T_A_T ფაქტიურად გეთანხმები, იმ გაგებით რომ რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს როგორც აუცილებელი რამ რომელიც უნდა გააჩნდეს ადამიანს. პირიქით, ადამიანი თავად უნდა ირჩევდეს მას. მაგრამ, მე იმის მომხრე უფრო ვარ, რომ სახელმწიფო სკოლებში რელიგიის გაკვეთილები უნდა ისწავლებოდეს. ოღონდ: რელიგიის გაკვეთილებზე, არ უნდა ისწავლებოდეს რომელიმე კონკრეტული რელიგია როგორც სხვაზე უპირატესი ან ამაღლებული. ყველა უმთავრესი რელიგიის შესახებ ზოგადად უნდა ისწავლებოდეს: მათი წარმოშობა, განვითარება და როლი. ანუ ისტორიული კუთხით უნდა ისწავლებოდეს და არა სანთლებით ხელში, პირჯვრის გადაწერით და ბავშვების იძულება ილოცონ მამაო ჩვენო. ეს მიუღებელია და არასწორია, რადგან ადამიანზე, მითუმეტეს ბავშვზე, არ უნდა ხდებოდეს რომელიმე რელიგიის მრწამსის თავზე მოხვევა. ამრიგად, საშუალო სკოლა დამთავრებულმა ადამიანმა, უნდა იცოდეს როდის წარმოიშვა ისლამი, ქრისტიანობა, ბუდიზმი და ა.შ. და უფრო მეტიც, თუ ბავშვის მშობელი ათეისტია, ან უბრალოდ არ სურს მისმა ბავშვმა რელიგიიების შესახებ მიიღოს რაიმე სწავლება, უფლება უნდა ჰქონდეს არ დაასწროს თავისი შვილი რელიგიურ გაკვეთილებზე.