრობ რომ სული თავად ადამიანები ვართ. არ გაგიგია გამოთქმა: "რამდენი სული ცხოვრობთ ოჯახში"-ო. ხოდა, სული თავად ადამიანია და არა მასში არსებული "სული", რომელიც სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ან სამ-ოთ-ხეში მიფრინავს. უფრო მეტიც, ზოგს სჯერა რომ სიკვდილის შემდეგ ცხოველად გადაიქცევა ან ფრინველად. არა, არ მჯერა მასეთი რაღაც-რუღაცეების. მგონი გაგეცი პასუხი.
  12. T_A_T სადაც მე ვცხოვრობ, აქეთ სიცივეები, თოვლები და წვიმებია მაგდროს და ბუნება უფრო მოგვიანებით იღვიძებს პოეზია
  13. newstudio ქვეყანა ააწიოკეს და ეხლა ბოდიშიო არა? გამოვიდნენ და მოიხადონ ბოდიში. გაუშვეს ფილმი და გამუდმებული ტექსტი იწერება, ბოდიში ბოდიშიო. რატო არ აკეთებენ მოკლე საინფორმაციოს და არ ამბობენ იმას, რისი თქმის ვალდებულებიც არიან?!
  14. მართალი ხარ. დარბაზში მსხდომმა ადამიანებმაც გამოთქვეს გარკვეული უკმაყოფილება მაგაზე, რომ ხალხში დიდ განგაშს გამოიწვევდა. ნუ, მოკლედ ორმ ვთქვათ, ყველა ვარიანტში უნდა გაეფრთხილებინათ მაყურებლები. არ შეიძლება ხალხის ნერვებზე (მითუმეტეს ამ სახით და ამ თემით) თამაში. რამდენმა ადამიანმა ინერვიულა, შეშფოთდა, დაწიოკდა შინაგანად, შიშმა მოიცვა, ფსიქოლოგიური სტრესი და დარტყმა მიიღო. ვინ აუნაზღაურებს ამ ხალხ ამ ყველაფერს? "იმედი"?
  15. 7 ივნისი მეც დავაფიქსირე სხვათა შორის, მარა, პრეზიდენტი მოკვდაო და ათასი რამ ითქვა, რაც ცხადია გამოიწვევდა ვნებათა ღელვას. :friends:
  16. newstudio კიდევ ეგეთი მდგომარეობაა სასწრაფოებზე თუ დღევანდელს გულისხმობ?
  17. მომწერე როცა გააერთიანებ სამ რეპორტაჟს ერთიანად.
  18. Private Nodari პროვოკაციას? :friends: შენ შენს სარწმუნოებაში ვერ ერკვეოდე და სრულიად საპირისპირო მოსაზრებებს ავრცელებდე და ამავდროს გაიძახდე ამ სარწმუნოებას ვეკუთვნიო, სხვას ნუ აბრალებ პროვოკაციის მოწყობას. რაც გინდა ის გჯეროდეს, სულ არ მაინტერესებს. უბრალოდ გასაკვირია, რომ იძახი ერთს, თავს მიაკუთვნებ მეორეს. ეგ იგივეა, ათეისტმა რომ თქვას მართლმადიდებელი ვარო, და შენსავით წეროს, განსხვავებული მოსაზრება მაქვს მარა მართლმადიდებელი ვარო. ანეკდოტია რასაც შენ წერ რაა. აბსოლუტურად არაფრის დამტკიცება არ მინდა. გკითხე და თავს არიდებდი პასუხების დაწერას. როგორც იქნა ამოღერღე და ისიც ღმერთმა იცის რა. ჯერ იძახდი ღმერთი პიროვნება არააო, მერე იძახი არიო. საბოლოოდ შენი აზრი მაინც ვერ ჩამოაყალიბე გარკვევით. ახლა დასკვნა შენ პოსტებზე: ღმერთი პიროვნება არააო ამბობ, თან არისო, თან ჰარმონიააო. თან მართლმადიდებელი ვარო.
  19. ბაბუაგიორგი დიდი მადლობა ბმულის მოწოდებისთვის. newstudio ბმული ხომ არ გაქვს?
  20. ვინმემ მითხარით, დღეს რა რეაგირება მოყვა რუსთავი2-ისგან იმედის ამ ე.წ. სპეც რეპორტაჟს? ან ხომ არ იცით იქნება დღეს საინფორმაციო გამოშვება კიდევ?
  21. რომ ყოფილიყავი გარკვეული, არ იტყოდი ღმერთი პიროვნება კი არა, ჰარმონიააო. მიდი ეკლესიაში და უთხარი, ასე ასწავლითთქო? მერე მოდი და დაწერე. :friends: შენგან განსხვავებით, მე არცერთ რელიგიას არ მივაკუთვნებ თავს, ასე რომ.. ხომ ხედავ, აღარ იცი რა დაწერო. შენ თუ იის საპირისპირო რამეს იტყვი, რასაც ის რელიგია ამბობს, რომელზეც აცხადებ მისი მიმდევარო ვარო, ცხადია გეტყვიან, არ ხარო. აჰა, დასკვნებიც ნამეტანი ორიგინალური გაქვს.
×
×
  • შექმენი...