Private Nodari როგორც უკვე დავწერე, არ გაძალებ, არ გინდა და ნუგინდა, ნუ უპასუხობ ჩემს შეკითხვებს. ესე იგი, Private Nodari-ის აზრით, ღმერთი არ ყოფილა პიროვნება, ის ყოფილა აბსტრაქცია, რომელსაც აღწერს სიტყვა: "ჰარმონია". თემა გაიხსნა შეკითხვით: სად არის ღმერთი. Private Nodari-ის აზრით, ღმერთი ყოფილა სივრცეში. ის ყველგან არ იმყოფება. ამის ერთერთი მარტივი მიზეზი ის გახლავთ რომ ჰამრონია ყველგან არაა. მადლობა Private Nodari შენი მოსაზრების დაფიქსირებისთვის. პ.ს. რას გულისხმობ სიტყვებში: წმინდანების გჯერა? მე ადამიანების არ მჯერა, განსაკუთრებით რელიგიური ადამიანების, რომლებიც ქრისტიანობას იბრალებენ. ამასთან ერთად, აქ, ამ თემაში რომ გავაგრძელოთ, გავაოფებთ. სხვა თემაში კი, სიამოვნებით გავაგრძელებდი საუბარს თუ გსურს.