Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. ხო მაგრამ შენ რწმენას საყოველთაო ჭეშმარიტებად არ ვაქცევთ, მტკიცებულებების გარეშე! ამაზეა აქ საუბარი, თორე შენ შენთვის რაც გინდა იმის გჯეროდეს, ამაზე კი არავინ გეკამათება..
  2. აბა? მაქვს უფლება არ მჯეროდეს შენი, სანამ არ დაამტკიცებ შენს სიმართლეს! ;)
  3. ათეისტური მუსიკა აქ უნდა დაიდოს! There's nothing a god can give to me That I can't give to myself I put my beliefs in the things I believe And a god can take care of himself There's not enough love in the world for me To think about wasting my time It's not that I don't believe at all But I don't need a heavenly sign I can achieve the things I need Without getting down on my knees I can respect your religion but I don't want to pay your fees I don't want to hear you talk about The things you think that I need So don't help me back on my feet again Until you can hear me plead Just look in the holy book of crooks And tell me what you can find All the rules and the regulations Made to manipulate your mind Don't pretend that you're blind Just open your mind and study historical times The bigger the loss the bigger the cost The bigger the cross and its crimes [----------CHORUS----------] I don't believe in a god that I need to worship I don't believe that I need to get down on my knees I don't believe that a voice from above can help me I only believe in what I can see and the things that I can achieve [----------CHORUS----------]
  4. გილოცავთ მართლმადიდებლებო შობის დღესასწაულს! (ტოლერანტობის პონტში )
  5. რა მნიშვნელობა აქვს სად შეიქმნა ეს დროშა, მთავარია ის იქცა ინტერნაციონალურ კომუნისტურ სიმბოლოდ.. და მეორეც მე სხვა ურთიერთობებზე მქონდა საუბარი...
  6. ყველა კომუნისტური რევოლუცია ამ დროშის ქვეშ იბრძოდა..
  7. ეს დროშა არის ინტერნაციონალური დროშა და მარტო საბჭოთა კავშირს არ ეკუთნოდა..
  8. ზვიადიზმი, მხედრიონი, შევარდნაძიზმი და მიშიზმი ერთნაირი ბოროტებაა!!!!!!!!!!!!!!
  9. ეს არის კარგი დოკუმენტური ფილმი, იმის შესახებ თუ ვინ და როგორ იწერებოდა ბიბლია. http://www.youtube.com/watch?v=HDAprh9kx9k&feature=related http://www.youtube.com/watch?v=0zWl3DsPFQQ&feature=related http://www.youtube.com/watch?v=fSshXM9-wN8&feature=related http://www.youtube.com/watch?v=FWaI7iTQjNI&feature=related http://www.youtube.com/watch?v=UeZyHBOiNIo&feature=related http://www.youtube.com/watch?v=SoTYBWtaVj4&feature=related
  10. newstudio იმ სამყაროს, რასაც რუსეთი ჰქვია უნდა მოვწყდეთ მაქსიმალურად.. არ უნდა გვქონდეს მოთხვნა, რომ რამენაირად შევეტენოთ (როგორც ეს დღეს აქვს ბევრ ქართველს) ესაა ჩემი პოზიცია.
  11. newstudio იმიტომ რომ 300 ათასი ლტოლვილი გყავს აფხაზედთიდან და დაახლოებით 50 ათასამდე ცხინვალის რეგიონიდან.. იმიტომ რომ დაახლოებით 30 ათასი კაცია მოკლული მათი ხელით.. იმიტომ რომ მათ გამო, დღესაც მძღნერში ვართ.. და იმიტომ რომ ღისება თუ შეგვრჩა, მაქსიმალურად შევეცდებით შევწყვიტოთ მათთან ურთიერთობა..
  12. გილოცავ დაბადების დღეს, ყველაფერ კარგს გისრუვებ!
  13. DonCaredo ფაქტი ერთი რამეა, ჩვენთან არის მასოკრატია და მასოკრატიას მოჰყვება ტირანია (ბუნებრივია).. ჩვენ გვჭირდება მიშას შემდეგ, რამენაირად ისეთი სისტემა შევქმნათ რომ მასოკრატიიდან კვლავ ტირანიამდე არ მივიდეთ. შენი იდეაც სწორია, მაგრამ სამწუხაროდ ამ იდეას არ გაიზიარებენ..
  14. DonCaredo ხო და ქვემოთ ისიც დავწერეთ, რომ რეგიონალური პოლიტიკა უნდა შეიცვალოსთქო.. ხო მეთანხმები იმაში, რომ ჩვენი, საზოგადოების ბრალია დიქტაურული უმრავლესობა რომ მივეცით სამივე პრეზიდენტს.. დაბალანსებული რომ ყოფილიყო თავიდანვე საქმე, ეს კაცი ამდენს ვერ გაბედავდა.. PEPE. ნუ მიფუჭებ თემას
  15. ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ფუნქციების გადაცემით ახდენს ცენტრალური ადმინისტრაციული აპარატის შემცირებას და შესაბამისად, ნაკლებად საშიშს ხდის მას თავისუფლებისათვის. ამოვდროულად, დეცენტრალიცაცია განაპირობებს საზოგადოებრივი მასების ჩათვას პოლიტიკურ ცხოვრებაში მათთვის ხელისუფლების ხელმისაწვდომი დონეების გამარტივებითა და გამრავალფეროვნებით, რაც ააქტიურებს სამოქალაქო ერთიანობას და აჩვევს მას თვითმართველობას. შედეგად ადგილობრივი ხელისუფლება ორგანიზებულ სტრუქტურად ყალიბდება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი ჭარბი ძალის შერბილება შეუძლია. საბოლოოდ, დეცენტრალიზაცია საშუალებას აშლევს ხელისუფლებას, მოერგოს ადგილობრივ საჭიროებებს და გარემოებებს, ასევე საშუალებას აძლევს ექსპერიმენტების საშუალებით პრობლემის გადაჭრის გზების მრავალი ვარიანტი მოძებნოს. ასე რომ, დეცენტრალიცზცია თავისუფლების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მცველია და საუკეთესო საშუალება ენერგიული და კომპეტენტური სამოქალაქო ერთიანობის ჩამოსაყალიბებლად.
  16. მე არ წავალ.. ერთი კაცით არც არაფერი დაგაკლდებათ და არც მოგემატებათ... მე არ მჯერა მათი და არ ვაპირებ აქტიურობას და არც მაინტერესებს, რა მოხდება და რა არა..
  17. უკვე 20 წელიწადია ავტორიტეტულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თუმცა დემოკრატიულ სახელმწიფოს შექმნა გვსურს. რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში დემოკრატია სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა? პირველად მინდა შევადაროთ ორი ავტორიტარული სისტემა. სუსტი ხელისუფლების - ე.შევარდნაძის დროს ხელისუფლების გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემები ჰქონდა. სუსტი ავტოკრატიული მართველობის პერიოდში, საქართველოში ყალიბდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტები (თავისუფალი პრესა, სამოქალაქო საზოგადოებები, საშუალო კლასი ჩანასახში იყო და ა.შ) თუმცა სუსტმა ხელისუფლება ეკონომიკური და სოციალური პროობლების წინაშე უძლური იყო და არ შეეძლო ეფექტურად მოეგვარებინა პრობლემები, ამას ემატებოდა კრიმინალური პრობლემების მოუგვარებლობა რაც საზოგადოებას მძიმე ხარკად იქცა. ძლიერი ხელისუფლება - მ.სააკაშვილმა მოსვლისთანავე მოახდინა სახელმწიფოს მოდერნიზაცია და გაძლიერება. იერარქიულად აგებული სისტემა მზად არის, რომ ეფექტურად შეასრულოს ლიდერის ნება-სურვილი. მთლიანი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი გახდა ძალის და ეფექტიანობის საჯარო დემონსტირება, რაც „წარმატებულობის“ მაჩვენებლად მიიჩნეოდა. ამ სისტემამ ეფექტურად შეძლო ყველა საზოგადო სფეროში, ხელოვნებიდან დაწყებული სპორტით დამთავრებული ჩარეულიყო და გაეხადა ყველა სამოქალქო ინსტიტუტი ლიდერის ნების გამტარებლად. ამ სისტემის ეფექტურობა აისახებოდა ხელისუფლებისადმი არასასრუველ კრიმნალთა და კრიმინალური ჯგუფების სრული განეიტრალება (სასურველები კი უდგათ გვერძე). კარგად გამოჩნდა, რომ სუსტ მხელისუფლების პერიოდში ყალიბდება დემოკრატიული ინსტიტუტები თუმცა არაეფექტური და სუსტია გადაწყვეტილების შესრულების დროს, რაც მეტად რთულს ქმნის კრიმინალთან ბრძოლის, ინფრასტრუქტურის მშენებლობის და სხვადასხვა პრობლემების მოგვარების დროს. თუმცა ძლიერ ხელისუფლების დროს დემოკრატიული ინსტიტუტები აბსოლიტურად ინგრევა და ყველა სამოქალაქო ინსტიტუტი ლიდერის/პრეზიდენტის ნება-სურვილის შემსრულებელი ხდება და ყველა ერთ დიდ სფექტაკლში იღებს მონაწილეობას, რომელსაც ლიდერი განაგებს. რა გვინდა ჩვენ? იდეაში ჩვენ უნდა გვინდოდეს ეფექტური დემოკრატიული ხელისუფლება. მაგრამ ამ პირობებში რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ თუ სუსტი ხელისუფალი ეფექტურად ვერ მართავს, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტი იქმნება (მისი ნების საწინააღმდეგოდ), ხოლო ძლიერი ხელისუფლება კი ანტიდემოკრატიულია, მაგრამ ეფექტურია მისი ხელისუფლების ნების აღსრულების დროს. ამიტომ ფაქტია ჩვენ არ გვჭირდება არც შევარდნაძის ნაირი მართველობის სტილი და არც სააკაშვილის მართველობის სტილი. რა უნდა ვქნათ? დემოკრატიული არჩევნებს რომლებსაც დიქტატორები მოჰყავთ სათავეში მოდი გადავხედოთ საქართველოს უახლეს ისტორიას და იქ ვეძებოთ ის მიზეზები, თუ როგორ ვამუშაოთ დემოკრატია საქართველოში. ფაქტია რომ სამივე პრეზიდენტი 90%-ზე მეტი პროცენტით იქნა არჩეული და ეს განაპირობებდა დემოკრატიის კრახს, რადგან 90%-ზე მეტი ხმის პატრონი პრეზიდენტი და პარტია ავტომატურად გარდაიქმნებოდა ხოლმე ავტოკრატიულ ფარანაონებად. ანუ დემოკრატიულმა არჩევნებმა ჩვენ მოგვიტანა ყველაფერი დემოკრატიის გარდა. მაშ რა უნდა ვქნათ, რომ შემდეგმა არჩევნებმა აღარ მოიყვანოს ახალი დიქტატორი? ხომ არ ჯობია ისეთი საარჩევნო სისტემა შევქმნათ და ისეთი მართველობის სტილი, რომ ხელისუფლებაში უბრალოდ ვერ მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, ისეთი უმრავლესობით როგორც აქამდე მოდიოდნენ. ანუ არჩევნები რეგიონების მიხედვით იღებდნენ ხმებს (ამერიკული მოდელი), ამ სისტემის შემთხვევაში ძნელია ისეთი უმრავლეობა მოიპოვო, როგორიც აქამდე იღებდნენ ხელისუფალნი. თუმცა ამ შემთხვევაშიც გვექნება პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშე ეს რეფორმები რეალურად უშედეგო აღმოჩნდება. ესა პრობლემა არის ის რომ რეგიონების მართვა უფრო ადვილად შეუძლია ხელისუფლებას ვიდრე თბილისის და ამ შემთხვევაში, ავტორიტარული რეჟიმი რეგიონების მეშვეობით ყოველთვის გამარჯვებული დარჩება, რადგან აქ არა თბილისის 1.3 მილიონი ამომრჩეველი გათანაბრებული იქნება ვთქვათ: ქვემო ქართლის 400 ათასი ამომრჩეველი. (რადგან ერთ რეგიონში გამარჯვებული იღებს ყველა ხმას). მაშ საჭიროა რეგიონებში ახალი პოლიტიკის წამოწყება, რომელიც ორიენტირი არა ცენტრისტული პარტიების არამედ რეგიონალური პარტიების წინ წამოწევაზე იქნება. ამისთვის საჭიროა რეგიონების თვითმართველობის გაზრდა (არა ფედერალიზმის მხრივ) ანუ უნდა არსებობდეს ორხელისუფლებიანობა რეგიონში ერთი ადგილობრივი ხელისუფლება, მეორე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული პირი გუბერნატორი. გუბერნატორის მოვალეობა იქნება უკიდურეს შემთხვევაში ვეტო დაადოს ადგილობრივ გადაწყვეტილებებს, ხოლო რეალურად კი ადგილობრივი ხელისუფლება განაგებს თავის რეგიონს (მათი უფლება-მოვალეობები შეზღუდული იქნება) ამ შემთხვევაშ რეგიონებში პოლიტიკური ცხოვრების ახალი ტალღა დაიწყება და რეგიონების მთავარი ამოცანა იქნება საკუთარი რეგიონალური პარტიების წინ წამოწევა. ეს კი მისცემს იმის შანს, რომ ერთი პარტიის დომინანტობა საქართველოში მორჩეს. უპარტიო პრეზიდენტი, პარლამენტის რეალური მართველობის გარნატიაა სანამ მოქალაქეთა კავშირი შეიქმნებოდა, პარლამენტი ეფექტური იყო რადგან შევარდნაძეს არ გააჩნდა საკუთარი პარტია და ამ პერიოდში პალამენტი ძალს წარმოადგენდა, როგორც კი მოქალაქეთა კავშირი ხელისუფლებაში მოვიდა, საპარლამენტო ინსტიტუტი საქართველოში პრეზიდენტის ნება-სურვილის შემსრულებელი გახდა და თავის მნიშვნელობა დაკარგა. ამიტომ აჯობებს დემოკრატიის მუშაობის თვალსაზრისით, პრეზიდენტები თუ უპარტიო იქნებიან. უპარტიო პრეზიდენტს ექნება მნიშნველოვანი ძალაუფლება და ის და პარლამენტი ერთმანეთს გააკონტროლებს. ერთი სიტყვით რა თქმა უნდა ეს მოდელი არ არის დახვეწილი და იდეალური არ არის, მაგრამ უნდა ვიფიქროთ რომ სისტემურად ისე შევქმნათ დემოკრატია, რომ ხალხის უმრავლესობის და მიუხედავად, ქარიზმატული დიქტატორები აღარ მოვიდნენ სათავეში.. დანარჩენს მერე დავწერ..
  18. http://i032.radikal.ru/1012/4b/efbe91789daf.jpg
  19. ეს არის რელიის განყოფილების თემის ანალოგია. მოგეხსენებათ რომ მოდერატორები ყველა პოსტს ვერ წავიკითხავთ და შეიძლება დარჩეს შეურაცხყოფელი და ზოგადად პრობლემატური პოსტები ყურადღების მიღმა.. ამიტომ საჭიროა არსებობდეს ერთი თემა, სადაც ყველა უთანხმოება მოგვარდება ხოლმე.. ასევე აქ მიუთითეთ, იმ შეურაცხყოფელი და ფორუმის წესების დამრღვევი პოსტები, რომლიც მოდერატორის ყურადღების მიღმა დარჩა. ამ თემის მეშვეობით, ჩვენ მოდერატორები შევძლებთ, განვიხილოთ ყველა პრობლემა რომელიც არსებობს ფორუმზე და რომელიც მოდერატორების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა სხვადასხვა მიზეზის გამო (უფრო იმ მიზეზის გამო, რომ მოდერატორი ყველა პოსტს უბრალოდ ვერ წაიკითხავს)
  20. ერთი სიტყვით უაზრო კინკლაობაზე გადავიდა ეს თემა! მე მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი ვიქნები ჩემ საქციელზე, როგორც მოდერატორი თუ კი მე დავარღვევ წესებს! წესების გარეთ, თუ ვინმეს ჩემი პიროვნება აღიზიანებს და არ მოწონს, ამაზე მე არც პასუხისმგებელი ვარ და არც ვაპირებ ვინმეს მოვაწონო თავი! თემას ვხურავ, ამოწურა თავის აზრი. გაიგეთ რომ ახალი მოდერატორი ვარ და მოდერაციის გამკაცრებას ვაპირებ, რომ არ იყო მუდმივი წესები დარღვევა და კინკლაობა, პირადი შეურაცხყოფა ფორუმზე. ერთი სიტყვით თემა იხურება!
  21. მოდერატორი არ ვარ და უკვე "შავ პიარს" აგორებ ჩემზე? მოდი ესე ვქნათ, ხო გავხდი მოდერატორი ხო და ამ დღიდან რაც მოდერატორი ვიქნები, მითხარი ხოლმე რა უსამართლობას ჩავიდენ და რას არა და მერე ვნახოთ, ფაქტებზე დაყრდნობით ვინ არის სამარტლიანი და ვინ უსამართლო ნუ ეხები ჩემ პიროვნებას! ჯერ ესერთი შენი და არც ერთ ფორუმელის საქმე არ არის რა სურათებს დავდებ და რას არა.. ნუ მიწესებ რა უნდა დავდო და რა არა, შენ შენ თავს მიხედე, მე ჩემსას მივხედავ.. არ გვჭრდება არავის ჭკუის სწავლება. რაც ჩეეხება გაოფებას, პატარ-პატარა გაოფება ამ თემაში შეიძლება რადგან მალე დაიხურება და პოლიტიკური თემა არ არის.. არ ვიქნები მლმობიერი მოდერატორი, ფორუმის წესბეის დამრღველთათის და მე შემეკითხები თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებ შესაბამის სასჯელს შესაბამის დარღვევზე. lasha1997 ვხუმრობ!
  22. რატომ მგონია, რომ თემა დასახურია რამოდენიმე მიზეზის გამო 1) აშკარად არ არის პოლიტიკური თემა, არამედ არის ფორუმელებზე თემა 2) ეს თემა იწვევს პირადულ გარჩევებს და შეურაცხყოფებსაც კი
×
×
  • შექმენი...